არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მილოცვები

Go down 
+22
irma shiolashvili
nino nadiradze
ანონიმი
გაგა
მათე
natalia
სოსო მეშველიანი
Elguja Marghia
keso
nuciko dekanozishvili
Tabagari Tea
სანათა
ჯალალი
gvantsa jobava/cicana
nini
bao
ნეკერა
nel
nino darbaiseli
არგანი
ვაჟა ხორნაული
Admin
26 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 12:00 pm

ბობო,Fეისბუქი რომ არ მაქვს,არ გამიხსნია და ვერ ვნახულობ,არადა როგორ მაინტერესეეეეეეეეებს...Smile იქნებ აქაც დაგედო?!

ისევ,გილოცავ,ბობორიკო,აუ რამდენჯერ მოგილოცავ დღეს კიდევ...Smile
Back to top Go down
Guest
Guest




მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 12:51 pm

ჯალალი wrote:
ბობო,Fეისბუქი რომ არ მაქვს,არ გამიხსნია და ვერ ვნახულობ,არადა როგორ მაინტერესეეეეეეეეებს...Smile იქნებ აქაც დაგედო?!

ისევ,გილოცავ,ბობორიკო,აუ რამდენჯერ მოგილოცავ დღეს კიდევ...Smile

Arrow

ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის... Smile))

ორმოცდაშვიდი წლის რომ გახდები კაცი, წესით და რიგით, მეტი ჭკუა მოგეკითხება, მაგრამ სად არი მაგდენი ჭკუა?.. მე ისევ ოცი წლის ლაწირაკი-სტუდენტი მგონია ხოლმე თავი და აი, შარშან როგორ მაშაყირებდნენ დაბადების დღეზე... - https://armuri.georgianforum.com/-f6/---t58.htm
”მიხოსერა არჩანდა” მას შემდეგ შემარქვა ბაომ, იგივე მარიამ წიკლაურმა, რაც სრულიად ინგლისის დედოფალზე ერთი პატარა ხუმრობა დავწერე და დავდებ აქ იმასაც... - http://mimosfinn.wordpress.com/2009/12/10/827/
Back to top Go down
nino nadiradze

nino nadiradze


Female
Number of posts : 94
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 12:54 pm

გილოცავტ, ბიძია მიხო, უდიდესი სიყვარულით, ჯანმრთელობა, სიხარული, სისავსე და გამრავლება Smile მიყვარხართ ძალიან!
Back to top Go down
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 1:22 pm

ბობო wrote:
ჯალალი wrote:
ბობო,Fეისბუქი რომ არ მაქვს,არ გამიხსნია და ვერ ვნახულობ,არადა როგორ მაინტერესეეეეეეეეებს...Smile იქნებ აქაც დაგედო?!

ისევ,გილოცავ,ბობორიკო,აუ რამდენჯერ მოგილოცავ დღეს კიდევ...Smile

Arrow

ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის... Smile))

ორმოცდაშვიდი წლის რომ გახდები კაცი, წესით და რიგით, მეტი ჭკუა მოგეკითხება, მაგრამ სად არი მაგდენი ჭკუა?.. მე ისევ ოცი წლის ლაწირაკი-სტუდენტი მგონია ხოლმე თავი და აი, შარშან როგორ მაშაყირებდნენ დაბადების დღეზე... - https://armuri.georgianforum.com/-f6/---t58.htm
”მიხოსერა არჩანდა” მას შემდეგ შემარქვა ბაომ, იგივე მარიამ წიკლაურმა, რაც სრულიად ინგლისის დედოფალზე ერთი პატარა ხუმრობა დავწერე და დავდებ აქ იმასაც... - http://mimosfinn.wordpress.com/2009/12/10/827/



"სერ მოსულიშვილი",
(აბა შენობით აღარაო)

ვაი,ვაიიიიიიიიი ეს რა კარგ ადგილას გადამისროლე ბობორიკო,უი ("სერ მოსულიშვილი"-ო)?!

რა გავხალისდიიიიიიი,მშვენიერი იყო,და სასიამოვნოდ ლამაზიც...Smile

და კიდევ გზად გამომყვა ეს შენთვის მორთმეული ლექსი,რომელსაც აქ ვაკოპირებ რადგან ძალიან მომეწონა...Smile

ცირა ბარბაქაძე

***
მიხოს

ვერ გაჩერდები,
სულ მიდიხარ,
უნდა იწვოდე!
შენც კარგად იცი,
რომ მწერალი დიდი ბავშვია...
და ამიტომაც, მეგობარო,
მე შენ გიწოდე -
კაცი, რომელიც სულ მიდის და
მაინც გზაშია.



ისევ გილოცავ,სერ მოსულიშვილი!
Back to top Go down
irma shiolashvili

irma shiolashvili


Female
Number of posts : 53
Age : 48
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 2:08 pm

მიხო, გილოცავ დაბადების დღეს!
გისურვებ ნაყოფიერ და ბედნიერ ცხოვრების წელს!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 62
Registration date : 10.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 2:16 pm

ხანიც გემატოს, ჯანიც გემატოს, მიხოსერავ, მუზა-ფანტაზია-შთაგონებაც ულევად გქონოდეს და შენი წუწუნი აღარ გამეგოს...
გაიხარე და იმრავლე! sunny sunny sunny





Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
irma shiolashvili

irma shiolashvili


Female
Number of posts : 53
Age : 48
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 2:21 pm

ბობო wrote:
sunny

დღეს ირმა შიოლაშვილის დაბადების დღე არის და დამასწრო სანათამ - ჩემზე უწინ იმან მიულოცა...

მეც ვულოცავ ამ თავისი ლექსის გახსენებით:

ლუკას

ოდესმე აღარ დაგჭირდები -
ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ...
მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს
და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს

და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება...
შენ კი... შენ - დედა გენაცვალოს - უნდა იარო
მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით,
სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს

მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით
უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას - რატომ წრიალებს...
მხოლოდ ხანდახან - თორემ, დედა დაგეწამლების,-
შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....


Exclamation

შიოლაშვილები ღუდუშაურები არიან და შიოლა ღუდუშაური იმდენად არა, რამდენადაც შიოლას და - თავისი ძმის მკვლელის შემფარებელი და სტუმარ-მასპინძლის ადათ-წესის ისეთი დამცველი არის, რომ ყველამ ინატროს ამნაირი ქალი... შიოლას დას მსოფლიო ლიტერატურის შედევრებში ეკუთვნის ადგილი და ვნახოთ, გამოუნახავს ამ ადგილს ტარიელ ხარხელაური იმ თავისი ახალი პოემით, რომლის პირველი ნაწილი მე უკვე მოვისმინე დიდი სიხარულით... და მარტო მე არა...

შიოლას დას იმიტომ ვიხსენებ, რომ - ირმა გვყავისა ჩვენა იმის ალი-კვალად, გინდა გერმანიაში წაიყვანე და გინდა მთვარეზე დასვი, მაინც ღუდუშაურების ჯიშ-ჯილაგისა არის და მორჩა...

ირმა შიოლაშვილო, შენ გვერდით მიგულე ყოველთვის...
შენამც გეწამალების შენ სამეგობროში ყველაზე დიდი არსაითი - ბობორიკი...

Wink flower cheers





ხალხოოოო, დიდი მადლობა ნახევარი წლის წინანდელი მოლოცვისთვის, მიხოს, სანათას, ნინოს, სოსოს, ყველას, ყველას, მაპატიეთ, რომ ახლაღა ვნახე და ახლა გიხდით მადლობას, შარშან, ჩემს დაბადების დღეზე საავადმყოფოში ვიწექი და მერეც დიდხანს ავად ვიყავი, აქ აღარ შემოვსულვარ. მაპატიეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ყველანი ძალიან მიყვარხართ
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
beqa_

beqa_


Male
Number of posts : 19
Age : 36
Location : tbilisi
Job/hobbies : net developer
Humor : ...
Registration date : 27.02.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 3:06 pm

გილოცავთ მიხო, მარტია მისურაულო Smile

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, და იმედია თქვენს სიკეთისაკენ მიმავალ გზაზე ხანდისხან ჩვენაც დაგემგზავრებით Smile
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
ნეკერა

ნეკერა


Female
Number of posts : 142
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 4:41 pm

მიხო ძია Smile
(სულ მომართვის პრობლემა მქონდა, ბობო-თქო და ერთხელ გამინაწყენდა მიხო ძია, რა შენი ბობო ვარო გაიფიქრა გულში, არადა ბატონო მიხო-ს გული არ ამბობდა, ძაააალიან ოფიციალური და მშრალია, მიხო კიდევ სულ არა... ჰოდა რაც ტარიელ ხარხელაურს ტარიელ ძიას ვეძახი, იმის მერე მიხო ძიას ფორმაც თავისით მოინახა და გაპროტესტებას არ ექვემდებარება Smile )

გილოცავთ დაბადების დღეს. ყველასთვის, ვისაც ურთიერთობა ქონია თქვენთან, ძალიან შინაური და საყვარელი ადამიანი ხართ, თქვენთან ურთიერთობა, გადაუჭარბებლად, მართლა დიდი დღესასწაულია დამწყები ლიტერატურაში მოცოდვილეებისთვის Smile

იმიტომ არა, რომ დაბადების დღე გაქვთ, მართლა ძალიან მიყვარხართ და ყოველივე კარგს გისურვებთ Smile

ძალიან არაპოეტური მილოცვა გამოვიდა, მაგრამ რა ვქნა, უნიჭო ვარ ალბათ Smile

cheers cheers cheers cheers cheers cheers
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/forum.htm
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 8:22 pm

ბატონ მიხოს სულითა და გულით ვულოცავ.ყველა სიკეთე...



sunny sunny sunny
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 8:36 pm

კიდევ ათასჯერ(და უფრო მეტჯერაც) მოგველოცოს,
იხარე,კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს ერთგული მკითხველი.

არ გამოგილევს უფალი
გულში სიკეთის ოქროსა.

არ გაუცვდება კალამი
არჩანდასა და მიხოსა.
cheers king sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 10, 2009 8:36 pm

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი




Male
Number of posts : 97
Age : 47
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyFri Dec 11, 2009 4:03 pm

ყველაზე ყურადღებიანი შემოქმედი, დამწყები პოეტებისთვის. მახსოვს მის მიერ არმოჩენილი არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა. ვულოცავ, ღმერთი ფარავდეს მას და მის ოჯახს
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
nino kadagidze

nino kadagidze


Female
Number of posts : 53
Registration date : 29.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyFri Dec 11, 2009 7:26 pm

ვაი, როგორ დამაგვიანდა მილოცვაა .... Sad

სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა ,დღეგრძელობა და მზეგრძელობაა sunny

დიდი , უდიდესი პატივისცემით flower
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyFri Dec 11, 2009 8:35 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
კიდევ ათასჯერ(და უფრო მეტჯერაც) მოგველოცოს,
იხარე,კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს ერთგული მკითხველი.

არ გამოგილევს უფალი
გულში სიკეთის ოქროსა.

არ გაუცვდება კალამი
არჩანდასა და ბობოსა..
cheers king sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მათე

მათე


Female
Number of posts : 28
Age : 58
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyFri Dec 11, 2009 10:27 pm

ღმერთმა დაგლოცოთ, ბატონო მიხო.....
საუკეთესო სურვილებით..... სიკეთე...სიკეთე და სიკეთე იყოს მარად თქვენთან.......
Back to top Go down
Guest
Guest




მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptySat Dec 12, 2009 1:48 am

დიდი მადლობა ყველას...
Back to top Go down
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 62
Registration date : 10.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyMon Dec 14, 2009 12:42 pm

არჩანდის ჩინ-მუნდირს - მიხოს,
სადაბადებისდღეოდ

გვიან მისწვდა ილტოსპირელს
ესე კაი ამბავია,
ქვეყნად გამოსაჭენები,
ფართოდ დასასტამბავია.
მიხოს დაბადების დღეა,
მიხოც ალბათ აქავეა,
მაგრამ ვინ მიმიპატიჟებს,
სუ შორს მიწევს კავკავია!
ე ლექსით თუ მიულოცავ,
მეტი მე რა მაქვავია!
დღეგრძელობა მისურვებავ,
თავსა ზედა ქავ-კავია,
მტკიცედ შემოემზღვარ-მყაროს
ქართულ პროზის ბაკანია!
მეც ვიძახი, რაც სხვებს უთქვამთ,
განა ქება საკმარია?!
კაცად ხო კაცურია და
მწერლად უფრო მაგარია.




ესა მიშა ღანიშაშვილმა გამოუგზავნე მიხოსერა-არჩანდასა ჩემი ხელით იმიტომ, რომ ურაკპარაკელემა არ იზრუნეს მოეტანათ...
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyMon Dec 14, 2009 1:03 pm

18. ვულოცავ, ბატონ მიხოს...... ჩემი დიდი პატივისცემა..... ღმერთმა დალოცოს და აბედნიეროს.......
მათე. 2009-12-11 20:45:52

--------------------------------------------------------------------------------

17. განაწილდა ადგილები
კაფიების ფართიანში,
გარეთაც ის გამოფინეს,
რაც მათ ღარიბს ფანტია შინ
მე ცხრიანში ვგლეჯ ამ ისარს,
ღაბახს, გულში ბანტიანში,
ვირი ივრის ველზე მიდის,
დათვი კიდევ - პანტიანში,
სამსვლიანი მატი მიაქვს
ილტოსპირელს პარტიაში!
ილტოსპირელი.... 2009-12-11 19:41:18

--------------------------------------------------------------------------------

16. პროზას შიგან მაგარი ხარ,
მაგრამ,ძმაო, კაფიაში:
შენ ათიდან შვიდში ურტყამ,
მე_ათიდან ათიანში!
ანთა ნათელიძე. 2009-12-11 17:56:34

--------------------------------------------------------------------------------

15. ყველაზე ყურადღებიანი შემოქმედი ადამიანი დამწყები პოეტებისთვის. მახსოვს მის მიერ არმოჩენილი არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა. ვულოცავ, ღმერთი ფარავდეს მას და მის ოჯახს
სოსო მეშველიანი. 2009-12-11 16:00:42

--------------------------------------------------------------------------------

14. ვუერთდები მილოცვას !
ბექა ოთანაძე. 2009-12-11 00:20:39

--------------------------------------------------------------------------------

13. მიხოსერა არჩანდაააა.... მეც ვუერთდები ნინის -*
ისევ ის ვარ. 2009-12-10 23:03:31

--------------------------------------------------------------------------------

12. გი-ერთ-დებით!
ბავშვი (ძეწ). 2009-12-10 22:34:16

--------------------------------------------------------------------------------

11. გულით ვუერთდები მიმლოცველებს
ია-ია. 2009-12-10 22:22:53

--------------------------------------------------------------------------------

10. მეც ვულოცავ მას!
გიორგი გაბაიძე. 2009-12-10 22:20:17

--------------------------------------------------------------------------------

9. არჩანდის ჩინ-მუნდირს - მიხოს,
სადაბედებისდღეოდ

გვიან მისწვდა ილტოსპირელს
ესე კაი ამბავია,
ქვეყნად გამოსაჭენები,
ფართოდ დასასტამბავია.
მიხოს დაბადების დღეა,
მიხოც ალბათ აქავეა,
მაგრამ ვინ მიმიპატიჟებს,
სუ შორს მიწევს კაკავია!
ე ლექსით თუ მიულოცავ,
მეტი მე რა მაქვავია!
დღეგრძელობა მისურვებავ,
თავსა ზედა ქავ-კავია,
მტკიცედ შემოემზღვარ-მყაროს
ქართულ პროზის ბაკანია!
მეც ვიძახი, რაც სხვებს უთქვამთ,
განა ქება საკმარია?!
კაცად ხო კაცურია და
მწერლად უფრო მაგარია.




ილტოსპირელი.... 2009-12-10 21:27:45

--------------------------------------------------------------------------------

8. არმურის საფიხვნოზე მივულოცე წუხელ და აქაც... სითბოთი და სიყვარულით
თეა თაბაგარი. 2009-12-10 21:23:26

--------------------------------------------------------------------------------

7. ვუერთდები მილოცვას!
მიყვარს ბობოსნაირი გულმართალი ადამიანები!
უფლის წყალობა არ მოგაკლოთ, მიხო ბატონო...
ბერეთელი. 2009-12-10 21:22:20

--------------------------------------------------------------------------------

6. ვულოცავთ, ვულოცავთ!!! დღეგრძელობა, მზეგრძელობა ბატონ მიხოს...
ნატალი. 2009-12-10 21:17:53

--------------------------------------------------------------------------------

5. მეც ვუერთდები ამ მილოცვას!
ოთარ რურუა. 2009-12-10 20:52:55

--------------------------------------------------------------------------------

4. მეც ვულოცავ, უფალი ფარავდეს მუდამ
ირინკა. 2009-12-10 20:52:16

--------------------------------------------------------------------------------

3. ნამდვილად მაგარი მწერალია ბატონი მიხო!

ვულოცავ!
ბექა ახალაია. 2009-12-10 20:50:38

--------------------------------------------------------------------------------

2. ვულოცავ ბატონ მიხოს!

მაგარი მწერალია!
იუჰან ნაგელი. 2009-12-10 20:49:33

--------------------------------------------------------------------------------

1. ვულოცავ, ღვთის მადლით ევლოს

"ერთ მშვენირ დღეს დაგარტყამს თავში, რომ აი სწორედ ეს გაქვს დასაწერი. განა შენ გადაწყვიტე, რაღაცამ გიკარნახა..."
და თავისი ნიჭი (სახარებისეული ტალანტი) ემრავლებინოს!

ოთარ ცისკაძე. 2009-12-10 20:48:03
--------------------------------------------------------------------------------
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyMon Dec 14, 2009 1:04 pm

ეს ბატონ მიხოს მოლოცვები მეზობელი საიტიდან.

flower
Back to top Go down
Guest
Guest




მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyTue Dec 15, 2009 1:01 pm

nini wrote:
ეს ბატონ მიხოს მოლოცვები მეზობელი საიტიდან.

flower

Arrow

ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის...

Very Happy
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyWed Dec 16, 2009 9:31 am

[quote="ნეკერა"]მიხო ძია Smile
(სულ მომართვის პრობლემა მქონდა, ბობო-თქო და ერთხელ გამინაწყენდა მიხო ძია, რა შენი ბობო ვარო გაიფიქრა გულში, არადა ბატონო მიხო-ს გული არ ამბობდა, ძაააალიან ოფიციალური და მშრალია, მიხო კიდევ სულ არა... ’’,


მეც მაქვს ეს პრობლემა.’’ბობოსთან’’ შეიძლება ’’შენობით’’.ბატონმა ვაჟამაც მომთხოვა თქვენობით არ მელაპარაკოო sunny არ შემიძლია და აი რა დამიწერა’’როცა ღმერთს შენობით ელაპარაკებიან,ადამიანები რატომ აფრქვევენ ამდენ "თ"-ს?’’.
და მაინც ბატონი მიხო და ბატონი ვაჟა იქნებიან ჩემთვის.’’ბატონი’’ გამორჩეული პატივისცემის და მოკრძალების ნიშნად. flower
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyThu Dec 17, 2009 2:37 pm

ბარბარობას გილოცავთ sunny
Back to top Go down
ნეკერა

ნეკერა


Female
Number of posts : 142
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptySat Dec 19, 2009 9:27 pm

nini wrote:
ბატონმა ვაჟამაც მომთხოვა თქვენობით არ მელაპარაკოო sunny არ შემიძლია და აი რა დამიწერა’’როცა ღმერთს შენობით ელაპარაკებიან,ადამიანები რატომ აფრქვევენ ამდენ "თ"-ს?’’.
flower

საოცარი სიტყვებია... მე მაგას სტატუსად ავიღებ Smile
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/forum.htm
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 62
Registration date : 11.12.08

მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 EmptyFri Dec 25, 2009 8:21 pm

gilocavT yvelas "Tavebis gadaxotvris saertaSoriso dres" lol!
rara Sobas daamtxvies, ra xalxia, raaaaaaa
scratch
Back to top Go down
Sponsored content





მილოცვები - Page 7 Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები - Page 7 Empty

Back to top Go down
 
მილოცვები
Back to top 
Page 7 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? (საცნობარო)-
Jump to: