არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ყარამან ჯიქურაული

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:27 pm

ყარამან ჯიქურაული Gilgam11
Karaman Jikurauli

ყარამან ჯიქურაული

„გივი შადურის ერთი პერსონაჟი მახსენდება... ყარამან ჯიქურაული... ღმერთის არ სწამდა და უამრავი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი და როდესაც ბედი მდევარი ურმით დაეწია... დასახვრეტად გაჰყავდათ, მაშინ გაახსენდა ღმერთი... მოკლედ პირჯვრის გადაწერა უნდოდა და მერე გადაიფიქრა...აქამდე არ შემიწუხებიხარ და ახლაც ვერ შეგაწუხებო...
არ ვიცი რატომ გამახსენდა ეს ადამიანი, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები მისი ეს ქცევა ვაჟკაცობა იყო... ამპარტავნება... თუ სინდისის გაღვიძება...“


ბმულები:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100001746822027
* https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/282578/1/Literaturuli_Gazeti_2018_N17.pdf
* https://www.docdroid.net/h69Elzl/literaturuli-gazeti-n324-pdf#page=9

📖


Last edited by Admin on Sat Nov 12, 2022 10:26 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:29 pm

ყარამან ჯიქურაული

***
სიტყვებს მნიშვნელობები დაეკარგათ.
მათ მოსაძებნად ქვეყნის კიდემდე ვიარეთ.
ვერ ვნახეთ.
ვერცერთი.
შინ დაბრუნებულთ,
მოვალეობის მოხდით მოგვრილი
შვება ვიგრძენით.
ყველა მნიშვნელობა შინ დაგვხვდა -
ზოგი კომოდის უკან გადავრდნილიყო,
ზოგიც მაგიდის ქვეშ შეგორებულიყო.
ცოცხის გამოსმა დავიზარეთ,
ქვეყნის შემოვლა არა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:39 pm

ყარამან ჯიქურაული

***
სამჯერ იძახა მამალმა
გამოაფხიზლა სოფელი,
ხე და ქვაც კი იშმუშნება
მდინარე _ მათი მცოფელი.
მარტო კლდე დახვდა მღვიძარი _
მზის სამგზის უარმყოფელი...


*
დამძიმდნენ ქუთუთოები,
სიფხიზლეს ვეღარ ზიდავენ,
თვალჭრელი ფიქრის ხბოები
შემოაბრუნეს გზიდანვე.


პეპლის დეფექტი

დიდხანს ვუყურე.
ბოლოს მივხვდი _
ცალი ფრთა სამარეში ჰქონდა.
სულის აღსარება
მარჯვედ ვეფარებოდი სხეულს.
თვალთა ღიობიდან მაინც შემნიშნეს.


*
გადავაგორეთ ზამთარიც,
როგორც აკლდამის ლოდი...
რაღას უყურებ ამ თარიღს,
ქრისტეს აღდგომავ, მოდი!


რენე კალანდიას ხსოვნას

რენე, პაპის მეგობარო,
პაპის მეგობარო რენე,
ჩემ მოსვლამდე დრო გექნება,
ხსოვნის სახლი აიშენე.
როცა მოვალ, კვლავ გვესტუმრე,
დაჯექი და დაისვენე.


*
შენ მაინც გგავდე, მამაჩემო,
სიბერეში სარკეში ჩახედვის აღარ შემეშინდებოდა.


*
შენს სულს რამე შემოაცვი,
ხორცები უჩანს.


ფშაურ კილოზე

გავბეზრდი ხორცში ყოფნითა,
ღმერთო, შინ მინდა ისევა,
მე ჯეელობაც მყოფნიდა,
სიბერეს რაღად მისევა?!
როგორც მყივანა წისქვილი,*
წლებით დაღლილი, ისე ვარ...
---
* მყივანა წისქვილი _ საფქვავი რო გაუთავდება და ცარელა დოლაბები
ჭრიალს დაიწყებს, იმაზე იტყვიან, ყივისო.


*
ორი ღერი შეშა მიჰქონდა _
15 წუთის ცეცხლი ხელში ეკავა.


*
ეს ერთხელ მოხდა _
30 წლის დურგალი ღმერთმა გააქადაგა.
მოუსმინეს და ასე შეიგონეს _
დურგალს მიაგეს დურგლისა და ხის ჯვარზე გააკრეს.


*
მიხმობენ ყვავილთა მოყვარულს
და მაინც ყვავილებს მიხმობენ...


*
იმის ხსოვნა გაიცრიცა,
ჩვენ რო გვეკუთნოდა რიწა.
ხიშტით არა, დავიწყებით
უფრო იკარგება მიწა.


*
სიძულვილს ისე გაუშინაურდა,
ბავშვი მოანათვლინა.


*
მიყვარს აპრილში ზამთრის მობრუნება.
ნაადრევად მოზეიმეთა თავზე
შურისგების მახვილის აღმართვა _
ადამიანებისთვის დილის ძილის გამწარება,
თოთო კვირტების აკვნებში დახოცვა.
რატომ მობრუნდი, ზამთარო, ვინ გითხრა, რომ
გაზაფხულს მეზარბაზნენი არა ჰყავს?


*
უფალო, რატომ არ ესმით ჩემი,
ნუთუ მეც კედლები ამყავდა ბაბილონში?!



ხუმრობაგაშვებით, სალაღობონი


*
თმაო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები ფორასა,
ერთ ღერს მეორე ღერისგან
ცხრა სანტიმეტრი შორავსა.


*
თუ ქალი არი თვითკმარი,
ვერ გაუბედავს თვით ქმარი.


*
როცა ვახსენე ვანის ქვაბები,
სანტექნიკოსმა ცქვიტა ყურები.

*
რუსეთის მფარველობაზე
დავწერე დისერტაცია _
როგორ ზრუნავდა ორას წელს
ჩვენს ერზე ის ერტაცია.


„ლიტერატურული გაზეთი“, # 17 (225), 21 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2018

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:47 pm

ყარამან ჯიქურაული

***
დედა რომ კლინიკაში იწვა,
მწვეთავი ონკანის ქვეშ მიდგმული ჭიქა გაივსო,
რომელსაც ის დროდადრო ღვრიდა ხოლმე და
თითქოს წყალმა წაგვიღო მთელი ოჯახი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:48 pm

ყარამან ჯიქურაული

***
ფრენდი გამიგარეულდა.
ჯერ გაუცხოვდა.
ერთ დღესაც,
მის გვერდზე შესულს
უპწიჩკო,
უნაკაწრო და უზადო
დამეგობრების ღილაკი დამხვდა-
ჩვენი ფრენდობის საფლავის ლოდი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:48 pm

ყარამან ჯიქურაული

***
სიტყვებს მნიშვნელობები დაეკარგათ.
მათ მოსაძებნად ქვეყნის კიდემდე ვიარეთ.
ვერ ვნახეთ.
ვერცერთი.
შინ დაბრუნებულთ,
მოვალეობის მოხდით მოგვრილი
შვება ვიგრძენით.
ყველა მნიშვნელობა შინ დაგვხვდა -
ზოგი კომოდის უკან გადავრდნილიყო,
ზოგიც მაგიდის ქვეშ შეგორებულიყო.
ცოცხის გამოსმა დავიზარეთ,
ქვეყნის შემოვლა არა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptyThu Nov 10, 2022 7:50 pm

ყარამან ჯიქურაული

***
თუ გახდი გულთამპყრობელი:
წყალთა, ცეცხლთა და ჰაერთა,
ჯვარს ვერცერთზე ვერ დაიწერ
შავ მიწას უნდა შაერთა...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული EmptySat Nov 12, 2022 10:21 am

ყარამან ჯიქურაული

***
რაც მელვილი წავიკითხე,
ჩემი გარემომცველი სამყარო გატენილია
ვეშაპებით _
ყველგან ვეშაპებია _
სულიერი არსებები თუ უსულო საგნები,
ყველა და ყველაფერი
ვეშაპებად,
ვეშაპთა სახეობებად
და ქვესახეობებად იყოფა.
ქუჩაში _ მწვანე ავტობუსი კაშალოტია,
მიკროავტობუსი _ ცელნამგალა,
მინივენი _ ფინვალი.
ყველა მსუბუქი მანქანა
ფოლიოში მითითებულ
ნებისმიერ ლევიათანს
შემიძლია შევუფერ-შევუსაბამო.

*
ფრთები გავშალე მარტოობაში.
ახლა სამნი ვართ _
მე, ჩემი ფრთები.
შედეგად უკვე სამნი ვართ ახლა:
მე, შთაგონება, თვითირონია.
შვებულებაში გავუშვი განსჯა,
უჩემოდ ორი თვით ირონია.

*
ნათელიც კი აქედან უნდა გაიყოლო,
იქ არავინ დაგახვედრებს.

*
ნუ მეტყვი, დედა, რომ სოფელში
ახლობლის ბიჭი გარდაიცვალა.
რადგან ამ საღამოს იმ გოგოზე უნდა მეფიქრა,
რომელიც აფთიაქში ვნახე და
ვერაფრით ვუთხარი, რა ლამაზი იყო.

*
არ გაატაროთ ფიქრის ნაკადი, ყველა თევზი
ნაპირზე ამოყარეთ. პატარები შეგიძლიათ გაუშვათ.

*
წიგნის ფურცელზე ფანქრის მონასმი _
თვალიდან ჩამოვარდნილი ბეწვი.

*
მე მაინც მგონია,
რომ ადამიანების მთავარი სათქმელი ეს არის:
ნუ მაწყენინებ,
თორემ შენი სიკვდილი არ (აღარ) მეწყინება
თვარელის ნაფრენი
მე მინდა მოვკვდე ჩემ წინაპარ თვარელივით
წყლის დალევისას,
როცა 145 წლის
გამოწურული სხეული გრავიტაციამ
ვეღარ დატოვა დედამიწაზე
და თავის აგებულ თივის ზვინივით
ზევით წავიდა.
წყალი შემთხვევით არ მიხსენებია _
სინამდვილეში
არაყმა მოკლა,
როცა მწყურვალმა
ალუმინის კოში
ჟიპიტაურით აავსებინა შვილთაშვილის ცოლს
და ნეპტუნივით ცალ ხელში სამკაპით,
მეორეში ნექტარით ოლიმპოზე ავიდა.
ყვებოდა რძალი:
„რო სვამდა,
წყალი ისე ეღვრებოდა
გვამში,
როგორც დაჩუტულ ტიკში“,
არადა, თვარელს 125 წლით ადრე
მთიდან მთაზე ის აგებული თივები
გადახტომით გადაუტანია.

*
სად აგროვებ, უფალო, მართალთა სულებს,
ტყუილ ცხოვრებას გამოქცეულებს?

*
ამქვეყნად როცა საქმეს მოვილევ,
ცაზე ვარსკვლავად გადავსახლდები.

*
იმედის მაგივრად ბავშვი ჩაუსახა.

*
რა გახდა ერთი კაი გოგო,
რო წამყვეს ბეთანიისაკენ.
თავბრუს დავახვევ ყურადღებით,
ცუდად გახდება იისაგან.

*
ბოროტება სირცხვილია.
როგორც წესი,
ავფიქროვნებისას
უხერხულად ვიშმუშნები
და მინდა ჩემსავე თავს
(რომელიც მხედავს მე მხოლოდშობილს)
გავუუჩინარდე.

*
ეკლესიასთან
ქალმა გაიარა გამომწვევად ჩაცმულმა
და მიტოვებულ საყდარს სული ჩაედგა
„სწრაფმავალი“
ალტერ სათაური _ „თბილისელი“
ამ ქალაქში სწრაფად თუ არ იარე,
გამალებული მარშირებით თუ არ დასერე
შენი სავალი,
ფათერაკს ვერ გაეხვეწები.
ანაწერი გახდები ვინმეს ცერა გამოხედვის
ან დაუდევარი გადმონაფურთხის.
ტროტუარზე არც იფიქრო!
ის შენთვის არ არსებობს _
ზედ უთვალავი ხიფათი სახლობს:
ნაგვის ყუთები,
ძაღლი პატრონით თუ უპატრონოდ,
რომელიც ან დაგბეწვავს,
ან ისევე დაუდევრად მოგაფსამს,
როგორც ზემოთა ადამიანი ნერწყვს გიზიარებს
(ალბათ ორივეს ხე თუ ჰგონიხარ,
ამ გამხმარ ქალაქში (რომ) გაგახაროს).

*
ან ეგ იქნება ჩემი ცოლი,
ან ცოლს საერთოდ არ მოვიყვან.
მარტო ვიქნები ეზო-კარში,
ყველსაც მარტოკა ამოვიყვან.
ან ეგ იქნება ჩემი სწორი,
ბალიშისპირს ეგ გამისწორებს,
ან არა ბედ-იღბლის მწერელი
ანგარიშს მარტოს გამისწორებს.
ან ეგ იქნება ღამის მეხრე
ჩემი უგრძესი ღამეების,
ან არა კვალში ჩაწვებიან
ჩემი ხარები კამეების.
მოდი, ეგ იყოს ჩემი ცოლი,
ანებს საერთოდ არ მოვიხმობ,
ხელში მექნება მთების ბროლი,
ბედნიერებას გამოვიხმობ.

*
ისე
მომწონხარ,
მაქვს რამე შანსი _
შენი ოცნება ცხადად ვაქციო
და მოთმინების სავსე ფიალა
შენს სხეულში რომ გადავაქციო?

*
მთვარეს ეხვევა ღრუბლის ნაგლეჯი,
თითქოს ცას თვალზე ბამბა აუკრავს.

*
დაუღალავი ცდა სიკვდილივითაა _
ვერანაირი გზა ვერ დაიჭირავს.

*
თუ გახდი გულთამპყრობელი
წყალთა, ცეცხლთა და ჰაერთა,
ჯვარს ვერცერთზე ვერ დაიწერ,
შავ მიწას უნდა შაერთა.

*
ჭატერმარკ _
ჩემი ჭვირნიშანი ხარ.
ადამიანებმა სინათლეზე უნდა გამხედონ,
რომ დაგინახონ.

*
ცის ფსკერზე ღმერთის ანკესი ელავს,
ელექტრონული ჭიაყელებით.

*
მომანიჭე, უფალო,
(უარს რომ მეტყვიან)
სამოთხის სიხარული,
რომ უარისმთქმელმა
ჯოჯოხეთის უხერხულობა არ იგრძნოს.

*
რაც ასაკი მემატება, სულ უფრო ცოტა მძინავს.
ასე თანდათან გვაჩვევს ღმერთი
(მარადიულ) სულ უძილობას.

*
განთიადს ველი, რომელსაც მოაქვს
ბევრი მზის სხივი და ცოტა ზუსტად სათქმელი სიტყვა.

*
იქნებ
ევოლუციის პროცესი შესაქმის ის აქტი იყო,
ღმერთმა თიხა კაცად რომ გადაზილა.

*
ფრენდი გამიგარეულდა.
ჯერ გაუცხოვდა.
ერთ დღესაც
მის გვერდზე შესულს
უპწიჩკო,
უნაკაწრო და უზადო
დამეგობრების ღილაკი დამხვდა _
ჩვენი ფრენდობის საფლავის ლოდი.

*
გადაახვიეს ეშმაკებმა მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი,
მოემზადნენ დასაცინად,
მერე თავი დახარეს და სევდიანად თქვეს:
„გულწრფელად უყვარს“.

*
როგორც ნაწვიმარზე სოკოები,
მომრავლდნენ ლამაზი გოგოები.

*
პაპას რო ჩავხედე თვალთაში,
საფშაო გზაშიით მობრუნვილს _
სულის თავნი ჰქონ ა£დილი.
იმ წყვილ ლურჯ გუბეში
ადამიანის სული აღარ იშვებდა და იხარებდა.

*
ჩემ შესახებ ყველაფერი დედ-მამამ იცის,
ამ ორმა მეცნიერმა,
რომელთაც ჩემს შექმნაზე იმუშავეს.

*
ოჯახს მოვეკიდო, გადავწყვიტე.
დავფაცურდი 50 000-ის საშოვნელად.
ვერას გავხდი, ვერა გავაწყვე.
და უმწეო, გალახული ლეკვივით
მივეტუზე.
მან ხელით ნიკაპი ამიწია,
თვალებში ჩამხედა და მითხრა:
„ცულის ტარის ფული ხომ გაქვს?“

*
იმის ამბავს რო გავიგებ,
დავიშლები ატომებად,
მხოლოდ მაშინ გაიგებენ,
გულზე ასე რატო მება.

*
თუ ხაზარული სიტყვის კონა ვერ გაიგე,
ისევ „ხაზარულას“ მიაწექი.

*
ისე ნუ ფიქრობ,
თითქოს ზევიდან სული მოგეცა, როგორც ულევი,
მე ჩემი სული აქვე შევქმენი
ტკივილებით და სიხარულებით.

*
ჩემი ბავშვობის ბოლოსკენ
შემოდის დოდესკადენი,
თაროზე ნებივრად შთენილს
ფრანგ ალფონს დოდეს გადენის.

*
სულზე ჭრილობას მაყენებს
ყოველი გასვლა სახლიდან,
ყოველდღე ასე მგონია,
ცხოვრებას ვიწყებ ახლიდან.

*
ჭიანჭველას ფეხს არ ადგამსო..
ჰმ!
აბა სცადოს..
რწყილი და ჭიანჭველა.
ორივე ძნელი მოსაკლავია.
ფრჩხილი თუ არ ჩართე საქმეში,
არაფერი გამოგივა..
ვინ არის ის(ეთი) უგნური
ზღაპრულ ურჩხულებს შიშველი ხელებით შეებას?!

*
თავი მიადო მკერდზე,
თითქოს იპოვა ბინა,
მყუდრო თავშესაფარი,
მისი ნამდვილი შინა
უკრაინის ომი
საბჭოთა შენობები დაინგრა,
„ნივები“ და „ჟიგულები“ დაიწვა.
სიხარულმა გადამირბინა გულზე _
ასე ხო თვითონვე მოიწყვიტეს კაბის კალთიდან?
ახლა ძაფი გაწყვეტილია,
ხელახლა ვეღარ გამოიბამენ.
დედა სსრკ ნაშვილარს
კაბის ბოლოზე ვეღარასდროს გამოიბამს,
რადგან ის ძაფი თვითონვე გაწყვიტა სიმწრის კბილით.
ახალი შენობები აიგება _ ბევრად უკეთესი.
ისეთ მანქანებს შემოიყვანენ,
დაძვრისას რომ უკან გამოხედონ.
მაგრამ იმ ბავშვებს ვინ აღადგენს მკვდრეთით,
ვინც ახალშემოყვანილი
მანქანების გამოშვების წელს დაიბადნენ?

*
კი არ თოვს,
რუსული ჭურვებით დაგლეჯილ
მშვიდობის მტრედთა ნაკუწები გვაცვივა,
რომელთაც ზეცა ბოლო ორი კვირაა გვიგზავნის.

*
სამოთხიდან რომ მაძევებ, ის მაინც მითხარი, რა ვჭამე.

*
როცა გავიგე თოვლის პაპა არ არსებობდა,
მაშინ გავიზარდე პირველად.
ზრდა მაშინ დავასრულე,
როცა ღმერთის არსებობაში დავრწმუნდი.

*
საკმარისია ცას ავხედო ლექსის დასაწერად.
ეს ხდება წელიწადში 2-3 ჯერ.
ერთ წელს სულ მიწას დავყურებდი
და უგრძესი რომანი დავწერე იმაზე,
რა ძნელია მაღლა ახედვა.

*
შენი ავატარის ფოტოს ვაკლიკებ გასადიდებლად.
არაფერს შვრება,
ვჭირვეულობ, როგორც სამი წლის ასაკში _
ლოგოპედმა პარიზიდან ჩამოტანილი ავტომობილის
უნიკალური მინი-მოდელი რომ არ მომცა.

*
მეგობრის ფბ-ის კედელზე
ურეაქციოდ დატოვებული შენი კომენტი,
როგორც სახლის კედელში შემოსული რაკეტა,
რომლის დემონტაჟს არ დაუშვებ
ჩადენილი მხეცობის უკვდავსაყოფად
მისტიფიკაცია
გალიის ციზალპებზე
(სპილოთი) მიმავალმა პუნმა ჯარისკაცმა
დაინახა _
როგორ გაავდა უმიზეზოდ მათი მყოლი გუთი,
ვარსკვლავისმაგვარი სუვენირის დანახვისას.

*
ერთი კარის მეზობელი მყავს.
ხუთი წელია, რაც გადმოვიდა.
არასდროს მინახავს.
არადა, ეს ხანი უწყვეტად ცხოვრობს.
ძირითადად შემეცნებით-გასართობ გადაცემებს
უსმენს ან უყურებს.
ამ წლის მაისის შუიდან
ივნისის 17-მდე მხოლოდ
საინფორმაციოებს უყურებდა.
რელაქსირებს
Cigarettes after sex-ისა და Bono-ს სიმღერებით
დროდადრო
Harry Styles-ს, SYML -სა და
სთორებში მოსმენილ სხვა სიმღერებს უფენს.
არასდროს გადამყრია გასვლისას
ან შესვლისას.
გასაღების ხმა კი არაერთხელ გამიგონია.
როგორც ჩანს,
კაი ხანს ზვერავს გლაზოკით _
ემანდ არავინ შევეჩეხოთ.
ავი თვალი არ გავაყოლოთ,
რომ ევროკანდიდატის სტატუსის არმოცემა
ჩვენ არ გადმოგვაბრალოს ქვეცნობიერად.
ზეცნობიერად კი ძალიან მიმტევებელი ჩანს,
ემპათიის მაღალი ხარისხის,
კარში დატოვებული საარჩევნო ბუკლეტები
ან სარეკლამო ფლაერები
ჩვენ მაგივრად გააქვს
იმ უჩინარი ხელივით,
ვინც ისინი კარში დაგვიტოვა.

*
გუშინ
ლუქსემბურგიდან
რამდენიმე დღით ჩამოსულ მეგობარს
ქუჩაში შემთხვევით შევხვდი.
ჯადოსნურ მთას ვკითხულობდი და
ყოველთვის პედანტმა,
გადავწყვიტე,
ჩვეულ დროზე
სამი წუთით ადრე გამოვსულიყავი.
ისიც თურმე სხვა გზით აპირებდა იქ მისვლას,
სადაც მიდიოდა.
ნაბერგჰოფალს,
მხრებს მამტვრევდა
დიდი გერმანელის აწეული
ევროპული ღირებულებების სიმძიმე.
ჩემს მეგობარს კი მუჭით მოჰქონდა
წეღან ნაყიდი
ადამიანების სევდა,
გუდამაყრელის შეგროვებული.

*
იესო ისე გაითქვა, მთელ პალესტინაში ქადაგებდა.
მისი მოწაფეები კი მთელ პლანეტაზე ქადაგებდნენ.


*
აი ის ადამიანია ღმერთი,
თავის სახე-ხატის შესაქმნელად
ხელებს რო დაიკაპიწებს,
უთვისებო და უსამკაულო.


*
პირველად აქციაზე 1988 წლის ნოემბერში
ეროვნული მოძრაობის მიტინგზე ვიყავი _
მამაჩემის კისერზე გახლდით წარმოდგენილი.
იმის მერე ისეთი რთული ცხოვრება წავიდა,
მამაჩემის კისრიდან არ გადმოვსულვარ.

*
უკრაინას ჯაჭვის პერანგი შემოაქსოვეს მოკავშირეებმა.
დიიდია უკრაინა
და დიიდი პერანგი შემოაქსოვეს.
მთელი დასავლეთი ქსოვდა.
შენ რა გეშველება, ჩემო ქვეყანავ,
მაღალი მეფის საიღლიავეც რო შემოგწვდება..

*
ჩემმა მეგობარმა ცოლად მოიყვანა გოგო,
რომელიც არ მომწონდა.
ამის გამო დავკარგე.
მეორე მეგობარიც ასე დავკარგე.
მეც იმას მოვიყვან, ვინც არ მომწონს _
იქნებ თავი დავკარგო და შემიყვარდეს.

*
რაში გჭირდება, რო გიყვარდე,
სიყვარული არ გამაჩნია.
რო შეგიყვარო და დაგჭირდე,
ხელს ვერაფერში შეგაშველებ.
აბა მამაჩემს კი არ ვგავარ,
ცხრა უცხოს გამო ვალს რო იღებს,
ახლობლებისთვის მოსე ხდება _
ზღვას გააპობს, რო გაიარონ.
ჩემს შეწყვილებას რა აზრი აქვს,
ჩემნაირების გამრავლებას?
განა მარტო მე არა ვკმაობ?!
უნიათობის პიკზე ვდგავარ.
მაგრამ იქნება გავრისკო და
დავიწყო მაინც ეს რომანი,
თუკი შენ დარდი არ გექნება,
უყურადღებო ქმარის ყოლის
და თუ გაუძლებ ამყველაფერს,
ჯილდოდ შენ შვილი გეყოლება,
იქნებ მამაჩემს დაემსგავსოს.

*
ხო შეიძლება მკერდი ისე გაგევსოს
თითის მიკარებისას,
ტირილს იწყებდეს.

*
ამ თეთრი კანით,
თავი რომ მოგვწონს,
რამდენი საქმე (რამე)
შავად წავიდა.

*
მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაიწყო
თამამ წარმოდგენებში მისი მონაწილედ შემოყვანა.
მანამდე,
მთელი სამი წელი და ცხრა თვე,
მისი სახების უბიწოებას
ცნობიერების ყველა საფეხურზე უფრთხილდებოდა
(დაჰფოფინებდა) _
ემანდ ტალახი არ მოსცხებოდა,
ან
რომელიღაც ონავარი ფიქრი
რომელიმე უცნობ ოთახში
(უნებართვოდ) არ შეხეტებულიყო.
როცა დაესიზმრებოდა,
დაფეთებულს ეღვიძებოდა,
ქვეცნობიერს მისი ლიბიდო
ცდუნების სიღრმეში რომ არ შეეტყუებინა.
ოთხი წლის შემდეგ სიწმინდით დაიღალა.
და
„მოწმინდარი ნალახთ მიუდგა“.

*
სიტყვებს მნიშვნელობები დაეკარგათ.
მათ მოსაძებნად ქვეყნის კიდემდე ვიარეთ.
ვერ ვნახეთ.
ვერცერთი.
შინ დაბრუნებულთ,
მოვალეობის მოხდით მოგვრილი
შვება, ვიგრძენით,
ყველა მნიშვნელობა შინ დაგვხვდა _
ზოგი კომოდის უკან გადავარდნილიყო,
ზოგიც მაგიდის ქვეშ შევარდნილიყო.
ცოცხის გამოსმა დავიზარეთ,
ქვეყნის შემოვლა არა.

*
ამ ბოლო დროს
სულ უფრო ხშირად ვხედავ
ჩემი ნაადრევად გასვლის სიზმარს.
სადაც ზის შაოსანი ვინმე დედა
და
ჩემს გამოუყენებელ შესაძლებლობებს დასტირის.

*
გვეცინებოდა თავიდან მამაჩემზე,
კანდიდ ჩარკვიანზე,
ყველა სხვა ქართველ მამაზე,
ვინც საქართველოს პრიმატს ქადაგებდა
სიფხიზლესა და სიმთვრალეში.
გავიზარდეთ მათი შვილები,
წავიკითხეთ ბევრი წიგნი,
გავიცანით მრავალი ადამიანი,
მოვვლეთ მსოფლიო კიდით კიდემდე
და გავიგეთ, რომ ჩვენი მამები მართლები ყოფილან.

*
თუ რუკაზე საქართველოს დააკვირდებით,
დაინახავთ, რომ
პირი აქვს მობმული შავი ზღვისთვის და
ჩაყლაპვას თუ დალევა-ამოშრობას უქადის,
ის უფსკრული რომ შთანთქას,
რაც მას ევროკავშირისგან ჰყოფს.

*
რაღაცნაირი მაღიზიანა ტიპი ვარ.
სადაც უნდა მოვხვდე,
რომელ წრეშიც,
ყველას ვაღიზიანებ.
ზოგს ცოდნით,
ზოგს უმეცრებით,
ზოგს გარეგნობით ვთრგუნავ,
ზოგს ვეჩოთირები
თავის სრულყოფილებასთან.
სიკვდილის მერე
არგაღიზიანებეთში მინდა, მოვხვდე.


20 წლის მარიამი

მარიამი ოცი წლისაა.
აქვს ცისფერი თვალები
და მიწისფერი გული.
მარიამს თეთრი ხელები აქვს და
გულზე თოვლივით იფარებს.
მარიამი მაღალია და ისეთი ნაზი ხმა აქვს,
მხოლოდ თავისიანებს თუ გააგონებს,
ყველაზე ამაღლებულ ადგილას.
მარიამს ადამიანები არ უყვარს,
მაგრამ დედამიწის გადასარჩენად
სამყოფი სიყვარული აქვს.
მარიამს უყვარს ტყუილები.
ზოგიერთი ტყუილი ისეთი ბავშვურია,
ზრდასრულ სიმართლეს ჯობია.
მარიამი აქაური არ არის და არც უნდა იყოს.
პ.ს. მკითხველო, არამიწიერ ცივილიზაციასთან
კავშირის საშუალებების შესახებ მომწერე...


„ლიტერატურული გაზეთი“, # 20 (324), 28 ოქტომბერი - 10 ნოემბერი, 2022

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ყარამან ჯიქურაული Empty
PostSubject: Re: ყარამან ჯიქურაული   ყარამან ჯიქურაული Empty

Back to top Go down
 
ყარამან ჯიქურაული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: