არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Empty
PostSubject: ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“   ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ EmptySat Sep 03, 2022 7:28 pm

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Urak-l11

არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“,
ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკი“-ს თანადგომით,

აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს

„ლილე 2022“

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ საიტ “ურაკპარაკი“-ს წევრებმა გამოაგზავნეთ საკონკურსო ნაწარმოებები,
2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ არის საიტ “ურაკპარაკი“-ს წევრი მაგრამ სურს მონაწილეობა, ეს ძალიან მარტივია
უბრალოდ დარეგისტრირდით. საიტზე ირჩევთ მენიუში რეგისტრაციას და მიყვებით ინსტრუქციებს.

კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
( თუკი რომელიმე მონაწილეს ექნება პრეტენზია, თუ რატომ ვერ მოხვდა მისი ნაწარმოები გადარჩეულებს შორის,
მზად ვართ მას პირადად ავუხსნათ ჩვენი არგუმენტები და საჭიროების შემთხვევაში, საჯაროდ ბოდიშიც მოვუხადოთ.)

II ეტაპი – ნაწარმოებების მიღების შეწყვეტისთანავე ცნობილი გახდება ჟიურის ვინაობა,
რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს საუკეთესო შვიდეულს.
ჟიურის წევრების რაოდენობა: - განისაზღვრება 5 წევრით.

III ეტაპი – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები.

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე ( urakparaki@yahoo.com ) უნდა გამოაგზავნონ :
1) გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები “ვორდის“ ფორმატში სილფაენის ფონტში ზომა 11
2) ავტორის გვარი, სახელი ( ან ფსევდონიმი ) და ნიკი “ურაკპარაკზე“.
3) საკონტაქტო ინფორმაცია.
4) ასევე შეავსონ მოკლე კითხვარი, რომელსაც დამატებით მოგაწვდით.

ერთი მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები.



ნაწარმოების მიღების დამადასტურებელი წერილი ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არ მიღების შემთხვევაში , გთხოვთ დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე www.urakparaki.com მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი ( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე ზომის მოთხრობა. ორიგინალური ან კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. რემეიქი ).
ტექსტი შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე.

კონკურსი ცხადდება „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული 2022“-ის ფარგლებში, რომელიც აღინიშნება ა.წ. 26-30 სექტემბერს.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით მე-3 ფაზა“ ფარგლებში.
საქართველოში „მერების შეთანხმების“ 26 ხელმომწერი მუნიციპალიტეტია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, გორი, ბოლნისი, ახალციხე,
ზუგდიდი, მცხეთა, ყაზბეგი, თიანეთი, დუშეთი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი,
ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ბაღდათი, ონი.


სპონსორებისგან მთავარი და აუცილებელი მოთხოვნებია :
რომ ნაწარმოებში მოქმედება ხდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამოდენიმე მუნიციპალიტეტში

ნაწარმოები უნდა იყოს ეხებოდეს განახლებადი (წყლის, მზის, ქარის, ბიომასის) ენერგიისა და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებს,
რომელიც ხელს უწყობს ატმოსფეროში სათბური აირების გაფრქვევის პრობლემების წარმოჩენას და შემცირებას.
ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამძაფრებული ბუნებრივი მოვლენების (ღვარცოფი, გვალვა, გაუდაბნოება, წყალდიდობა, ტემპერატურის მატება და ა.შ.)
გავლენას ტრადიციული მეურნეობასა თუ ყოფაზე და დამკვიდრებული ყოფითი თუ სამეურნეო კულტურის მორგებას ახალ გარემო პირობებთან
(კლიმატის ცვლილების შედეგებისადმი მედეგობის ზრდა) როგორც ინფრასტრუქტურული (ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქარსაცავი ზოლების მოწყობა, გამწვანება-სარეკრეაციო ღონისძიებები და ა.შ.)
ასევე ცნობიერების გაზრდისა და უნარ-ჩვევითი ღონისძიებების საშუალებებით.

ანდაც ე.წ. ენერგეტიკული სიღარიბის პრობლემატიკას - მდგრად განახლებად და უსაფრთხო ენერგიაზე , ასევე ენერგოდამზოგავ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების საშუალებით.
როგორც მოგეხსენებათ ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორი ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის ( ქვენახშირი, გაზი, ნავთობი)
ჭარბი მოხმარებაა, რაც თავის მხრივ უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე და იწვევს კლიმატის ცვლილებას, რაც შემდგომ სხვადასხვა კლიმატური კატასტროფებით გამოხატება
როგორიცაა: ზღვებისა და ოკეანეების დონის აწევა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლა, წყლის რესურსების შემცირება, ნიადაგის დეგრადაცია, გაუდაბნოება, მყინვარების დნობა,
სეზონური ცვლილებები (სეზონების „გადაწევა“ ან/და გაქრობა) და სხვა, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ცოცხალი ორგანიზმების,
მათ შორის ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებასთან.
დეკარბონიზაცია, გულისხმობს სწორედ გარემოში სათბურის აირების გაფრქვევების შემცირებას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გამოყენებით.


შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 8000 ასონიშნამდე ( დაახლოებით ერთიდან ხუთ გვერდამდე ).
გამონაკლისები განიხილება იშვიათ შემთხვევებში და ცალკე გადაწყდება მათი კონკურსზე დაშვების საკითხი.
თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას,
სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

კონკურსის საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2022“.
ნამუშევრების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება წარდგენის ბოლო თარიღიდან 1-2 კვირის ვადაში

2022 წლის სექტემბრის ბოლოს ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ნივთიერი პრიზები შემდეგი ღირებულებით:

- პირველი ადგილის მფლობელი - 1200 ლარის;
- მეორე ადგილის მფლობელი - 900 ლარის;
- მესამე ადგილი - 700 ლარის;
- 2 წამახალისებელი პრიზი; 250-250 ლარის


ნებისმიერ ეტაპზე, კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

26 სექტემბრის ჩათვლით კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.

კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე, გამარჯვებული ( პირველ სამ ადგილზე გასული ) ნაწარმოების ავტორს ეკრძალება,
კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში, ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:

ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოქვეყნდეს ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.

ბ) ავტორების წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან , ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.

გ) ფინალურ შვიდეულში გასული მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება „ურაკპარაკის“ ფორუმზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს,
ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ „ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.

დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში, ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა,
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში - ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა.
შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება.


გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯამური ქულებით.

მეორე ეტაპზე ჟიური 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 ნაწარმოებს.
ამ ეტაპზე შეფასებაში ჟიური შეზღუდული არ არის. ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.
მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნასთან ,
რომელიც მოცემულია ამავე წესებში. შესაბამისად, თუკი ოდნავადაც არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას, შეიძლება საერთოდაც ვერ გადავიდეს მომდევნო ეტაპზე.

მესამე ეტაპზე გადასულ 7 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს 10 ქულიანი სისტემით.
მესამე ეტაპზე ფასდება მხოლოდ ლიტერატურული ღირებულება
ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია.
ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი 9 ქულიანი შეფასება. სხვა შეფასებები შეუზღუდავად.

მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები,
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს მეორე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი თანაბრად გაიყოფა.

გისურვებთ წარმატებებს კონკურსის მონაწილეებს

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ადმინზე, მაილზე, ან აქვე, ფორუმზე.

* გამოქვეყნებულია: 31 აგვისტო, 2022 05:04:25


ბმული:
* http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1551
* http://www.eecgeo.org/ge/homeg.htm

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Urak10



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Empty
PostSubject: Re: ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“   ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ EmptySun Oct 02, 2022 8:48 pm

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Lile_210

„ლილე 2022“

2022 წლის 26-30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველომ“, ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკი“-ს თანადგომით, ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი „ლილე“, საუკეთესო მოთხრობისთვის ენერგოეფექტურობის თემასთან დაკავშირებით.
30 სექტემბერს კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცემათ ნივთიერი პრიზები, მაღაზიათა ერთ-ერთი ქსელის ვაუჩერების სახით:

* პირველი ადგილი (1200 ლარი) - მიხო მოუსლიშვილს, მოთხრობისთვის „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“.
* მეორე ადგილი (900 ლარი) - თამრი ფხაკაძეს, მოთხრობისათვის „სამი ბიჭი, სამი მამა“
* მესამე ადგილი (700 ლარი) - თამარ ბოლქვაძეს, მოთხრობისთვის „ნამჯის სახლი, წითელი კაბა და შავი შარვალი“
* წამახალისებელი პრემია (250 ლარი) - ლევან ლორიას, მოთხრობისთვის „ხანდახან ღმერთებიც ტირიან“
* წამახალისებელი პრემია (250 ლარი) - ნათია როსტიაშვილს, მოთხრობისთვის „ღმერთის კაცი“

ლიტერატურული კონკურსის „ლილე 2022“ საუკეთესო ნაწარმოებები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2022“.

ლიტერატურული კონკურსის „ლილე-2022“ ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო:
* ირმა მარდალეიშვილი - ლიტერატორი, ჟურნალისტი.
* ელენე გვილავა - ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელი.
* ფიქრია ჩხარტიშვილი - ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
* მიშა რატიანი - ჟურნალისტი.
* გიორგი კეკელიძე - მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.


ბმული:
* http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1551
* http://www.eecgeo.org/ge/homeg.htm





study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Empty
PostSubject: Re: ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“   ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ EmptyFri Dec 02, 2022 1:38 pm

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ A-110

წიგნის დასახელება – „ლილე 2022“ (ლიტერატურული კონკურსის „ლილე 2022“ საუკეთესო მოთხრობები - ქართულად და ინგლისურად)
ავტორი - ავტორთა ჯგუფი
რედაქტორი - ელენე გვილავა
გამომცემელი - გოჩა ღვინიაშვილი
ISBN 978-9941-8-4963-3
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2022
გვერდების რაოდენობა – ქართულად: 110 გვერდი, ინგლისურად: 54, სულ: 164 გვედრი
წიგნი მომხადდა და დაკაბადონდა - https://www.facebook.com/designcentreKB/

სარჩევი
* წინასიტყვაობა - ელენე გვილავა, ირმა მარდალეიშვილი, მიშა რატიანი, ფიქრია ჩხარტიშვილი
* მიხო მოუსლიშვილი - „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ (მკვდრის მოთხრობა)
* თამრი ფხაკაძე (პუდუხეპა) - „სამი ბიჭი, სამი მამა“
* თამარ ბოლქვაძე - „ნამჯის სახლი, წითელი კაბა და შავი შარვალი“
* ლევან ლორია - „ხანდახან ღმერთებიც ტირიან“
* ნათია როსტიაშვილი - „ღმერთის კაცი“
* ქეთი ბარნაბიშვილი - „ბაბუაჩემის ბაბუეს დანატოვი“
* კახაბერ მჭედლიშვილი - „პლანეტის გადასარჩენად“ (ჯადოსნური მოთხრობა)
* ირაკლი კალანდაძე - „მკვდარი და ცოცხალი თევზები“
* ირაკლი ლომოური - „...სურვილი ჩაიფიქრე! სურვილი ჩაიფიქრე!“ (წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა)
* მზია თვალაბეიშვილი - „პატ მასწ“
* მარიკა ზარნაძე - ***
* ლალი მიქაია - „ქართული ნავთობი“


ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ A-010

Lile 2022 (The best stories of the literary competition "Lile 2022")
ISBN 978-9941-8-4963-3
Tbilisi 2022

Content
* Foreword - Elene Gvilava, Irma Mardaleishvili, Misha Ratiani, Pikria Chkhartishvili
* Mikho Mosulishvili - "I Was in the Sky, I Saw the Sky (A dead Man's Story)
* Tamri Pkhakadze (Pudukhepa) - "Three Boys, Three Fathers (A Short Story)
* Tamar Bolkvadze - "A Straw Barn, Red Dress, and Black Pants"
* Levan Loria - "Even Gods Cry Sometimes"
* Natia Rostiashvili - "A Man of God"

ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ A-210

ბმული:
* http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1551
* http://www.eecgeo.org/ge/homeg.htm





study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Empty
PostSubject: Re: ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“   ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“ Empty

Back to top Go down
 
ლიტერატურულ კონკურსი „ლილე“
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» რომელ ლიტერატურულ გმირს დაიმგზავრებდით?
» "ლიტერატურული გაზეთის" კონკურსი
» მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი–სემინარი
» ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“
» სიახლეები

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: