არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...

Go down 
+3
nel
ვაჟა ხორნაული
Admin
7 posters
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 01, 2009 12:31 pm

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... 3-6

ვაჟა ხორნაულის წიგნის თემა.
გაიხსნა იმიტომ, რომ ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...

Wink

აბა, შენ იცი, კაწალხეველო! - დაუხვდი შენებურადა აქ შამამსვლელ ხალხსა!

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... 4-2


Last edited by არჩანდა on Tue Jan 06, 2009 9:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 01, 2009 2:38 pm

არჩანდა wrote:
ვაჟა ხორნაულის წიგნის თემა.
გაიხსნა იმიტომ, რომ ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...



თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი საბედისწერო ნაკლი ისიცაა,რომ იგი,შორეულ წინაპართან შედარებით,ჭამს უზომოდ ბევრს.ამ შემთხვევაში იგი იმ სიბრძნესაა მოკლებული,რომელიც პოლ ბრეგთან ამგვარად გაისმის:"ნაკლებს ჭამ_ბევრს იცოცხლებ.ძლიერი ისაა,ვინც დაამარცხა საკუთარი მავნე ჩვევები."
ბევრი საჭმლის მონელებას ენერგიაც ბევრი სჭირდება,რომელიც აკლდება ტვინს და ადამიანი,არც მეტი და არც ნაკლები,ხდება გონებაჩლუნგი.
***
ჯანმრთელობის ათი მცნება
(პოლ ბრეგის მიხედვით)
1.პატივი მიაგე საკუთარ სხეულს,როგორც სიცოცხლის უდიდეს გამოვლინებას.
2.უარყავი ყოველგვარი არაბუნებრივი,უსიცოცხლო საკვები და აღმგზნები სასმელები.
3.სხეული ასაზრდოვე მხოლოდ ბუნებრივი,გადაუმუშავებელი,ცოცხალი პროდუქტებით.
4.ყოველთვის ერთგულად და უანგაროდ ემსახურე საკუთარ ჯანმრთელობას.
5.გაიჯანსაღე სხეული მოძრაობისა და დასვენების თანაზომიერი მონაცვლეობით.
6.განწმინდე უჯრედები,ქსოვილი და სისხლი სუფთა ჰაერითა და მზის სხივებით.
7.მოერიდე ყოველგვარ საკვებს,როცა შეუძლოდა ხარ,როცა გონება და სხეული არა გთხოვს საჭმელს.
8.შენი აზრები,სიტყვები და ემოციები უნდა იყოს წმინდა,მშვიდი და ამაღლებული.
9.ბუნების კანონების შესწავლით ცოდნა განუწყვეტლივ გაიმდიდრე,აქციე ეს შენი ცხოვრების დევიზად.სიხარულად აქციე შრომა.
10.დაემორჩილე ბუნების კანონებს.ჯანმრთელობა შენი უფლებაა.ისარგებლე ამ უფლებით.
***
როგორც გ.ს.შატალოვი წერს,"თანამედროვე ადამიანი ჭამს 10_ჯერ მეტს ნორმასთან შედარებით.
ოდესღაც,როდესაც ადამიანს საკუთარი თავი ბუნების განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა,სუფრა იყო ბუნებასავით ლამაზი და უბრალო.
დღევანდელი სუფრა დამძიმებულია ხელოვნური,რაფინირებული,მზის ენერგიასა და დედამიწის მადლს მოკლებული ნაირ-ნაირი საჭმელებით.ერთი სიტყვით,იგი მრავალფეროვანია.
ქართული სუფრა ხომ გამოირჩევა და გამოირჩევა ამ მრავალფეროვნებით.
ამ მრავალფეროვნებას აღტაცებაში მოჰყავს ათასობით უცხოელი სტუმარი და ჩვენც,რასაკვირველია,თავს ვიწონებთ ქართული სუფრით და,სიამაყის გრძნობით შეპყრობილნი,აკადემიასაც კი ვუწოდებთ მას!
როგორც გენადი მალახოვი წერს,ძველი ხალხებისათვის დამახასიათებელი იყო დღეში ორჯერ ჭამა.
სპარსელები,როგორც ჰეროდოტე გადმოგვცემს,კმაყოფილდებოდნენ ერთხელ ჭამით დღეების განმავლობაში,რაც ამჟამადაც დამახასიათებელია ზოგიერთი ველური ხალხისათვის.
სოკრატე ბარბაროსებად მოიხსენიებდა მათ,ვინც დღეში ორჯერ ჭამით კმაყოფილდებოდა.
შუა საუკუნეებამდე დღეში ორჯერადი კვება ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.
***
როგორც აფორიზმები:
---------------------------
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,გურმანები_ორჯერ,ავადმყოფები_სამჯერ.
...
დღეში სამჯერ ჭამა ადამიანს ნაადრევად აბერებს და აუძლურებს.
...
ცხოველები ერთმანეთში არასოდეს ურევენ სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს.
***
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nel

nel


Female
Number of posts : 135
Age : 61
Registration date : 21.11.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 01, 2009 6:14 pm

საინტერესო თემაა, ეს ადრეც ვთქვი, სიამოვნებით ვიქნები ამ თემის ხშირი სტუმარი
Back to top Go down
http://www.kibe.ge
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 01, 2009 6:39 pm

nel wrote:
საინტერესო თემაა, ეს ადრეც ვთქვი, სიამოვნებით ვიქნები ამ თემის ხშირი სტუმარი


გილოცავთ ახალ წელს!
ძალიან გაგვიხარდება,
თუ ამ საუბარში მიიღებთ მონაწილეობას.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nel

nel


Female
Number of posts : 135
Age : 61
Registration date : 21.11.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 01, 2009 8:42 pm

Vaja Xornauli wrote:
nel wrote:
საინტერესო თემაა, ეს ადრეც ვთქვი, სიამოვნებით ვიქნები ამ თემის ხშირი სტუმარი


გილოცავთ ახალ წელს!
ძალიან გაგვიხარდება,
თუ ამ საუბარში მიიღებთ მონაწილეობას.

ჯერჯერობით მკითხველის როლში ვიქნები....თუმცა ვიცი, რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული უნდა მიიღოს, ჭამოს ზომიერად, და რეჟიმით...სწორი კვების რეჟიმმა პირადად დედაჩემს მოწესრიგა არტერიული წნევა და აღარ მაშინებს უკვე მისი დიაბეტიც.
Back to top Go down
http://www.kibe.ge
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyFri Jan 02, 2009 12:16 pm


ეს თემა შაირ-კაფიების კუნძულზეც შეიჭრა.იქ,რა თქმა უნდა,იუმორი დუღს და გადმოდუღს,ხოლო ამ იუმორმა ბევრი გაკენწლა,მათ შორის_დანიელ წინასწარმეტყველიც(ნინო დარბაისელის კაფიაში).სიტყვამ მოიტანა და,ალბათ,უპრიანი იქნება,თუ
სწორედ დანიელ წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან მოვიხმობთ ერთ მაგალითს,რომელიც კვების საკითხთანაა დაკავშირებული_იქნებ ამ ფაქტმა მაინც გამოაფხიზლოს ის ადამიანები,რომელთა დროშასაც ხინკალი და ტორტი ახატია...


***
დანიელ წინასწარმეტყველი,თავის მეგობრებთან ერთად,ბაბილონელთა ტყვეობაში აღმოჩნდა.ბაბილონელებისათვის,ალბათ,ერთდროულად მოულოდნელი და საოცარი აღმოჩნდებოდა დანიელ წინასწარმეტყველის სათხოვარი_საჭმელები მოსეს კანონების მიხედვით მიეწოდებინათ:"ათი დღის განმავლობაში შენი მორჩილნი გამოგვცადე,საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად წყალი.მერე ერთმანეთს შეადარე სახეები ჩვენი და იმ ყმაწვილებისა,სამეფო ულუფას რომ შეექცევიან;მერე კი,როგორც გენებოთ,ისე მოგვექეცი მორჩილთ."
ოთხი ღირსეული ებრაელი ათი დღის განმავლობაში უწმინდური საჭმლისა და ღვინისაგან თავის შეკავების შემდეგ ისე გაიფურჩქნა,რომ უფრო ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ,ვიდრე სამეფო ულუფით ნასაზრდოები ყმაწვილები.
ეს იყო დანიელ წინასწარმეტყველის პირველი გამარჯვება მის პოლიტიკურ კარიერაში,რამაც იგი ორი სამეფოს ყველაზე პრივილეგირებულ
მრჩევლად აქცია.
მართალია,დანიელ წინასწარმეტყველის მოთხოვნილება ამ შემთხვევაში მოსეს დიეტის კანონზეა დაფუძნებული,მაგრამ ისაც ჭეშმარიტებაა,რომ ბიბლია კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება მოსემდე დიდი ხნით ადრე_კერძოდ მაშინ,როდესაც სამოთხეში ევასა და ადამის წინაშე სუფრაა გაშლილი.უფალმა უთხრა მათ:"აჰა,მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი,მთესველი თესლისა,რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე,და ყოველი ნაყოფიერი ხე.ეს იყოს თქვენი საზრდო."
(გაგრძელება იქნება)


Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySat Jan 03, 2009 11:24 am




ამაო აღმოჩნდა დანიელ წინასწარმეტყველის საოცარი მაგალითი ურწმუნოთათვის.
ცივილიზაციისა და ტექნიკური პროგრესის მომძლავრების ხანაში,როგორც ბევრი რამ,ბუნებრიობის თავდაპირველი ნიშნით აღბეჭდილი,ხილი და ბოსტნეულიც მიეცა დავიწყებას,ხოლო ხილ-ბოსტნეულის მწვანე ღვთაების ღალატისათვის კაცობრიობა ისე დასნეულდა,რომ მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა ამ მწარე სინამდვილის ნაცრისფერ ფონზე მაინც არსებობს ლამაზი პარადოქსი,რომელიც ერთნაირად ახარებს ღმერთსა და ბუნების ერთგულ ადამიანს.ეს პარადოქსი დაკავშირებულია ხუნძებთან.
ხუნძები მცირერიცხოვანი ხალხია(სულ 5000 ადამიანი)და,საერთოდ,არ იცის,რა არის ავადმყოფობა.
ხუნძები აღმოაჩინა უნიჭიერესმა სამხედრო ექიმმა მაკ-კარისონმა ქაშმირის სამხრეთის სასაზღვრო მიდამოებში(ინდოეთი).
მაკ-კარისონი გააოცა ხუნძების კეთილაღნაგობამ და შრომისმოყვარეობამ;მან ვერც ერთი ავადმყოფი ვერ ნახა ხუნძებს შორის.
მთიან მხარეში,სადაც ხუნძები მოსახლეობენ,ნაყოფიერი ნიადაგის დიდი სიმცირეა და მიწის თითოეული მტკაველი დაკავებულია ხილითა და ბოსტნეულით.ხუნძებს არ გააჩნიათ ცხოველური თუ მცენარეული ზეთები.
ხუნძებისათვის 100_200 კილომეტრის გავლა იგივეა,რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის პატარა გასეირნება საკუთარი სახლის მახლობლად.
განსაკუთრებულია ხუნძების ხასიათი:არასოდეს ჩხუბობენ,არასოდეს ბრაზდებიან,უცხოა მათთვის ჩივილი და ნერვიულობა,არასოდეს ამჟღავნებენ მოუთმენლობას.
ხუნძები საოცრად ხალისიანები არიან,სულ სიცილით უბრწყინავთ სახეები_მაშინაც კი,როდესაც შიმშილის ჟამი დაუდგებათ,ან მათი ქვის სახლები სუსხიან ამინდში არიან გახვეულნი.
ხუნძები,როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად,საოცრად ჯანმრთელები არიან და მათ ჰარმონიულ ჯანმრთელობას ერთადერთი წყარო გააჩნია_ეს არის ბუნებრივი საკვები,განსაკუთრებით ხილი და ბოსტნეული.
ხუნძების მაგალითზე,რა თქმა უნდა,კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ბიბლიის სიბრძნე:"იკვებეთ ყველაფრით,რაც უფლის სუფრაზეა..."
ხუნძების ცხოვრების თავისებურება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს,რომ "ჩვენი შორეული წინაპრები თავდაპირველად იყვნენ ხილის მჭამელნი.ისინი არ ჭამდნენ ხორცს და მარცვლეულსაც კი;არ ჭამდნენ ყლორტებს,ფოთოლსა და ბალახეულს.ისინი ძირითადად ხილით საზრდოობდნენ"(ალან უოკერი).
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySun Jan 04, 2009 9:59 am




"ჭამე ცოტა და დროულად!"
ამ ჭეშმარიტებისათვის ზურგის შექცევა ჯანმრთელობისა რღვევისა და ცხოვრების შუა გზაზე წამოწეული სიბერის საწინდარია.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა_კაცობრიობის 97%_ჭამს არადროულად და თანაც_ბევრს;ხოლო თუ იმგარემოებასაც გავითვალისწინებთ,რომ მისი საკვები ძირითადად არაბუნებრივი და რაფინირებულია,აღარ უნდა გაგვიკვირდეს ამგვარი სინამდვილე:ჯანმრთელი ადამიანის პოვნა ისევე ძნელია,როგორც ნემსის აღმოჩენა ბნელ გამოქვაბულში.
არადა,როგორ ალამაზებს სამყაროს,როგორ ახარებს ზეციერის გულსა და გონებას სულიერი და ფიზიკური მშვენიერებით შემკული პიროვნება!
თუ მავანი 80 ან 90 წლისა აღესრულა,ლამის ოვაციებით გავაცილოთ იმ ქვეყანაში,თან ერთმანეთსაც გულწრფელად ვლოცავთ_ღმერთმა ქნას,ჩვენც ამდენ ხანს ვიცოცხლოთო.ერთი სიტყვით გვიხარია და გვეამაყება,ჩვენგან წასულმა "დიდხანს" იცოცხლა!მაგრამ ასე როდი ფიქრობენ პელაზგები(ძველი ბერძნები)_მათი აზრით,80 წლის ადამიანის გარდაცვალება სხვა არაფერია,თუ არა_სიკვდილი აკვანში!
სიკვდილი აკვანში...
აკვანში გარდაცვლილი,წუთისოფლის სევდიანი მშვენიერების ვერშემცნობელი,ხორციელად დამძიმებული და სულიერად გაპარტახებული ადამიანებით სავსეა ქვეყანა.
***
ძველი ბერძნები და რომაელები ჭამდნენ დღეში ერთხელ და,ამასთანავე,შიმშილობდნენ ყოველკვირეულად ერთ დღეს.
ებრაელები,მოსე წინასწარმეტყველის დროიდან მოყოლებული ქრისტემდე,ჭამდნენ დღეში ერთხელ და ზოგჯერ დამატებით ღებულობდნენ ხილს.
ბუნების მარადიულ კანონებს ეხმიანება სიბრძნე მე_16 საუკუნისა:"ადექი დილით,ექვს საათზე,ისადილე შუადღისას,ივახშმე საღამოს ექვს საათზე,დაწექი ათზე."
ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ინგლისში საკვებს პირველად შუადღისას ღებულობდნენ.საუზმის "დაბადება" _საჭმლის მეორედ მიღება დაკავშირებულია მანდილოსნებთან,რომელთაც ძალიან სიამოვნებდათ ცხელი შოკოლადის მიღება...საწოლში.
***
კვების თანამედროვე მეცნიერების შემქმნელის_ჰერბერტ შელტონის აზრით,"უმჯობესია,საერთოდ,არაფერი შევჭამოთ დღის საათებში.უკიდურეს შემთხვევაში დღის ამ მონაკვეთში უნდა დავკმაყოფილდეთ ერთი ატმით,ან_უშაქრო გრეიფურტით.შუადღის მენიუ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი,ხოლო ვახშამს წინ უნდა უსწრებდეს დიდი მუშაობისა და მცირე დასვენების პერიოდი."
ჰერბერტ შელტონის აზრით,დღეში სამჯერ ჭამა ადამიანს ნაადრევად აბერებს და აუძლურებს.
***
კვების პრობლემებზე მსჯელობისას ბრწყინვალე ფაქტებს იშველიებს გენადი მალახოვი:ჭეშმარიტი წმინდანები,ბიბლიაში მოხსენიებული პატრიარქები დღეში 1_2 ჯერ იკვებებოდნენ და ას წელზე მეტ ხანს ცოცხლობდნენ.განსაცვიფრებელია მაგალითი სვიმეონ მესვეტისა_იგი კვირაში ერთხელ თუ წაიხემსებდა,ხოლო მისი საკვები იყო ბუნებრივი,ძალიან მცირე და მსუბუქი.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyMon Jan 05, 2009 11:07 am





***
თანამედროვე ადამიანმა არ იცის,თუ "რომელი კვებითი პროდუქტების მიღება შეიძლება ერთ იჯრაზე და რომლისა არა"(ჰერბერტ შელტონი).
სხვადასხვა საკვების სწორ შეხამებებზე დიდადაა დამოკიდებული ჯანმრთელობა.
სამწუხარო ფაქტია:ფრინველები და ცხოველები უფრო იცავენ სხვადასხვა საკვების შეხამების პრინციპებს,ვიდრე ადამიანი.
როგორც მთელს ევროპაში სახელგანთქმული დიეტოლოგი,სწორი კვების ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი(ვისი წიგნებიც მრავალ ქვეყანაში მილიონობითაა გავრცელებული)მიშელ მონტინიაკი წერს,ცხოველები ერთმანეთში არასოდეს ურევენ სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს.ფრინველები დღის ერთ დროს ჭამენ ჭიებსა და მწერებს,ხოლო სხვა დროს კენკავენ მარცვლეულს.
ფრანგი დიეტოლოგი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო,რომ ადამიანია ერთადერთი არსება,რომელიც შეხამების პრინციპებს არ იცავს და ამ მწარე შეცდომის შედეგი სახეზეა:შერყეული ჯანმრთელობა და ხანმოკლე სიცოცხლე.
ჰერბერტ შელტონთან ვკითხულობთ:"ციყვი კაკალთან ერთად არც ერთ სხვა საკვებს არ ღებულობს.შემჩნეულია,რომ ფრინველები მწერებს ჭამენ დღის ერთ დროს,ხოლო მარცვალს_სხვა დროს.არც ერთ ცხოველს ბუნებრივ პირობებში არა აქვს საკვების ისეთი მრავალფეროვნება,როგორც ცივილიზებულ ადამიანს.პირველყოფილ ადამიანს არ ჰქონდა მრავალნაირი საკვების მიღების საშუალება ერთ იჯრაზე.ის ჭამდა უბრალოდ,როგორც ცხოველი.
და ესც,ხოველივით უბრალოდ მჭამელი,ადამიანი იყო საოცრად ჯანმრთელი და ცოცხლობდა უფრო დიდხანს,ვიდრე ამჟამინდელი კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა.ამ უმრავლესობამ,რომელიც საკუთარ შეცდომათა მიზეზით დაშორდა დედა_ბუნებას და წმინდა,ტექნიკური პროგრესისგან აუმღვრეველი სათავეები დაივიწყა,იმავე დედა_ბუნებისაგან მძიმე სასჯელი დაიმსახურა და მოიმკო ის,რაც რაც დათესა საკუთარ არსებაში_უფლისაგან ბოძებულ ჭურჭელში:მრავალი ავადმყოფობა.
ბუნებისმიერი სიბრძნეების დავიწყების შედეგად დასნეულებულ მილიონებს,თითქოს ეს არა ყოფილიყო საკმარისი მისი ტანჯვისათვის,ახალი ჭირი დაემატა_მედიკამენტოზური მკურნალობა...

კაცობრიობის დაუძინებელი მტრები არიან არასწორი კვება და მედიკამენტოზური მკურნალობა.

(gagrZeleba iqneba)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyTue Jan 06, 2009 10:20 am



გვაფრთხილებენ და გვირჩევენ
--------------------------------------

მაია გოგულანი:
-- -- --
შეუთავსებელი პროდუქტები კუჭში ერთად ხდებიან მომწამვლელნი.
...
თუ ერთად შეჭამთ ხორცს,პურსა და ხილს,კუჭში იწყება დუღილი,წარმოიქმნება ალკოჰოლი,ძმრის მჟავა და სხვა,არასასურველი ნივთიერებანი.
...
ხილი არაფერს შეეხამება.

...
ვისაც უყვარს ხილისა და ბოსტნეულის ახალი წვენები,ბოსტნეულისა და ხილის ნედლი სალათები,იგი დიდი ხნით შეინარჩუნებს ჯანმრთელობას.

...
ნედლი,დაუმუშავებელი საკვები(ხილი და ბოსტნეული)და ყოველკვირეული 24-36 საათიანი შიმშილობა_ესაა საუკეთესო საშუალება ნებისმიერი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისა.

...
თუ თქვენ ერთად ჭამთ ცილასა და სახამებელს_ე.ი.ხორცს კარტოფილით,თევზს ბრინჯით,ქათმის ხორცს ვერმიშელით,ქაშაყს ან ყველს პურით,კვერცხს "გრენკით"(ნაფიცხარი პური) და ა.შ._მაშინ სასაცილოა,იოცნებოთ ჯანმრთელობაზე,მშვენიერ,ჩამოსხმულ ცხეულზე,ძლიერ სასიცოცხლო ენერგიაზე.

...ბოსტნეული შეეხამება ყველა პროდუქტს,გარდა ხილისა.
...
ჯანმრთელობის კანონი ასეთია:საკვები კუჭში უნდა იმყოფებოდეს არა უმეტეს 3 საათისა,ხრწნის,დუღილისა და ტოქსინების წარმოშობის გარეშე.

...
მოხარშულ საკვებთან შედარებით მწვანილი და ბოსტნეული ნედლი სახით სამჯერ მეტი უნდა იყოს.

...
თუ გსურთ,ჭამოთ კარტოფილი,ბრინჯი,ყველი_ჭამეთ ერთ-ერთი მათგანი(ერთ ჯერზე) მწვანილთან,ხახვთან,კომბოსტოსთან,ნედლი ბოსტნეულის სალათებთან ერთად.

...
ბუნების კანონთა უარყოფა არ შეიძლება,მათი დარღვევა ყოველთვის საწინდარია კატასტროფისა,რაშიც მძიმე და განუკურნებელი ავადმყოფობა იგულისხმება.

...
ყველამ,ვინც ჯანმრთელობით სუსტია და სიმსუქნით იტანჯება,განუწყვეტლივ უნდა იმარხულოს დილის საათებში.10-11 საათამდე არ უნდა ჭამოს არაფერი;შეიძლება,დალიოს ბალახეულის ნაყენი.

...
ბოსტნეული,წვრილად დაჭრილი და ნაირ-ნაირ სალათებად ქცეული,დამზადებული კარაქით ან საკუთარი წვენით,ან კიდევ ვაშლის ძმრითა და ლიმონის წვენით,ყველა ხილი,კენკროვანი,მზეწსუმზირა და კაკალი_ესაა საკვები,ღმერთების საკადრისი.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 07, 2009 9:48 am



გენადი მალახოვი:
---------------------------

...
ღამით ჭამა იწვევს სისხლში სიბლანტის მომატებას.

...
თანამედროვე საკვები სისხლს ამძიმებს სახამებლითა და ცილებით.

...
უნდა მივიღოთ იმდენი საკვები,რამდენიც საჭირო და აუცილებელია უჯრედებისათვის.

...
საჭმლის დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000_1500 გრამს.

...
განსაკუთრებით საშიშია არაბუნებრივი,რაფინირებული საკვები.ზედმეტი ჭამისას ხდება ორგანიზმის წალეკვა;მიღებული საჭმელი იმდენად ბევრია,რომ თავზე საყრელად აქვთ პარაზიტებსაც,რომლებიც სისხლსა და ლიმფაში არსებობენ.ლორწოს დიდი რაოდენობა ორგანიზმში მათთვის საუცხოო ნიადაგია გასამრავლებლად,ხოლო ლორწო შედეგია არასწორი კვებისა.

...
თუ ადამიანი არ ჭამს ექვსი საათის შემდეგ,მაშინ მისი ორგანიზმი თვითონ იწმინდება და მატულობს სასიცოცხლო ენერგია.ასეთი ადამიანის ორგანიზმი ღამით ისვენებს და ხდება მისი ძალების სრული აღდგენა.
(

(gagrZeleba iqneba)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 08, 2009 9:58 am




ანატოლი მალოვიჩკო:
-- -- --
...
ჭამის დაწყებამდე 15 წუთით ადრე არაფერი არ უნდა დალიოთ.შეიძლება ჭამისას შესვათ ცოტა თბილი წყალი პატარა ყლუპებით.

...
პირველი სითხე ჭამის მერე უნდა მიიღოთ 30 წუთის,სახამებლიანი საკვების მერე 2 საათის,ხოლო ცილებიანი საჭმელის მერე 4 საათის შემდეგ;თუ მეტის მოთმენა აღარ შეგიძლიათ,შესვით ჭიქის მეოთხედი.

...
მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა ჭამოთ.

...
უნდა მიიღოთ ახლად დამზადებული საკვები.თქვენ უნდა ელოდეთ საჭმელს და არა_პირიქით.

...
გახსოვდეთ აღმოსავლური სიბრძნე:"საჭმლის მონელების დარღვევა_ყველა დაავადების დედაა."

...
ცუდი განწყობილების დროს მიღებული საჭმელი არ მოინელება.ოჯახებში,სადაც მგიდასთან ჩხუბობენ,ჭამის დროს საკვებში ერევა საწამლავი,რომლის მოქმედბაც მრავალდღიანია.საჭმლის მონელებაზე იგი უფრო ცუდად მოქმედებს,ვიდრე საწამლავი და ტოქსინები.

...
ნაადრევი საუზმე ენერგიის წამრთმეველია.

...
უბჯობესია,შებრაწოთ ვიდრე შეწვათ.

...
არასასურველია საჭმლის გათბობა,განსაკუთრებით ფუჭდება კარტოფილი;თუ აუცილებელია,გაათბეთ საჭმელი წყლისა და ცხიმის დამატების გარეშე;უკეთესია,გათბეს მოურევლად,"წყლის აბაზანით."

...
შეუთავსებელ საკვებთა შეხამება იწვევს სისხლის აციდოზს.

...
კანი ცუდი სუნით,გამონაყარით,მუწუწკებით,ფერიმჭამელებით იმაზე მიგვანიშნებს,რომ ორგანიზმი გადატვირთულია ზედმეტი საკვებით.
ხორცის მოყვარულისთვის დამახასიათებელია ცუდი სუნი ფეხებზე.
ვინც სახამებელს მიირთმევს შაქრითა და ცხიმებით,მას გამოაყრის მუწუკებს და ფერიმჭამელებს(სახეზე,ზურგზე,გვერდებზე,ფეხებზე,მხრებზე,დუნდულებზე).

...
საკვები პროდუქტების არასწორი შეხამების შწედეგია ძირმაგარა.

...
კუჭის შეკრულობის გამომწვევი პროდუქტებია:ხორცი(ყველა სახეობა),შოკოლადი,კაკაო,ტკბილეული,შაქარი(თეთრი),ძროხის რძე,კვერცხი,თეთრი პური,ღვეზელი და ა.შ.

(gagrZeleba iqneba)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyTue Jan 13, 2009 12:19 pm



პოლ ბრეგი
--------------
ბევრი საკვების მოსანელებლად საჭიროა ბევრი ენერგია,რომელიც აკლდება ტვინს,რის შედეგადაც ადამიანი ხდება გონებაჩლუნგი.

***
მხოლოდ ხილ-ბოსტნეული რომ ეჭამა და ზედაც ნიგვზეული ეყოლებინა,ადამიანი დღეგრძელი და ჯანმრთელობით გალაღებული იქნებოდა.

***
ბუნებრივი საკვები ჯანმრთელობის წყაროა.

***
საჭმელში იხმარეთ მცენარეული ზეთი,რომელიც მომზადების პროცესში არ გაცხელებულა.

***
მე საუზმეს არ გეახლებით!შუადღისას პირველად ვჭამ ახალ და მოხარშულ ხილს:გარგარს,შავ ქლიავს,ვაშლს.

...
მილიონებისათვის ღიპიანი,ღაბაბჩამოგრძელებული და ლოყებღაჟღაჟა ადამიანია ჯანმრთელობისა და კარგი,უზრუნველი ცხოვრების სიმბოლო.
მილიონებისათვის დღეში ორჯერ ჭამა (ერთხელ ჭამაზე რომ არაფერი ვთქვათ) ტრაგედიაა,ხოლო მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ღრეობა_ნეტარება,კულტურა,რაინდობა.
მილიონებისათვის ხილისა და ბოსტნეულის მოყვარული ადამიანი ძროხა და კურდღელია,ხოლო ერთი გოჭისა და ორმოცი ხინკლის შემჭმელი კაცია კაცური,ვაჟკაცად და რაინდად მიჩნეული.
მილიონები მაშინ იძინებენ,როცა გაღვიძების ჟამია და მაშინ ჭამენ,როდესაც საკვების მიღება ჯანმრთელობის მკვლელობის ტოლფასია...
მილიონებით დანა-ჩანგლით ითხრიან სამარეს!

წარწერა ნებისმიერ ბუნებრივ მენიუზე
--------------------------------------------------------
1.ჭამე ცოტა და დროულად.
2.საკვები უნდა იყოს აუცილებლად ბუნებრივი.
3.ერთ ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობა უნდა თავსდებოდეს ხელისგულების შეერთებით მიღებულ "თეფშზე".
4.დაიცავი შეხამების წესები.

ადამიანის და მცენარის ნათესაობა
--------------------------------------------------
ადამიანი სამყაროს ნაწილია,უსასრულობის წვეთი და ფოთოლია.
სამყარო სახლია უფლისა და ადამიანი,თუ ეშმაკის ბადეში არაა გახვეული,ამ სახლით ხარობს,მთელი არსებით მას ეკუთვნის,სიცოცხლითა თუ სიკვდილით მასთანაა დაკავშირებული,მაგრამ მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი,ახლობელი და მშობლიურია ერთი ადგილი;სულ სხვაგვარად განიცდის იგი ამ ადგილის ჩრდილსა და სინათლეს,სითბოსა და სიცივეს,ხმებსა და ფერებს.ეს ის ადგილია,სადაც დაიბადა და გაიზარდა,სადაც მისი წინაპრის სამარეა;სადაც ღმერთმა პირველად ჩაახედა დედისა და ყვავილის თვალებში;სადაც პირველად იხილა ასე ნაცნობი და შეუცნობელი საოცრება_მნათობების გამოჩენა და გაუჩინარება სივრცეში...ეს ადგილი მისთვის წმიდათაწმიდაა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჯერა და უხარია,რომ სწორედ აქედან,მისი დაბადების ადგილიდან,იწყება სამყარო;რომ სწორედ აქ,ამ ადგილზე,ახარა უფალმა პირველი ნერგი,მიწის ბზარში აქ გამოაჩინა პირველი წყარო და პირველი ყვავილი.
ადამიანმა კარგად იცის,რომ ჰაერი,მიწა და წყალი თითქმის ერთნაირია ყველგან,მაგრამ მისთვის სულ სხვა გემო აქვს მშობლიური ადგილის წყალსა და ჰაერს,თაფლსა და ხილს.
შეგვიძლია,წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი:იტალიაში დიდი ხნის წინათ გადასახლებული ესპანელი იტალიის ერთ-ერთ ბაზარში შევიდა,ერთ-ერთ დახლთან ესპანელი გლეხი იხილა,რომლის წინაც ვაშლის პატარა პირამიდა მონატრებული ქვეყნის სითბოს ასხივებდა."გაიტიალებულმა" ესპანელმა შეიძინა ნაყოფი იმ მიწისა,რასაც მისი სამშობლო ჰქვია...
მკითხველი იმასაც დაინახავს,როგორ დაიგემოვნებს ესპანელი ვაშლს(სიტყვა "შეჭამს"ამ სიტუაციაში არ გამოგვადგება);იმასაც იგრძნობს,რომ ფრთხილ,თითქოს მოკრძალებულ ჩაკბეჩაში კიდევ რაღაც _ამბორის მაგვარი_იქნება გარეული;მკითხველს არც ის გაუკვირდება,ესპანელის თვალებს ცრემლი თუ დანამავს...რამდენი ხანია,თვალებზე ცრემლი აღარ მოსდგომია_ამ ერთმა ვაშლმა რა დღეში ჩააგდო!
თვალცრემლიან ესპანელს მეორე,პაწაწინა ლუკმისათვის არა სცალია,ის ახლა აქ არაა,სამშობლოშია,საკუთარ სოფელშია და აყვავებული ვაშლების სურნელებით გაჟღენთილ სინათლეში ბავშვად ქცეული თამაშობს ესპანელ ბავშვებთან ერთად...
გენების საიდუმლო მარტო ადამიანში როდია_ის მცენარეშიცაა.ერთი ადგილის მცენარე და ადამიანი შინაგანად სულ სხვაგვარად გრძნობენ ერთმანეთს,ერთმანეთისათვის უფრო ახლობელნი არიან.ეს ბუნების მარადიული და ღვთიური საიდუმლოა,რომელმაც ჰიპოკრატეს 2400 წლის წინათ ათქმევინა:"თუ ადამიანი საკვებად იმ მხარის მცენარეულს გამოიყენებს,სადაც ცხოვრობს,ეს იქნება საუკეთესო საწინდარი იმსა,რომ ორგანიზმი მიიღებს მისთვის აუცილებელ მინერალებს".


Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 14, 2009 10:06 am



იკვებეთ იმით,რაც უფლის სუფრაზეა
-------------------------------------------
ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ბრძენკაცები ყველას ურჩევდნენ,რომ საკვები მიეღოთ მხოლოდ და მხოლოდ სეზონის მიხედვით.
ყოველთვის ასე იყო:
იმ ბრძენკაცების აზრს ათასში ერთი თუ გაითავისებდა...
არათუ ბრძენკაცებს,იესო ქრისტესაც ცოტა ჰყავდა გამგები;ხოლო იესო ამას ქადაგებდა:
"იკვებეთ იმით,რაც უფლის სუფრაზეა_ხეთა ნაყოფით,მარცვლეულითა და სასარგებლო ბალახეულით,რძითა და თაფლით.ყველა სხვა საკვები ეშმაკისეულია,რასაც ადამიანი მიჰყავს ცოდვისაკენ,ავადმყოფობისაკენ,სიკვდილისაკენ!ხოლო ის მარგებელი საკვები.რაც უფლის სუფრაზეა,თქვენს სხეულს ანიჭებს ძალასა და ახალგაზრდობას და ავადმყოფობა ვერ შეგეხებათ.
მათუსალა უფლის სუფრაზე არსებული საკვებით საზრდოობდა და,თუ თქვენც ასე მოიქცევით,ღმერთი დიდხანს გაცოცხლებთ ქვეყანაზე.
მაისის დასაწყისიდან ჭამეთ ჭვავი,ივნისის განმავლობაში_ხორბალი,ყველაზე გავრცელებული მარცვლეულთა შორის.
თქვენი ყოველდღიური პური უნდა დაამზადოთ ხორბლისაგან,რომ ღმერთმა იზრუნოს თქვენი სხეულისათვის.
ივლისის თვეში იკვებეთ მჟავე ხილით,რომ თქვენი სხეული გახდეს და იქიდან სატანა განიდევნოს.
თქვენ უნდა ჭამოთ ლეღვი,წვენით მდიდარი აგვისტოს თვეში,ხოლო ყურძნის წვენი მიირთვით სექტემბერში.
ოქტომბერში მიირთვით ყურძნის ტკბილი ჩამიჩი,მზის ანგელოზისაგან გამომშრალი;იგი თქვენს სხეულს გაამაგრებს,რამეთუ მასში უფლის ანგელოზები ბინადრობენ.
რაც შეეხება ბალახეულს,მიიღეთ იგი დეკემბრის თვეში,რომ თქვენი სისხლი განიწმინდოს თქვენეული ცოდვებისაგან.
დეკემბერშივე მიიღეთ ცხოველური რძე,ვინაიდან ღმერთს მინდვრებზე იმისათვის ამოჰყავს ბალახი რძის მომცემი ყველა ცხოველისათვის,რომ ადამიანის საკვები შეავსონ რძით.
იანვრის თვეში,როცა მანამდე მოწეული საკვებიდან ზედმეტი ნაწილი მოგრჩებათ,მზის ანგელოზს მიეცით ნება,რომ გამოაშროს.იკვებეთ იმით და მასთან ერთად ნუშის მარცვლებით დანარჩენი თვეების განმავლობაში,სანამ ხეები კვლავ მოისხამენ ნაყოფს.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ნეტარნი არიან ისინი,რომელნიც მხოლოდ იმ საზრდოთი იკვებებიან,რაც უფლის სუფრაზეა,და სატანისეულ საძაგლობას ერიდებიან".

(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 14, 2009 1:22 pm

ვაჟა, იქ სადაც სახარების სიტყვები მოგყავს, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რომელი სახარებაა, თავი, პარაგრაფი და ა. შ.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 14, 2009 6:22 pm

არგანი wrote:
ვაჟა, იქ სადაც სახარების სიტყვები მოგყავს, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული რომელი სახარებაა, თავი, პარაგრაფი და ა. შ.





მართალი ხარ,მაგრამ მე ვეყრდნობოდი ნატუროპათის(თუ ზუსტად მახსოვს_მაია გოგულანის) წიგნს,სადაც ეს არ ყოიფილა მითითებული...
კარგი იქნება,თუ მალ-მალე გიხილავთ ამ თემაზე_ერთი ადამიანის გამოხსნაც კი თათქარიძეობის ჯოჯოხეთიდან დიდი ბედნიერება იქნებოდა,ღმერთსაც გავახარებდით.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 14, 2009 6:49 pm

რაღაც ეჭვი შემეპარა ციტირების სიზუსტეში (შეიძლება ვცდები), ამიტომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი.
რაც შეეხება კითხვას, სისტემატიურად ვეცნობი თქვენი წიგნის ნაწყვეტებს, თუმცა პრინციპულად არ ვიზიარებ პოლ ბრეგის და სხვათა აზრებს.
ნატუროპათიის (ისევე როგორც იოგების)თეორიულ საფუძველში მე გარკვეულ იდეოლოგიას ვხედავ, რასაც ბუნებრივია ვეწინააღმდეგები.
ისე კი, ვცდილობ ავერიდო კამათს ამ საკითხებზე .
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyWed Jan 14, 2009 7:03 pm

არგანი wrote:
რაღაც ეჭვი შემეპარა ციტირების სიზუსტეში (შეიძლება ვცდები), ამიტომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი.
რაც შეეხება კითხვას, სისტემატიურად ვეცნობი თქვენი წიგნის ნაწყვეტებს, თუმცა პრინციპულად არ ვიზიარებ პოლ ბრეგის და სხვათა აზრებს.
ნატუროპათიის (ისევე როგორც იოგების)თეორიულ საფუძველში მე გარკვეულ იდეოლოგიას ვხედავ, რასაც ბუნებრივია ვეწინააღმდეგები.
ისე კი, ვცდილობ ავერიდო კამათს ამ საკითხებზე .





პოლ ბრეგსაც,მაია გოგულანსაც,განსაკუთრებით კი_გენადი მალახოვსა და ანატოლი მალოვიჩკოს ერთადერთი იდეოლოგია ამოძრავებთ,ესაა:ადამიანი გამოიხსნან სატანური ცხოვრების გარემოდან და ბუნების კალთას დაუბრუნონ.მე ამ ლიტერატურაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ...ეს,მართლაც,საოცარი სამყაროა.მას თუ ენდობა ადამიანი,იგი დაემშვიდობება უხალისო ცხოვრებას და კიდევ უდიდეს საშინელებას_მედიკამენტოზურ მკურნალობას.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyThu Jan 15, 2009 10:19 am



ადამიანის უდიდესი მტერი მუცლის დიქტატურა ყოფილა.
ძალიან ბევრზე არც დანიელ წინასწარმეტყველის მაგალითი მოქმედებს,არც_ხუნძებისა,არც_ქრისტეს შეგონება და ხმამაღლა ცდილობენ უარყოფას იმისას,რომ ორჯერ ორი ოთხია...
თქვენ მაშინ ნახეთ მათი გაოცება,როდესაც პურზე გვექნება საუბარი და მოსე წინასწარმეტყველის აზრებს მოვიშველიებთ.ახლა კი ერთ ქართულ მაგალითს მოვიხმობ იმის საჩვენებლად,რომ თანამედროვე ქართული სუფრა _არც მეტი და არც ნაკლები_ჯანმრთელობის განადგურების გენიალური საშუალებაა.
...

აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავში" ვკითხულობთ:

"მთვრალობა და "სადღეგრძელო"
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.
პირველ სმაზე ახსენებდენ
საქართველოს და უფალსა,
დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ
მეფესა და დედოფალსა;
ბოლოს გმირებს იგონებდენ,
მამულისთვის ომებში მკვდარს,
და მღვდელმთავრის კურთხევითა
ჰსვამდენ იმათ შესანდობარს...
სულ ამითი თავდებოდა
მაშინდელი სადღეგრძელო,
თუმცა მათში მეტი იყო
საქები და სასახელო."


ეს მეათე საუკუნის სინამდვილეა:
სამი სადღეგრძელო!
აკაკის დღევანდელი ქართული სუფრა რომ ენახა,თავზარი დაეცემოდა_ჩვენი სუფრა მე_19 საუკუნის სუფრასთან შედარებით ბევრად უფრო დამძიმებული და ამღვრეულია...იმასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ თანდათან იშვიათდება კარგი თამადა;რომ ამ სუფრას თანდათან აკლდება აზრიანი საუბარი თუ მშობლიური სიმღერები,მართლაც, დიდი საშინელების წინაშე აღმოვჩნდებით.
...
ხშირად მსმენია,ესა თუ ის ადამიანი კაი მჭამელი იყო და ას წელს იცოცხლაო.მართლაც,გულუბრყვილო მაგალითია_შე დალოცვილო,იმ ცხონებულს ბუნების კანონები რომ დაეცვა(ლუარსაბის ჩრდილს რომ მოშორებოდა),ხომ უფრო დიდხანს(150-170 წელს)იცოცხლებდა?!
ესაც მსმენია,რატომ უნდა მოვიკლო ნუგბარი საჭმელები,ხომ მაინც მოვკვდებიო!ამ სიტყვების პატრონი ლუარსაბისა და გარგანტუა პანტაგრუელის "ღირსეული" შთამომავალია და ღმერთმა გაუნათოს გონება!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySat Jan 17, 2009 11:32 am

აი,დღევანდელი კაცობრიობის სურათი:"მე ვიხილე კაცობრიობა ბოროტმოქმედებით დაცემული! კაცობრიობა შეცდომებით დამახინჯებული!კაცობრიობა ბარბაროსობით დასახიჩრებული! მე ვიხილე ცაცობრიობა პირუტყვთა და მხეცთა მსგავსებაზე დასული!"(ეპისკოპოსი ეგნატე).
ღმერთის სამეფო ყველგანაა,ხოლო ამ სამეფოს ყოველ კუთხე_კუნჭულში ეშმაკის სარეველა თანდათან მრავლდება და მშვენიერების ყვავილებს ახრჩობს.
***
"ჩვენ ვცხოვრობთ,როგორც ნაგვის ბალახი გზის ნაპირას,_წერს ერთგან ანატოლი მალოვიჩკო,_ბუნების საოცრება_ადამიანის გონება დღეს კუჭსაა დამორჩილებული...ვინა ვართ ჩვენ,რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?_ნუთუ მხოლოდ იმისათვის,რომ ბუნებას წავართვათ ყველაფერი,თუკი რამ წმინდა გააჩნია,ხოლო მერე ჩვენს შემდეგ დავტოვოთ ნაგვის გროვები,მოწამლული ჰაერი წყალი,მიწა და აზრები?ნუთუ იმისათვის,რომ ჩვენს შემდეგ დავტოვოთ ავადმყოფი შთამომავლობა?დაუფიქრდით ამ ციფრებს:დღეს ჩვენგან დაბადებულ ბავშვთა მხოლოდ 10 პროცენტია ჯანმრთელი!..
სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 62 წელია,40 წლის ასაკში ჩვენ უკვე გვაქვს სრული ნაკრები უმძიმესი დაავადებებისა,თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი ავადმყოფია,ან იმის პერსპექტივა გააჩნია,რომ დაავადდება კიბოთი თუ სხვა,ძნელად განსაკურნავი სნეულებით."
***
ყინულით გადალესილ აღმართებზე სიარული უფრო ადვილია,ვიდრე სულიერ სიბრმავესთან ჭიდილი.ამ ჭიდილში იხარჯებოდა და დღესაც იხარჯება გონიერ ადამიანთა სიტყვა და საქმე.ისინი უდიდეს ტრაგედიად აღიქვამენ სამყაროს უმშვენიერესი ჰარმონიის განადგურებას და თავგანწირვით ცდილობენ,ყველას დაანახვონ და განაცდევინონ ეს საშინელება.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სამყაროს უმშვენიერესი ჰარმონიის რღვევისა და გაპარტახებისა არის არასწორი,ბუნების სიკეთეს მოკლებული კვება,ვინაიდან ამგვარი კვების შედეგად ერთნაირად ბინძურდება და იწამლება როგოერც სხეული,ასევე გონება.
რომ არა მოწამლული გონება,კაცობრიობას არაფერი გაუჭირდებოდა და ღმერთსაც აღარ ექნებოდა ამდენი სადარდელი.
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
***
ადამიანი,რომელიც ნატურალური ჰიგიენის კანონებს გაეცნობა და გაითავისებს,ჩვენი ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ნებისმიერ სუფრაზე გაიტანჯება და უმრავლეს შემთხვევაში თავზარი დაეცემა.ნებისმიერ სუფრაზე იხილავს,თუ უმრავლესობა როგორ ანადგურებს საკუთარ სხეულს_ღმერთისაგან ბოძებულ ტაძარს,რომელშიც მზის ენერგიით გაჟღენთილი საკვების სურნელება უნდა იგრძნობოდეს და არა ხორცისა,ალკოჰოლისა თუ დაშაქრულ-დამარილებული საწამლავებისა.
მუცლის დიქტატურას გადაყოლილი მილიონები ნაადრევად მიდიან სამზეოდან...
ღმერთი წუხს.
ეშმაკი გახარებულია.
...
ვინა ვართ ჩვენ,
რისთვის დავიბადეთ ქვეყანაზე?
...
***
თანამედროვე ადამიანის სუფრა(უმრავლეს შემთხვევაში)ტრაგიკომედიას მოგვაგონებს,რომელიც სცენაზე გათამაშებული ტრაგიკომედიისაგან იმით განსხვავდება,რომ მისი გმირები (რომელთა გამოც ხდება ტრაგედია) ხედავენ მსხვერპლის დიდ სიყვარულსა და მორჩილებას და არა სიძულვილსა და წინააღმდეგობას.სუფრასთან გათამაშებული ტრაგიკომედიის მსხვერპლი დაუნდობელ მტერზე თავდავიწყებითაა შეყვარებული.ეს სიყვარული მას გენეტიკურად გადმოსცემია თაობების ფსიქიკის გავლით და უიმისოდ სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.
ეს მსხვერპლი_ანუ ტრაგედიაში კომედიის მარილის შემტანი_ადამიანია,ხოლო გმირები(ამ მსხვერპლს წვეთწვეთობით რომ ანადგურებენ)იმდენად ნაცნობნი და ახლობელნი არიან თქვენთვის,რომ მათზე ავი სიტყვა როგორ წამოგცდებათ!თქვენი ფიქრისა და მკლავის ენერგია მათთვის იხარჯება,მათია თქვენი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი.
ჩვენ ახლა მათ,თითოეულს,სათითაოდ დავახასიათებთ(რასაკვირველია,ნატურალური ჰიგიენის საქვეყნოდ სახელგანთქმულ პიროვნებათა ნაშრომების მოშველიებით) და ღმერთმა ქნას,რომ თუნდაც ათასში ერთს მაინც აეხილოს თვალი,რომელსაც მტერი მოყვარე ჰგონია და პირიქით:მოყვარე_მტერი.
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySun Jan 18, 2009 12:36 pm




პ უ რ ი
---------------
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ,რომ ადამიანი ამგვარი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა:პროდუქტის მრავალ სახეობათა შორის მან უნდა ამოარჩიოს მხოლოდ ერთადერთი,ხოლო დანარჩენი ყველაფერი ეკრძალება.იგი ბევრი ფიქრით თავს არ გაიცხელებს და პურს დაასახელებს.
იმთავითვე ასეა:
ჯერ_პური,მერ_სხვა პროდუქტები.
გრანდიოზული ქეიფის მერეც კი,სადაც სუფრის მრავალფეროვნება პიკზეა ასული,ადამიანი ნაირ-ნაირ კერძებს,კონდიტერულ ნაწარმსა და სასმელებს კი არ ჩამოგითვლის,უბრალოდ გეტყვის:"კარგი პური ვჭამეთ!"
პური,განსაკუთრებით_თეთრი!
პურის ბიზნესი!
"თეთრებს" შორის შეჯიბრია გაჩაღებული და ის დარჩება მოგებული,ვინც სხვებზე მეტად და ეშმაკურად ისარგებლებს ქიმიური საშუალებებით და ამით მისი "თეთრი" სხვა "თეთრებს" აჯობებს.
როგორც პოლ ბრეგი აღნიშნავს,თანამედროვე მრეწველობის პროდუქტი_თეთრი პური გადამუშავებული,გათეთრებული,შეფერილი,გამდიდრებული,გასუფთავებული,შერბილებული,დაკონსერვებული და არომატიზებულია.ყოველივე ეს კი ხდება სინთეზური,ქიმიური ინგრედიენტების საშუალებით.
ნატურალური ჰიგიენის გამოჩენილი სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ თეთრი პურის მავნებლობას;კერძოდ მაია გოგულანი წერს:"თანამედროვე კვების მრეწველობის პროდუქტთაგან განსაკუთრებით მავნებელია თეთრი პური."
პური ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა მრავლგვარი დაავადებისა.
მისთვის,ვინაც პურს ვერ შელევია,სასურველია,მიიღოს იგი ძალიან მცირე რაოდენობით,სხვა_განსაკუთრებით ცილოვანი_საკვების გარეშე,მწვანილთან ერთად.
50 წლის შემდეგ პური უნდა გამოიყენოთ შეზღუდული რაოდენობით(ერთი ნაჭერი,თანაც_შუადღისას).
უთუოდ დამაფიქრებელია გენადი მალახოვის სიტყვები:"მავნებლობის მხრივ პირველ ადგილზე ვაყენებ იმ პროდუქტებს,რომლებიც შეიცავენ საფუარს(პური და მისი ნაწარმი) და შეუძლიათ ორგანიზმში დუღილის გამოწვევა(შაქარი)".
ხოლო ის,რასაც გენადი მალახოვი სხვა ადგილას ამბობს,ბევრისათვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იქნება:"პურის მიღებით საჭმლის მომნელებელი ორგანოები იქცევა საფუარისა და ბუნებრივი მიკროფლორის ბრძოლის ველად.საფუვრიანი პურის დამღუპველობა,რომელიც 15.000 წლის წინათ გამოჩნდა ეგვიპტეში,დიდი ხანია,ცნობილია".
გენადი მალახოვი კიდევ ერთ მწარე სიმართლესაც გვეუბნება:"დამტკიცებულია,რომ ფქვილის პროდუქტთა ჭარბი გამოყენება იწვევს ისეთ სასიკვდილო დაავადებებს,როგორიცაა:ეპილეფსია,პეპტიკური წყლულები,ღვიძლის დაშლა(ციროზი),ქრონიკული ნეფრიტი,აგრეთვე,ხორხის,პირის ღრუს,საყლაპავი მილისა და კუჭის სიმსივნე,ფილტვების ტუბერკულოზი.
ახლანდელი პური იმდენადაა ქიმიით მოწამლული,რომ უზომო გამოყენების გამო ჯანმრთელობის უპირველეს მტრად გვევლინება".
მკითხველისათვის,რომელიც პურის "სიკეთეში" დაეჭვდება,რა თქმა უნდა,საინტერესო იქნება,თუ დღის რომელ საათებში მიიღოს იგი,ან საჭიროების შემთხვევაში რით უნდა შეცვალოს.
***
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySun Jan 18, 2009 12:48 pm

Vaja Xornauli wrote:



პ უ რ ი
---------------



***
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,ვინა ხარ!
(გაგრძელება იქნება)

ვაჟა, მე რომ გიგი უგულავას დიეტა დავიცავი ერთი თვე და თხუთმეტი კილო დავიკელი შარშან, იმ დიეტაში მარტო შავი პურის ჭამა შეიძლებოდა, ორი ნაჭრისა დღეში და ძალიან ძვირიც ღირდა.
ის მინდა ვთქვა, რომ - შავი პურია ნამდვილი პური.

და თეთრ პურზე როგორ იყო ძველ საქართველოში:
დღევანდელივით ”საფუარს” კი არ იყენებდნენ ცომის მოზელისას, ამჟავებული ცომისგანვე იყო მაშინდელი საფუარი, ”ხაში” ჰქვიოდა. დედაჩემიც ეგრე აცხობდა პურს, სანამ ეს ”დროჟი” შემოვიდოდა. ეს ”დროჟი” არის დიდი უბედურება, რომ მჭამელსაც აფუებს.

და აქ შაქარზეც გვითხარი - საერთოდ რო არ შეიძლება იმისი მიღება ჩაითაც კი...

ეს დღევანდელი პური და შაქარი - ორი დიდი მტერი ჯანმრთელობისა! - მე ეგრე მივხვდი.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySun Jan 18, 2009 4:39 pm



ცამდე მართალი ხარ.
შაქარზე ამჟამად(მასზე ვრცლად მალე ვისაუბრებთ) მხოლოდ ერთს გეტყვი:
ადამიანისათვის შაქარი უფრო დამღუპველია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკი_ერთად აღებული!
დიდი მადლობა,რომ შემეხმიანე.

სხვები რატომ დუმან?!

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptySun Jan 18, 2009 5:38 pm



მაია გოგულანის რჩევით,პურის შემცველია კაკალი;ხოლო მიშელ მონტინიაკი გვასწავლის:"არ ჭამოთ პური სადილსა და საუზმეზე;მიიღეთ მხოლოდ ვახშამზე_თანაც მარცვლეულისა,ან_მსხვილად დაფქული ფქვილისაგან დამზადებული".
"მარცვლის გაწმენდისას,_წერს ანატოლი მალოვიჩკო,_იკარგება ცინკის 78%,ამიტომაც უნდა ჭამოთ ამჟამად ასე გავრცელებული გაღვივებული ხორბალი".


მახსოვს,დედა როგორ აცხობდა უსაფუარო და უმარილო პურს_ხმიადს.

ვაჟა_ფშაველა თავის ერთ-ერთ გენიალურ წერილში_"ლაშარის ჯვარის დღეობა ანუ ლაშარობა"_წერს:"...ფშავშიაც ხატობებში მხოლოდ ხმიადსა სჭამდნენ მლოცველნი.გაფუებულს(წახაშებულს_ვ.ხ.) პურს აქ არავინ მოიტანს".
ვაჟა_ფშაველას ეხმიანება გენადი მალახოვი:"საფუვრიანი პური შეცვალეთ უმარილო პურით_ხმიადით,ან უფრო უკეთესით_შუმი,მოუხდელი ბურღულით".
პურზე საუბარს ბიბლიის სიბრძნით(გამოსვლა,15.20) დავასრულებთ:"საფუვრიანი არაფერი ჭამოთ;ყველგან,სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება,მხოლოდ ხმიადი ჭამეთ".
***
შემდეგში ხორცზე ვისაუბრებთ და გვარიანად ავაფორიაქებთ ხინკლისტებსა თუ მწვადისტებს.
***
მითხარი,რას ჭამ,
და გეტყვი,
ვინა ხარ!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... EmptyTue Jan 20, 2009 10:37 am



ხ ო რ ც ი
------------------
იკვებეთ იმით,რაც უფლის სუფრაზეა.
ყველა სხვა საკვები ეშმაკისეულია!
ამ "ყველა სხვა საკვებში",რა თქმა უნდა,პირველ რიგში,ხორცი იგულისხმება.

იესო ქრისტესათვის შორეულ წარსულშიაც არა ყოფილა ხორცი ადამიანის საკვებად მიჩნეული.
რასელ თომსენი წიგნში "ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე",როდესაც ისრაელის მედიცინასა და მოსეს ჯანმრთელობის კანონებზე გვესაუბრება,წერს:"სისხლი და ხორცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული საკვებად,რომელთა გამორიცხვა კვების რაციონიდან მკვეთრად ამცირებდა სტენოკარდიის,ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობას".
...
ბიბლიის ერთ-ერთ საოცრებაში_"იგავნი სოლომონისა"_ვკითხულობთ:"უკეთესია მწვანილეული და სიყვარული,ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი".
...
კაცობრიობის ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ადამიანმა არ იკმარა ხილი და მწვანილი,უკმარისობის გრძნობით შეპყრობილმა მტრული თვალით შეხედა ბუნებას და "ცხოველებზე ნადირობა საკვების მოსაპოვებლად დაიწყო,მაგრამ თვითონვე შეეწირა ველურ ცხოვრებას.სწორედ ამ გარემოებამ ითამაშა უმთავრესი და გადამწყვეტი როლი კაცობრიობის გასასტიკებასა და დასნეულებაში.ადამიანში ცხოველთა დაავადებების სულ უფრო და უფრო ხშირმა გადანაცვლებამ სამწუხარო შედეგი გამოიღო:წარღვნის შემდეგ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კატასტროფულად შემცირდა"(რასელ თომსენი).
...
"ახალ სამყაროში" ადამიანს დახვდა მასპინძელი_ეშმაკი,ეშმაკების ღირსეული მემკვიდრე,სიკეთეს მოკლებული სიბრძნეებით შეიარაღებული,კაცობრიობის დამღუპველი ტრადიციების(პირის გემოსთან დაკავშირებული) ახალი,უფრო მაცდური მიგნებებით გამამდიდრებელი;ხელცარიელი არ დახვედრია_მრავალფეროვანი,გემრიელი საჭმელებით დახუნძლული მენიუ შეაგება,ხოლო იმ მენიუში ნაირ-ნაირ პროდუქტთა შორის ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდი სიყვარულით იხსენიება ხორცი...
...
დიდი ინდოელი მწერალი,სიტყვითა თუ საქმით ღმერთთან მოსაუბრე შემოქმედი რაბინდრანათ თაგორი ამბობს:"მე ნამდვილად მინდა,ხორცის ჭამას დავანებო თავი.ჩვენ ხორცს იმიტომ ვჭამთ,რომ არ ვფიქრობთ,რა სასტიკ ცოდვას ჩავდივართ".
რაბინდრანათ თაგორის სიტყვები_გენიოსისათვის დამახასიათებელი ბავშვური გულწრფელობით აღბეჭდილი_მოსეს,სოლომონ ბრძენისა და იესო ქრისტეს ნათელ სიბრძნეს ეხმიანება,რომლის მიხედვითაც ხორცი არაა ადამიანისათვის აუცილებელი პროდუქტი კვებისა თუ ფიზიოლოგიის,ფსიქოლოგიისა თუ ზნეობის თვალსაზრისით.
...
ყოველთვის ისმოდა და დღესაც ისმის ამგვარი კითხვა:"არის თუ არა აუცილებელი,რომ ადამიანმა ჭამოს ხორცი?"
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content





ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty
PostSubject: Re: ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...   ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში... Empty

Back to top Go down
 
ლუარსაბ თათქარიძეს არ გამოვემგვანოთ ჭამაში...
Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს! - სტუმრად ვაჟა ხორნაულთან-
Jump to: