არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ელგუჯა მარღია

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Jan 05, 2009 12:46 am

ელგუჯა მარღია Elguja18
Elguja Margia

უმადურობის რობაი

ღვაწლი, ამაგი, ერთგულება ვის დავუფასეთ
ცოცხლებს?.. სამშობლო გვახსენდება ნადიმ-სუფრაზე...
ჩვენც არაერთი პატრიოტი ისე მოვკალით,
როგორც მხედრებმა ხობისწყალზე მეფე გუბაზი....

19. 10. 2014


ელგუჯა მარღია
ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი

დაიბადა 1963 წლის 15 ივლისს. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1993 წლიდან; მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემიის ლაურეატი; წიგნის მოყვარულთა საზოგადოება ,,ბესტსელერისა'' და თბილისის მერიის მეორე პრემიის, ასევე აფხაზეთის კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს პირველი პრემიის ლაურეატი.
2003 წელს მანანა გეგიძესთან ერთად დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’; არის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდის’’ მთავარი რედაქტორი; მისი ავტორობით განხორციელდა არაერთი გახმაურებული პროექტი; არის თანაავტორი და ორგანიზატორი საქართველოს პირველი ,,პიარ დღეებისა’’...

განათლება:
1983-1990 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2005 აკადემია ველესას ადმინისტრირებული ცენტრის სერთიფიცირებული სპეციალისტი ,,საკადრო მუშაობის საფუძვლებში”

შრომითი გამოცდილება:
1985-1988 გაზეთი ”ქართული ქრონიკა”, რედაქტორის მოადგილე.
1986-1989 ლიტერატურულ – პუბლიცისტური ჟურნალ ”ფენიქსის” ლიტმუშაკი.
1990-1991 ახალგაზრდა ლიტერატორთა ცენტრის გაზეთ ”მესამე გზის”რედაქციის ლიტმუშაკი.
1991-1992 გაზეთ ”მესამე გზის” მთავარი რედაქტორის მოადგილე.
1992-1996 ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრის შემოქმედებითი სექტორის ხელმძღვანელი.
1996-1997 ჟურნალ ”ცისკრის” ლიტმუშაკი.
1997-2001 გაზეთ ”კრიმინალური ქრონიკის” კორესპონდენტი.
2001-2004 საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია ”პუბლიცისტის” პოლიტიკური მიმომხილველი.
2004 საქტელერადიომაუწყებლობის შ/გ ”ალიონის” კორესპონდენტი.
2004 შ/გ ”ალიონის” რედაქტორი.
2004 შ/გ ”ალიონის” კოორდინატორი.
2004-2011-საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდის’’ მთავარი რედაქტორი.
2010-2011-ჟურნალ ,,ცისკრის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.

ჯილდოები:
1992 საქართველოს მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემია ჟურნალ
”ცისკრის” რედაქციის წარდგინებით.
1999 თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა საზოგადოება ”ბესტსელერის” ლიტერატურული მეორე პრემია.
2007 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პირველი პრემია.

ვიდეოგრაფია:
1996 საავტორო რუბრიკა ”ადამიანი + ბუნება”.
1998 გადაცემათა ციკლი ”ენგურჰესის ისტორია”.
1996-2004 რამდენიმე ასეული სიუჟეტი სხვადასხვა თემაზე.

ბიბლიოგრაფია:
1978 წლიდან ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. (”პირველი სხივი”, ”ცისკარი”, ”მნათობი”, ”ნობათი”, ”ლიტერატურული საქართველო”, ”რუბიკონი”,”მესამე გზა”, ”სიტყვა” და ა.შ.)
1993 ”როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი” – პოეტური კრებული.
2001 ”დუმილის სივრცე” – პოეტური კრებული.
2003 ”მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაში’’გამოქვეყნდა რამდენიმე ნაწარმოები (რუსულ ენაზე)
2006 პირველი ქართული ”საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია”.

საზოგადოებრივი საქმიანობა:
1993 საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის წევრი.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ელგუჯა_მარღია
* https://burusi.wordpress.com/literature/elguja-margia/
* https://poetry.ge/users/elguja-margia
* https://saba.com.ge/books/details/188
* https://www.profile.com.ge
* https://www.georgianbrand.ge
* https://www.facebook.com/elguja.marghia



ელგუჯა მარღიას რობაიებზე შექმნილი ლიტერატურული სპექტაკლი
Jun 12, 2018

,,ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი..."

study


Last edited by Admin on Fri Dec 20, 2019 6:08 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Jan 05, 2009 12:50 am


ელგუჯა მარღიას პოეზიის საღამო ,,ზაზანოვაში"
Jan 29, 2018

@

ელგუჯა მარღია

ეტიუდი

საოცარია ზამთრისპირის
დილა სისხამი:
კაკლის ხეები ნაყოფივით
ჩიტებს ისხამენ...
და ბუხრის კვამლიც
იტოტება,მიიკლაკნება
ნაკადულივით ცის წიაღში
და...იკარგება.
ძაღლი ყეფს...
შორით ხრიწიანად ყივის მამალი...
თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება-
თოვლის ტრამალი.


Last edited by Admin on Wed Oct 02, 2019 3:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Jan 05, 2009 12:51 am

***

ცივა. ბუხართან ვზივარ
მთვრალი და მობუზული...
მამა აბოლებს...დედაჩემი
ჩუმად ბუზღუნებს...
რამ გამოლიოს საფიქრალი
და საწუხარი...
რაღაც ვერ ათბობს ძველებურად
ოთახს ბუხარიც...
სერავს ყიამეთს ლამპის შუქი,
ჭრაქის ციმციმი...
არც ძველებური ქეიფია,
აღარც სიცილი...
იხსენებს მამა უწინდელი
დროის პურმარილს:
,,სანატრელიც კი გამიხდაო
უკვე სტუმარი'',-
წუხს...და სოფელი
ლხინის შემწე,ჭირის გამტანი,
ისეთი ცივი მეჩვენება,
როგორც ზამთარი.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Jan 05, 2009 12:52 am

***

შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი
და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,
როგორც თრიაქი...
ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,
ხანაც გაოცებს...
ფიქრი ყოფითზე,
სიცოცხლეზე,
სასაფლაოზე...
ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა...
როცა მთვარეა,
ფიქრი მთვარეს შეეკედლება.
როცა თოვაა,
(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის...)
გახმიანდება ფიქრი,
როგორც ლექსის რეფრენი...
ამ წყვდიადიდან
სინათლისკენ მიემართები,
მოაქჟამამდე გზას გინათებს
ფიქრი-სანთელი.
ფიქრი-ოცნება,
ფიქრი-ლოცვა,
ფიქრი-ვედრება.
...ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.
...რადგანაც მიწა საესავი,
ბრმა და ყრუ არი,
ცაში მთავრდება ფიქრიანი,
გზა უტყუარი...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:29 am

მიხო! შენს დაუკითხავად ვაქვეყნებ და მომიტევეSmile



მებადურები


მინაწერი რამაზ სურმანიძის
წიგნზე ,,ლაზეთის ლეგენდა`


ზღვა ახასხასდა, როგორც ხავერდი,
ზედ გაფენილი ფიანდაზებით…
ღამის განთქმული მებადურები,
ეშურებიან სადღაც ლაზები.
თვალსაწიერზე მოჩანს ქვაომხა,
ხავსმოდებული თვლემს ქვამარგალი…
ეს მთვარეა თუ ცაში ნასროლი,
და გალეული იატაგანი…
თუ ამოჰყვება ბადეს სუაკი,
ანკესს-მორუნი, ჭინოს- სარგანა…
შორს დარჩა სარფი და კვარიათი,
დამსგავსებული უფლის აგარაკს…
საით მიდიან ნეტა ლაზები,
ოქროს ბილიკით, ლაბირინთებით…
რამ ააკვნესა ასე პილილი,
რამ გააცოცხლა თვალწინ მითები.
რამ გააღვიძა ყველა ლეგენდა,
თავბრუდამხვევი, თავზარდამცემი…
რამ აამღერა ეს ბარტყლოდებიც,
როგორც მომავლის ჯარისკაცები.
ზღვა ალივლივდა- ლურჯი ხავერდი,
ზედ გაფენილი ფიანდაზებით…
სად იჩქარიან ძველი კოლხები,
სად მიცურავენ ერთად ლაზები.
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:32 am

შენ ეს გინდოდა და აი, ესეცSmile

ელგუჯა მარღია Elguja12


ნაბადი
ეძღვნება ნინო ტურაბელიძესა
და მის არაჩვეულებრივ თეატრს



მიდი და მოისხი ნაბადი,
მოირგე კვლავ ჯაჭვის პერანგი...…
მომხდურს არასოდეს დანებდე,
შენი საყდრითა და სენაკით...

მიდი და მოისხი ნაბადი,
გიხდება ჩოხაც და ყაწიმიც...
და მთების ხრიოკი უბიდან,
ზეცაში აფრინე არწივი.


მიდი და მოისხი ნაბადი,
იმღერე ,,ლილეო’’...,,ვარადა’’...
მაშინ დამიმარცხდი ბაზალეთს,
როცა დაივიწყე მარაბდა...

მიდი და მოისხი ნაბადი,
ადიდე უფალი, ჯვარ-ხატი...
ისე უკვდავია იმედი,
როგორც ფიროსმანის ნახატი...

მიდი და მოისხი ნაბადი,
დალოცე იყალთო, გელათი...
ქართული როკვებით დამათვრე,
გამჟღინთე სურნელით კელაპტრის.

მოდი და მომასხი ნაბადი,
მეცა ვარ ამ ქვეყნის ზვარაკი...
გულში მძვინვარებენ ავდრები,
სადღაც დამეკარგა ქალაქი...

მოდი და მომასხი ნაბადი,
მამღერე გმირული ,,შავლეგო’’...
ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან,
ზარი გადარჩენის დავრეკო!!!!!

* https://www.myvideo.ge/v/2339716

Smile



Last edited by Elguja Marghia on Wed Mar 04, 2009 11:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:37 am

ბებერი თუთა


აქ იდგა თუთა მხნე და მაღალი,
ნაცემი ელვის ვეება შოლტით…
იდგა და მწვანე ბაირაღივით,
აშრიალებდა დაკოჟრილ ტოტებს.


ვერას აკლებდა წვიმა და ქარი,
სხივთა ჩანჩქერში ვნებით განბანილს…
და ფოთლებიდან ნამგალა მთვარე,
მოჩანდა, როგორც უფლის ლამპარი…

თუთას ფრთოსნებთან დაედო ზავი,
და უდარდელიც ჩანდა ეზოდან…
თუმც შორიახლო მიმავალ მგზავრებს,
ხანდახან მისი კვნესა ესმოდათ…

შემოპარვოდა ჩუმად სიბერე,
და ბოლო ხანი უფრო მეტწილად,
ისმოდა მისი გედის სიმღერა,
და ღამ-ღამობით აღარ ეძინა…

როცა დაუდგა ჟამი არყოფნის,
მიზეზითა თუ უმიზეზოდა…
კვლავ გვიმასპინძლა ტკბილი ნაყოფით,
და როგორც ნივთი, გაქრა ეზოდან…

ამოგიძირკვეს მერმე ფესვებიც,
მთლად გაგიმეტეს, თუთავ, ბებერო…
მე კი განგებამ მომცა შეძლება,
რომ გაგიხსენო და მოგეფერო.
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:39 am

ელგუჯა მარღია Elguja15

ოდა ყვარელს

მომეგება ყვარელი,
თბილი და საყვარელი.
მგოსნის ენით ბუნება,
მართობს, მეჩურჩულება.
მეუფლება მთლიანად,
თან მიქარვებს იარას.…
მეც ამ მთების შვილი ვარ,
უცხო მგზავრი კი არა.
ამიტომაც ყვარელმა,
თბილმა და საყვარელმა,
უცებ გამითავისა,
როგორც მთვარემ ღამის ცა…
ზვრებს ღიღინით ჩავუვლი,
რა უსაზღვრო ზვრებია…
ოქრო ქინძმარაული,
როგორ მომნატრებია.
ღვინომ ლაზათიანმა,
ყელში ჩაიყარყაროს…
აზარფეშის ტრიალმა,
დამავიწყოს სამყარო…
შორით ყვარლის მთები და
კუდიგორას გზებია…
ნაცრისფერი ნისლები,
მთებზე იძენძებიან…
რა საამო დარი დგას,
რა სამოთხის ხმებია…
თუმც ხანდახან დურუჯიც,
მოქნეული ხმლებია…
ისე აიქაფება,
ისე გადიდგულდება…
მაგრამ ნადურუჯალსაც
აქვს ნაქები ბუნება…
ეფერება საფერავს,
მადლიანი შლამითა…
წამლობს, ეალერსება,
დღისითაც და ღამითაც…
ზვრებს ღიღინით ჩავუვლი,
თვალწარმტაცი ზვრებია…
ოქრო ქინძმარაული,
ვის არ მონატრებია.
მუდამ ბარაქიანი,
ლაღი, ალერსიანი,
თბილი და საყვარელი,
მომეგება ყვარელი.
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:42 am

ელგუჯა მარღია Guja-011

ელგუჯა მარღია

რიგისპურობა

დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის
სანდრო ბერიძისა და ჩემი მონაწილეობით
ერგე, 2 ივლისი, 2004 წელი



ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან,
სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…

ამ გარემომ დამატყვევა, უცებ მომაჯადოვა,
სიტყვით რაღას გავაკვირვებ ფერადსა და ხატოვანს…

აქ თავს უნდა ჩავუღრმავდე, თვალი რომ ავუხილო,
ალალი და მალამოა მასპინძელის პურ-ღვინო…


მასპინძელო მხიარულო, ნაქები გაქვს საუფლო,
ცასთან ისე ახლოსა ხარ, ლამაზი ჩანს ცა უფრო…

აქ სხვა სხივი იბადება, ქრის სხვაგვარი ნიავი,
და აქ აღარ მეშინია ღალატის და სიავის;

აქაც გალობს მაფშალია, ჩემი სიყრმის ფრინველი,
აქ აჭარას ესიტყვება ამერიც და იმერიც…

აქ სხვა დილა გათენდება, სხვა იქნება სისხამი,
მომღერალი ჩანჩქერის ხმა, იდუმალი ტყის ჩქამი…

შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში
და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი…

ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან,
სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:44 am

ელგუჯა მარღია Guja-010

ელგუჯა მარღია

მოგზაური

ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის დომენიკოს...

საით, ჩემო, დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო…
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს.
ეს ქვეყანა გულცივია,
სითბოს ვერ გიწილადებს…
წყვდიადს როგორ გაანათებს,
მაგ თვალების სინათლე.
რაც არ უნდა ცრემლი ღვარო,
ამ ურიცხვი განძითაც…
შენ სიყვარულს ვერ იყიდი,
სიყვარული გაძვირდა…
შენ სიმართლეს ვერ იპოვი,
ამ სოფელში, იცოდე…
ობოლსა და მშიერ-მწყურვალს,
არვინ არ შეგიცოდებს…
ამ ქალაქშიც ყველას თვისი,
გასაჭირი ეყოფა…
გულში არვინ ჩაგიხუტებს,
უღალატო მეგობარს.
საით, ჩემო დომენიკო,
გულნამცეცა, გულდიდავ…
საით, ბიჭო, აფრენილო,
მარტოობის ბუდიდან.
ბოროტმა არ გივერაგოს,
ავსულმა არ გაგთვალოს…
საით, ნათლით შემოსილო,
უფლის მადლით გამთბარო.
როგორც იქნა, გაგეღიმა,
მიეჩვევი ღიმილსაც…
ტერფს გისუსხავს ცივი მიწა,
თვალებს გილბობს თბილი ცა…
სხვას აღმერთებს შენი სატრფო,
უკვე დიდი ხანია…
გაფრენილან ოცნებებიც
როგორც ანა-მარია…
თუმც ვერასდროს ვეღარ დათმობ,
თვალხილული იმ ერთას…
გულის ფსკერზე გისვენია,
სიყვარული იმედად.
თურმე იყო საარაკო,
დღეს სადღაა არაკი…
საით მიდის ქარავანი,
შენი ლამაზ-ქალაქის.
აქ სხვა ხალხი ზარ-ზეიმობს,
სხვა ფიქრით და ოცნებით…
აღარც ყარაჩოღელი ჩანს,
აღარც ძველი მგოსნები.
ქათქათა და მართალია,
ზეცა უკიდეგანო…
მეშინია, შეუბღალავს,
მტერი არ მიეკაროს.
არ ყოფილხარ არასოდეს,
ართვალი და ჯაბანი…
ვით ბერმუხა წინაპრები,
ბრძენი პაპის-პაპანი…
რაღას იზამ, უიღბლობა,
გულმართალთა ხვედრია…
როგორც ჩუმი პილიგრიმი,
ვერ მოიშლი ხეტიალს.
გზა- სავალი არ ილევა,
ლამისაა დამუნჯდე…
ოხვრით მზერას გააყოლებ,
იავარქმნილ საუნჯეს…
ღირსეულად უნდა ვლიდე,
რადგან უფლის კაციხარ…
თიხისაგან მოზელილი,
რომ მიიქცე კვლავ თიხად.
შუბლი ქარებს მიუშვირე,
მამის ნაამბორალი…
თუ გააღწევს, ნეტა ლეთას,
შენი ბედის ბორანი.
გაადალახე რუბიკონი,
გაარღვიე ტინები…
იობივით წამებულიც,
ბედს ნუ აუტირდები.
რასაც ღმერთი არ ისურვებს,
არ იქნება აროდეს…
გინდა, ღვთისგან ბოძებული,
მცირედითაც ხარობდე.
საით, ჩემო დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო…
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს.
...მყუდრო არის შენი ბინა,
შენი ფიქრის სენაკი;
თუმც დაგყვება მზვერავივით,
ტანჯვა და ფათერაკი.
მტერი... მტერი იუდაა,
გამცემი და ვერაგი…
ტანს გისუსხავს ცრემლებისგან,
დაკემსილი პერანგი.
უნდა მარცვლო ნება-ნება,
სიტყვის კრიალოსანი…
და შეწირო ღმერთს მადლობა,
ვედრებით და ოსანით.
თვალს გაახელს ალიონი,
როგორც ბავშვი აკვანში…
და ცხოვრების ვრცელ ბიბლიას,
სასოებით გადაშლი…
აენთება ჩირაღივით
შენი ედელვაისი…
სულშიც წამით დაივანებს,
იმედი და ხალისი.
ბედი ისე გათამაშებს,
ვით ზღვა სავსე კიდობანს…
ნეტა მართლა რას გვიქადის,
ცოდვის ეს წყალდიდობა.
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს…
საით, ჩემო, დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო.
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyMon Feb 23, 2009 12:57 am

Elguja Marghia wrote:
მიხო! შენს დაუკითხავად ვაქვეყნებ და მომიტევეSmile


Arrow

გუჯას გაუმარჯოს!
ეს შენი გვერდია და შენ რაც გინდა, ყველაფერი დადე.
თან მე არ უნდა შემეკითხო, ისე...

და სხვა თემებიც ნახე, აბა - ”ისტორიისათვის” ამ განყოფილებაში არის თემა ”სამეგრელო” და დაგვიწერე რამე იქაც - ეთნოგრაფიული და ფოლკლორული...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyTue Feb 24, 2009 3:02 pm

ცრემლის სერენადა

მოხეტიალე, ვით ბედუინი,
შენ მაინც სხვისთვის არ გემეტები;
და იცრემლები...თითქო ბუდიდან,
ამოფრენილან თეთრი მტრედები.
ისე ვილევი და ვიფანტები,
როგორც სველ თოვლზე ნაფეხურები...
ჰა, ჩემი სულიც - თოვლის ფანტელი,
სავსე ქარებით და ბეღურებით...

განშორების სერენადა

უნდა წავიდე...დაგშორდე უნდა,
წავიდე ისე, როგორც მიდიან...
თუმც განშორების ტანჯვა დიდია,
ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.
ნუღარ გამკიცხავ...როგორც ჩვევიათ,
ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,
თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,
შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე...

***

ხან სიყვარული წვიმასავით
უეცრად მოდის,
იშლება, როგორც პეიზაჟი,
ლამაზი ხედი...
ძვირფასო ევა!-
მე ჩავიდენ ამაღამ ცოდვას,
ვიცი, რომ ვეღარ შემაჩერებს
ადამის ხვედრიც.
შენ გქვია ლტოლვა-
ცოდვის შიშზე რაღაცით მეტი-
და ყველა მითზე იდუმალი,
ცოცხალი მითი...
მე ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს და
აღმდგარი მკვდრეთით,
ვებღაუჭები სიყვარულის
ჩამოშლილ ქვითკირს
რადგანაც იგი წვიმასავით
უეცრად მოდის,
მოდის და მერე გვაზიარებს
რაღაცას ნამდვილს...
ვიქნები შენი დონ ჟუანი...
ჩავიდენ ცოდვას,
დავრჩები ასე უეცარი
წვიმების ბარდი...

***

შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი
და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,
როგორც თრიაქი...
ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,
ხანაც გაოცებს...
ფიქრი ყოფითზე,
სიცოცხლეზე,
სასაფლაოზე...
ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა...
როცა მთვარეა,
ფიქრი მთვარეს შეეკედლება.
როცა თოვაა,
(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის...)
გახმიანდება ფიქრი,
როგორც ლექსის რეფრენი...
ამ წყვდიადიდან
სინათლისკენ მიემართები,
მოაქჟამამდე გზას გინათებს
ფიქრი-სანთელი.
ფიქრი-ოცნება,
ფიქრი-ლოცვა,
ფიქრი-ვედრება.
...ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.
...რადგანაც მიწა საესავი
ბრმა და ყრუა არი,
ცაში მთავრდება ფიქრიანი
გზა უტყუარი...
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyTue Feb 24, 2009 3:05 pm

ზამთრისპირის საღამო

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან...
თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაც
თითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.

უცებ ნოემბერმა გააოცა
ყველა უბანი და ყველა ქუჩა...
თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ
ლამის სატკივარიც გააყუჩა.

თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს
შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო...
მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,
მინდა, ფანტელები დავითვალო...

ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,
ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს...
ახლა ადვილია პატიება,
ახლა შეყვარებაც ადვილია...

ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,
თოვლის მკლავებში რო გაირინდა...
ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან...


Last edited by nini on Tue Feb 24, 2009 3:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyTue Feb 24, 2009 3:13 pm

მოგესალმებით.
ჩემმა ერთმა მეგობარმა მაჩვენა თქვენი რამდენიმე ლექსი .არ გიცნობთ,უბრალოდ იმ ადამიანის გემოვნებას ძალიან ვენდობი და მითხრა,რომ ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით.
მოხარული ვიქნები ამ საიტზე ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების სიმრავლით.
ბობოს'' ვუსაყვედურე''რომ ცოტა სნობური და ზედმეტად აკადემიური ფორუმი გამოდის და მინდა,რომ აკადემიური და ლაღი ადამიანები იყვნენ აქ მეთქი.ისეთი,როგორცი ბატონი მიხოა,ძალიან აკადემიური,ძალიან ლაღი და კარგი.

პატივისცემითSmile
იმედი მაქვს მრავალფეროვნებას ,საინტერესობას და ცოტა ''დუღილსაც ''შემოიტანთ ამ ფორუმზე.აკლია აქაურობას ცოტა ტემპერატურის ''აწევა''Smile
კეთილი სურვილებითSmile
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyTue Feb 24, 2009 9:25 pm

არ ვიცი,რა ვთქვა...ტიციან ტაბიძე მართალი იყო...თუნდაც ერთი ადამიანის ამგვარი სითბო, გულწრფელი და ალალი დამოკიდებულება საკმარისია იმისათვის, რომ თავი( წამით მაინც) ბედნიერად იგრძნო... რა ცოტა ყოფნის ადამიანს აღმაფრენისთვის...გახარებული ვარ თქვენი ამგვარი სიურპრიზით...დიდი მადლობა თქვენ, ჩემო კეთილო ადამიანო...Smile
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyThu Feb 26, 2009 5:45 pm



ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან,
სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…

ამ გარემომ დამატყვევა, უცებ მომაჯადოვა,
სიტყვით რაღას გავაკვირვებ ფერადსა და ხატოვანს…

აქ თავს უნდა ჩავუღრმავდე, თვალი რომ ავუხილო,
ალალი და მალამოა მასპინძელის პურ-ღვინო…

...
მახარებს შენი წარმატებები,ძმაო ელგუჯა.რამდენი ხანია,არ გვისაუბრია.სულ სხვაგვარი დაძმობილება სცოდნია პოეზიას.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია
Into Armury
Into Armury
მინდია

Male
Number of posts : 169
Age : 34
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyThu Feb 26, 2009 6:38 pm

არჩანდა wrote:
***

შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი
და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,
როგორც თრიაქი...
ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,
ხანაც გაოცებს...
ფიქრი ყოფითზე,
სიცოცხლეზე,
სასაფლაოზე...
ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა...
როცა მთვარეა,
ფიქრი მთვარეს შეეკედლება.
როცა თოვაა,
(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის...)
გახმიანდება ფიქრი,
როგორც ლექსის რეფრენი...
ამ წყვდიადიდან
სინათლისკენ მიემართები,
მოაქჟამამდე გზას გინათებს
ფიქრი-სანთელი.
ფიქრი-ოცნება,
ფიქრი-ლოცვა,
ფიქრი-ვედრება.
...ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.
...რადგანაც მიწა საესავი,
ბრმა და ყრუ არი,
ცაში მთავრდება ფიქრიანი,
გზა უტყუარი...

ცაში მთავრდება, ცაში. მშევენიერია Smile
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyFri Feb 27, 2009 12:00 am

ეს პატარა, დავიწყებული ლექსი...Smile

***

გულში ატირებულ იადონებს,
ფრთებზე აწერიათ სიმარტოვე...
უკვე მეშინია სიყვარულის,
რადგან მიყვარდი და მიგატოვე.

ფრთონავს ოცნებები-კელაპტრები-
ჩემი მარტოსული მენადები...
უკვე მეშინია გახსენების,
როცა მახსენდები...მენატრები.
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyFri Feb 27, 2009 12:10 am

***

ვიღაცამ გითხრა: იგი მოვიდა
და შენ ხილვასაც ბოლოს ვეღირსე;
ჩემი დაღლილი მარტოობიდან,
შენ მარტოობას შემოვეხიზნე.

იქნებ ის მგზავრი სულაც არა ვარ,
შენ რომ ელოდი, მგზავრი საშენო...
რომ დღემდე მიჭირს, ეჭვის გალავანს,
მე სიყვარული შემოვაშენო...


Last edited by Elguja Marghia on Fri Feb 27, 2009 11:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyFri Feb 27, 2009 12:23 am

ელგუჯა მარღია Elguja14

***
და დედოფალი ალვა... (გალაკტიონი)

თვალში სევდად ჩამეღვარა,
შემოდგომის მთვარე-ქარვა...
ვაი, როგორ დამეღალა,
ჩემი მარტოსული ალვა.

მონატრება თუა ესეც,
როცა ზღვაში მნათი ჩავა...
ჩუმად ზეცას უალერსებს,
ჩემი მგლოვიარე ალვა...
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
Tabagari Tea

Female
Number of posts : 123
Age : 34
Registration date : 27.12.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptySat Feb 28, 2009 1:27 pm

განშორების სერენადა


უნდა წავიდე...დაგშორდე უნდა,
წავიდე ისე, როგორც მიდიან...
თუმც განშორების ტანჯვა დიდია,
ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.
ნუღარ გამკიცხავ...როგორც ჩვევიათ,
ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,
თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,
შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე...

flower
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyWed Mar 04, 2009 3:31 pm

გულში ატირებულ იადონებს,
ფრთებზე აწერიათ სიმარტოვე...
უკვე მეშინია სიყვარულის,
რადგან მიყვარდი და მიგატოვე.

ფრთონავს ოცნებები-კელაპტრები-
ჩემი მარტოსული მენადები...
უკვე მეშინია გახსენების,
როცა მახსენდები...მენატრები.


ეს პატარა ლექსი,ნეტა იცოდეთ,როგორი პოპულარულია.მესიჯებად უგზავნიან,დღიურებში წერენSmileლიტერატურულ ფორუმებზე იუზერებს ''ხელისმოწერად'' აქვთ ხოლმე.

ჩემი მეგობარი იყო დაავადებული თქვენი ლექსებით,ეს ლექსი ზეპირად გვასწალა ყველას.
ამოჩემებული ავტორი იყავით მისთვის.
ეს ადამიანი დღეს სამწუხაროდ ცოცხალი არაა,იმდენად ძვირფასია ის ჩემთვის,რომ თქვენი შემოქმედების ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები.
ურაკპარაკზე აბსულუტურად შეგნებულად არ ვაკომენტარებ თქვენს ლექსებზე და არც სულულურ ქულებს არ ვწერ.
ეს გაცილებით მეტია და დიდი შემომქმედისთვის.აკვიატებული ჰქონდა თქვენი ლექსები...
ალბათ ეს ყველაზე დიდი ჯილდოა პოეტისთვის.
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyWed Mar 04, 2009 4:32 pm

ავფორიაქდი...სასიამოვნოა იმისი გაგება, რაც ამ ლექსთან იყო და არის დაკავშირებული...სამწუხაროა თქვენი მეგობრის ასეთი ხვედრი...ძალიან მეწყინა...სიმართლე გითხრათ,ცნობისწადილი მკლავს...იქნებ, გეთქვათ, ვისზეა საუბარი?... Crying or Very sad
Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyWed Mar 04, 2009 4:39 pm

ხო სამწუხაროა.
ის ადამიანი არ გიცნობდათ არც პირადად და არც რამე შეხება ჰქონდა თქვენთან.
უბრალოდ თქვენი ლექსები ჰქონდა ამოჩემებული .
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
Elguja Marghia

Male
Number of posts : 110
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია EmptyWed Mar 04, 2009 4:50 pm

ვწუხვარ, რომ არ ვიცნობდი...გაიხარე ნინი, ჩემო კეთილო ადამიანო...



ელგუჯა მარღია - ვორონცოვი და საქართველო
647 views•Mar 31, 2015

@

Back to top Go down
http://www.georgianbrand.ge
Sponsored content




ელგუჯა მარღია Empty
PostSubject: Re: ელგუჯა მარღია   ელგუჯა მარღია Empty

Back to top Go down
 
ელგუჯა მარღია
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: