არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვალერი ჯინჭარაძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 2:36 pm

ვალერი ჯინჭარაძე Azaaas10
Valeri Jincharadze

ვალერი ჯინჭარაძე
(1960 - 2022)
მწერალი

ვალერი ვაჟას ძე ჯინჭარაძე დაიბადა 1960 წლის 19 ნოემბერს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში.
1978 წელს გაზეთ „ქუთაისში“ მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა.
1984 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა უნივერისტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.
1987 წელს გამოვიდა ვალერი ჯინჭარაძის მოთხრობების პირველი კრებული „სამკაციანი სოფელი“.
იყო ჟურნალ „ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთის „12-მდე“-ს მთავარი რედაქტორი, წიგნის მოყვარულთა კავშირის „ბესტსელერის“ დირექტორი.
ვალერი ჯინჭარაძე არჩეული იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის ხელმძღვანელად. მისი უშუალო მესვეურობით ჩატარდა არაერთი წარმატებული ლიტერატურული კონკურსი.
გარდაიცვალა 2022 წლის 5 ნოემბერს.

ციტატა:
Mariam Jincharadze
November 6 at 10:23 PM ·
ჩემმა უსაყვარლესმა მამამ, მეგობარმა, ადამიანმა, რომელმაც ადამიანების სიყვარული მასწავლა, გადაწყვიტა ადრიანად გაფრენილიყო იმ ქვეყნად…
ორშაბათს სახლში ვერაზე ვიქნებით მე და ანა ცოტა ხანი, ვისაც ჩვენი ნახვა მოუნდება.
მამიკო უკვე რაჭის გზას გაუდგა, სოფელ ჭყვიშში იქნება ხუთშაბათს, ორ საათზე გასვენება.
მშვიდობით იფრინე, მამიკო…
🙏🏻
Meil allerliebster Papa ist gestern Nacht verstorben…ich bin jetzt erstmal in Georgien…


წიგნები:
* ჩვენ დედამიწაზე დავდივართ - საყმაწვილო მოთხრობა, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1989
* სამკაციანი სოფელი (მოთხრობები) - გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ ქუთაისის ფილიალი, ქუთაისი, 1987

ბმულები:
* https://www.facebook.com/valeri.jincharadze
* https://www.facebook.com/profile.php?id=100021935181662
* https://www.goodreads.com/book/show/22370126


study


Last edited by Admin on Fri Nov 11, 2022 2:16 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 2:37 pm

ვალერი ჯინჭარაძე Azaaas11

ვალერი ჯინჭარაძე

ჯინჭარაძე, ვალერი
ჩვენ დედამიწაზე დავდივართ : [მოთხრობა]. - თბ. : ნაკადული, 1989. - 19გვ. : ილ. ; 20სმ.. - 15კ., 30000ც.[MFN: 2990]

UDC: 82-93:821.353.1-32


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 2:48 pm

ვალერი ჯინჭარაძე Azaaas12
ვალერი ჯინჭარაძე, 2014 წლის 14 დეკემბერი.


study


Last edited by Admin on Tue Nov 08, 2022 3:50 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 2:49 pm

ვალერი ჯინჭარაძე 16_n10


წიგნის დასახელება – „სამკაციანი სოფელი“ (მოთხრობები)
ავტორი - ვალერი ჯინჭარაძე
რედაქტორი - ტ. ჯანხოთელი
მხარვარი - ა. ამაშუკელი
მხატვრული რედაქტორი - ო. ქანდარია
ტექნიკური რედაქტორი - გ. ჭეიშვილი
კორექტორი - ი. ქუთათელაძე
კონტრ კორექტორი - ქს. მარგველაშვილი
გამომშვები - ა. გეგია
გამომცემლობა - „საბჭოთა საქართველო“ ქუთაისის ფილიალი
ტირაჟი - 10 000 ც.
ფასი - 25 კაპ.
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 1987
გვერდების რაოდენობა – 84

