| | მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Jan 22, 2009 10:35 am | |
| ილტოსპირელი -
*** ეს კაფია მიმიწვადეთ არჩანდელსა ბობოსაო, ე ლექსობა წამკითხველმა აქ არ დამიობოსაო. მამიკითხეთ გულიანად მჯდომი პორტლის კოფოსაო, მაგას მეც მშვენივრად ვიცნობ: სიტყვას უხსნის ლოპოსაო, ჩვენ მწერლობის ღობეს ღობავს, ჰოდა, კვლავაც ღობოსაო, მადლიანი კალამი აქ' სარჩლობს ლტოლვილს, ობოლსაო, თქმულიც არი: პურ - მეპურემ, თოფ მეთოფემ თოფოსაო! სანათა - მიხო, ეს ღანიშათ მიშამ შაგიმღერნა... ”ურაკზედ” ვნახე ახლააააა... *** საღოლ ღანიშათ მიშასა! სანათო, მითქომს მადლია. ვმალავ და ვეღარ გიმალავთ - გამახარებდეთ დარდიანს... 
Last edited by არჩანდა on Thu Jan 22, 2009 7:17 pm; edited 1 time in total | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Jan 22, 2009 5:13 pm | |
| - არჩანდა wrote:
*** საღოლ ღანიშათ მიშასა! სანათო, მითქომს მადლია. ვმალავ და ვეღარ გიმალავთ - გამახარებდეთ დარდიანს...
 მე აი, აქედანვე ვაცხადებ, რო - აღარ მინდა ადმინისტრატორობა, კაფია ვეღარ მითქომ ჩემ ჭკუაზედა და ვიღაცეები რაკი-რუკზე დავდივარ. მოკლეთ, მე მამხსენით და ვინც გინდათ, ის დანიშნეთ!.. ვა! ამ საფიხვნოს კოფოსაო...
ღანიშათ მიშას, ანუ ილტოსპირელს წაუღებდეთ, ნეტავი, ვინმე, რომა - აი, როგორი კაფია დუუწერა თავისმა დოგმა ბობორიკმა არჩანდასა თქო...
”მჯდომი პორტლის კოფოსაო” - გაგვი-ფილო-სოფოსდაო: ფორუმი ტაჭკა ჰგონია, ზედ დაიდგამს გოდორსაო; გოდორში ლექსებს აგროვებს, განა მარტო ბოლოკსაო. თან ღიღინით შამოჯდება ამ საფიხვნოს კოფოსაო, ”ტაჭკაში” კი - ვის შააბამს, თუ არ თავის ბობოსაო?! წაიყვანეთ, მამაშორეთ, სანამ ვაჭმევ ღოლოსაო!.. |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Jan 22, 2009 9:06 pm | |
| ეს ღანიშამ დაუბრუნა ბობორიკსა და არჩანდასა...
საღამო მშვიდობისა და მადლი უფლისა გფენია, ძაანაც გემრივლადა ჩანს აი, არჩანდა თქვენია. კაფიეებსაც კარგს ჰკვერავთ, ხინკალშიც გიდგათ წვენია, ეს მე ვიკითხო, ბეჩავმა, ტუჩთ რო შამახმა ხსენია.
და მე უკვე ორმოცი ხინკალი მაქვს მიტან-მოტანისა და აბა, მსურველები ჩავეწერეთ სიაში...
მე ხომ მიხოს და ღანიშას პირადი ჩქარი პოსტა და დი-ეიჩ-ელი ვარ და მიმაქვს და მამაქვს ლექს-კაფია 10-10 ხინკლად. ანუ 10 ხინკალს იხდის(კისრულობს) გამტანებელი, 10-ს მიმღები. ამ საღმოს უკვე ორი წაიღ-წამაიღე = 40 ხინკალს და წუხანდელი ფეშქაშ ჩემგან, სარეკლამოში ჩამითვალეთ... არავინ გაბედოთ კონკურენცია!
ასე ბაო, დაო, ზოგ-ზოგებს მაააააგრა უმართლებს სამსახურების შოვნაში! | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Jan 22, 2009 9:12 pm | |
| მიუტანია სანათოსა ბობრიკის კაფია და ღანიშას შამოუთვლია ჩემთვინა - *** საღამო მშვიდობისა და, მადლი უფლისა გფენია, ძაანაც გემრივლადა ჩანს აი, არჩანდა თქვენია. კაფიეებსაც კარგს ჰკვერავთ, ხინკალშიც გიდგათ წვენია, ეს მე ვიკითხო, ბეჩავმა, ტუჩთ რო შამახმა ხსენია. ჰოდა, არჩანდა ეგრე მიუგებს - *** გეტყობა, ჩემო ღანიშო, ემანდ რაღაც ვერ ჰხალისობ. გამაივლიდე საფიხვნოს, ღვინოი შაგასმევთ ქარვისო. ხინკალსაც მაგიტანებავთ, (კაწალხეველმ არ გაგვიგოს!). მემრე კაფიას გაჯახებთ, კაცის გინდა თუ ქალისო...
მარტო ვაჟიკას უფრთხილდი (კაწალხეველსა), - ხინკლის ჭამისთვი შაგრიხსოს!..  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Jan 22, 2009 9:25 pm | |
| - სანათა wrote:
- ეს ღანიშამ დაუბრუნა ბობორიკსა და არჩანდასა...
საღამო მშვიდობისა და მადლი უფლისა გფენია, ძაანაც გემრივლადა ჩანს აი, არჩანდა თქვენია. კაფიეებსაც კარგს ჰკვერავთ, ხინკალშიც გიდგათ წვენია, ეს მე ვიკითხო, ბეჩავმა, ტუჩთ რო შამახმა ხსენია.
და მე უკვე ორმოცი ხინკალი მაქვს მიტან-მოტანისა და აბა, მსურველები ჩავეწერეთ სიაში...
მე ხომ მიხოს და ღანიშას პირადი ჩქარი პოსტა და დი-ეიჩ-ელი ვარ და მიმაქვს და მამაქვს ლექს-კაფია 10-10 ხინკლად. ანუ 10 ხინკალს იხდის(კისრულობს) გამტანებელი, 10-ს მიმღები. ამ საღმოს უკვე ორი წაიღ-წამაიღე = 40 ხინკალს და წუხანდელი ფეშქაშ ჩემგან, სარეკლამოში ჩამითვალეთ... არავინ გაბედოთ კონკურენცია!
ასე ბაო, დაო, ზოგ-ზოგებს მაააააგრა უმართლებს სამსახურების შოვნაში! სანათო, კაცოო, სწრაფი ფოსტაც ხარ და ”დი-ეიჩ-ელიცა”, მაგრამ ღანიშასა ისედაც არა აბადია რა და - კიდე როგორ შააწერე ოცი ხინკალი?! *** სანათო, გვალე, გვალესა, მუხლად გაქებენ მალესა. კაწალხეველმ არ გაგიგოს - ხინკლებ აგროვებ ჩქარებსა! ოხრად დაგარჩენს, იცოდე, ვეღარ გაასწრებ კარებსა! აის ხინკლაებ, გირჩევნავ, ღანიშს მიართო მალე და... იმისასაც მე ვკისრულობ, ქისებს მოგართმევ სამსესა! შენიშვნა: და თუ ”გვალე” არ იცი, რა არის სვანურადა, შეეკითხე მაკა ონიანსა და ის გეტყვის... თუ იმანაც არ იცის სვანური? | |
|  | | lela

 Number of posts : 11 Age : 57 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Mon Mar 02, 2009 2:19 pm | |
| - lela wrote:
 მაგას მეც კარგა ვიცნობდი... მიუწვდომელ გოდოლსაო. ერთდროს ერთად ვაშენებდით, შაირების "გომორსაო" მე რო პირი მოვუკარი მაგ ლექსების გოდორსაო, იმიტომაც გადმოვიდა ამ საიტის ბოლოსაო, ხოდა, თავის ხელით ითხრის, მისთვის საფლავ-ორმოსაო! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Mon Mar 02, 2009 4:23 pm | |
| | |
|  | | lela

 Number of posts : 11 Age : 57 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Mon Mar 02, 2009 8:42 pm | |
| შენ რას გამამეპასუხე... მივულექსე ბობოსაო, პირზე კლიტე შენ დაიდე- ბევრი რო არ ბოდოსაო. კაცი მარწყვზე ნაჩვევ იყავ, მიწუნებდი ჟოლოსაო. შაქარყინულს სხვა რო ჭამდა შენ ლოკავდი ლოლოსაო. შენთან ყოფნა აღარ მინდა, მარტო ვმღერი სოლოსაო!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Mon Mar 02, 2009 9:19 pm | |
| | |
|  | | lela

 Number of posts : 11 Age : 57 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Mar 05, 2009 4:27 pm | |
| კბენა ძაღლის წესი არის, თაგვი ითხრის სოროსაო... ისე ტკბილად დამჭიკჭიკებ. ვიღამ დაგვაშოროსაო. ეგზოტიკის სურნელი აქვს ბანანსა და ქოქოსსაო.... ბულბულის გალობა მშვენის ვნება აშლილ კოკორსაო, უკვე ისე მეჩემები, გულს მიღონებ ობოლსაო.... ლამის შენი თავი ვთხოვო, საიტისთავს ბობოსაო!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Mar 05, 2009 6:23 pm | |
| - lela wrote:
- კბენა ძაღლის წესი არის,
თაგვი ითხრის სოროსაო... ისე ტკბილად დამჭიკჭიკებ. ვიღამ დაგვაშოროსაო. ეგზოტიკის სურნელი აქვს ბანანსა და ქოქოსსაო.... ბულბულის გალობა მშვენის ვნება აშლილ კოკორსაო, უკვე ისე მეჩემები, გულს მიღონებ ობოლსაო.... ლამის შენი თავი ვთხოვო, საიტისთავს ბობოსაო! 
"ურაკპარაკს" შენა მკლავდი(ყველამ გაიგონოსაო), მე ალუბალს გთავაზობდი,შენ კი_მკვახე ჟოლოსაო, ბობო ჩემს თავს არ დაგითმობს_ვინ დაჰკარგავს ოქროსაო?! ხალხურ ლექსებს ვუწკრიალებ,ვულამაზებ ქოროსაო...
ვნებააშლილ კოკრებისას(ლელალ-ლელელ-ლოლოსაო) მე გასწავლი(ყურში გეტყვი)წამალს_თანაც როგორსაო!_ ამ თვის ბოლოს მამიფრინდი კაწალხევის ბოლოსაო, ბუდეს კლდეზე აგიშენებ(სხვა არ ჩაგეკონოსაო), ხან გაწვიმდეს ვაჟიკაი და ხან დაგეთოვოსაო!  | |
|  | | lela

 Number of posts : 11 Age : 57 Location : თბილისი Job/hobbies : პოეზია Humor : მოშაირე ვარ Registration date : 02.03.09
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Thu Mar 05, 2009 9:57 pm | |
| მაგ ლამაზი ლექსაობით.... ბევრს მოხიბლავ გოგოსაო, ნეტავ მე რა თავში მიხლი, ლეღვის გამხმარ ფოთოლსაო. წავალ მორჩილად შავდგები, არწივი რო ბუდობსაო, მონაზვნების ლოცვას ვუსმენ, ფსალმუნების ბუტბუტსაო.... იქნებ საქმეს მეც ვეწიო, აქ უნიჭო პრუტუნსაო!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Fri Mar 06, 2009 7:39 am | |
| - lela wrote:
- მაგ ლამაზი ლექსაობით....
ბევრს მოხიბლავ გოგოსაო, ნეტავ მე რა თავში მიხლი, ლეღვის გამხმარ ფოთოლსაო. წავალ მორჩილად შავდგები, არწივი რო ბუდობსაო, მონაზვნების ლოცვას ვუსმენ, ფსალმუნების ბუტბუტსაო.... იქნებ საქმეს მეც ვეწიო, აქ უნიჭო პრუტუნსაო! 
ფსალმუნს "ბუტბუტ" არ უხდება, ვამჯობინებ ჩურჩულსაო, შენ მონაზვნად ვინ მიგიღებს, ვნებით გადაბუგულსაო, აქავ დარჩი_მე მოგივლი, ვით არწივი ჭუჭულსაო.
ერთხელაც რო დაგინახო_ სხვასთან ჩითავ კურკურსაო, მე დაგტოვებ და ცხოვრება დაგიძახებს "კუკუსაო".  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Tue Mar 10, 2009 4:35 pm | |
| სანათო, მიხოს კაფია დავუწერე, იქნება მიმიწვდინო და ათი ხინკალი ჩემზეაააა!...
იმდღეს მეიდანს ჩამოხე, რესტორან როა "ნიკალა", ცოტან არაყან მინდოდენ, ცოტა მწვადი და ხინკალა, სუფრაზე, სადაც მე დავჯექ, სადაც შვეიცარმ მიკვალა, მეზობლად მიხო მჯდარიყო, იმისმა ჩრდილმა მიმგვალა, ის თავის სტუმართან იჯდა, მე ჩემმა სამმა მიმრგვალა, მი-მოვიხედე სადღაა, ყისმათმა ისევ მიგანა, ვფიქრობდი ერთად ქეიფსა, მინდოდა მიმეჯიგარა, თვალს და ხელს შუა გამიქრა, ლამის გულ გადამიქანა, მეღირსებაა ნეტარა მიურტყა სტაქან-ჭიქანა?..
ვენაცვალე ლაქარდიან ენაში! | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Tue Mar 10, 2009 5:59 pm | |
|  აი, აჰა, - ერთიც დუჟინი ხინკალი ჩემგან იმასა, ვინაც ღანიშათ მიშას მიაწვდენს ამ ჩემ პასუხსა: *** ღანიშო, ჩემთან წამოხე, ნუ გგონავს, რასმ ცუდს იქამა, არჩანდამ არაყ გასმიოს, იძახდე - არცრა მინდა რა. დუქან-დუქან რო დაჲდიხარ, ხინკალ გაჭმევენ ძვირადა, ის შენი მრგვალი დიაცნი არსად დაგირჩენ ქირადა - თავის თავ რო არ გაჲხადო ქვეყანის გასაკილადა... სწორებთან ქეიფ გერჩივნას - მაგიდის ასაკითაცა... ქუდი ჭერსა ვკრათ, სეხნიავ, მასკვლავთა გასაკვირადა.
სიდანმე რო გაგეპაროს, - არჩანდა როგორ იქამსა... შაგხვდება, იმდენს შაგასმევს, სმაში გაგაცლის სიქასა...  |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Tue Mar 10, 2009 9:16 pm | |
| რა მაგარი კაფია დაგიწერია მიშასთვის... ყველანაირი ასპექტით  შენ გაიხარე,ბობო! | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Wed Mar 11, 2009 8:19 am | |
| - ბობო wrote:

აი, აჰა, - ერთიც დუჟინი ხინკალი ჩემგან იმასა, ვინაც ღანიშათ მიშას მიაწვდენს ამ ჩემ პასუხსა:
*** ღანიშო, ჩემთან წამოხე, ნუ გგონავს, რასმ ცუდს იქამა, არჩანდამ არაყ გასმიოს, იძახდე - არცრა მინდა რა. დუქან-დუქან რო დაჲდიხარ, ხინკალ გაჭმევენ ძვირადა, ის შენი მრგვალი დიაცნი არსად დაგირჩენ ქირადა - თავის თავ რო არ გაჲხადო ქვეყანის გასაკილადა... სწორებთან ქეიფ გერჩივნას - მაგიდის ასაკითაცა... ქუდი ჭერსა ვკრათ, სეხნიავ, მასკვლავთა გასაკვირადა.
სიდანმე რო გაგეპაროს, - არჩანდა როგორ იქამსა... შაგხვდება, იმდენს შაგასმევს, სმაში გაგაცლის სიქასა...
 ლამაზ ქალებში ქეიფი ვის უხსენებავ ძვირადა, რად ამბობ არჩანდის, ლომო, მაგას ჩემ დასამცირადა? ან ისეთა რა შამატყვე, დიაცთ ვტოვებდე ქირადა? სულ სხვაა ილტოსპირელი, არვის უხდება ჭირადა, სტუმრად კი შენთანაც მუა, ყანწების მოსაპირადა, ქინთად მაიტანს ხინკლებსა, არ წამუალის მწირადა, სანათას პატივსაცემად, ერთ მხრისანი ვართ ძირადა, გულს მიკლავს ემაგის ვალი, სუ დათვლილი აქ წვრილადა, ორმოც ეკუთვნის ხინკალი, ე ლექსთ რო ზიდავს ძრივლადა, ღვინო კი შენ უნდა დასგა, არ ინახება წნილადა!.. ხვალვე შაგიძლავ მიწვიო, მე მუდამა ვარ ხსნილადა, ვინც მალე დათვრეს, ის იქცეს მწერლების დასაცინლადა...
მიხოსერავ, ეს კაფია მიშას წუხელის გამოუგზავნია ჩემთვის შენთან მოსტანად და მე აბა, როგორ მოვიკლებ თქვენი ერთურთზე "გადაკიდების" სიამოვნებას და აჰა, მამირთმევია... | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Wed Mar 11, 2009 8:25 am | |
| | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Wed Mar 11, 2009 11:07 am | |
| - სანათა wrote:
*** მიხოსერავ, ეს კაფია მიშას წუხელის გამოუგზავნია ჩემთვის შენთან მოსტანად და მე აბა, როგორ მოვიკლებ თქვენი ერთურთზე "გადაკიდების" სიამოვნებას და აჰა, მამირთმევია... "არმურის საფიხვნოს" მარო (ეძღნება სანათასა - ხაჩით ჯაბანის ”ჯაბანის ციცას” ხმაზედა)
ენაცვლოს თავის არჩანდა თავის ენამწარ მაროსა, იარდეს საიტებზედა, ნალექსებ მამიტანოსა. მეაც თუ პასუხ ამავსთქო, დიდხანს არ დაიხანოსა - ადრესატ მალევ მასძებნოს, კაფიით გამიხაროსა... თუნდაც მაგან რო საფლავი ლექსობით გამითხაროსა, ხინკალან მედვას ბეგარად, ”ანზორაულიც” - ჩაროზად. ჯობნას რას ვაქნევ, ნეტარა, ჩამსონ კაფიის ხაროსა - შაუშვი თაგვი ბეღელში, იმანაც გაიხაროსა... 
Last edited by ბობო on Wed Mar 11, 2009 12:26 pm; edited 3 times in total |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Wed Mar 11, 2009 11:39 am | |
| - სანათა wrote:
*** ლამაზ ქალებში ქეიფი ვის უხსენებავ ძვირადა, რად ამბობ არჩანდის, ლომო, მაგას ჩემ დასამცირადა? ან ისეთა რა შამატყვე, დიაცთ ვტოვებდე ქირადა? სულ სხვაა ილტოსპირელი, არვის უხდება ჭირადა, სტუმრად კი შენთანაც მუა, ყანწების მოსაპირადა, ქინთად მაიტანს ხინკლებსა, არ წამუალის მწირადა, სანათას პატივსაცემად, ერთ მხრისანი ვართ ძირადა, გულს მიკლავს ემაგის ვალი, სუ დათვლილი აქ წვრილადა, ორმოც ეკუთვნის ხინკალი, ე ლექსთ რო ზიდავს ძრივლადა, ღვინო კი შენ უნდა დასგა, არ ინახება წნილადა!.. ხვალვე შაგიძლავ მიწვიო, მე მუდამა ვარ ხსნილადა, ვინც მალე დათვრეს, ის იქცეს მწერლების დასაცინლადა... სანათავ, ეს მარცხენა ფლანგიდან რო ჩავაწოდე, იმის პასუხ დამიწერა და მარჯვენა ფლანგიდან მეორე პასიც ჩავუგდე ზედ საჯარიმოს მისადგომებთან მიშასა - ”შორით-შორითა ღანიშო” და იიმაზე არა უთქომს რა? ისე კი, მარცხენა ფლანგიდან რო პასი ჩავუგდე, კარგი გოლი გაიტანა - მაუდის კაფია მაგ ოხერ-ტიალსა, მაუდის და იმიტომაც ვერ უბედავენ შებმასა... აჰა, ეს გიპასუხა არჩანდამა თქო - *** მიშავ, ცოტა ხანს მაცადე, ჯერ დავალ ვეფხვის ცინდალადა - გოდერძას ”რჩეულს” ვაკეთებ, ჩოხელ არ დაგვრჩეს ტივლადა - შავკრამ და შავაპაჭიჭებ, მასკვლავსა ჰგვანდეს, სისკარსა; ეს საქმეც თუ ჩავაფლაო, ძაღლ ვიყო სადმე, მტრის კარსა... უკან წაღება არ უყვარს უკვე ნათქომსა სიტყვასა - აემ გოდერძას წიგნასა რო გამავუყვან წირვასა, იგრე დაგათრო, ღანიშო, ვეფხვს რო მეძახდე წიქასა!.. ერთურთისგან ვერ არჩევდე ყანწსა და ნათალ ჭიქასა... 
Last edited by ბობო on Wed Mar 11, 2009 12:27 pm; edited 1 time in total |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Mon Mar 23, 2009 6:01 pm | |
| ილტოდან იორისაკენ ნისლებ გადადგნენ მურანი, არ ეჭაშნიკა ღანიშას კაფია ნაარმურალი, მჩხავნა კატად მნათლავენ იქაურ მელა-ტურანი, გულადად მელექსებიან ასწითლებიან ქურანი, ნეტავი რადრა ღონობენ, რასრა უცემენ გულანი, ილტოსპირელთან სწორებას მაღლებ უნდანან ქულანი, ვერაფერს გამარჩებიან სიტყვებში გახლართულანი...
ესეც კიდევ ქვაბი ხინკალი! სხვა რა უნდა მოვითხოვო ღანიშასგანა და... რო არც ვინ მამყვება გასასინჯადა... თორო მე კი ვიცი, ღანიშანი რო ფშაურ ხინკალს აკეთებენ... | |
|  | | ზაალ ხადელი

 Number of posts : 20 Age : 51 Location : თბილისი, საქართველო Job/hobbies : რამოდენიმე... Humor : "ხუმრობა ხადას იციან..." Registration date : 16.10.09
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... Wed Mar 14, 2012 1:16 pm | |
| - სანათა wrote:
ესეც კიდევ ქვაბი ხინკალი! სხვა რა უნდა მოვითხოვო ღანიშასგანა და... რო არც ვინ მამყვება გასასინჯადა... თორო მე კი ვიცი, ღანიშანი რო ფშაურ ხინკალს აკეთებენ... მარტუამ ჰო არ მიირთვი, ი ერთი ქვაბი ხინკალი? ვაჟიკა წამაგყვებოდა, ხინკალზე მოსდის პირწყალი | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა...  | |
| |
|  | | | მიშამ სთქო, ღანიშაშვილმა... | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|