| | სად რას დადიხარ, ღანიშო... | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: სად რას დადიხარ, ღანიშო... Sat Feb 07, 2009 12:11 am | |
| არჩანდა - მიხეილო, სეხნიავ, როგორც იქნა, მააღწიე აქამდინა, აი! ეხლა აღარ დეგვეკარგო ხოლმე! *** სწყალობდეი მაღლით ლაშარი, ამ ჩონ ღანიშათ მიშასა. თუ ვინმე შაიხვდეი აშარი, ფარ-ხმლად იხმარდეი სიტყვასა! ჩაჩქნადაც გამაადგების, თუ ძრიალ ომში მივალსა! ღანიშა -
*** მოსვლით კი მოველ, მაგრამა რა მოვიტანე, მიხაო, დავდივარ ხელცარიელი, მარტო ე ლექსებს ვგრიხაო. ე ლექსთა დამგრეხელებიც ბევრი მიდ-მოდის თიხაო, ფას მაინც ედვას, ისე ვარ ამბავს ნუღარა მკითხაო, წამამჯდომია თავზედა ცხოვრება - ავი ვირთხაო. არჩანდა -
*** სად რას დადიხარ, ღანიშო, სად რა ბილიკებს ჰლახამო. ისრითა უნდა დაჰნიშნო, სადაით ხესა ჰნახამო. მესამედ აღარ შაიშნო, სადაც რო ისარს დაჰკრამო... ვინაც ცხოვრება მაიწყო, შაისმის იმათ საკარგყმო?..
ისევ ლექს გქონდეს სანიშნოდ, ფანდურს დაჰმღერდე ლაღადო. კაწალხეველი -
*** შენ გაიხარე,არჩანდავ, სულ საამაყოდ მექნები, რომ დაგვიბრუნე ეპოქა ჰაემეტური ძეგლების, დოქტორიც გამაჩინდება ა ემ ფორმების შემკრები, აღვნიშნოთ კაწალხევშია, ჟიპიტაურით შევთვრებით. ღანიშა -
*** ჯერ ვერ დამიმუღამებავ, ”არჩანდულული” სარკმლებია, რა ვიცოდი მე ბეჩავმა, თურმე რამდენ რამ მკლებია! ემანდ სადამ მოაბნიე წეღან თხილებ-კაკლებია, ისევ დაუტეხებია , ერთიც კი არ დაჰკლებია, ჩაქუჩებით თუ ვერ ტეხავთ, უჯახუნეთ ბაკნებია... ზოგმ მუშტ დაკათ, ზოგმა - თავი, ზოგთ იხმარეთ ბარკლებია, ვისაც რითი მოგიხერხდესთ, იმით აკლეთ საკლებია!.. კაწალხეველი -
აქაც წესი ბუნებისა უცნაურად ნაგებია, აქაც არწივების გვერდით იხვები და ბატებია, შაირებით კაიფობენ_ ხან ფხიზლობენ,ხან თვრებიან, კაკალს ბარკლით ვერ გავტეხავ, ნეკა თითით ვაწვებია, თუ გამიძლო,კედელსა ვჰკრავ, კერკეტაი საქებია, ზოგს დავაგდებ აგურზედა, ზედ ჩექმაით შავსდგებია. ... მიხოს ბობოს მოუფრთხილდი, კბილები ჰქონ ბასრებია, ერთ ადგილზე თუ გიკბინა, ექიმს დაეტაკებია! | |
|  | | მათე

 Number of posts : 28 Age : 57 Location : რუსთავი Job/hobbies : კითხვა და წერა Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა Registration date : 01.01.09
 | Subject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო... Sun Feb 08, 2009 6:22 pm | |
| მათემ თქვა; ვაკაკუნე, ვერ გავაღე, თურმე სწორედ არ მცოდნია, სად თავ უნდა დავახალო, სად დავფერო კალმებია... ეჰ, ,,არჩანდულმა სარკმლებმა’’ ბევრი ღამე მათევია... ხან ,,ინგლიშმა’’ დამაბნია, ხანაც... რა სილამაზეა! აქ მე წერას რას გავბედავ, დახე, როგორ მოურთიათ!  მაგრამ მერე... თურმე სად ხარ, ყველაფერი მარტივია! არჩანდამ გზები მასწავლა, ბობორიკაც აქ აბია, თუ ვინმემ ცუდ გამიბედა, დაჰყეფს,შენ ნუ გეშინია! კაწალხეველო, ღანიშავ, თქვენც რომ აქ ხართ ,რა კარგია!  მგონი, სიტყვა გამიგრძელადა... ნუ დამძრახავთ, გულით ვთქვია! | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო... Tue Mar 10, 2009 11:38 pm | |
| ილტოსპირელი ჩვეულებრივი წევრი გამოქვეყნებულია: 25 იანვარი, 2009 13:30:04
*** "არჩანდას" ვიყავ იმდღესა, ეჰ დრო რა ჩქარა გარბისა, ვიხილე ნაჯახირალი ბაო-სანათა-დარბისა, ელექსებიან ერთურთსა, ნათქომ აქა-იქ გარბისა, მოწმე შავიქენ ნამეტან გასაკვირალი ამბისა, არცერთმ კაფია არ იცის, სუ ჩხრიალი დგა ბამბისა, იწონებს პორტლის ქურუმი ნათქვამებს სიაბანდისა, "ურაკპარაკზეც" ღამეა, კაფიას ყავლი გასდისა, საფერ მეტოქე ვერ ვნახე, თვალებს ცრემლები დასდისა, ილტოსპირელის მსგავსებსა დედებ კიდევღა დაზდისა? ყოველგვარი სწორებების გარეშე გადმოტანილია ”ურაკპარაკის” ფორუმიდან - http://www.urakparaki.ge/?m=13&Theme=72  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო... Wed Mar 11, 2009 1:24 am | |
| ხმა ვეღარ ამოუღავთა ღანიშათ მიშასთანა აქაურებსა, - *** შორით ღანიშათ მიშამან დაჩაგრა არმურელები: ”კაფიის ვარო, - კი, - შამან! თქვენ ხართო ღამურელები!..”სეხნიავ, ეს, ზემოთ, ჩემთვინა ვსთქვი, არ იფიქრო, ყუვი შაუცვალა ჩემ კაფიასაო. აჰა, თავი გადამიდვია, მერცხალასავით ნაცემ-ჩამოფლეთილი დავიარები მაინც სულა ემაგ შენგან ნახსენები სამი მოკაფიავე ქალბატონის ხელშია (სამაია სამთაგანა - რა კარქი რამ ხარო! - ვინა თქვა ნეტავი ესა?) და შენ რაღა იმდენი უნდა დამაკლო?! - შენი ხრმალი და ჩემი კისერი! - შენი პასუხი აეს არი, ქვემოთკენა: შორით-შორითა ღანიშო
შორით-შორითა ღანიშო, მოცილე არ გყავს ტახტისა, ბობოსკარ თუ რამ მაჰნიშნო, დაჰკრა კაფიის ლახტითა - ნუ გგონავს, ყველა დაზაფრე, წკვარამ ჩამასდგა ღამისა, არმური მაინც არმურობს თეთრ-თეთრ ნისლებად ჰყვავისა - გვირილასაც ხომ ამად ჰგავს, მთების პატარძალ ყვავილსა. ვინც კი მჩხავანა გამასდგა, კაფიის გვიბამს საბლითა... ტოლ-სწორან მანდ არა გყვანან, მიტომაც ლექსობ გაბმითა. გარ-გარ გვიარდე, ღანიშო, კაფიებ გვითხარ მალვითა. მანდ ტახტ თუ ვეღარ შაიშნო, აქეთ მაგვადგე ხალვითა, მემრე განახვებს ”ქურუმი” სიაბანდსაც და ნამდვილსაც...  აჰა, მიხეილო, ის კაფია მარცხენა ფლანგიდან ჩაგაწოდე და ეს კაფია კიდევა - მარჯვენა ფლანგიდან არისა... აღარაფერი უნდა გოლის გატანასა, თანაც ორი გოლისა... ფეხბურთის ტერმინებით გამამიდის ნათქომი, მაგრამ - ეგრეც ძაან კოხტად და ლამაზად გაიგებ, ვიცი. ვინც ამ ჩემ ”პასებს” შაატყობინებს ღანიშასა, მერცხალას ნაცემ-ნატყეპობა იმისთვი დამითმია, თორემა სად მაქვ, რო ნახევარი სამეფო ფეშქაშად მივცე?..  |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სად რას დადიხარ, ღანიშო...  | |
| |
|  | | | სად რას დადიხარ, ღანიშო... | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|