| | ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... | |
| | |
Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Fri Apr 24, 2009 5:57 pm | |
| მოზარდის (და არამარტო მოზარდის)დამთრგუნველ გარემოს როცა უყურებ და,საერთოდ,ფიზიკურად და სულიერად დასნეულებულ კაცობრიობას როცა აკვირდები,ასე გგონია,რომ დედამიწა,ვით ბურთი სათამაშო,ჯოჯოხეთის ჯურღმულებში დაგრეხილ ბაწრით ბელზებელის თითზეა ჩამოკიდებული.
... მომავალ თაობათა გადარჩენის სურვილითაა შთაგონებული მსოფლიოში ცნობილი პიროვნების,ეკლესიის ერთგული და ბრძენი მსახურის_სერაფიმ როუზის სიტყვები:"მშობლებმა უნდა იცოდნენ,რა მუსიკას უსმენენ მათი შვილები,რა ფილმებს უყურებენ(თუ საჭიროება მოითხოვს,მათთან ერთად უსმინონ და უყურონ),რა ყაიდის მეტყველება ესმით,თავად როგორ მეტყველებენ და ყოველივე ამას ქრისტიანული შეფასება უპოვონ. მათ,რომელთაც ტელევიზორის ფანჯრიდან გადაგდება ვერ გადაუწყვეტიათ,მკაცრი კონტროლი უნდა დააწესონ ამ მანქანის მომწამვლელი ზემოქმედების ასარიდებლად,რამეთუ ტელევიზორი ანტიქრისტიანულ შეხედულებათა და იდეათა მასწავლებელი გახდა ოჯახში,მოზარდათთვის განსაკუთრებით.
ყმაწვილი,თავიდანვე შეჩვეული კარგ კლასიკურ მუსიკას,ვისი სულიც ამ მუსიკის ზემოქმედებით აღშენებულა,ესეზომ აღარ დაჰყვება უხეში რიტმის,როკისა და თანამედროვე ფსევდომუსიკის სხვა სახეობათა საცდურს,რაზომ_სხვა,სამუსიკო აღზრდას მოკლებული. ყმაწვილს,რომელსაც კლასიკური ფერწერისა და ქანდაკების მშვენიერების ჭვრეტა უსწავლია,იოლად ვეღარ გაიტაცებენ თანამედროვე ხელოვნების გულარძნილებანი და აღარ მიიზიდავს თანადროული რეკლამისა და პორნოგრაფიის უგემოვნო ნაწარმი. ყმაწვილი,რომელსაც მსოფლიო ისტორიის ,მეტადრე,ქრისტიანობის დროისა რაიმე გაეგება,იცის,თუ როგორ ცხოვრობდა და ფიქრობდა ხალხი ძველად,რა საცდურებსა და საფრთხეებში შეცვიოდნენ ღმრთისა და მისთა მცნებათაგან განდგომილნი,რაოდენი დიდების ღირსნი გახდნენ სარწმუნონი უფლისა,შეიძლებს სჯას თანამედროვე ცხოვრებასა და ფილოსოფიაზე და აღარ მიმოიტაცებს ყოველსა მას ქარსა მოძღვრებისასა.
ახლანდელი სასკოლო განათლების ერთ-ერთი ხარვეზი ისიცაა,რომ მოზარდს წარსულთან კავშირის გრძნობას არ უვითარებენ.ეს საბედისწერო ნაკლი იმას მოასწავებს,რომ მოზარდს წარსულის მაგალითით სარგებლობის შესაძლებლობა ესპობა. საუკეთესო საერო კულტურა,მართებულად შეთვისებული,განწმენდს და აღაშენებს სულს,ხოლო აწინდელი პოულალური კულტურა სწყლავს,ამახინჯებს და მართლმადიდებელ მოწოდებაზე ჯეროვან პასუხს უშლის შვილებს."
(გაგრძელება იქნება)
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Mon Apr 27, 2009 9:17 am | |
|
სახელგანთქმულ ნატუროპატთა და მკურნალთა ნაშრომების მსგავსად,სერაფიმ როუზის მართალი სიტყვა მრავალმა მოიწონა,მაგრამ იმ მრავალთაგან ცოტა მიხვდა ძველი გზის სიმცდარესა და დამღუპველობას,ვერ ამაღლდა საკუთარ თავზე და ისევ იქ დარჩა,სადაც ცივილიზაციის "შავი ამინდი" თავისას აკეთებს.
...
კაცობრიობა მთლიანობაში კვლავ იმ წესების ერთგულია,არსწორი ცხოვრების გავლენით თანდათან,საუკუნეების განმავლობაში რომ დამკვიდრდა ადამიანის ცნობიერებაში და,ბოლოს,"მშვენიერ" ტრადიციად ქცეული,მისი არსებობის განუყრელი ნაწილი გახდა. ამ,შესისხლხორცებული,გენების იდუმალ სიღრმეებში გამჯდარი,მაგრამ მავნე და ჰარმონიული(ფიზიკური და სულიერი)ჯანმრთელობის დამანგრეველი ტრადიციების გამო თანამედროვე ადამიანის მდგომარეობა კატასტროფულია.
...
ძნელი მისახვედრი არაა,რომ ეს კატასტროფული მდგომარეობა ჩვენს თვალწინ დღითიდღე მძიმდება... (გაგრძელება იქნება)  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Wed May 06, 2009 9:45 am | |
|
მრავალ მაღლობზე,სადაც აქამდე უფლის ყვავილები ხარობდნენ და უფლის წყარო კამკამებდა,ახლა ეშმაკის დროშა ფრიალებს_ნაცრისფერი,ყინულის ნაპერწკლებიანი. ოკეანის ფსკერზე კოცონის დანთება უფრო ადვილია,ვიდრე დღევანდელი კაცობრიობის ღმერთისაკენ შემობრუნება... მაგრამ იმედი მაინც არსებობს და ეს იმედი მაშინაც იარსებებს,დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთი სახლიდან რომ ადიოდეს კვამლი სივრცეში,მხოლოდ ერთადერთი ადამიანი რომ ხნავდეს მიწას,მხოლოდ ერთადერთი ხელადა რომ ბრწყინავდეს ერთადერთ წყაროსთან. ... ეშმაკის სიცოცხლე ხანგრძლივია,ხოლო ღმერთის სიცოცხლე_უკვდავი და მისი დროშა,ეშმაკის დროშასთან შედარებით,სასწაულთა სასწაულია და ყველაზე მაღალ და სხივოსან მწვერვალზე ანთი;სამწუხაროდ,კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იმ დროშას ვერ ხედავს,მისი მზერა მაღლობების იქით ვერ სწვდება,ამიტომაც ეთაყვანება დროშას ნაცრისფერს და ყინულის ნაპერწკლებიანს. დღეს უფრო დიდი მონდომებით,ვიდრე ოდესმე,დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს კაცობრიობა_ბოროტმოქმედებით დაცემული! კაცობრიობა_შეცდომებით დამახინჯებული! კაცობრიობა_ბარბაროსობით დასახიჩრებული!.. ... ვინა ვართ ჩვენ, რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?! ... ბავშვებს ძალას ნუ ატანთ,რომ ჭამონ. ნუ ამსხვრევთ მათ ინსტიქტებს. ნუ შეგაქვთ სახლში ხელოვნური, მავნე პროდუქტები, ხელოვნური ტკბილეული. . ბავშვს თავზე არ უნდა მოახვიოთ საკუთარი რეჟიმი;არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანი ბუნებით მიმბაძველია. თქვენი ჩვევები მათ ჩვევებად იქცევა.
(დასასრული იქნება)
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Sat May 09, 2009 8:46 am | |
| ერთადერთი გამოსავალი ----------------------------------------- ნატუროპათია,რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს და კაცობრიობისათვის უკვდავების წყაროსავით საჭირო მოძღვრებად,ბუნების მარადიულ კანონებზე დაყრდნობით საოცარი ძალისხმევით უპირისპირდება მედიცინას იმ შემთხვევაში,როდესაც იგი,ნატუროპათიისაგან განსხვავებით,ებრძვის მხოლოდ შედეგებს და არა მიზეზებს. ნატურალური ჰიგიენის პრინციპთა შეცნობა-გათავისების გარეშე ადამიანი ჯანმრთელი ვერ იქნება. რაც განსაკუთრებით გულსატკენია,მომავალი თაობებიც არასწორი კვებისა და,საერთოდ,ბუნების მადლს მოკლებულ ატმოსფეროში ყოფნის გამო ადვილად აღმოჩნდებიან უამრავ დაავადებათა საცეცებისაგან მოქსოვილ ბადეებში. უფლისეულ მცნებათა დავიწყებით და ბუნების კანონთა უარყოფით ადამიანმა უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და,აჰა,შედგიც_კაცობრიობის შეცდომების მწარე ნაყოფი,საყოველთაო კატასტროფა:ჯანმრთელი ადამიანის აღმოჩენა ისევე შეუძლებელია,როგორც ნემსის პოვნა ბნელ გამოქვაბულში. გამოსავალი ერთადერთია: ადამიანი უნდა დაუბრუნდეს დედა-ბუნებას_ეს ღმერთთან დაბრუნება იქნება. ბუნება,ღმერთის მსგავსად,მკაცრი,სამართლიანი და მიმტევებელია,არაფერს დაიშურებს იმისათვის,რომ მღვრიე დინებას თავდაღწეულმა ადამიანმა იგრძნოს მისი სიბრძნის სიდიადე. ჯერჯერობით კი,სამწუხაროდ და საუბედუროდ,მრავლად კვდებიან 60,70,80 წლის ჭაღარა "ბავშვები" აკვანში... ... სამყაროში მრავალი სიბრძნეა და ამ სიბრძნეთაგან ერთ-ერთი სულ სხვა,ღვთიური სიმაღლიდან მოისმის: "ჩვენ ბუნებაში ვართ_იგი ჩვენშია...ცოცხალნიც მისნი ვართ,მკვდარნიც"(ვაჟა-ფშაველა). ... ვინა ვართ ჩვენ, რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
(dasasruli) ------------------- | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 10:45 am | |
| ბატონო ვაჟა
ვიღაცას რო შაჰ აბასი ჰგონია ქართველის მთავარი მტერი, სინამდვილეში ფაშვია.
და ეგაც სოციალური სენი მგონია, რადგან გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც სულ შიში გაქვს, რომ ხვალ შეიძლება ლუკმა ვერ იშოვნო, დამარაგების, ანუ ბევრი ჭამის ინსტიქტი იღვიძებს. ინსტიქტი იმიტომ, რომ ცხოველებშიაც შენიშნულია ეს ქცევა.
ათმაგ მტერთან მებრძოლი ერი ან ღიპიანი ვერ იქნებოდა, ან – გამარჯვებული.
თუმცა, რაკიღა თათქარიძე ახსენეთ, შესაბამისი განწყობაც დამეუფლა და მაღინდარობის ხასიათზეც დავდექი.
ჰოდა მივყვეთ:
ციტატა – მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა ჭამოთ. პოლარულ სარტყელში მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე 6 თვე გადის. ჩუქჩებისთვის ეს რჩევა გენოციდის ტოლფასია.
ბრეგის ციტატა – ბევრი საჭმლის მონელებას ენერგიაც ბევრი სჭირდება,რომელიც აკლდება ტვინს და ადამიანი,არც მეტი და არც ნაკლები, ხდება გონებაჩლუნგი.
კარგი პრაქტიკოსი კია ბრეგი, მაგრამ ლოგიკა ღალატობს. რას ნიშნავს – ბევრის მონელებას ბევრი ენერგია სჭირდება?
ანუ თუ ათი კალორია მიიღე და აქედან ერთი მის მონელებაზე დახარჯე, ოცის მონელებას ორი კალორია დასჭირდება. სწორია, მაგრამ ეს რჩევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია სასარგებლო, რადგან თუ 15 კალორია გჭირდება?
ჩვენი ლეკების სეხნია ტომზეც ვიხალისე. თუ ხუნძებს სულ ბედნიერი ღიმილი დასთამაშებთ, იქნებ ჭამის კი არა, სექსის უარყოფის გამოა ეს, რადგან როგორც ჩანს, ჯანმრთელად ცხოვრობენ, ჯანმრთელები კვდებიან, ოღონდ არ მრავლდებიან. ასე, რომ თუ მათს მკვლევარებს დავუჯერებთ, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხალისიანი იმპოტენტები.
რაც შეეხება პელაზგების ძველბერძნობას როცა ბერძნები პელოპონესზე შემოთხლიშინდნენ, იქ პელაზგებს მკვიდრობის დიდი სტაჟი ჰქონდათ და ეს ტომი აშკარად იბერიულ–კავკასიური მოდგმისაა.
ილიადაშიც, აქილევსის პირით ფიქსირდება, თუ როგორ უცხოა მისთვის ბერძენი და მხოლოდ ვასალური მოვალეობა აიძულებს იქ ყოფნას | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 12:43 pm | |
|
ბატონო კობა, ყველა დაავადების მიზეზი არასწორი კვებაა.
თანამედროვე ადამიანი ჭამს ნორმასთან შედარებით ათჯერ მეტს. რაც უფრო მეტია საჭმლის რაოდენობა,კუჭის სამუშაოც შესაბამისად მეტია_განსაკუთრებით მაშინ,როდესაც დარღვეულია შეხამების პრინციპები(ამაში ადამიანს ცხოველები და ფრინველები სჯობიან).
მზის ჩასვლაში იგულისხმება დაახლოებით 6 საათი.პოლარული სარტყლის მკვიდრსაც ექნება ამ 6 საათის შესაბამისი დროის კატეგორია.
ხუნძები მრავლდებიან,ოღონდ ისე არა,როგორც სხვა ერები.ამ საოცარი ხალხის აბუჩად აგდება არაა მოსაწონი.
ჩემი გულწრფელი თხოვნაა,წაიკითხოთ მალახოვის,მალოვიჩკოს,გოგულანის,შელტონის,კაცუძო ნიშის,ბრეგის,უოკერის,მონტინიაკის(ძალიან დიდი მასალაა)წიგნები(ხშირ შემთხვევაში ტომეულები) და მერე შეიძლება ჩვენი საუბარი_წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საუბარი დაემსგავსება ცალ კარში ფეხბურთის თამაშს...
პატივისცემითა და წარმატებების სურვილით ვაჟა ხორნაული.
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 1:32 pm | |
| რა გითხრათ ბატონო ვაჟა,
რა გითხრათ იმ კაცმა, რომელიც, თქვენგან განსხვავებით 20 კილო ზედმეტ წონას ვატარებ და ეს ყველაფერი საკუთარი ხერხემლით მაქვს შეგრძნობილი.
დანარჩენს რაც შეეხება – აქ მგონი ნათელია, რომ მე ჩუქჩებს და ხუნძებს კი არ ვერჩი, არამედ იმას, ვინც ხუნძებზე ასეთი ინფორმაცია მოგაწოდათ. მეცნიერიც ადამიანია და როცა თავისი პოზიციის ჭეშმარიტებაში სურს დაგვარწმუნოს, ხანდახან მოუზომავსაც გამოაყოლებს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასიკეთო საქმის კეთების განცდა აქვს. ეს რა თქმა უნდა გულს მიჩუყებს, მაგრამ ვისაც ქონიანი ძეხვის რეალიზაცია ჩაუწვა, იმასაც აქვს მოტივაცია, რომ, გააბიაბრუოს ამ კეთილი ხალხის ნაღვაწი და ყველა ასეთ ლაფსუსს აუცილებლად გამოიყენებს. ესაა სულ.
ისე კი ნამდვილად ვტყუი იმაში, რომ თუ ადამიანთან შეხუმრებული არ ხარ, ასეთი ფამილარობისგან თავი უნდა შეიკავო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 4:25 pm | |
|
ბატონო კობა,ბოდიშს გიხდით,თუ რომელიმე მოუზომავი სტრიქონით გული გატკინეთ_ღმერთია მოწმე,ამგვარი რამ არა მდომებია. ჩვენ შეხუმრებულები არა ვართ,მაგრამ თქვენს პირველ ბარათში საოცარი იუმორი ვიგრძენი. ... ხუნძების მაგალითი ავტორს(თუ არა ვცდები მალოვიჩკოს)იმისათვის დასჭირდა,რომ ეჩვენებინა ხილ-ბოსტნეულის სიკეთე(ღმერთისაგან გამოწვდილი მადლი). ეს ძალიან საინტერესო თემაა. ჩემს წიგნში არაფერია ახალი_ის თავისებური გამოძახილია საქვეყნოდ ცნობილი ნატუროპათების ნაშრომებისა.როცა შევხვდებით,ამ წიგნს უთუოდ გისახსოვრებთ წარწერით. ... გახდომის ერთ-ერთი კარგი რეცეპტი:ადამიანმა არ უნდა ჭამოს დილის 12 საათამდე(ამ დროს მიმდინარეობს სხეულის თვითგანწმენდა,შხამების მოშორება თვითონ ორგანიზმის მიერ) და საღამოს 6 საათის შემდეგ(ექვსის მერე კუჭი იძინებს და თუ,მაგალითად,ღამის 9 საათზე მიიღებ საზრდოს,მაშინ კუჭი(რომელსაც უკვე ენერგია დახარჯული აქვს)"აყაჩაღებს" გულს,ღვიძლს,თირკმელებს და მათთვის წართმეული ძალით ცდილობს გვიან მიღებული საკვების დამუშავებას.6_ის მერე მიღებული საკვები გადადის ლპობაში და ეს იწვევს სხეულში ლორწოს დაგროვებას და ადამიანი სივდება.
... ბოლოს სახსოვრად იუმორი: --------------------------------------- მე ვარ ვაჟა ხორნაული, შენ ხარ კობა მატეკარი.
ქართველი თუ ყანწითაა, ბრეგს და შელტონს არ გავკარი?!
ჰოდა,ახლა ჯიხვის ყანწით დაგლოცე და გადავკარი!
... იცოცხლეთ დიდხანს!
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 6:34 pm | |
| რას ბრძანებთ, მეწყინა კი არა, შევწუხდი, ვაითუ ზედმეტი ფამილარობა გამომივიდა თქო
ისე ეს ყველაფერი დეჟავუსა ჰგავს. ასი წლის წინ მაშინდელმა იმერელმა (აკაკიმ) მაშინდელ ვაჟას ლექსი მისწერა და როცა უსაყვედურეს - რათა ჰქენიო, სამაგიეროდ რა ლექსი დავაწერინეო!
გავკარიზე კი ერთი ჩემი შაირი გამახსენდა:
მუზას არ ენდოთ ვოჟებო, არ იცით, რა თვალთმაქცია, რჩეულებს ბიზნესს ასწავლის, მე მეფანდურედ მაქცია, სუ მაგის ხსენებაში ვარ, რაც მწყურია და რაც მშია, რაღა მე ამამიჩემა, მაგაი გავჰკარი ... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 6:44 pm | |
|
კარგია შენი შაირი_ არ წაიშლება თავშია.
მოგვიხდებოდა ქეიფი ჩემს სამშობლოში_ფშავშია.
გვერდით მოგისმენ წაწალსა, გაგაჟრიალებს ტანშია...
შაირ-კაფიის ბარაქა არ დაგლეოდეს ხმაშია.
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 8:48 pm | |
| შაირები გაქვს კამკამა ვით ნაკადული მთისაო, ხოლო ფშავლობა ნამდვილად საბოძვარია ღვთისაო | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 8:59 pm | |
| | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 9:05 pm | |
| ოდითგან შაირ–კაფიით ვუმკლავდებოდით ჭირსაო
თვით კეჭნაობისას დროსაც კი არ ვაჩერებდით პირსაო | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 9:11 pm | |
| აი ეს ლექსი ფშავლობის წარმოსახვითი განცდით დავწერე
მოხუცი მთიელისა
თითქო ცას ძირი გავარდა, ეგეთი მოსკდა თქეშელა, დარი რად გამიავდარდა, დარდი რად წამამეშალა. ცამ ლოყა აიფერადა, მალე ქუხილიც დატყვრება, პეპერასაგან განცდილი ნეტავ მე რად მენატრება.
ჰაი დედასავ, სიბერე თურმე რარიგად მწარეა, აღარც ჭაუხი მამიხმობს, აღარც შინ მიმიხარია, აფერუმ ჟიპიტაურო, ამამაყმუვლე ჯავრია, თორო მამაწვა გულზედა მაჯლაჯუნების ჯარია, გზაგასაყარზედ მიყელეს, ერთურთს უჭირეს მხარია, გამამიფიტეს ძვალი და გამამისრუტეს ჯანია.
მამცნონ მაინცა, ჩემს გზაზედ სამანის ლოდი ვინ დადო, ავაი! კაცის სიცოცხლე არ ღირებულა სკინტადო, დარდებო, შაო ყორნებო, შამამჩვევიხართ ფინთადო, რად ეთელებით ამ გულსა, რა დედითქვენის გინდათო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 9:18 pm | |
| გლიჯავს,მაგარი ლექსია, გულიდანაა წამოსული. | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 9:31 pm | |
| აქაც ვერ გადავრჩი უშაიროდ
გულღრძო შაჰ აბასის ნაზაკვარი სულს გვიხაშმავს, როგორც გესლი გველის, კახეთს მოსდებია თესლი ელის, ვითა ბიბლიური ბოცომკალი. ლამის ღირსებაზე დაგვაბიჯეს, ლამის წასაბილწი არა დაშთა, ჯავრი დაუგუბდათ ყოჩიბიჭებს ფოხანმოფარფალე ყიზილბაშთა. ახლა ხალხმა თუ არ გვასახელა, დიდი დღე არ უჩანს საქართველოს. ელმა ბაღ-ვენახი გადაბელა, აწ კი რჯულიც უნდა გადათელოს. წახდა კახთა ნირი, ლამის უკვე ომიც დაივიწყონ, ქეიფიცა, ჰოდა გაიხსენეს სიჩაუქე, მთელი მთა და ბარი შეიფიცა. ჩვენი მამა-პაპის სალოცავის ვერვინ ეღირსება გათათრებას და ვერც ალავერდის ბჭე და ქავი კახს ვერ შეაკავებს გათათნებულს. ვინძლო ჩალმოსანმა ჯერ არ უწყის ფასი ამნაირი გახელების, ციხეს შეასკდება სპაზე უწინ მსუყე შეკურთხება კახელების… აქეთ საბურველქვეშ ღამის, მრუმის, ბჟუტავს ბახტრიონის გალავანი, პირქუშ იმზირება, როგორც დუმის ქონით გაპოხილი ფალავანი. მეტივ! გადაფრინდი ქონგურზედა, წუნკალ ყიზილბაშზე გაილაღე, შენი თეთრონია ახლა ზეზვავ მთიელ მარბიელთა ბაირაღი, გურგენ! ვაჟოკაცო გულფიცხელო, მტერი ტარაბუად აწრიალე, მიჰყე ნადირაუ გველისპირულს, ჯავშან-მუზარადზე საწკრიალეს… * * * მარგვლის დრომ უწია სარეველებს, მათგან მოსათმენი რა ჭირთ კახებს, ელი ფესვიანად გამოცელეს, სპარსი კახეთიდან აჭიტლაყეს. დადგნენ, ნაომარით გაიხარეს, ლოცვა შეაგებეს დილასისხამს, მიჯრით მოეფინა არე-მარეს ხმები დაირის და შაირისა: – შაჰინშაჰო აბასაო, დიდყურავ და თავგასაო, კურტუმა გაქ ბატისაო, ულვაშები კატისაო, შენნაირი სახედარი სადმე სხვაც თუ დადისაო, ღვინის გემო გაშინებს და სუნი ღორის მწვადისაო, დაგვასიე ელებიო – დავათალეთ ყელებიო, კახებს ნუ ეკვეხებიო, არ მაჰჭამო… ფეხებიო. თუკი შაჰებმა და აბასებმა, აღა-მაჰმადებმა და ხანებმა, სულთან-ხვანთქარებმა და ფაშებმა, ჯალალედდინებმა, ხაკანებმა, ჯერაც ვერ გაგვიგეს მუღამი და ჩვენი ვერ ისწავლეს დაფასება, იქნებ ბახტრიონმა შეახსენოთ - კახმა ფინთად იცის გაბრაზება. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 9:56 pm | |
|
ეს უკვე მარადიული ჯილაგის ყივილია. ლექსი მკითხველს ცხადად აგრძნობინებს,რომ ქართველი სულ სხვა მოდგმისა და ბედისწერისაა. რუსთველისა და ხანძთელის გენები მომავალშიც იტყვიან სათქმელს.
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Tue Sep 22, 2009 10:05 pm | |
| სულ ამის ფიქრი მაქვს ხოლმე ბატონო ვაჟა – რა ღირსები ვართ მეტი საღირიშვილისა, თუ ეს საოცარი კაცი ათასიდან ერთმაც არ ვიცით და სამაგიეროდ ჰოლივუდში ვინ ვის ლოგინში გადასრიალდა, არ გამოგვეპარება.
ეს ლექსი რო დავწერე, ყურში მეტის, გურგენისა და ნადირას დალოცვა ჩამესმოდა და ისეთი სულის სიმსუბუქე ვიგრძენი... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 67 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Wed Sep 23, 2009 11:00 am | |
| სწორედ მაგის განცდამ დამაწერინა ესა
სადღეგრძელო
(მათ, ვინც უცხოეთში მიიღო განათლება და ამიტომ ვაჟას წასაკითხად ვერ მოიცალა) უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია შექმნეს ლათინებმა, მაგრამ მათი ენა დღეს წამლის რეცეპტზეღა ცოცხლობს… ასევე დიდად გაისარჯნენ ეგვიპტელნი და დღეს მთელი სამყარო ტკბება მათი ნაღვაწით, ოღონდ - მათ გარეშე. ქალდი, შუმერი, ასირიელი, ქიცუვათნელი, ხათი და ხეთი, გასაოცარი მათი საქმენი ჩამოგითვალო რომელი ერთი… და ამ ხალხებმა ნუთუ იმისთვის გარდაიხადეს ცხარე ომები, დღეს მათ ნაოფლარს სუვენირებად რომ ასაღებდნენ უცხო ტომები. ქარტეხილს მხოლოდ ჩვენ გავუძელით, ნეტავ რა ნიჭით და მანქანებით, ახლა კი თითქო საჭე დავკარგეთ და თვითდინებით მივექანებით. *** გრიგოლ რობაქიძეს უთქვამს ქართულ ცეკვაზე – სხვა ასე ვერ იცეკვებს, რასსა არ ეყოფაო… გრიგოლ ორბელიანს კი, ილიას მიერ მის გასალანძღად შეთხზული ლექსი რომ წაუკითხავს, ცრემლი წასკდომია თურმე – მგონი პატრონი გამოუჩნდა საქართველოსო… ახლა კაკაროტი გურულებიც წარმოიდგინე ყანაში. მაღლით თაკარა მზეს უმკლავდებიან და დაბლით შეუპოვარ მიწასთან გაუმართავთ ფიცხელი ომი, თან ოთხ ხმაში არაკრაკებენ ნადურს. ვისაც გული ერჩის, ადგეს და კომფორტულ საკონცერტო დარბაზში გაიმეოროს იგივე. ჰოდა ვის გადავაბაროთ ეს ყველაფერი? ვისთვისაც ჯამაგირია მთავარი? ვისაც ექიდნურად ეღიმება შემთხვევით თვალწამოკრულ სტრიქონზე – ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენიაო… ან ვინც მხრებს აიჩეჩს ამის წაკითხვისას – პაწპაწინა ნიგვზის ტოტო, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასაო… ვისაც სულ არ ანაღვლებს, თუ რას განიცდიდა ერთი სამასთაგანი არაგველი, რომელმაც მშვენივრად უწყოდა, რომ უკანასკნელად დაუკოცნა თავის ბოკვერს ფუმფულა თათი, და ვისაც კრწანისამდე შემორჩა ტუჩზე შვლისთვალა ცოლის ცრემლის გემო. განა მას კი არ შეეძლო თავი ცოცხლად დაერჩინა და ასე თუ ისე მორგებოდა რეალობას. მაგრამ მას სწორედ ამნაირი საქართველოს მოტანა უნდოდა დღემდე… და ყველა შენი წინაპარი, ფარნავაზიდან ვიდრე შენამდე, ნუთუ ჭკუანაკლულობის გამო ირჯებოდა ასე… მავანთ მიაჩნიათ, რომ ერი, ისევე როგორც ყოველივე ცოცხალი, ბერდება და კვდება. ბუნებაში ამას გამართლება აქვს – დრომოჭმულმა ადგილი უნდა დაუთმოს ახალსა და უკეთესს. მაგრამ აქ ქართველს ერთი პატარა შენიშვნა გასჩენია, აი, ამ ანდაზის სახით –მგელი ისე არ დაბერდება, რომ თხამ ყურში ჩააცუოსო. იბერნი კი, იგივ გეორგიანი, მგლის მოდგმას ნიშნავს! და, გარდა იმისა, რომ სიცოცხლის უტეხი ჟინი გენით მოგვდგამს, და რომ არც ბაზალეთის ტბა დამშრალა და ალგეთიდანაც გაისმის გემრიელი წკმუტუნი, და ამაზე უარესი ნოკდაუნისთვისაც არაერთხელ გაგვიძლია, მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ჩვენი სათქმელი! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Wed Sep 23, 2009 12:16 pm | |
|
ძმაო კობა, ძალიან მტკივნეულ თემას ეხები და მართალი ხარ_ჩვენი ერი სხვა ვარსკვლავზეა გაჩენილი,სხვა ბედისწერისაა... წარმოუდგენელია იმ ქვეყნის მთლიანად მოსპობა,რომელსაც ჰყავს ხანძთელი, შოთა რუსთველი და ვაჟა_ფშაველა,ილია და გურამიშვილი,დავით აღმაშენებელი და ფარნავაზი და კიდევ რამდენი... ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ იმღერებს ჰამლეტ გონაშვილივით. მიხარია და მეამაყება,რომ ასე გტკივა საქართველო_ჩვენი მარადიული ჭრილობა და სალოცავი.
| |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Thu Sep 24, 2009 11:33 am | |
| ვუსმენდი თქვენს დიალოგს,ბატონო ვაჟა ,ბატონო კობა.. და... თვალზე კურცხალი მომადგაო-რომ იტყვიან ისე ვარ.. ძალიან ემოციური,ძალიან გულწრფელი ,ძალიან ქართული,ძალიან ''ჯიგრული ''საუბარია.ნაღდი კაცების საუბარი.აქ მხოლოდ ბიოლოგიურ ნიშანს არ ვდებ... ადამიანობაზე და ნიჭზე გემთხვიეთ... ბიჭებო -ასე გეტყით... თუ არ გამიბრაზდებით... ჯიგრები ხართ ბიჭებო!!!.... და არ უწერია ქართულ გენს და ჯიშს დამარცხება როცა ასეთი ''ბიჭები'' გვყავს... გენაცვალეთ-ბატონო ვაჟა და ბატონო კობა! ალბათ ვერცერთი ერის შვილი ვერ გაიგებს და იგრძნობს ამ დიალოგს,ისე,როგორც ქართველი... და... ახლა გვერდით ჩემი მეგობარი მიზის. ისკითხულობდა , დამიძახა და მომასმენინა ეს საუბარი .ის ძალიან ქართველი და ძალიან ვაჟკაცია.და გულით ზუსტად ჩემსავით ფიქრობს. მაგრამ... გონებით...მოდით,მის აზრებს მე გავახმოვანებ-რატომ გვგონია ქართველებს,რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვტკივა და გვიყვარს სამშობლო.იგივე რუსს,ამერიკელს ,აფრიკელს ზუსტად ისევე ტკივა და უყვარს,არც მეტით და არც ნაკლებით. არც ჩვენი ცაა ყველაზე ლურჯი და მოზამბიკელისთვისაც მისი ცის ნაგლეჯია ყველაზე ლურჯი და მის სამშობლოში მზე ყველაზე კაშკაშა. სანამ ქართველები არ შევიცვლით მენტალობაში ისტორიულ კომპლექსებს პატარა და დაჩაგრული ერის ..არაფერი გვეშველება. არც ყველაზე ცუდი ერი ვართ და არც ყველაზე კარგი,არც ყველზე უნიკალური. ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ,ნებისმიერი სხვა ერის ტოლი და სწორი.და არაფრით არც მეტი და არც ნაკლები. ბატონო მიხო,რა ვქნა ახლა?გულით ვეწინააღმდეგები, ჩემი მეგობრის აზრებს .მაგრამ გონებით.. მოკლედ მოდით ბატონო მიხო, ჩემს გვერდზე გავხსნათ თემა''რატომაა აქ ცა ყველაზე ლურჯი'' ან თქვენ მოიფიქრეთ რამე სათაური და ვისაუბროთ. ვიცი რომ ბატონი ვაჟა ,ბატონი კობაც ჩაერთვებიან.ამ თხოვნაზე უარს არ მეტყვიან  დ ძალიან მინდა ბატონი ვაჯას ერთი გვერდიდან ლიტგეზე ამ თემაზე კატო გვასალიას და მიშა რატიანის კომენტარი დავაკოპირო აქ ?შეიძლება? ჰამლეტი და მისი ოჯახი ჩემი უახლოესი ნათესავია,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. და გულით კი ვამბობ,რომ მასავით ვერავინ იმღებებს.. მაგრამ გონება მეუბნება რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება,სისულელეა და ნებისმიერ ერს ყავს თავისი''ჰამლეტი''. და მაინც ,მე ვფქირობ,რომ შეიძლება სხვა ერის შვილმა ჰამლეტზე უკეთესად იმღეროს,გაცილებით უკეთესად..,მაგრამ ჰამლეტივით ვერ იმღერებს... რა ხდება ქართულ ცნობიერებაში?????? ბატონო მიხო,რას ფიქრობთ თქვენ ? | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Thu Sep 24, 2009 1:01 pm | |
|
მეც ვიცი,რომ წყალი და მიწა ყველგან ერთნაირია;რომ სამშობლო ყველგან ოჯახიდან იწყება;რომ ყველგანაა კეთილისა და ბოროტის ჭიდილი,მაგრამ მაინც მგონია,რომ ქართველი ერი მაინც სხვა ვარსკვლავზეა დაბადებული_მიუხედავად იმისა,რომ სხვა ერებივით იტანჯება მარადიული პრობლემებით... ხომ შეიძლება,არ იყო სხვებზე მეტი,მაგრამ ბედით იყო განსხვავებული_თუ არა უცნაურ ბედისწერას,რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი,რომ უდიდესი ერები აღიგავა მიწის პირისაგან და ჩვენ მაინც ვარსებობთ?! და არც ის უნდა იყოს დიდი დანაშაული,რომ შენი მშობელი სხვაგვარად გეძვირფასებოდეს და აზვიადებდე მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიყვარულის მიზეზით. ... ძვირფასო ნინი,ის ადამიანი,რომელიც ასე ჭკვიანურად გვეკამათება,უაღრესად განათლებული ჩანს და დიდი გადასახედიდანაც უყურებს ქვეყანას და,თუ არ დამზარდები,ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცი,მერე ჰამლეტ გონაშვილის რომელიმე სიმღერის ფონზე წაუკითხე რაფიელ ერისთავის "სამშობლო ხევსურისა" და კიდევ გრიგოლ ორბელიანი გამახსენდა:"სხვა საქართველო სად არის..."
| |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Thu Sep 24, 2009 1:09 pm | |
| მე პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მიშა რატიანისა და კატო გვასალიას კომენტერების დაკოპირებისა. | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Thu Sep 24, 2009 3:36 pm | |
| ''ჰამლეტ გონაშვილის რომელიმე სიმღერის ფონზე წაუკითხე რაფიელ ერისთავის "სამშობლო ხევსურისა" და კიდევ გრიგოლ ''ორბელიანი გამახსენდა:"სხვა საქართველო სად არის'' ასეც მოვიქცევი. მადლობა ბაატონო ვაჟა .მე ვერ ვიპოვე პაუხი მისთვის.. თქვენ დამეხმარეთ. და ახლა მაქვს პასუხი.ეს თქვენი პასუხი,ყველაზე ზუსტი და მართალი... და ამას აღარ ჭირდება არანაირი პოლემიკა და კომენტარები ... მომიტევეთ თუ ოდნავ ავყევი ემოციას. უამრავი სითბო და გულითადი პატივისცემა.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...  | |
| |
|  | | | ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|