არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მილოცვები

Go down 
+22
irma shiolashvili
nino nadiradze
ანონიმი
გაგა
მათე
natalia
სოსო მეშველიანი
Elguja Marghia
keso
nuciko dekanozishvili
Tabagari Tea
სანათა
ჯალალი
gvantsa jobava/cicana
nini
bao
ნეკერა
nel
nino darbaiseli
არგანი
ვაჟა ხორნაული
Admin
26 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
AuthorMessage
nini



Female
Number of posts : 649
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 EmptyTue Dec 11, 2012 8:44 pm

ვულოცავ:*
რენუარი. 2012-12-10 13:55:04
3. ვულოცავ ლალი...წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებით საქმიანობაში...Smile
შენ კი მიყვარხარ, თუნდაც ასეთი ერთგულებისთვის,,,,:-*
ჭა. 2012-12-10 11:51:58
2. ძალიან კარგ პიროვნებას და ნიჭიერ მწერალს
მიხო მოსულიშვილს ვულოცავ 50 სლის იუბილეს.

ლალი მადლობა ასე ლამაზად , რომ მოიტანე , საინტერესო ამონარიდი თქვენი საუბრიდან.
მუხა. 2012-12-10 02:42:02
1. ეს ამონარიდია ჩემი და ბატონი მიხოს რამდენიმე წლის წინანდელი საუბრიდან...
წელს მისი რამდენიმე წიგნი გამოვიდა...
რა უნდა ვთქვა...
ძალიან ღირსეულ და კარგ ადამიანს,ნიჭიერ მწერალს -მიხო მოსულიშვილს-ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით
Back to top Go down
nini



Female
Number of posts : 649
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 EmptyTue Dec 11, 2012 8:48 pm

ნახევარი საუკუნე...
ცოტა გული დამწყდა,მაგრამ მერე მივხვდი რომ ხმაურითა და პომპეზურად აღნიშვნა ოფიციალური პირებისგან...დიდი არც არაფერი ბედენაა...
ბატონ მიხოსადმი გამორჩეული პატივისცემა და სიყვარული,რაც მის მეგობრებს,ახლობლებს და უბრალოდ მკითხველებს აქვთ- აი ეს კი შეუფასებელია...
ბატონ მიხოს ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ...
არ გამომივიდა არაბანალური მილოცვა,სამაგიეროდ გულიდანაა
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 EmptyTue Dec 11, 2012 9:10 pm

ნინი, დიდი მადლობა და აი, ეს ჩანახატი ნახე...


მიხო მოსულიშვილი

ბესიკ ხარანაულმა რომ დამირეკა

2012 წლის 10 დეკემბერია, ნობელის პრემიას არიგებენ დღეს, მაგრამ მაგის დარდი არა მაქვს მე, დილიდან იმასა ვფიქრობ, რო – აბა, ცოტა მაინც თუ დავჭკვინადი, სულ ოდნავ მაინც...
და, - ვერა, ვერ ვატყობ ჩემ თავს ვერაფერს, ისევ კაი ქალები მომწონს, ისევ მაგარი სასმელები მიყვარს და ჯიპები და ნადირობა და ხეტიალი უფრო მთებისკენ...
თან იმასაც ვატყობ, რო, მგონი, ჭკუა კი არ მომემატა, პი
რიქით არის საქმე, მაკლდება და მაკლდება...
ორი საათისკენ დამირეკა ტელეფონმა, მომიტანა ცოლმა ყურმილი და, - გამარჯობა, მიხო, ბესიკი ვარ, ხარანაულიო.
გაუმარჯოს ბესიკსა და აბა, როგორ ხარ მეთქი?
რაღა როგორ ვიქნებიო, ერთ-ორი ლეპტოპიაო, ერთიც კომპიუტერია და სუ მოიშალნენ პირშეკრულებივით და რა ვუყო, სად წავიღო, მიმასწავლეო.
სადა და, გრიბოედოვის ძეგლის უკან რო ქუჩა გადის, იქ, - მანდ არი ლეპტოპების ცენტრი მეთქი.
აბა, მაშ ერთი ვიღაცა პროგრამისტიაო და იმას მივუტანთო?
რად რა გინდა პროგრამისტი, კაცო, მიუტან მაგათა და თუ გინდა, ჩაიბარებენ კიდეც მეთქი, მისაღებ ფასად... რაღა შენ მიუტან, მარიამი ან ქიტო გაგზავნე მეთქი.
თან ეს ჩემი დისკეტებიანიაო და რაღაცა ნაწერები დამიკარგა კიდეცო.
ჰოდა, ჩააბარონ ეგ და ათასორას-ათასოთხას ლარად კაი ლეპტოპი იყიდე, რაღა დროს დისკეტებია, ფლეშკა გინდა მეთქი, იქ უნდა ჩაწერო დაწერილები...
ჰო, რა ვიცი, ვიფიქრებო და ისე, როგორ ხარ შენ ხასიათზეო...
რა ვიცი, მაინცდამაინც ვერა მეთქი.
რატომაო?
იმიტომ, რომ დღეს ორმოცდაათი წლისა გავხდი მეთქი...
გილოცავო და რა იყო, ხუ არ დაბერებულხარ ჯერაო...
დაბერება კი არა, მეთქი, მაგრამ მაინც შავად არი ჩემი საქმე, ჭკუა არ მემატება, მგონი უფრო პირიქით, - მაკლდება და მაინც ქალისკენ გამირბის თვალი, ხელიც მაგარ სასმელებს ეტანება ისევა და რაც უჭკუო ვიყავი, ისევე ისა ვარ მეთქი...
ეჰ, რას იზამ, ძნელია, ძნელიო, მეც ხო შენზე რამხელად დიდი ვარ და მეც მასე ვარ, არ იფიქრო ჭკუის მომატებაზე, სუ მაინც ის იქნები, რაც იყავიო და ტყუილად გაიწვალებ თავსაო...
მთავარია, არ დამაკლდეს მაინც მეთქი.
ნუ გეშინია შენ, არ დაგაკლდებაო, - რაც გქონდა, სულ ის გექნებაო.
სუ შენი ლექსი მახსენდება მეთქი:

ჯოხი

ჯოხი დავკარგე, თავმკვდარმა,
კოხტად გათლილი შინდიო.
სანამ ის ხელში მეჭირა,
არაფრის მქონდა რიდიო.
მისაწვდელს მივეწვდებოდი,
მოსაწვდელს მოვიწვდიდიო.
შავშუაღამე გზაზედა
თამამად გავივლიდიო.
ივრისპირებში გავწირე,
მთვრალი რო ჩამოვჯდიდიო.
ჯინჭველაები ჩქროლავდნენ,
წყალზე გავუდე ხიდიო.


არ იდარდო მაგაზე შენაო. კარგად იყავი, მიხო და აი, ოცდასამი წლის მერე გამიხსენე, ორმოცდაათი წლისას დაბადების დღე რომ მოგილოცე და რაც ჭკუაზე დაგარიგე, ისიც თქვიო.
ოცდასამი წლის მერე რატომ და, - 1939 წლის 11 ნოემბერს არის დაბადებული ბესიკ ხარანაული და მე რომ დღეს მელაპარაკა, სამოცდაცამეტი წლისაა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini



Female
Number of posts : 649
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 EmptyTue Dec 10, 2013 11:45 pm

ბატონო მიხო!
გულითადად გილოცავთ დაბდღეს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჯანმრტელობას,სიხარულს,თქვენთვის ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნას,დიდ შემოქმედებით წარმატებებს .
ბატონო მიხო, ძალიან ღირსეული,გამორჩეული,ნიჭიერი და უზომოდ საინტერესო ადამიანი ბრძანდებით.მიხარიხართ და მეამაყებით.
Back to top Go down
nini



Female
Number of posts : 649
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 EmptyTue Dec 31, 2013 2:49 pm

აუუ საახალწლო დიზაინი მინდაSmile
თოვლი რომ წამოვიდეს აქ რა.
პს ძალიან მიხარია ბატონი მიხოს შემოქმედებითი წარმატებები-ახალი წიგნები და დადგმული პიესები
Back to top Go down
Sponsored content




მილოცვები - Page 10 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 10 Empty

Back to top Go down
 
მილოცვები
Back to top 
Page 10 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? (საცნობარო)-
Jump to: