არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 შარლოტა კვანტალიანი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 8:52 am

შარლოტა კვანტალიანი 1-110
Sharlota Kvantaliani

***
ჩემს სიზმრებს ისე დააკლდი,
ჩემს სიზმრებს ისე შვენოდი,
რომ ცხადშიც შენით ვსუნთქავდი,
მოგელოდი და ვშენობდი,
გამოგონილი სიკეთით,
ჩემს მარტოობა შველოდი....
ჩემს სიზმრებს როგორ დააკლდი,
ჩემს სიზმრებს როგორ შვენოდი.


შარლოტა კვანტალიანი
(1950 - 2022)
პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი

დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, აბაშაში. დაამთავრა რუსთავის N15 საშუალო სკოლა; შემდეგ - პიონერმუშაკთა რესპუბლიკური სკოლა, სადაც გოგუცა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მხატვრული კითხვის ინსტრუქტორის და პ/ხელმძღვანელის კვალიფიკაცია.
სკოლის ასაკში გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში. თამშობდა რუსთავის სახალხო თეატრში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის მე-20 ბაგა-ბაღში; M13-ე საშუალო სკოლაში, რუსთავის საქალაქო რადიოს მთავარ რედაქტორად.
1975 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, მუშაობდა თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის ადგილობრივი რადიოს რედაქტორად.
1980 წლიდან დღემდე მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნუვერსიტეტში.
დაიცვა დისერტაცია ფოლკლორში.
2007 წლიდან აქვს ფილოლოგიურ მეცნიერთა აკადემიური დოქტორის წოდება.
1991 წლიდან გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ამავე წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,,ალგეთის” მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცმლობა ,,ვეფხისტყაოსანი”.
1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი ,,კალმასობა”
შარლოტა კვანტალიანი 2003 წლიდან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია.
,კალმარობის” პარალელურად იყო რეზო ჭეიშვილის მიერ დაარსებული გაზეთ ,,მწერლური ცხოვრების” რედაქტორის მოადგილე.
საქართველოს მწერალთა ლიტ-ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი ,,ლიტერატუტული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი).
მისი ინიციატივით 1994 წელს კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ,,ლიტერატურული დაოსტატების” ფაკულტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა, სანამ ეს ფაკულტეტი არსებობდა. შემდეგ კი იქვე, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფოლკლორის კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 2006 წელს კულტურის უნივერსიტეტი თეატრალურ უნივერსიტეტს შეუერთდა და ლაბორატორია გაუქმდა.
შარლოტა კვანტალიანი 1997 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. M
გამოცეემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები.)
მის ლექსებზე შეიქმნა მრავალი სიმღერა. ითარგმნა რამდენიმე ენაზე.
ცხოვრობდა თბილისში. ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი: ლუკა ლაშა და სალომე.
გარდაიცვალა 2022 წლის 7 სექტემბერს.

ბმულები:
* https://sharlota.ucoz.com/
* https://www.litinstituti.ge/zveli-saiti/goethe/leksebi/sh_kvantaliani.html
* https://1tv.ge/audio/pikis-saati-sanam-deda-cockhalia/
* https://www.facebook.com/watch/?v=2187986461280242
* http://moscavleebs.blogspot.com/2017/11/blog-post_85.html
* http://nino42.blogspot.com/2015/03/blog-post.html



sharlota kvantaliani
* Jun 6, 2015

N42 სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ქალბატონ შარლოტა კვანტალიანთან.
საჯარო ბიბლიოთეკა
2015 წელი

* https://youtu.be/KBq6CYwoVr4

study


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2022 2:08 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:06 am

შარლოტა კვანტალიანი

სიყვარულის ელეგია

პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მკონდა... სიყვარულის გარდა.

ჩემს დახტულ უცხო რაინდს რა მაცდურად გავდა,
ყველაფერი ამისრულდა... ოცნებების გარდა.
ვაი, ჩემი სიხარული როგორ გადაგვარდა,
ყველაფერი დამეკარგა... ტკივილების გარდა.

ახლა ისევ წვიმა მღერის ჩემს დახურულ კართან,
ყველაფერი დაბრუნდება... იმ სიზმრების გარდა.

პაემანი წვიმასთან და პაემანი ქართან,
ყველაფერი ბევრი მქონდა... სიყვარულის გარდა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:08 am

შარლოტა კვანტალიანი

ზღვა

ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე გელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.

მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
ზღვას სიმშვიდე ეცვა,
ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
ღამის ფრთებიც ზღვაში ჩაიკეცა.

ღიღინებდა ნაპირი – ჩვენ ვიყავით მუნჯები,
დავემალეთ ეჭვებს,
ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
ჩვენ ხელებში ჩაეძინათ კენჭებს...

ზღვის სუნთკვიდან მოხვედი ტკივილგაუყუჩები –
მე მელოდი უხმოდ,
მომიტანე ზღაპარი მარილიან ტუჩებით
იდუმალი სევდის საპასუხოდ.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:09 am

შარლოტა კვანტალიანი

შენ ხარ უფალი ჩემი

მთელი სიცოცხლე გეძებ
და გზას მოვყვები შენსას,
შენი სინათლით სავსეს
ძეცას თვალებით შევსვამ.
შენ ხარ მოძღვარი – გისმენ,
ხარ მეგობარი ჩემი,
ჩემი ცოდვილი სულის
და ტრფობის გადამრჩენი.
გემორჩილები სრულიად
ლოცვით მოვიკვლევ გზა-კვალს,
შენი სიკეთით ვძლიე
ბნელში გახვეულ მზაკვარს.
ნაბიჯებს შიშით ვადგამ,
ფრენის სწავლაშიც მშველი,
ბედნიერი ვარ, რადგან
შენ ხარ უფალი ჩემი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:10 am

შარლოტა კვანტალიანი

ნაადრევი გაზაფხული

რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ხეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.

აუტირდება ხმალდაკრული ძუძუ ამორძალს,
შემობრუნდება ზამთარი,
როგორც მერანზე ამპარტავნად ამხედრებული
თეთრჩოხიანი ნათავადარი...

გაგეყინებათ სიხარული და ყვავილები
გაგიფრინდებათ ცრემლებად
და გულკეთილი სიზმრებიდან დაბადებული
ნატვრის ხეები მოიცელება...

რამ აგაყვავათ იანვარში, ატმის ზეებო,
რამ გაგახარათ ძალიან.
თქვენი ზღაპრული დედოფალი მართლა მზეა თუ
მკერდსისხლიანი ამორძალია.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:11 am

შარლოტა კვანტალიანი

შვილს, რომელიც ოდესმე მეყოლება

რადგან ოდესმე უნდა მოხვიდე,
აუცილებლად სადმე იქნები,
გეალერსება გაუკვალავ ზეცის გადაღმა
გაუმხელელი ჩემი ფიქრები.

შენ ახლა ალბათ ზეცაში ცხოვრობ
და ზოგჯერ მაინც დაგესიზმრება,
როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე
მტვრით, ხმაურით, ლექსით, ,,იზმებით’’.

შენ ალბათ ისე ხარ გამჭვირვალე,
როგორც სიკეთე... ანდა ტეხური,
წელს არ აყვავდა ნეკისხელა ჩვენი ტირიფი –
ახლა წელში გადატეხილი.

მე შენს სახელზე დავრგავ ყვავილებს
და ზამთრის პირზე მათთვის ვიტირებ
და ამოვხედავ შენს საუფლოს ჩუმი ნაღველით –
ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას...

ალბათ მთელ დღე დაბიხარ ცაზე,
არ ჩამოგიცდეს ღრუბელზე ფეხი,
არ მოგამსხვრიოს ანგელოზის პაწია ფრთები
ბრაზიანმა ბებერმა მეხმა.

არ შეგაშინოს მიწის სიშორემ
და ღამეებმა თეთრმა და მკაცრმა,
ახლა მსუბუქად და კეთილად გიბრწყინავს ყელზე
წვიმის წვეთის წკრიალა აცმა,

მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ,
როგორც სიცოცხლე, მზე და ლექსები,
ახლა შენ გამო მეშინია გამოუცნობი
ბედისწერის და ექსცესების.

მიმიხარია სიზმრის ბუდეში,
რომ დაგიკოცნო თოთო თითები...
ჩემს სასთუმელთან წევს ზღაპარი, როგორც ნუგეში...
მოლოდინით თვლემენ მითები.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:14 am

შარლოტა კვანტალიანი

შეყვარებული ლოკოლინები

ერთ ნიჟარაში ვერ ეტევიან
შეყვარებული ლოკოკინები,
სტუმრად არავის არ პარიჟებენ
და პაემანზეც
სახლთან ერთად დაბრძანდებიან...
ჩვენს ლოკოკინებს გამოვემსგავსეთ:
ერთ ნიჟარაში ვერ დავეტიეთ.


study


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2022 9:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:15 am

შარლოტა კვანტალიანი 9-111

შარლოტა კვანტალიანი

ექვთიმე

ექვთიმე მთაწმინდელი 15–16 წლის ყოფილა, ავად რომ გამხდარა და კვდებოდა. მამამისს მღვდლის მოსაყვანად კაცი გაუგზავნია. ამ დროს ავადმყოფს ღვთისმშობელი გამოცხადებია, - როგორ ხარო, ვკვდებიო – უპასუხნია. ადექი და ქართულად იმეტყველეო. მანამდე ძლივს მეტყველ ექვთიმეს ბრწყინვალე ქრთულით დაუწყია ლაპარაკი.

ეძღვნება პროფესორ ზურაბ სარჯველაძეს


ღვთისმშობელი მთაწმინდაზე ემზადება წასასვლელად,
სასთუმალზე სიცხით იწვის ჭაბუკი,
ცამ უმანკო სული თითქმის წაასვენა
და ოთახში გმინავს გლოვის ქარბუქი.

ღვთისმშობელმა მოიხადა ღვთაებრივი დედის ვალი,
– როგორ ხარო? – მოიკითხა ექვთიმე,
– მოვდივარო, სალოცავო დედოფალო,
აღარ ეძებს მამა უკვე ექიმებს.

დაღლილმა და ნაწამებმა სიჭაბუკემ დაისვენა,
ზეცა მიხმობს თავისაკენ ადრიან,
მამამ თვალი ცხელი ცრემლით დაისველა,
სიმწრის ვარდი სულში გადაბარდნია.

– სიზმრად ქცეულ საქართველოს მფარველი ხარ, დედოფალო,
საყვედური შენი არსად არ თქმულა,
ცოდვისაგან დაფარავო დიდო ფარო,
უნდა გავტყდე – ვერ ვმეტყველებ ქართულად.

– ბრძენო ბავშვო, ამ დიდ ტკივილს მე გულიდან აგაცილებ,
ამ ტკივილის ბოლო საშინელდება,
თვალს აგიხელ, გაგაცოცხლებ, გაგაცინებ,
ყველა დარდი ბოლოს ცაში ნელდება.

– ადექი და ხორციელმა მთაწმინდაზე დაივანე,
იმეტყველე საარაკო ქართულით,
საქართველოს სამსახური დაივალე,
მისი შუქით იყავ წელგამართული.

დალოცა და ღვთისმშობელმა განანათლა მათი ბინა,
ცა ელოდა მზის წვიმაში განბანილს,
ავის მაცნემ ცხრა მთა ჩუმად გადირბინა
და ექვთიმე ამეტყველდა ღვთაებრივი ანბანით.

study


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2022 2:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:19 am

შარლოტა კვანტალიანი

ანამარიას ჭიამაია

რისთვის ამკიდე მწარე ტკივილად
ჭიამაიას საფლავის ბორცვი,
რა საიდუმლოს მეჩურჩულება
შენი თვალების ველური მოცვი.

რად მაზიარე ბრმა ერთგულებას,
რად დამასწარი თოვლის პანაშვიდს,
რად მომანატრე მოგზაურობა
ზეცაში ანუ იმ ქვეყანაში.

მე ჯერჯერობით უნდა გავუძლო
და არ გავუშვა ჩემგან სიგიჟე,
თორემ გაქრება ყველა სიზმარი
და სამოთხესთან ვიღა მიმიშვებს.

გაყინულია თოვლის ღიმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.

გაუბედავად ვადგამთ ნაბიჯებს,
ვიწყებთ დანგრეულ ტაძრის შენებას,
ნუ გეშინია, უცხო ბილიკზე
ვინმე უცნობი შეგეშველება...

