Last edited by Christopher on Sat Oct 23, 2021 3:18 pm; edited 2 times in total
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:03 pm
სიმონ ბალახაძე
სიმფონია
რამ აიყვანა კლდეზე მოცხარი? ჰყვავის მაყვალი ეკლებში ძეძვის... ბუ _ უდაბური ხევის მოძღვარი, ზის მუხაზე და სინათლეს ებრძვის.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:04 pm
სიმონ ბალახაძე
მეოცნებე ყვავი
გაზაფხულია, ტყემალი ჰყვავის, უმისამართოდ გიგზავნი წერილს... თბილისის ცაში დაფრინავს ყვავი და უკაცრიელ ტყეებზე მღერის...
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:04 pm
სიმონ ბალახაძე
მარგალიტის მძებნელი
დავივიწყე ხედები დედამიწის მზებნელის, ზღვისკენ მივეხეტები მარგალიტის მძებნელი. გაიღვიძე, ლაზარე, მზის ალერსით ვივსები, მიყვარს უზარმაზარი ლურჯი ოაზისები. სიყმაწვილის ზღაპრები ხმიადივით მომშივდა, უფლისწულის საცოლის გადავარდნა კოშკიდან. დავივიწყე ხედები, დედამიწის მზებნელის, ზღვისკენ მივეხეტები მარგალიტის მძებნელი.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:06 pm
სიმონ ბალახაძე
***
ხის ტოტზე ჩხართვი ზის, მე ღრუბლებს ვუმზერ რუხს... გენიალურად წვიმს, გენიალურად ქუხს.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:08 pm
სიმონ ხალხოსანი
***
წარსულს გაჰყვა კართაგენის ომი, ვიკინგები, ჯვაროსნები, ტროა, პარიზია დღეს მესამე რომი, ლუვრის ახლოს ახლა სულ სხვა დროა. მამულისთვის ორლეანელ ქალწულს, ახლაც უწევს სისხლისმღვრელი ბრძოლა, აღარ უკვირს ორთავიან არწივს, სხვის საწოლში სხვისი ცოლის წოლა. ვაშა! ვაშა! ბორკილებთან ჭიდილს, ვივა! ვივა! ცად აფრენილ მტრედებს, კვლავ ენგურზე ავაშენოთ ხიდი, მირონი სდის სვეტიცხოვლის კედელს. სისხლით მოვრწყეთ უკვე ბრძოლის ველი, დახარჯულა უკვე ყველა ტყვია, უცხო ცისქვეშ მამულისთვის ვკვდები, ამ სიკვდილსაც სიყვარული ჰქვია. ჩემი ლექსი - რენესანსის გმირებს, როდენს, ქვაში გაცოცხლებულ ადამს, ვაშა! ვაშა! სანჩო პანსას ვირებს, ვივა! ვივა! ჟოზეფინას კატას. კვლავ ვკითხულობ ასერგასის ღამეს, მინდა ზევსი დაუბრუნდეს თებეს, მოვა დრო და გადავლახავ საზღვრებს, ან საზღვრები აღარ იარსებებს. მოვა დრო და ჩაგიხუტებ გულში, და თვალებზე ცრემლებს დაგიკოცნი, კოჯრის გზაზე აყვავდება ნუში, და შენ იტყვი კვლავ ღვთისმშობლის ლოცვას. ეჰა, საით მიაქანებს კალმახს, აქ წითელი ოკეანის ტალღა? ზის თათრების მოედანის პარმაღს და მეარღნე არნო უკრავს არღანს. სადაც წავალ, თან დამყვება მუდამ, საქართველოვ ჩემო, შენი სახე, ვნახე შივა, ვნახე ბუდაც, მაგრამ თბილისს გარდა ქრისტე ვერსად ვნახე.
პარიზი, 2018 წ. 29 აგვისტო
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:09 pm
სიმონ ხალხოსანი
***
ახლა უშენობას ხარობს შენი საყვარელი ქალი, მაგრამ ნუ წაბილწავ წყაროს, ისევ მოგწყურდება წყალი.
ახლა მზე ანათებს დილის, ბრწყინავს მაცხოვარის ძელი, იქნებ უშენობას ტირის, შენი სიყვარული ძველი?
პარიზი. 2014 წ. 16 ნოემბერი.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:11 pm
სიმონ ხალხოსანი
მურთაზ არაბულს
გუშინ პარიზში შემატყობინეს ძამიკო, წუხელ როგორ კვდებოდი, გადავურეკე გლდანში დობილებს, ბიჭები ხომ არ მეხუმრებოდნენ.
მაგრამ არავინ დამიდასტურა, შენი უმწეო გარდაცვალება, დე, გაიარონ კვლავ რუსთაველზე და შეგიყვარონ ქერა ქალებმა.
თუ მართლა მოკვდი, მეც მოვკვდი, ბიჭო, დამთავრდა ჩვენი ახალგაზრდობა და გაფიქრება იმისიც მიჭირს, საქართველოზე ხომ არ დარდობდი.
რამ წაგიყვანა, ძმაო, ნახირში, სად პოეტი და სად მენახირე, ცხოვრებას ასე რად აუხირდი, თოვაში მთაში აღარ წახვიდე.
ვიცი, დაგაკლდა ძმაკაცის ხელი და ყურადღება ვერ მოგაქციე, მაგრამ, ეხ, მურთაზ, ემაგ ახვრებმა, მე ხომ პარიზში გამომაქციეს.
და უთბილისოდ დავრჩით ორივე, ეს ტრაგედია თუ მართლა მოხდა, მომკლავს სამშობლოს მელანქოლია მიტოვებული ურთხმელის ქოხთან.
შენ სულ გტკიოდა ნახმლევი მხარი, როგორც ხევსურს და არაგველს სამასს, თუ იყო კუბო და მძლავრი ქარი, რას ვიფიქრებდი, ძამიკო, ამას.
და თუკი მართლა ასე დამთავრდი, როგორც პოეტი და მეგობარი, უთხარი ბიჭებს, რომ შენს საფლავთან დალიონ ჩემი შესანდობარიც.
პარიზი.2013 წ. 5 მარტი.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:22 pm
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 3:34 pm
სიმონ ბალახაძე
თოვლში იდგნენ ოდები
იმ ცისფერი მდინარის ახლაც მახსოვს დინება... უკვე შუაღამეა, შენ კი არ გეძინება... ახლაც მახსოვს ფერადი ანჩისხატის კარედი, გახსოვს როგორ ვღელავდი, როცა იგვიანებდი? ახალგაზრდა როდი ხარ, დეკემბერი მოვიდა... რა დაღლილი მოდიხარ ძველი სიმარტოვიდან. თოვლში იდგნენ ოდები და ათოვდა ხვიარებს... აღარც მე გელოდები, აღარც შენ იგვიანებ.
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
Subject: Re: სიმონ ბალახაძე Sat Oct 23, 2021 9:41 pm
სიმონ ბალახაძე - შტრაუსის ვალსი • Oct 23, 2021
შტრაუსის ვალსი სიმონ ბალახაძე ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021
***
სიმონ ბალახაძე
შტრაუსის ვალსი
ჩემო მერცხლებო, დიდი ხანია, თქვენ უცხოეთში გაფრინდით გუნდად, მე დამიტოვეთ ნიკალას ფუნჯი, ხარფუხის ცა და მათხოვრის ხურდა.
გაჰყვება ჩემი ლექსის ნაღმივით გადაგვარებულ ამ საუკუნეს... ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ ძაღლივით და უშედეგოდ ვებრძვი უკუნეთს.
ეს ყვავილები მე უნდა ვიხსნა, თორემ სინდისის ქნეჯნა დამახრჩობს. კრწანისში უნდა დავიქცე სისხლად, რომ არ დაკარგოს ფერი ყაყაჩომ.
*** Waltz by Johann Strauss The verse by Simon Balakhadze (in Georgian) This clip is made with: Johann Strauss - Vienna Waltz. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021