| | სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში | |
| | |
Author | Message |
---|
არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 3:36 pm | |
| რამდენი პოეტ გვყოლია, დარბი, ბაო და სანათა უწინდელი დრო რომ იყოს ლექსს მეც დავწერდი მანათად...  | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 5:29 pm | |
| სახლიანო, კარიანო, გულდიდო და შარიანო, მიხო, შენ გაწყობილ საიტზე. რა კარგ ქალებ არიანო  | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 6:02 pm | |
| *** შაირი შარახვეტია არგანი დიდი კეტია, ამდენი ლექსების წერით საიტს დავმართე რეტია, აქედან თუ არ გავსწარ მიხო იფიქრებს -ცეტია, მაგას სანათაც აჰყვება ეგ ხომ მიხოზეც მეტია ................. შაირი შარახვეტია გზას მიჰყვებოდა ტეტია...  | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 6:09 pm | |
| იმისი კომპი მენახოს დაშლილი ნატეხ-ნატეხად, ვინც წუთისოფელს მამწყვიტა ვინაც სალექსოდ ამტეხა! აეგრე!  | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 6:34 pm | |
| *** მეორე ლექსი ზედიზედ ეკუთვნის სანათასაო: ჩემი_დ არგანის კაფია დაგავიწყებენ გზასაო, არჩანდას ბრალი იქნება, რაც გადაგხდება თავსაო_ მაგან წაგვკიდა ერთურთსა, თვითონ განზედა დგასაო, შენ როცა კალამს დააგდებ, ქალებს მოგვიყვანს სხვასაო, იმათაც მალე გავაქცევთ, გადაირბენენ მთასაო! | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 8:03 pm | |
| - არგანი wrote:
- იმისი კომპი მენახოს
დაშლილი ნატეხ-ნატეხად, ვინც წუთისოფელს მამწყვიტა ვინაც სალექსოდ ამტეხა!
აეგრე!  საარგანო ეგრეც ითქმის ხოლმე... (და შენაც გეუბნები, ვაჟიკავ...)
არგანო, გვალე, გვალესა, მუხლად გაქებენ მალესა. სანათა, ბაო'დ დარბაი ცხენს შასხდებიან მალესა, მალედვე მაგვეწევიან, ომს აგვიტეხენ ცხარესა...
ფრთხილად იყავა, არგანო, - წაგვასლეკავენ თავებსა! | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | |  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sun Dec 28, 2008 9:25 am | |
| - არჩანდა wrote:
- არგანი wrote:
- იმისი კომპი მენახოს
დაშლილი ნატეხ-ნატეხად, ვინც წუთისოფელს მამწყვიტა ვინაც სალექსოდ ამტეხა!
აეგრე! 

არგანო, გვალე, გვალესა, მუხლად გაქებენ მალესა. სანათა, ბაო'დ დარბაი ცხენს შასხდებიან მალესა, მალედვე მაგვეწევიან, ომს აგვიტეხენ ცხარესა...
ფრთხილად იყავა, არგანო, - წაგვასლეკავენ თავებსა! მე კარგად ვიცი მაგათი ფოკუსები და წესები, თუ უნდათ,ჰუნე_ ცხენებით, თუ უნდათ,მერსედესებით მდიონ და არ მომასვენონ, იცხელონ ტვინის მყესები, გავსხლტები ქალაქიდანა, მთებისკენ გავითესები... თუ სადმე წამომეწივნენ, დავაჯილდოებ იმ წამსა: იის მაგივრად მივართმევ ჯერ პიტნას,მერე_ჭინჭარსა, ზოგს დასჭირდება მკურნალი, ზოგიც მოსძებნის მკითხავსა, ვაჟიკას შაირ-კაფიებს ვერ გაუძლებენ დიდხანსა. ვერ ანსხვავებდნენ იქნება თავსაფარსა და ნიფხავსა! | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sun Dec 28, 2008 12:24 pm | |
| ზმა - კაფია
ვიდრე ვიპოვი მკურნალსა, ვიდრე მკითხავთან ავივლი, ჯერ ვაჟას უნდა ვანანო იმა ენისა ქავილი:
-მოგსვლია თავსა ფარსაგი, ჭინჭარ თუ გგონავ ყვავილი, იგრე გიცხუნო,ესმოდეს კლდე-ღრეთა შენი ფხავილი ! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sun Dec 28, 2008 4:10 pm | |
| - nino darbaiseli wrote:
- ზმა - კაფია
ვიდრე ვიპოვი მკურნალსა, ვიდრე მკითხავთან ავივლი, ჯერ ვაჟას უნდა ვანანო იმა ენისა ქავილი:
-მოგსვლია თავსა ფარსაგი, ჭინჭარ თუ გგონავ ყვავილი, იგრე გიცხუნო,ესმოდეს კლდე-ღრეთა შენი ფხავილი ! საქმეც ეგაა_ჭინჭარი რომ არ მგონია ყვავილი. ცული რომ დამკრა,მაშინაც არ წამომცდება ბღავილი.ერთსაც გეტყოდი,ლამაზო, სიტყვასა ბადაგიანსა: ჩემი ჭინჭარი გერჩივნოს სხვის ენძელას და იასა! | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sun Dec 28, 2008 7:21 pm | |
| - არგანი wrote:
- შაირი შარახვეტია
არგანი დიდი კეტია, ამდენი ლექსების წერით საიტს დავმართე რეტია, აქედან თუ არ გავსწარ მიხო იფიქრებს -ცეტია, მაგას სანათაც აჰყვება ეგ ხომ მიხოზეც მეტია ................. შაირი შარახვეტია გზას მიჰყვებოდა ტეტია...  რა კა ჯეელი ყოფილა თურმე ეს ჩვენი არგანი! ''ვირტუალით'' ვცნობ,''ლაივში'' არ სიგრძე ვიცი,არ - განი. ღანძილებრ ამოუყრია ლექსები კარგა-კარგანი. მჯობის მჯობს ვინ რა უწუნოს, ვინ თქვას:''არ ვარგა,ვარგა''-ნი. როგო სცოდნია კაფიის ნაქარგანი და ქარგანი! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Tue Dec 30, 2008 5:13 pm | |
| ამდენი ხანი პასუხსა რატომ არ სცემენ ნინოსა, რომ ყვავილივით ატირდეს და მზისებრ გაიცინოსა, თავი ზღაპარში ეგონოს, ცხრა დღეს არ დაიძინოსა! | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში  | |
| |
|  | | | სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|