არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია Empty
PostSubject: იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია   იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია EmptyFri Oct 08, 2021 1:23 pm

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2021-110

კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად

07.10.2021

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ (პრიოროტეტი - ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა) ფარგლებში აცხადებს კონკურსს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.


კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

გ) ყმაწვილებისთვის, 13 +

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და ფიზიკურ პირებს


თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);
კონკურსის ვადები:
საპროექტო განაცხადები მიღება ხდება 2021 წლის 7 ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის 12:00
საათამდე;

კომისია საპროექტო განაცხადებს განიხილავს და კონკურსანტთა დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში;

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 2021 წლის დეკემბრის თვეში.

დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმი გადმოსაწერად გადადით ამ საიტზე:

* http://creativegeorgia.ge/News/konkursi-iakob-gogebashvilis-sakhelobis-sabavshvo.aspx?fbclid=IwAR2aFReZk_oINGAUjCE1GaQHloXUPq3gfQBrWIUx0hAbb6R1claCU_9Fs3c

და იხილეთ ბმულები:

* კონკურსის წესი და პირობები
* დანართი N1 -განცხადების ფორმა
* დანართი-N2-სააპლიკაციო ფორმა

:::
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: