არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მილოცვები

Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Dec 25, 2008 3:27 pm

Arrow
"არმურის საფხივნოზე" შობა-ახალწლის მილოცვა იქნება, როგორ ჩვენი წესი და რიგია, შვიდი იანვრიდან...
აი, ეგრე!


Last edited by ადმინისტრატორი on Wed Mar 11, 2009 5:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyWed Dec 31, 2008 6:09 pm

მილოცვები Armuri-logo-patara

აი, ამ ხალხური ლექსით "არმურის საფიხვნო" ყველას და მათ შორის, განსაკუთრებულად - ლიტერატურის მოტრფიალეებს ულოცავს ახალი წლის დადგომასა ამ არეული კალენდრითა და ნამდვილი ახალი წელი რო თოთხმეტ იანვარს მოვა, ყველამ ვიცით, ალბათა.
ესა ხალხური ლექსი არისა და თუკი ამაზე უკეთესად ახალ წელს ვინმე მოგილოცავთ ამ ჩვენი საეჭვო ხარისხის ტელევიზიებიდანა და იმათ ტალღებზედ მომართული ტელევიზორების ყუთებიდანა, მოდით და მამჭერით კისერი!
არა სთქვა, არა სთქვა, მაინც ახალ წელ მადისაო! - და ეგერა, თუ ვერა ვსთქვი!..
და იის გონებრივად ჩამორჩენილიც ხო შენიაო?! - და, მართალია, კი არისა ჩემი და მე უნდა გავუძლო იმის სისულელეებსა, მაგრამ - ტელევიზორის ყუთში კი არ უნდა წამოვისვა მაინცდამაინც!
ვა!

მილოცვები Armuri-1

ახალი წლის მილოცვა

ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა;
ცხენზედამც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,
კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორა-მაფრაშითამცა;
ტახტზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მტერი სუ დაგიბრმავდების, ეშმაკი – ხმელით-ცითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა;
პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;
სიცოცხლე - გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა,
უხვადამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.


santa


Last edited by არჩანდა on Wed Dec 31, 2008 9:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyWed Dec 31, 2008 7:38 pm

არჩანდავ, ძმაო მარადიულო, ამ ლექსით გილოცავ შობა_ახალ წელს:

ს ა კ ა რ თ ა ნ ო

ეს გაუმარჯოს საწუთროს
_უცნაურს,ღრუბლიანასა,
იმის გზებსა და ბილიკებს
უეკლო-ეკლიანასა,
ძმას_
ძმების გადამრჩენელსა,
ქვეყნისთვის დარდიანასა,
მტერს_
ნამდვილს,ჩვენსა საფერსა,
ჩვენსავით უშიშარასა,
ლამაზად გამცინებელსა,
კაცურად შარიანასა,
ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს
შხამში გალესილ დანასა!
ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს_
მზისფერსა,უფლისთვალასა,
სიკვდილს_ყველასთან მიმსვლელსა,
სიცოცხლის ტყუპისცალასა!..
ეს გაუმარჯოს სიყვარულს_
ცისა და მიწის ღალასა,
იმის ჩრდილსა და ნათებას,
იმის ვენახს და ყანასა,
იმის სანთელს და საკმეველს,
გუმბათებს გაუბზარავსა,
სატანჯველს ნექტარგარეულს,
სიხარულს ცრემლიანასა,
იმის უხილავ მწვერვალებს,
სამოთხის თოვლიანასა,
სასწაულს დაუსრულებელს,
ღმერთის და კაცის ძალასა!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyWed Dec 31, 2008 9:49 pm

მიხო, ქვაბს მიხედე Very Happy სანათა ხინკლი გულს მარილი აკლია Smile ვაჟავ, არ მიგიწვას Surprised ბაო, შენ ნიგოზი გაატარე Wink თონეზე ვინ წავიდა? What a Face დარბი, გოზინაყი სიცივეში გადგი... I love youმინდია, წაახმარე ვინმეს ხელი Embarassed არგან, რამდენჯერ უნდა გითხრა, დააცადე სხვებიც დასხდნენ, გამიგია, კაცო ეგრე უდღეგრძელებლად სმა... tongue
გაგიმარჯოთ! affraid
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyWed Dec 31, 2008 9:59 pm

რაღა დროს ქვაბია, არგანო - ისე მაიხარშა ინდაური, რო - შენი მოწონებული... და გოგრაცა!..

ვაჟიკავ, გაიხარე მოლოცვისთვისა!
და შენაც გილოცავ!

გაგვიმარჯოს, არგანო, კაცოოო - მე დილიდან მაქვსა დაწყებული და როდის უნდა წამომეწიო შენა?

სანათა ბაკურიანშია უკვე, მინდია და ბაო - აქ არიან... დარბიცა...
და ყველას გაგიმარჯოთ, ვინც სადა ხართ!..
ხარის წელიაო და - ხარის ძალა მოგცესთ!..

santa

მე ვეფხვის წელში ვარ დაბადებული და ვეფხვისას დაველოდები... Wink
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyWed Dec 31, 2008 11:53 pm

ხარისწლური სალაღობო

/ჯერ არჩანდას და მერე ყველა არმურელს ცალ-ცალკე/

სადღეგრძელოს მოგაგებებ,
თასში ღვინო ჩამისხია.
ლხინს რად უნდა დიდი ხარჯი,
საქმე ლხინის ხარისხია.
ერთი პური,ზედ - მარილი,
მადლის აღარ დახანება,
და თამადას შექცევისა
მოუცია რახან ნება,
ზოგჯერ ხსოვნით დანაღვლება,
ზოგჯერ - გადახარ-ხარება.
რაც გითხარი სალაღობო,
ამ იგავით მოგითხარო,
სუ ღიმილი მომაგებე,
როცა გკითხო,როგო ხარო,
ეგრე გასწი ეგ ჭაპანი,
ქედი არვის მოუხარო,
არ მოგაკლდეს ხარის ძალა,
მტერს რო ხარო გაუთხარო,
ძველ წელს -შენი ყველა დარდი,
საჭოჭმანო-საწუხარო,
იცოცხლე და გაიხარე,
რო ეს გული გაახარო!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 12:48 am

მიუხედავად იმისა, რომ ხარის წელია, მე მაინც ცხენი დავრჩები:

როგორც ბედაურს, დოღზე გასასვლელს,
ჩემ სხეულს, ისე უთრთის კუნთები,
სიამნარევი შიშით გავყურებ...
გასასვლელ ბილიკს, გასაფრენ კლდეებს.
აჰა, მომაგდეს უნაგირი, თასმებს მიჭერენ,
პირში მიდებენ ცივ რკინას და ლაგამს ქაჩავენ,
გულდანდობილად მიყურებენ მრავალ წლის ნახედნს...
მაგრამ ჩამესმის უჟმურივით სიტყვა "გადაჰკარ",
და ჩემს თვალებში კვლავ ჩადგება ნაცნობი სხივი
ყურში ჩამესმის ჩუმი ბღავილი იალაღების
გაფრენა მსურს და სადავეების დაწყვეტას ვლამობ,
ჰა, მოვიშორე მწვალებელი ჩემი ზურგიდან
და გასაფრენად ნახტომს ვიზომავ...
მაგრამ მომაგდეს მძლავრ კისერზე მაშინ ქამანდა
კვნესით დამქაჩეს და გინებით მიწაზე დამცეს,
მერე მომადგნენ და ბედაურს, მრავალ წლის ნახედნს,
ყელზე შემაბეს ფირფიტებით ნაჭედი ტყვია,
როგორც წარწერა წიგნის ყდაზე "თავხედი მონა".
Back to top Go down
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:00 am

გია,გილოცავ ,ძვირფასო!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს და ყოველი მომდევნო წელი!


არა ერთგან და ორგან ჩანს
არგანის სიფიცხენია,
ჩვენ აქ ხარის წელს ვზეიმობთ,
მან მოაგელვა ცხენია.

ეს ლექსი დაგიტოვე ადრე თემაში ''სანათა ბაო და დარბი...'',ეტყობა,არ გინახავს,ჰოდა აქ იყოს!

რა კა ჯეელი ყოფილა
თურმე ეს ჩვენი არგანი!
''ვირტუალით'' ვცნობ,''ლაივში''
არ სიგრძე ვიცი,არ - განი.
ღანძილებრ ამოუყრია
ლექსები კარგა-კარგანი.
მჯობის მჯობს ვინ რა უწუნოს,
ვინ თქვას:''არ ვარგა,ვარგა''-ნი.
როგო სცოდნია კაფიის
ნაქარგანი და ქარგანი!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:14 am

იცოცხლე, ჩემო ნინო. აჯობებდა ჩვენც ხარის სიდიჯე გვქონოდა, მაგრამ ვერ დავთმეთ ბედაურის (მერნის) სიფიცხე, სიჩალხენია (ესეც ჩვენი თაობის ბედისწერა)და აი შედეგიც...
გილოცავ ახალ წელს!
მირბის, მიგვაფრენს...
ისე, ბედის სამზღვარის იქით განგების სამზღვარია, ამიტომ ამ ჭენებასაც აზრი აქვს.
ჭენებას ყოველთვისა აქვს აზრი...
Back to top Go down
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:34 am

დარბაისელსა ნინოსა
კაფია უჯობს ღვინოსა.
ტორტ ჭამოს, ჩაი დალიოს
დაწვეს და დაიძინოსა. Very Happy
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:40 am

კაცოოო, ვინა ხართ თქვენა, რათ იძინებთ ბაჟეს თეშებზედა - მაშ, იგეთი ქვეყანა გამაიტყვანეთ, რო ყველამ თეფშებზე დაიძინოსა?
ვაჰმე, მიხოსერასა!
რო სმა არ იცით თქვენა!
რა მინდა მე ეხლა ინტერნეტშია, და ის მინდა, რო - კაი მსმელებ აღარ შამოგვრჩა, არგანო და ვაჟიკავ!
ვინ არიან ესენი, რო პირდაპირ თეფშებზედ იძინებენ!
ვახ!


Embarassed
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:47 am

ციკლიდან: არწივებს ჩასძინებოდათ

ნეტავ არწივებს რა უგავთ,
საცივში თავი ჩაურგავთ...
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:55 am

nino darbaiseli wrote:
ხარისწლური სალაღობო

/ჯერ არჩანდას და მერე ყველა არმურელს ცალ-ცალკე/

სადღეგრძელოს მოგაგებებ,
თასში ღვინო ჩამისხია.
ლხინს რად უნდა დიდი ხარჯი,
საქმე ლხინის ხარისხია.
ერთი პური,ზედ - მარილი,
მადლის აღარ დახანება,
და თამადას შექცევისა
მოუცია რახან ნება,
ზოგჯერ ხსოვნით დანაღვლება,
ზოგჯერ - გადახარ-ხარება.
რაც გითხარი სალაღობო,
ამ იგავით მოგითხარო,
სუ ღიმილი მომაგებე,
როცა გკითხო,როგო ხარო,
ეგრე გასწი ეგ ჭაპანი,
ქედი არვის მოუხარო,

არ მოგაკლდეს ხარის ძალა,
მტერს რო ხარო გაუთხარო,
ძველ წელს -შენი ყველა დარდი,
საჭოჭმანო-საწუხარო,
იცოცხლე და გაიხარე,
რო ეს გული გაახარო!

santa

ნინოოო, თუ ვინმე იყო ამ ჩემ და შენ ერთი ციდა ქვეყანაში დაუმორჩილებელი, ჩვენც ვიყავით და კიდეც ვართ...
და...
რათ მინდა ეხლა ტრაბახი - და...

მოდი, დაუმორჩილებელ საქართველოს გაუმარჯოს!
იმ საქართველოს, მაინც თავის ჭკუაზე რო გაივლის ყველგანა...
და აეგრე უნდა მავხკვდე მეცა - განა მე ვინმე ან რამე ვარ, მაგრამა - მაგათი ჯიშისა ვარ მაინც და...
მაგიტო ვამოფ.

drunken
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:01 am

gias!

ამა კაფიის გამგონეს
რა ძრიელ მეცინებისა!
შიში მაქვს მსუყე კერძების ,
წიწაკ-ნიგვზიანებისა.
ჯერ ჭამის, მერე ხვნეშისა,
ბოლო ჟამ დანანებისა.
ჩაი ვსვი,ტორტსაც გეახელ
ენაზე ტკბილად დნებისა,
განა კი მართლა თავ მაქვის
მე სმაში დაქადნებისა.
ერთ ჭიქას დავლევ ბეჩავი,
იმწუთას მეძინებისა.
ჟამია საბან-გობანის,
ნეტარად ახვრინებისა.
ხარის წელია ,სახნავი
უჩემოდც მაიხვნებისა!


Last edited by nino darbaiseli on Thu Jan 01, 2009 2:05 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:04 am

არგანი wrote:
ციკლიდან: არწივებს ჩასძინებოდათ

ნეტავ არწივებს რა უგავთ,
საცივში თავი ჩაურგავთ...

What a Face

***
ვაჰმე, არგანო, სად ვნახო
დიდი ვაჟკაცი საურმაგ!
ამათა სძინავთ თეფშებზე
და ელანდებათ ყაურმა!..


Sad
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:13 am

არჩანდა wrote:


მოდი, დაუმორჩილებელ საქართველოს გაუმარჯოს!
იმ საქართველოს, მაინც თავის ჭკუაზე რო გაივლის ყველგანა...
და აეგრე უნდა მავხკვდე მეცა - განა მე ვინმე ან რამე ვარ, მაგრამა - მაგათი ჯიშისა ვარ მაინც და...
მაგიტო ვამოფ.

drunken

გაუმარჯოს!!!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:17 am

სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................
Back to top Go down
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:18 am

გ ა უ !
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:38 am

არგანი wrote:
სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................

cat

***
თეფშზედ ხო მაინც არ იძინებ,
ჩათვლიმე კომპზე...
ვერცა ვერავინ შეგაყენებს, არგან,
"ჰოპ-სტოპზე!"

pirat
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 2:47 am

არგანი wrote:
დარბაისელსა ნინოსა
კაფია უჯობს ღვინოსა.
ტორტ ჭამოს, ჩაი დალიოს
დაწვეს და დაიძინოსა. Very Happy

affraid

***
მაგრამ არჩანდამ უღვინოდ
დიდხან ვერ მაითმინოსა.
თუმც უკაფიოდ გაძლებას
სჯობს შაუტიოს ნინოსა -
რა იცი, ღვინო მაიღას,
მარცხი არ დაითმინოსა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 10:47 am

არგანი wrote:
სამშობლოს მთებო,
თქვენმა შვილმაც ჩათვლიმა კომპზე......................
[size=14]

...და იქვე,ახლოს,
ჩამომჯდარა ეშმაკი ტორტზე.

უფრთხილდით მუცელს და მენიუს
და_თანაც დროზე!

***
სუფრასთან კვდება ჯანმრთელობა_თანაც რა მალე!_
კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს![/
size]
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 11:19 am

მილოცვები 1

და იმას რა ვუთხარი, ვინც დღეს ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობას, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" არ წაუკითხავს თავისი ოჯახის უმცროს წევრებს და არ ეტყვის, რო - აეგეთი ხალხი ვართ ჩვენაო...

santa

მილოცვები 2
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 11:57 am

არჩანდა wrote:


და იმას რა ვუთხარი, ვინც დღეს ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობას, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" არ წაუკითხავს თავისი ოჯახის უმცროს წევრებს და არ ეტყვის, რო - აეგეთი ხალხი ვართ ჩვენაო...



ამ მოთხრობის წაკითხვა ცრემლის გარეშე შეუძლებელია_განსაკუთრებით ლამაზია ეს ცრემლი ბოლო სტრიქონების მერე.სწორედ ასეთი ქმნილებანი თუ იხსნიან მომავალ თაობას იმ მომაკვდინებელი სენისაგან,თათქარიძეობა რომ ჰქვია სახელად(ისევ ილია!).
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი

არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 12:01 pm

ახალ წლის მშვიდობისა! წავიღოთ ეს თემა ილიასთან.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები EmptyThu Jan 01, 2009 1:30 pm



მშვიდობა ჩვენს ოჯახებს,
სამშობლო ოჯახიდან იწყება!

ეგ თემა,მართლაც, ილიასთან უნდა იყოს.
რაც შეეხება წაღებას,
მე არა გამეგებაო.
ისევ არჩანდამ წაიღოს_
მკლავი არ დაეღლებაო!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




მილოცვები Empty
PostSubject: Re: მილოცვები   მილოცვები Empty

Back to top Go down
 
მილოცვები
Back to top 
Page 1 of 10Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? (საცნობარო)-
Jump to: