ეს უდარდელი დარდები რაღა დარდუბალაა?

მინდა და ვბუზღუნებ?
უფ, ისე კარგად ვიბუზღუნე უდარდელ დარდებზე რამდენიმე წლის წინ.. ვისაც სადარდელი ჰქონდა – ისინიც კი გავამხიარულე

..
მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, გამეორება ცოდნის დედა რომ არ არის და არც დედინაცვალი
თუმცა, რატომ უნდა გავიმეორო?
აი, შინამტანჯველმა ინტერნეტში ყველა ვიდეო გათიშა, ეგეც არ გვაკმარა და პირწიგნაკიც გამორთო.. მანამდე წუწუნებდნენ „ადნაკლასნიკები“ დაგვიბლოკესო. ხომ გაგიგიათ, სხვისა ჭირი – ღობეს ჩხირიო, ჰოდა მანამ ვერ მივხდი „ადნაკლასნიკების“ ფანების გასაჭირს, სანამ პირწიგნაკიც არ მიაბლოკეს..
აჰა, როგორი დარდი გამიჩინეს..
მაგრამ იმათ რას ვერჩი? არმურის სიცილაკებით მდიდარ ფორუმზე, ერთ გაბრაზებულ სიცილაკს ვერ მივაგენი, ეგეც უნდა ვიდარდო..
ზოგი თქვენ მოიგონეთ და კიდევ მოვალ
