Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: რამაზ გიგაური (პოეზია) Mon Feb 09, 2009 12:33 pm
Ramaz Gigauri
ლეღვის ხე
ბევრი ნაყოფი დაისხა, ტოტები დაიზნიქა, დამწიფდა და ფუტკრები დაიხვია. გაახარა დიდი და პატარა – ყველას პირი ჩაუტკბარუნა... გახარებულს ის იყო ძილისთვის თავი უნდა მიეცა, რომ ამ დროს გზაზე მშიერმა იესო ქრისტემ ჩამოიარა...
რამაზ გიგაური ასტროლოგი, მწერალი და პოეტი.
რამაზ გიგაური (ნადირათ გაგა) დაიბადა ქალაქ თბილისში 1976 წლის 19 მაისს. 1999-2000 წლებში იყო თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებსა და ჟურნალებში. 2012 წელს პირველი პოეტური კრებული „ლურჯი რვეული“ გამოსცა. 2014 წელს გამოვიდა რამაზ გიგაურის რიგით მეორე წიგნი „წარმატების 365 გასაღები“. წიგნი ე.წ. „სელფ-ჰელფის“ (თვითგანვითარების) ჟანრს მიეკუთვნება. 2015 წელს გამოიცა რამაზ გიგაურის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ჩემი ინდური სასწაული“. წიგნი 2013 წელს ავტორის ინდოეთში მოგზაურობას ეხება. 2018 წელს გამოსცა ახალი პოეტური კრებული „მენტალური მისტერია“.
ჯილდოები * 2014 - მეორე ადგილი და ვერცხლის სერტიფიკატი პროექტში „NX სპიკერი“.
წიგნები: * 2018 — „მენტალური მისტერია“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“; * 2016 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (ხელახალი გამოცემა; სერია „ლურჯი ოკეანე“); * 2015 — „ჩემი ინდური სასწაული“. სამოგზაურო რომანი. გამომცემლობა „ნეკერი“; * 2015 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო. გამომცემლობა „პალიტრა L“ (მეორე გამოცემა); * 2014 — „წარმატების 365 გასაღები“. თვითგანვითარების სახელმძღვანელო (პირველი გამოცემა); * 2012 — „ლურჯი რვეული“. პოეზია. გამომცემლობა „საუნჯე“.
*** უფლის საბძელთან დაფარფატებს ჩემი აჩრდილი, ცოდვები ჩემი ჟივჟივებენ როგორც მერცხლები, გულმოწურული საიქიოდ შევივერცხლები, მალე ეს სული დროს ექნება პირში გაჩრილი.
მივასკდი ზეცას – დავიმტვრიე გულის კამარა, ჩემმა სხეულმა სამრეკლოზე ზარად დარეკა, ქარმა ფიქრები აწეწა და შორს გადარეკა და მე დამტოვა უდაბნოში დარდის ამარა.
შეპყრობილი ვარ უჟმურით და ციებ-ცხელებით, ვწევარ ქვიშაზე ათასობით ძარღვგადაჭრილი... უფლის საბძელთან დაფარფატებს ჩემი აჩრდილი, ცოდვები ჩემი ჟივჟივებენ როგორც მერცხლები.
სანათა
Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
მშვენიერ ლექსებს წერ შენ, ნადირათ გაგავ! პროზასაც წავიკითხავ და მიხოს კიდევ დიდი მადლობა აქ შენი მოყვანისათვის.
გაიხარე სანათა
ნადირათ გაგავ! ”მთხრობელთა და მოსათხრობთათვის” - ამ თემაშიც გაგიხსნი ეხლა გვერდს და იქ კიდევ შენი მოთხრობები დააწყვე ხოლმე. დიდები - გაგრძელებიბით უნდა დადო და მოკლეები - დაიდება.
ვაჟა ხორნაული
Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
სულმა გაიწკრიალა – გაწყდა ვერცხლის გორგალი, ბობოქარმა წარსულმა მომავალი დანისლა, აღარსაით ტრიალებს ბედისწერის ბორბალი, გარეთ მოჩვენებაა თუ ტირილი ქარისა?!
ვიღაც ჩუმად ვალალებს, ვიცან ჩემი სახელი, სიტყვებს ვეღარ ვანსხვავებ ერთი კვირის მშიერი, ალბათ ჩემზე თუ მოთქვამს ქალბატონი ძახველი, ალბათ ჩემს ბედს დასტირის ქალბატონი იელი.
სახლში ვზივარ მღიმარი – სული ებრძვის დემონებს, თუმცა ვიღაც დამცინის – ვერაგი და ჩათლახი, რა ვქნა ზოგიერთივით ცხოვრებას ვერ ვემონე, ამიტომაც მხვდებოდა ზურგზე მწარე მათრახი...
ამიტომაც ვამტვრიე ჩემი კუბოს ფიცარი, ამიტომაც ავლოკე ჩემი სულის იარა, ამ ცხოვრების ხრიკები ვერცრა გამოვიცანი, ამიტომაც ცხოვრებამ გულზე გადამიარა.
მაინც მომღიმარი ვარ – პაპების სულს ვფიცავარ, რუხი მგლის ძმობილი ვარ და არწივის მაყარი, გულმკერდგადაბასრული საქართველოს მიწა ვარ – იმ მიწაზე ჯეჯილად ლურჯად ამონაყარი...
სულმა გაიწკრიალა – გაწყდა ვერცხლის გორგალი, ბობოქარმა წარსულმა მომავალი დანისლა, აღარსაით ტრიალებს ბედისწერის ბორბალი, გარეთ მოჩვენებაა თუ ტირილი ქარისა?
გაგა
Number of posts : 145 Age : 112 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
ნუ შეგშურდება ჩემი ბედის, ნუ შეგშურდება და ჩემს ცხოვრებას ნუ ინატრებ გულდაწყვეტილი... ნუ მოინდომებ პაპაჩემის ჟანგიან ფრანგულს, ნუ მოინდომებ ჯიხვის რქებს და სპილენძის თუნგებს, ნუ მოინდომებ წასვლას ამღას, მუცოს ან შატილს, ჟიპიტაურით ნუ დათვრები ათენგენობას, მთვრალი ფანდურზე ჯარჯის ლექსებს ნუ დაამღერებ, ნუ გეგონება ხევსურობა მარტო ხატობა – დოღი, ლუდის სმა, კეჭნაობა, კაფიაობა, ნურც აპარეკას ნუ დაირქმევ და ნურც ბეწინას და ნუ იკითხავ თუ ვინ იყო ხოგაის მინდი, ნუ ეცდები, რომ ვინმე ქისტი მტრად მოიკიდო – კარგად გახსოვდეს, ეს ყველაფერი ვალია მხოლოდ... ან ვინმე "მაქკლავს" ან ჭიუხში გაიყინები, ზვავი დაგიტანს და ორწოხში ჩაგლეწავს... სადმე, ან როშკისგორზე კოპალას ლანდს დაუწყებ ძებნას... ამ ყველაფრისთვის მეცოდები პირიმზის მადლმა!.. წადი, დამტოვე მარტოდმარტო ჩემს სალოცავთან, აქ ლოცულობდა პაპაჩემი და იმის პაპაც, აქ მოუხმობდა სანაგმ სანაგი სამხარაულებს, აქ ბუბუნებდა დიდი გიგა – გიგაურთ ფარი (ჩემ გვარმა მოკლა აშოთანი მუხრანის ველზე!). ახლა მე ვდგავარ იმ სისხლიან, ხავსიან ქვებთან, თავზე მეყრება სისხლიანი ჯარეგოს მიწა, სადაც იმედას თოფი "დახკრეს" ასი წლის წინათ, მე დამყრანტალებს ყორანივით ნისლის ნაფლეთი და ყოველ ღამით მესიზმრება მოჭრილი მკლავი... ამ ყველაფრისთვის მეცოდები გუდანის მადლმა!.. ნუ იხევსურებ, რადგან ამით ვალს იღებ მხოლოდ, ვალს კი იცოდე, გადახდა უნდა. აბა, რად გინდა იყო ხევსური – კუშტი, ამაყი, ჯიუტი მოყმე...
Last edited by გაგა on Fri Feb 13, 2009 1:23 am; edited 5 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
შუნო, კლდით გადმომყურავო, რა გითხრა ჯიხვთა დედოფალს, შენს საკოცნელად წამოველ – ხარჯიხვი გადამეღობა... ერთხელ რომ დაიბღავლებდე, ის დაბღავლებაც მეყოფა!..
მინდია
Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08