| | წიგნები და ავტოგრაფები | |
|
+11renuari Tabagari Tea bao Elguja Marghia თეკლე არგანი სანათა nino darbaiseli ვაჟა ხორნაული მინდია არაბული 15 posters | |
Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sun Mar 29, 2009 12:27 am | |
| |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Tue May 12, 2009 2:13 pm | |
|  ეს მარიამ წიკლაურის ახალი წიგნია, მშვენიერი საათაურით... და მოდით, მივულოცოთ!.. სანათასთვის უკვე უჩუქებია და, ნეტავი, მე სადღა უნდა ვიშოვნო?  |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed May 13, 2009 12:08 pm | |
| " dublinelebi" rato maxsovs agiaSvilis trgmani? Seizleba vcdebi da bobos "Sovna" ar dasWirdeba, miirebs avtografiT yvelas,madloba, vinc saqmed Camitvala cemi "fafxuroba"  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed May 27, 2009 10:03 am | |
| გამოვიდა  ნუციკო დეკანოზიშვილის ამინდები ბის-ზერედაქტორის წინათქმა ნუციკო დეკანოზიშვილი (იგივე ნინო გოგიაშვილი), იმ უახლესი თაობის წარმომადგენელია ქართულ ლიტერატურაში, რომელიც “ციფრულ თაობად” შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს თაობა ციფრული ტექნოლოგის - კომპიუტერის და, შესაბამისად, ინტერნეტ სივრცის ჩვენში დანერგვამ ჩამოაყალიბა ოცდამეერთე საუკუნის დაწყებისთანავე. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ლიტერატურული საიტები, სადაც ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და თავისი ნაწარმოებების განთავსება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურული პრესა ლამის აღარ არსებობდა, თვითრეალიზაციის ეს ერთადერთი გზა დარჩენოდათ ახალგაზრდა მწერლებს და მათაც დაიწყეს თავისი შემოქმედების გამომზეურება, ერთი-მეორის ნაწერების კითხვა და კომენტარების წერა... აი, ამ გარემოში ჩამოყალიბდა ნუციკო დეკანოზიშვილი, როგორც თავისთავადი და საკუთარი ხმის მაძიებელი, ლაღად საკითხავი ლექსების ავტორი. პოეტი, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს ლექსის რიტმის თუ მელოდიის შეგრძნებისა, რაც მისი ნაწარმოებების კითხვას ზეიმად გადაუქცევს ხოლმე პოეზიის მოტრფიალეებს. რა ხანია, ინტერნეტში ეცნობიან ნუციკოს ლექსებს, პატივს სცემენ, ემეგობრებიან, ეკამათებიან... ამიტომ მის პოეზიას თავისი ინტერნეტ-მკითხველი თუ ინტერნეტ-თაყვანისმცემელი არ აკლია... მაგრამ რაკი ამ წიგნით ნუციკოს ნაწარმოებები პირველად გადმოინაცვლებს ვირტუალური რეალობიდან ქაღალდზე, სადაც მისი ლექსები შავით თეთერზეა დაბეჭდილი და აქ, თავისი ინტერნეტ-გვერდისგან განსხვავებით, ვეღარაფერს შეცვლის მომდევნო გამოცემამდე, მოდით, წარმატება ვუსურვოთ პოეტს... ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი და მკითხველის შეხვედრა აქაც - წიგნის სინამდვილეში! – და თავისი მკითხველი თუ თაყვანისმცემელი არც აქ მოჰკლებოდეს. გამომცემლობა - ”საარი” რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი ნახატები ეკუთვნის ავტორს. 2009 წელი. |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed May 27, 2009 10:02 pm | |
| გამოვიდა  მარიამ ხუცურაულის სანათას წიგნისულში რომ ნისლი იცის (რედაქტორის წინათქმა)
სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს... მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც... ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ. ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში. ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო. რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე. ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს. სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის... სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი. და ღმერთი არასოდეს გაქრება. გამომცემლობა - ”საარი”. რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი. მხატვარი - ლევან ხარანაული. 2009 წელი. წიგნს თან ერთვის დისკი, საიდნაც მოისმენთ ლექსებს ავტორის კითხვით.
წიგნი იყიდება ”პარნასის” ქსელის მაღაზიებში. |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Mon Jun 01, 2009 1:43 pm | |
| | |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Mon Jun 01, 2009 4:57 pm | |
| სიამოვნებით ვულოცავ მშვენიერ ქალბატონებს და მათი წიგნების რედაქტორს ახალი, ლამაზი კრებულების გამოცემას! აქვე, ბობოს დაგვიანებულ მადლობას ვეტყვი ამისათვის: *** თაბაგარ თეას ამ წიგნსა ჭკვა კარგი უნდა, მზიანი. კითხვა ადვილი იქნება, ფიქრ შაიქმნების გვიანი! 
| |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Tue Jun 02, 2009 10:50 pm | |
|  გაუმარჯოს ბექასა, სუ ქართულად ჭედავსა!!!!!! | |
|  | | renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sat Jun 06, 2009 5:40 pm | |
| სანათამა სთქო-წიგნი მაღაზიაში წაიღეს, რო არ გაიყიდება, წამოვიღებ და საჩუქრად დაგირიგებთო. არ დაუჯეროთ სანათას, ერთიც არ დარჩება , რომ არ გაიყიდოს! საჩუქრის მოლოდინში,ემანდ უწიგნოდ არ დაგვტოვოს  გუშინ, ბაომ მაჩვენა წიგნი-სულივით მსუბუქი და გამჭირვალე. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Tue Jun 09, 2009 2:32 am | |
| მე ხო რედაქტორად არა ვვარგივარ და ყველა რომ ვერა ხვდება ამას, ძაან გავიხალისებ ხოლმე... ეგრე ვერ მიჰხვდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა მე მითხრეს გოდერძი ჩოხელის ”რჩეულის” შედგენა. ჰოდა, მეც შევადგინე და სახელად დავუქვივნე - ”ბინდისფერი ხეობიდან ცამდე”. შევადგინე, დავალაგე ჩემ ჭკუაზე, დავურთე ბოლოთქმაც - ვითომ მართლა რედაქტორი ვაარ და ჩავაბარე გამომცემელს... და აბა, ეს წიგნი ვინ დახატოსო? - გამომცემელმა რომ მკითხა, ეგრევე ის ვიფიქრე, მე კი ალთა-ბალთა რედაქტორი ვაარ, მაგრამ კაი მხატვარი უნდა გოდერძაის წიგნსა მეთქი და - ლევანო ვუთხარი, ხარანაული. და მართლაც გაატანეს ლევანოს თიანეთში ეს ნოველებიიიი... გაატანეს და - არა, არ ააჩქაროთ მეთქი, რახან - მე ხო ვიცი ლევანოს ხასიათი... მაგასაც ჩემსავით ეჯავრება, როცა არ აცდიან იმ თავისი ”ჩქარა-ჩქარათი”... და ჩამოვიდა დღეს თბილისში, მაშიკოს გადააღებინა ოცი მშრალი აკვარელით ნახატი ჭდეებიანი ფურცელი, ჩააწერინა დისკზე და მომადგა შინ იმ ოცი ნამუშევრითა... მომადგა და გადავიწერე ჩემ კომპიუტერში... და რომ გავადიდე და ჩამოუარე სანახავად - გავშრი... კარგს კი ველოდი, მაგრამ... ეგრე მაგრად თუ დაჰხატავდა, არ მეგონა... ოცივე ნახატი იქ არის, იქა - გოდერძაის სამყაროში არის, იქ ტრიალებს, იმ სამყაროს გამოჰხატავს ძალიან თავისებურად... ჯერ წიგნი გამოვიდეს და მერე განახვებთ ყველა ნახატს... ახლა კი მარტო ერთი მათგანი უნდა დაგიდოთ აექა ჭაშნიკად.  ეს არის ილუსტრაცია გოდერძი ჩოხელის ნოველისა ”ველური ყვავილების თაიგული”. აბა, ნახეთ, როგორ საყვარლად დაუხატავს ის დათვი, თავისი თაიგულიანად და როგორი თბილი წიკწიკოები შემოუვლია გარშემოოოო... ავაჰმე, ლევანო, მაგიკვდეს შენა აემ წიგნის უხეირო რედაქტორი, მაგიკვდეს... კომპიუტერთან ლაპარაკში კი იმდენი ვერა ვუთხარი რა, მაგრამ ანზორაულის ერთლიტრიანი რომ ჩავიდა ფსკერისკენა, მაშინ კი მოვახერხე ჩემი გახარების გამოხატვა... ჰოდა, ანზორაულს შევექცეოდით და იმას რო მიყვებოდა ლევანო, რა გრელ შარში გამოეხვია გოდერძის იმ კინოში გადაღებითა (ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ აქ გოდერძი ჩოხელის 1988 წელს გადაღებულ ”აღდგომის ბატკანზე” არის ლაპარაკი, სადაც ლევან ხარანაულმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა - http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=473) და კინაღამ უკან არ გამოექცა (საყურებლად არის ეგ ფილმი იოლი, თორემ აბა, შენ დადექი და ერთი და იმავე სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღე, როგორია!..), მაშინ მესტუმრა ირმა შიოლაშვილი... არ გაგეცინოთ და, იმანაც თავისი დაგროვილი ლექსები გადმომცა სარედაქტოროდ... თან წინა წელს რომ ჩიბუხი მაჩუქა, ”ამარეტოს” თამბაქო შუაგულ გერმანიიდან ჩამომიტანა იმისთვის -  ვაახ, კაცოოო... რატო ვერა ხვდებიან, რომ - მართლა არა ვვარგივარ რედაქტორად და მარტო კაი სასმელის, თუ გინდა თამბაქოსიც გამორჩევა ვიცი მარტო?  მარტო ის წიწაკ-პილპილიანი ქალბნელი, სახელად სანათო არის რაღაცას მიმხვდარი და კაფიეებში დამიწერს ხოლმე - ”გაფხორილო რედაქტოროო...”  |
|  | | nino nadiradze

 Number of posts : 94 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Tue Jun 16, 2009 10:41 pm | |
| ახალ წიგნებს ვულოცავ მკითხველს და თავად ავტორებს რაღა თქმა უნდა.. სამივე ძალიან მიყვარს და სამივეს ჩემი მოკრძალებული მოკითხვა... | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed Jun 17, 2009 10:40 am | |
| |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | |  | | Guest Guest
 | |  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed Jul 29, 2009 9:11 am | |
|  ირმა შიოლაშვილი - "ფოთლების ხიდი". გამომცემლობა "საარი", 2009. რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი. ნახატი ყდაზე - ქეთევან საბიაშვილი. დიზაინერი - სანდრო ჩხეტიანი. დაკაბადონება - საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები". ISBN 978-99940-60-7  მოვიდა გუშინ ირმა ჩემთან, სამსახურიდან რომ დავბრუნდი შინ და ამ წიგნით გამახარა... დიზაინის თვასაზრისითაც კარგი წიგნი გამოვიდა...  |
|  | | Tabagari Tea

 Number of posts : 122 Age : 36 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Wed Sep 23, 2009 1:39 am | |
| ვულოცავ ირმას "ფოთლების ხიდს"... მომწონს მისი ლექსები  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sat Oct 10, 2009 12:35 am | |
|  ”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!” ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”. ოთარ ჭილაძე
*** შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემი მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო.
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი, და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
1982 |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 60 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sun Oct 11, 2009 1:32 pm | |
| ბევრი კარგი ავტორის წიგნის რედაქტორობა მომელოცოს მიხო.... დიახაც რომ კარგი რედაქტორი ხარ...  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sat Oct 31, 2009 2:33 pm | |
| |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Fri Mar 19, 2010 1:35 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sun Apr 11, 2010 2:37 pm | |
| ოცდათექვსმეტი წლით ნაგვიანევი სამადლობელი აფრო-აზიის ქვეყნების პროზის განყოფილების უფროს რედაქტორს, გ. ჩხარტიშვილს(ჩანაწერი ციკლიდან: „ქვაზე დადებული მადლისა“) „ინოსტრანნაია ლიტერატურა“ ლიტერატურულ-მხატვრული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი 109017 მოსკოვი, პიატნიცკაიას ქუჩა, ბ. 41
წერილი # 1921. 17 ოქტომბერი, 1986 წ. 380008 თბილისი, ამა და ამ ქუჩის ესა და ეს ნომერი, ვარაზანაშვილი ა. ქ.-ს (მიხო მოსულიშვილისთვის)
პატივცემულო ამხანაგო მოსულიშვილო,
რ. აკუტაგავას მთავარი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში არის - ვლადიმირ სერგეევიჩ გრივნინი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი.
გიგზავნით მის მიერ დაწერილ მონოგრაფიას იაპონელი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. სცადეთ, დახმარებისთვის უშუალოდ მიმართოთ პროფესორ გრივნინს.
პატივისცემით, (ხელმოწერა) გ. ჩხარტიშვილი, აფრო-აზიის ქვეყნების პროზის განყოფილების უფროსი რედაქტორი“.ამ ჩანაწერის ეპიგრაფად წარმოდგენილი წერილი მსხვილი ბაწრით შეკრულ ბანდეროლთან ერთად მომივიდა, 1986 წლის 17 ოქტომბერს. მწერლების სტილს რომ ვსწავლობდი, მაშინ აკუტაგავას ნოველების თარგმნაც ვიფიქრე და ამ ჟურნალს მივწერე თხოვნის წერილი, რომ დამხმარებოდნენ ნოველების მოძიებაში თუ ამ მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობაში. ჰოდა, აი, ვინმე გ. ჩხარტიშვილის პასუხიც მაშინ მივიღე... მოკლედ, მერე დავადგინე, რომ ეს ვიღაც გრიგორი ჩხარტიშვილი იყო, ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურის“ აფრო-აზიის ქვეყნების განყოფილების უფროსი რედაქტორი... და აი, როგორი მოულოდნელი გულისხმიერება გამოიჩინა ამ კაცმა მეთქი, მაშინ ვფიქრობდი. თორემ იმ ხანებში რამდენი უპასუხო წერილი გამიგზავნია, ვინ მოთვლის... რა ვიცოდი, რომ მერე და მერე ეს უფროსი რედაქტორი გრიგორი ჩხარტიშვილი გახდებოდა მსოფლიოში ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი და კვლავაც მისი თავაზიანი ნებართვებით მისივე ოთხი რომანის ქართულად თარგმნა მომიწევდა, რომელთაგან სამი: „აზაზელი“ (კონსპიროლოგიური დეტექტივი), 2004, „თურქული გამბიტი“ (ჯაშუშური დეტექტივი), 2006, „ლევიათანი“ (ჰერმეტული დეტექტივი), 2006 - წიგნებადაა გამოცემული და მეოთხე, ჯერ წიგნად ვერგამოსული „საგანგებო დავალებები“ (ორი ამბავი ერასტ ფანდორინის თავგადასავალებიდან: „პიკის ვალეტი“ (ამბავი თაღლითებზე) და „დეკორატორი“ (ამბავი მანიაკზე)). არც ის ვიცოდი, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილს, იგივე ბორის აკუნინს დიდ შეხვედრას მოუწყობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სააქტო დარბაზში, სადაც პირადადაც გავიცნობდი, კახურ ქუდსაც ვაჩუქებდი, თეთრს და ერთადაც გადავიღებდით ფოტოებს. ხოლო იმ ბანდეროლში რომ პროფესორ ვლადიმირ სერგეევიჩ გრივნინის წიგნი იყო „აკუტაგავა რიუნოსკე (ცხოვრება. შემოქმედება. იდეები)“, ის დღესაც ბიბლიოთეკაში მაქვს, გადმოვიღებ და ისევ სიამოვნებით ჩავხედავ ხოლმე, თანაც იმ დროს ვიხსენებ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულს, როცა ამ მონოგრაფიამ ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ამ დიდი იაპონელი მწერლის უკეთ გასაცნობად და შესასწავლად. მიხო მოსულიშვილი, 17 იანვარი, 2022  Книга - Акутагава Рюноскэ (Жизнь.Творчество. Идей) Автор - Владимир Сергеевич Гривнин Издательство - Издательство МГУ Год выпуска - 1980 Тип обложки - Твердый переплет, суперобложка Количество страниц - 296 Формат издания - 84x100/32 Тираж - 5 520 Цена - 1 р. 40 к. О книге Книга посвящена эволюции сложного и противоречивого творчества крупнейшего японского писателя Акутагава Рюноскэ, во многом определившем пути развития современной японской литературы. ბმული: * https://www.ozon.ru/product/akutagava-ryunoske-19697876/?sh=diXlAwAAAA* https://borbalo.blogspot.com/2022/01/blog-post.html გრიგორი ჩხარტიშვილი და მიხო მოსულიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დაბრაზში შეხვედრის ღონისძიების შემდეგ, 2016 წლის 18 ოქტომბერი. :::
Last edited by Admin on Tue Jan 18, 2022 12:12 am; edited 22 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sun Jul 25, 2010 9:47 am | |
|  წიგნის დასახელება: "გვირილის ფურცლები". წიგნის ავტორი: ნელიკო გოგუაძე გამომცემლობა: “მერიდიანი” გამოცემის წელი: 2010 რედაქტორი: მიხო მოსულიშვილი ISBN 978–9941–10–243–1 ყდა: რბილი მოკლე ანოტაცია რედაქტორისაგან: ნელი გოგუაძის ლექსები გვირილის იმ ფურცლებს მოგვაგონებს, რომლებიც ყველას მოგვიწყვეტია და გვიბუტბუტია კიდეც: „ვუყვარვარ? – არ ვიყვარვარ?“, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, იმას ვუყვარვართ თუ არა, მთავარი ისაა, ჩვენ რომ გვიყვარს. ჰოდა, მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ უყვარს და ენატრება პოეტს სიყვარული.
Last edited by Admin on Thu Jan 23, 2014 10:35 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Sat Mar 05, 2011 11:41 am | |
|  წიგნის დასახელება – "39 რჩეული მოთხრობა" ავტორი – ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" ავტორები გვერდების რაოდენობა – 600 ყდა – რბილი ISBN 978-9941-413-52-0 რედაქტორი - ბესო ხვედელიძე სარედაქციო ჯგუფი - თამრ მამაცაშვილი, მანანა ჯანელიძე კორექტორი - ნანა ანტონოვა-ილურიძე პროექტის კომპიუტერული უზრუნველყოფა - დათო მოსიაშვილი ყდის დიზაინი - ნიკა ხვედელიძე გამოცემის წელი: 2010 გამომცემლობა: “პალიტრა L" დაიბეჭდა - შპს "ფავორიტი პრინტი" ანონსი - ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" უკვე ხუთი წელია გამოდის. თქვენს წინაშე ამ წლების განმავლობაში ჟურნალში დაბეჭდილი საუკეთესო მოთხრობების კრებულია. აქ შეხვდებით სხვადასხვა ავტორთა საინტერესო ნაწარმოებებს, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაზე. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Thu Oct 13, 2011 11:34 am | |
|  წიგნის დასახელება – "ჩარლი ჩაპლინი" ავტორი – სტივენ ვაისმენი თარგმნა – თამარ თითმერია გვერდების რაოდენობა – 304 ყდა – მაგარი ISBN 978-9941-9220-4-6 ISNN 987-7145 რედაქტორი - ზაზა აბზიანიძე სარედაქციო ჯგუფი - რუსუდან სულაკაური მხატვარი – ალექსანდრ ბერდიშევი გამოცემის წელი: 2011 გამომცემლობა: “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" – http://www.georgianbc.ge/index.php?aid=172&pg_id=4469670900&pg_symbol=5097669857სერია – "100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო" ანონსი - "ჩაპლინი არ იყო უბრალოდ "დიდი", იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. ის უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ" - მარტინ სიფი "ჩაპლინი: ცხოვრება" (განხილვა), 2008http://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_ჩაპლინი - ეს გენიალური მაწანწალაა!..  ))
Last edited by Admin on Mon Dec 03, 2012 10:30 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7101 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები Fri Oct 28, 2011 4:15 pm | |
|  წიგნის დასახელება – "ოთართან ერთად" ავტორი – თამაზ ჭილაძე გამომცემლობა: “პეგასი" გამომცემელი - მარინა ცხადაია რედაქტორი - მერაბ ცაგარეიშვილი ყდის დიზაინი - ნანუკა ჭილაძე დამკაბადონებებლი - ეკა წიქარიშვილი გვერდების რაოდენობა – 252 ყდა – მაგარი ISBN 978-9941-9223-0-1 გამოცემის წელი: 2011 ანონსის მაგიერ - "14 სექტემბერს ისევ ჩაფიძის კლინიკაში დაბრუნდა. ვერ გავაცილე, ფეხები წამერთვა თითქოს, სავარძლიდან ვერ წამოვდექი. კართან შეჩერდა და გამომხედა. ცოტა ხანს ასე ვუყურეთ ერთმანეთს. არაფერი გვითქვამს და წავიდა. ვიგრძენი, ვეღარ დაბრუნდებოდა... პირველ ოქტომბერს, დილის 4 საათზე გარდაიცვალა... დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში... პანთეონის მომვლელმა თინას უთხრა: - ერთი ჩიტი მოფრინდება ხოლმე, ბატონი ოთარის საფლავზე ზის და უსტვენსო... 2.2.2011" - თამაზ ჭილაძე | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: წიგნები და ავტოგრაფები  | |
| |
|  | | | წიგნები და ავტოგრაფები | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|