ანოტაცია - მოთხრობების ეს პატარა კრებული ახალგაზრდა პროზაიკოსის, ვალერი ჯინჭარაძის პირველი წიგნია. ავტორი მოგვითხრობს რამდენიმე საინტერესო კაცის ამბავს იმ მრავალთაგან, ჩვენს გვერდით რომ ტრიალებს, დადის, აზროვნებს, ფუსფუსებს, წვალობს, უხარია და კვდება.
ვ. ჯინჭარაძე ეძებს ეროვნული კოლორიტით შეფერილ ხასიათებს, ეპიზოდებს და საკმაო დამაჯერებლობით აწოდებს მკითხველს.
ამის დამადასხტურებელია წიგნში შეტანილი, გულწფელობით დაწერილი მოთხრობები: „ბებიაჩემი“, „კიდევ ერთი გაზაფხული“, „ფული“, „ჩვენებური“, „სამკაციანი სოფელი“ და სხვა.

შინაარსი: ბაბუაჩემი; ფული; სამკაციანი სოფელი; ზაფხულში; ღუღუ; ჩვენებური; ბაღს დარაჯი სჭირდება; ნიკანდრო;ერთდღიანი სტუმრობის ამბავი;მალაქია;კიდევ ერთი გაზაფხული.

ჯინჭარაძე, ვალერი
სამკაციანი სოფელი : მოთხრობები. - [I-ლი გამოც.]. - ქუთაისი : საბჭ. საქართველო, 1987. - 83გვ. ; 20სმ.. - 25კ., 10 000ც.[MFN: 23417]

Джинчарадзе Валерий Важаевич
Село На Трёх Жителей
Рассказы
(На грузинском языке)
Издательство "Сабчота Сакартвело"
Кутаисский филиал
Кутаиси, Гришашавили, 6
1987

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 3:43 pm

ვალერი ჯინჭარაძე Azaaas14

ვალერი ჯინჭარაძე

სამკაციანი სოფელი

სახლი სავსეა ხორაგით.
საკუჭნაოში, ბუხრის თავზე, შეშის ნაჭრები ჰკიდია: ნახევარი ღორი - აქეთ, ნახევარი - იქით.
ბეღელი სიმინდითაა გაჭედილი, სხვენი - ხილით.
ხორაგის პატრონს, რომელიც უზარმაზარ, ძველებურ ტახტზე წამოგორებულა ქვემოთ, სამზადში, ახლა საქმე არაფერი აქვს. აქვს მხოლოდ საფიქრალი.
გუშინ, მაგალითად, ხურმის ტოტზე შემომჯდარი, უკვე მიზანში ამოღებული შაშვი შეეცოდა და არ ესროლა, აცალა ჭამა.
„მე რომ იმ შაშვად გავეჩინე განგებას, მას კიდევ, ჩემს მაგივრად ეცხოვრა ამ ქვეყანაზეო“, - ფიქრობს იქიდან მოყოლებული, -„ვთქვათ, მომხდარიყო ასე. თუ მესროდა, ნეტავი, ის შაშვი თოფსო!“

***
გარეთ თოვლია, ყინავს.
- კუკურა! კუკურიკაა, უუუ!
თოფიანი კაცი დგას პატარა გორაკზე წელამდე თოვლში.
ამ შემაღლებიდან ორი სახლი მოჩანს და ორი საკვამდე მილი. მილებიდან ამოდის კვამლი.
მარჯვენა სახლში კუკურა ცხოვრობს და მაცხენაშიც - კუკურა.
მარჯვენა კუკურას ცოლი ჰყავს შინ და ორი პატარა გოგო. ახლა კიდევ ბიჭის გასაჩენად ემზადება მისი ცოლი.
უფროსი გოგო სკოლაშიც დადის სხვა სოფელში. დღეს კი ვერ წავა. თოვლი მოვიდა მეტერნახევრიანი.
მარცხენა კუკურა მარტო წევს ძველებურ ტახტზე. ახლა, სადაცაა, ადგება და გარეთ გამოიხედავს.
თოფიანი კაცი დგას შემაღლებულზე, წელამდე თოვლში და ეძახის ერთ კუკურას, მეორემ რომ გაიგონოს.
მეორეს ეძახის პიველის გასაგონად.
მეტი გამგონე კაცი არცაა სოფელში.
ორივე ეზოში აყეფდება ძაღლი და ორივე კუკურა ერთდროულად გამოყოფს თავს გარეთ.
- ოოო!
- ოოო!
- წამოდი, კაცო, წამოდი აწი, რაღას უყურებთ!
- მოვდივართ, ჰო, მოვდივართ!
სამი კაცი წელამდე თოვლს მიამკვლევს აღმართში. ღუნღლიანი, ყურპარტყუნა სამხედრო ქუდები ახურავთ.
უკან ორი ძაღლი მისდევთ, მელაზე დაგეშილი.
„ნეტავი, თუ მესროდა ის შაშვი თოფსო“, - ფიქრობს ერთ-ერთი.

***
ბინდდება.
მთის წვერიდან სამი თოფიანი კაცი გადმოეყუდა. მოდიან და მოდიან თავდაღმართში. ცალ-ცალი ხელი თოფის ქამრებზე უკიდიათ, მეორეებს ჰაერში იქნევენ და კვდებიან სიცილით.
პირველი სახლი რომ შემოხვდებათ, უცოლო კუკურასია.
- შემოდი ახლა, - ამბობს უცოლო კუკურა და აღებს ჭიშკარს, ცოლიანი კუკურა და მესამე კაციც აღარ ათქმევინებენ მეორედ.
უცოლო კუკურას სახლი ხორაგითაა სავსე. სამი ქვევრი (ღვინით სავსე) მარანშია ჩაფლული. ლორიც შეიძლება მოხარშოს კაცმა.

***
შუაღამეზე იშლებიან კაცები სიმღერ-სიმღერით.
ერთი კაცი მიდის ქვემოთ, მეორის სახლი იქვეა, ორ ნაბიჯზე, მესამე კი რჩება შინ სულ მარტო.
„თუ მესროდა ის შაშვი, ნეტავი, თოფსო“, - ფიქრობს და თან მღერის.

***
მერე თენდება დილა.
- კუკურა! კუკურიკაა, უუუ!
შემდგარა თოფიანი კაცი პატარა გორაკზე და ეძახის ერთ მეზობელს, მეორეს რომ გააგონოს.
მეორესაც ეძახის, პირველის გასაგონად.
მეტი გამგონე კაცი არცაა ამ სოფელში.

1987

წიგნიდან: „სამკაციანი სოფელი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ ქუთაისის ფილიალი, 1987 წელი.

study


Last edited by Admin on Tue Nov 08, 2022 10:58 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyTue Nov 08, 2022 10:56 pm

ვალერი ჯინჭარაძე Azaaas15


ვალერი ჯინჭარაძის სახსოვრად
(გამოსათხოვარი)

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების უნივერსიტეტელების სამეგობროში ვალერი ჯინჭარაძე გამორჩეული სიკეთის და გულიანი ღიმილის მატარებელი, ნათელი კაცი იყო.
ჩემზე ორი წლით გახლდათ უფროსი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მშვენიერ მოთხრობებსაც წერდა, თან ასდევნებოდა მშობლიური რაჭის სოფელ ჭყვიშის ხალხი, იმათ სევდაზე და სიხარულზე ჰყვებოდა რაჭული იუმორით, მოკლედ და სხარტად...
უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივშიც“ ბეჭდავდა ხოლმე და 1987 წელს წიგნადაც გამოსცა ის მოთხრობები, ერთ-ერთი მოთხრობის სახელწოდებით - „სამკაციანი სოფელი“. ეს წიგნი შენახული მაქვს და იმ წლების გახსენება რომ მომინდება, გადმოვიღებ და სადაც გადაიშლება, იქიდან ვაგრძელებ ხოლმე კითხვას...
უნივერსიტეტის დასრულების მერეც შევხვედრივართ ბევრჯერ, ჟურნალისტად რომ მუშაობდა თუ ახლად დაარსებული საგამომცემლო ფირმის „ბესტსელერის“ დირექტორად, როცა დიდი შრომა გასწია ჩემი რომანის „უჟამო ჟამის რაინდის“ გამოსაცემად 1999 წელს, არადა, მაშინ ძალიან ჭირდა წიგნის გამოცემაც და შემდგომი რეალიზაციაც...
უფრო მერეც ვხვდებოდით და სად აღარ, სუფრაზე თუ ქუჩაში, შორიდანვე რომ შემოგაგებებდა იმ თავის ალალ ღიმილს და რომ ვუსაყვედურებდი, რატომ აღარ წერ მეთქი, უფრო გულღიად რომ შემომღიმებდა და გამაჩუმებდა ხოლმე...
როგორც მისმა შვილმა, მარიამმა დაწერა თავის ფეისბუკ-გვერდზე, ამა წლის 5 ნოემბერს გარდაცვლილა და მშობლიური სოფლისკენაც წაუსვენებიათ უკანასკნელ გზაზე. ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, ორ საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში იქნება გასვენებაო...
ვიზიარებ ოჯახის, სანათესაოს თუ სამეგობროს მწუხარებას...
ნათელი კაცი იყავი, ვალერი ჯინჭარაძე და ნათელში გამყოფოს ღმერთმა...

მიხო მოსულიშვილი
8 ნოემბერი, 2022 წელი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7169
Registration date : 09.11.08

ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე EmptyWed Nov 09, 2022 8:38 am

ვალერი ჯინჭარაძე 82_o10

ნინო დარბაისელი

ხიდი
(მოგონება ვალერი ჯინჭარაძეზე)

ვალერი ჯინჭარაძე რომ გავიცანი, ასე, მერვე-მეცხრე კლასში ვიქნებოდით. თბილისის პიონერთა სასახლის, ფაცია დეიდას ბავშვები ქუთაისის სასახლის ლიტერატურულმა წრემ მგონი ზამთრის ან გაზაფხულის არდადეგებზე მიგვიწვია.
ვალერიც იმ წრის წევრი იყო. მაშინ იუმორისტულ მოთხრობებს წერდა და კარგადაც გამოუდიოდა.
სად აღარ წაგვიყვანეს, რა არ დაგვათვალისრებინეს!
მოწაფეობისას ჩამოდიოდა თბილისში, მიწერ-მიწერა გვქონდა. ორი ახლო მეგობარი ჰყავდა ქუთაისში მაშინ - ბაია ბოჭორიშვილი და ზურა, მგონი გვარად გველესიანი.
იქიდან დაიწყებული მეგობრობა უნივერსიტეტის წლებში უფრო გაღრმავდა, ჩემს ქმართან ახლობლობდა, მერე უფრო ჩემთან და ასე!
ერთხელ, სტუდენტობისას, სადღაც პლეხანოვზე ჰქონდა ბინა დაქირავებული, იტალიური ეზო იყო, აი, მეორე სართულს მთელს სიგრძეზე ღია საერთო აივანი - კორიდორი რომ მიუყვება.
მე და ზაზა ფაჩუაშვილს გვითხრა, ქუთაისიდან კარგი ქათმის საცივი, ყველი და ღვინო უნდა ჩამომივიდეს და ჩავსხდეთო…
ახალი წლის წინა დღეები იყო, ათასი სარბენი მქონდა, ვიდრე ყველაფერი მოვილიე, დაღამდა კიდეც.
რვას გადაცდენილი იყო, მე და მამუკამ რომ როგორც იქნა, მივაღწიეთ. მისი დაბალი ფანჯარა საერთო აივანზე გამოდიოდა.
შევიხედეთ.
შუქანთებულში, უკვე დაცარიელებულ მაგიდასთან იჯდა მარტო, მოწყენილი ჩვენი ცხვირა და ჩვენს ლოდინში ბოლომდე შეჭმული ქათმის ძვლებისგან, ნეკნებისაგან კონსტრუქტორივით აი, საქართველოს მუზეუმში რომ დინოზავრის თუ იხტიოზავრის ჩონჩხი იყო ეზოში, თუ გახსოვთ, ისე, ქათამს აწყობდა…

***
მე ხომ ლექსის ამბებზე, როგორც პოეტს ლაპარაკი და წერა საერთოდ არ მიყვარს, არც შემიძლია. როგორც ლექსმცოდნესა და კრიტიკოსს კი - ენა არ დამეღლება, სხვისას კი არა, საკუთარ ლექსებსაც არ ვინდობ.
ერთხელ ასე, ოთხმოცდაათიანების დასაწყისია და ვალერი მეუბნება, რაღაც საბავშვო ჟურნალის რედაქტორის ადგილი გამოჩნდა და არ ვიცი, წავიდე თუ არაო. რა ფიქრი უნდა ბიჭო, მაგას, აუცილებლად დათანხმდი-მეთქი.
და ამ არეულ დროში რომ არაფერი გამომივიდეს, მერე რა ვქნაო, რას ჰქვია, არ გამოგივიდეს, მეც მოგეხმარები,
როგორც შევძლებ-მეთქი.
არადა ეს ის დროა, მე თვითონ იმხელა საქმე მაქვს წამოკიდებული, სადაც თავის დასადებს ვიპოვი, ეგრევე მეძინება.
მოკლედ, გახდა რედაქტორი და მე ვუთხარი, მოდი, პოეზიის დაწყებითი კლასივით გავაკეთოთ, საქართველოში ყველა წერს და ცოტა თუ არის აზრზე, რას წერს— მეთქი და საქმეს შევუდექით. პირველი ნომერი, მეორეც - რაღაცნაირად გამოვიდა და… დიდ დიღომში რომ ახლო მეზობლები ვიყავით, ეს , მგონი, უკვე გითხარით, მხვდება უიმედო გაჩერებაზე და მეუბნება, მწერალთა კავშირში გავიარე და იქ ახლობელმა მითხრა, ხალხი ლაპარაკობს, ამ ვალერის უნდა, პოეტებს ლექსის წერა გვასწავლოს, გაკვეთილებიან ჟურნალს ჟურნალზე უშვებსო.
რა დიდი მისახვედრი იყო, რომ გზას ეძებდა სათქმელად, იქნებ ეს პოეზიის ამბები შევწყვიტოთ, რამე სხვა მოვიფიქროთო.
მე ხომ მაშინ მასზე გაქნილ-გამოცდილი რედაქტორი ვიყავი. სვლებში გაწაფული, ვეუბნები, მოდი, ცოტა დავასვენოთ მკითხველი- მეთქი.
ეს იყო და ეს, მესამე ნომერი მგონი ვეღარც გამოვიდა.
მოსაყოლი ვალერიზე იმდენი მაქვს…, ანუ როგორც ჩვენს ასაკს სჩვევია!
არ მგონია, ბევრისთვის იყოს საინტერესო ეს ძველი ამბები.
ამ ერთსაც ვიტყვი, რომ მისმა ოჯახმა იცოდეს და მორჩა:
ერთხელ მეუბნება, ცოლი მომყავსო.
გადაირიე?! ისეთი დრო დგება, ხალხი მოყვანილს უშვებს, სახლი შენ არა გაქვს და კარი, ცოლს ბავშვი მოჰყვება და არ გეშინია- მეთქი?
რა ვიცი, იმას არ ეშინია და მეც იმედი მაქვს, არ გავუჭირვებო.
მართლაც მოიყვანა არაჩვეულებრივი ცოლი … და დღეს თუ საქართველოს ერთი კარგი პროზაიკოსი კი არა, არამედ გამომცემელი და წიგნის მესვეური დაეკარგა, იმისი ბრალია, რომ ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის დიდმა გრძნობამ მის ნიჭს გასაქანი აღარ მისცა.
არჩევანი ოჯახზე შეჩერდა!
ერთიც და მორჩა!
ის “ბესტსელერობანა” რომ წამოიწყო, ერთხელ მეუბნება, პრეზენტაცია მინდა მსახიობის სახლში ჩავატარო, აუდიტორია კარგი მეყოლება, გოდერძი ჩოხელის ახალ ფილმს ვაჩვენებ ბოლოს, სიტყვით ხომ არ გამოხვიდოდიო. იცი, რა მინდაო? ჩვენი თაობელების სია შევადგინე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი დავკარგეთ და ეს სია მინდა იცოდეს ხალხმაო.
ვალერის წყალობით, საზოგადოება - მართლაც საუკეთესო მოიკრიბა.
მეც დავიჭირე ეს მისი ხელით ჩამოწიკწიკებული ფურცელი და ომახიანად წავიკითხე გაყინული სცენიდან, თან ჩემი მხრით დავუმატე, რომ ჩვენგან ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გამოვიდეს, არის ის, რომ ვართ თაობა- ხიდი. (მაშინ ტერმინი “ტრანზიციული თაობა” ჯერ მიმოქცევაში არ იყო). ჩვენგან - ნოვაციები ძლიერი ვერ იქნება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობებს გადავცეთ ის საუკეთესო, რაც ტრადიციამ ჩვენამდე მოიტანა და რამდენადაც შეგვიძლია, გავამხნეოთ ისინი, ვინც ნოვაციებს ეძებენ- მეთქი თუ რაღაც ეგეთი.
(ეს რა არის, სხვა სიგიჟეები იმდენი მაქვს ჩადენილი!)
დასრულდა ღონისძიება და ფილმის ჩვენება, რომელსაც ტრადიციული ,, ფურშეტი” მოსდევდა. ხალხი ბევრი დარჩა, მაგრამ ცნობილ ავტორთა უმრავლესობა, მანამდე გულში რომ მიხუტებდა ან ასე მეგონა, ჩემკენ არც იყურებოდა, თითქოს ზურგით მიდგებოდა.
(ჯანსუღ ჩარკვიანი - გამონაკლისი იყო, ჩემი სიტყვები გაიმეორა კიდეც სცენიდან, თითქოს გამამხნევა. ეს - მე ვარ დაუნახავი, დედაჩემის თქმისა არ იყოს, თორემ მაშინ მხარში ძალიან დაგვიდგა).
ბოლოს ერთმა (დ.მ.-მ) მითხრა, რა სიების კითხვა აგიტყდათ, ამდენი თითქმის თქვენი ტოლი ხალხი ერთიანად ბებრებში რომ გადაგვყარეთო. ბოლომდე ველოდი ან ახლა იტყვის ჩემს სახელს და ან ახლაო.
სხვებმაც მითხრეს რაღაც მსგავსი, ოღონდ მერე, სადაც შემხვდნენ.
მაშინ ეს ყველაფერი როგორ არარეალურად ჟღერდა
დრომ მართლაც დაადასტურა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ თაობა-ხიდი გამოვდექით,
არა, ვალერი?!

9 ნოემბერი, 2022 წელი

აგორა Agora #მემორია


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ვალერი ჯინჭარაძე Empty
PostSubject: Re: ვალერი ჯინჭარაძე   ვალერი ჯინჭარაძე Empty

Back to top Go down
 
ვალერი ჯინჭარაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: