არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ Empty
PostSubject: ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“   ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ EmptyMon Nov 22, 2021 2:30 pm

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, რომლის ინიციატივაც იყო მოცემული პრემიის დაფუძნება. სამინისტრომ მისი ეს ინიციატივა გაიზიარა და ამიერიდან საქართველოში ახალი, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

1) წლის საუკეთესო რომანი;
2) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
3) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
4) წლის საუკეთესო პიესა.

კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოცემული, ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა), ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).

კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოების ავტორი. გამარჯვებულს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.

განაცხადები მიიღება 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2021 წლის 27 დეკემბერს.

საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
* https://cutt.ly/GTSOkV5


* https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/photos/pcb.263927909118147/263927049118233/

:::
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: