არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნატა ვარადა

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 EmptyFri Dec 27, 2019 9:47 am

ნატა ვარადა - Page 2 Nata_v12

ნატა ვარადა

ევრიდიკე ჩადის სამოთხეში

კრემატორიუმის გაგრძელებაა, ვფიქრობ.
დღე განვიცდი კრემაციას, ფერფლს კი სიზმრისთვის შევაგროვებ.
ის, ლოტოსის ყვავილივით მოტივტივე
დაბრუნება,
მხოლოდ საღამოს როდის იწვის -
ნოემბრის დღე ჰგავდა სხვა წიგნიდან ამოხეულ ფურცელს,
რომელიც ქარმა ქუჩაში აფრიალა/
და აღარაფერი იკითხებოდა ზედ.
ჩემი სისხლის უჯრედში გა მი ცოცხლდი,
ფა, სოლ,
შენ ჩემო მეხსიერებაში ჩაფლულო სიყვარულო:
- დუმილის წყალში ჩაიყარა
სიზმრების ერთმანეთზე გადაბმმა,
გვამებთან დღეების გადათრევა -
ვითომ, ვითომ.... არაფერი არ მომხდარა.
ვითომ, ვითომ მეტი არაფერია,
რა დარჩა ასეთი ღრმა ან უსხეულო,
მოურჩენელად მდინარი, იქნებ არ იყო?!
„უნდა გამომაზამთრო ჩემო ძველო სახლო,
უნდა შემისახლო.
დამიბრუნო ასეთი...ფრთებჩამოყრილი.
ჩიტს რომ ვწერდი ფირზე,
ყვითელგულას და წვრილფეხებას,
მკვდარი გაატარონ, წითელ ფშატზე მჯდარსო,
იწვეს სოსანას გოგო, რა მძინარეს ჰგავსო.
უნდა კარი შემიღო, ჩემო ძველო სახლო.
ისევ ერთად ვიცხოვროთ, მკვდარმა, ცოცხალმაო -
ერთმანეთი ერთმანეთს თავიდან შევყაროთ.
ჩემი გული გაშლილს, ლოტოსის ყვავილს
მოიყოლებს თან,
გაზაფხული რომ მოვა, დათბეს, ორივესთვისა.
და, ზეცა სავსეა უკუნით...
უცხო ავის წინათგრძნობით.
სახლთ ანგელოზებო, ლურჯად მოელვარენო,
წმინდა გიორგის ზედაშეს დაბუდებულნო,
აი თაფლი
აი მე
აი თვალი.

2019

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 EmptyFri Dec 27, 2019 9:49 am

ნატა ვარადა

ფრენის სწავლა ბეტონის ხმებით

…ჩემი შვილი მანდ არის,
კარგად შამინახეო…
სურამის ციხე

ჩამოივლის ალალიო, გაიგონებს. არ არიო.
სულყველაფერი ალალს დავაბრალოთ, მოდი,
ვითამაშოთ შარახვეტიაობა, გზას გავყვეთ, გზამ იდინოს,
თავისი თქვას.
მე კი ვიცოდი, გული გრძნობდა, სახე მეცვლებოდა,
სხეული მიგრძნობდა, ხმას როგორ ამოვიღებდი,
ხმა გაცემული მქონდა.
მოჭრილ ნაძვს სამი ბუდე გადაჰყვა, ჰაერშივე გაიფანტა
სიცოცხლის სუნი.
მერე გათხარეს, თხარეს, თხარეს, აღარ გაჩერდნენ,
მოჭრილ კვიპაროსს მიაწყევლა კაჭკაჭმა, ფრინველის ენა
გაიგონა, ალბათ ალალმა.
რა მოსაწყენი ზამთარი იცის, შენც იცი, აქეთ, ჩვენსკენ,
სადაც 30 წელიწადია ვშენდებით და სარკეშიაც არ ვიხედებით.
ისე გვაშენეს, ზედ დაგვაშენეს ყველა სცილა და მავან ქარიბდა,
ფარღალალა ხუხულაზე შეხტა მუშა, შეხტა ბიჭი, მერე კაცი,
სახლისკაცი, მამა, შვილი, ძე –
აიწონა-დაიწონა.
ზამთრის დღეებს მათ ვაყოლებ, როცა ოფისს უჭირს მწარედ.
გადვიხედავ, წითელქუდა დაუმთავრებელ კორპუსიდან
კორპუსზე გადარბის,
თითქოს დობილ თებჟორიკას დასაჭერად დაედევნა.
მაგრამ ჭინკა არ არი.
ხისტი არის შუაღამის ნიუსები, გადაფარავს ახალ ამბავს სხვა ახალი,
მერამდენე(დ) მშენებარე კორპუსიდან გადმოფრინდა –
მუშა ჰქვია,
სახლში დარჩნენ პატარები დამშეულნი, თავზე ზეცა ჩამოენგრათ.
ამ ამბავის დავიწყება სხვა ახალით ძნელი არის.
გაიხედავ, მოჭრილ ხეებს ამოთხრიან ფესვებამდე,
გაჭრიან და გამოჭრიან, ამოთხრიან, გადათხრიან
წამიერად თავს წამოყოფს რკინის ჩონჩხი, გველეშაპი –
„ჩემი მამა მანდ არის,
კარგად შემინახე“.
ვშენდებით და ვერ ავშენდით, არაშენდა ობლის ცრემლზე,
საქართველო, ლამაზი.


Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 EmptyFri Dec 27, 2019 10:01 am

ნატა ვარადა - Page 2 Nata_v13

ნატა ვარადა

ტატუს გოგო

რას წარმოვიდგენდი, რომ მათ ადგილას ყოფნას ვინატრებდი,
ეს დროც დამიდგა,
მაცივარზე და სააბაზანოს ცივ მეტლახზე მიკრული
ადვილად გადამყვანი გოგონები,
დაასველებ და მერე ააძრობ
და რჩება ნახატიდან,
მხოლოდ გოგო, ქაღალდი ქრება.
ცოცხლდება გოგო,
ან მაცივარს აკვრია და თავის უცნაურ,
ვიქტორიანულ მოდის მიხედვით
უცნაურ მაქმანებიან შარვალს,
კაბას და ბლუზს ნამდვილივით მოიხდენს და
თან საყვარელი ძაღლი ახლავს,
ან საყვარელი თოჯინა.
ისინი დარჩნენ,
ძველ სახლში, სადაც დავტოვე პაპა და ბებო,
და ახლა კი მხვდებიან დედ-მამა,
რომლებიც ისე დამსგავსებიან
პაპას და ბებოს,
ვერც განასხვავებ ერთი მეორეს.
მე დაორთქლილ სარკეში ჩახედვისაც კი
მერიდება
და მაცივარზე მიკრულ ფუშფუშაკაბიან
მხიარულ გოგონას ვთხოვ, ყელის გამოწევით:
ჩამოვიდეს, გაიაროს, გამოიაროს
და მე ავეკრა ახლა გრილ ადგილს,
და დავრჩე, ისე რომ ვერ წამშალონ.
მაგრამ გოგონა, აი, რას ამბობს:
– განა არ მახსოვს, როგორ
გეშინოდა, როცა წყალში დამასველე,
რომ არ გადავსულიყავი ცივ ფიქალზე,
რომ ნახე რომ ცოცხალივით ვარ,
ყოველ დილით მესალმებოდი და ვჭორაობდით
გაზსა და მაცივარზე მიწებებულ,
შიშველ გოგონებზე.
ახლა, დრო მოვიდა, მალე გამოგვცვლიან,
ახალ მეტლახებს მიაკრობენ კედლებს,
ჩააბარებენ გაზსაც და მაცივარსაც, მეორად ტექნიკის
მიმღებ ზონაში.
ამიტომაც,
მოდი მე წავალ, ისედაც, ისე მომბეზრდა ასე,
გაშეშობანა,
ნუ კი ტირი,
შენ მითხარი – თავისუფლად.
გზაჯვარედინზე,
სადაც აბრა სამწარწერიანია,
ჩვენ-ჩვენს ბილიკს შევყვეთ ცალკ-ცალკე.
თუ ოდესმე მექნება ტატუ –
შენნაირი გოგო და გულზე.


Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 EmptyFri Dec 27, 2019 10:07 am

ნატა ვარადა

სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება

ჩვენ მოვკალით ამერიკელების ოჯახი
დედა, მამა და შვილი -
ჰოლივუდის რეჟისორებს დავუჯერეთ,
ფილმის კანონები დავიცავით -
ავედევნეთ სანადირო თოფით სმიტებს,
ხეობაში, ჩანჩქერთან კი ცოტა გავერთეთ.
ამერიკულ მძაფრსიუჟეტიანებს კი არა,
ბლობმასტერებს არ დავჯერდით და საშინელებათა
ჟანრი მოვიშველიეთ.
მიჯრით, უტიფრად, დაუნდობლად.
ბიჭუნა მხოლოდ შიშისთვის მოვკალით,
დედა კი გავაუპატიურეთ, ხოლო მამას
ზურგში ვესროლეთ და გავაშიშვლეთ.
რა იყო ჩვენთვის ამერიკა,
უიტმენი თუ კუპერი, მე-16 საუკუნემდ ერომ
რუკაზე არ ჩანდა, საუკეთესო ჯინსისა და თავისუფლების ალაგი,
სექსისა და ნარკოტიკის?!
არა, არც ერთი,
ბიძია თომას ქოხი იყო ჩვენი ამერიკა,
ზანგი, საწყალი მოხუცი.
ფოლკნერის სასტიკი სამხრეთი - კენდეისის ხეების სუნი.
ამერიკამ გარყვნა ჩვენი ახალგაზრდობა,
ამერიკა ეკლესიის მტერია,
ამერიკას სურს, რომ გაგვანადგუროს,
აბა, ამდენი წელი რატომ არ დაგვეხმარა?!
რატომ არ მოგვაკერა ჩამოჭრილი აფხაზეთი, ბიძია ჯორჯმა,
ბაბუა რეიგანმა,
რუს ბიძიებს რატომ არა უწია ყური და მათი თვითმფრინავები
რატომ პლასტმასის სათამაშოებად არ აქცია?!
გაბრაზებულები ვართ, ამერიკაზე,
გულმოსულები.
ვაღიარებ,
ამერიკულ ბრენდების აუტლენდში ბოდიალისას,
დროის გასაყვანად რომ დავდივარ და ვათვალიერებ ინდიელების
პრინტით ტანსაცმელს,
ან მერლინ მონრო მხვდება ხელში ან მისი საყვარელი პრეზიდენტი
ჯონ კენედი,
გული მიჩუყდება და რატომღაც, ვაღიარებ, რომ მე დავხოცე სმიტების ოჯახი,
და ხანდახან მესმის პატარა ბიჭუნა როგორ ტირის და მეხვეწება,
გადავარჩინო.
მერე ბინდი ჩამოწვება ხოლმე თვალებში, ჩვენებურად ლიბრი გადამეკვრება,
მერე თითქოს კონექტიკუტის შტატის ვამპირი მოჩვენება ვარ,
მგელი მიყვარდება და ვკვდები,
რომ ვახელ თვალს გულზე მეშვება,
მგონია, რომ ყველაფერი დამესიზმრა,
რომ მორიგ ამერიკულ საშინელებათა ფილმს ვუყურე და
ფილმი ჰოლივუდური ფინალით დასრულდა:
სმიტების ოჯახი ამერიკაში ბრუნდება.

2019

:::

The Smiths return to America
By Nata VArada

Translated into English by Nino Straughn

We killed Smith family:
A mother, a father and a son.
We believed in
Hollywood film producers,
We kept the rules of their cinematography.
We chased Smiths
with a shot gun,
In the gorge, near the fall
and we had a bit of fun.
We were not satisfied with American dramas,
even blockbusters couldn't satisfy us
and we created a triller,
and we killed rapidly, shamelessly, ruthlessly.
We killed the boy just to frighten.
We raped the mother
And we shot the father from his back and took his clothes off.
What was America for us,
Whitman or Cooper?
A place not marked on any map before the sixteenth century?
A place of the best denim and freedom,
Sex and narcotics?!
No, none of them.
Our America was
the "Cabin of Uncle Tom".
It was a black, poor old guy.
Faulkner' cruel south -
Smell of Candace trees.
America depraved our youth,
America is an enemy of our church,
America wants to destroy us,
If not so, why they didn't help us for so long?!
Why uncle George didn't sew on breakaway Abkhazia to us?
Why grandpa Reagan didn't pull up
the ears of Russian uncles?
And why he didn't turn their aircrafts into the plastic toys?
We are mad at America.
We are angry.
I admit, wondering around the American outlet shops,
trying to spend some time in window shopping
and looking through the prints of Indian clothing,
or looking at Marilyn Monroe,
or her beloved president
John Kennedy,
I get soft-hearted and not knowing why,
I admit I killed the Smiths
and sometimes I hear crying of a little boy,
asking to rescue him.
And after that twilight comes down,
or as we say, I lose my sight
And then like the vampire ghost
from state Connecticut,
I fell in love with a wolf
and I die.
later, when I open my eyes,
my heart feels some kind of relief
and I assume
everything was just a bad dream,
I saw an American triller in my dream
and the movie had
the Hollywood style finale.

2019

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 EmptyFri Dec 27, 2019 10:10 am

ნატა ვარადა - Page 2 Nata_v14

ნატა ვარადა

ვარადას ჭორები, ვთხოვდები

შვიდის ხუთ წუთზე,
ოპერი სწინ,
გაჩერებაზე,
ხუთი წუთით დავაგვიანე.
ამიტომაც,
მთელი ხუთი თვე,
ოპერასთან,
ხუთი წუთით ჩამომდგარს,
ცარიელი ააფიშის კითხვა მერგო სასჯელად.
შემდეგი სპექტაკლი..
რა ვუყოთ ახალ ჩვევებს თუ მივეჩვიეთ?
რომელ ურნაში გადავუძახოთ?
გაუძლებს ბოძზე აკრული მწვანე?
ჩემი ბავშვობის საფოსტო ყუთს რომ მაგონებს,
დაუზარებლად.
ხუთი წუთით ადრე მოსულს,
მოგწყინდა ლოდინი და
რუსთაველს გაყევი.
ხუთი წუთით დაგვიანებულს
შენი სუნი დამიტოვე,
შენს ნადგომ სივრცეში იდგა
სუნი, რომლითაც დავსნეულდი.
და ღმერთმა არ ქნას,
შემთხვევით გამვლელს სურვილი გაუჩნდეს,
ჩამაკვირდეს, ჩამიღრმავდეს,
თვალებიდან კოპირაითი გაუკეთოს
ჩამოღვენთილ სასოწარკვეთას.
განა გაიგებს, რომ გამტაცა ჭირხლიანი მოლოდინი?
დამიმახინჯა.
ჩვენ ხომ ფართო მხრებიან მთიდან
ჩაქცეულ დარდებს გამოვექეცით
და სანამ ფრთოსნები გვერქვა,
სანამ აფთიაქში გაყიდულ გაიშვიათებულ,
წამლის ცარიელკ ოლოფებად არ გვაქცევდნენ,
ჩვენით წამლობდნენ,
ძველ იარებს,
ძველ გრძნობებს,
ძველ ღალატებს და ნაიარევს.
მთას კი შეატოვეს იმედი ჩვენი დაბრუნების
და დაშალეს ჩვენი ბუდეები.
იქნება ის დროც მოვიდეს,
შვიდის ხუთ წუთზე
შემთხვევით ჩავლილმა,
არ შემამჩნიო,
ოპერასთან, გაჩერებაზე
ნახევარი საათით მდგარი,
თვალებიდან წამოსული
სასოწარკვეთით მორწყულ გაჩერებაზე,
გაჩერებაზე, რომელიც მთელი ქალაქის მსგავსად,
50 ერთი უბრალო სასაკლაოა.
საშობაოდ დანთებულ კოცონზე დგახარდა
ქართველი ჟანა დარკის გმირობა იწერება.
გაქანებული შავ-თეთრი ავტობუსებიდან კი
თავები მოუჩანთ ბავშვებს,
რომლებიც ვარდისფრად ღებავენ ქალაქს,
და რომლებსაც ღერაღერა შერჩენილ ბუმბულს
უკანმიპარვით აცლიან და
უკითხავენ მკვდარი პოეტის ლექსიდან:
“მსურს გაგაუპატიუროთ და გთხოვთ, დამრთოთ ნება“
ოღონდ, მართლა, არ ვხუმრობ“.
ნუ დაიჯერებ, რომ
ოპერის წინ,
გულგრილობის გამო აღარ ვარ.
ყინვა, ვირუსი, ჰაიმორიტი არც ახსენო.
სინამდვილეში,
აი, რა მოხდა:
ათი წელია ჩემზე გიჟდება
ეზოში მდგარი ბებერი კარალიოკი.
მამაჩემმა რამდენჯერ დაკრა ცული,
დააშინა, მაგრამ არა და არ დაიშალა.
წელს,
დიდგვალვობის წელს, ცოტა შერჩა ნაყოფი
და დედამ სულ ერთიანად გაკრიფა.
მისი კენწერო გვხიბლავდა ამ ნაყოფით,
ბავშვობაში,
მე და ჩემთან სტუმრად მოფრენილ
ზამთრის დიდ, გულუბრყვილო ჩიტებს.
ამ შაბათს ქორწილი მაქვს,
გეპატიჟები.
ბებერ ხეს მივყვები.
თუმცა, პარასკევს
თოკი საბელით, თოკისაბელით
დავეწინდები.

10.01.07


:::

Rumors of Varada
By Nata VArada

Translated into English by Nino Straughn

At five passed six,
in front of the Opera House,
at the bus stop
I was five minutes late.
Therefore I got such punishment,
to stop by for five minutes at that same place
In front of the Opera house and read the announcements
Every day, All five months after that:
“Soon"...
How can we deal with our new habits, if we are used to them?
In which trash bin can we toss them?
Will the green cover of the pole,
eagerly reminding me the mail box of my childhood
endure it?
You came five minutes earlier
got tired of waiting and left,
walked away on Rustaveli avenue.
You left your smell there for me.
There where you had been waiting for me, you left your smell
which made me inchanted.
And ...Oh, God, don’t let any rare passer by
observe me profoundly,
deepen into me,
Don’t let any passer’s eyes “copyright” hopelessness drifting from me.
Will he ever understand, how he snatched my expectation
covered with hoar-frost?
Will he ever understand how he disfigured it?
Didn’t we run away from the sorrows,
flashing down from the broad shouldered mounts?
We had been called as birds,
until they turned us into the empty boxes, sold in a drug store.
They used us to treat the old sores,
old feelings,
old betrayals and old wounds.
They left the hope of our return to the mount
and they destroyed our nests.
One day
at five passed six you may accidentally pass here even not noticing me,
me standing, in front of the Opera House ,
here at the bus stop watered
with hopelessness dripping from my eyes.
This bus stop is a simple slaughterhouse
like whole city.
You are in a bonfire
And there is Joan of Arc’s story to be written.
There are the heads of children showing up from the black and white rushing busses.
These children paint the city into pink
and sneakily pull out the feathers from its back here and there
and they read some poems from a book of a dead poet:
”I wish to molest you and I humbly ask you to let me do it,
I mean it, I’m not kidding!”
Don't believe! I am not there,
In front of the Opera House
due to my indifference.
Don't mention any freeze, virus or sinusitis!
let me tell you what really happened:
It's almost ten years
an old persimmon tree standing in our front yard
Has a crush on me.
My dad cut him with his axe so many times,
trying to frighten him,
but he didn’t change his mind.
This year we had the great droughts
and we didn’t get the good harvest
and my mom picked all the fruits.
In my childhood
my guests - the big, naive winter birds and I
were enchanted by his top most of all.
This Saturday it's my wedding.
Please, Be my guest!
I am getting married on
that old persimmon,
but before that
on Friday
I’ll be engaged,
I’ll be engaged on him
With the rope.

10.01.07


king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ნატა ვარადა - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნატა ვარადა   ნატა ვარადა - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნატა ვარადა
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: