არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 დავით მჭედლური

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyFri Jan 02, 2009 1:44 pm

დავით მჭედლური Mcedluridavito-1
სურათზე - დავით მჭედლური

დავით მჭედლური

Date of birth: 15 April, 1947
Date of death: May, 2006 (at 59 years)
Category: Historian, Critic, Writer, Educator, Poet, Publicist, Journalist


Biography
დაბადების ადგილი: დუშეთის რ–ნი, სოფ. მიგრიაულთა.

დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციის განყოფილების გამგედ, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" და ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" მთავარ რედაქტორად.
გამოცემული აქვს ლექსების 10 კრებული, (11-ე "მოგენებები სიცოცხლეზე" დაიბეჭდა გარდაცვალების შემდეგ) აგრეთვე რომანი "პირველი", ისტორიული ჟანრის "ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული", კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების სამი წიგნი.

Member of Organizations

საქართველოს მწერალთა კავშირი, პასუხისმგებელი მდივანი (1992-)
საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირი, წევრი

Awards and Honors

2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
1995 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
1985 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული პრემია

Bibliography

ქაღალდის ფრთები : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 2003. - 92გვ.. - ISBN: 99928-949-2-X
ეროვნული იდეის ძიებაში : კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები (Author). - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2000. - 284გვ.. - ISBN: 99928-46-28-3
მდინარეთა და ქართა შესახებ : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1999. - 200გვ.
პირველი : პუბლიცისტური რომანი (Author). - თბილისი, მერანი, 1998. - 199გვ.
თოვლზე ნაწერი ამბავი : ლექსები (Author). - თბილისი, საქართველო, 1996. - 256გვ.
თავისუფლების სახელით : წერილები (Author). - თბილისი, მერანი, 1995. - 248გვ.
გადავიხედოთ გალავნის გარეთ : ლიტ.-კრიტ. წერილები (Author). - თბილისი, მერანი, 1987. - 273გვ.
თოვლის დღესასწაული : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1984. - 102გვ.
მონატრება : ლექსები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 54გვ.
დამშვიდობება საგვარეულო სახლთან : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1980. - 70გვ.
პირმზითი : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1975. - 59გვ.



ბმული - http://www.nplg.gov.ge/bios/en/00000590/


Last edited by Admin on Thu Apr 18, 2013 4:43 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Guest
Guest




დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyFri Feb 27, 2009 3:38 am

მიხო მოსულიშვილი

ერთი ვაჟაობის ამბავი
(ციკლიდან: "ფშაური ჩანაწერები")

"აღარ ვიცი, ძმა გიწოდო,
ან თუ მამის ადგილს დაგსო,
ვაჰ, თუ ვინმემ შემიკურთხოს:
_ რა უნდა ამ შობელძაღლსო!"
დავით მჭედლური


ისეთი ჩანაწერები მაკითხე, რომ კაფიობის გუნებაზე აღარ ვარ...
მე რომ ფშავში ვიარებოდი, სულ ის მახსენდება...
და იმ ჩემი ფშავისთვის უჟამკროდ გადაკარგული საკუთარი თავი მენანება...
1991-ში თუ იმის მეორე წელს რომ ვიყავი იქ, მას მერე _ აღარა და...
არა, გატყუებ.
"ვაჟაობაზე" ვიყავით ასულები _ რომელი წელი იყო, კი აღარ მახსოვს.
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დავით მჭედლური _ ჯერ არ დაეხალა სანადირო თოფით ის თავის საბედისწერო ტყვია...
ობლად იყო დავითი გაზრდილი, ობლის კვერი ხომ გვიან ცხვება ხოლმე...
და თუ გსმენია, პაპამის ნიკოსაც დანა დაურტყამს გულში და ისე მოუკლავს თავი. დაწერილიც აქვს ამაზე: "დიდი ნიკო"~ და ეს ლექსი ადვილად იძებნება ლიბ.გე-ზე. მე იმას გეტყვი, რაც იქ არ მოიპოვება...
ჰოდა, ავედით "ვაჟაობაზე" _ უგერგილოდ ჩატარდა; ხომ იცი, როგორც იყო ხოლმე _ ჩიტირეკია ლექსებს კითხულობდნენ ზედ ვაჟაის არწივის ძეგლის პირდაპირ და არ ესმოდათ, ის არწივი რომ ეგრე ეუბნეოდათ, _ "ვერ მააწონებთ კაი ყმას, რაც არ მაუდის ჭკვაშია".
მერე მაღაროსკარის სკოლაში გაეწყოთ დიდი სუფრა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ კობა ბუჩუკურის განკარგულებით და იქ ისე მოვფშავლდი, რომ კინაღამ ერთი-ორ უნიჭო მჯღაბნელს ვეშუღლე და დავითმა მითხრა, _ უკვე კაი მთვრალი იყო ისიც, მაგრამ მე ხო უნდა დავეშოშმინებინე ვინმეს და, _ წამო, ჩემს სოფელში ავიდეთ, ჩემი ცოლი იქ არისო; კიდევ ვიქეიფოთ ამაღამაცო და დილაზე წამოვიდეთ თბილისში ჩემი მანქანითო.
და წავედით, თორემ მართლა ვიჩხუბებდი იმ ვიღაცებთან. აი, მეც ეგრე ვიცოდი... და ხატიც ხომ არა კრძალავდა შუღლობას _ რაკი ეს ერთგვარი მზადება-ვარჯიში იყო საომრად.
ავედით დავითის სახლში _ ჩარგლის ზემოთ პირველივე სოფელს რა ჰქვია, _ ვაჰმე, როგორ გადამვარდა გულიდან. ამდენი წელია გასული და...
და მთები, მთები, აყუდებულები აქეთაც და იქითაც. მწვანედ ხასხასა ტყე რომ აუყვება მაღლა-მაღლა და შეჩერდება, ჯერ რომ დეკიანებს დაუთმოს გზა, მერე კიდევ იმ დეკამ _ ალპურ ბალახს, ალპურმა ბალახმა _ ფრიალოებს და იმ ფრიალოებმა _ არწივებსა და ძერებს, და ამათ კიდევ _ დაუჯერებლად მოახლოებულ ზეცას, საიდანაც პატრონმა იცის ხოლმე დალაპარაკება... ოღონდ ამორჩევით იცის, ყველას კი არ გაუყადრებს თავს...
ვზივარ და ვტირი.
ვუყურებ და ვტირი.
გავივლი, გამოვივლი _ ამვლელ-ჩამომვლელი ფშავლების მრცხვენია და თავისით მომდის ეს ოხერი ცრემლები; იმიტომ მომდის, რომ ლაპარაკები მესმის, _ ტყე და მთა მეუბნებიან: ჰაი, გიდი, შე უსვინდისოო, რაად დაგვეკარგე ამდენ ხანსაო, და მხიარულად ეცინება არაგვს, _ აჰანდე, ხომ ამოგიყვანა აქა ვაჟამაო.
აი, ეგეთი ლაპარაკები მესმის თითქოს და, ეს დავითი კიდევ გადაირია, რომ იმათ უნიჭო ლექსებზე ეგრე ძაან როგორ ბრაზობ, რომ სიმწრითა სტირიო! რას იფიქრებენ ჩემი მეზობლებიო! წამო, დაჯე ჩემს მანქანაში, იმათ დედებს ავუტირებ სულაო!... _ და თავის "ნულ-შვიდისკენ" მეწევა _ მოკლედ, ახლა დავით მჭედლური გამიხდა დასაშოშმინებელი და კიდევ კარგი, რომ:
ამ დროს ჩვენი შორიდან შემხედვარე იმისი გამხიარულებული ცოლი გამოვიდა, _ სად რას მიიქაჩებითო?! თუ შუღლ გინდოდათ, იქ არ იყავითაო?! შემეეთერით შინა, სუფრა გაგიწყვეკეო...
შევედით დარცხვენილები სახლში, დავსხედით თავჩაქინდრულები, სკოლის დასჯილი მოწაფეებივით, მაგრამ მერე და მერე, გავილაღეთ და რა გავილაღეთ, სულ დავნავარდობდით. და ეს ნავარდიც როგორი იყო, იცი? _ იმ საღამოს თავისი ერთიც არ უთქვამს დავითსა, და აბა, მე ხომ ლექსები არცა მქონდა, _ სულ ხალხურებს ვამბობდით შიგადაშიგ ვაჟას და კიდევ სხვა კარგი პოეტების ჩინჩხლებსროლია ჩართულებითაც.
მოკლედ, რომ იტყვიან, ქუდი ჭერსა ვკარით.
და მე მართლა "ლოპოტის ყოვივით" დავითვერ, _ იმიტომ დავითვერი ეგრე, გატიალებამდე, რომ სულ იმის შიში მქონდა, ვაითუ, კიდე გავიგონებ-მეთქი მთების ლაპარაკს, თორემ ტყე აღარას მეტყოდა, ტყეს ხომ უკვე ეძინა... და, ვაითუ, ისევ გაიცინოს-მეთქი არაგვმა _ აბა, არაგვს რა დააძინებს...
რატომ ვიხსენებ ამაებსა _ თუ ფშავს გაუგე, თუ ფშაველებს მოუსმინე, თუ მთას იმდენ ხანს უყურე, ვიდრე შენ სულშიც ისეთივე მთა არ გაჩნდა, დეკის ჩაი თუ გაგიკეთა ვინმემ, კენკეშა თუ სჭამე შარშანდელ ზოვების ძირასა, _ მერე ისინიც ისე ძალიან შეგიყვარებენ, როგორც თავიაანთ სისხლ-ხორცს და სულ არ აინტერესებთ, ბარელი რომ ხარ მაინც...

კაი ხანს მედო ეს წერილი ხელმიუკარებლად და ამასობაში წავედი და, დავით მჭედლურის ლექსები დავძებნე ინტერნეტში _ სულ დარდიანები, სულ სამწუხაროები, სულ მოღუშულები და სულ პირქუშები დამხვდა.
შენ არ დაიჯერო, რომ დავით მჭედლური მარტო ეგეთი იყო. ახლობლებთან იცოდა ხოლმე გალაღება და ეს "ვაჟაობის" ამბავი გინდაც არ მომეყოლა, ამას ისედაც მიხვდებოდა დაკვირვებული მკითხველი _ აი, ნახე, ერთი ეგეთი ლექსიც აქვს დაწერილი:

სალამი, სულო მშვენიერო...

სალამი, სულო მშვენიერო,
სალამი, რაინდო ლამანჩელო!
ახმე, როსინანტი მომცა,
შევჯდე, შენებურად გავაჭენო!

ხმა: ბრძოლას, ველად ხეტიალს
და დიდ სიყვარულს დაგაჩვევს,
ყური არ უგდო ლამანჩელს,
ყური არ უგდო ლამანჩელს!

_ ვერა, მაინც ვერ გაგიშვებ,
უნდა დარჩე, ლამანჩელო!
_ დევებთან საომრად მივალ,
კარგს იზამ _ არ გამაჩერო!
_ მაშინ მეც თან გამოგყვები,
დიდო რაინდო, ბატონო ლამანჩელო!

ჩემი გულის სისხლი მართებს
აგერ იმ დევს, აი, ამ დევს,
მთლად მხარ-მკლავი დამილეწა,
ახლა შესაჭმელად დამდევს.

აღარ ვიცი, ძმა გიწოდო,
ან თუ მამის ადგილს დაგსო,
ვაჰ, თუ ვინმემ შემიკურთხოს:
_ რა უნდა ამ შობელძაღლსო!

მთლად ქვეყანა აირია,
ამას ვკვნეს და ამას ვოხრავ,
ზოგი ცდილობს კარგად მოთლას,
უმეტესი _ კარგად მოხრას...

პიტნის სუნი უდის დაფნას,
დაფნის ფერი ადევს ოხრას,
ერთი როსინანტი მომცა,
_ ოხ, რას...
_ ოხ, რას...

გიკითხე და იუკმეხეს:
_ აქ არ გაუვლია ჯერო!
_ ჩქარა საქართველოსაკენ!
_ ჩქარა საქართველოსაკენ!
დიდო რაინდო, ბატონო ლამანჩელო!

ხმა: ბრძოლას, თავისუფლებას,
და დიდ სიყვარულს დაგაჩვევს,
ყური არ უგდო ლამანჩელს...
ყური არ უგდო ლამანჩელს!

...სალამი სულო მშვენიერო,
სალამი, რაინდო ლამანჩელო,
მეც იმ გუნებაზე ვდგები _
შევჯდე, შენებურად გავაჭენო!

შენიშვნა:
"ავედით დავითის სახლში _ ჩარგლის ზემოთ პირველივე სოფელს რა ჰქვია, _ ვაჰმე, როგორ გადამვარდა გულიდან. ამდენი წლებია გასული და... "
ამ წინადადებას მარიამ ხუცურაულმა სათანადო კომენტარი დაურთო:
"დავით მჭედლური მიგრიაულთაში იყო დაბადებულ-გაზრდილი და მერე იქავე, ჩარგალს ოდნავ ზემოთ, არაგვსგაღმა, კაწალხევის მეზობლად, გუდარახის ჭალაზე დაესახლა..."

study
Back to top Go down
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyFri Feb 27, 2009 6:39 pm

გაანათლოს ღმერთმა იმისი სული, კარგი სახელით დარჩა აქ!
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptySun Mar 01, 2009 2:27 pm

დავით მჭედლური
ცხოვრებისეული კრედო: "შრომა"

დაბადების ადგილი - დუშეთის რ - ნი, სოფელი მიგრიაულები, მშობლები - დედა - ბაბალე მიგრიაული, მამა - ზურაბ მჭედლური., დაამთავრა სულხან - საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი 1970 წ., მეუღლე ქეთევან ჩაჩანიძე, ჰყავს შვილ(ებ)ი ზურაბი, დავითი, ისტორიკოსი, მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, გამომცემელი, პოეტი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, არის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის პრემიის ლაურეატი1985 წ., საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიის ლაურეატი 1995 წ., საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი 2000წ. , არის შემდეგი ორგანიზაციის წევრი: საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის , უყვარს მოგზაურობა მთებში.

http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../authors
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Guest
Guest




დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptySun Mar 08, 2009 12:20 am

დავით მჭედლურის წიგნების სია

პირმზითი
დამშვიდობება საგვარეულო სახლთან
მონატრება
თოვლის დღესასწაული
გადავიხედოთ გალავნის გარეთ
მემკვიდრეობითი სიზმრები
საიდან მოდის კვამლი
რა ეშველებათ ფესვებს
ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული
თავისუფლების სახელით
თოვლზე ნაწერი ამბავი
პირველი
მდინარეთა და ქართა შესახებ
ეროვნული იდეის ძიებაში
ქაღალდის ფრთები
განახლების ქარი ქრის
კაცი, რომელსაც ღვინო არ უყვარდა
მოგზაური მწერლის ფიქრი
უკანასკნელი სიმღერა
Back to top Go down
Guest
Guest




დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyFri Mar 13, 2009 1:04 am

დავით მჭედლური

ბალახის ცვარის სარკეში

მეც ვიყავ ბალღი ბეჩავი, _
დედაო, ჯობდა, არ გეშვი, _
და თავის სახეს ვეძებდი
ბალახის ცვარის სარკეში.
დამსხვრეულია ის სარკე.

დადუღდა დასადუღები.
ჩაქრა შფოთი და წადილი,
და მოყვითალო გუგებით
მიმზერს ბნელეთის ნადირი
და მიხმობს ბნელეთისაკე...

ახლა თქვენ იყოს ქვეყანა,
რო აღარ მიღირს მე ჩალად,
სადაც მიწამყარს მივენდე,
სუ ფეხქვეშ გამომეცალა.
ნეტავ, დედაო, არ გეშვი.

მეც ვიგრძენ ძალი ოხერი
ლახვართა დამასობლისა,
მომწყინდა ესე სოფელი,
ვბრუნდები ამა სოფლიდან
ბალახის ცვარის სარკეში!
ბალახის ცვარის სარკეში!
ბალახის ცვარის სარკეში!

Arrow

***
მომწყინდა ესე სოფელი,
როდემდე უნდა მეცადა,
გულისა თვალნი ავაღენ,
ავყევ, ავედი მე ცადა.

ვერ შევძელ, ან თუ შემეხსნა,
ან ცისთვის კარი შემება,
ვინ მაპატია აფრენა,
სამყაროს ქარი შემება.

დამცა, დამრია, დამამხო,
ვეღაროთ ავალ მე ცადა?
გული კრთის _ მხრების აწევა
ნეტავი სულ არ მეცადა!

Idea
Back to top Go down
Guest
Guest




დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyFri Mar 13, 2009 1:06 am

დავით მჭედლური

დასასრულისა

დამთავრდა ფიქრი, უკვე დამთავრდა,
ფიქრებთან ერთად გაწყდა სტრიქონი,
ამოიკვნესა ბოლო ზამთარმა,
აზღვავდა მღვრიე და სტიქიონი.

არ ისაუბრებ ხვალიდან ვნებით
მდინარეთა და ქართა შესახებ,
აქ ნადირივით ეული კვდები
და სულს ისრუტავს სკნელი მესამე.

თუმცა გიყვარდა, ვეღარ ინატრე
საღამოს თოვლი და ანდამატი,
დაბადებიდან მწუხრის ბინადარს,
უკვე გეძახის ბნელის თავადი.

და ეს სამყარო სადაც ფეთქავდა,
ახლა წითელი მოჩანს წერტილი,
და დაშრეტის წინ კუთად შემდგარა
სული, მშობლიურ ფესვს მოწყვეტილი.

Arrow

ვარიაცია

მკერდში ტკივილად გაჩხერილს
გულს უკვე გული არ ჰქვია,
გული კი არა, საბრალო,
მკვდარი რიტმების პარკია,
დაფლითე, შავო ყორანო,
მაინც ზედმეტი ბარგია.

Shocked
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyTue Feb 15, 2011 10:57 am

დავით მჭედლური

დიდი ნიკო

პაპის ხსოვნას

დიდმა ნიკომ დანა იკრა,
ახლა ცივ მიწაში არის,
და მეც, მისი სვედავსილი
ნაშიერის ნაშიერი
ქოფაკივით დავეთრევი,
ხან მაძღარი, ხან მშიერი,
პატრონს ვეძებ, მაგრამ თურმე,
ყველა ცივ მიწაში არის.

მეც ველტვოდი აუხდენელს,
ასახდენი ბევრი ახდა,
ყველა ვალი გადვიხადე,
ეგრე უნდა ვალს გადახდა!
გაღმითები იქავ წვანან,
გამოღმითნიც გავსხენ გაღმა,
რას ვეწიე, რა მოვიგე,
მტერი უფრო გამილაღდა.

დღეს მიწამყარს ვეზომები,
ამოსათხრელს ვეძებ ადგილს,
ეგრე მივალ, რო სადილად
არ მიკადრებს ჭია-მატლი,
სხვა ვინ გათლის, იმ ოთხიოდ
ფიცარსაც მე თავად გავთლი,
სიკვდილი რო ლხინად მიჩანს,
დიდო ნიკო, შენ გიმადლი.

მტყუანნი რო მართალს მცემენ,
ფეხქვეშ რო მითხრიან ხაროს,
ამ სიმართლით ხვალე, ვინძლო,
კვლა უარესს შევეყარო,
მე მართალთა წყლული ვზიდო,
მაგათ კიდევ თხარონ, თხარონ...
ამ წყლულებსაც შენ გიმადლი,
დღეს რო ცივ მიწაში ხარო.

მაგ სიმართლით ვერ შევირგე
ვერც სკამი და ვერც სახელო,
ეგრე დავრჩი, ვით მარტო ხის
ელვით დახლეჩილი ღერო,
ხნარცვს ვებრძოდი, მაგრამ ხნარცვმა
ლამის არის, გადამთელოს,
დოლა დანით გულდაჭრილო,
შე ბებერო მიწის მგელო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyThu Apr 18, 2013 4:47 pm

დავით მჭედლური

დაკარგულთათვის

შენ გიგონებ მერეხის ჟამს
ჩაგრეხილო ელვის წნელო,
ცის უფსკრულში ჩაკიდულო,
მწვერვალებში ჩასაწვნელო,
ან ახალო, რას მომიტან,
ან რა მიგაქვს, ძველო წელო,
უნდა ვიჯდე, ეს სიტყვებიც
ისევ თოვლზე უნდა ვწერო.

თოვლთან ერთად დასადნობად,
ან მერეხით გასაცრეცად,
მეც ბუნების შვილი ვიყავ,
ტანზე მეც ფოთოლი მეცვა,
დღეს კი მუხლი დამეღალა,
უშტარუვით მხარი მექცა,
აღარც მიწა საზრდოს მაწვდის,
არ მაწოვებს ძუძუს მე ცა.

ჩვენ უაზროდ დავიკარგეთ,
ახლა ერთურთს ბნელში ვეძებთ,
მაგრამ ყველგან გველი შემხვდა,
სადაც ხელი მოვაცეცე,
მეც ვირბოლე უგზო გზები,
ჩემი დასაკეცი ვკეცე,
ვინძლო სადმე წყალმა მთაროს,
ან თუ ნაღვერდალში ვეცე?!

ანდა კაცი ვით წაუვა,
დროის მეხს და დროის გრიგალს,
ფრთები დაცხრა და ამაყი,
მხრებიც ბევრი მოიდრიკა,
მალე, ალბათ მეც მაცილი
შემიწირავს, როგორც თიკანს,
ვისღა სიტყვა, ვისღა ლექსი,
ვისღა ჩვენი რომანტიკა?!

study


Last edited by Admin on Thu Apr 18, 2013 4:57 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyThu Apr 18, 2013 4:48 pm

დავით მჭედლური

მათხოვრისადმი

სალამი, ძმაო, მათხოვარო,
რა ვქნა, დღესაც თვალს გარიდებ,
_ ფული არა მაქვს!
მე თანავუგრძნობ შენი ხელის მოწიწებას,
შენს ინტელიგენტურ დგომასა და
სასოწარკვეთას,
მაგრამ მაინც თვალს გარიდებ _
ფული არა მაქვს!
სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზო
უდღეური ჩვილებივით უბედური
ჩემი ლექსები,
ზამთრის ცივი ღამეების უძილობა,
თვითმკვლელობის მანია და გაზაფხულის
გულისწამღები მოლოდინი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
სალამი, ძმაო მათხოვარო!
შენი იყოს გამოქარული ამ კვარტლების
სიშიშვლე და ღამის წკვარამი,
ნარკოტიკით და პორნოფილმებით
გაბრუებულთა სუპერბუნაგები,
მკვლელობათა სატელევიზიო
გაკვეთილები,
მკვლელთა აშლილი საღერღელი,
მპარავთა და მეწვრილმანეთა გაფაციცება,
და საერთოდ, შენი იყოს
დუქნად ქცეული ეს ქვეყანა,
სადაც ვინძლო მხოლოდ შენ ხარ
ერთადერთი ღირსეული ადამიანი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
ფული არა მაქვს, მაგრამ ინებე
უფროსობასა და ქვეშევრდომობას შორის
გამოჭეჭყილი ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჩინოვნიკური სიბეჯითე,
და ცრუქაქუნას თავგამოდებით
კანცელარიის მაგიდაზე
მოფარფატე ჩემი ხელები,
ჩემი ერთფეროვანი დღეები
და ორსახოვანი არსებობა,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
ჩემი ძველი რეკვიზიტიც შენი იყოს,
სადაც ჩრდილი ღრღნის
ლამაზ ოცნებებს, სიყვარულებს,
მომავლის რწმენას, სიამაყეს, თავმოთნეობას,
აბა, შენი შიმშილობა ჩემს სიყმილზე
მეტი რით არის, მაგრამ გმირი ხარ,
შენ შესძელი ხელის გაწვდენა,
მე კი ვერა, მათხოვარი ჯერჯერობით
ჩემს სულში ზის და
სხვა მათხოვარ მბრძანებელთა
ხელებს შეჰყურებს.
სალამი, ძმაო, მათხოვარო,
რახან ჩვენი სამშობლოს სახე
გაწვდილი ხელით
საქვეყნოდ გაქვს გამოფენილი,
შენი იყოს ავაზაკთა
სახელმწიფო აღტკინებანი,
მათს სიფათებზე გამოყრილი გაიძვერობა,
ხმაურიანი კამპანიები,
მიტინგები და პლაკატები,
ვინძლო შენა ხარ მაგათ შორის
ყველაზე უფრო ღირსეული ადამიანი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს.
სალამი, ძმაო, მათხოვარო!
შენი იყოს ეს ქალაქი და იმისი
ყველაზე უფრო ლამაზი სკვერი,
და საუკეთესო მარმარილო,
და საუკეთესო ოსტატის შთაგონება,
ძეგლის ღირსი ხარ, ჩემო ბატონო,
დიდ ხანია, ძეგლის ღირსი ხარ!
სალამი, ძმაო მათხოვარო!
სალამი, ძმაო, მათხოვარო!
დღესაც ისევ თვალს გარიდებ,
ფული,
ფული,
ფული არა მაქვს!


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyThu Apr 18, 2013 4:49 pm

დავით მჭედლური

უკანასკნელი საღამო

ისე დაგშორდი, როგორც შორდება
მდინარე მთებს და ხეებს ფოთოლი,
წვიმდა და სველი ჭალების გასწვრივ
გულგრილად იწვა ნისლის კოტორი.
ვიღაცა ხმობდა, სადღაც ფრინველებს
ედგათ ჟივჟივი, მარტოსულ ძერას
სდევნიდა ქარი და ყრუდ ისმოდა
ფერდაკარგული არაგვის ხველა.
შენ სადღაც, უკან, ხეობის ბოლოს
დარჩი და წასვლა არსად გეწადა,
დაჟინებული წვიმა და სთველი
იდგა, ულმობლად სულს გიწეწავდა.
მე კი დაგშორდი, როგორც შორდება
მდინარე მთებს და ხეებს _ ფოთოლი,
და საღამომდის, როგორც ვეშაპი,
მომდევდა ლეგა ნისლის კოტორი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptyThu Apr 18, 2013 4:50 pm

დავით მჭედლური

ცრემლიდან გასვლა

აღარ ვოცნებობ მშობლიურ წყლებზე,
ვეღარ დამდაღოს აპრილის ცრემლმა.
იმ დღიდან, როცა ზეცას ავხედე,
თითქოს სამყაროს ცრემლებში ვწევარ.
უნდა მიენდოს რაიმე უცხოს,
სხვა რა უნდა ქნას ობოლმა ბავშვმა,
და იმის შემდეგ სენივით მტანჯავს
მარადი ჭმუნვა და თავბრუდასხმა.
მეგონა, ვივლი ეული სოფლად.
ვფიქრობდი, ქვეყნის ტალახი შემსვრის,
მან არ ინება ჩემი დათმობა
და დღემდე ვცხოვრობ სამყაროს ცრემლში.
მაგრამ როდემდე? მეტყვიან, ალბათ
(ვინ შეინახავს ბოლომდე ობოლს),
_ ადექი, გასწი ბნელეთის გზებით,
უცხო ცრემლში და კალთაში მყოფო!
უკვე იწყება კიდეც ახალი
ყოფნა, იელვა მეორე გარსმა,
ვინ გამომიყვანს მლაშე ცრემლიდან,
ახალ სამყაროს ქარებში დამსვამს?!


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptySun Apr 28, 2019 9:44 am

დავით მჭედლური

მთებო, დაფერილებო!

თოვლით დაფერილებო,ძალზე საყვარლებო,
ცამდის აღერილებო,საქართველოს მთებო,
დიდი ზამთარია,დიდთოვლობის ჟამი,
ცივი გაფარიათ თოვლის მოსასხამი,
მაგრამ სიზმარივით განქარდება თოვა,
მალე წელიწადის მომდევნო დროც მოვა.
ფიქრით დაფერილებო,ძალზე საყვარლებო,
ცამდის აღერილებო,საქართველოს მთებო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური EmptySun Apr 28, 2019 9:45 am

დავით მჭედლური

უცხო დედოფალი

ვხედავ_ყინვის მცენარე
ფანჯარაში ყვავილობს.
შენ კი სად ხარ,ზეციდან
თოვლის ჩამოყვანილო.

უცხო დედოფალი ხარ,
იმალვი და ჩნდები,
ვნების ღამე გიზიდავს,
ვნების სარეცლები.

ზოგჯერ განმარტოვდები
და საკინძეს შეიბნევ,
და ხარხარით ჩაუვლი
მოძაგძაგე ხეივნებს.

ო,როდემდე შენს სახელს
ვშლიდე,ვწერდე,ვშლიდე...
წავა თოვლი,წაგიყვანს_
ყველას დაგვამშვიდებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





დავით მჭედლური Empty
PostSubject: Re: დავით მჭედლური   დავით მჭედლური Empty

Back to top Go down
 
დავით მჭედლური
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» დავით კაკაბაძე
» დავით ქართველიშვილი
» დავით რობაქიძე
» დავით წერედიანი
» დავით გაბუნია

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: შეუნდოთ ღმერთმა...-
Jump to: