არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 შოთა ხუცურაული

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptySat Jan 10, 2009 5:35 pm

შოთა ხუცურაული Att3

სანათა იორზე ჩასულიყო და ქმარ-შვილსა და თავის ძმა პავლიკოსა მანქანებს ურეცხავდა თითოს სამ თუმნადა და ეს კაფია მაშინ უთხრა შოთა პაპამა.

***
აკი გითხარ, მარიამო,
წყალზედ მარტომ არ იარო.
აემ ფშავლებ დამიხელთავ,
გონთ არც იგრე არიანო.
თავის პატრონ დავითოცა
სუ ტყუილა დარდიანობს.
თქვენი მანქანების მემრე
ძროხან ბევრებ დადიანო,
შაჰკითხოდე, თითოს თავზე
რამდენ ხაჭონ სწადიანო.


Arrow

სანათას ლექსების პუბლიკაციაზედ "ლიტპალიტრაშია".

ბობორიკა - სანათას:

შენ იცოდე, რომ დიდების
წამზომ უკვე ჩართულია,
და შენ "დეკებს" ესალმება
ტარიელი, ჭანტურია!
და აგრეთვე, ყველა ისიც,
ვინც კი ცოტა ჭკვასრულია.


შოთა პაპა - ბობორიკას:

"აგეთა თავის ჭკვისაა,
სხვათას არ იგებს არასა,
დამკვლეველ გამასჩენიხარ,
ფშავის ენამწარ ქალასა".


(აქ: "დამკვლეველ" არფრით ნიშნავს დამკვლელს, არამედ არის - დამაკვალიანებელი, გზაზე დამყენებელი).

ბობორიკა - შოთა პაპას:

ენამწარ ჩემთან არ არი,
თქვენ, ალბათ, აბრაზებთაო.
სანათაც იმისთვი ჰქვიან,
დადის და ანათებსაო.
აქ ყველას იმით გვახარებს,
ლექსად სწერს არაკებსაო.


ბაო – ბობორიკას

***
ლიტერატურულ პალიტრას
ფერი შემატა სანათამ.
და მაგის გვერდით ჟურნალში
ვეღარვინ გამოანათა.
სუ შამებრალნენ ყველანი,
თითო ფურცელის ამარა,
სანათას ჰონორარითა
ანტალიაშიც წავალა.
ან ერთ "ლეპტოპსა" ვიყიდი,
ან ფშავში სააგარაკოს.
ან სუფრას გავშლი დუქანში
პოეტთან საამხანაგოდ


სანათა - ბობორიკას

შენ ფშავისკე ნავალს გხმობენ,
დეკის ჩაის დამლეველსა...
შოთამ ნაკვლევ დაგიწუნა,
არც რას გერჩის დამკვლეველსა.


ბობორიკა - სანათას

სანათაო, სმენად ამო
ლექსად გხედავ, დარდებისად.
გწუნოს პაპამ ენის გამო, -
ნაკვლევ არის დამკვლევლისა.


ბობორიკა - ბაობაბს

ალათასა-ბალათასა,
ჯავრი არ აქვს სანათასა:

სწორედ დუქანს წამოსხამთა,
ბობორიკს და ბაობაბსა...


Last edited by არჩანდა on Sat Jan 10, 2009 5:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptySat Jan 10, 2009 5:39 pm

Sanata - ბობო, შენ ხოხბებს ჩემი თამთაც რომ წავახმაროთ? წუხელის ლამის ისტერიკამდე მისული მარტო შოთა პაპას ლექსს გამოუკეთებია.

შოთა ხუცურაული TamTa

***
უძილაურთ ქალ გამწარდა,
მსროლელია გასაოცი,
ივრის გაღმა გააწვდინა,
მამისახლის ტუფლ-კალოში.
დაუხეველ არ დაურჩა,
ფარდა, ტილო, პირსახოცი,
გამაუყვათ რუსის ჯარი,
მარტო არი გადამხოცი,
პუტინს უნდა შაუგზანონ,
აეს მაცილ-ტარტაროზი...


Arrow

ვააახ, კაცოოო! აეს შოთა პაპა ხუცურაული რა კარგადა სწერამსა - ღმერთო, ნეტავი, მე აეგრე შავძლებ როდისმე? სუფთა ხალხური ტონალობაა და თან თავისებურია, კაცოოოოო! სად არიან ბობოისკარელები - ეგე, ჰნახეთა! - აი, აჰააა! - აეგრე უნდა ნამდვილი კაფიაი! მე ეხლა უნდა გავჩუმდე - მე ხმა არ ემემეღება შოთა პაპასთანა... - ჩემისთანები ბაგაზე ათასობით არი დაბმული....


Last edited by არჩანდა on Sat Jan 10, 2009 6:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptySat Jan 10, 2009 5:43 pm

სანათას რომ ძალიან მაგარი შოთა პაპა ჰყავისა, იმან სთქო ამ ბოლო დროის ხუთდღიან ომზედა (2008, აგვისტო), გაგიჟებული რუსი რო შამოგვივარდა კბილატკიებული და გაცოფებული დათვივითა და სუ კაი-კაი ვაჟკაცები დაგვიხოცა:

***
ბევრ გყავდათ ჩასველებულიც,
წარა-უგონთურ მავლებსა.
დედა ვუტირე დამწყებსაც,
რუსისთვი გზის მამსწავლებსაც.
ბუში და ნიკო სარკოზი
გვერდში დაუდგნენ ფშაველსა.


მოდით, თავი მდაბლად დავუხაროთ ყველას, ვინც იმ ცოფიანი დათვის მძვინვარებას შეეწირა...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptySat Jan 10, 2009 6:06 pm

ესეც სულ ახალი კაფიაობა სანათასი და შოთა პაპასი.
ძროხა უყიდნია შოთა პაპასა - ჩაუტანია მეზობლისთვი ფული, ხოლო ცოლისთვის და იმის მეგობრებისთვის ნაყიდი ძროხის გამოგდება დაუვალებია. და ის ძროხა მარტო არ წამოსულა, სხვა ოთხი ძროხა გამოუყოლებიათ, მოუცილებიათ ახალ სახლამდე და მერე ისევ უკან გაურეკნიათ - დაქალებ მააცილებდნენ, დაქალებიო! - სანათა იცინის.
და ის ახალნაყიდი ძროხა შაუგდია შოთა პაპასა ბოსელში თავის სხვა ძროხასთანა და - თურმე, რჩოლავენ ერთიმეორესა, ვერ შაგუებულან და შასულა შოთა პაპა გასაშველებლადა, რო - რით ვეღარ უნდა შაეთვისოთ ერთიმეორესაო!
კი შასულა იმ ბოსელშია, მაგრამა დაუნახავთ თუ არა გადამტერებულ ძროხებს, რო - პატრონ მაგვივიდაო, ისევ გაუწევნიათ ერთიმეორეზედა და შუაში მოუყოლებიათ შოთა პაპა!.. ერთი აქედან აწვებოდა რქებითა და მეორე - იქიდანა!..
და ვაიი, როგორ გაბრაზებულა შოთა პაპა - აუღია ხერხი და დაუხერხნია რქები ორივესათვისა, რო - ეგრე მაგიხდებისა თქვენაო!
ეგრე იცის შოთა პაპამაო, - ეცინება სანათასა, - ადრე ორი დიდი ღორი ჰყავდა, ვერ შერეკა სადგომშია; ჰოდა, თოფ დასცა და ისე დახოცა ორთავენიო...

სანათა - შოთა პაპასა

ძმიშვილის თავი გენაცვალოს
როსტომსა, თავის ბიძასა,
იმ დროთ ხო თოფი გიჭრიდა,
დღეს ხერხი გიჭრის - მტრისასა...
ეგრე ხოცავდი ღორებსაც -
თავისას, განა სხვისასა.
კიოთ კანჭებად გვიმზადებ
დაჭრილ რქებს ძროხებისასა.


Arrow

შოთა პაპა - სანათასა

ხშირ-ხშირა ჯიშს ვუხსენებდი,
დედასაც მამყიდლისასა.
რქებზე ხერხებსა ვლესავლი,
მამჭრელებს მაგ ენისასა.


Arrow

არჩანდა - სანათას

სანათავ, სიგრძეი მაუკელ
მაგ წათლილი ენისასა.
შოთა პაპაი წამალი აქვ -
კბილებს ლესავს ხერხისასა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 63
Registration date : 10.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptyTue Jan 27, 2009 5:51 pm

არჩანდა wrote:
ესეც სულ ახალი კაფიაობა სანათასი და შოთა პაპასი.
ძროხა უყიდნია შოთა პაპასა - ჩაუტანია მეზობლისთვი ფული, ხოლო ცოლისთვის და იმის მეგობრებისთვის ნაყიდი ძროხის გამოგდება დაუვალებია. და ის ძროხა მარტო არ წამოსულა, სხვა ოთხი ძროხა გამოუყოლებიათ, მოუცილებიათ ახალ სახლამდე და მერე ისევ უკან გაურეკნიათ - დაქალებ მააცილებდნენ, დაქალებიო! - სანათა იცინის.
და ის ახალნაყიდი ძროხა შაუგდია შოთა პაპასა ბოსელში თავის სხვა ძროხასთანა და - თურმე, რჩოლავენ ერთიმეორესა, ვერ შაგუებულან და შასულა შოთა პაპა გასაშველებლადა, რო - რით ვეღარ უნდა შაეთვისოთ ერთიმეორესაო!
კი შასულა იმ ბოსელშია, მაგრამა დაუნახავთ თუ არა გადამტერებულ ძროხებს, რო - პატრონ მაგვივიდაო, ისევ გაუწევნიათ ერთიმეორეზედა და შუაში მოუყოლებიათ შოთა პაპა!.. ერთი აქედან აწვებოდა რქებითა და მეორე - იქიდანა!..
და ვაიი, როგორ გაბრაზებულა შოთა პაპა - აუღია ხერხი და დაუხერხნია რქები ორივესათვისა, რო - ეგრე მაგიხდებისა თქვენაო!
ეგრე იცის შოთა პაპამაო, - ეცინება სანათასა, - ადრე ორი დიდი ღორი ჰყავდა, ვერ შერეკა სადგომშია; ჰოდა, თოფ დასცა და ისე დახოცა ორთავენიო...

სანათა - შოთა პაპასა

ძმიშვილის თავი გენაცვალოს
როსტომსა, თავის ბიძასა,
იმ დროთ ხო თოფი გიჭრიდა,
დღეს ხერხი გიჭრის - მტრისასა...
ეგრე ხოცავდი ღორებსაც -
თავისას, განა სხვისასა.
კიოთ კანჭებად გვიმზადებ
დაჭრილ რქებს ძროხებისასა.


Arrow

შოთა პაპა - სანათასა

ხშირ-ხშირა ჯიშს ვუხსენებდი,
დედასაც მამყიდლისასა.
რქებზე ხერხებსა ვლესავლი,
მამჭრელებს მაგ ენისასა.


Arrow




ჰოოოდა დილას პავლიკომ გამაგებინა, შოთა პაპას აემ ურქებო ძროხას, ხბო მოუგია და თურმე პაპა სწუნობს, ძალიან პატარაა და არ გამამდგა ძროხაო...
ეს სალაღობო კი შევუთვალე, მაგრამ ახლა შისის კანკალითა ვარ, გვარიდან თუ არ მამიკვეთა, კაი დღეს არ დამაყრის...

ბიძავ,მატება გქონია,
მოამბის პირსამც შაქარი,
ძროხას ბოჩოლა მოუგავ
მოწითანო და საღარი
მაინც უმადურ დაიდიხარ,
გითქომ: გამხდარი რათ არი?
რით შაემატნა, ბეჩავი
პატიმრად გყავდა გამხდარი.
ბოსელას არ გაიცდენია,
შემოდგომა და ზამთარი.
კაი რამ, მაკე გიყიდავ,
შენდ იბერწებდა გამცდარი,
ეგრე ექცევი საქონთა,
როგორც ქრისტიანს თათარი.
ეგება ტყუპიც მეეგო,
თუ შაგბრალვიყო საწყალი,
შენ ნებით არ ყოფილიყო
უცაღრუბელოდ დამრჩალი,
შენ ხელით არა ჰქონიყო
რქები ყანწებად დამძვრალი.
აგეძრახები თავისა
ამდენხან ნაუმძრახალი,
შაგვითქვი საგიორგობოდ
მაგ მოზვერაის ბარკალი.
ჩემ ხუმრობა არ გეწყინოს,
ფშაურ წეს გვაქვის დამწვარი,
მეც შენ ფესვ ამოვეზარდე,
ენაც შენფრად მაქ წამხდარი,
იწყენ და ცივ წყალ დალიე,
იორ ჩაგიდის ჩანჩხარით.



Last edited by სანათა on Tue Jan 27, 2009 6:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptyTue Jan 27, 2009 6:24 pm

ხევსური და ფშაველი

მთქმელი - შოთა ხუცურაული.
ჩამწერი - სანათა.



ხევსური:
ხინკალი მიყვარს ისეთი,
ჭიპში რო გასდის ქონია.


ფშაველი:
ფშავლი შაქნილი იქნები,
ჩემ ხასიათი გქონია.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული EmptyWed Nov 14, 2012 2:25 pm

შოთა ხუცურაული Shota_10

მარიამ ხუცურაული

წვიმიანი დღის საფერადებელი

დიდი ხნის ამბავია ესა... ალბათ 10–12 წლის წინანდელი. შემოდგომის ზუსტად ასეთივე მოჟამულ დილას სანადიროდ მიმავალ ჩემს ძმა პავლეს ავეტორღიალე. ჰო, ზუსტად ავეტორღიალე, როცა მთელი ორი კვირის ხვეწნა–მუდარის მერე, რომ ბეწენწურების ჭალაში ქაცვის მოსაკრეფად წავეყვანე, მაინც უარი მითხრა და იმ დილას ივრამდე ჩასულს დავეწიე ჩემი ვედროთი და ფოტოაპარატით.

ამ ჩემს პავლიკოს ცოტა მონდომებაში უჭირს, თორემ თუ მოანდომებ, მერე ისეთ დღესასწაულებს აწყობს.... ჰოდა, ეს მონდომების დღე ყოფილა... რაკი ქაცვიც დავკრიფეთ, ორი წყლის ქათამიც მოვკალით და მშვენიერი ფოტოებიც გადავიღეთ.

ჭალა–ჭალა ჩემმა შილიფად სიარულმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ საღამოს სიცხე მომცა და როცა შემწვარ ნანადირევზე დაპატიჟებული ბიძაჩემი, შოთა–პაპა, გვესტუმრა თავისი ცნობილი პანტის ჟიპიტაურით, მე ლოგინში ვიწექი, თავთით მისი ცოლი ცისანა და ორი მეზობლის ქალი მესხდნენ და თაფლიან–ძახველიანი ჩაითი მმკურნალობდნენ. აბა, სხვა რაღა უნდოდა და მაშინ მომალექსა:


***
ვერ გასმინეთ, ჭყანტიანში
იარებდი, როგორც ვაცი.
გასცივდი და ექიმბაშად
დასვეს ჩემი დედაკაცი.
არაყს შასწყრნენ, გიწამლებდნენ
თაფლითა და ძახველითა,
თუ ვერ მაირჩი, დაგემეხონ,
ექიმიც და მნახველიცა...



დღეს ჩვენი შოთა პაპა იუბილარია...

ობლობიდან მოყოლებული იმდენი გაჭირვება და სიმწარე უნახავს, ათ კაცს ნამდვილად გაამწარებდა. ამის მიუხედავად მაინც გაუტეხელია, მაინც ყველას მასპინძელია სიონ–ორხევში დამბალი ხაჭოთი, ერბო–კარაქით, პანტა–ქლიავების ჟიპიტაურით და ფშაურად წათლილი მახვილი ენით. მავანთავით გაჭირვებასა და უქონლობა–უყოლელობაზე კი არა, იმაზე წუწუნებს, რომ ძველებურად ვერც სანადიროდ დადის და ვერც იორს აუვლ–ჩაუვლის ბადით ხელში... ერთს კი ყველა ამჩნევს – აბედნიერებს ვანათისგორის ფერთაცვლასა და ივრის მარადიულ მდინარებაზე ყურება...ღმერთო, დიდხანს ინდომე ასე მცირედით მისი ბედნიერად ყოფნა და დიდხანს დაგვაგულე იქ ჯანსრული, ხალისიანი და ენაგალექსილი... ამინ!

study

ბმული - https://www.facebook.com/notes/mariam-xucurauli/წვიმიანი-დღის-საფერადებელი/10151300687625269

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





შოთა ხუცურაული Empty
PostSubject: Re: შოთა ხუცურაული   შოთა ხუცურაული Empty

Back to top Go down
 
შოთა ხუცურაული
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ალექსი ხუცურაული
» მარიამ ხუცურაული
» შოთა არაბული
» შოთა იათაშვილი
» შოთა არაბული

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: