| | სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 11:05 am | |
| 24.12.2008ვფიქრობ, ბაო და დარბი არ მიწყენენ, საჯარო ბიბლიოთეკაში ორი საათის წინ, "ებლიტფოს" ქელეხზე გამართულ ჩვენს გაკაფიებას რომ ვდებ ახლა აქ... ქელეხი, როგორც ბაომ თქვა, მარხვით იყო და დაზოგილად შემოთავაზებულ სოკოს შილას კაფია ვატანეთ. ისე, მე ცუდ დღეში ვიყავი. გამოგიტყდებით და ძალიან გამიჭირდა... იქით, გიო კილაძე, როცა არ ლაპარაკობდა, ნერვიულად მიდ-მოდიოდა, მორიგი გამომსვლელი ლექსებს კითხულობდა, წინიდან დარბი მიტევდა, მარჯვნიდან - ბაო და მარცხნიდან მიბერავდა... აკი კაფიებსაც ეტყობა შემონაბერი...
სანათა გამასდექ დარბაისელო, გეზელ-ქორივით ფრთამალი, რედაქტორ რო გადაგირჩა, ბაო, შენც გმართებს მამალი!
დარბი
სუ თავზე გადავიქციე, საცა რა მქონდა ნამალი, სიგრძე-სიგანით გავზომე ჩემი გრანიტის ტრამალი. ბაოს მამალი კი არა, ჯოხია ჩემი წამალი.
სანათა ბარემ ბატკანი გვერჩივნა, ბაოს ბაგაზე მბღავანი, წამლად ჯოხ როგორ დაგაკლებთ, ეგ თუა გამოსავალი, სიტყვა დააგდე, წყალგაღმით არ შაგვწყრეს შთამომავალი.
დარბი ჰკითხეთ ჩემ მეინახეებს, გეტყვით ყოველი მათგანი, ამერიკიდან ეგონათ, ბომბმა გაიღო ზათქანი. რო გავიშხლართე, ავბღავლდი როგორც რო ბაოს ბატკანი. იმ ჩემი ნაიარევის მე სიღრმე მკლავდა, მათ - განი. შუბლზე და მუხლზე დამადეს ქირურგიული "ლატკანი".
სანათა დარბაისლურად გადაირჩი, ლაშარს თუ ჰქონდა ნაბრძანი, არ დაუნახავ წიქასა, შენ "ფიგურულნი კატანი", არ გაიხდი ლუდ-ხინკალზე და ჟიპიტაურზე სატანი...
სანათა აქ ბევრი ზის და მიმოდის შენგან ჭკვის დასარიგალი, მე მქვია ქალი - ასანთი, შენ გქვია ქალი - ჯიგარი.
ბაო სად მაქვავია მე ჭკუა, არცა თავი მაქ, არც ყუა, ერთადერთ შენა გგონივარ მე ჭკვიანი და სხვა ბუა.
სანათა ლექსის მსწავლებად ნინო გვყავ, გულქალო, შენ გენაცვალე, ჩვენ ნიჭი ვინ მოგვაშავა, ვსხედვართ და სიტყვებ ვაწვალებთ...
ბაო კაფიაობს სანათა ფანქრითა და საშლელით, ბაო კვდება სიცილით, -ვინ არისო დამშლელი?!
ფშავლის ქალას კაფიაში გასცვეთია საშლელია, იმდენსა სწერს, იმდენსა შლის, "ხედვაც" მადის ამშლელია.
სანათა შენ და დარბის გაგიმკლავდეთ, ბაოს გგონავ ადვილია?! ვინცა მყავდა წასაშლელი, უკვე ყველა წაშლილია.
ბაო გააჩნია, რითი შალე, ჩემო კარგო სანათაო, ამ "ებლიტფოს" ქელეხივით "ნაშალთ"-დოღს სად გამართაო? მეტყოდე და დაგაფასებ, მე ვიქნები თამადაო...
სანათა ფრჩხილით ვშალე, "შტრიხით "ვშალე, არ დაგირჩეს ჯავრადაო, ი ჩვენ "ებლიტფოსავითა" წაიშალნენ კარგათაო. ეგ საშლელი შაინახე, თავმოსაწონ-"საბლატაო", ის ქელეხიც შავარცხვინე, შენ რომ გქვიან თამადაო!
ბაო ვირტუალურ "ქელეხებში" გამოვდგები მარიამი, მე შენ გეტყვი, მწვადი მოჰკლავს ცვრიანი და ნამიანი.
სანათა ლობიოს და სოკოს შილას ვატანეთ კე კაფიანი...
ბოლო სიტყვა ჩემი მხოლოდ იმიტომაა, რომ დაშლისხანს მიარაკეს დარბიმ "დალატკვის" და ბაომ ცვრიან-ნამიანი მწვადების შესახებ და ჩემი პასუხი აღარ წაუკითხავთ... ვაი ჩემი ბრალი, რომ წაიკითხავენ ახლა... 
Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 11:25 am; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 11:06 am | |
|
Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 10:14 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 11:12 am | |
| მიხო! გუშინ საჯაროში ვილექსეთ. სანათას აქვს დანარჩენი. ეს ჩემი პასუხია. არ ვიცი, სად უნდა დავდო, - ალბათ, შენ მიუჩენ ადგილს. მესიჯის პასუხად სანათას
ჯამაათნო, მამისმინეთ, ამბავია ამბაური - ხუცურაულს გავეჯიბრე, თითქო ვიყო დარბაური...
კაფიისთვის სულერთია, აქაური-იქაური, "ნინოური" გამამაგდა, თუმცა ვცადე "წიქაური".ესეც მეორე: სანათა-ქალი დამჯდარა
სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია. შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია. რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია! სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია. სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია", მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია. ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია. ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 11:36 am | |
|
Last edited by არჩანდა on Thu Dec 25, 2008 11:53 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 11:48 am | |
| - არჩანდა wrote:
ნინო დარბაისელი
სანათა-ქალი დამჯდარა
სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია. შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია. რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია! სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია. სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია", მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია. ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია. ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.
 ექსპრომტი დარბის, ასოს ასოში, ბგერის ბგერაში ჩაჯენისთვის
დარბაო, ამტვრევ ქვიანებს! - კუშტად დავრჩი და დავკუტდი!.. ალბათ, საფლავში ტრიალებს კოტეტიშვილი, ვახუშტი! და მე რო აქვე მეთქვა, რო - ეს კაფია კი აღარ, არამედ ლიტერატურული სავარჯიშოა მეთქი, აჯობებდა ნამდვილად!
Last edited by არჩანდა on Fri Dec 26, 2008 3:06 pm; edited 2 times in total | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 1:58 pm | |
| ერთხელ წაიქცა ნინო და გაჯაზდა ნეტ-არმურშია. ვიშვიშის ნაცვლად სიკვდილსაც სუ ბუზებივით უქშია, ფილაზე ნარტყამ საფეთქელს არ აგდებს აინუნშია. არც მაჭრით ნახატ ჭერ-კედელს არ ეტირება გულშია: დაფეთიანდნენ სტუმრები , ნინოს უსინჯეს პულსია, მგონი ერთ-ორმა წინასწარ ღვინოც გარია პურშია, ნინო სიცილით კვდებოდა, როდ იყო განაბულშია, კარგი,რო სახლში დავეცი და არა "ქალაქურშია"  წამოხტა "ეროტიკულად", დიდხანს წოლა არც უცდია, ახალ პოეტთა გილდიას სუ საქმეები ურჩია, მაგის ჭირიმე, ღმერთმანი, ვირტუალ-ლაივ ბურჯია, მაგას რო რამე მოსვლოდა, მე გამხმობოდა პულტია, ვინ იკითხავდა ჩემ ლექსებს, ულაროდ-უკრონ-ფუტიან?  ) | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 2:01 pm | |
| დაუდია კაფიები აქ, არმურზე სანათასა, ვაპროტესტებ ამას ბაო, უუფლებოდ განათავსა  )  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 6:55 pm | |
| - არჩანდა wrote:
- მიხო! გუშინ საჯაროში ვილექსეთ. სანათას აქვს დანარჩენი. ეს ჩემი პასუხია. არ ვიცი, სად უნდა დავდო, - ალბათ, შენ მიუჩენ ადგილს.
მესიჯის პასუხად სანათას
ჯამაათნო, მამისმინეთ, ამბავია ამბაური - ხუცურაულს გავეჯიბრე, თითქო ვიყო დარბაური...
კაფიისთვის სულერთია, აქაური-იქაური, "ნინოური" გამამაგდა, თუმცა ვცადე "წიქაური".
 გიჩალიჩავ "წიქაური" ცოტას სჭედავ ზრდილობითა, წეს კი კარგა შაგისწავლავ ნელ-ნელ თითოითობითა, შენ მსწავლობით-მე ფშავლობით, რძლობითა და შვილობითა ვინ ვბლანდავთ, ვინ ვაგვირისტებთ დღეობით და კვირობითა. ჩემ ნაჩორკნი შენ ნატიფებს ბევრს იწონის, კილობითა ჯამაათ ხალხ ვერ გაგვიძლებს პირველობის ცილობითა საარმურეთს დაუფერთხავთ მიხოს ძირის-ძირობითა...  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 7:50 pm | |
| - არჩანდა wrote:
ესეც მეორე:
სანათა-ქალი დამჯდარა
სანათა-ქალი დამჯდარა ქადაგად საჯაროშია. შევსციცინებდი თვალებში, როგორც რო პატრონს გოშია. რა უთქვამ, რა მოუწერავ, რა ლექსი მოუროშია! სირცხვილით ყელი გამამჭრა მგოსანთა საუფლოშია. სამართალ უნდა ვეძიო "არმურის საფიხვნოშია", მაშინ მამხედოს თემიდამ, როცა მაუვლის ხოშია. ჩემი ნათქვამი კაფია მარგალიტ, არ რიოშია. ამის მჯობს დარბი ვერა სწერს, რო წყურია და რო შია.
 ესეც მეორე:
რუსთაველურად აგიწყავ სათქმელი მარახოშია, დარბოვ, თემიდა სად ნახე,რომელ მხარეს და დროშია, დღეს მტყუან-მართალს, დისგულო,არჩევენ სალაყბოშია, შენ საახლობლოც, შახედნე, რო პოეტურ-პირბოშია. შენი ამბავი გაყიდეს ინტერჭორბიუროშია, იქამც ნაშოვნი ეყოფათ "ლატკა" და მალამოშია. ჩუმად მე ვეძებ, გიყიდო სადმე რეზინის ქოშია და საარმუროს კი ვიძლევი ერთ იგეთ საღამოშია | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Thu Dec 25, 2008 9:43 pm | |
| აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!
სანათ, იგეთი სიტყვა გაქ, გულს ატკბობ, მტერსა სდაღამო. ინტერჭორბიუროშია ილაყბოს მან სარსაღამო! უიმრეზინისქოშებოდ ნეტა მიშველოს რაღამო. ღია მაქ შინის კარია, დილა არის თუ საღამო.
მთლად რუსთველურად მოგიხმობ: - აწ შეგაყოვნებს რაღა, მო! შობა მოვიწყოთ, შეგვნატროს ვენამ, პარიზმა, პრაღამო! | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Fri Dec 26, 2008 12:55 am | |
| - nino darbaiseli wrote:
- აწ შეგაყოვნებს რაღა, მო!
მთლად რუსთველურად მოგიხმობ: - აწ შეგაყოვნებს რაღა, მო! შობა მოვიწყოთ, შეგვნატროს ვენამ, პარიზმა, პრაღამო! ერთმანეთ უნდა გვცნობოდა, როცა ვიყავით საღები, არც ჩემებრ ქარდაკრულები, არც შენებრ ხელით საღები, სკამ-მაგიდის ქვეშ ბალღებს რო დაგვიდიოდნენ ბალღები, ბოთლის დამღებებ სხვებ გვყავდნენ, ჩვენჭკვის ვიყავით წამღები ახლა ძლივ ვწონასწორდებით, წუწუნთა ღა ვართ გამღები, (თქვენი არ ვიცი, მე შორით მეოცნებება პრაღები...) მაინც დუშმანის ჯინაზე ლაღადვე ვრჩებით ლაღები, რეზინის ქოშებ მოგიტან , ჩაცმა-გახდით ვერ გაიძღები, ბაო-ბაბ შაუკვეთოდე ჭრელ-ჭრელი ბაირაღები, ამბობდა, შალის თავშლითა კარგად ვწმინდეო ჭაღები ერთ ბოთლი ჩვენდაც გექნება ღვინო, ღვინოთა ნაღები, კარგ დასანახებ ვიქნებით იმ შენ ბოთლთავზენაღვრები! | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Fri Dec 26, 2008 1:46 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Fri Dec 26, 2008 2:43 pm | |
| | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Fri Dec 26, 2008 10:20 pm | |
| ჯერ ხალხური შაირი იყო თუ რუსთველური? შაირ-კაფია უფრო ადრე გამოითქვა თუ ''იყო არაბეთს როსტევან''? - ეს მეცნიერებამ არკვიოს,თუ რამე გამოუვა. ფაქტი ხომ ერთია:ორივე შაირია:ერთი ხალხური,ერთი - ლიტერატურული.დედა-შვილნი თუ არა და-ძმანი მაინც არიან. რა გინდა ჩვენგან არჩანდავ,რას დაგვაწიოკე ქალები! მოკლეზე არ გადმამიყვანო,თორე,იცოდე ,ყოფილა,მაგ საქმეში ლეკოთ წიქასთვისაც მიჯობნია! ახლა მაგ ცხელ გულზე ხალხურ -ლიტერატურული კოქტეილით შეიქციე თავი,ვიდრე სანათაც შემომეშველებოდეს:
აიმ არჩანდას უთხარით, რო გული დაიწყნაროსა! ჩვენს ნალექსებში ვინ პოვებს სიტყვასა საწუნაროსა? ეხლა თუ იქით დაგვიქშევს, ერთად ვილაღოთ მა ,როსა? რაც ნიჭი მისცა უფალმა კაცმ ის უნდ მაიხმაროსა. პოეტები ვართ,ბეჩავნი, ბედმ ჭირად ეგ გვაკმაროსა ! ხან სერიოზულს გავურევთ, ხან ვიტყვით სახუმაროსა, მა ხო არ გაველექსებით, როგორც კეკელა - მაროსა? | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 2:34 am | |
| - nino darbaiseli wrote:
- ჯერ ხალხური შაირი იყო თუ რუსთველური?
შაირ-კაფია უფრო ადრე გამოითქვა თუ ''იყო არაბეთს როსტევან''? - ეს მეცნიერებამ არკვიოს,თუ რამე გამოუვა. ფაქტი ხომ ერთია:ორივე შაირია:ერთი ხალხური,ერთი - ლიტერატურული.დედა-შვილნი თუ არა და-ძმანი მაინც არიან. რა გინდა ჩვენგან არჩანდავ,რას დაგვაწიოკე ქალები! მოკლეზე არ გადმამიყვანო,თორე,იცოდე ,ყოფილა,მაგ საქმეში ლეკოთ წიქასთვისაც მიჯობნია! ახლა მაგ ცხელ გულზე ხალხურ -ლიტერატურული კოქტეილით შეიქციე თავი,ვიდრე სანათაც შემომეშველებოდეს:
აიმ არჩანდას უთხარით, რო გული დაიწყნაროსა! ჩვენს ნალექსებში ვინ პოვებს სიტყვასა საწუნაროსა? ეხლა თუ იქით დაგვიქშევს, ერთად ვილაღოთ მა ,როსა? რაც ნიჭი მისცა უფალმა კაცმ ის უნდ მაიხმაროსა. პოეტები ვართ,ბეჩავნი, ბედმ ჭირად ეგ გვაკმაროსა ! ხან სერიოზულს გავურევთ, ხან ვიტყვით სახუმაროსა, მა ხო არ გაველექსებით, როგორც კეკელა - მაროსა? აქა კაფიაა, კაფია! ვა! და დაიცავით კაფიის წესები, თორე დაგხოცავთ სუყველასა - არ იცოდეთ მაინცა, კაცოო! ვინა ხართ თქვენა - შენა და სანათო! ვახ! და ნუ მაშინებ ლეკოთ წიქათი!.. დარბისად თქმული (სანათო, შენ კიდე ეს გაიხსენე - კოკავ, შენ გეუბნები და ლიტრავ, შენც გაიგონეო!..)
ლეკოთ წიქაი მაირევნიხარ, დაგიჩაგრამს სხვაცა კიდე... ახლა აქეთ დაგვრევნიხარ, ლიტ.ვარჯიშის გადამკიდე...  | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 61 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 9:49 am | |
| რაც კი მითქვამ მწარე-მწარე, მიუმატე ერთიც კიდე: კაფიობით გვექადნები, თითქო რითმით ცასა მკიდე. ჩვენ ბადალი ვერ გვიპოვო, დაიარო კიდით-კიდე. დასაქადი - დაიქადე, დასაკიდი- -დაიკიდე! | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 10:04 am | |
| - nino darbaiseli wrote:
- რაც კი მითქვამ მწარე-მწარე,
მიუმატე ერთიც კიდე: კაფიობით გვექადნები, თითქო რითმით ცასა მკიდე. ჩვენ ბადალი ვერ გვიპოვო, დაიარო კიდით-კიდე. დასაქადი - დაიქადე, დასაკიდი- -დაიკიდე! მიხოსერამ თავის ჭირად ჩვენ ნაკვეთში ხნა და თესა, რასაც იმკის შენცა ხედავ ელოდა კი უკეთესსა, მე და შენ რო ვიმეტებდეთ, ცას უწევდა მაგის კვნესა, აექ რო მიეთ-მოეთობს და "მაგარ-მაგრებს" აკვესებსა, დასაქადის რა გითხრა და დასაკიდებს უმეტესსა | |
|  | | Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 1:10 pm | |
| გამოჩნდით, არგანო და კაწალხეველო! დარბი-სანათოს დუეტსა, რომელიც სინამდვილეში ტრიო არისა, რახან ბაოც ამათ მხარეზე იქნებისა!
ქალებ შაითქვით ჩემზედო, რო მამკლათ თქვენი "ხვევნებით"... და რაც არ უნდა გემცხეთოთ, აქ მოვა კაწალხეველი! იმას არგანიც მაიჰყვების - ლექსი აქვ გასაშტერები! მერეც დაჰკარით არჩანდას კაფიის მაჭახელები! ვახ, წავაგე - ყუვი შავუცვალე ამათ რითმასა, მაგრამ ესენიც რო ურევენ? ვინ წააგო აქა?
Last edited by არჩანდა on Sat Dec 27, 2008 1:32 pm; edited 1 time in total | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 1:16 pm | |
| - არჩანდა wrote:
- გამოჩნდით, არგანო და კაწალხეველო!
დარბი-სანათოს დუეტსა
ქალებ შაითქვით ჩემზედო, რო მამკლათ თქვენი "ხვევნებით"... და რაც არ უნდა გემცხეთოთ, აქ მოვა კაწალხეველი! იმას არგანიც მაიჰყვების - ლექსი აქვ გასაშტერები! მერეც დაჰკარით არჩანდას კაფიის მაჭახელები! Vaja Xornauli, არგანი, არჩანდა, სანათავაივიშით თავის ნაკაფს შამაავლეთ ლატანიო, მიხო - შაწვი, ვაჟა - წასცხე ზედ არგანაც სატანიო, დარბო მივლინებაში მყავ მარტოს მიწევს კაკანიო ვნახოთ აბა, სამი ერთზე რა გოლის ხართ გამტანიო ჩემ კაფიას ვინც ხელ ახლას დეეწყება კანკალიო...
Last edited by სანათა on Sat Dec 27, 2008 1:51 pm; edited 2 times in total | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 1:24 pm | |
| მარტო რად მოხველ სანათავ, სხვაც უნდა წამოგეყვანა, დარბი კარებთან დაგესვა ბაო შინ შემოგეყვანა | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 1:29 pm | |
| - არგანი wrote:
- მარტო რად მოხველ სანათავ,
სხვაც უნდა წამოგეყვანა, დარბი კარებთან დაგესვა ბაო შინ შემოგეყვანა ამდენებ თქვენზე გაცდენას არ შაგვიხდენდა ქვეყანა... | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 1:46 pm | |
| გამოტეხილად რომ გითხრათ ქალები სჩანხართ კარგანი, მაგრამ სიფრთხილეს გიწუნებთ, არ თუ გაშინებთ არგანი?! | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | |  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 3:01 pm | |
| ვინა ხარ ქალი -დიაცი, რეებს მიბედავ მაგასა? *** გგონავ, რომ შამეშინდება, სამალს მოვძებნი სანგარსა? *** ბალღები დაგიჩოლფოტავ არ შახვედრიხარ მაგარსა. *** შენ არგანს კარგად არ მიცნობ, ნაკვერჩხალს ვგავარ ნაგარსა. *** ქალობა დაიკვეხოდი, თუ გასტეხ ჩემისთანასა. | |
|  | | არგანი

 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში Sat Dec 27, 2008 3:22 pm | |
| სანათას იურისტობა რა ვქნა, არ მამდის ჭკვაშია, ეგ უნდა ლაშქარს ლოცავდეს მთიდან მიმავალს ბარშია.. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში  | |
| |
|  | | | სანათა, ბაო და დარბი საჯარო ბიბლიოთეკაში | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|