| | ნინო ქოქოსაძე | |
| |
Author | Message |
---|
renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Wed Dec 30, 2009 1:56 pm | |
|  gamarjobaT! gilocavT damdeg axal wels! yvelas, yvelas, gkocniT. axla cota sevdiani Rame unda davwero da mapatieT:) ცუდი მოტივაცია ----------------- საახალწლოდ, (ანდა სულაც ნებისმიერ დღეს) სამზარეულოდან მეძახდა დედა: მოდი,მიყურე, და როდესაც აღარ ვიქნები- გამოგადგება. მე ან ვკითხულობდი... ან ისევ ვკითხულობდი... და ვერაფრით წარმომედგინა, რომ გავა წლები- დედა მართლა აღარ იქნება... და ვზივარ ახლა,სამზარეულოში, გაყინული კონცენტრატებით გაბეზრებული, და ვცდილობ, კერძებს დავამსგავსო ნატურალური, უმი პროდუქტი. სავარაუდოდ დამჭირდება: ორმაგი დოზა- მოთმინება, დიდი კონა-ნერვები, რამოდენიმე წვეთი სისხლი-გაჭრილი თითიდან, თაროზე სიმაღლის მიხედვით ჩარიგებული ქილები ეტიკეტებით: “ქინძი”, “სუნელი”, “ზაფრანა”, “ძირა” (დედის ხელია) და წიგნი “საოჯახო” -ისიც მისეული. წიგნში წერილი -“მე, ბებოსთან მაგვიანდება, რომ გაიღვიძებ დამირეკე, იმეცადინე, სადილი გაზზე მოიძიე, გაცხელება არ დაგეზაროს” -დატოვე თუ დაგვიწყებია? -როცა აღარ ხარ! ..................... ელენ! მოდი, ჩემო გოგონა, ვისწავლოთ ცხობა, ხარშვა, შეწვა... რადგან ოდესმე, უსათუოდ გამოგადგება. | |
|  | | bao Into Armury


 Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Wed Dec 30, 2009 6:58 pm | |
| eh, renuar,renuar... saocari vinme brZandebiT... iqneb am welma sxva bevr kargtan erTad Seni wignic moafrialos aq, cvenTan! unda cavutqvaT es! aklia seni leqsebis wigni Tanamedrove qarTul poezias,namdvilad aklia!  | |
|  | | keso Front of Armury


 Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Jan 08, 2010 3:22 pm | |
| nin, rogor xar, sayvarelo? Zalian lamazi, sevdiani, faqizi leqsebiT agivsia gverdi, iyos esec dres wavikitxe:
მწიფე კახეთი. ჩაიხატა მთვარე მტევანში. ღამისთევაში ისევ შენზე ფიქრმა გამათბო. შარშან რომ გნახე, დამელანდე კვლავ იმ კაბაში, თეთრი მარმაში, თლილი ყელი, ლურჯი საყელო. შენი სახელი ახლა ღრუბლებს წვიმად დასცვივა. დამიფეთდება ამ ტაძართან ჩემი თეთრონი, იცი, აქ ღმერთთან სიახლოვე უფრო ცხადია, რადგან სიმაღლე იზომება ალავერდობით. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Jan 08, 2010 4:15 pm | |
| - keso wrote:
- nin, rogor xar, sayvarelo? Zalian lamazi, sevdiani, faqizi leqsebiT agivsia gverdi, iyos esec dres wavikitxe:
მწიფე კახეთი. ჩაიხატა მთვარე მტევანში. ღამისთევაში ისევ შენზე ფიქრმა გამათბო. შარშან რომ გნახე, დამელანდე კვლავ იმ კაბაში, თეთრი მარმაში, თლილი ყელი, ლურჯი საყელო. შენი სახელი ახლა ღრუბლებს წვიმად დასცვივა. დამიფეთდება ამ ტაძართან ჩემი თეთრონი, იცი, აქ ღმერთთან სიახლოვე უფრო ცხადია, რადგან სიმაღლე იზომება ალავერდობით. რენუარს გასული წლიდან მოაქვს ჩემთან სარედაქციოდ თავისი ცალ–ცალკე ფურცლებზე ამოღებული ლექსები, მოაქვს, მოაქვს და ჯერ ვერ მოიტანა... არადა, სადღაც გადაკარგულში კი არა, მეც რენუარის ქალაქში ვცხოვრობ...  |
|  | | bao Into Armury


 Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Wed Jan 27, 2010 6:18 pm | |
|  Cemo renuaro, gilocav ninoobas!!!! | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sun Feb 14, 2010 4:03 pm | |
| ვანკუვერი. მოსახვევი
თებერვლის ერთ არაჩვეულებრივ დილას, სულ...სულ, და ასე ახლო–მიზანთან, შენ დამთავრდები. ჯერ კი ადრეა, ოცი წელი უნდა გავიდეს. დაიბადე– სადაც თოვლი, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, დევს ფერდობებზე და აქაური გოგო–ბიჭებიც ფეხის ადგმამდე სწავლობენ სრიალს და თითქმის ყველა ყოჩაღი ბიჭის მეოცნებე თვალებში ცხოვრობს– დიდი სპორტსმენი. შენი ოთახი– ციგების და თხილამურების უახლესი მოდელების პლაკატებით აჭრელებული, თითქოს მინახავს... ო, რა სწრაფად მისრიალებს ოცივე წელი. გაგიმართლა–მიემგზავრები! საზრუნავით ავსებული ბოლო კვირაა. თითქოს ზღაპარში ჩამოვედით, უბიწო თოვლი, შინ დარჩენილ გოგოსავით–რამდენს გპირდება.... პირველი დილა: ადგომა–დილის 8 საათი, ბოლო საუზმე... რა ცოტა დარჩა... 5 წუთი ალბათ სტარტამდე. იხურავ ჩაფხუტს. იკრავ ღვედებს, 4 წუთი–„მიშველე ღმერთო...“ 3–წავიდა, 2–უხვევ, 1–დამთავრდი... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sun Mar 28, 2010 10:25 am | |
| წყენისა და გახარებისა (მინიატურა) სულ ერთი რომაა-აი მაგას ვერიდები. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბები მაღელვებს. თუნდაც დღეს, ბიბლიოთეკიდან წიგნი არ გამომატანეს, სხვა რაიონში ხარ რეგისტრირებული, რომ არ დააბრუნო სად გეძებოთო. ეგ წიგნი აგერ 20 წელია თაროზე უდევთ და ჯერ არავის მოუკითხავს. რა საწყენია? არა და მეწყინა. მსუქანი ქალბატონი მწვანილს ყიდულობს, თან ოხრავს– რა დღეში ჩამაგდო ამ მარხვამ, 10 ლარის ბალახ-ბულახი ვიყიდე... რა არის საწყენი? ჩვეულებრივი ამბავია. აფთიაქში მადლობას მიხდიან მათი მომსახურებით რომ ვსარგებლობ და ჯანმრთელობას მისურვებენ... მსგავი ყალბი არაფერია! ჩემი დუმილი თანხმობის ნიშნად რომ მიაჩნიათ. დიალოგი მონოლოგში რომ გადადის. ლექსების წერა თავის შექცევაში რომ მეთვლება. მოხუცი მეზობელი , მადლობის ნიშნად, ხელზე კოცნას რომ მიპირებს, როცა წნევას ვუზომავ... ამაზრზენია–პირველი თოვლი,ნაგვის გროვაზე. საავადმყოფოს პალატა–სადაც ბავშვი მოკვდა. შეუფერებელი: წყევლა–მამაკაცის, გინება–მანდილოსნისგან. როცა მოძღვარი მოვალეობის გამო გისმენს. ექიმს ესაუბრები–ის კი წერს. სამძიმარზე მისულს , მობილურის გამორთვა დაგავიწყდა და უცებ, შენი ჩანთიდან ,მხიარული მუსიკა ისმის. დიდი სიხარულებიც არსებობს პატარა ამბებზე– მიმოზები თებერვალში. საგაზაფხულო ტანსაცმლის ჯიბეში ჩარჩენილი ფული. ლექსი–რომელიც დიდი ხნის წინ დაწერე და ახლა შეგახსენეს. მწვანე ყლორტი–გამხმარ ქოთნის ყვავილზე. აბზაცი შვილის რვეულიდან: "როდესაც დიდი გავიზრდები, დედაჩემის ნაწერებს დიდ წიგნად დავაბეჭდინებ და სულ გულებს და ყვავილებს დავახატავ"...  | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sun Mar 28, 2010 6:16 pm | |
| შენი სახელი ახლა ღრუბლებს წვიმად დასცვივა. დამიფეთდება ამ ტაძართან ჩემი თეთრონი, იცი, აქ ღმერთთან სიახლოვე უფრო ცხადია, რადგან სიმაღლე იზომება ალავერდობით...
... მშვენიერი პოეტი. | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Apr 16, 2010 10:31 am | |
| პატრიოტული
ის, რაც დაუფიქრებლად მოგადგება იმ ენაზე–რომელზეც ფიქრობ, თაფლზე ცოტნე უნდა იყოს, პურ–ღვინოზე უფალი.
ენა– მამული– სარწმუნოება–
ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ, ადიხარ საფეხურებზე, სადაც, ერთიც თუ ჩაგიტყდა, მართალ კაცს, ნატყვიარი შუბლით, როგორ გინდა აუხსნა რამე? ილია ვარო.... ბავშვივით გაიოცებს. | |
|  | | ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Apr 16, 2010 11:21 am | |
| - renuari wrote:
- გაჭრილი ლექსი
წავიდეთ მთაში! ავიკრიფოთ გუდა-ნაბადი. არ მოგენატრა- ღრუბლებს ზემოთ განავარდება? გადაიქანცნენ რიბი-რაბო თეთრი ნისლები, მთელი წელია ჩვენს ოთახში შლიან კარავებს... წამოდი, ფრთები დავატოლოთ მთების მხარ-მკლავებს! საგზლად ჩავიდებთ ზურგჩანთაში მთვარის ავგაროზს, გადავრაზავთ ობიანი სიზმრის კარიბჭეს. ახდება ყველა წინათგრძნობა, ყველა ზღაპარი, ყველა შელოცვა, ყველა ლექსი... ............................ მოდი, წავიდეთ! ნიიიიიიიი!  | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sun Apr 25, 2010 11:49 am | |
| მათ, ვისი სახელებიც ვიცი...და მათაც, ვისიც ჯერ არ...(მინიატურა)
ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, თორემ უკვე ჭკუიდან გადამიყვანა ოთხმა მოყვითალო კედელმა, ფანჯრებზე დაშვებულმა სულელურმა ყვავილებმა– ფარდებზე, ნამწვავებით სავსე ყავის ჭიქამ, კომპიუტერის მონიტორმა... მანდაც, ყველგან ფარულად შევდივარ, ნაცნობებს რომ არ გადავეყარო. მორჩა! ხვალ ადრე ავდგები. წვერს გავიპარსავ,შენს ნაჩუქარ პულოვერს ჩავიცვამ. ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება. რამდენი ხანია რედაქციაში ნაწერები უნდა მიმეტანა....ჩემი წიგნი? ვიღას ახსოვს.... სამსახურის საქმეზეც გავივლი, მართალია ეჭვი მეპარება რამე გამოვიდეს, მაგრამ ვცდი. საელჩოში?...არა, საელჩოში ჯერ არა.... ნატასთან უნდა ავიდე აუცილებლად, როგორ შევრცხვი, ვახოს სამძიმარზეც არ მივსულვარ. ვერ მივიდოდი ასე,ცარიელ–ტარიელი, ვერა! გამიგებს ნატალია. მერე დავსხდებით და...არა, თუ დავლიე, ისევ თავიდან დაიწყება... ცოტას დავლევ–შესანდობარს. იქიდან რომ გამოვალ დაბოღმილი ვიქნები, მაგრამ პირველად მაინც იქ უნდა ავიდე....მერე ცოტას გავივლი, თუ ვინმე შემხვდა გადავკოცნი და ვეტყვი ქალაქში არ ვიყავი მეთქი, თუმცა ვის აინტერესებს. ვალი არავისი მაქვს და სხვა არც არავინ მომძებნიდა....შენ? შენ არ გგულისხმობ. ახლა ფიქრებში შენთან მოვდივარ. ცოტა კი მეშინია, დამხვდები რო? არა, დამხვდები! დამხვდები და ბავშვივით გაგეხარება, თვალები გაგიბრწყინდება. მერე უცებ მოგაგონდება, რომ ჩემს გამოლანძღვას გეგმავდი და სახეს შეიცვლი. ერთ –ორ საყვედურს იტყვი...ისე, უფრო ჩვენი შეხვედრისათვის გონებაში დაწერილი სცენარის ხათრით და თავად წამოგივა ცრემლები.....რამ შეგაყვარა ჩემნაირი კაცი? რა ვი...იქნებ წერაც მეცადა თავიდან... მეტი? ფანტაზია აღარ მყოფნის...“ჰეფი ენდების“ არ მჯერა............... რამდენი ხანია, ყოველ ღამე ასე ვფიქრობ..... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Tue Feb 08, 2011 5:58 pm | |
| ექსპრომტი რენუარს, თქმული საარმუროზე, 2008 თუ 2007 წელს...
ჩვენი სულის მემუარი, – მენატრება რენუარი... Mikho Mosulishvili
Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 11:43 pm; edited 1 time in total | |
|  | | ლელა ცუცქირიძე

 Number of posts : 8 Age : 56 Location : Tbilisi Job/hobbies : litewrature Humor : :) Registration date : 07.02.11
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Tue Feb 08, 2011 6:29 pm | |
| ნინო ქოქოსაძე
*** მშვიდობით! ხიდს გაღმა აერო– პორტია, რეისი: "თბილისი–კაირო". შენ ალბათ, გადაფრენაც მერცხლებმა გასწავლეს, მაგრამ დაბრუნება, ვაი, რომ....
და ბევრი სხვაც... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon May 16, 2011 1:15 am | |
| ნინო ქოქოსაძე ორიგამიხიროსიმელი გოგონა, სასაკი სადაკო, მთელი წელი, გარდაცვალებამდე, აკეთებდა ქაღალდის წეროებს. წეროს ორიგამი – ბედნიერების და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა...
რამდენი ცარიელი ფურცელი დამიგროვდა! სამელნე – გამხმარი იების იკებანა, ვერც გადასაგდებად გავიმეტე... მიდევს მაგიდაზე, ვასველებ, სასაკი, იქნებ მეტაფორა ამოვიდეს... შენ ფიქრობ უძილობა რაიმე შუაშია? ან იქნებ ასაკი? აჰ, არა! ეს მე ვარ, შენსავით პატარა გოგონა, რომელსაც თმები და სისხლი თანაბრად უთეთრდება, როდესაც არაფერს არ წერს და დაღლამდის, ქაღალდის წეროებს აკეთებს... ფსალმუნი რამდენჯერ გავიხურე ეს წიგნი და მაინც – შიგნით ჩაკეცილი მუხლებზე – ჩავრჩი... კანზე ბგერით ისე მეხება, რომ ხანდახან, ჩანხარ, უფალო! მარტოხეხე ბრუდე და ხე მართალო... გოგლარა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე, იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო! იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს აღარც კი ეფერო... იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს, რომ ქარში მორჩილად ტოტები დახარო, ოდესმე გაახმობს ყველა ხეს – ასეა შექმნილი სამყარო. დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს, გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის, დაფიქრდი, დაფიქრდი, მატოხე, ამაზე – შენი სილამაზე არ იყო ადვილი... და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს, ადრე რომ სათუთად გფურცლავდა, რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს, არ იცი? ხმებიან... ხმებიან ფუჭადაც... შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფი და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან, შენი ყვავილები ფერგადასულია და ალბათ, თავიდან გაშლადაც არ ღირდა. რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე, მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს, შენ, თითქოს ბებერო, და მაინც ლამაზო, მარტოხე! მარტოხე! შე მართლა ჩემფერო! სიჩუმეყველაზე მშვიდად მჟღერი სიმფონია, სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო, ხანდახან დამიკარით სიჩუმე! სიჩუმე –ვალსი, სიჩუმე –სონატინა, როგორც პაწაწინა ბავშვი, დაუწერელი ლექსი მაქვს მაჯებზე... ვაი, რომ ჩემისთანა თოვლის დედოფლები ქურასთან დადნებიან, თუკი გაექცევათ – რძესავით – სტრიქონი... სამყაროს ჯვარცმულო დირიჟორო, ხანდახან დამიკარით სიჩუმე! რეისი ცამეტი რატომღაც ყოველთვის იცვლება განრიგი, რეისი ცამეტი _ ჩემი და უჩემო... გაჭედილ ავტობანს ღრუბლის კოლონები მიჰყვება. ცა არის ცალმხრივი...უფერო. რატომღაც მოსაცდელში უკრავს როიალი _ ტელეეკრანიდან, მარშებს საქორწინოს. ვზივარ სავარძელში, ასე _ ფრთამორთხმული, ალბათ გაფრენამდე _ უნდა გავაფრინო. რევანშიმარტო მე არა! თუ კარგია, შენც კი შეგემღვრა მზერა. ალაგ–ალაგ დაიბზარე, ეგეც ნაოჭებია. და რადგან არ გაქვს შენი თავის დანახვის ნიჭი, გეტყვი ასე: (როგორც თავად გჩვევია) – რას დაემსგავსე?! .................... ჰოლის კუთხეში ატუზულო, ასი წლის სარკევ! შუქნიშანიამ გამზირზე, როცა ხელგაშვებულს მივლია _ შენიდან ჩემამდე, ზუსტად იმდენი შეცდომა ჩავიდინე, რამდენი აკრძალვის წითელი ნიშანიც შემხვდა და დამემუქრა: _ არ შეუხვიო! _ არ შეჩერდე! _ არ გადახვიდე! ახლა მე ნარინჯისფერ ოთახში ვცხოვრობ, (ლოდინის ფერი) და თუ კი ისევ - გაზაფხული წასვლისფერად გაიფოთლება, გამიყვანე თვალახვეული! შემოვლითი გზებით მატარე, უკან მოსასვლელი - ვეღარ უნდა დავიმახსოვრო! ავტოპორტრეტიშენ ხომ არ იცი, რომ მე ვარ ქალი, რომელიც ხშირად, გამოგონილი სიყვარულით ისე ავადობს, რომ ავიწყდება: ჭამა–სმა–ძილი, მეტროს სადგური, სადაც უნდა ამოსულიყო. და რომ დილიდან უწევს სიცხე და რეცეპტივით უწერს ლექსებს – საკუთარ კაბას და კარადაში, გარდაცვლილის პერანგთან კიდებს, რათა დრო და დრო გამოაღოს, გაამზეუროს.... არ იცი კიდევ, რომ სხეულზე აყრის იები და სიფრიფანა ფილტვებიდან უჩანს ყაყაჩო, რომ გადაურჩა (იყო ასეც) ზღვას მარტოობის და ბოლოს ერთმა, ცარიელმა ღამემ დააღრჩო... ........................... შენ ხომ არ იცი... ემიგრაციაერთხანს პარიზში ვცხოვრობდი, სახლში – პერ–ლაშეზისკენ ხედით და ვწერდი – მკვდარ იადონებზე... მერე დავისიზმრე კართაგენი, რომელიც – ყოველი მომდევნო გამოსვლის მერე თავზე მენგრეოდა, რადგან იმთავითვე, ასეა შეთქმული... ახლა ლონდონის უიმედო ნისლში ვტივტივებ, ვარ... ან არცა ვარ...(ჰამლეტის კითხვა) და მინდა, გავყვე "ვია–ვიტას", ან სხვა – ნებისმიერ "ვიას" და ადრე თუ გვიან, ჩავიდე რომში, და ვიქცე რომად – შენთვის! ............... თუ არა და – მომეცით, გეთაყვა, სხვა გლობუსი! 6 - 19 მაისი 2011, "ლიტერატურული გაზეთი" | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon May 16, 2011 9:38 pm | |
| გამარჯობათ  დიდი მადლობა სიყვარულისთვის. და არ დავიწყებისთვის. | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon May 16, 2011 11:23 pm | |
| წყვილი ფინჯანი მაიკოს და ლუკიანეს
ჩვენ "დაკარგული თაობა" ვართ, სტაინ! არც დაგვეძებენ! მაინც არავის...არაფერში... და როცა გარეთ წვიმაა, ანუ - ყველა ჩვენგანის ბიენალე გადაიდო, მერე რა, რომ ჩემს ბინაში ცივა, შენ მაინც მოდი, შენი ფილმის გაუშლელი კადრები მომართვი, მე ჩემი - გამოუცემელი წიგნით გიმასპინძლებ, და მოვყვეთ, რა ძნელია - იდგე ფსკერზე თეთრი პუანტებით, და არ დაიმსხვრე და გაძლო, როგორც ამ- წყვილმა ფინჯანმა – მთელი პორცელანიდან, რომელშიც ახლა ტუჩშეუხებლად ცივდება ჩაი. .................... ჩვენ "არაჩვეულებრივი თაობა" ვართ, სტაინ! | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sat Jun 11, 2011 12:24 am | |
| მარიონ!
დღეს უნდა დავლიო, შეწყდა ფოთოლცვენა ნატყვიარ ქურთუკზე, რას იტყვი, მარიონ? შენ იცი - არ მიყვარს სტუმრები და დიდი-დიდი რომ, საღამოს მოხუცი სტაინი მოვიდეს. და როცა დაგვისხამ კონიაკს, შენ ხომ არ გგონია, რომ ვიტყვით ბრტყელ-ბრტყელ და გაცვეთილ მარაზმებს, არც იმ ჭერს დავლოცავთ, რომელზეც მარყუჟი ეკიდა ახლახანს და სტაინს აღარც აქვს, ჩემთან კი ყოველდღე წვიმები ჩამოდის... (აქ ისევ დავკარგე ყველაფრის ხალისი!) თუ გინდა ნურც მოხვალ და თავად დავისხამ, მე მაინც ვერაფერს აგიხსნი... | |
|  | | renuari Into Armury


 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Wed Jun 29, 2011 7:04 pm | |
| პლაცებო
მე მოგიყვებით ამბავს, სადაც პერსონაჟები – პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ, მოდიან ჩემთან, შეწამლული ძილიდან, დილით - და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.
დეიდა ლილი. ის ხატავდა თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა, ახლა ყვება, ვითომ წუხელ ესტუმრა შვილი. ხვდები – საწოლთან მიბნეული ფოტოსურათები გაგიფერადეს…
ბატონი კოტე! (ერთი თვის წინ მოუკვდა ცოლი) “ეჰ, თქვენ რა იცით...” მერამდენედ იწყებს თავიდან ამბავს, რომელიც დამთავრდება: “…...როცა მიდის მეუღლე.” ვამბობ: -ასეა! ნუ, მე - საიდან?... ვფიქრობ: “მე და თქვენ, ალბათ იმათ - ცაში შევხვდებით”…
დეიდა ნატა, ნატალია, ის მთელ დღეს ქარგავს – სოხუმის პალმებს, ზღვას, თოლიებს ხოლო დროდადრო ხედავ - როგორ სველდება კანვა...
ძია აკაკი, მხიარული, ღაჟღაჟა კაცი. (გვითხრეს – წლების წინ ამოეწვა სახლში ცოლ-შვილი) იმ დღეს დავკრძალეთ... ეს ამბავი - არასოდეს, არავისთვის მოუყოლია...
ზინაიდა ზის სავარძელში, ხმას სულ არ იღებს, (ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან) ერთხელ, შემთხვევით გავიგე რომ - ის ლექსებს წერდა, და შემეშინდა...
თავშესაფარში მე ვარ ექიმი - სტეტოსკოპით, ხშირად უმისოდ ვუსმენ რა მძიმედ - ჩაიფიქრეს.. ამოიფიქრეს.. .................... ციცქნა აბია –“თანაგრძნობა” უფრო პლაცებო. და მაინც გასცემ...
| |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Thu Aug 04, 2011 9:29 am | |
| ნინო ქოქოსაძე გაჭრილი ლექსიწავიდეთ მთაში! ავიკრიფოთ გუდა-ნაბადი, არ მოგენატრა ღრუბლებს ზემოთ განავარდება? გადაიქანცნენ რიბი-რაბო თეთრი ნისლები, მთელი წელია, ჩვენს ოთახში შლიან კარავებს წამოდი, ფრთები დავატოლოთ მთების მხარ-მკლავებს, საგზლად ჩავიდებთ ზურგჩანთაში მთვარის ავგაროზს, გადავრაზავთ ობიანი სიზმრის კარიბჭეს. ახდება ყველა წინათგრძნობა, ყველა ზღაპარი, ყველა შელოცვა, ყველა ლექსი... ............................ მოდი, წავიდეთ! | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Thu Aug 25, 2011 8:52 am | |
| ნინო ქოქოსაძე ***ფაა–ფუ! რა ფაფუკი და ალალია ეს გაოცება. ფუფალ, ფუფალ, ფა–ფუ შიოლა? თვალის ბუდიდან გადაფრენილ მერცხლებს გაფიცებ, ადე, ქა! რა დროს შენი სიკვდილია? უმალ მე დამიტირებ! ფუფაალ... შე ფურცლებს შორის ჩარჩენილო, ხმელო პეპელა, დაჯექ, დაჯექ ჩემს ხელისგულზე. დაჩრჩილულ კაბას ამოგიკერავ, შენ კი, ჩემთვისაც, უფლისწული გამოიგონე. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Thu Jul 05, 2012 11:59 am | |
| ნინო ქოქოსაძე უკუღმართოიმდენჯერ გაგიმეორეს რომ - აწი უკვე ვერაფერს შეცვლი, შენს კედელზე ფესვი გაიდგა ცერცვმა. ახლა აიღონ მოსავალი, მიდიხარ! გბეზრდება რუტინა. გამარჯობა გაუტეხელო ციხეებო, მოლიპულო ბილიკებო, ეკალ-ბარდებო, ნუ ჩაბარდებით! ერთხელაც იქნება დაიღლება და მოკვდება. გახდიან სამოსს და ქალის სხეულს აღმოაჩენენ - მეომრის ჩონჩხზე შემოცმულს. აღმოაჩენენ გულსაც, რომელსაც შურდა "უთავმოყვარეო" ღმერთის, რომელიც ყველასთან მიდის, მთავარია დაუძახონ... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Mon Jul 09, 2012 2:05 pm | |
| ნინო ქოქოსაძე
კივილი
ხდება ასეც - აიდგამენ ფეხს ბოსხის ნახატები, სასტუმრო ოთახში ჩამოგისხდებიან, და ისმის კითხვა: მძიმე როკი სჯობს თუ დაისის უვერტიურა? საკითხი საგალობლების სასარგებლოდ ვერ გადაწყდება! ისინი საერთოდ არ განიხილებიან! საბოლოოდ ასეა: საძინებლამდე მიგაცილებს მუნკი! და ისიც, სხვა არაფერია, თუ არა სახლის რუკაზე დატანილი ანტარქტიდა, თეთრი და დაუსახლებელი აისბერგი... მხოლოდ ფარდებს შემორჩათ რენუარის ყვავილები, ისინიც ჩამოჭკნენ და - ცვივიან.
| |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Nov 02, 2012 1:26 am | |
| ნინო ქოქოსაძე ბაკურიანი. წერილი შვილსმანდ მალე დასთოვს... ელენ, ახლა დიდი ხარ. მე კი, შორიდან - შენს გათბობას ასე ვეცდები: კოხტაგორასთან, ერთი ნაძვის ქვეშ, ადი და ნახე, შენი პატარა ტერფების გვერდით, (იმ ბოლო თოვლზე) მე და მამაშენის - მხრების ანაბეჭდები... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Sun Dec 09, 2012 2:20 pm | |
|  წიგნის დასახელება – "მინიმა" ავტორი – ნინო ქოქოსაძე გამომცემლობა – "საუნჯე" რედაქტორი - მარიამ წიკლაური მხატვარი - გულადი ფაცია ყდა - მაგარი გვერდების რაოდენობა – ISBN 978–9941-442-05-6 წელი – 2012 "მინიმა"– მესიჯი (ბერძნულად) . ნინო ქოქოსაძის პირველი პოეტური კრებული. ტელეფონის ეკრანზე დაწერილი ლექსები. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე Fri Aug 30, 2013 11:30 am | |
| ნინო ქოქოსაძე წარწერა წიგნებზე მე – დაბნეული ბრინჯის მარცვალი. ეს ნიადაგი – სველი...სველი ნარაიამა. მე – გაბზარული ძველი სარკე, საკე... საკურა... მთვარის ციკლი დავხურე და იმის მერე, წვიმს რუსთაველზეც, სტურუაზეც, (გავხდი გულჩვილი) და რა თქმა უნდა, რიუნოსკე აკუტაგავა, ვწერ და ვეწევი ჩემს ცხოვრებას – ნოტიო თუთუნს, იდიოტურად.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნინო ქოქოსაძე  | |
| |
|  | | | ნინო ქოქოსაძე | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|