არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ზაზა ბაწელაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ზაზა ბაწელაშვილი Empty
PostSubject: ზაზა ბაწელაშვილი   ზაზა ბაწელაშვილი EmptyThu Nov 24, 2022 11:00 am

ზაზა ბაწელაშვილი Zaza_b12
Zaza Batselashvili

***
რარიგ წახდა ეს ქვეყანა...
ღმერთო ჩემო,
ახლა რასავ ჩავდივართ...
გააჩერეთ დედამიწა,
ჩავდივარ...


ზაზა ბაწელაშვილი (1939-2010)
მსახიობი, დეკლამატორი, პროზაიკოსი, პოეტი

ზაზა (ზიგმუნდ) ბაწელაშვილი დაიბადა 1939 წლის 23 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.
1960-1964წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1958 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე ხელმძღვანელობდა სტუდენტურ თეატრს.
იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლექსო (ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამე"), ლევანი (მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), არჩემაშვილი (გურამ ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა"), მდივანი (პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პრინცი ესკალური (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ალექსასი ("ანტონიუსი და კლეოპატრა"), მისანი ("იულიუს კეისარი") და სხვ.
საუკეთესო საბავშვო მოთხრობისათვის ორჯერ მიიღო ჟურნალ "პიონერის" პრემია.
ზაზა ბაწელაშვილმა საქართველოს ტელევიზიაში შექმნა მხატვრულ გადაცემათა ციკლი ისტორიულ თემაზე საერთო სათაურით - "ზარი მეფობისაი", რომლის ავტორიცა და შემსრულებელიც თვითონ იყო, მომზადებული აქვს გადაცემები; "დავით აღმაშენებელი", "ვახტანგ გორგასალი", "თამარ მეფე". იყო ოთხნაწილიანი სატელევიზიო ფილმის "ფარსმან ქველის" მემატიანე-მთხრობელი.
თეატრალური საზოგადოების მიერ გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსებზე მიღებული ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I ხარისხის პრემია, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის II ხარისხის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის II ხარისხის პრემია, საქართველოს პროფკავშირებისა და მწერალთა კავშირის III ხარისხის პრემია (პიესა "მეწისქვილე").
ზაზა ბაწელაშვილი გარდაიცვალა თბილისში, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში, 2010 წლის 14 იანვარს, 70 წლისა.

პრემიები და ჯილდოები
* ღირსების მედალი, 1999 - ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
* საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1988

წიგნები:
* მებრძოლი შავის ბედისა : პოემა : მემედ აბაშიძე-130 (ავტორი). - თბილისი, "პირველი სტამბა", 2003. - 68გვ.
* თეთრი მაგნოლია : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 121გვ.
სახელი შენი-ძეგლია შენი! : მექანიზატორი ივანე ალექსაშვილი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 51გვ.
* უკანასკნელი მოსახლე : მთვარის დაბადება : მოთხრობები საშ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 64გვ.

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016811/

Exclamation


ზაზა ბაწელაშვილის წიგნის პრეზენტაცია –––" სასწაული რომ მოხდეს""
* Dec 9, 2014
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი–.ახალგაზრდობის სულიერების ცენტრი...09.12..2014წ. დას:19 სთ–ზე..წიგნის მთავარი რედაქტორი და შემდგენელი:მედეა მოსულიშვილი.

* https://youtu.be/6cwLSkzdcRw

study


Last edited by Admin on Thu Nov 24, 2022 12:45 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ზაზა ბაწელაშვილი Empty
PostSubject: Re: ზაზა ბაწელაშვილი   ზაზა ბაწელაშვილი EmptyThu Nov 24, 2022 11:05 am

ზაზა ბაწელაშვილი Photo0n

ზაზა ბაწელაშვილი

კუსალიაზე*

კუსალიაზე ავიმწვერვალებ,
ხეთა ჩრდილებში წყაროებს დავთვლი.
ჩემი ხოფელი, ძირს რომ ელვარებს,
ვით ფუტკრის სკები, გავსილი თაფლით.

---
* კუსალია - გორა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.


ბმული:
* https://www.etaloni.ge/geo/main/index/72823

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
ზაზა ბაწელაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ზაზა თვარაძე
» ზაზა ხალვაში
» ზაზა ბიბილაშვილი
» ზაზა აბზიანიძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: