არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლევან ხარანაული

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Feb 05, 2009 10:18 pm

ლევან ხარანაული Levan_10

ლევან ხარანაული

დაიბადა 1963 წლის 29 სექტემბერს, თბილისში.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
გამოფენებში მონაწილეობს 1983 წლიდან.
1988 წელს მთავარი როლი ითამაშა გოდერძი ჩოხელის ფილმში "აღდგომის ბატკანი"

გამოფენები

გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო – 2009 წ.
გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო – 2007 წ.
საფრანგეთი – 1999 წ.
გალერეა "TMS", თბილისი, საქართველო – 1998 წ.
ბოლონია, იტალია – 1998 წ.
ბოლონია, იტალია – 1996 წ.
"ძველი გალერეა", თბილისი, საქართველო – 1993 წ.
თიანეთი, საქართველო – 1987 წ.
თიანეთი, საქართველო – 1980 წ.
ილუსტრირებული წიგნები
ბესიკ ხარანაული "ლექსები, პოემები", რედაქტორი ნ. ინასარიძე, გამომცემლობა "საქართველო", თბ. 1991 წ.
ბესიკ ხარანაული "ლექსები (1992-2002)", რედაქტორი გივი ალხაზიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, თბ. "მერანი" 2002
მარიამ ხუცურაული "სანათას წიგნი", რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, გამომცემლობა "საარი", თბ. 2009 წ.
გოდერძი ჩოხელი "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე", რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, გამომცემლობა "გრიფონი", თბ. 2010 წ.
მისი ნამუშევრები დაცულია
სენტ ისაიას (Saint Isaiah) გალერეაში, იტალია.
საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
თბილისის მხატვრის სახლში.

კერძო კოლექციებში - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლუქსემბურგში და საქართველოში.
ჯილდოები
თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალას" ლაურეატი, როგოროც "წიგნის მხატვრობის საუკეთესო ავტორი" ბავშვებისთვის ადაპტირებული "დონ კიხოტის" ილუსტრაციებისათვის – 2007 წ.


ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wikiლევან_ხარანაული
* https://www.facebook.com/LevanKharanauliArt/
* http://art.gov.ge/artists.php?lang=Ge&artist=214
* https://levankharanauli.wordpress.com/about/


TV ertsulovneba
Published on Jul 6, 2017

ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა- მხატვარი ლევან ხარანაული, ტუსი ჩოგოვაძე

sunny


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 9:27 am; edited 6 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Feb 05, 2009 11:21 pm

ლევან ხარანაული 404365_111196569040804_707308910_n.jpg?_nc_cat=105&_nc_ht=scontent.ftbs6-1


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 9:09 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:39 pm

ლევან ხარანაული 5

ლევან ხარანაული - „დონ-კიხოტი“


Last edited by ბობო on Tue Feb 24, 2009 2:50 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:41 pm

ბაია ვაშაყმაძე | 25 მაისი 2016


უთქმელი მხატვარი


ლევან ხარანაული გამოფენებში 1983 წლიდან მონაწილეობს,პირველი გამოფენა არ ახსოვს.ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო,მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბებო იყო,რომელსაც ყოველთვის ეცალა შვილიშვილისთვის.პირველად სწორედ ბებოს პორტრეტი დახატა.იტალიში,გამოფენაზე გაყიდვაც შესთავაზეს მაგრამ არ დათანხმდა.

ამ ამბის შელამაზებას არ ცდილობს და გულწრფელად ამბობს,რომ ნახატების გარკვეული ნაწილი გამოფენისათვის საჩვენებ

ლად ჰქონდა წაღებული და მათ გაყიდვას არც აპირებდა.“ეს იქ გაუკვირდათ,თორემ ჩვენთან ეს ამბავი არავის არ უკვირს“.

სულ 10 პერსონალური გამოფ

ენა ჰქონდა,აქედან 2 თიანეთში.თიანეთი განსაკუთრებულად უყვარს .“ერთ ზაფხულს დასასვენებლად რომ წავედით,უბრალოდ გადავწყვიტეთ დარჩენა და დავრჩით.“ 7 წელი ცხოვრობდა იქ.ბავშვები რომ წამოიზარდნენ და დაოჯახდნენ ცალცალკე ყოფნა გაუჭირდათ და თბილისში დაბრუნდნენ, „ამდენი ოჯახის ცალკე ყოფნა რთულია,ერთ სახლს რომ გაათბობ უკვე საკმარისია.“ამბობს რომ მთებში სიჩუმეც სხვანაირია.

თიანეთს ახლაც ხშირად სტუმრობს.რამდენიმე დღით ჩასვლა არ უყვარს.თუ ჩავიდა მერე უკან დაბრუნება უჭირს.“თავიდან ჩასვლა რთულია,ნოსტალგიური გრძნობები რომ აღიძვრება.ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაჩერებული და გაფუჭებული გეჩვენება.ყველა ნივთი შემოგხედავს და იტყვის ჩამოვიდაო.“

პერსონალური გამოფენა ორჯერ ჰქონდა იტალიაში. პირველი წარუმატებელი გამოდგა.ამ ამბავსაც გულწრფელად ჰყვება,“ჩემი და მუშაობდა გერმანიაში და მასთან წავედი დიდი იმედებით,ხომ იცით წასვლა ყოველთვის მარტივია.პირველი გამოფენა შეიძლება ითქვას არ შედგა და საქართველოში დავბრუნდი,ნახატების ნაწილის წამოღება ვერ მოვახერხე.შემდეგ უკვე ჩემი დის მეგობარი კიარა დაგვეხმარა გამოფენის მოწყობაში.ეს იყო მეგობრული დახმარება და არა ის, რომ ჩემს ნამუშევრებს განსაკუთრებული მოწონება დაემსახურებინა.“როგორც თავად ამბობს გამოფენის გაკეთების სურვილი არასდროს არ აქვს.ნახატებს მოწესრიგება სჭირდება,ჩარჩოები,რომელსაც ისე ვერ არგებს როგორც თავად სურს,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ყურადღების ცენტრში ყოფნაა,რაც ლევან ხარანაულს არ უყვარს.

განსახვავების დანახვა ქართველ და უცხოელ შემფასებლებს შორის უჭირს.ამბობს,რომ საზღვარგარეთ ხელოვანებს უფრო მეტად აფასებენ.“დაფასება იქით უფრო არის,ჯერ მარტო უზარმაზარი მუზეუმებია.ჩვენ ვერ ამოვისუნთქეთ,სულ ასე ვართ ერთი ორმოდან,მეოორეში.“



ლევან ხარანაულის თქმით უკეთესად იქ ხატავს,სადაც საკუთარი თავი მას ეკუთვნის,ნესმიერ ადგილას,სადაც საქმესთან ერთადაა.მისი ნამუშევრებიდან პორტრეტები ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. ძალიან უყვარს მეგობრების პორტრეტების ხატვა.ადრე შვილებსაც ხშირად ხატავდა,მაგრამ ახლა ამბობს, რომ რაც წამოიზარდნენ,მას შემდეგ აღარ აწუხებს მათ.

ლევან ხარანაულის მიერ არის ილუსტრირებული არა ერთი წიგნი.მისი მამის,ბესიკ ხარანაულის ორი წიგნის მხატვრობა მას ეკუთვნის.როგორც თავად იხსენებს,„სიამტკბილობით ნამდვილად ვერ ვთანამშრომლობდით,ახლა უკვე აღარ ვუფორმებ წიგნებს, როგორც ჩანს, ისწავლა მამამ ჭკუა.“

წიგნის ილუსტრირება, მხატვრის აზრით,რთულია.“იყო საუბარი, რომ ქართლის ცხოვრება გამეფორმებინა 2 თვეში.მე 2 თვე მხოლოდ იმისთვის დამჭირდა,

როგორც ხშირად ხდება ხოლმე,ლევან ხარანაულის შემთხვევაშიც, მშობლის გზას მიჰყვებიან შვილებიც.“გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს,მე არ ჩავრეულვარ.მიხარია რომ ეს გზა აირჩიეს,რადგან ვფიქრობ,რომ ხელოვნებაში უფრო მეტად დაცული ხარ.ყოველ შემთხვევაში,აქამდე ასე მეგონა,მაგრამ აქაც აღმოჩნდნენ კარიერისტი ხელოვანები,სკამების გამო რომ ხოცავენ ერთმანეთს.“რომ საღებავი შემერჩია,ჩამოვყალიბებულიყავი რა ტიპის უნდა ყოფილიყო ეს გაფორმება,რა მასალაში გავაკეთებდი,რა ფერში.როგორც ჩანს, ეცოტავათ 2 თვეში ჩემი შესრულებული სამუშაო.“

შემოქმედებითი საქმიანობა ძალიან უყვარს.რომ არა მხატვარი,ამბობს რომ მევიოლინე იქნებოდა და ახლა რომელიმე ორკესტრში დაუკრავდა.მისი სახელოსნო ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოყოფილი ერთი ოთახია,სადაც უამრავი ნახატია თავმოყრილი ერთად. ნახატების შენახვისთვის ხელსაყრელი პირობები ნამდვილად არ არის,მაგრამ როგორც თავად ამბობს ღიმილით „უარესიც შეიძლება“.

ლაპარაკი არ უყვარს და ალბათ მართალიცაა,ყველაზე კარგად მხატვრის სათქმელს მისი ნახატები გადმოსცემენ.


Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:43 pm

ლევან ხარანაული 2

Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:45 pm

ლევან ხარანაული 1606890_260218424138617_950903207_n.jpg?_nc_cat=107&_nc_ht=scontent.ftbs6-1



Last edited by ბობო on Tue Feb 24, 2009 2:52 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:46 pm

ლევან ხარანაული 318074_135602139933580_473319935_n.jpg?_nc_cat=107&_nc_ht=scontent.ftbs6-1

Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Feb 24, 2009 2:48 pm

ლევან ხარანაული 20245423_824453154381805_8344294838788253805_n.jpg?_nc_cat=107&_nc_ht=scontent.ftbs6-1

Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Apr 28, 2009 11:34 pm

გამრიგე wrote:
ლევან ხარანაული Bl_kharanauli001

ლევან ხარანაული - ”ავტოპორტრეტი”

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

"ზოგს, პირიქით, ებრძანა, რომ მიეტოვებინა ქალაქი და მამაპაპისეულ სოფელში დასახლებულიყო. რვა სული არიან დედიან-მამიან-ბავშვებიანად, ერთ ოთახს ათბობენ, ერთ დიდ ტახტზე იშლიან ლოგინს, სულ პატარა აკვანში გდია, სძინავთ იმის სუნთქვით გაკრიალებულ ჰაერში და ერთი თუ გადაბრუნდება, ტალღასავით ყველა მხარს იცვლის".


მალე მეშვიდე შვილს ელოდებიან.
ფერწერულ ტილოს არ გაგონებთ ბესიკ ხარანაულის "ძეხორციელის" ეს სტრიქონები?
ხანდახან ყოველდღიურ არსებობაშიც წააწყდები ისეთ სავსე, სრულყოფილ რეალობას, გამონაგონს რომ არ ჰგავს.…
ალბათ, მობეზრდა, მაგრამ ამის შესახებ მეც ვეკითხები: "ებრძანა", რომ ხმაურიან, აბორგებულ ქალაქს გაერიდა თუ "ჩრდილს კარგი პოეტი მამის", როგორც ერთმა პოეტმა თქვა?
მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა.
ლევან ხარანაული არ ცდილობს წასვლის ამბავი გაალამაზოს.
- ნამდვილად არ მქონია პროტესტი რაიმეს მიმართ… ზაფხულში ქალაქში რომ დაცხა, არდადეგებიც დაიწყო და, ჩვეულებრივ, ბავშვები დასასვენებლად თიანეთში წავიყვანეთ, მაშინ ოთხი გვყავდა – მარიამი, ქიტო, ბესიკი, გიორგი. უამრავი რეისი გავაკეთე, ყველაფერი რომ წამეღო, რაც გვჭირდებოდა, ბოლოს ჩემი სახატავი ნივთებიც ჩავიტანე, დავლაგდით და...…ზაფხულმა ისე გაირბინა, რომ წარმოვიდგინე, უნდა დავბრუნებულიყავით... ასე, უბრალოდ, დავრჩით... მაშინ სოფელში გაზიც იყო, საავადმყოფოც, კულტურის ცენტრიც, კინოც. ახლა არაფერი აღარ არის. ხანდახან კლუბში სპაქტაკლს თუ დადგამენ... შემოქმედებითი ნატურის ხალხს რა მოასვენებს.
ეტყობა, ადარდებს, რომ "სოფელში უამრავი მიტოვებული სახლია, სახურავები წვება, უცხოეთიდან დაბრუნება კი არა, დედა შვილის დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის და შვილი – მშობლისა... ხალხი ამერიკამდე, ავსტრალიამდე ჩავიდა, ჩვენ კი რა გვიჭირს, საკუთარ მიწაზე ვართ. მთელი ბავშვობა თიანეთში მაქვს გატარებული, თბილისიდან საათნახევრის გზაა".
"სოფელს ერთი თვალი მუდამა აქვს უცხო კაცისთვის. არ მიიღებს, თუ სხვა ეჩვენა", ის კი მიიღო, თავისიანი იყო...


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Apr 28, 2009 11:38 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

დღიურის ფურცლები

სოფელში ცხოვრება გარეგნულად მონოტონურად მიედინება, მაგრამ, ალბათ, ეს არის ნამდვილი სიცოცხლე, როცა სულში სიწყნარეა, ბუნებასთან სიახლოვეს გრძნობ, შენს არსებობას აქვს აზრი და მიზანი, მუშაობა სიამოვნებას განიჭებს...
ლევან ხარანაული მხატვარია.
მისი ნახატები დღიურის ფურცლებივითაა, წყნარად გვიამბობს თავის ცხოვრებაზე, “წერს” მძაფრ ემოციებზეც და უბრალო განწყობაზეც, ხატავს თავის ოჯახს, მეგობრებს, ბუნებას, გარემოს, სადაც ცხოვრობს...
ფილოლოგ დამანა მელიქიშვილისა და პოეტ ბესიკ ხარანაულის შვილს წერა არასოდეს უცდია.
- კინაღამ მუსიკოსი გამოვედი. მეხუთე მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასი დავამთავრე. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – შოთა ქაცარავა. გაკვეთილებზე ხშირად მამას დავყავდი, ძალიან უყვარდა მასთან საუბარი, მე კი მიხაროდა, არ ვუკრავდი. მასწალებლის ხათრით დავამთავრე შვიდი კლასი, კონცერტებზეც გამოვდიოდი. ერთხანს გურამ დოჩანაშვილის ვიოლინოზე ვუკრავდი. მერე ხატვა დავიწყე, განსაკუთრებული ნიჭით, ეს რა გვაჩუქა ბუნებამო, არ გამოვირჩეოდი. როგორც ყველა ბავშვს, მულტფილმების გმირების ხატვა მიყვარდა. ერთხელ ავად გავხდი, ვიწექი, და წიგნიდან არისტოტელეს და ჰომეროსის თავები გადმოვხატე. ოჯახმა იფიქრა, ვიოლინო გულის გამაწვრილებელიაო და ხატვა არჩიეს... ბავშვი ზის თავისთვის და მუშაობს, არ გვაწუხებსო, და სამხატვრო სკოლაში მიმაბარეს.
ლევანის პირველი პედაგოგი ფრიდონ გოცირიძე იყო, შემდეგ – თემო მაჭავარიანო და თაზო ხუციშვილი. თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო. აკადემიაში რუსუდან გაჩეჩილაძე, ლევან ცუცქირიძე ასწავლიდნენ... ამბობს, რომ პედაგოგებში ძალიან გაუმართლა.
თემო მაჭავარიანი პედაგოგიც იყო ჩვენი და მეგობარიც. მისი სიყვარულით ხატვა უფრო შეგვიყვარდა. შემოქმედებაც ხომ ასეთი აქვს – გრძნობით გამთბარი, ფიქრიანი. იტყვი, ნეტავ ჩემი ქვეყანა ასეთი იყოსო. ბატონი ფარნაოზი სულ მხატვრობაზე გველაპარაკებოდა, მას უკავშირებდა, რა თემაზეც უნდა ესაუბრა, არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი ჰქონდა. როცა ტექნიკას უკვე ფლობ, ეს საუბრები ღრმად გახედებს, როგორ გადაიტანო სათქმელი ტილოზე...
პირველივე გამოფენებმა გამოარჩია, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა.
წლების წინ ახალი თაობის მხატვრების – ლევან ხარანაულის, სანდრო ერისთავისა და გია მირზაშვილის გამოფენების შემდეგ ემზარ კვიტაიშვილი წერდა, ამ სამეულმა უნებურად გამახსენა წინა თაობის სამი საუკეთესო მხატვარი – ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი და თენგიზ მირზაშვილი. ღირსეულად გრძელდება თაობათა უწყვეტი ჯაჭვიო.
მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ესკიზები ტელესპექტაკლისთვის “დონ კიხოტი” არამხოლოდ პირველი ნამუშევრის კვალობაზე, ეს იყო ძალზე ნიჭიერად შესრულებული 21 გრაფიკული ნახატი, რომლებიც პირველად გამოიფინა. ცნობილ ეპიზოდებს “ბრძოლა წისქვილებთან”, “ბრძოლა ხარებთან” და სხვ. საოცრად დინამურად ასახავს. მხოლოდ თხრობას კი არ მიჰყვება, მარტო ილუსტრირებას კი ცდილობს, შესანიშნავად გააზრებულ ლიტერატურულ მასალას – გათავისებული აქვს გმირის ხასიათი, განწყობა – საკუთარ დამოკიდებულებას ახალგაზრდული სითამამით, ორიგინალურად გამოხატავს. “მწუხარე სახის რაინდის” იერში საკუთარი შტრიხები შეაქვს, გარეგნობით იმსგავსებს, მისთვის იგი მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟი როდიაო”, - წერდნენ. ამის გამო დონ კიხოტს შეადარეს, გარეგნობაც ისეთი აქვს – თხელი და მაღალია “მწუხარე სახისა”... სერვანტესის გმირივით შენარჩუნებული აქვს უშუალობა, გულწრფელობა. ამაზე ღიმილით ამბობს, მე და სერვანტესი 29 სექტემბერს ვართ დაბადებულებიო...
დონ კიხოტის თემას წლების შემდეგაც ვერ შეელია და ფერწერაში გადაიტანა, ამ ნამუშევრებით ილუსტრირებული “დონ კიხოტის” საბავშვო ვარიანტი (თარგმნა დათო ტურაშვილმა) საუკეთესი საბავშვო წიგნის მხატვრობისთვის ლიტერატურული კონკურსის “გალას” გამარჯვებული გახდა. მამის, ბესიკ ხარანაულის რამდენიმე წიგნის მხატვარია. ცოტა ხნის წინაც ლექსების კრებული გააფორმა. აქებდნენ, “ერთი დაჰხედეთ, როგორ დაუხატა სანათას (მარიამ ხუცურაული) წიგნი, ეგეთი მხატვარი რომ გყავს, ბედნიერი ხარ, ამაზე უკეთესად აღარ ითქმისო”.
ამბობს, რომ “თეატრის მრავალკომპონენტიანობა” არ მოსწონს, თეატრში ჩანაფიქრის განხორციელება უფრო რთულია, შესაძლებლობა – ნაკლები.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Apr 28, 2009 11:38 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

- წიგნის მხატვრობა მეტად გაინტერესებთ?
-ძალიან ფაქიზი საქმეა. უზხარმაზარი პასუხისმგებლობაა კლასიკოსების, ჩვენი ეროვნული საუნჯის დასურათება... როცა არსებობს სერგო ქობულაძის “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები, როგორ უნდა მისცე თავს უფლება ამ თემას შეეხო?! მტკივა ასეთი დამოკიდებულება. დახატავენ წვერიან კაცს და მიაწერენ – იოანე პეტრიწი, იოანე ოქროპირი... ანდა რას ნიშნავს, გიკვეთავენ, რომ “ქართლის ცხოვრების” ილუსტრაციები ერთ თვეში უნდა შეასრულო, წელიწადი კი ეყოფა?.. ნაწარმოები კარგად უნდა გაითავისო, მერე ავტორის სათქმელი შენს დამოკიდებულებასთან შეაჯერო, რომ მწერლის ჩანაფიქრს მიუახლოვდე, ხასიათი გამოიძერწოს...
თვლის, რომ მიმდინარეობები და “იზმები” პირობითია, სათქმელი თავად გიჩვებებს, გრაფიკაში უკეთ გამოითქმის თუ ფერწერით, მთავარია ნიჭი რას შეგაძლებინებს...
ჩვენს “ნოვატორობის”, ექსტარავანტური ძიებების ეპოქაში ტრადიციულ გზას მიჰყვება. შესაძლოა ვიღაცას ერთი შეხედვით “მიამიტურად” მოეჩვენოს მისი ნამუშევრები, მაგრამ შეუძლებელია არ იგრძნო, რომ ისინი აზრითა და ემოციით არის სავსე და საოცრად ჰგავს ავტორს... რასაც უნდა ხატავდეს, სათქმელს ამბობს სადად, ოსტატობითა და გემოვნებით.
არაფრით გამორჩეული ნაცნობი საგნები ნატურმორტებზე იდილიას განგაცდევინებს, თვალს ახარებს ფიქრიანი, მშვიდი კომპოზიციები, ბუნების მადლსა და ძალას გაგრძნობინებს პეიზაჟები. “მზესუმზირები” დიდი მხატვრის ასოციაციას ბადებს, უყურებ ბურუსიან ზამთრის დღეს, დაბარდნილ ოდებს და გრძნობ, როგორ იჭრება შენს სხეულში სიცივე. ყანიდან მიწისა და ბალახის სურნებლი მოდის... მაგრამ მხატვრის ნიჭი ალბათ ყველაზე მძაფრად მჟღავნდება პროტრეტში. ადრეულ ნამუშევარს – ვარა ბებოს პორტრეტს, მოხუცი, მაგრამ იმედიანი, თბილი ბებოსი, დიურერის შედევრს – მოხუცებული დედის პროტრეტს ადარებენ (ემზარ კვიტაიშვილი). იტალიაში გამოფენაზე ერთი მნახველი ეხვეწებოდა თურმე: დედაჩემს მაგონებს და მომყიდეთო. ბებო ყოფილა მისი დიდი გულშემატკივარი და პირველი მენატურეც.
მშობლების, მეუღლის (ეტყობა, მაშინვე მოეწონა, საინტერესოდ დაუხატავს ლელა, მეგობარს მასთან პირველად სახელოსნოში რომ მიუყვანია), შვილების, მეგობართა პორტრეტების მთელი გალერეა აქვს შექმნილი.
პორტრეტებზე ყველაზე მეტყველი თვალებია, ხვდები, რა იზიდავს ადამიანებში: კეთილშობილება, ფაქიზი განცდები... იმასაც ხედავ, რას ფიქრობენ ისინი. საკუთარ თავზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე მისი ავტოპორტრეტები ამბობენ (ამას მერე მივხვდი, ლაპარაკში რომ ვერ ავიყოიე).
უცნაურად გიზიდავს პაწია ფეხსახმელის “სერია”. ყველა ბავშვის გამონაცვალი და ბოლოს ნაბოლარას გამოხეული “ისტორიული” ფეხსაცმელი დაუხატავს და დაურქმევია – “მარიამ, ქიტო, ბესიკი, გიორგი, ელენეს ნაქონი – საფეფუცოები”. ნაცნობი ფეხსაცმელი მტკაველის სირძის კაბასთან, ბუდესთან, ავტოპორტრეტთან, რაღაც საკრალური ნივთივითაა


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Apr 28, 2009 11:41 pm

ხარანაულები

რუსუდან დარჩიაშვილი

(გაგრძელება)

ძველი სახლის ბინადარნი

ასე მგონია, თუ გაიცნობ ხარანაულების ოჯახს, წარმოიდგენ მათ საუკუნოვან სახლს წინაპართა ნაქონი ნივთებით, ფარდაგებით, ძველი ფოტოებით, რომლებიც წარსულს ინახავს, უკეთ აღიქვამ მის შემოქმედებას.
საუკუნის დასაწყისის ფოტოზე მათ დიდი ქიტო პაპა ვაჟა-ფშაველას გვერდით არის აღბეჭდილი. ბავშვებსაც მათი სახელები ჰქვიათ. უფროსი მარიამია, მერე ქიტო, დიდი პაპის სეხნია, ისევ ბიჭი რომ გაჩნდა, პოეტი პაპის სახელი – ბესიკი დაარქვეს, შეიძლება, გიორგი არ გყავდესო? და მომდევნოს გიორგი დაარქვეს, ელენე დიდი პაპის მეუღლის მოსახელეა, ნაბოლარასათვის მამიდის სახელი შეურჩევიათ, თან ეფემიას ხსენების დღეს დაბადებულა, ამიტომ ანა-ეფემიაა.
- მამაპაპისეული ლამაზი, ფშაური ქვის სახლი გვაქვს, სანამ ბებო ცოცხალი იყო, წყალი სჭირდებოდა, მერე წყალგაყვანილობა მოვხსენი, ხან წყალი გადმოასხამდა, სახლი ზიანდებოდა. სულ ხელის შევლება, შეკეთება უნდა, კოჭები ძველია, კრამიტია გასასწორებელი... იქ საძინებელია, გვერდზე კი ახალი სახლია, რომელსაც ოცი წელი ვაშენებდით, - მიამბობს ლევანი, - ახლა საკუთარი ხელით ვაშენებთ. იქ გავმართეთ სამზარეულო და ჩემი სახელოსნო.
ეზოში ხეხილი გვაქვს, ცოტა კიტრი-პამიდორიც მოგვყავს. სოფელში რომ ხარ კაცი, ვერ ჩერდები. თბილისში ქონი მომედო, ამბობს...
მეგობრებიც ხშირად აკითხავენ.
თბილისში არდადეგებზე ჩამოდიან. ყველანი ვეღარ ეტევიან `ნივაში~.
-ქალაქსაც თავისი ხიბლი აქვს. ბავშვებს ზოოპარკი, `მაკდონალდსი~ უნდათ, გიორგი კომპიუტერში შეძვრება და სულ `დავხოცე-მომკლეს~ გაიძახის... მე ძველ მეგობრებს შევხვდი. ეს არის და ესო. ლელა ოჯახის საბავშვო ბაღის გამგეა (მეუღლეზე ამბობს), მარიამი უკვე ოცი წლისაა, სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტია, ქიტოც აკადემიაში სწავლობს, არ ვიცი, ინერციით მოგვივიდა ეს თუ... ვნახავთ, დრო გვიჩვენებს. ისე, რაც ტელევიზორი მოვიშორეთ, ბავშვებმაც მეტად დაიწყეს კითხვა. ინფორმაციის გასაგებად კი რადიოც საკმარისია.
ორი კავკასიური ნაგაზიც ჰყოლიათ.


დიდი და პატარა ხარანაულები

პოეტის ლექსიდან კიდევ ერთ ნაწყვეტს მოვიტან უკომენტაროდ:
”- პაპი, კაცს ხომ შეუძლია სამასი წელიწადი იცოცხლოს?
-შეუძლია!
- ზოგ ვინმეს ხომ შეუძლია სამასი წელიწადი იცოცხლოს?
- კი, თუ შვილიშვილს ძალიან ენდომება.
- მე მინდა!”
სახლის მშენებლობაში მამას ბიჭებიც ეხმარებიან.

- ხარაჩოზე ვდგავარ, ჩამოვა მამაჩემი და იმის მაგივრად, მომეხმაროს, უნდა ნახოთ, როგორ ანცობს, - ამბობს ლევანი, - ბესიკი და ბავშვები დიდი მეგობრები არიან, ისეთ დროს ატარებენ, ეეჰ, მოცლილი ხალხია...
თუ კარგი რამე მაქვს მშობლებისგან მაქვს...



”მხატვარო ხატე”

ერთი დიდი მხატვრის მიერ მხატვართათვის შედგენილი ათი მცნებიდან ერთ-ერთია: ”მხატვარო, ხატე!”
ლევან ხარანაული ბევრს მუშაობს. სისტემატურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოაწყო საქართველოში, ასევე რუსეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. ბოლონიაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე 15 საუკეთესო ნამუშევარი მანქანიდან მოუპარავთ, დღემდე არ იცის, მათ რა ბედი ეწია... რომ აღედგინა, დღე და ღამე ხატავდა. გამოფენას მაინც დიდი წარმატება ხვდა წილად. იტალიაში მისი ნამუშევრების ალბომებიც გამოიცა.
ლევან ხარანაულის გამოფენები არც თბილისშია იშვიათი. თუ დაგაინტერესებთ მისი შემოქმედება, გალერეა `ვერნისაჟს~ მიაკითხეთ, სადაც ხშირად იმართება მისი ექსპოზიციები.
`მისი მთავარი ღირსება უშუალობაა, უშუალოდ ხატავს და ყველაზე მეტა ეს მომწონს. იგი ბავშობიდან ძალიან ჩუმია და სწორიცაა, რადგან მხატვრის ლაპარაკი არ არის საჭირო, თუ ის მართლა მხატვარია, მისი ტილოებიც ილაპარაკებენ, თუ არა და ამასაც იტყვიან~, -…თემო მაჭავარიანს უთქვამს შეგირდის შემოქმედებაზე. საუკეთესო შეფასება კი (თუმცა, შეიძლება, ცოტა თამამი), ალბათ, უცნობი კაცის შედარებაა, ლიტერატურული ჟურნალის ”არმურის” ინტერნეტგვერდზე რომ ამოვიკითხე: რაც მამაა პოეზიაში, ისეთივე ძლიერია ლევან ხარანაული მხატვრობაშიო...


(დასასრული)
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyTue Apr 28, 2009 11:46 pm

ლევან ხარანაული 269934_111217905705337_963802537_n.jpg?_nc_cat=104&_nc_ht=scontent.ftbs6-1



cheers

Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 60
Registration date : 10.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Apr 30, 2009 9:44 pm

ლევან ხარანაული Bl_kharanauli006-1

მარიამ ხუცურაული

ლევან ხარანაულს

როგორც ნამათრახებ თეთრონებს,
ქარი ერეკება ღრუბლებს,
ჩემი ალიონის ცრემლებს და
შენი ფიქრებივით უბრებს…

და შენ, ნათელი და მაღალი,
თხელი… აწოწილი ლამის,
გამორიდებული ქალაქს და
ჩრდილს კარგი პოეტი მამის,

დგახარ… აესკიზებ თვალებით,
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს,
ორღობის პატარძალ ასკილებს,
კუნელებს – ტყის ჭირისუფლებს…

ხარბად იმახსოვრებ დაფთილულ
ცას – უფლის ნაბოძებ ტილოს.
მსუბუქ თრობასავით ამინდის
ფერის გამორჩევას ცდილობ.

და სული, მზის მირონნაგემი,
ფიქრებს გიფერადებს ქუფრებს.
დგახარ… აესკიზებ იორზე
ქარის ნამათრახებ ღრუბლებს…



sunny
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Apr 30, 2009 11:14 pm

ლევან ხარანაული 61


cyclops

Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyFri May 15, 2009 12:00 am

სოფლის თავს მსახლობელისა...


დღეს მზიანი დღე გამოგვივიდა გომბორის ქედზე და კაი ხასიათზე ვარ, ვაშენებ კედელს აგურითა და, რაკი სოფლის თავში ვცხოვრობ, ვღიღინებ ჩემთვის:

”მე სოფლის თავსა ვესახლე
და არ სოფელი ჩემს თავსა.
სოფელი კარგად მთავსობდა,
თუ მე სოფელი მეთავსა.
რაც მე სოფლისად მინდოდა,
წინ-წინ მოიდა ჩემს თავსა”.


გავხედავ შორიდან, რო - ხო არ მიმრუდდება მეთქი და ვარ ამ საქმეზე.
და შორიდან მესმის, ოთახიდან - მობილიც მიმღერის, ოღონდ იმან არ იცის სოფლის თავში მსახლობელის სიმღერა და უკრავს თავის მელოდიას...
მივირბინე უკვე კაი დაღლილმა და ლევანოს დაურეკნია, ხარანაულს.
გადავურეკე - რა იყო, როგორა ხარ... კედელს ვაშენებდი და იქიდან შემომესმა შენი ზარი მეთქი და მოვირბინე...
ყოჩაღ შენაო... - და ხმაზე მივხვდი, როგორ ჩაიღიმა თავისებურად, - და კედლის აშენებას ღიღინი უნდაო და მღერი რამესაო?
კი მეთქი, ჩემი გამოგონილი სოფლის თავში მსახლობლის სიმღერას მეთქი და ვუმღერე იმასაც.
კარგია, ეგრე უნდაო... ეგ სიმღერა რო მცოდნოდა, ხო მეც ვიმღერებდიო ”სანტექნიკი ლოვიკა” რო ვიყავი, მაშინაო...
წყლის მილი გაუსკდა ერთი კვირის წინ და სუ გამოსაცვლელი გაუხდა მთელი გაყვანილობა, ისეთი ძველი იყო...
კიო, გამოვედი უკვე სანტექნიკ ლოვას როლიდანაო და ეხლა ვხატავ მე გოდერძის წიგნსაო.
აი, საღოლ! აი, საღოლ! ხო იცი, სანამ შენ არ დახატავ, ფულს არ მაძლევენ მეთქი და კარგია, რო ხატავ...
და ხო შეიძლება, რო ფერადად იყოს, ფერებით ხატვა მომინდაო...
ვახ!
პატარაზე კი დავიბენისავით, რომ - რჩეულია მაინც, აკადემიური წიგნი და შიგ ფერად ილუსტრაციებს რა უნდა მეთქი და - ვითომ რატომ არ უნდა? უფრო მაგარი არ გამოვა?
და კი, დახატე, როგორც გინდა მეთქი.
არაო, შენ უთხარი ეს გამომცემელსაო, იცოდეს იმანაცაო და ტექნიკურად თუ შეუძლიათ ფერების აღებაო.
კარგი მეთქი და დავურეკე ახლა გამომცემელს, რომელიც ჩემზე მეტად დააბნია ამ ფერადმა ილუსტრაციებმა, რომ - მეო შავ-თეთრს ველოდიო და რა ვიციო?..
როგორ თუ რა იცით, ფერადი რაკი მოუნდა ლევანოს, ესე იგი, ფერადი უნდა მეთქი, რადგან, მე, როგორც რედაქტორი და გარკვეულწილად პასუხისმგებელი წიგნის დიზაინზეც, ვენდობი ლევანოს მეთქი და რაკი ფერადი ნახატები დაინახა, ესე იგი, ეგრეც უნდა მეთქი!..
და - კაარგიო, დახატოსო, კარგიო, რა ვიციო...
ტექნიკურად თუ შეუძლია ფერები თქვენს სტამბას მეთქი...
კიო, შეუძლიაო...
ჰოდა, ეგ არი მეთქი... რახან - ჩვენ კი არ უნდა ვესახლოთ სოფლის თავსა, სოფელი უნდა ესახლოს ჩვენ თავსა მეთქი... და კარგად იქნება ყველაფერი... გინდა სოფლის თავში ვესახლოთ, მაინც სოფელი უნდა ესახლოს ჩვენ თავსა მეთქი...
მოკლედ, ისე დავაბნიე გამომცემელი, რო დავითანხმე და დავურეკე ისევ ლევანოს...
მოკლედ, რათ გვაბნევ შენა მეთქი, ლევანო?
აბა, როდის გაბნევთო?
გაოგნდა ის კაცი, რო - გრაფიკებს ელოდა მეთქი...
კარგიო მაშინ, კარგიო! აი, მე ორივეს დავხატავ და მერე მაგან აარჩიოს, რომელი აჯობებსო...
ფერადები აჯობებს და დახატე ფერადები, რაღას წვალობ მეთქი...
და დახატული მაქვს უკვე გრაფიკებიო... და აი, ვნახოთო! - დაიმუქარა იქიდან, იმ თავისი თიანეთიდან, - მიდი, შენ დაამთავრე ეგ შენი კედელიო და მე ვიციო, სოფლის თავს ვსახლობ თუ სოფელი სახლობს ჩემ თავსაო...

ჰოდა, დავამთავრე საღამოს ის ჩემი კედელი და ისევ ამ სიმღერის ღიღინით...
როგორი გამოვიდაო?
მრუდე არ არის, რაც მთავარია...
მრუდედ როდის ვღიღინებდი რო?

Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyMon Sep 21, 2009 9:46 am

ლევან ხარანაულის ილუსტრაციები გოდერძი ჩოხელის რჩეულისათვის - "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე" - http://armuri1.blogspot.com/2009/09/blog-post_21.html
Back to top Go down
Guest
Guest



ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyFri Sep 25, 2009 9:29 am


Georgian Broadcaster
Published on Jul 5, 2017

ლევან ხარანაული მორიგი პერსონალური ექსპოზიციისთვის ემზადება.

მხატვრის 30-მდე ნამუშევარი ამჯერად ღვინის ქარხნის საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს.

ადგილზე მისული დამათვალერებელი ავტორის დღემდე უცნობ ტილოებსაც იხილავს.


sunny
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Mar 11, 2010 10:54 pm

ლევან ხარანაული Bundle2000
Bundle. 2000

Levan Kharanauli

Date of Birth 1963, Tbilisi, Georgia



Education

1980 -1986 Tbilisi State Academy of Arts, Faculty of Fine Arts, Georgia



Field painting, drawing



Solo exhibitions

2009 - Gallery “ Vernisage”, Tbilisi, Georgia.

2007 - Gallery “ Vernisage”, Tbilisi, Georgia.

1998 - Gallery “TMS”, Tbilisi, Georgia.

1998 - Bologna, Italy.

1996 - Bologna, Italy.

1993 – “Old Gallery”, Tbilisi, Georgia.

1987 – Tianeti, Georgia.

1980 – Tianeti, Georgia.



Works are kept

Gallery of Saint Isaiah, Italy

Private collections - Germany, France, Spain, Luxembourg and Georgia.

albino

ლევან ხარანაული PortraitofElene2003
Portrait of Elene. 2003

ლევან ხარანაული PortraitofBesik2003
Portrait of Besik. 2003

ლევან ხარანაული Flowers2000
Flowers. 2000

Arrow

Levan Kharanauli
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyFri May 28, 2010 12:52 am

ლევან ხარანაული 22819_111220025705125_1643255392_n.jpg?_nc_cat=108&_nc_ht=scontent.ftbs6-1


cyclops


Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 9:37 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptyThu Nov 01, 2012 6:48 pm

ლევან ხარანაული Levan_10

Vazha-Pshavela by Levan Kharanauli

ლევან ხარანაული – "ვაჟა-ფშაველა"


Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული EmptySat Mar 09, 2019 9:19 am


სხვა შუადღე - მთავარ როლში ლევან ხარანაული - 18 თებერვალი, 2014

Published on Feb 18, 2014
სხვა შუადღე - მთავარ როლში ლევან ხარანაული - 18 თებერვალი, 2014


sunny
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლევან ხარანაული Empty
PostSubject: Re: ლევან ხარანაული   ლევან ხარანაული Empty

Back to top Go down
 
ლევან ხარანაული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: