არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მილოცვები

Go down 
+22
irma shiolashvili
nino nadiradze
ანონიმი
გაგა
მათე
natalia
სოსო მეშველიანი
Elguja Marghia
keso
nuciko dekanozishvili
Tabagari Tea
სანათა
ჯალალი
gvantsa jobava/cicana
nini
bao
ნეკერა
nel
nino darbaiseli
არგანი
ვაჟა ხორნაული
Admin
26 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptySat Jan 03, 2009 12:11 pm

ბობო,გილოცავ ახალ წელს! ულევი სიხარული დაგბედებოდეს
და ასევე ყველას გილოცავთ,მრავალს და მრავალს!

cheers drunken sunny
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptySun Jan 04, 2009 8:05 pm

Jalali wrote:
ბობო,გილოცავ ახალ წელს! ულევი სიხარული დაგბედებოდეს
და ასევე ყველას გილოცავთ, მრავალს და მრავალს!

cheers drunken sunny

santa
ჩამავექცევით სამყაროს...
(ესეც საჯალალო, ხუმრობით თქმული)

შენ გაიხარე, ჯალალო, -
როგორ შურთხივით ფრთამალო,
ნეტავ, სად რასა იზამთრებ,
რა იშვიათად მახვალო...

არ ვიც, რაად არ სჩანხარო, -
ეგებ, რო თავ მაგვანატრო?
უშენოდ დიდხანს ვერ გავძლებთ,
ჩამავექცევით სამყაროს...

მემრე დადექ და შენა სვი
ყველა კაი ყმათ საგარგყმო...


drunken
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptySun Jan 04, 2009 9:41 pm

აეგრე ილტოსპირელმა, ანუ იგივე ღანიშათ მიშამა ახალ წელ მიულოცა სანათასა:

სანათავ, ტკბილო დაიავ!

კიდევ გილოცავ ახალწელს,
სანათავ, ტკბილო დაიავ,
დათაფლულ ენა-პირითა
და ფშაურ კილოთაია,
მეეძღვნას ორიათასცხრას
სიხარულების მთაია,
არაგვი გაზაფხულითა,
ვარდ-ყვავილების რთვაია,
ხვავი, ბარაქა და კიდევ
სიკეთე სხვადასხვაია,
კარგად გიმყოფოს დედ-მამა,
კარგად ძმაი და დაია,
მრავალს დაგასწვრას ამ დროსა,
ბევრის მოგესწრას თქმაია,
სიბნელე გაგნათებიყოს,
ოქროდ გქცეოდეს ქვაია,
სუ შენთვის მოჯარულიყოს,
რაც კი ამქვეყნად კაია!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptySun Jan 04, 2009 11:56 pm

რადგან რაღაც ხანმოკლე პერიოდი აქ არ ვიქნები , შობას და ძველით ახალ წელს (არადა ჩვენი მართლმადიდებლური კალენდრით ნამდვილ ახალ წელს) წინასწარ გილოცავთ ყველას.მრავალს დაესწარით.ბედნიერებას,კარგად ყოფნას,ულევ სიხარულს და ყველაზე მთავარს -უფლის სიყვარულს და წყალობას გისურვებთ...
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyMon Jan 05, 2009 12:00 am

სანათა
მიხოსერავ, აქ რო მილოცვების გვერდი გაგიხსნია, მე რაად გამამხშირე, ჰა? მე რომ ისედაც გადაკარგული ვიყავი და სამი დღე ვიუსაქმურე იძულებით, ახლა შენც უნდა დამჩაგრო და ჩემი მოლოცვა არ გადმოდო მილოცვებში და ამ ხალხმა და ჯამაათმა იფიქროს, ეს რა ცუდი ქალი ყოფილა უთავისჯიგრო და ასეთ-ისეთიო... არ მოგვილოცააო? რააად არ გადმომიდევი ჩემი მილოცვა ჩემი პირადი სამეურვეო გვერდიდან აქა, ჰა?

affraid

აჰა, გადმავიტანე -
და მე რა ვიცოდი, თუ გადმატანა გინდოდა აქა?
ამირან გულში მღეროდა და - ძმებო, ბანი მითხარითო...


cheers
ჩემიანებო და ჩემებურებო!
გილოცავთ და გეფერებით...ბედნიერი ახალი წელი მოგსვლოდეთ. სიკეთე და მრავლობა შემოეტანოს თქვენს ოჯახებში და სიმშვიდე და სიხარული თქვენს სულებში...
აივსენით ხვავითა და ბარაქით...
ათოვს ერთციდა ფშავსა და მთლად საქართველოს და რამდენი ფიფქიც თქვენსათვალიოდ მიწას დაედება, იმდენი თეთრი დღე შეგემატოთ...
ასე თეთრად და შაქარტკბილად დამიბერდით...


santa

მიხოსერა ბუზღუნებს:
მოკლეთ, მე არჩანდა ვეღარა ვარ და, - "ფიგარო" შამარქვით დღეიდანა, ანდა "კაცი-ორკესტრი", რო ყველაფერი მე უნდა დამავალონ ამათა, ვა!..


scratch
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 63
Registration date : 10.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyMon Jan 05, 2009 12:31 am

აი, ეს უკვე მიხოს ნახელავია...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyMon Jan 05, 2009 2:46 pm

sunny santa sunny
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyMon Jan 05, 2009 2:52 pm

Jalali wrote:
sunny santa sunny

Basketball cheers Basketball
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyTue Jan 06, 2009 3:00 pm

ამაღამა შობა არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და...
ამაზე დიდი და მართალი და წმინდა რამე აღარც არის ამ ჩვენ ერთი ციდა დედამიწაზე...

ჯერ ერთი, ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და...

მეორეც კიდევ ისა, რომ -
შობისთვის დაწერილი ლექსების კარნავალი ცხადდება აქა - https://armuri.georgianforum.com/---f8/-t157.htm და...

და

მე ამქვეყნად ყველაზე ძალიან ამპარტავნები მეჯავრებიან - ამპარტავნობა არ დამანახვოთ აქა არავინა...
და მოიტანეთ და დადეთ, აბა, - თუ რამე გაქვთ...

თქვე - ჩემნაირო ჭიანჭველებო თქვენა...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyTue Jan 06, 2009 4:45 pm

არჩანდა wrote:
ამაღამა შობა არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და...
ამაზე დიდი და მართალი და წმინდა რამე აღარც არის ამ ჩვენ ერთი ციდა დედამიწაზე...

ჯერ ერთი, ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და...

მეორეც კიდევ ისა, რომ -
შობისთვის დაწერილი ლექსების კარნავალი ცხადდება აქა - https://armuri.georgianforum.com/---f8/-t157.htm და...

და

მე ამქვეყნად ყველაზე ძალიან ამპარტავნები მეჯავრებიან - ამპარტავნობა არ დამანახვოთ აქა არავინა...
და მოიტანეთ და დადეთ, აბა, - თუ რამე გაქვთ...

თქვე - ჩემნაირო ჭიანჭველებო თქვენა...




ერთ_ერთი ჭიანჭველა(ფშაური წარმოშობისა) cheers
ამ უბრალო ლექსით გილოცავთ შობას:


ახლაც შენი ვარ მთლიანად flower
----------------------------------
მზემ ისე უცებ იალა,
ფერები ააბრიალა, sunny queen
სიხარულს სალამურისას
(სალოცავ-საამურისას)
ბულბული შეეხმიანა,
სამკაულების სიცილმა
ჰაერში გაიბრკიალა, king
კარუსელივით ტრიალებს
კრიალოსანი კრიალა,
კამკამებს ტაძრის სარკმელი,
კაფიამ დაიწკრიალა...


მემილიონედ დავცალე,
უფალო,შენი ფიალა,
ყოველთვის შენი ვიყავი,
ახლაც შენი ვარ მთლიანად!


ხმებს გადაევლო ძახილი
ხანჯლის პირივით პრიალა,
სივრცეში ისე შორს არი,
ცრემლივით მოჩანს ფრთოსანი,
მიაფრენს ფრთების იარა,
ხარობს ხალისის სოსანი,
ხასხასა და სხივოსანი,
დამჭკნარა ეჭვის ხვიარა,
მეფესაც დაავიწყდება
ახლა ტახტი და ტიარა.

სამოთხის სითბო დატოვა,
ჩრდილმა რომ გადაიარა.


ყოველთვის შენი ვიყავი,
ახლაც შენი ვარ მთლიანად,
შენი ხმის სურნელებასთან
თაფლი რაა და ია_რა,
მემილიონედ დვცალე,
უფალო,შენი ფიალა!


sunny cheers sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Tabagari Tea

Tabagari Tea


Female
Number of posts : 122
Age : 37
Registration date : 27.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyWed Jan 07, 2009 2:39 am

გილოცავთ! santa
ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ ყველას!
Back to top Go down
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyWed Jan 07, 2009 1:13 pm

შობას გილოცავთ!
Back to top Go down
nuciko dekanozishvili

nuciko dekanozishvili


Female
Number of posts : 45
Humor : :)
Registration date : 27.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 08, 2009 5:56 pm

შობას გილოცავთ!

სიყვარულით და პატივისცემით... I love you
Back to top Go down
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli


Female
Number of posts : 223
Age : 62
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 08, 2009 6:48 pm

გილოცავთ შობას!


ეს სახელდახელო, საშობაო ჰაიკუ ვუძღვენი ბაო - მარიამ წიკლაურს.

კანონიკური ჰაიკუს ფორმის ერთ-ერთი მთავარი კანონი აქაც დაცულია /5-7-5/.
ლექსის ჟღერადობა ,სათაურის ჩათვლით, ეყრდნობა სონორული თანხმოვნებისა და მრჩობლი ხმოვნების /ია,აი /კომბინაციას.
იდეა ამ ჟღერადობის გამოყენებისა დამებადა სახელში ''მარიამ '' სონორთა შორის იის ''აღმოჩენით''.

ეკლესიასთან

იანვარია.
ია-ვარდებით მაინც
სავსეა მრევლი.


Last edited by nino darbaiseli on Wed Jan 14, 2009 11:54 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 63
Registration date : 10.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 08, 2009 8:48 pm

გილოცავთ ქრისტეშობას!
ვინატრებდი, ჩვენს სულებშიც ენებოს შობა უფალს სიკეთედ და სიხარულად...
ქრისტეშობის მადლი არ მოაკლდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს ცასა და მიწას.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyWed Jan 14, 2009 6:31 pm

გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს!

santa
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 63
Registration date : 10.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyWed Jan 14, 2009 11:12 pm

15 იანვარს საპატრიარქოს რადიოს იუბილე აქვს!

რადიო "ივერია" 10 წლისაა!!!

ვულოცავთ მას ამ დღეს და გაუწყებთ, რომ სპეციალურ გადაცემაში "ერთი საათი", რომელშიც მონაწილეობენ მწერლები: მიხო მოსულიშვილი, ზაალ სამადაშვილი, ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, თქვენ ბევრ საინტერესო და მხიარულ ამბავს მოისმენთ რადიოს ისტორიიდან.
უსმინეთ!
ფმ 105,4
15 იანვარს, დილით, 10 საათიდან ,
საღამოს - 21 საათსა და 10 წუთიდან
.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 12:19 am

Very Happy ხალხნო და ჯამაათნო, საფიხვნოვ და საჯალაბოვ!!! ამწამსა და დღეის ჩათვლით ჩვენი საყვარელი სანათა იუბილარია და მინდა თქვენთან ერტად მივულოცო!!!
გაიხარე ,სანათაო!!! შენ შვილებთან,მეუღლესთან, და-ძმასთან, დედ-მამასთან, შენ ბიძა-ბებერფშავლებთან ერთად, და ჩვენთან ერთადაც, მეგობრებთან, რო გვიყვარხარ ყველას ასე უფასოდა და უპროცენტოდ და მთელ შვეიცარიის ანგარიშებს გვირჩევნია შენთან ერთი ხინკლის მოხვევა და ერთი კაფიის თქმა!!!!! გაიხარე შენ ფშავთან და შენ საქართველოსთან ერთად!!!
გაიხარე, ისე, როგორც მაღლა ღმერთსა და დაბლა ბაოს გაუხარდება!!!
გქონოდეს სული სიხარულით სავსე! ღვთის რწმენითა და მოყვასის იმედით სავსე! სიყვარულითა და პოეზიით სავსე!!!მრავლი წელი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და "ადამიანდ ყოფნის სევდა-სიხარული" ! მზეგრზელობა და დღეგრძელობა!!!!
აჰა, ასე ბრძანა ბაომ!!!
cheers
Back to top Go down
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli


Female
Number of posts : 223
Age : 62
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 12:53 am

''სადაბ.დღეო''ექსპრომტ -მაჯამა მარიამ-სანათა ხუცურაულს


მთვარემ დაგხედა,მარიამ,
ვარსკვლავთაც ანათესაო,
ანგელოსები ამღერდნენ,
ისმა ''ოსანათ'' ესაო:

-მგოსანო შე ტკბილხმოსანო,
იცოდე,სანათ ესაო:
შენს დაბადებას ზეიმობს
''არმურის'' სანათესაო!

flower
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 11:07 am

სანათაოოო,გილოცავ მთელი გულით და სულით,დაესწარი მრავალს,მუდამ სიხარულით სავსე ყოფილიყავი...



flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower sunny flower
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 12:06 pm

სანათო, დაბადების დღეს აქედანაც გილოცავს შენი მუდმივი მტერი კაფიებში - არჩანდა!
მე კი ვცდილობ, რო არაფერი წამამცდეს ხოლმე...
და თუ რამე წამამცდა, მაინც ნუ გამიმეტებ ბოლომდინა, რახან "ცოტათ ფშაველ" ვარ მე და სუ რო ფშაველ გამავსულიყავი, მე ვინ მამცა მაგისი ბედი...
გაგიმარჯოს!

lol!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არგანი

არგანი


Male
Number of posts : 291
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 12:13 pm

სანათა, გილოცავ!
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 9:13 pm

ჩემი გულწრფელი სიყვარული,კეთილი სურვილები და დიდი მოლოცვა სანათას.
ბედნიერი ყოფილიყავი გამორჩეულო და ნიჭიერო ქალბატონო....
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 9:41 pm

დიდი მოკითხვა და მონატრება ბობოს და ''არმურს'' ჩემგანSmile
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 EmptyThu Jan 15, 2009 9:48 pm

nini wrote:
დიდი მოკითხვა და მონატრება ბობოს და ''არმურს'' ჩემგანSmile

flower

ნინის გაუმარჯოს!
სადა ხარ, კაცო - შამოუტიეს ქალებმა ბობორიკსა, რომელიც აქ არის სუულ მთავარი უფროსი, რო - საჯალაბო გვინდა ჩვენა აქაო!
და ამანაც გაუხსნა და იქ მარტო ქალები ილაპარაკებენ თავიანთ სალაპარაკოს.

და ასევე ბობომ დაგვირიგა ხმლები - ვისაც მეტი ხმალი გვაქვს, თურმე, უფრო მაგრები ვყოფილვართ...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





მილოცვები - Page 3 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 3 Empty

Back to top Go down
 
მილოცვები
Back to top 
Page 3 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? (საცნობარო)-
Jump to: