Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 9:45 am
Mamuka Salukvadze
დღეები მოკლდება
დღეები მოკლდება. - რას იტყვით, ექიმო, მოკვდება? - არ ვიცი, იცოცხლოს ეგება, იმედი ცოტაა. - ცოდვაა. შეორთქლილ მინას მიადებს სახეს, თვალებს ხუჭავს და აღარ ახელს; სხეული ვერ იტევს ნაღველს; ჩურჩულებს სნეულის სახელს: - ზამთარი, ზამთარი. - და იცმევს თეთრ ხალათს... - ითოვებს ხვალაც?
მამუკა სალუქვაძე (17 ივლისი, 1955 - 3 იანვარი, 1997)
დაიბადა თბილისში. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში. ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო; 1975 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. 4 პიესა მის სიცოცხლეშივე დაიდგა სახელმწიფო აკადემიური თეატრების სცენებზე; 1992 წელს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული "პენკლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; თარგმნა ჰიუგოს, კოპიეს, ნერვალის, ლეკონტ დე ლილის, ვერლენის, რემბოს ლექსები. ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში როგორც რედაქტორად, ასევე რეჟოსორად და გადაცემის წამყვანად; შემდეგ დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში";1993 წელს მისი იდეით შეიქმნა ორიგინალური ფორმის გაზეთი-კალენდარი "ორიონი". სიცოცხლის ბოლო წლებში იყო დამოუკიდებელი საინფორმაციო-სარეკლამო სტუდია "რენესანსის" ხელმძღვანელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და გადაიღო დოკუმენტური ფილმი საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. ფილმს უწოდა "არჩევანი". 1978 წელს მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა". პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას შვილი..
წიგნები: * თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი : საბავშვო პოემა (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-19-100-8 * რჩეული (ავტორი) // ტ. 1 : ლექსები, ჩანახატები. - თბილისი, მერანი, 2008. - 440გვ.. - ISBN: 978-9941-0-0602-9 * რწმენა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 1998. - 39გვ. * ამაოება ამაოებათა : ეკლესიასტეს მიხედვით (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1994. - 62გვ. * მოქცევა ქართლისა : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 48გვ. * ჰერბარიუმი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 87გვ.
Last edited by Admin on Sat Jul 09, 2022 9:20 am; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 9:52 am
მამუკა სალუქვაძე
თუმც მეუცხოება
თუმც მეუცხოვება ბაღი გაღობილი, კარს ნუ გამოკეტავთ, იყოს გაღებული. კმარა, გევედრებით, მუხლზე დამხობილი, ცოდვა ჩადენილი, მსხვერპლი გაღებული.
აქ წმინდა ანდრია, რად არის ნამყოფი?! ნუთუ, სამართალი ქვეყნად არ ყოფილა... გული გაპობილი, ორად გაყოფილი, ჯერ არ მოწყვეტილი ერთი ხის ნაყოფი.
თუმც, ნაყოფს თუ გული არა აქვს ჭიანი, ღმერთს ვთხოვოთ, ვილოცოთ, ეგებ, გაამთელოს და უფსკრულის პირზედ მომდგარ საქართველოს ხსნად გამოუგზავნოს მეგზური ჭკვიანი.
ჩვენი წინაპრების წმინდა სამარხებით, ეს ხომ ღვთისმშობლის არის სანახები. მოდით, დავინახოთ, ნახვით გავიხაროთ, ძმები შევიყაროთ, აღარ გავიყაროთ.
თავად მაგონდება, არა, არ ვიგონებ, ცრუ და ყალბ სტრიქონებს მხოლოდ საგაზეთოდ. სწორედ გამიგე და გონით გამიგონე, თავს ნუ დაიღუპავ, ჩემო აფხაზეთო.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 9:54 am
მამუკა სალუქვაძე
*** ეგება სიზმრად, ან იქნებ ზღაპრად. ზღვა იქცა ცისფრად, ცა რაღაც სხვა ფრად. გამოჩნდა აბრა, სამკუთხა აფრა რაღაცის აფრა, აბრაკადაბრა.
