| | რამაზ გიგაური (პოეზია) | |
|
+9ჯალალი არგანი nini nuciko dekanozishvili ნეკერა მინდია ვაჟა ხორნაული გაგა სანათა 13 posters | |
Author | Message |
---|
გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:10 pm | |
|  რამაზ გიგაური X X Xწუხელ მესიზმრა ომები, სისხლის რუები დიოდა, მოკლული მუცალის ლანდი გორიდან ჩამამკიოდა. იქით მკვდარ ეგდო ზვიადა, აქეთ ჯოყოლა დაჭრილი, ხოლო მზე სისხლით მოსვრილი მთებსშუა იყო გაჩრილი. მკვდარსა კორტნიდა ყორანი, სისხლით გამძღარი ყიოდა, რაზიკათ ლუკაის ლანდი ფერდობზედ ჩამოდიოდა... | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:12 pm | |
| X X X
მომწყინდა ცეკვა და როკვა (გულს მკვდარ შვილივით დავყურებ), სევდას მარილად ავლოკავ და აღარ გავიზაფხულებ...
არ მინდა სიყრმეს ვფიცავარ მუსიკის თეთრი ფერები, უმკვდრო საფლავის მიწა ვარ და გთხოვ ნუ მომეფერები.
იქით მიდექი მაცილო, წინ საქმე მიდევს საშური, რად ცდილობ, რომ გამაცინო – გული მაქვს გადახარშული.
წუხელ ზარივით დავრეკე მთვარე – ცის თეთრი საყურე, სევდას მარილად ავლოკავ და კიდევ გავიზაფხულებ... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:16 pm | |
| აბა, ეგრე ნახე, გაგავ - მარტო მძიმეები ჩავამატე და, - ივარგებს?
X X X
მომწყინდა ცეკვა და როკვა (გულს მკვდარ შვილივით დავყურებ), სევდას მარილად ავლოკავ და აღარ გავიზაფხულებ...
არ მინდა, სიყრმეს ვფიცავარ, მუსიკის თეთრი ფერები. უმკვდრო საფლავის მიწა ვარ და გთხოვ, ნუ მომეფერები.
იქით მიდექი, მაცილო, წინ საქმე მიდევს საშური. რად ცდილობ, რომ გამაცინო – გული მაქვს გადახარშული.
წუხელ ზარივით დავრეკე მთვარე – ცის თეთრი საყურე, სევდას მარილად ავლოკავ და კიდევ გავიზაფხულებ... | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:35 pm | |
| რასაკვირველია ივარგებს.  აუცილებელიც კია ჩემთანაც გავასწორებ | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:40 pm | |
| ბერდედას – მერი ღუნაშვილს
"პაპა აღარ გყავს შვილოო", – ამოიტირე და მეც გული ამომიჯდა. მხრებაწურული შემოვედი და გულში ჩაგიკარ. ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია, მაგრამ ვერ ვტიროდი. "შენი და მამაშენის ნატვრაში დალია სულიო". შენ გენაცვალე ჩემო ბერდედავ, შენს დამჭკნარ ხელებს ვენაცვალე, შენს მოთქმა-ტირილს, ქვასაც რომ აატირებს. "ადე, კაცო, ბიჭი მოვიდა, ხატისთვის ცხვრის შაწირვა ნდომებიაო". ...ვაგლახ, ღუნაანთ ქალო, დარჩი ცალუღელა ხარივითა. "ვაიმე, ხალხო, რა მეშველებაო"?! – ცას ხევდა შენი ტირილი. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:41 pm | |
| სონეტი გრიგოლ რობაქიძეს
კრიალოსნები (ეკბატანის) – ქარვის, გიშერის, მიზგითზე მთვარე გაყურსული, რაღაც საშიში, ყავახანასთან მარჩიელი დგას ფეხშიშველი და ნარგილეში იზმორება მთვრალი ჰაშიში.
ცეცხლის ბორბალში ერთურთს კლავენ ღრიანკალები, ჰოი, ჰამადან, სისხლდამწვარო აქემენიდო, სარებზე უხვად ჩამოგიცვამს თავისქალები... იქნება, სჯობდეს, რომ გნახო და არ გაგერიდო.
გააჩხრიალე ბარემ, ერთი, ეგ კამათელიც, ვისტასპას ძეო, რატომ ღელავ, ძოწით მოსილი?! იქნებ, აღარ გაქვს არავისთვის არრა სათქმელი და დაწანწალებ ქუჩა-ქუჩა ბარბაროსივით...
ჰოი, ეკბატან, ეს ვიცოდე როგორ გაგიძელ, ერთმა ყარიბმა, მზისმძებნელმა ირუბაქიძემ?! | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:42 pm | |
| ნაბახუსევზე ნამზერი კოლხური მისტერია
ნისლი ეხვევა მდუმარე ქალაქს – თამბაქოს ბოლი კორპუსებს ათრობს, დილა აღვიძებს ჩიტების ბანაკს, კატა კნავილით მენაგვეს ართობს.
ქარი სუნთქავს და იბერავს ლოყებს – ალბათ დუდუკზე დაუკრავს შუსტარს, მზეს უნდა მთვარის ზღაპარი მოჰყვეს, ყვირის მემაწვნე – იშოვნის მუშტარს.
გარეთ ზიდჰართა დაეძებს ლოტოსს, თურმე დახრილა სამყაროს ღერძიც... ჩვენ კი ვსვამთ ლუდს და ვთამაშობთ ლოტოს – მე, აიეტი და ოქროს ვერძი. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Wed Feb 11, 2009 8:44 pm | |
| ჩამაიარა სიკვდილმა ხალხურ კილოზე
ჩამაიარა სიკვდილმა შავი თმით, შავი ჩოხითა, შავ ცხენზე იჯდა ბედშავი, შავი ხმლითა და თოფითა. შამხვდა, შამხედა, შაწუხდა, მითხრა რიდით და ოხვრითა: "სიაში შენი გვარი მაქვს, გპატიჟებ წელში მოხრითა".
ბერპაპამ გამაიხედა, მოვიდა შინდის ჯოხითა: "მე წამიყვანე სიკვდილო, გაგყვები გინდა ხოხვითა, ოღონდაც ბალღსა ნუ მაჰკლავ, გადვიხდი კურატ-ძროხითა". ...სული დალია თიბვაში – მზის გულზე მოკვდა საწყალი, პაპის სიკვდილი მწარეა როგორაც წინწანაქარი.
სიკვდილმა ჩამაირბინა წითელი ტალავარითა, წითელი ქუდი ეხურა, წითელი ჩექმა-ქამრითა. ამხედ-დამხედა ირიბად, ერთი დაფიქრდა წამითა, მერე თქვა: "შენი ჯერია, იქ მიგელიან ღამითა".
მამაჩემმა რომ გაიგო, კენჭი გაკვნიტა ჯავრითა: "სიკვდილო, ნებით მაშორდი ან მაგაშორებ ძალითა, ბალღთან აბა რა ხელი გაქვს – ერთი მამხედე აქითა"! ...დღეობას ხანჯლით აკაფეს, გაუწყდა სულის ბაწარი... მამის სიკვდილიც მწარეა როგორაც წინწანაქარი.
ჩამაიქროლა სიკვდილმა თეთრ ცხენზე იჯდა ტიალი, გატყორცნილ ელვასა ჰგავდა თეთრი მათრახის ტრიალი. თეთრი თმით, თეთრი ფაფახით, თეთრ ჩოხით, სირმის წკრიალით, დამკივლა: "ადე, რას უცდი, დღე დაგიბნელდა მზიანი"!.. არც მამა მყავდა, არც პაპა, ადრე მასვლოდათ ზიანი.
ვთქვი: "შენ მადლობა სიკვდილო, გამხდარხარ უფრო ჭკვიანი, დღეს მართლა ჩემი ჯერია, არც ადრე, არცა გვიანი. ეს სულის თოკიც გადაჭერ, რაც დაბადებით დავწანი, რახან მკლავ, ესეც შენ გქონდეს" – და... სახრე გადავაწანი; სიკვდილს ფაფახი ჩამასძვრა, ჩამაეშალა ნაწნავი...
სიკვდილი ქალი ყოფილა – ვიგრძენი თავის ბრუალი, ვთქვი, ერთი ჩამაკოცნინა, აქ სამართალი თუ არი... იმ ღამით სიკვდილთან ვიწექ – ვიყავი მისი სტუმარი!..
Last edited by გაგა on Thu Feb 12, 2009 3:20 pm; edited 2 times in total | |
|  | | nuciko dekanozishvili

 Number of posts : 45 Humor : :) Registration date : 27.12.08
 | |  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Thu Feb 12, 2009 3:16 pm | |
| - nuciko dekanozishvili wrote:
dzalian kargi leqsebis avtori yofixart, es iseti becvis xidia-xalxuri motivi, da tan axali rom unda tqva. aseti leqsebi, titqmis, ar momwons, radgan xshirad banalurebi xdeba, tqven ki dzalian magrad gamogdit!
 ძალიან დიდი მადლობა  მიხარია თქვენი ასეთი შეფასება რამოდენიმე მაქვს ხალხურ მოტივზე. სიკვდილზე შარშან დავწერე. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 14, 2009 9:37 pm | |
| წვიმს გრემისხევში
წვიმს გრემისხევში, მიდის ღვარები, წვიმაა ლურჯი და იდუმალი, დახურულია ჩემი კარები და ჯერჯერობით არ სჩანს სტუმარი.
ვინ გინდა იყოს წვიმა თუ ქარი, სამების მთა თუ მუცოს ქედები?! ჩემს სახურავზე ჩუმი მუქარით ნახვრეტებს თვლიან წვიმის წვეთები... | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 14, 2009 9:39 pm | |
| დღე ჩამოილია
დღე ჩამოილია კლდესავით ნაშალი, მთვარემ მოიხვია ცისფერი თავშალი.
ქარი მოჰკიოდა გასუდრულ ლაზარეს, ღამე მოდიოდა მკაცრი და საზარი.
ღამე მოდიოდა კვეხნით და მუქარით, თბილად მიღიმოდნენ სანდრო და ლუკაი...
როშკასთან დედაბრებს და დევებს ეძინათ, ღულში კი თვრებოდნენ ჯურხა და ბეწინა.
...ვებრძოდი მირიანს - ფიცხი და აშარი... დღე ჩამოილია კლდესავით ნაშალი. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 14, 2009 9:39 pm | |
| რომელი ხარ
ვარ ერეკლე კრწანისის შემდეგ... ვარ დარლას საფლავზე დაკლული ზვიადაური, ვარ თვალებდათხრილი მამამზე ერისთავი, სულხანაური ვარ - შატილიონის ტყვიით მკვდარი, აღდგომა დილით გარდაცვლილი მხატვარი და ფილტვებდახრული პოეტი ვარ. კოჭლი სარდლის მიერ აოხრებული საქართველო ვარ... | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 14, 2009 9:41 pm | |
| მეგობრებს
დღეს დავრჩი მე თქვენს იმედად, არ გავიტეხე ხმიადი, სადა ხარ ჩემო იმედავ?! სადა ხარ ჩემო ზვიადი?!
გზაზე ვაგდივარ ლოდივით, ჩემს ტანზე ხანჯლებს ლესავენ... გადავიღალე ლოდინით, გამოჩნდით, თქვენი კვნესამე. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 14, 2009 9:42 pm | |
| X X X ნიკო სამადაშვილს
გადაიხარა შენი სამშვილდე, მაგრამ არ გინდა ეშმაკს მინებდე, სული ვერაფრით ვერ დაამშვიდე, გული ვერაფრით დააიმედე.
გდევდა აჩრდილი რძისფერ ქაოსის, გზა იყო... გზაზე ხევი და თხრილი, კვნესოდა ჯვარი სასაფლაოსი და მზე ყვიროდა თვალებდათხრილი.
უღვთოდ გაძენძე შენი იღბალი - თმაგაწეწილი დასდევდი ლანდებს, რა ვქნა, ვერ ვხვდები, თუ ვინ იყავი, მიწას ფეხებში რომ გაებლანდე.
მიდი, იცინე ჩემო ჯავარო, ჩემო ნიკო და ჩემო ნიკოლა, მიდი, იცინე, არის ალალი, ცხოვრება არის: არა იყო რა.
მიდი, იცინე, სიცილი გიჯობს, დღე რას დაგაკლებს, დღე ბედსაპყარი, "ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი"...
გადახრილია შენი სამშვილდე, მაგრამ არ გინდა ეშმაკს მინებდე... სული ვერაფრით ვერ დაამშვიდე, გული ვერაფრით დააიმედე. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Fri Feb 20, 2009 10:27 am | |
| გველეთის მთვარე
სხვას სხვა უყვარდეს, სხვამ სხვა ინატროს, ყველამ თავისი ადიდოს მხარე, მე შენ დაგეძებ, საით ბინადრობ, ჩემო ლამაზო გველეთის მთვარევ.
განა ხევსურებს ტყუილად უთქვამთ: "შამახკარითო, ბრძოლისა ზარებს", მე შენით ვბრძოლობ, მე შენით ვსუნთქავ, ჩემო ლამაზო გველეთის მთვარევ.
გუშინ ავბორგდი, მტერი ავქენი, გააფთრებული ვაჭრიდი მკლავებს, სად დამეკარგე, ძლივს მოგაგენი, შენ დამამშვიდე გველეთის მთვარევ. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Fri Feb 20, 2009 10:28 am | |
| X X X
უკრავს დაფი და ბობღანი, ჩემს პორტრეტს ხატავს ნიკალა, მიწიდან მე ამოგბღავი, ზღაპრიდან ხარი-წიქარა.
არც ჰანგი მინდა, არც ტილო, თუ კი შენ არა ხმაურობ... სადამდე უნდა მატირო - ჩემო ლამაზო მამულო. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Fri Feb 20, 2009 11:20 pm | |
| შემინდე, ქრისტე
შემინდე, ქრისტე! ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი - ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა. და მე გაგყიდე!
შემინდე, ქრისტე! ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა. და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ!
შემინდე, ქრისტე! ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავი იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა. და მე გეამბორე!
შემინდე, ქრისტე! ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო და გაჭირვება დამიძმობილდა. და მე მშიერმა გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე!
შემინდე, ქრისტე! ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდა მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი - საკუთარი შვილის შიმშილს ვეღავ გავუძელ. და მე გაცვი ჯვარზე!
შემინდე, ქრისტე! ეს მე ვაჭამე ლომებს და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამოწვდილნი. ვეღარ გავუძელ. და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები!
მაინც დუმხარ? მაინც გიყვარვარ? მაინც მოელი ჩემგან სინანულს? და გეუბნები: შემინდე, ქრისტე!
Last edited by გაგა on Sat Feb 21, 2009 12:14 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Fri Feb 20, 2009 11:37 pm | |
| ნადირათ გაგავ, ძალიან არ მიყვარს მე ეგრეთ წოდებული ”რიტმული პროზა” - პროზას სულ სხვანაირი რიტმი აქვს და ის რიტმი ნაწერის შიგნითაა, ეგრე ცხვირ-პირში მოხლილი კი არ არის, როგორც ამ ”რიტმულ პროზაში”...
განა მე გედავები - შენ როგორც გინდა, მაგრამ მე ამას ლექსის გრაფიკულ ფორმას მივცემდი, რახან ლექსი მგონია მაინც. და არც ორ სათაურს დავუტოვებდი...
სათქმელი კიდევ მართლა კარგია - ჩემი დღევანდელი ცოდვები რომ იმ ძველ ცოდვებს მიეთვლება და, იმ და ამ ცოდვების ჩამდენი ვარ მეც, ეგრე რომ ვხედავ საკუთარ თავს, ესე იგი, სინანულში ვარ...
სინანული კიდევ - დიდი მადლია და ისეთი შედევრსაც დააწერინებს ხოლმე ადამიანს, როგორიც ”გალობანი სინანულისანი” არის. | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 21, 2009 12:13 am | |
| აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო. სათაური რომელი დავტოვო? | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 21, 2009 12:17 am | |
| - გაგა wrote:
- აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო? მე ვამბობ, რომ ლექსად ვაქცევდი მეთქი, გაგავ! სათაურად - პირველს დავტოვებდი. შენ პროზის წერა იცი და, - გამოდის ეს პროზა? | |
|  | | გაგა

 Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | |  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 21, 2009 12:33 am | |
| - გაგა wrote:
- არჩანდა wrote:
- გაგა wrote:
- აბა როგორ ვქნა – პროზაში გადავიტანო.
სათაური რომელი დავტოვო?
შენ პროზის წერა იცი და, - გამოდის ეს პროზა? მინიატურა?
 გინდა მინიატურა, გინდა ესკიზი, გინდა ჩანახატი. გამოდის ეს რომელიმე? ლექსი მგონია მე ეს უფრო... | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 21, 2009 11:21 am | |
| ''შემინდე, ქრისტე შემინდე, ქრისტე! ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი - ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა. და მე გაგყიდე! შემინდე, ქრისტე! ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა. და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ! შემინდე, ქრისტე! ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავი იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა. და მე გეამბორე! შემინდე, ქრისტე! ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო და გაჭირვება დამიძმობილდა. და მე მშიერმა გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე! შემინდე, ქრისტე! ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდა მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი - საკუთარი შვილის შიმშილს ვეღავ გავუძელ. და მე გაცვი ჯვარზე! შემინდე, ქრისტე! ეს მე ვაჭამე ლომებს და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამოწვდილნი. ვეღარ გავუძელ. და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები! მაინც დუმხარ? მაინც გიყვარვარ? მაინც მოელი ჩემგან სინანულს? და გეუბნები: შემინდე, ქრისტე!'' იცი ბობო.რელიგიური თემატიკა ძალიან ფაქიზი და სათუთია. ეს ლექსი,თუ პროზა რაც გინდა დაარქვით, მოფიქრებული უფროა,ვიდრე განცდილი. ხო ''სწორი'' და კარგი ლექსია ყველანაირი ადამიანური საზომით,მაგრამ ამ ლექსს აკლია მთავარი- ადამიანური გულწრფელობა. ავტორი კარგი ადამიანია,ნიჭიერია,ვნახე მისი სხვა ლექსები,მაგრამ აქ სულ ცოტა არ მჯერა მისი და სულ ცოტა ეს ჩემთვის პოზაა. ეს არ არის განცდილი ლექსი. მე არც პოეტური სიმულაციების,არც ხელოვნურად გაკეთებული ლექსის წინააღმდეგი არ ვარ,მითუმეტეს თუ კარგი ლექსი''მიიღება'' ამის შედეგად. მაგრამ ამ ლექსს,თუ პროზას ,ამ თემას ყველაზე მთავარი ადამიანური გულწრფელობა დააკლდა.ანუ ძალიან ზედმეტადაა აქ ნაფიქრი და''დავარცხნილი'',ამან ლექსს სიმსუბუქე და გულწრფელობა დაუკარგა . ეს ისეთი თემაა რომ სულ ოდნავი ფალში,ზედმეტი ტვინის ჭყლეტვა და ფილოსოფია ,და პოზა...ჩემთვის ეს არ შემდგარი ,მკვდარი ენერგეტიკის ლექსია.თუმცა ბევრს მოსწონს ეს პოეზიაში.ჭკვიანური აზრების გარითმვა.სული არ არის ჩადებული ამ ლექსში,უფლისადმი აღვლენილში.ან უფრო სწორად დამაკლდა და მეტი სული,მეტი განცდა და ადამიანური სიწრფელე უნდა ჩაედო ავტორს.ლექსის სწორად აზროვნებისთვის ზრუნვამ ეს ყველაფერი შეიწირა. ჩემი პატივისცემა და კეთილგანწყობა ავტორს.ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ვსო  | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია) Sat Feb 21, 2009 11:28 am | |
| რეცენზენტის პირით ჭეშმარიტი კრიტიკოსი ღაღადებს არ იწყინოს ავტორმა, გაი თვალის წინოს!  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: რამაზ გიგაური (პოეზია)  | |
| |
|  | | | რამაზ გიგაური (პოეზია) | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|