| | ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6479 Registration date : 09.11.08
 | Subject: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! Wed Jan 14, 2009 7:08 pm | |
| ნინო დარბაისელი -
გილოცავთ!!!
არმურის კარზედ ვერ სცნობენ ავსა თუ კეთილმოსურნეს! თავად საფიხვნოს ჩამოსხდნენ მე - გამაახალმოსულეს.
თავს ვუთხარ, ნუღარ იჯავრებ, ნუმცა ხარ შენ მოუცლელი, ცხელ-ცხელ პოსტებით გაავსე ვირტუალური ფურცლები, თავ შააბრალე მოფიხვნეთ, ქვეყნად არც რაა უცვლელი, ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"!
p.s.
დღეს , რაღაც, ლექსი არ მამდევს, კენტად ვზი დიღმის ქარ...ქარში. ამდენი ხმალი რად მინდა, ერთიც არა მაქვს ქარქაში !
P.P.S. აი სასწაული!
Posts : 50 Joined : 14 Dec 2008 Age : 47
ამასობაში ორმოცდამეათე გამოხმაურებაც დამიწერია და საფიხვნოსთან მდგარიც გავმხდარვარ!
*** ბაოს, მდგარს საფიხვნოსთანა, გვერთ ამოუდგა ნინოი. დაწინაურდა,მიეცა სამღერალ -საღიღინოი. ღვინოს სვამს, თანაც აკვირვებს ვაჟებში ჯდომა ქალისა, მაგრამ გულს მაინც უხარის, სანათა რომ აქ არისა. ერთი ქალ მაინც გამოდგა საფერი ამ ამქარისა!
Last edited by არჩანდა on Wed Jan 14, 2009 7:11 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6479 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! Wed Jan 14, 2009 7:10 pm | |
| სანათა -
*** "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი", არც სანათა კაიყმებთან საფიხვნოში ჯდომის ღირსი. საჯალაბო არის მაგის სასრულიც და დასაწყისიც, იქვე მაგის დარბ-ბაოცა ტარ-ხოკრით და ნემს სადგისით. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6479 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! Wed Jan 14, 2009 7:24 pm | |
| კაწალხეველი - დარბის
*** ვერაფერი შეედრება შენს გალექსილ ბარათებსო.
ოქრო შინ და ოქრო გარეთ ერთნაირად ანათებსო...
გაიხარე და იცოცხლე ასს კი არა, ათას წელსო! | |
|  | | Admin

 Number of posts : 6479 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! Wed Jan 14, 2009 7:32 pm | |
| - არჩანდა wrote:
- ნინო დარბაისელი -
ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"!
კაწალხეველი რა იქნა? აემასა ჰქვიან, ვაჟიკავ, ოხრად და ტივლად რო დაგარჩენენ და შენ კიდე - ვერც ვეღარაფერი გიპასუხნია... და ისევ - რითმა უნდა შაუცვალო, თორე - სად არი მაგდენი ჭკუა, რო "მოსული-შვილებს" ღირსეული რითმა ვუპოვნო? არჩანდა - დარბის
"შინმოუსვლელებს" რა უჭირს, სხვაგან ბევრიც რო სწიროთა... დამარქვი "წასული-შვილი", აეგ თუ მოგითმინოთა...  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6479 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! Fri Jan 23, 2009 1:18 pm | |
| - არჩანდა wrote:
- არჩანდა wrote:
- ნინო დარბაისელი -
ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"!
კაწალხეველი რა იქნა? აემასა ჰქვიან, ვაჟიკავ, ოხრად და ტივლად რო დაგარჩენენ და შენ კიდე - ვერც ვეღარაფერი გიპასუხნია... და ისევ - რითმა უნდა შაუცვალო, თორე - სად არი მაგდენი ჭკუა, რო "მოსული-შვილებს" ღირსეული რითმა ვუპოვნო?
არჩანდა - დარბის
"შინმოუსვლელებს" რა უჭირს, სხვაგან ბევრიც რო სწიროთა... დამარქვი "წასული-შვილი", აეგ თუ მოგითმინოთა...
 ავაჰმე, ნინო მომენატრა ძალიანა, კაცოოო! ის მაგისი ბგერა ბგერაში ჩასმულებიიიიი.... ნინოოოო! სად რას იარები, რააად არ შაგვიმღერნებ აქა, კაცოოო... თორო, მოგიყვან მანდა სტუმრებსა და მიყარე მემრე კაკალი! აი, ხო გეუბნები, დროზე გამოჩნდი, თორო - დავუვლი სანათ-ბაოსა და მანდ მაგიყვან ამათა, რო - სად რას დადისა და რა მაუვიდა ამ ჩვენ ნინოსაო, რო აქ აღარ მადისაო? შენ სანახავად მავლენ და - ფრთხილად იყავ, ნუ დაიკარგები კაფიებიდანა!  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"!  | |
| |
|  | | | ღმერთმ ნუ ჰქნას, მოსული-შვილმა გიწოდოს "შინმოუსვლელი"! | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|