| | პირადი დარდები | |
| |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | |  | | nini
 Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Wed Jan 21, 2009 12:52 am | |
|
Last edited by nini on Thu Mar 12, 2009 11:59 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Wed Jan 21, 2009 1:07 am | |
| დარდი № 3 ტიო-ნი
ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილზე
ო, კალიების მდევნელო ჩემო! აწ რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა). | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Wed Jan 21, 2009 12:25 pm | |
| ჩემი დარდებიდან ყველაზე ლამაზი: ”მალე მოდი, გაზაფხულო, ბებერ მარუსას ძვლები გაუთბე”.  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 10:25 am | |
| აი, ნუციკოს წიგნსაც ვამთავრებთ ეხლა, დეკანოზიშვილისას და საინტერესო კრებული გამოდის, როგორც მე მგონია.
ასევე - მე ვიყავი რედაქტორი კატო ჯავახიშვილის წიგნისა, რომელიც უკვე გამოვიდა. მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის წიგნისა, რომელიც მალე გამოვა გამომცემლობა ”საარში”. მე ვიყავი რედაქტორი ლუბა ელიაშვილის წიგნისა, რომელიც შეფერხდა და ჯერ არ ვიცი, როდის გამოვა... მე უნდა ვიყო რედაქტორი გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველებისა...
და მორჩა - თავი უნდა დავანებო ამ საქმეს. არა ვვარგივარ მე რედაქტორად. იმიტომ არა ვვარგივარ, რომ ჯერ მწერალი ვარ და სულ ის მედარდება, ამდენი დრო მიაქვს რედაქტირებას და ჩემი დასაწერი განზე მრჩება. განა რამდენი წელიღა დამრჩა - დღეს ხარ და ხვალ აღარ...
მარტო იმასღა ვისურვებდი, ჩემზე უფრო ნიჭიერი რედაქტორები ჰყოლოდეს ყველა წიგნს და ასევე, თავიანთი ხელწერის მქონე მხატვრები და ნამუსიანი კორექტორები - უამათოდ, თუ მაგრები არიან, კარგი წიგნი არ არსებობს და უხეირო რედაქტორ-მხატვარ-კორექტორი გინდა ჰყოლია წიგნს და გინდა არა.
| |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 10:49 am | |
| - არჩანდა wrote:
- აი, ნუციკოს წიგნსაც ვამთავრებთ ეხლა, დეკანოზიშვილისას და საინტერესო კრებული გამოდის, როგორც მე მგონია.
ასევე - მე ვიყავი რედაქტორი კატო ჯავახიშვილის წიგნისა, რომელიც უკვე გამოვიდა. მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის წიგნისა, რომელიც მალე გამოვა გამომცემლობა ”საარში”. მე ვიყავი რედაქტორი ლუბა ელიაშვილის წიგნისა, რომელიც შეფერხდა და ჯერ არ ვიცი, როდის გამოვა... მე უნდა ვიყო რედაქტორი გოდერძი ჩოხელის რჩეული ნოველებისა...
და მორჩა - თავი უნდა დავანებო ამ საქმეს. არა ვვარგივარ მე რედაქტორად. იმიტომ არა ვვარგივარ, რომ ჯერ მწერალი ვარ და სულ ის მედარდება, ამდენი დრო მიაქვს რედაქტირებას და ჩემი დასაწერი განზე მრჩება. განა რამდენი წელიღა დამრჩა - დღეს ხარ და ხვალ აღარ...
მარტო იმასღა ვისურვებდი, ჩემზე უფრო ნიჭიერი რედაქტორები ჰყოლოდეს ყველა წიგნს და ასევე, თავიანთი ხელწერის მქონე მხატვრები და ნამუსიანი კორექტორები - უამათოდ, თუ მაგრები არიან, კარგი წიგნი არ არსებობს და უხეირო რედაქტორ-მხატვარ-კორექტორი გინდა ჰყოლია წიგნს და გინდა არა.
უუუუხ, შე დარდიანო შენა!
კაი ხანია, დროა! მე კი ასე მგონია, იმ ჩაფიქრებული რომანისათვის დარდებისა და აზრების შეკრების დრო გაქვს და იმიტომ იკავებ თავს ათასი ვითომსაზრუნავითა, თოროოოო... და როგორ გემადლიერებოდა ნუციკო ურაკზედა... და ჯალალი როგორ დაიმუქრა "ვერნილაკის ჰაშ ათითა"... მიხო, ეს სიყვარულია და შენ შენი რედაქტორობის საფასური უხვად მიიღე ჩვენი სიყვარულითა... სხვა ყველაფერი იშოვება და იყიდება! | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 10:54 am | |
| - სანათა wrote:
უუუუხ, შე დარდიანო შენა!
კაი ხანია, დროა! მე კი ასე მგონია, იმ ჩაფიქრებული რომანისათვის დარდებისა და აზრების შეკრების დრო გაქვს და იმიტომ იკავებ თავს ათასი ვითომსაზრუნავითა, თოროოოო... და როგორ გემადლიერებოდა ნუციკო ურაკზედა... და ჯალალი როგორ დაიმუქრა "ვერნილაკის ჰაშ ათითა"... მიხო, ეს სიყვარულია და შენ შენი რედაქტორობის საფასური უხვად მიიღე ჩვენი სიყვარულითა... სხვა ყველაფერი იშოვება და იყიდება! ”ურაკპარაკზე” მე როგორღა გავახსენდი ნუციკოსა, კაცოო? და ჯალალი ხო არ გააბრაზა ვინმემა? და ვერც იმას მივხვდი, ეს ”ვერნილაკის ჰაშ ათი” რა არი? | |
|  | | ნეკერა

 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 5:34 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 5:42 pm | |
| - ნეკერა wrote:
აი მე ახლა მედარდებაო, რომა, სანათამ რათ გამომტოვაო, განა მე კი არ მიყვარს მიხო-ბობოო და განა მე კი არ ვუთხარი ვაი-რედაქტორებსა მიხოს აღმოჩენილებს ნუ მივარდებით ხოლმე სვავებივითა თქო?  თუ მთის ქალა რომ არა ვარ იმიტომ უნდა დამჩაგრონ  ვახ, კაცოოო - სად რას დახვალთ და დაიარებით, მოდით აექა და აქ ილაპარაკეთ, ვა!.. და რათ მინდა მე ქება და ხოტბა, რაცა ვარ, ეგა ვარ და მორჩა. დამელაპარაკეთ ხოლმე წესიერად, ვა... მიხოსაც უყვარხარ, ცქნაფა და მე კიდევ ეგეთა ბებერ ვარ უკვე, რო ვერაფერი მიპოვნია, სად რეებსა სწერამთა... მაგიტომ ვამბობ, აექა სწერეთ მეთქი, აქ მონსტრები და ურჩხულები ვერ მოვლენ - დაგეშილი არი უკვე ეს ჩემი ბობორიკი და არ მაუშვებსა აქა ბუებსა და დევ-ქაჯებსა...  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 5:47 pm | |
| ეეეხ, ნეკერავ, თვალებიც დაივსებია! ეს სანათა, ხო იცით, რო ბერი ქალია და ეგრ გულისტკენით და ჯახებით კი არ უნდა უთხრათ საყვედურები ურაკპარაკულადა. აბა, ჯერ გეკითხნა, სანათასთვი, შეამჩნიე ნეკერა და განგებ გამოტოვე თუ არ შეგიმჩნევიაო... პასუხს რო მიიღებდი, მერე გამოგეჭენებინა სახალხოდა... მაგრამ გეტყობა შენ იმ ურაკზედ გამეტებებს გასწავლიან... არადა, რო ძააან კარგი გოგო ხარ, რააად იმ ცუდ-მბრალებლებსა ჰბაძავ, ჰა, ნინუცელავ?! | |
|  | | ჯალალი
 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 5:49 pm | |
| ჯავრი არ გქონდეს ნეკერო, ანა მოგნათლავთ ხევსურად ან გაგათხუებთ ფშავშია... რა პრობლემაა ა?!  | |
|  | | ნეკერა

 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 6:04 pm | |
| ჯალალო, აეგრე ცარიელ სიტყვაზე რომ მეპირები, მერე რომ ჩამიჯდეს ჭკუაში, ხო დაიდებ ჩემს ცოდვასა?  სანათა, მეც იმიტომ არ გამიკვირდა, რათ გამომტოვა ჩემმა სანათამ -მეთქი? აი საწყლად შემომტირა გულმა, რა დაუშავეო  თურმე ვერ დავუნახივარ და ძველებურად გულში ვყოლივაროო ბობო, ისეთიც არაფერი მომხდარა, ცუდ ენიანი რედაქტორები მოგვივიდნენ, ყურის აწევით იმუქრებოდნენ და ჩვენ კიდევ ვუთხარით რომა, აგერ ბობოც რედაქტორი არაა რომ ადამიანურად გვეუბნება ხოლმეო? | |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 6:33 pm | |
| ეხ, ნეკერო, ნეკერო... იქაურ რედაქტორებს მე პირველმა დავუფეთე ანგელოზები. იმ რედაქტორებსაც და მათ მომყვან ნიკისაც, მაგრამ იმ საიტს რომ რედაქტორები სჭირდება და იქაური მდარე ნაწერები რომ სულ მცირე წაკითხვად ნაწერებთან შესაბამისობაშია ხშირად მოსაყვანი, თუ გინდა გავაგრძელოთ ამაზე კამათი. რაც იქ მე ვთქვი გინდ ავტორებზე და გინდ რედაქტორებზე, რომ არაფერი იყო გადაჭარბებული, ეგეც მოგეხსენება. იქ რომ ხალხის დიდი უმრავლესობა საჭორაოდ და ერთმანეთისათვის სიყვარულის სამტკიცებლად დადის, არც ეს იქნება აღმოჩენა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ მიხოც ადამიანია და ის რედაქტორებიც, ჩვენ რომ ხიშტები დავახვედრეთ, იქნებ სულაც არ იყვნენ მიხოზე ნაკლები. ხშირად იქნებ მიხოსაც ურჩევნია, ვინმე ახლობელს ან არ დაურედაქტიროს ტექსტები ან ერიდება სიმართლე უთხრას. აბა, ვკითხოთ, იქნებ მასაც ხშირად ანონიმობა ერჩივნოს... არადა, კიდევ ერთხელ დამწყდა გული იქაურ განუკითხაობაზე და ქვის სასროლად და დასაცინად ადამიანის ადვილად გამეტებაზე. კმარა აქაც ამ რედაქტორებზე. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 7:02 pm | |
| აი, ნეკერო და სანათო, თქვენც მომისმინეთ და სხვებმაც გაიგონ: ეს ჩემი და ბობორიკის გაკეთებული ”არმურის საფიხვნო” არ არის თავისუფალი. აქ ვერავინ დასცინებს სხვას და ვერც სხვა ვერანაირ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს ვერავის. შეიძლება, რომელიმემ ვერ მოვზომოთ და საწყენი კომენტარი თუ კაფია დავუდოთ ერთმანეთს, მაგრამ ის მალევე წაიშლება. ეს ფორუმი ვერც იქნება ”თავისუფალი” იმიტომ, რომ აქ ღირსეული ადამიანები არიან, და არ შეიძლება ამგვარი ადამიანი თავისუფალი იყოს სინდისისგან და ზნეობისაგან. და არაადამიანი კიდევ აქ ვერ მოვა... და თანამედროვე დემოკრატიის ისე გაგება, რომ თავისუფალი ხარ და რაც გინდა, ის თქვი და ჩაიდინეო - თუ სიგიჟე არაა, ანარქია მაინც არის და მეტი არაფერი. და ასეთი ფორუმი მე და ბობრიკს არ გვექნება - აქ ჯერ ადამიანობა მოეთხოვება ყველას და მერე იყვნენ, ვინც უნდათ - პროზაიკოსები, კრიტიკოსები, დრამატურგები თუ პოეტები... არადა, მე ისედაც გულზე არ მეხატებიან ეს დემოკრატები... რედაქტორობაზე კიდევ - აგერა, ხო დავწერე მაღლა, რო არა ვარ მე კარგი რედაქტორი მეთქი... და თავისი საქმისა ყველამ თავად იცის. და ამ ”ყურის აწევაზე” გავმხიარულდი ძალიან, ჩემ დროს იცოდნენ ხოლმე მასწავლებლებმა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების სკოლაში და იქაც კაი ხანია, გადაეჩვივნენ... მაგრამ მე რა შეღავათი რო? - დაწითლებული ყურებით ვიარებოდი ხოლმე...  | |
|  | | მათე

 Number of posts : 28 Age : 57 Location : რუსთავი Job/hobbies : კითხვა და წერა Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა Registration date : 01.01.09
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 10:08 pm | |
| მათეს დარდები: ეჰ, დარდებს რა გამოლევს.... აი, გაზაფხული როგორ იგვიანებს.... ასე მედარდება და... რა ვქნა.... აი ეს ქვეყანაც როგორ აიმღვრა! და ნეტა, როდის იყო დალაგებული ეს უთავბოლო წუთისოფელი?... ეეეჰჰჰ!.. არა, არა! ბობორიკ, არ დამყეფო! წესები ვიცი... აქ საქვეყნო დარდები არაო... მარტო პირადიო.... აი, პირადი ერთი დარდიცა: რა ხანია ერთი , ,,ჩემი აზრით’’, კაი თხზულება დავასრულე და... ვერ კი ვბედავ, რომ ვინმეს წავაკითხო, ისე მომდის, დედას თავისი ერთადერთი შვილი სხვაგან საცხოვრებლად რომ ვერ გაუმეტებია... არა და დროა.... ეეჰჰჰ.... და ახლა ერთი დარდი ლექსადა, თუ დავწერე, კი?... დარდები დანადარდები... დაირისფერად ნადები... დარდები ცისა --- ნისლები, მიწას- დარდების წვიმები... რა მძიმედ გადაბრუნდები, დანაბარები.... ხნულები.... ეს პოეტური დარდები, განა თუ დამეკარგები? არ მედარდება, გამეშვი... ღიმილ-ტირილის ნარევი, მა, რას მწერ და მედარები ნაპოეტარი ქარებით... დარდებით.. რო მედარებით?... პოეტს ვით დამედარებით! და თუ ყველა დარდს წარმტაცებთ, უდარდელობით ვდარდდები!... პოეტთა ძველი დარდები?... სადა ხართ? რას მემალებით... დამალევინეთ ბოლომდე, მუზის უდარდო დარდები.... დავლევ და...ვდარდიმანდდები... მე ვარ და... ჩემი დარდები! მგონი, ბევრი ,,დარდები’’ გამომივიდა... ეჰ, წეღან რა კარგი დარდი დავწერე ლექსადა და წამეშალა... მერე ვეღარ კი მოვიგონე... ესეც ახლი დარდიიი...  | |
|  | | ნეკერა

 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Fri Feb 13, 2009 11:04 pm | |
| სანათა, მეც მანდ არა ვარ მერე? ბობოსაც ეხათრება ხოლმე ალბათ, აბა რა, მაგრამ თავისი სახელითაც სამართლიანად და ტაქტიანად გეტყვის რასაც გეტყვის. აი მე რომ მე ვარ და ჯერ რა გამოცდილება მაქვს ხო ამ სფეროში, ჩემთვის არ უკადრებია მე რომ ვამბობ ასეა სწორი და მორჩაო! მეც მირჩევს და თუ დავუჯერე ხომ კარგი, თუ არა და უძღები შვილივით, ალბათ ისევ ვეყვარები და როგორ შეიძლება კაცს რედაქტორი გერქვას და თუნდაც უკანასკნელ ადამიანს უთხრა - ასეა და თუ არ გჯერა დაგირეკავენ და ყურებს აგიწევენო? ამით საკუთარ თავთან ერთად რედაქტორის საქმიანობასაც ჩრდილს აყენებენ... ამაზე მტკივა მე გული თორემ  მე პირადად საკმაოდ დიპლომატიურად შემიძლია ხოლმე თავიდან კონფლიქტების აცილება, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ, არა?  მოვრჩი ბობო, თუ რამე ცუდი ვთქვი ნებით დავდგები საფიხვნოს ყველაზე გამურულ კუთხეში  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Sat Feb 14, 2009 1:20 pm | |
| - ნეკერა wrote:
- სანათა, მეც მანდ არა ვარ მერე?
ბობოსაც ეხათრება ხოლმე ალბათ, აბა რა, მაგრამ თავისი სახელითაც სამართლიანად და ტაქტიანად გეტყვის რასაც გეტყვის. აი მე რომ მე ვარ და ჯერ რა გამოცდილება მაქვს ხო ამ სფეროში, ჩემთვის არ უკადრებია მე რომ ვამბობ ასეა სწორი და მორჩაო! მეც მირჩევს და თუ დავუჯერე ხომ კარგი, თუ არა და უძღები შვილივით, ალბათ ისევ ვეყვარები და როგორ შეიძლება კაცს რედაქტორი გერქვას და თუნდაც უკანასკნელ ადამიანს უთხრა - ასეა და თუ არ გჯერა დაგირეკავენ და ყურებს აგიწევენო? ამით საკუთარ თავთან ერთად რედაქტორის საქმიანობასაც ჩრდილს აყენებენ... ამაზე მტკივა მე გული თორემ  მე პირადად საკმაოდ დიპლომატიურად შემიძლია ხოლმე თავიდან კონფლიქტების აცილება, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ, არა? 
მოვრჩი ბობო, თუ რამე ცუდი ვთქვი ნებით დავდგები საფიხვნოს ყველაზე გამურულ კუთხეში  ავტორი არი გადამწყვეტი, ნინუცელავ, - ან მიიღებს რედაქტორის ნათქვამს ან არა... მაგრამ მომხდარა ხოლმე, ”ცისკარში” რო ვმუშაობდი, კიბეებზე დასაგორებელი გამხდომია ზოგი თავხედი ავტორი. კარგი იქნებოდა, არ დამეგორებინა, მაგრამ არ გამოვიდა სხვანაირად - მეც ხო მაქვს ჩემი ღირსება და, მოუზომავი და შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უნდა ეთქვათ. აქა, ცქნაფავ, კუთხეები არ არის, მით უმეტეს, გამურული და არც ყურის ამწევები არ არიან და ვერც იქნებიან - ეგენი სხვა მხარეს მოიკითხე ხოლმე...  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Sun Feb 15, 2009 9:04 am | |
|
სიყვარულის კარნავალი. უმშვენიერესი კუნძული. მეც მივედი ამ კუნძულზე,მივიტანე თაიგულები_ზოგი ჩემი(უბრალოები),ზოგიც სხვისა_გადასარევი(ბიბლია,ხალხური პოეზია,შოთა რუსთველი). რომელიღაც თაიგულის მიტანის მერე ორიოდე სიტყვით შევეხმიანე არჩანდასა და _ბედი არ გინდა?!_მაისმა ფშავლის ქალის განგაში,ამას მოჰყვა აშვებული ბობორიკის ჯაჭვის ჟღრიალი და,აი,ახლა ვაჟიკა,უმშვენიერესი კუნძულიდან გამოძევებული,პირადი დარდების ხეობაშია განმარტოებული_იმედია,აქ მაინც აღარ აუკრძალავენ ძმაკაცთან ძკაკაცურ გადალაპარაკბას. ... საუკუნეების წინათ: ----------------------------------- "შენც,ჩემო ბრუტუს?!"
საუკუნეების შემდეგ(21-ეში): ------------------------------------------------- "შენც,ჩემო ბობორიკ?!" -------------------------------------------------  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6468 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Sun Feb 15, 2009 11:10 am | |
| ვერც მე გავიგე, რას მერჩოდნენ, კაწალხეველო. მე მათურელ ქალების ლექსი დავდე და შენ კიდე იქ კაფია დამიწერე - ცუდ ნათქვამებ რაად მაპარებო. მე კიდე გითხარი, შენზე კი არა, ზედგამოჭრილი ჩემზეა ნათქვამი ეს ლექსი, საკუთარ თავზე ვთქვი - ჩემდენი შენ ნატარი არ იქნები მათურაზე მეთქი. და დაერია ბობორიკი იმ დაწერილებსა და სუ წაშალა. თუ კაფიობა გინდათ, იქ წადით, სადაც კაფიობა არიო და აქა მარტო სიყვარულზეა ლექსებიო. და თუ ეგრე გააგრძელებთ, დაგბლოკავთ ორივეს ერთი კვირითაო. რას მერჩოდით ან შენა, ან ბობორიკი - ვერ გავიგე ვერც მე.  და დამბლოკეთ, სულ აღარ ამოვიღებ ხმასა...  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Sun Feb 15, 2009 9:40 pm | |
| - არჩანდა wrote:
ვერც მე გავიგე, რას მერჩოდნენ, კაწალხეველო. მე მათურელ ქალების ლექსი დავდე და შენ კიდე იქ კაფია დამიწერე - ცუდ ნათქვამებ რაად მაპარებო. მე კიდე გითხარი, შენზე კი არა, ზედგამოჭრილი ჩემზეა ნათქვამი ეს ლექსი, საკუთარ თავზე ვთქვი - ჩემდენი შენ ნატარი არ იქნები მათურაზე მეთქი.
და დაერია ბობორიკი იმ დაწერილებსა და სუ წაშალა. თუ კაფიობა გინდათ, იქ წადით, სადაც კაფიობა არიო და აქა მარტო სიყვარულზეა ლექსებიო. და თუ ეგრე გააგრძელებთ, დაგბლოკავთ ორივეს ერთი კვირითაო.
რას მერჩოდით ან შენა, ან ბობორიკი - ვერ გავიგე ვერც მე.  და დამბლოკეთ, სულ აღარ ამოვიღებ ხმასა...
 თუ დამნაშავე არა ჩანს და საქმე ჩახვეულია,_ ქალია მაგის მიზეზი, იმისგან არეულია!.. ... მე რისი დამბლოკავი ვარ_ სად ძმობა და სად ბლოკები?! ეგ რომ ვქნა,ლომებთან ერთად გაიცინებენ ბოკვრები!  | |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Wed Feb 18, 2009 8:47 pm | |
| ვერ შევეჩვიე...
ვერ შევეჩვიე უშენობის ფერმკრთალ საათებს ან იქნებ დღეებს სავსეს შენი სიცარიელით, ვერ შევეჩვიე წუთებს, როცა ჩემთან ახლოს ხარ და შენი სუნთქვა ისე ხშირი ისე ძლიერი გადმოდის ჩემში როგორც ვნება შენი სურვილის, თვალებს დაბლა ვხრი, არ მინდა რომ მათში ჩამხედო და დაინახო გადახსნილი გულის სარქველი.... ვერ შევეჩვიე უშენობას, ვერც დღეებს როცა სავსე ვარ შენით და შენივე სიცარიელით. | |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Wed Feb 25, 2009 10:01 pm | |
| რა ვუშველო შენს მონატრებას?
რა ვუშველო შენს მონატრებას და ფიქრებს, რომლებიც ნება ნება მეხვევიან, მათრობელა სითბოთი მავსებენ და ზეციდან ვარსკვლავის მოწყვეტას მპირდებიან, ისე როგორც მაშინ, ზღვის მლაშე და სიჩუმით სავსე სანაპიროზე.... რა ვუშველო შენს მონატრებას, რომელიც ისეთივე მწველია, როგორც ზაფხულის მზე და მოთამაშე, როგორც ჯამბაზი... რომელიც სულ მხიარულობს, მაგრამ გულის სიღრმეში კვაზიმონდოსავით სევდიანია და გულის შორეულ წერტილში იმალება სხვისთვის და შენთვის ვერდასანახად, რადგან ეშინია შენი დაკარგვის. ეგოისტია ჩემი მონატრება... სხვისთვის ენანები... მაგრამ არ გიმხელს, რადგან არ უნდა ტკივილი მოგაყენოს... გაგიკვირდა? შენი ფართოდ გახელილი თვალები მეუბნებიან სათქმელს... მე თვალს გარიდებ, რადგან ვიცი, შეგიძლია ფიქრის წაკითხვა. რა ვუშველო შენს მონატრებას? მთვარემ მითხრა პასუხი: ფართოდ გაუღე კარი და თავისუფლება მიანიჭეო.... მრუმე ღამე კეცავს საათებს და შენსკენ სავალ გზას... ფეხისგულებს მიწვავს თითოეული ნაბიჯი... არა... ჩუმად ვიქნები.. ასე მასწავლეს... რომ არ დაგკარგო. | |
|  | | ნეკერა

 Number of posts : 142 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: პირადი დარდები Mon Mar 02, 2009 1:45 am | |
| ეეეჰ, პირად დარდებ რა გამოლევს, პატ. ადმინისტრატორო, ე ხალათი დაიჭეერს?  პირველი დარდი ჩემი და დიიიიიდი ლექსოს (როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით) "იდეებ რა ვუყო" კლუბის იდეის ჩავარდნაა, არ იყო კრიტიკის კლუბი ჩასაგდები პროექტი, არაა  მაგრამ არ უნდათ ბატონო გრუზინებს კრიტიკა  მეორე პირადი დარდი... მართლა პირადი დარდია და რა ვიც, მრცხვენია თქმა  მაინც ბევრი მიხვდება მაგას  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: პირადი დარდები Mon Mar 02, 2009 10:19 am | |
| - ნეკერა wrote:
- ეეეჰ, პირად დარდებ რა გამოლევს, პატ. ადმინისტრატორო, ე ხალათი დაიჭეერს?
 პირველი დარდი ჩემი და დიიიიიდი ლექსოს (როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით) "იდეებ რა ვუყო" კლუბის იდეის ჩავარდნაა, არ იყო კრიტიკის კლუბი ჩასაგდები პროექტი, არაა მაგრამ არ უნდათ ბატონო გრუზინებს კრიტიკა  მეორე პირადი დარდი... მართლა პირადი დარდია და რა ვიც, მრცხვენია თქმა მაინც ბევრი მიხვდება მაგას  მეორეზე - აბა, რა გიშველო, ცქნაფა და... პირველზე ეგრე გავაკეთოთ - აქ გაგიხსნით შენ და ლექსოს თემას: ”კრიტიკის კლუბი” - სტუმრად ნეკერასთან და ლექსოსთან. ჯერ აქ დაიწყეთ და მერე იქნებ გამოჩნდეს რამე... მოკლედ, მოიფიქრეთ და თუ გინდათ, ვეტყვი ადმინისტრატორს...  |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: პირადი დარდები  | |
| |
|  | | | პირადი დარდები | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|