არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქალებმა შამამიტიეს...

Go down 
5 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptyFri Jan 02, 2009 1:05 pm

Vaja Xornauli wrote:


კალმახიც,ჟიპიტაურიც
ფშავშია გადასარევი,
ამას ზედ დაემატება
ძვალმსხვილი,
კოხტა ქალები.
მაგრამ ამისა მეშინის,
არაყ რო მოგეკიდოსა,_
ვაითუ,ხევში ჩავარდე,
ვინ უნდა ამოგზიდოსა?!

cheers

ვაითუ...

ვაითუ, შენც გადაგიყოლო,
თვალ ვეღარ ჰკიდო მინდორსა -
მემრე შინ ვინღა შაგვიშვებს,
სუ კართან გვალოდინონა...

არაგვს მავქონდეთ ქვევ-ქვეით,
ცხვირ-პირ ნამტვრევებ ვიყოთა...
გამოცდილი მაქვ, ვაჟიკავ,
ჩამოვარდნაებ, ძირს გორვა...

იძახდნენ ფშავლის ქალაებ,
ვინაც ხოხბაებრ გვიგოგავს -
"მცხეთამდინმც ჩაუტანებავ,
იწყვეტდნენ ღილს და კილოსა...

მარტო მოლაყბენ არიან,
არაყს ჩაცეცხლვენ, ღვინოსაც...
ეგენი რას უშველიდნენ
დავით მეფესა - დიდგორსა?!"


Wink


Last edited by არჩანდა on Fri Jan 02, 2009 7:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptyFri Jan 02, 2009 2:48 pm

Exclamation



თუ ორნივ ჩავიჩეხებით
და დაგვემსხვრევა მალები,_
კაცებმ თუ ზურგი გვაქციეს,
გადაგვარჩენენ ქალები_
მოსწნავენ თმების კიბესა
(მშვიდად,არაკანაკალებით),
აგვიყვანენ და,ჰაიდა!_
კვლავ ერთურთს ავემგზავრებით,
ავირჩევთ თითო დიაცსა
(იღუღუნებენ თვალები),
მაისის ღრუბელივითა
ზემოდან დავეფარებით!

bounce sunny bounce
cheers
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptyFri Jan 02, 2009 6:20 pm

Shocked Rolling Eyes Exclamation

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ:

მართალია, კაფიაში ბევრი რამ ითქმის დაუკრეფავებიდან, მაგრამ -
ჩვენ აქ საახლობლო სუფრზე არა ვართ, რომ ისეთი კაფიები დავუწეროთ ერთმანეთს, რაც კაწალხეველმა უთხრა დარბის!
ჩემი ბრალია, ვერ შევამჩნიე, თორემ ადრევე უნდა წამეშალა...

ახლა ორივე ავტორს გაეგზავნებათ თავ-თავისი კაფიები და მერე წაიშლება.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptyFri Jan 02, 2009 9:34 pm

არჩანდა wrote:
Shocked Rolling Eyes Exclamation

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ:

მართალია, კაფიაში ბევრი რამ ითქმის დაუკრეფავებიდან, მაგრამ -
ჩვენ აქ საახლობლო სუფრზე არა ვართ, რომ ისეთი კაფიები დავუწეროთ ერთმანეთს, რაც კაწალხეველმა უთხრა დარბის!
ჩემი ბრალია, ვერ შევამჩნიე, თორემ ადრევე უნდა წამეშალა...

ახლა ორივე ავტორს გაეგზავნებათ თავ-თავისი კაფიები და მერე წაიშლება.

[size=14]

ძმაო არჩანდა,
ფშაური კაფია საკმაოდ თამამია და,მიუხედავად ამისა,
თუ ვინმეს გული ვატკინე,გულწრფელად ვინანიებ!

***
ეს არ ვიცი,სად აჯობებს მონანიება_აქ თუ იერუსალიმში?[/size
]
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptyFri Jan 02, 2009 10:43 pm

ხორნაულს

იერუსალიმში ნუ წახვალ,
ბომბებს ისვრიან ოხრები.
ისევ აქ მოინანიე,
როცა კომპისპირს მოხვდები.
სათქმელ ასწონე, ვაჟიკავ,
ნუ ეხუმრები ნინოსა,
მაგის უთქმელი რა არის,
განა ყიდულობს ლილოსა?
სუ ბუნებრივი ასხია,
სწურავს კაფიის ღვინოსა,
ისე ნუ იზამ,რო მშობლებ
ბგერწერით გაგიხილოსაSmile
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 9:08 am

bao wrote:
ხორნაულს

იერუსალიმში ნუ წახვალ,
ბომბებს ისვრიან ოხრები.
ისევ აქ მოინანიე,
როცა კომპისპირს მოხვდები.
სათქმელ ასწონე, ვაჟიკავ,
ნუ ეხუმრები ნინოსა,
მაგის უთქმელი რა არის,
განა ყიდულობს ლილოსა?
სუ ბუნებრივი ასხია,
სწურავს კაფიის ღვინოსა,
ისე ნუ იზამ,რო მშობლებ
ბგერწერით გაგიხილოსაSmile



ეჰ,ბაო,ბაო,უკუღმა აწყობილ ქვეყანაში რო კაი ნათქვამს უკუღმა გაგიგებენ,არცაა საოცარი.პირველი შემთხვევაა,ჩემს ნაწერზე რო მიხდება საუბარი.თუშების(და არა მარტო მათი)დამოკიდებულება გარმონთან არის საოცრად ნაზი და მოსიყვარულე.ნინოს მე იმ კაფიით ვუთხარი:როგორც თუში გარმონს,ისე ნაზად აგიღებ ხელშიო,მერე მკერდთან ახლოს (როდის იყო,გარმონს თავზე ან ბეჭებზე იდებდნენ)მიგიტან(ნაზად,როგორც თუში გარმონსაო) და გულის სიახლოვეს აგამოძრავებ(ნაზად,როგორც თუში გარმონსაო),მერე ტკბილად ვიგალობებ და ბოლოს ისე ნაზად შემოგდგამ თაროზედა,როგორც თუში გარმონსაო...
ეტყობა კახეთში გარმონს გლაჯა-გლუჯით ეწევიან(გაწევა_ფხრიიიიწ!გამოწევა_ფხრიიწ!) თითო სიმღერის ბოლომდე მისაყვანად შვიდ_შვიდი გარმონი შემოეფხრიწებათ ხელშია!ჰოდა,არჩანდამაც,ალბათ,ეგ წარმოიდგინა ჩემი შაირის კითხვისას.
***
კვლავაც იარე ვაჟიკავ,
აზრიანად და წყნარაო,
ცხვირი არ ჩამოუშოდე,
დაღონდებოდე არაო,_
თუ შენი კაი ნათქვამი
გაიგეს წარამარაო!

***
იერუსალიმს რა მინდა_
ავიკარგები ფშავშია,
არჩანდამ მდიოს ვირითა,
ცეცხლები ყაროს გზაშია.

ამ კაფიასაც,როგორც სხვას,
მაუსის დანით წაშლიან?!

Evil or Very Mad affraid cheers
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 11:23 am

Vaja Xornauli wrote:


ეტყობა კახეთში გარმონს გლაჯა-გლუჯით ეწევიან(გაწევა_ფხრიიიიწ!გამოწევა_ფხრიიწ!) თითო სიმღერის ბოლომდე მისაყვანად შვიდ_შვიდი გარმონი შემოეფხრიწებათ ხელშია!ჰოდა,არჩანდამაც,ალბათ,ეგ წარმოიდგინა ჩემი შაირის კითხვისას.

Arrow

ტიციან ტაბიძე

კახეთში

ასე გვეძახის კახეთის ველი

ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.

ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.

სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.

ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.


Shocked

ვაჟა, იცი შენ კახეთი როგორია და...
ეს, რაც მე მოვნიშნე, გინდა რომ აქ ეწეროს?..

და ნინოს მეგობარი რომც იყო, მაშინაც კი არ უნდა გეთქვა საზოგადოდ მასეთი კაფია - აქ უამრავი ადამიანი შემოდის წასაკითხად... იმიტომ ვთქვი, მარტო საახლობლო სუფრაზე თუ ითქმის მასეთი კაფიები მეთქი.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 11:39 am

არჩანდა wrote:
Vaja Xornauli wrote:


ეტყობა კახეთში გარმონს გლაჯა-გლუჯით ეწევიან(გაწევა_ფხრიიიიწ!გამოწევა_ფხრიიწ!) თითო სიმღერის ბოლომდე მისაყვანად შვიდ_შვიდი გარმონი შემოეფხრიწებათ ხელშია!ჰოდა,არჩანდამაც,ალბათ,ეგ წარმოიდგინა ჩემი შაირის კითხვისას.

Arrow

ტიციან ტაბიძე

კახეთში

ასე გვეძახის კახეთის ველი

ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.

ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.

სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.

ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.


Shocked

ვაჟა, იცი შენ კახეთი როგორია და...
ეს, რაც მე მოვნიშნე, გინდა რომ აქ ეწეროს?..

და ნინოს მეგობარი რომც იყო, მაშინაც კი არ უნდა გეთქვა საზოგადოდ მასეთი კაფია - აქ უამრავი ადამიანი შემოდის წასაკითხად... იმიტომ ვთქვი, მარტო საახლობლო სუფრაზე თუ ითქმის მასეთი კაფიები მეთქი.



იუმორის გლაჯაგლუჯით
მოვეფერე კახელებსა,
მეც ყვოფილვარ მათთან სტუმრად_
გულში ახლაც მამღერებსა.

გაღმაა თუ გამოღმაა_
გაუმარჯოს,გაუმარჯოს,
გაუმარჯოს ქართველებსა!

***
აღარც იერუსალიმში წავალ,
აღარც ფშავში "ავიკარგები",
დავრჩები კომპისთანა და სამიოდე ახალ ლექსს დავდებ
"პოეტების ქვეყანაში"_
სხვანაირად შენი შამორიგება არ იქნება!

cheers bounce cheers
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 12:27 pm



ნიკოლოზ ბარათაშვილი:
-------------------------------
ძმანო კახელნო,ნამდვილ ქართველნო,მოლხინე სულით...


იოსებ ნონეშვილი:
-----------------------
ცივგომბორიდან სიმღერით
ირმების გადასახედი,
მოსჩანს იისფერ ღრუბლებში
კახეთი,ჩემი კახეთი.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 12:42 pm

ეხ-ბაო და ოხ-ბაო,
ფშავლის კაცი მოლბაო.
ყველა "ნაჭედს" გვერჩივნოს
კეთილი და-ძმობაოSmile
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 1:06 pm

bao wrote:
ეხ-ბაო და ოხ-ბაო,
ფშავლის კაცი მოლბაო.
ყველა "ნაჭედს" გვერჩივნოს
კეთილი და-ძმობაოSmile



ცამდე მართალი ბრძანდები,
ლექსის მზეო და ჯავარო,
დობილის გადასარჩენად
თუნდ ჯოჯოხეთში ჩავალო..

ნინოს უთხარით ჩემგანა,_
მტერი კი არა,ძმა ვარო!

sunny cheers sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 2:14 pm

ან ვინ ჩაგთვლიდა შენ მტრადა,
ან ძმობას ვინ გიწუნებდა?
ენის აყოლას სცოდნია
ხან ფხანა, ხანა ცდუნება,
მაგრამ რა უნდა მაჰკითხო,
"იწრო არს" კაცის ბუნება,
ხან გარმონივით გამღერებს,
ხან უშნოდ ეფხრაწუნება.
წესია, ჩვენგან დათმობა,
არა ლანძღვა და ძულება,
მრავალ ახალწელს დაგასწროს,
მასკვლევნი გესხდენ წულებად,
აქეთ მზე, იქით - მთოვარი,
ღვთისთვისაც ღირდეს ყურებად.

king queen cheers
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 4:18 pm

[quote="bao]
ან ვინ ჩაგთვლიდა შენ მტრადა,
ან ძმობას ვინ გიწუნებდა?
ენის აყოლას სცოდნია
ხან ფხანა, ხანა ცდუნება,
მაგრამ რა უნდა მაჰკითხო,
"იწრო არს" კაცის ბუნება,
ხან გარმონივით გამღერებს,
ხან უშნოდ ეფხრაწუნება.
წესია, ჩვენგან დათმობა,
არა ლანძღვა და ძულება,
მრავალ ახალწელს დაგასწროს,
მასკვლევნი გესხდენ წულებად,
აქეთ მზე, იქით - მთოვარი,
ღვთისთვისაც ღირდეს ყურებად.



cheers

"იწრო არს"_ნიშნავს ძალიან
განცდიან-მგრძნობიარესა
და არა შტერს და უტვინოს,
ვით ასწავლიან ბალღებსა.
მეამა შენი დალოცვა_
მახსენებს მზეს და მთვარესა,
ყოველთვის ბედნიერება
გიკაკუნებდეს კარებსა,
მაღალი ღმერთი გფარავდეთ
ლექსად ანთებულ ქალებსა.
არ დაემდუროთ ვაჟიკას,
ზოგჯერ თუ იტყვის მწარესა,
ყოველთვის თქვენთვის ილოცებს,
ცისკენ აღაპყრობს თვალებსა!


sunny cheers sunny bounce Basketball bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 5:09 pm

"იწრო ყოფილა" ეს საქართველოც,
ათასჯერ "იწრო" - გულია კაცის!
ეს გაუმარჯოს ქვეყნად პოეტებს,
სიყვარულში რომ უწყდებათ ქანცი.

cheers
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 5:27 pm

ეს არის "ჩემთვითონ კაფიოზობის" სტილში,რადგან მარტო დავრჩი და მოვიწყინე Sad


სანათა ბაკურიანში მარხილებს დააჭენებსა,
მიხო კახეთში წასულა, ფერმას უშენებს ცხენებსა.
დარბი პროექტზე მუშაობს, ჰქმნის ეროტიკულ ველებსა,
ბაო, კომპისპირს დამჯდარა, ვერ მაასვენებს ხელებსა,
ცალით მტვერს წმენდს და ცალით კი
კომპფანდურს დაამღერებსა:
თუ არ მოსულხართ შინ დროით,
გაგაცლით თავზე ღერებსა!
ჟამიჟამს თავის დახვეულ თავს კოხტად მაიღერებსა.
ან ძაან ჭკვიანი არი, ან ძაან მაიხელებსაSmile)
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 5:28 pm

king + queen = scratch
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 6:37 pm

[quote="bao"]"იწრო ყოფილა" ეს საქართველოც,
ათასჯერ "იწრო" - გულია კაცის!
ეს გაუმარჯოს ქვეყნად პოეტებს,
სიყვარულში რომ უწყდებათ ქანცი.

Basketball

თუ როგორ უნდა შაირ_კაფია,
ამას ვაჟიკა გაჩვენებთ აწი_
ხანდახან ოდნავ წაისახედრებს,
ხანდახან ოდნავ იქნება მკაცრი!

ქალაქს შემოვრჩი და მენატრება
ფშავის ჰაერი და სითბო წაწლის.



bounce cheers bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 6:44 pm

bao wrote:
ეს არის "ჩემთვითონ კაფიოზობის" სტილში,რადგან მარტო დავრჩი და მოვიწყინე Sad


სანათა ბაკურიანში მარხილებს დააჭენებსა,
მიხო კახეთში წასულა, ფერმას უშენებს ცხენებსა.
დარბი პროექტზე მუშაობს, ჰქმნის ეროტიკულ ველებსა,
ბაო, კომპისპირს დამჯდარა, ვერ მაასვენებს ხელებსა,
ცალით მტვერს წმენდს და ცალით კი
კომპფანდურს დაამღერებსა:
თუ არ მოსულხართ შინ დროით,
გაგაცლით თავზე ღერებსა!
ჟამიჟამს თავის დახვეულ თავს კოხტად მაიღერებსა.
ან ძაან ჭკვიანი არი, ან ძაან მაიხელებსაSmile)
[size=14]

შენ მართალი ხარ_ძულებამ
რა მადლი უნდა მოგვფინოს,
შაირ_კაფიის ოსტატო,
უერთგულესო დობილო,
ლექსისთვის,ოჯახისათვის,
სიყვარულისთვის შობილო![/size
]
sunny sunny sunny
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 7:15 pm

Rolling Eyes სად ბაო, სად - ოსტატობა,
რას მაშაყირებ, ვაჟიკავ,
მესმის შემიქო ხინკალი,
ანდა ღომი და აჯიკაSmile)
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 7:39 pm

king ენატრება კაწალხეველს ფშავის ჰაერ-წაწალია,
ეგ ან ძაან პოეტია, ან ძალიან დამწვარია.
მთელ ფშავს ორი ქალი დადის, ისიც ენანაწამლია,
ხინკალს სიტყვით გახუხავენ,ცეცხლისაკენ არც წავლიან,
არაგვს კარაქს დაადენენ,ვარიასთვის სად სცალიათ,
ე ვაჟიკა ქალაქს გარჩა,წაწალს ნატრობს საწყალია,
ნეტა მართლა ჰყავს თუ ეგეც "გაბრიქუსით" ნასწავლია?
ერთი , შენ ცოლს უნდა ვკითხო, გყავს თუ სიზმრის ნაცადია?
არ მიწყინო, ძმისავ, სიტყვა, ესეც "ნაჭედ-ნაძალია",
ცოტა თუ არ გავიცინეთ, ჩვენი საქმე წამხდარიაSmile)
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 7:48 pm

დავაწიოკე არმური,
კომპსა ვადინე ბუქია,
ე ბაო, ცოტა ვერა გვყავს,
მგონია, კიდეც უქრიან,
ზის და თავისთვინ კაფიობს,
ამბობს,ესეც თუ მუქთია?
გაჰკრა,გამოჰკრა კონვერტ.ჯეს
ქმარ-შვილი მშიერ უგდია,
იგრე წადილით კაფიობს,
თითქოს ევროში უხდიანSmile)
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 8:19 pm

ახლა იმას მოგახსენებთ,
რო გავმართოთ "სანათ-ფართი",
მიხო იყოს მერიქიფე
და თამადად დავსვათ დარბი.
ვინც არ მოვა ხინკალზედა,
ეგეც იყოც ბაოს დარდი.Smile)

cheers
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 8:20 pm

bao wrote:

დავაწიოკე არმური,
კომპსა ვადინე ბუქია,
ე ბაო, ცოტა ვერა გვყავს,
მგონია, კიდეც უქრიან,
ზის და თავისთვინ კაფიობს,
ამბობს,ესეც თუ მუქთია?
გაჰკრა,გამოჰკრა კონვერტ.ჯეს
ქმარ-შვილი მშიერ უგდია,
იგრე წადილით კაფიობს,
თითქოს ევროში უხდიანSmile)

cheers

ემაგისთანა ცხოვრება
კარგია განა ცუდია,
გულებს კაფია უხდება,
ვით "პახმელიას" ლუდია,
მეც "ვშრომობ"_ოჯახისათვის
ვერ დამითმია წუთია,
შაირის ცეცხლში გახვეულს
ალმა დამიწვა ქუდია!

bounce sunny bounce drunken
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 8:24 pm

bao wrote:
ახლა იმას მოგახსენებთ,
რო გავმართოთ "სანათ-ფართი",
მიხო იყოს მერიქიფე
და თამადად დავსვათ დარბი.
ვინც არ მოვა ხინკალზედა,
ეგეც იყოც ბაოს დარდი.Smile)


affraid

გეტყვით და გამიბრაზდებით,
ისევ დამიწყებთ გმობასა.

სამი ჯვარი აქვს ხინკალსა_
დაანგრევს ჯანმრთელობასა!


affraid drunken confused
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 EmptySat Jan 03, 2009 8:58 pm

affraid



გინახავთ სადმე,ხინკლისგან
კაცი კვდებოდეს ჭირითა?
ვისაც არ გინდათ, დამშვიდდით,
თქვენთვის მოვხარშავთ ჩირითა,
შიგ ბალახ-ბულახს ჩავკეპავთ,
არ გადავტვირთავთ ცხიმითა,
აფსუს, ხინკალო, ფშაველიც
რო გწუნობს თავის პირითა,
ჩინურ რესტორანს ესტუმროს,
გამოტყვრეს ბრინჯის ღვინითა.
ვახ მე, რა მოგდით, ქართველნო,
ძველ მადლით ვეღარ ხვივითა,
დასხედით ჭამეთ ბალახი,
თმებ შაიღებეთ ინითა,
რო მოვკვდე, ჩემ შესანდობარს,
ქელეხშიც ყავით იტყვითა?
Back to top Go down
Sponsored content





ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty
PostSubject: Re: ქალებმა შამამიტიეს...   ქალებმა შამამიტიეს... - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ქალებმა შამამიტიეს...
Back to top 
Page 2 of 5Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბობოისკარი-
Jump to: