
Leri Alimonaki
ლერი ალიმონაკი (დ. 17 ოქტომბერი, 1940, თბილისი)
ქართველი კრიტიკოსი და მწერალი.
1966 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროსი მეცნიერ რედაქტორია; პირველი წერილი სიმღერა „სულიკოს“ ავტორზე, ვარინკა წერეთელზე, 1965 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ქუთაისში“, პირველი წიგნი „ვარინკა წერეთელი“ — 1970 წელს. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში; დაწერა ბიოგრაფიული რომანი „კვირის წირვები“ (1983), „ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“ (1983). თარგმნა ლაო-ძის უძველესი ჩინური ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება „დაო დე ძინი“.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
* 2016 - პრემია "საგურამო", თარგმანი
* საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
* ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
წიგნები:
* სანთლის შუქზე მონაწერი (ავტორი). - თბილისი, ხომლი, 2001. - 88გვ.
* გრანელის ლანდი (ავტორი). - თბილისი, ხომლი, 1998. - 136გვ.
* უპანიშადები (მთარგმნელი). - თბილისი, ხომლი, 1995. - 576გვ.
* ვარინკა წერეთელი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 31გვ.
* კვირის წირვები ანუ ცხოვრება ტერენტი გრანელისა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 265გვ.
* ჟამი სიჩუმისა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბ. საქართველო, 1988. - 86გვ.
* კვირის წირვები : ბიოგრაფიული რომანი ტერენტი გრანელზე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1984. - 246გვ.
* დაო დე ძინი : ლაო ძი (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. - 174გვ.
* ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია : მოგონებები და წერილები ტ. გრანელზე (შემდგენელი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 270გვ.
* ცხოვრება და ლიტერატურა : ლიტ.-კრიტიკ. წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 303გვ.
* რჩეული : გრანელი, ტერენტი (1897-1934) (შემდგენელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 455გვ.
* ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1974. - 179გვ.
* ლირიკა : გრანელი, ტერენტი (1897-1934) (რედაქტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1972. - 183გვ.
ბმულები:
*
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000480/*
https://ka.wikipedia.org/wiki/ლერი_ალიმონაკი*
https://www.facebook.com/lerialimonaki/ 