გაყინულია თოვლის ღმილი
და ხეს ჰკიდია მსუბუქ „ლოკონად‘‘,
ჭიამაიას საფლავს გაათბობს
ჩვენი ნიღბების ჭიაკოკონა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:20 am

შარლოტა კვანტალიანი

სევდა ერთი ბეწვია

სევდა ერთი ბეწვია, როგორც ჩიტი მზეწვია,
მსუბუქია სევდა - თეთრი გედის ბუმბული,
მზემაც ცისკრის სიმღერა ისე ჩააბულბულა
რომ სინათლე გზაზე უცებ წამომეწია.

ქარიც უმალ მოფრინდა სიფრიფანა სამოსით,
ჩათვლემილი სევდა სურდა გადაეწია,
დროს კი თურმე ისრები უკან გადაეწია
და მეწვია სითბო ნაცნობი საღამოსი.

მზე ყინულის სარკე ყველგან ჩაულეწია
და სარკეში ჩანან ცისარტყელის ფერები,
ამიყვავდა სიმღერა, რადგან მზე მეფერება
და ცისკარზე ერტად ვმღერით მე და მზეწვია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:22 am

შარლოტა კვანტალიანი

ზეცით მთვრალნი

ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით -
გვიმასპინძლა ზეცამ,
ვარსკვლავები გაბაცდა -
მე მზისფერ აბრეშუმი მეცვა.

შენი მხრები ჩემთვის იყო ნაბადი,
ნამს მასმევდი პეშვით,
დაღლილ თვალებს ვნაბავდი,
ავგაროზად მქონდა ღამის ეშვი.

მივყვებოდით სადღაც ირმის ნაკვალევს,
გვაცილებდა მთვარე,
ცის გაცრეცილ აკვარელს
ვარიდებდით შეშფოთებულ თვალებს.

განთიანდზე მასპინძელი განაზდა -
ცა ღრუბლებში მიწვა,
გამახსენდა ანდაზად,
რომ სრულებით დამავიწყდა მიწა...

ღრუბლის კიბეს ავუყევით ბარბაცით...


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:23 am

შარლოტა კვანტალიანი

საზაფხულო ტირადა

გაზაფხულია. მარტო მე ვარ უსამკაულოდ,
არ შეგშურდეთ აყვავებული ჩემი თმა და,
არც გაფოთლილი ჩემი ღიმილი.
მე მესიზმრება კვირტები და ჩვილი ბალახი
ჯერ ტუჩზე რძეც რომ არ შეშრობიათ:
ჩიტები ზეცას ფრთებს ატოლებენ
და ჟღურტულებენ.
- თქვენ ხო მარ იცით, ის სიხარული,
მე რომ სახლში არ შემოვუშვი, ვისთან წავიდა?!
ვეძახი ჩიტებს, მაგრამ სიტყვები
კენჭებივით მიწაზე ცვივა. ჩიტები კი ცაში არიან.
მერე მზე ამოდის, უმიზეზოდ ვუცინი მზეს და
იმ სიხარულის გზას ვეკითხები
ერთხელ კარზე რომ მომიკაკუნა
და გავიტრუნე, თითქის სახლში არავინ იყო ...
უ, სიხარულო, ნებიერო!
შენ ისეთი ხარ,
ვისი ფერებაც მე ვერ ვისწავლე
და დობილელბში შენი მსგავსი არ მირევია...
- თქვენ ხომ არ იცით, ის სიხარული
მე რომ სახლში არ შემოვუშვი,
ვისთან წავიდა!..


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:25 am

შარლოტა კვანტალიანი

ჩაძირული ხომალდი

დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
მოკირწყლულია კაიუტა ცისფერი ქვიშით,
შუაღამისას თვალს ახელს შიში
და სიზმრად ვხედავ: დიდ დარბაზში უკრავენ გერშვინს.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
დამხრჩვალა გემი - დედაჩემი და უხმოდ ვბღავი,
მე ფსკერზე ვმარხავ ვარსკვლავებს ღამით,
თვალღიას მძინავს, როგორც შიმშილს გამაძღარ მგელში.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
მედუზასავით უფეროა უცეცხლო მაჯა,
ნეტავი რისთვის დავეძებ მარჯანს,
შემზარავია გემის გვამი და მთვარის ლეში.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
დედინაცვალი მდიდარია და თანაც ძუნწი,
ცასთან შემწყვიტა იმედის ყუნწი,
მოულოდნელად მოღალატე რომ იცნო გერში...

დავიბადე ჩაძირულ გემში;
გადაეჩვია თვალი მზეს და სიარულს ტერფი,
მივეფერები მოწყენილ დელფინს
და მონატრება ისტერიკად გროვდება ჩემში.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
ნეტავ სხეული სულთან ერთად რამდენხანს ვგვემო,
რომ გადრაცვლილი სიმღერის გემო
ჩავაქრო ერთხელ ჩემს დაწყევლილ ჯიშში და გენში.
დავიბადე ჩაძირულ გემში;
ჩემი აზრები უმწიფარი, ყრუ და უმია,
გვერდით დუმილის მიზის მუმია...
ამაოდ ვცდილობ, ოკეანეს ავუღო გეში.

დავიბადე ჩაძირულ გემში;
დავიბადე ჩაძირულ გემში.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:27 am


შარლოტა კვანტალიანი - ჩემი შვილი უნდა დაიბადოს

* https://youtu.be/AubGzcdRl2s

:::

შარლოტა კვანტალიანი

ჩემი შვილი უნდა დაიბადოს

ახლა ეს ოცნება ამიყვავდა,
მთელი სამყარო ვარდებით დაიბარდოს
გაწმინდეთ დედამიწა ეკლებისგან:
ჩემი შვილი უნდა დაბადოს!!!

ციდან მხლოდ სითბო მოდიოდეს,
მიწა მზის სხივთა ფარდებით დაიფაროს,
დამალეთ დედამიწა ყინვისაგან –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!!!

ომი სიზმრიდანაც ამოვშალოთ,
ბომბების ნაცვლად ღიმილი დაიბადოს,
იხსენით დედამიწა შიშისგან –
ჩემი შვილი ნდა დაიბადოს!!!

ნეტა ეს სიმღერა მტრედად მექცეს,
როგორც იმედი ამ ქვეყნად დაიფანტოს,
მორთეთ დედამიწა საზეიმოდ –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!!!

study


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2022 9:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 9:29 am

შარლოტა კვანტალიანი

სანამ დედა ცოცხალია

მერე მუდამ გვიანია,
ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

სიყვარულს ნუ დაამადლით,
თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

მანამადე გვაქვს ფრენის ნიჭი,
ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, -
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

თუ ბავშვობა გენანებათ,
ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს.
დედის თვალთა კეთილ ზღვაში
სარკესავით ხშირათ ჩაიხედეთ,
სანამ დედა ცოცხალია,
გაუფრთხილდით დედებს...
თორემ მერე გვიანია
სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
სანამ დედა ცოცხალია,
მოეფერეთ დედებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი EmptySun Sep 11, 2022 11:39 am


შარლოტა კვანტალიანი - ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
•Aug 11, 2022


ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
© შარლოტა კვანტალიანი
(კითხულობს ავტორი)
© ამ ვიდეოში გამოყენებულია შარლოტა კვანტალიანის ნახატები.
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2022

***

შარლოტა კვანტალიანი

ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი

სალომეს

თვალებმა ფოფინამ სინათლე მომფინა –
ვარსკვლავთა ყვავილებს მესვრის,
სალომე – ჩემი სიცოცხლის საზომი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.

მოვიდა იმედად და ნამი მაპკურა,
ხელახლა გაცოცხლდა დაღლილი ფესვი,
სალომე – ჩემი უტკბესი სიმღერა
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.

თაკარა ზაფხული ხელებში მადნება,
დრო აღარ მეყოფა თესვის,
სალომე – ჩემი სიკეთის ნაყოფი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.


სიზმარმა მაჩუქა ზღაპრული ფერია
ზურმუხტი თვალების კვესით,
სალომე – ჩემი სუნთქვა და სინათლე,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.

***
My most fine poem
The verse by Sharlota Kvantaliani (in Georgian)
This clip is made with: Antonio's Cumbia.
© This clip was made by Mikho Mosulishvili, with paintings by Sharlota Kvantaliani, Tbilisi, Georgia, 2022

ბმული:
* https://youtu.be/gBOSOIjPxXk

შარლოტა კვანტალიანი 0-011

შარლოტა კვანტალიანი 118


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





შარლოტა კვანტალიანი Empty
PostSubject: Re: შარლოტა კვანტალიანი   შარლოტა კვანტალიანი Empty

Back to top Go down
 
შარლოტა კვანტალიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: