არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გელა კორძაძე

Go down 
5 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

გელა კორძაძე Empty
PostSubject: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptyWed Jan 14, 2009 8:25 pm

გელა კორძაძე GEKO-GELAKORDZADZE-1
გელა კორძაძე


Last edited by Admin on Sun Feb 24, 2019 11:55 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ნეკერა

ნეკერა


Female
Number of posts : 142
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptyFri Jan 16, 2009 7:43 pm

გელა კორძაძე - ერთი მსახიობის თეატრი
,,არც ისეთი ვარ შენ რომ გგონია - ვთამაშობ!" - ციტატა მისი სიტყვებიდან.

ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
- - - - - - - - - - - -- -- - -
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...

მიყვარს ეს ლექსი, ვანელო I love you
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/forum.htm
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptyFri Jan 16, 2009 10:59 pm

ნეკერ,თუ გაქვს მისი ლექსები დადე რა კიდევ,ასეთ ლექსებს მიმალავდი გოგო?

მომეწონა ძაან...

არ მითხრა ახლა ლიტ.გე-ზე ის ვანელი-ეს გეკოაო...

sunny
Back to top Go down
ნეკერა

ნეკერა


Female
Number of posts : 142
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptySat Jan 17, 2009 1:41 am

კი ჯალალ, ერთ-ერთი ვანელი გეკო იყო Smile
მეტი აღარ მაქვს სამწუხაროდ, გელა ძირითადად ზეპირად თქმას ამჯობინებს და ხვეწნა-მუდარაც არ ჭრის Smile იქნებ ბობოს დაუჯეროს და თვითონ დადოს რამე Smile
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/forum.htm
Tabagari Tea

Tabagari Tea


Female
Number of posts : 122
Age : 37
Registration date : 27.12.08

გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptyFri Sep 18, 2009 2:38 pm

ჩამოასხი
(ვუძღვნი ძმაკაცს)

რა შორიდან მოდის ერთად
ჩვენი გზა და თემშარა
ეჰ, რამდენი ბოროტება
თვალწინ გადაგვეშალა
ან რამდენჯერ დაგვიღვარეს
ცხოვრების წყლის მათარა,
დაგვცინოდნენ-სიყვარული
ასე რამ შეგაყვარათ?
ნიჭის ხარისხს არიგებდნენ
უნიჭოთა მამები,
სულ პირველნი მივდიოდით
და სულ ვაგვიანებდით.
ზოგ კაცს ბედი ზურგს აქცევს და
ზოგს ძაღლივით უმართლებს,
ჩვენ კი ძმაო ამ ბედ-იღბალს
ზურგიც ვერ დავუნახეთ!
თუმცა აწი სინანული
რა ჯანდაბას მოგვიტანს?
ჩამოასხი იმ ბოთლიდან
ჯიბეში რომ მოგიჩანს!
ჩამოასხი, სანამ შეგვრჩა
ნიჭი,ლექსის გარითმვის,
სანამ მიქელ-გაბრიელი
ესა-მესას გაგვითვლის!
ჩამოასხი, მთვრალი ვერ გრძნობს,
ამ ცხოვრების სიმყრალეს,
მიდი ძმაო დალიე და
მეც გადმომდე სიმთვრალე!

bounce
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი


Male
Number of posts : 256
Age : 41
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე EmptyFri Sep 18, 2009 5:39 pm

მაგარი ლექსია.. მოკითხვა კაი კაცს..
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Sponsored content





გელა კორძაძე Empty
PostSubject: Re: გელა კორძაძე   გელა კორძაძე Empty

Back to top Go down
 
გელა კორძაძე
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» გელა დაიაური
» გელა ჯაბუშანური
» გელა ჩქვანავა
» გელა ბაბლუანი
» გელა კიკოლაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: