| | ე, პრეზიდენტი ობამა! | |
| |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | |  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 21, 2009 4:28 pm | |
| დაგვლივა რუსთა ხელმწიფის შორით ნასროლა ბომბამა, სარკოზის დაპირებებმა, ევროკავშირის ნდობამა, ინკების იმედზე ყოფნამ, ბუში არის თუ ობამა! | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 21, 2009 6:29 pm | |
| ბრავოოოოოოოოო...  | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 21, 2009 6:35 pm | |
| *** რუსთან დღემუდამ სროლამა, ქალების შორით ყოფნამა. ისევ იმეებს მოვიმკით, რაც დაგვითესა კობამა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 21, 2009 6:51 pm | |
| ეს ივანე წიკლაურული დაიწყო არგანმა, ”რამ დამაბერა” როა! კიდე ვის შეუძლია, აბა?
Last edited by არჩანდა on Thu Jan 22, 2009 10:45 am; edited 1 time in total | |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Thu Jan 22, 2009 12:10 am | |
| - Quote :
არგანი დაგვლივა რუსთა ხელმწიფის შორით ნასროლა ბომბამა, სარკოზის დაპირებებმა, ევროკავშირის ნდობამა, ინკების იმედზე ყოფნამ, ბუში არის თუ ობამა! - Quote :
ბაო რუსთან დღემუდამ სროლამა, ქალების შორით ყოფნამა. ისევ იმეებს მოვიმკით, რაც დაგვითესა კობამა. ფერსოებ ამაგვიყარა შაუფერებთან ძმობამა, ამ უნდაური ძმობითა ქადნება-ამაყობამა, თავისი საქმის არცოდნამ სუ სხვათა ომში ბრძნობამა, აქაურობის ძაგებამ ზღვებგაღმა ქმარშვილობამა, ბალღების თითოს დაჩენამ, ვერ ნახევრების შობამა, კიდევ ბევრ მოგახსენედით, მიყელთა ზარმაცობამა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Thu Jan 22, 2009 9:42 pm | |
| - არჩანდა wrote:
ეს ივანე წიკლაურული დაიწყო არგანმა, ”რამ დამაბერა” როა!
კიდე ვის შეუძლია, აბა? თეთრმა რა დღეში ჩაგვყარა,შავი გვექცევა შავ ჭირად, როგორც ხოში აქვს,აგვაგდებს,დაგვამოკლებს და გაგვჭიმავს.ახლა ობამა აგვიგებს პოლიგონებს და ბარაკებს, ეშმაკისეულ საქმეებს გენიალურად განაგებს.ვერ შევიფერეთ სამოთხე,ჭკუასუსტობით დავღამდით, ა.შ.შ.აგვკიდებია,ვით მოუხდელი სახადი... ... რა დამრჩენია?_ალბათ,ეს_გულით ვინატრებ იმასა: ობამას ცოლიმც მანახა კაწალხევს,თივის ძირასა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Thu Jan 22, 2009 9:48 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- არჩანდა wrote:
ეს ივანე წიკლაურული დაიწყო არგანმა, ”რამ დამაბერა” როა!
კიდე ვის შეუძლია, აბა?
თეთრმა რა დღეში ჩაგვყარა,შავი გვექცევა შავ ჭირად, როგორც ხოში აქვს,აგვაგდებს,დაგვამოკლებს და გაგვჭიმავს.
ახლა ობამა აგვიგებს პოლიგონებს და ბარაკებს, ეშმაკისეულ საქმეებს გენიალურად განაგებს.
ვერ შევიფერეთ სამოთხე,ჭკუასუსტობით დავღამდით, ა.შ.შ.აგვკიდებია,ვით მოუხდელი სახადი... ... რა დამრჩენია?_ალბათ,ეს_გულით ვინატრებ იმასა: ობამას ცოლიმც მანახა კაწალხევს,თივის ძირასა. ვაჟიკავ, რითმას ნუ სცვლი, კაცოო! ”ობამა” - აემის რითმებით უნდა წავიდეს სულა! - ივანე წიკლაურული ”რამ დამაბერა” ეგრე მიდის ბოლომდე! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Jan 23, 2009 10:11 am | |
| ვაჟიკავ, რითმას ნუ სცვლი, კაცოო! ”ობამა” - აემის რითმებით უნდა წავიდეს სულა! - ივანე წიკლაურული ”რამ დამაბერა” ეგრე მიდის ბოლომდე![/quote]
კარგი რა უნდა დაგვმართოს ნატოს რიგებში ძრომამა, დიდგორის დავიწყებამა,ილუზიებით თრობამა, ფრანგულ ტაფაზე ქართული ქადა-პურების ცხობამა, შვილების ნაზად აღზრდამა(ო,დედილო და ო,მამა!), "კოკა-კოლამ" და "მალრბორომ",ლუარსაბულად ძღომამა, გაეროს ნიავისაგან ფშავის იების ჭკნობამა, როკ-ტლინკის გადმომღერებამ,სხვათა დაკრულზე ხტომამა, მოცინარ გადამთიელში მტრისა ვერამოცნობამა!..
ღმერთმა ქნას,ფერი იცვალოს გაზაფხულ-შემოდგომამა და აამღეროს გულები კარგის ამბისა ცნობამა_ ლაშარის გორზე ლუხუმის ლამაზად გადმოდგომამა!
| |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Jan 23, 2009 11:31 am | |
| გაიხარე, კაწალხეველო!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Jan 23, 2009 11:42 am | |
| - არჩანდა wrote:
- გაიხარე, კაწალხეველო!
 *** რამ უნდა გვიხსნას,თუ არა ქარიდან ქარში სხლტომამა, ფიქრში წინაპრის ხანჯალმა,კალმების დარდში წრთობამა, დაცემამ ბრძოლის ველზედა,სულის ლამაზად ხდომამა, ლოცვამ სიტყვით და საქმითა,რწმენამ და გიორგობამა!
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Jan 23, 2009 10:02 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
ვაჟიკავ, რითმას ნუ სცვლი, კაცოო! ”ობამა” - აემის რითმებით უნდა წავიდეს სულა! - ივანე წიკლაურული ”რამ დამაბერა” ეგრე მიდის ბოლომდე! რამ უნდა გვიხსნას,თუ არა_ცეცხლის შუაში დგომამა, დროის დაბინდულ სკნელებში ყვავილის თვალით წვდომამა, მტრების პირისპირ კლდეობამ,ქალაის თვალწინ კრთომამა, მამულის დაძახებაზე ვეფხივით წამოხტომამა, სიცრუის აღმართ-დაღმართზე სიმართლის ქარად ქროლამა, ხან სანთელივით ნათებამ,ხანაც ხმლად გამოდგომამა.*** ბობოსთანა ვარ ალავერდს_დასჭექე,ჩვენმა ძმობამა!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Sat Jan 24, 2009 4:24 pm | |
| ”ობამა” - აემის რითმებით უნდა წავიდეს სულა! - ივანე წიკლაურული ”რამ დამაბერა” ეგრე მიდის ბოლომდე![/quote]
ბობოოოოოო! სადა ხარ,კაცოოოო?! ალავერდი არ უნდა ჩამოგერთვა?!
აბა,ობამას იმას ხომ არ ვათქმევინებ,დადუმდნენ,შეეშინდათო! ჰოდა,აი,კიდევ ერთი ალავერდი_შენ თუ არა,არჩანდამ მიიღოს! *** კარგი რა უნდა დაგვმართოს უაზრო ამაყობამა, ფესვების გადავიწყებამ,ეშმაკთან აშიკობამა, ხევგაღმა ჯიგრიანობამ,გამოღმა უჯიგრობამა, მოყვასის გამარჯვებისას შურისგან ავადობამა, თავისი გზების ნგრევამა,მტრის ბილიკების მკობამა, ნიანგის ჩამოხვლიკებამ და ხვლიკის ნიანგობამა. ... არჩანდასთან ვარ ალავერდს,გაგტანჯა ურითმობამა?_ თუ არა,გვითხარ...გულები ახაროს შაირობამა!
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Tue Jan 27, 2009 9:29 am | |
|
ბობოოოოოო! სადა ხარ,კაცოოოო?! ალავერდი არ უნდა ჩამოგერთვა?!
აბა,ობამას იმას ხომ არ ვათქმევინებ,დადუმდნენ,შეეშინდათო! ჰოდა,აი,კიდევ ერთი ალავერდი_შენ თუ არა,არჩანდამ მიიღოს!
გაიხარე,ბობო, მომივიდა შენი პასუხი და,რადგანაც მექსიკურ ენაზეა დაწერილი, ჯერჯერობით კომპიში ვერ შევაშრიალებ_ქართულად რომ ითარგმნება მერე კი,ბატონო! შენ მაინც შემეხმიანე ხოლმე,თორემ ხომ ხედავ,სხვები როგორ დააფრთხო ობამამ. ... გიგზავნი ახალ შირსა. *** ფშავში ვამღერებ ობამას_განა ერთგან და ორგანა, დავაძმაკაცებ "შავნასა" ხინკალთანა თუ დოსთანა, მერე ბარდაბარ დავუშვებ(ფიქრით დარჩება ფხოვთანა) კაცს,ვინაც მთელი მსოფლიო თავისთვის გაიბოსტანა, ჭკუის საწვრთნელად მივიყვან მიხოს ჯიშიან დოგთანა!
*** | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Tue Jan 27, 2009 9:49 pm | |
| არგანი დაგვლივა რუსთა ხელმწიფის შორით ნასროლა ბომბამა, სარკოზის დაპირებებმა, ევროკავშირის ნდობამა, ინკების იმედზე ყოფნამ, ბუში არის თუ ობამა![/quote] . [/quote] ქანდარებიდან ყურებამ,უაზრო ღადაობამა, არაგვის ნაცვლად ნილოსის ტალღებში ბანაობამა!  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 12:09 pm | |
| - ვაჟა ხორნაული wrote:
- [size=14]
გაიხარე,ბობო, მომივიდა შენი პასუხი და,რადგანაც მექსიკურ ენაზეა დაწერილი, ჯერჯერობით კომპიში ვერ შევაშრიალებ_ქართულად რომ ითარგმნება მერე კი,ბატონო! შენ მაინც შემეხმიანე ხოლმე,თორემ ხომ ხედავ,სხვები როგორ დააფრთხო ობამამ. ... გიგზავნი ახალ შირსა.
ვაჟა ხორნაულს - მე შენთვის წერილი არ გამომიგზავნია. და აბა, ნახე - ვისგან არის გამოგზავნილი. რომ არ იხსნება, ვირუსი არ იყოს. |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 5:07 pm | |
|  [quote="ბობო"] - ვაჟა ხორნაული wrote:
მე შენთვის წერილი არ გამომიგზავნია. და აბა, ნახე - ვისგან არის გამოგზავნილი. რომ არ იხსნება, ვირუსი არ იყოს. [size=14] აი,მეორეც გავხსენი, ჩემო ბობო,და შენგანაა გამოგზავნილი_ ოღონდ ესა პორტუგალიურადაა დაწერილი.რამდენი ენა იცი,თუ კაცი ხარ. რის ვირუსი,რა ვირუსი!_ვაშლის ყვავილის სურნელება შემომაფრქვია... ჰოდა,გპასუხობ კიდევ ერთი შაირითა! იქით_ობამა და აქეთ_ჩვენა, სხვებმა ნახონ,როგორი მეომრები ვყოფილვართ. ... რამ უნდა გვიხსნას,თუ არა_მამულის თანაობამა, გონების ყვავილობამა,ღიმილის დილაობამა, ხან მგალობელმა სიჩუმემ,ხან სიტყვის ვარსკვლავობამა, ცუდასთან განდეგილობამ და კაი ყმებთან დგომამა,_ რას დაგვაკლებდა მაშინა ზაგარდარტყმული ობამა?!  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 5:09 pm | |
| [quote="ვაჟა ხორნაული"] - ბობო wrote:
- ვაჟა ხორნაული wrote:
მე შენთვის წერილი არ გამომიგზავნია. და აბა, ნახე - ვისგან არის გამოგზავნილი. რომ არ იხსნება, ვირუსი არ იყოს.
[size=14]
აი,მეორეც გავხსენი, ჩემო ბობო,და შენგანაა გამოგზავნილი_ ოღონდ ესა პორტუგალიურადაა დაწერილი.რამდენი ენა იცი,თუ კაცი ხარ. რის ვირუსი,რა ვირუსი!_ვაშლის ყვავილის სურნელება შემომაფრქვია... ჰოდა,გპასუხობ კიდევ ერთი შაირითა! იქით_ობამა და აქეთ_ჩვენა, სხვებმა ნახონ,როგორი მეომრები ვყოფილვართ. ... რამ უნდა გვიხსნას,თუ არა_მამულის თანაობამა, გონების ყვავილობამა,ღიმილის დილაობამა, ხან მგალობელმა სიჩუმემ,ხან სიტყვის ვარსკვლავობამა, ცუდასთან განდეგილობამ და კაი ყმებთან დგომამა,_ რას დაგვაკლებდა მაშინა ზაგარდარტყმული ობამა?!  ვაჟა, კიდე გიმეორებ - მე ამ წერილებს არ გიგზავნი. და იცოდე, რომ - ასე მოსული წერილები - საშიშია, ნუ გახსნი - ვირუსს არ გიგზავნიდნენ ჩემი ანდა ბობოს სახელით. და მისამართებში ნახე - რომელი მეილიდან არის გამოგზავნილი! უნდა გავაუქმო ის მეილი! კაცოო, ვაჟავ, ვერ ხვდები, რომ ვირუსები მოგდის? და ვიღაცეები ჩემი სახელით გიგზავნიან? | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 5:20 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 5:44 pm | |
| | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Wed Jan 28, 2009 7:30 pm | |
| ეეე, ნეტაი შენა რაა!  [/quote]
კაკო ყაჩაღი გამახსენდა, მერე კი... ... "ახ,ნეტავი შენ,წაიდუდუნა და,გაიქნია რა თავი მერე,"_ როგორც სასწაულს სამოთხისეულს, ისე გახედა "არმურის" ფერებს. ... ასე ლამაზად,ძმაო არჩანდავ, ათას წელიწადს წერე და წერე! | |
|  | | გაგა

 Number of posts : 146 Age : 110 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Feb 13, 2009 3:54 pm | |
| "რა დამაბერას" და სანათას მოტივზე  შაირს მეც ვიტყვი მწარესა (რა შუაშია ობამა), ბოლო მოგვიღო შურმა და ერთიმეორის მტრობამა, სულელთა გაბუყებამა, შეშლილის ბრძენად ცნობამა, დიაცთ ჭიპმოშიშვლებამა – მათგან შვილის ვერ შობამა. მამაცთა გადიაცებამ, დიაცთა მამაცობამა, კაცის სრუ სახში ჩაჯდომამ – ქალივით ნამცხვრის ცხობამა, ქალის სახლიდამ აყრამა, უცხოეთს მისმა ცოდვამა, ბალღების უსწავლელობამ, საკუთარ დედის გმობამა. მტრობამ საკუთარ ძმასთანა, მოსისხლე მტერთან ძმობამა, ბანანის გაძვირებამა, ყურძენის იაფობამა, ყაჩაღთა გამეფებამა, მეფეთა ყაჩაღობამა, საკუთარ ქვეყნის გაქურდვამ და ამით ამაყობამა. ა, "მაგან ჩამამამაბერის" (რა შუაშია ობამა)...
Last edited by გაგა on Wed Dec 18, 2019 6:28 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Feb 13, 2009 4:00 pm | |
| ნადირათ გაგავ, კაფიებ გცოდნია შენა და აბა, შენ იცი, - კიდე დაგვიწერდე კაი რამეებსა.  | |
|  | | გაგა

 Number of posts : 146 Age : 110 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა! Fri Feb 13, 2009 4:14 pm | |
|
ქვეყანა გააპარტახა,წაშალა უგულობამა, ლომების გადაჯიშებამ,მგლის ნაშიერის თხობამა, ფიქრისა უღიმილობამ,უძმობა-უამქრობამა, ლაქლაქით ოფლის დენამა,მტრის ლხინში თამადობამა, საქმეში ფეხის ათრევამ,ჭამაში გადასწრობამა, ჩვენი დაქცევის მსურველთა ნათქვამმა "გამარჯობამა." | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ე, პრეზიდენტი ობამა!  | |
| |
|  | | | ე, პრეზიდენტი ობამა! | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|