*** ჰორიზონტზე დგას სასახლე ღრუბლის სამყოფელი უფლის. თვალს არ ძალუძს გადალახვა ზღურბლის.
*** ზღვამ პატარა ნაფოტი. დარდით გამონაფიტი. მოაცურა ნაპირთან. ….. ალბათ მიწას განახებო დაპირდა.
*** რადგან ყვავილებს სიჩუმე შვენით, იყავი ჩუმად მაგნოლიავ, მე მესმის შენი.
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:01 am
მამუკა სალუქვაძე
კედელთან მკრთალი ლანდი ანთია...
კედელთან მკრთალი ლანდი ანთია, სითბო არ არი ... ეჰ, ყველა ლანდი სიაბანდია, - მირაჟი, მკვდარი ... ვფიქრობ, ვგიჟდები, ცეცხლს შევუნთებ ძველ ფიქრებს ხმელებს, მივალ ახლოს და ჩუმად ვიჯდები, - გავითბობ ხელებს.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:02 am
მამუკა სალუქვაძე
თოვლი
თოვლში ნაკვალევი ვნახე დანალული; ცხენის კვალსა ჰგავდა, საკმაოდ ღრმა იყო; ზედ მხედარი მჯდარა, ცხენი კი ბრმა იყო; მხედარს რაღაც ჰქონდა გულში დამალული. ნეტავი რა ჰქონდა გულში დამალული მინდოდა გამეგო; ნაკვალევს გავყევი, გზად ფიქრი გამეგო: - ეგებ, მწყემსი იყო, მწყემსი ხარებისა და ხარები ჰყავდა ველად დალალული; ეგებ, მეკვლე იყო შობის, ხარებისა ... უფრო შორს წავედი ფიქრში დაღალული და მზის სამსხვერპლოსთან გაჰქრა დანალული.
კარებზე ნალი იყო დაკრული; კარებთან ცხენი იწვა დაკლული ... აი, რა ჰქონია თურმე განზრახული: - მალე მოიყვანე, მზეო, გაზაფხული.
Last edited by Admin on Fri Jul 08, 2022 12:07 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:04 am
მამუკა სალუქვაძე
ბავშვს უთხარით...
ბავშვს უთხარით, ყვავილებს ნუ კრეფს, დაუტოვოს საკვებად ნუკრებს, თორემ, სულელებს იცით, რა მოსდით?! პეპლებს ჭამენ და რქები ამოსდით.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:05 am
მამუკა სალუქვაძე
მზის ჩასვლა
მზემ წყალზე ზოლად მეწამული დატოვა კვალი და ნავსადგურში განაბნია ღამე ლანდებად. ქალაქის თავზე იფანტება თანდათან კვამლი და იისფერი გამელანდება. დილის ნისლებში იხილება მზე ამოსული - ლიბრგადაკრული, სამყაროს თვალი. სივრცის სიღრმეში თვლემს ქალაქი ბინდით მოცული, ნისლში აქა-იქ სილუეტები ჩნდებიან მკრთალი; ნამძინარები, ბარბაცებენ წყალზე ჩრდილები; უთუოდ, მათი სიზმრები თუ იქცნენ ნისლებად; იზმორებიან, ეზარებათ გამოფხიზლება, გაბრუებულებს ამოსულ მზის შთაბეჭდილებით.
Last edited by Admin on Fri Jul 08, 2022 12:08 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:06 am
მამუკა სალუქვაძე
ყაყაჩო
საღამო, ან ეგებ დილაა მაისის, შუქია აისის, ან იქნებ დაისის, ველია ნათელი - ოცნებით სათელი ყაყაჩო მრავალზე მრავალი...
ვუცქერ აღტაცებით, სული ითენთება და წამით ტკივილიც ამდება, რა მშვენიერია, ასე თუ თენდება და რა ცუდია, თუ ღამდება.
Last edited by Admin on Fri Jul 08, 2022 12:09 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:07 am
მამუკა სალუქვაძე
მერცხალი
წავიდნენ და დამტოვეს, კარიც გამომიკეტეს, მაგრამ, მაინც გამოკრთა იმედის ნაპერწკალი. ჩემი სახლის სარკმელთან ვნახე, ბუდეს იკეთებს გაზაფხულის მომყვანი ერთადერთი მერცხალი.
და მე მჯერა, რომ მომიტანს სიკეთეს.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:09 am
მამუკა სალუქვაძე
მზე ამოვიდა ფუძიამადან
მზე ამოვიდა ფუძიამადან - წახვალ? წაყვები? - წერილს გამატან? - მაგრამ სად გაქრა ნეტავ წერილი? ან სად წავიდა თავად მწერალი?
ოდესღაც თურმე ფუძიამაც იყო მწვერვალი... და მზე ამოვიდა ფუძიამადან; მზე სამუდამოდ ამოვიდა ფუძიამადან.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:10 am
მამუკა სალუქვაძე
გამაგებინე იავ, რა ხდება
- გამაგებინე იავ, რა ხდება, ქვეყანა რისთვის იარაღდება?! - გეტყვი, მისმინე, რადგან კაცი დაფიქრდეს დროა, ადამიანთა უგუნურებით დაიქცა ტროა და არა ერთ დღეს აგებული დაინგრა რომი. დღეს კი, უთუოდ დედამიწას დაღუპავს ომი. - შენც არ გცოდნია იავ, რა ხდება... ნუ გეშინია, ყველა სიზმარი კი არ ახდება...
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:11 am
მამუკა სალუქვაძე
კაცი ლანდია...
კაცი ლანდია ტრამვაი სავსეა ლანდებით. ყველას სადღაც აგვიანდება: საბოლოო. საერთო კრებაზე. - მაპატიეთ. თქვენ ჩაბრძანდებით? - მე არა. მზე კი ჩავა შემდეგ გაჩერებაზე.
მოხუცის ლანდი ბევრად უფრო ბებერია, ვიდრე მოხუცი.
Last edited by Admin on Sat Jul 09, 2022 9:16 am; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მამუკა სალუქვაძე Fri Jul 08, 2022 10:13 am
მამუკა სალუქვაძე
მთელი დღე ელოდნენ...
მთელი დღე ელოდნენ ბავშვები ახალ წელს, დრო კი მიდიოდა ტაატით: და ბოლოს საათი დახატეს ქაღალდზე, თორმეტი საათით. დახატეს ნაძვის ხე. მაგიდა. ხილი და ნამცხვრები. მაგიდის გარშემო სტუმრები. მაძღრები... და დედამ კედელზე დაკიდა. გვიან კი. როდესაც მოვიდნენ დიდები, ნახატი ნახეს და გულში ჩაეცინათ
პატარებს საათის ათზე ჩაეძინათ.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
- მზე იძირება უშველეთ რამე... უშველეთ, თორემ მოვიდა ღამე და თქვენც საცაა ჩაგეძინებათ. მეთევზეებმა ზღვაში შეყარეს სწრაფად ნავები. ბავშვი ხუმრობს. მან იცის, რომ მეორე დილით მზე სულ სხვა მხრიდან ამოცურდება ნაბანავები. და უხარია, რომ არსებობს ამგვარი ტყვილი: მერე კი. მერე მოდის ღამე და ძილი ტკბილი; ხოლო მოხუცი მეგობრები და ნათესავები განთიადისას ბრუნდებიან ნათევზავები.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
სიკვდილიც მიჯნაა ერთგვარი სიზმარს კვლავ სიზმარი ცვლის, იქ, სადღაც, მიჯნური ედგარი პოულობს ანაბელ ლის. ჩემი ელდორადო - აია, იქნებ მაპოვნინო მეც. ამას გთხოვ, მზე - ჭიამაია, ამას გთხოვ, არაფერს მეტს.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
ფონად - ცა სიცხით გახუნებული, სიბრტყე მხურვალე, სივრცე ურვილი. თიხის ქოთანი გახურებული, შიგნით - წყურვილი. თავად სამყაროს არ გაგონებთ სურათი განა?! ყელგამომშრალი ყვავილები, მზეებს რომ ჰგვანან, ქოთანში დგანან და სამუდამოდ მოწყვეტილები ჯერ კიდევ დილით, იმზირებიან მოწყენილები: - სად გაქრა ჩრდილი? - სადმე, მიწაში თუ ხმებიან ჩვენი ძირები... - უძირო ფიქრში იძირებიან მზესუმზირები.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08