| | ნინო ქოქოსაძე | |
| |
Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Jan 17, 2014 8:19 pm | |
|  ნინო ქოქოსაძე აღმოსავლურიხანუმ, ხომ მოგწონს ეს ბეჭედი - ლურჯი საფირი, ხომ არ გინდა სამ ღამეზე გადაგიცვალო? ანდა იქნება - გიშრის მძივი? ლალის საყურე? კიდევ მაქვს: კაბა აბრეშუმის, ვერცხლის ქამარი... დამითმე ქმარი! ერთგულების სამი ღამე ასე ძვირია?! ოღონდაც ცერად ნუ იყურები! მე - მისილულს ბარხანებთან, მეოთხე ღამით, მიპოვნიან ბედუინები. 
Last edited by Admin on Mon Apr 22, 2019 11:57 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Mar 02, 2015 6:44 pm | |
| ნინო ქოქოსაძე შორი–შორსციმციმებს ცისფერი ლაგუნა, თვალები – ისეთი სუფთაა,კენჭივით დაუთვლი სურვილებს. ჩვენ ბედმა გვარგუნა, გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი და მაინც, ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს... და როცა გაიხდის კუნძული პალმების პარეოს, მთვარეა ჩვენს ცაზე სხვადასხვა ყალიბის და მაინც, ერთ წყალში შევდივართ მე და შენ უვადო მარტოობით დასჯილი... გავხედავთ ხანდახან დასიცხულ დაისებს, მზე მუხლზე ადნება ჰორიზონტს, ჩვენც ასე, ძალიან ახლო ვართ, და ასე, ძალიან შორი–შორს.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Mar 02, 2015 6:46 pm | |
| ნინო ქოქოსაძე ეპილოგი წიგნისთვისაუტანელია დიაბეტიანი სიყვარული, ყელი ქრონიკულად რომ გიშაქრდება: "ჩემო ძვირფასო" "ჩემო დიდო იმედო"... უცებ ეკალს რომ გამოედო, ასი წელი – აღარ შეგიხორცდება! სიყვარული უნდა იყოს – მწვავე სახადი, სიცხიანი, ბოდვებით, ქიმერებით, ილუზიებით, რასაც ექიმები არქმევენ "აღქმას – უობიექტოს" და როცა თავზე ჩამოგენგრევა, დაგსრესს, დაგკაწრავს, გაიქცევი შენს ბუნაგში. წაუწვები. აილოკავ. გაგიმრთელდება ... ......................... მთელი წიგნი ხომ უკუღმა ვწერე, მე – ექიმმა, მე – პოეტმა, მე – უბრალოდ, უიმედო პაციენტმა დიაბეტის ჰიპოკომიდან.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Mar 02, 2015 6:47 pm | |
| ნინო ქოქოსაძე მეზღვაურის სიმღერაჩემს სოხუმელ მეგობარს სეზონზე-სერიული წვიმების დატოვეს ქოლგებმა სანაპირო. მეზღვაურო, სადღა აპირებ შეაგროვო მარგალიტით ორსული ნიჟარები? სად გინდა ჩატუმბო სისოვლე, სილაში მზე, სილამაზე - ტანსრული ღრუბლების... სადა ხარ უხომალდო მეზღვაურო? მაჩვენე ის წყალქვეშა ფირი, რომელზეც უცნაური ცხენთევზა ტირის და ქვითინებს, როცა მის ქვირითს მიირთმევს სკაროსი. ავი ტაროსია, მეზღვაურო! "ყველაფერი იქნება - ცუდად. არაფერი იქნება - კარგად" ბუმერანგია ეს სიტყვები და შენს პერანგზე აწყვეტილი სადაფები. გიბრუნდებიან! მაინც საით გასცურავ,უკომპასო მეზღვაურო? "ლა პლაზა კალა. სი მორე ლასა" ასე, უზღვაო მეზღვაურო, შენგან,ერთი მკლავის მოსმაზე, იძირება ქალაქი სადაც – საშველად- სავსე მთვარის რგოლის ჩაგდებას – ელოდებიან.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Mar 02, 2015 6:49 pm | |
| ნინო ქოქოსაძე ხელუკუღმა დაიჭი, ზღვაო! ეს ბეჭედი–არათითზე რომ გამიშავდა... ეს სამაჯურიც გავიმეტე– ქრიზოლიტებით... დღეს მე მაცვია ჩამავალიმზისფერი კაბა და ცხელი...ცხელი.... ცხელი ქვიშა დამაქვს ქოშებით. გიბრუნებ, ზღვაო ყელსაბამებს: მარჯნის, სადაფის... ჰა, სავსე მთვარის მესამედიც– ჩემი საყურე. მე შეგიგროვე ჩემი მკვდარი, ჩემი ცოცხალი, მოვედი შენთან– ხელუკუღმა გადმოგაყარე! დღეს იმედები, შორეული ნაოსნობის მეზღვაურები, კოცნიან კონცხებს- ზღვაში პეშვით გამოწვდილ მიწას, მახურავს ჩადრი.... შავი ჩადრი, და ბოლო კადრში მოელვარე თვალები მიჩანს  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Mar 02, 2015 6:57 pm | |
| ნინო ქოქოსაძე „მარინა“ – ზღვის პეიზაჟი მარინა, ნუ ენდობი ბრიუსს. ბრიუსი მხატვარია, ის, შენს "ნიუს" გამოფენაზე გაიტანს, სიცისფრეს ააფარებს, შენ კი, ma cherie, როგორ გინდა დააჯერო პატარა ბიჭი, რომ მამა მისი ზეცაში ცხოვრობს და შენ ბრიუსთან - მხოლოდ მუშაობ. ის უკვე ოცნებობს გახდეს მხატვარი და ტალღაზე უფრო ლურჯი, და ტალღაზე უფრო ქაფიანი, ბრიუსის პეიზაჟი სანაპიროს გასწვრივ გამოკიდოს, კიდეზე წითელი წარწერით: „მარინა“.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Aug 03, 2015 9:57 am | |
| ნინო ქოქოსაძე შუაცეცხლიროგორ ვგავარ ამ სახლს, რომელიც ცდილობს, ხანძარი დამალოს ფარდებში... მაგრამ როცა, ქარი გლეჯს ფანჯრებს, ვჩანვარ - შუა ოთახში ვბრიალებ და სახურავახდილ თავის ქალაში - იხარშება ყველა ქვრივის დარდის სადილი. მხედავენ! მაგრამ არავინ იწევს, რომ მომეშველოს... ეტყობა ლამაზად ვიწვი!  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Aug 24, 2015 7:47 am | |
| ნინო ქოქოსაძე გაცილებარაღაც ასეთი: მარცხნივ სცილა, მარჯვნივ ქარიბდა. (შენ მაცილებდი ყველა კარიდან) ლოდი. წარწერა. გზაჯვარედინი. წინ წყალია, უკან მეწყერი! მე დაგიქნიე თეთრი ფერი - როგორც მერდინი ან როგორც რიდე... შენ - აირიდე...  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sat Jan 13, 2018 1:57 pm | |
| ბორის პასტერნაკი ზამთრის ღამეცრიდა და ცრიდა და სამყარო უკიდეგანოდ ივსებოდა თეთრი ფანტელით. სანთელი ენთო მაგიდაზე, ენთო სანთელი. როგორც ფარვანებს მიიზიდავს ზაფხულში ალი, ფანჯრებს ეზოდან აწყდებოდა ფიფქების ჯარი. ყინვის ყაისნაღს გამოჰყავდა მინაზე ნაყში, შიგნით კი სახლში მაგიდაზე სანთელი ენთო... და იწვა ჭერზე ორი ჩრდილი, ორი პროფილი, ორი სვე-ბედი ერთმანეთთან გადაჭდობილი. ცვიოდა წყვილი ფეხსაცმელი ხმაურით დაბლა და იქვე კაბა - ცვილის ცხელი ცრემლებით დალბა. თითქოსდა თოვლმა ყველაფერი დაფარა ვერცხლით და ახლა ოთახს ანათებდა პატარა ცეცხლი - სანთლის, რომელიც მაგიდაზე ენთო და ენთო... კვამლი კუთხიდან მონაბერზე მოჰგავდა - ჯვრისებრ გულფრთას რომ იკრეფს ანგელოზი და გაშლის ისევ. ცრიდა... და იყო თებერვალი მთელი თვე სველი, სანთელი ენთო მაგიდაზე, ენთო სანთელი. თარგმნა ნინო ქოქოსაძემ  Борис Пастернак Зимняя ночьМело, мело по всей земле Во все пределы. Свеча горела на столе, Свеча горела. Как летом роем мошкара Летит на пламя, Слетались хлопья со двора К оконной раме. Метель лепила на стекле Кружки и стрелы. Свеча горела на столе, Свеча горела. На озаренный потолок Ложились тени, Скрещенья рук, скрещенья ног, Судьбы скрещенья. И падали два башмачка Со стуком на пол. И воск слезами с ночника На платье капал. И все терялось в снежной мгле Седой и белой. Свеча горела на столе, Свеча горела. На свечку дуло из угла, И жар соблазна Вздымал, как ангел, два крыла Крестообразно. Мело весь месяц в феврале, И то и дело Свеча горела на столе, Свеча горела.  | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 473 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Apr 22, 2019 10:34 am | |
|  ნინო ქოქოსაძე აღდგომის მინიმა ყოველდღე წვიმა გაგიგიათ?! ნისლით დაიზნიქა აივნები. ღმერთო! აღმიდგინე ქოთნებიდან, ჩემი გულწასული ყვავილები. 2019  _________________ Nicoletta La Chatte  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე  | |
| |
|  | | | ნინო ქოქოსაძე | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|