არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ტარიელ ჭანტურია

Go down 
2 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptySun May 09, 2021 1:43 pm

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Chantu10

ტარიელ ჭანტურია

ორი საბანი

ლოლა ს...ს

სიყვარულსაც და სიკვდილსაც _ ორივეს უყვარს წოლა!
ცრემლები იცის ორივემ _ ვეება, მუშტისტოლა!
სულყველა მისი მონაა _ ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,
ჯარისკაციც და სარდალიც...
შენც იმათ შორის, ლოლა...
სიყვარულსაც დ სიკვდილსაც _
უყვართ, შენსავით, წოლა...
და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა _
რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ,
ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,
იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...
სიკვდილ _ სიყვარულს _ მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს)
რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და “ელემს”,
თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,
ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით _
აკი გითხარი _ ორივეს საშინლად უყვართ წოლა,
როგორც შენ გიყვარს.... ან უფრო სწორად _ გიყვარდა, ლოლა...
სიყვარულსაც და სიკვდილსაც _
ორივეს უყვარს წოლა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptySun May 09, 2021 1:51 pm

სალვატორე კვაზიმოდო

ჯარისკაცები ტირიან ღამით

არც მძიმე ჯვარი,
არც გოლგოთის ჩაქუჩი მძიმე
და არც ბავშვობის უნაზესი მოგონენაბი
არ კმარა ომის დასათრგუნად და მოსასპობად.
ჯარისკაცები ტირიან ღამით,
სიკვდილილის წინ
და ამაყები, ძლიერები და ამტანები
კვლავ ეცემიან მშობლიური სიტყვების ფერხთით,
ყრმობის მინდვრებზე და ყანებში რომ უსწავლიათ.
ჯარისკაცები - მომლოდინე მიჯნურთ მიჯნურნი
და მდუღარ ცრემლთა უსახელო ნიაღვარები.

თარგმნა ტარიელ ჭანტურიამ.

***

Salvatore Quasimodo

I soldati piangono di notte

Né la Croce né l’infanzia bastano,
il martello del Golgota, l’angelica
memoria a schiantare la guerra.
I soldati piangono di notte
prima di morire, sono forti, cadono
ai piedi di parole imparate
sotto le armi della vita.
Numeri amanti, soldati,
anonimi scrosci di lacrime.



Salvatore Quasimodo - I soldati piangono di notte

* https://youtu.be/buqptu-ABNU



study


Last edited by Admin on Mon May 09, 2022 10:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptySun May 09, 2021 1:52 pm

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Chanturiatariel

ტარიელ ჭანტურია

***
მიდიხარ თოვლში, თოვლივით კარგი,
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი.
და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი,
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები,
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები,
და სხვისი თოვლიც იოლად დნება.

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptySun May 09, 2021 1:57 pm

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Taeiel10

ტარიელ ჭანტურია

დაგვიანებული მეკვლე

ქართული სისხლი, ქართული ღვინოებივით ძველი,
სარქველახდილი გულებით ახალ შევსებას ელის.
მომილოცნია, ბარნაბას ბიჭო, ღმერთივით გოგო!
მომილოცნია, ბარნაბას გოგოვ, ახალი წელი!

ქართული ღვინო. ქართული მოძახილივით ძველი,
სულ მუდამ უცხო სტუმარს და უცხო სასმისებს ელის.
ჩვენი სამშობლო ეს არის - ჭიამაიას ტოლი!
ჩემი საფლავი ეგერ - ვეება საწნახელი!

მედეას ცრემლი - კოლხეთის ჭაობებივით ძველი -
კოლხური, მხოლოდ კოლხური მზით ამოშრობას ელის!
მომილოცნია, ნიკუშა, შენი მეშვიდე შვილი,
და შენი ნაბოლარასთვის - ძველით ახალი წელი!

ხელი დავითის - მონასტრით დამძიმებული ხელი!
ძელი ცხოველი! - უკვდავი და ულპოლველი ძელი!
დეკემბრის თოვლი, წაშლილი იანვრის თბილი თოვლით,
და თოვლში - სიხარულები: ძველით ახალი წელი!

არ დაგლეოდეს არასდროს მეკვლე და მომლოცველი!
ქართველი ქალის თვალები - ქართული ცრემლით სველი!
იყოს ის ცრემლი მხოლოდღა ბედნიერების შვილი!
მომილოცნია, კატინა, ძველით ახალი წელი!


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptySun May 09, 2021 1:59 pm


ტარიელ ჭანტურია - ძვირფასი სახელები
•Jul 10, 2020

ძვირფასი სახელები
© ტარიელ ჭანტურია
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ტარიელ ჭანტურია

ძვირფასი სახელები

ჰარიარა-ლალე, ჰარიარა-ლულუ,
ჰარიარა-ლილე, ჰარიარა-ლოლა!
სად არიან, ნეტავ, გურამა და რეზო,
გურამა და საშა, გურამა და ჭოლა!

მომიკითხეთ, ყველა, ვინც საფლავში არ წევს,
ვის საფლავზეც ქარი ყვავილს ჯერ არ არწევს!
ჩემო კარგო დებო, ვერ გივიწყებთ ვერც ერთს!
საყვარელო ძმებო, არ გივიწყებთ არც ერთს!

დივლიდალა-ლალე, დივლიდალა-ლილე,
დივლიდალა-ლულუ, დივლიდალა-ლელე!
უერთდება სუფსა გრიგოლეთში შავ ზღვას,
უერთდება სუფსას ჩემი ცრემლის ღელე...

ერთს ვეძახდით ლიას, და მეორეს - ლიკას,
ერთს ვეძახდით დავითს, და მეორეს - ულუს!
ჰარიარა-ლალე, ჰარიარა-ლოლა,
დივლიდალა-ლილე, დივლიდალა-ლულუ...

თავს როგორც კი დავდებ, ეს ბალიში წამსვე
გადამაქცევს ისევ თითისიგრძე ღლაპად...
ცრემლისაა, ნეტა, ეს სისველე თბილი,
თუ ზღვის მლაშე წყალი ახლაც ჩამეყლაპა...

ჰარიარა-ლალე, ჰარიარა-ლოლა,
დივლიდალა-ლელა, დივლიდალა-ლილე!
სადმე თქვენთან, ახლოს... ამ უბრალო ანდერძს,
რა თქმა უნდა, ძმებო, მეც ვუტოვებ შვილებს!

ჰარიარა-ლილი, დივლიდალა-ლოლა...
იოლია თქვენთან თვით საფლავში წოლა...

***
Expensive names
The verse by Tariel Chanturia (in Georgian)
This clip is made with: Summertime by George Gershwin - The Pianos of Cha'n.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/VKUg0G45Oyg

ტარიელ ჭანტურია - Page 2 0-110


study


Last edited by Admin on Mon Jul 11, 2022 2:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptyMon Jul 26, 2021 8:57 am


ტარიელ ჭანტურია " სიტყვებით მოთამაშე"
•Nov 4, 2020

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

ბმული:
* https://youtu.be/dE4DCceZn7Q

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptyTue Jul 12, 2022 9:06 pm

ტარიელ ჭანტურია

არაადეკვატური რეაქცია

სათქმელი აღარა მაქვს, სათქმელი დამელია.
ყველაზე ნამდვილი სათქმელი - დუმილია.
მეც წავალ, ცხადია. ნეტავი თუ მელიან!
ყველაზე დიდი მოლოდინიც- დუმილია!
რაღა დროს ზარია, რაღა დროს ყურმილია -
ყველაზე ბრძნული საუბარი - დუმილია!
ნეტა არ შემესვა, ნეტა არ დამელია -
ყველაზე ტკბილი სასმელიც - დუმილია!
მთავარი განა მზე, მთავარი - ღამეა,
სოკრატეს მთავარი სათქმელიც - შხამია!
ის წიგნიც - ბლეფია, ეს ლექსიც - ტყუილია! -
ნამდვილი სათქმელი - ჯვარცმულის დუმილია!
ეს კიდევ -ვითომდა ჭკვიანი ფუტურო -
ეს ისევ ხელებს შლის - რაღაცას ბჟუტურობს...
შევცქერით ტორტის ვარდისფერ ტრაპეციას.
ვდუმვართ. დუმილი - ღმერთების ტრაპეზია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptyTue Jul 12, 2022 9:09 pm

ტარიელ ჭანტურია

უიმედო ლექსი

სიკვდილს არა ყავს შვილი; სიკვდილს არა ყავს ცოლი;
სიკვდილს არა ყავს და-ძმა; სიკვდილს აქვს ბასრი ცელი...
სიკვდილს არა აქვს ხორცი; სიკვდილს არა აქვს სული;
სიკვდილს არა აქვს რწმენა; აქვს ცელთან ერთად ცული...
სიმღერებიდან იცის სიკვდილმა თურმე ნანა;
ცელთან და ცულთან ერთად აქვს სიკვდილს კიდევ - დანა
სიკვდილს არა ყავს რძალი; სიკვდილს არა ყავს მული,
სიკვდილს არა აქვს ჩვილი და მგრძნობიარე გული...
უყვარს მიხაკის ზღვა და გასეირნება პომპით...
დანასთან, ცელთან, ცულთან ერთად აქვს კიდევ - ბომბი...
უყვარს ვიზიტი დღისით; უყვარს ვიზიტი ღამით;
უყვარს ნაგანი, ტეტე და ბეჭდის თვალში - შხამი...
არსებობს მისთვის „ყველა“ და არ არსებობს „ზოგი“...
ხიბლავს მორევი მღვრიე და გასანთლული თოკი...

მოტყუებაა თავის - დანტე, პლაფონი სიქსტის
და რუსთაველის წიგნი ვითომ ერევა სიკვდილს?!.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 EmptyThu Feb 16, 2023 12:47 am

ტარიელ ჭანტურია

***
როგორც კი მოვა ნოემბრის წვიმა
და ყვითელ ზვინებს ნისლი დამალავს,
მაშინვე მამის საფლავზე მივალ
და ვნახავ ქცეულს ნააკლდამარად.

ვერ დაიკავეს გვიმრის ფესვებმა
ცემენტი, ღორღი, თიხა და სილა,
აწვიმს და... გული დარდით მევსება
მათ გამო, ვისაც ლოდებქვეშ სძინავთ...

წვეთავს და თითქოს კისერში ჩამდის
წვეთები ცივი და უამური,
ავზილე ფეხით სიკვდილის ლანდი
და საყვედური მესმის მამური.

სველდება გვიმრა, სველდება ბარდი,
სველდება ბზის და ნეკერჩხლის ტოტი,
და მესმის: "შვილო, ჰო, ახლა წადი,
და მერე... ერთხელ... ოდესმე... მოდი..."

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty
PostSubject: Re: ტარიელ ჭანტურია   ტარიელ ჭანტურია - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ტარიელ ჭანტურია
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2
 Similar topics
-
» ტარიელ ხარხელაური
» სიახლეები
» ტარიელ­ ხარხელაური - ნანა ფიცხელაური
» გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: