Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: როგორაც კატის კნუტსაო, გამამაღრჩობენ მიხოსო... Mon Jan 19, 2009 11:19 pm | |
| სანათა
*** მიხოსერავ, მშვიდობა გაქვ რეალში და ვირტუალში, თუ დაჰბრუნავ "შიგან ასრე" ერთ მართალი ბევრ მტყუანში? არჩანდა
*** ერთ მტყუანი ბევრ მართალში, - სუ არ მამდის ეს ჭკუაში! - ეგეთა თუ ვიქნებოდი, დამფერავდი ვერც გუაშით... სანათა -
*** ნურც "ლიტელიტ" გადაიყვები, ნურცა დაგიმონებს სხვაო, თავიჭკვისეეებ გვიწერე, მიხოსერა-არჩანდაო... არჩანდა -
მაესტრო არჩილ სულაკაურისებური
მე რავი, ამას რა ჰქვიან, თავისჭკუისა როცა ხარ... ზეცაში - უფლის სახლია, დაბლა - სუ ცრუა ქოყანა.
მთაწმინდა - ისევ აქვეა, ისევ აქ არი მტკვარი... გაუგებ? - ეგეც საქმეა, ეგეთებს ვეძებ კვარით. სანათა -
*** შავ და თეთრში ერკვეოდე, ისემც შენ რა გითხარ, მიხო. ამ კაფიებ მალმალ აცხობ, ვერ კი - "იყო-არა იყოს"... დაგახრჩობენ, ტყავ გაგხდიან, ვიტყვი - თავისჭკვისგან იყო... არჩანდა -
მაინც ვერა სწერდა და...
იყო და არც არა იყო, დღეცა ჰქცეოდა ღამედო... შამაჰმტვრეოდა კალმები, ნიკაპ ხელებზედ დაედო.
ჰამსუნს არ ვგავარ, კნუტსაო, თუნდ დიდ ფასკუნჯებ გიხოცოთ... როგორაც კატის კნუტსაო, გამამაღრჩობენ მიხოსო.
კაფიებ მაინც მაცდიდეთ, თავისჭკუის რო იყოსო. | |
|