| | მარიამ ხუცურაული | |
|
+12დადა Sopio Japaridze ეკატო (ეკა ტალახაძე) ვაჟა ხორნაული nini მინდია bao ჯალალი არაბული keso nino kadagidze სანათა 16 posters | |
Author | Message |
---|
სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Mar 31, 2009 6:24 pm | |
| მარიამ ხუცურაული
* * *
(სიმღერა) მიწისპირს დააჩნდა მარტი და სისხლი არაგვივით მიღელავს, ჩემო უსახელო დარდო და ჩემო ალიონის ცის ფერავ! შემეხსნა ვერმოშუშებული იარა - ხვრიშ მარილდაყრილი მოვდივარ ლექსწაკიდებული, ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი. ეს ბოლო ქადილი იქნება , აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას, მოვდივარ მთადამთა ერწოზე, შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას. მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს, კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს. ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ, მათურას კლდის წვერზე მღუარი, დამხვდე და... ერთფერად მაშინებს, შენი თანხმობაც და უარიც. | |
|  | | ჯალალი
 Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Wed Apr 01, 2009 9:54 am | |
| * * * (სიმღერა) მიწისპირს დააჩნდა მარტი და სისხლი არაგვივით მიღელავს, ჩემო უსახელო დარდო და ჩემო ალიონის ცის ფერავ! შემეხსნა ვერმოშუშებული იარა - ხვრიშ მარილდაყრილი მოვდივარ ლექსწაკიდებული, ხელი ვარ, შლეგი ვარ ნამდვილი. ეს ბოლო ქადილი იქნება , აღარც ჩავიმჯიღავ მარჯვენას, მოვდივარ მთადამთა ერწოზე, შენ ქმარს ვაწყევლინებ გაჩენას. მოვდივარ, ამდენ წლის ნათმენმა ფიქრებმა გზაგრძელი გაგალეს, კვლავ ჩემსას დაგარქმევ წაწალს და მტრად დაგსევ მთელ ფშავის საქალეთს. ვაითუ, არ დამხვდე, პირიმზევ, მათურას კლდის წვერზე მღუარი, დამხვდე და... ერთფერად მაშინებს, შენი თანხმობაც და უარიც.  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Wed May 06, 2009 1:30 pm | |
|
აბა, ახალი ლექსი, უძილაურთის წვიმით გალუმპული, სველ-სევლი ლექსიიიი...
უძილაურთას მავლივა, ცის პირს მაცქერნა გახსნილსა, გაღმე გორს, თხილიანაში ტყემლებ აჩირთა აპრილსა
კარატეს ნადნობ თოვლებსა აგიჟებინა არაგვი, უბით მაზიდნა წაწლისად დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა, უფალმა წურნას ღრუბლები, ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს რა გვავლევს უფერ-უბრები?
მიხოოოო, დააქვივნებდე სახლესა, ჰა?
Last edited by სანათა on Thu Jun 04, 2009 12:45 pm; edited 1 time in total | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Wed May 06, 2009 5:02 pm | |
| ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს...აბა, ახალი ლექსი, უძილაურთის წვიმით გალუმპული, სველ-სევლი ლექსიიიი... უძილაურთას მავლივა, ცის პირს მაცქერნა გახსნილსა, გაღმე გორს, თხილიანაში ტყემლებ ეჩირთას აპრილსა.
კარატეს ნადნობ თოვლებსა აგიჟებინა არაგვი, უბით მაზიდნა წაწლისად დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა, უფალმა წურნას ღრუბლები. ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს რა გვავლევს უფერ-უბრები? ეგ არი და, - გორის ციხე...  |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Mon May 11, 2009 11:22 pm | |
| ქადაგი
რა იცის? ხდება, რომ უფალი ამ მთაზე ისვენებს, მილუშულს თავისი სიშიშვლე აფხიზლებს, წვიმას სვამს, სოკოს და ჭინჭარს ჭამს, ერთობა – იზომებს “ფშაურ მზის ნაბიჯებს.” უთხოვრის უღრანი ხვთისშვილთა ჯარია, ლეგ-ლუგა თიკვები დროშაა ლაშარის და როგორც პირველქმნილს, სიზმრიდან ხელნაკრავს, ტან-ფეხზე წლებივით ასხია ნარშავიც. (სისხლმდენი) არ ახსოვს, არც უთქვამთ – რა ნიშნით მოვიდა, რა ერქვა შვება თუ ტკივილი მის შობას, ღრუვში ლექსჩასხმული, ტყე-ბალახჩაცმული გამჩენზე მიბმული ჭიპლარით იცნობა. (მჭვრეტთათვის) არადა, ძელქვაა - იბარტყა ფესვიდან, მიწას ვერახსნილი კაცსა ჰგავს ხორციელს, ხატ-ღმერთს დაუყენა ფშაური წესი და ერთპირად იფერებს ლოცვას და ორგიებს. (ტკივილით) ხდება, რომ ტკივილიც სამუდმო შვებაა, მითუფრო ტკივილი ნაბრძანი ზეციდან, რამდენჯერ წყლეულებში იფევდა ბალახებს, რამდენჯერ უფსკრულის თავს ბეწვზე ეკიდა. (და მიდის!) და მიდის, ამ მთიდან სხვა მთები მოჩანან, ზედ ზღვარზე ჰხირია კაცთა და გრძნეულთა, და იცის, ხსნა არის, ნათლისკენ გზა არის- ხუთივე შიშველი სადენით ეუწყა. . . (და მიდის) დატოვა სოფელი ხიბლით და სიყალბით, წეწვანი ისაგზლა, ღვინო და ქერშვილი, მარტოც მრავალია, მშიერიც –მაძღარი, ხანსრულიც ბალღია, ბრძენია -შეშლილიც. (ვინ იცის?) ზმანებებს აყოლილს, უჭმელს და უხორცოს ზედ სულზე ამოსავს ნახმარი ხალათი, ნალახებს ამცდარმა სახატეს უწია, ელევა ქანცი და უწყდება სავათი... (და მიდის) ზღვა და ხმელს დაჰკვლევს და ისევ იქ ბრუნდება, იქ მისი არსების რაობა დაფლულა, ხდება რომ ამ მთაზე უფალი ისვენებს ღვთიური მადლი დის წვიმად და არმურად. (მცნობთათვის)
Last edited by სანათა on Tue May 12, 2009 12:14 am; edited 1 time in total | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 04, 2009 12:51 pm | |
| ხვარამზეს ციკლიდან
3. * * * “მთქმელო, ვერამსრულებელო” რაღა შენ სიცოცხლე არი”
ვთხოვდებოდი. ჭალა-ჭალა ასკილები გაშლილიყვნენ, ყაყაჩოებს გზნების ცეცხლი ეკიდა, იორგაღმა გადიოდა მაყრიონი სიმღერით და დამბაჩების ჭექითა. ქორებივით დაფრინავდნენ ძმა-ბიძანი, ჯავრს მალავდნენ გუშინდელი წაწლები, კაფიობით იმოკლებდნენ საარტნო გზას ეჯიბი და მგელთაფერა მაზლები. გაღმა სვილებს მორეოდათ სოსანი და თვალჭრელ მდადეს ქროლვით სული ჰხდებოდა, მთებზე ღრუბლად ჩამოჩენილ ანგელოზთა მგალობელი ხმა ისმოდა ზემოდან. მოდიოდა ვარსკვლავჭორფლა ბნელი ღამე, მთვარე ხევზე ჩადიოდა ბექითა, უპატრონო დაბღაოდა ცხვარ-ბატკანი, მჯიღს იჭამდი, სული ბეწვზე გეკიდა. არ მახსოვდა სწორები და მამისახლი, სიყვარულიც არ მახსოვდა – ხვალამდე... “ჯვარი წინა”ს გუგუნებდა ცა და ხმელი, ვთხოვდებოდი ხვარამზე! | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 04, 2009 6:26 pm | |
| ახლა მე ამ ლექსს მართებული პუნქტუაციით ჩავწერ. ერთხელ უკვე ჩავწერე და ავტორმა ისევ ძველებურად დადო აქ. ალბათ, ჰგონია, როგორც მე ვწერ, ეგრე უკეთესიაო.... მაგრამ - ბევრჯერ მითქვია და აქაც გავიმეორებ: ლექსში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ვითომცდა სულ უბრალო მძიმესაც კი... კარგმა პოეტებმა ეს იციან და თუ თვითონ ვერ სწავლობენ ამ პუნქტუაციას, რედაქტორებთან იარებიან, რომ - გამიმართე ჩემი ლექსი როგორმეო... აი, ახლა მე "გავჩარხავ" და "გავაშალაშინებ" ამ ლექსს მართლწერის თვალსაზრისითაც და მერე შევადაროთ, რომელი სჯობია - ავტორის ვარიანტი, თუ - ჩემი... და თუ ვტყუი, შენდობა არ მითხრათ არავინ... ხვარამზეს ციკლიდან
3. * * * “მთქმელო, ვერამსრულებელო, რაღა შენ სიცოცხლე არი”. ხვარამზე
ვთხოვდებოდი. ჭალა-ჭალა ასკილები გაშლილიყვნენ. ყაყაჩოებს გზნების ცეცხლი ეკიდა. იორგაღმა გადიოდა მაყრიონი სიმღერით და დამბაჩების ჭექითა. ქორებივით დაფრინავდნენ ძმა-ბიძანი. ჯავრს მალავდნენ გუშინდელი წაწლები. კაფიობით იმოკლებდნენ საარტნო გზას ეჯიბი და მგელთაფერა მაზლები. გაღმა, სვილებს მორეოდათ სოსანი და - თვალჭრელ მდადეს ქროლვით სული ჰხდებოდა. მთებზე ღრუბლად ჩამოჩენილ ანგელოზთა მგალობელი ხმა ისმოდა ზემოდან. მოდიოდა ვარსკვლავჭორფლა ბნელი ღამე, მთვარე ხევზე ჩადიოდა ბექითა. უპატრონო დაბღაოდა ცხვარ-ბატკანი... მჯიღს იჭამდი, სული ბეწვზე გეკიდა. არ მახსოვდა სწორები და მამისახლი, სიყვარულიც არ მახსოვდა – ხვალამდე... “ჯვარი წინა”-ს გუგუნებდა ცა და ხმელი - ვთხოვდებოდი ხვარამზე!..აი, გულზე ხელი დამიდვია და დამიფიცია, რომ - ეგრე უფრო სწორად არის ეს კარგი ლექსი ჩაწერილი... ლექსი ხომ მხოლოდ სიტყვები არ არის, ლექსი - სასვენი ნიშნებიც არის და ეს მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია...  |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 04, 2009 11:57 pm | |
| | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 12:02 am | |
| |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 12:25 am | |
| აჰა, მოვედი !  | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 12:28 am | |
| ვახ,მართლა ქართულად არ გაუჭედავთ აქაურობა?! ყოჩაღოსნებო თქვენა, ე რა ამბები მომხდარა ჩემ არყოფნაში ლექსზე არაფერს ვამბობ! მე გამოვაცხადე აქა და ამის გადაღმაცა "ლექსთუქმობა" და სანამ ერთი ქალი შუაფხოს არ ალალავს ჯალაბსა და სამეგობროს, არც რას ვიტყვი პოეზიაზე, გინდ ხვარამზე გათხოვდეს და გინდ "რაზვოდი" მისცეს ლიტსაზოგადოებასა!  | |
|  | | მინდია

 Number of posts : 166 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 11:47 am | |
| ნეტა სამეგობროში არ მოვხვდები?  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 12:21 pm | |
| - bao wrote:
- სანამ ერთი ქალი შუაფხოს არ ალალავს ჯალაბსა და სამეგობროს, არც რას ვიტყვი პოეზიაზე, გინდ ხვარამზე გათხოვდეს და გინდ "რაზვოდი" მისცეს ლიტსაზოგადოებასა!
 რა იცის მაგან ალალვისა და ლალაობისა, ბაო?! მაგან მარტო პილპილ-წიწაკაებ იცისა... და თუ გაგიმეტა, კაფიიაც ხო იცის და იცის... პავლიკო იძახის, რძე მაინც ჩამაურიგოდე, ქალბნელო, ემაგ ნაპილპილარ-ნაწიწაკარებსაო, მავნე-მავნეებს რო ასმენინებო... და პავლიკომ უფრო არ იცის?  |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Jun 05, 2009 12:51 pm | |
| მაგარია სანათა  ძალიან განვიხიბლებოდი ,რომ დაგთანხმებოდა,ბობო. ამ სიჯიუტესთვის მიყვარს სანათა და კატო  ორი ძალიან ნიჭიერი პოეტესა,ძლიერი და პრინციპული  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Jun 09, 2009 5:27 pm | |
|
***
დილის ყავასავით გამემუდმე, სიზმრიდან გამომდევს შენი მზერა. ძილაყოლილი მაქვს საუბარი, დაფეთებული მაქვს გულისგერა. გავდი-გამოვდივარ მყუდრო სახლში, შენი ნაჩუქრი მწვანე ქოშით. რატომ მენატრები ყოველ დილა, რატომ მეფიქრები წარსულ დროში? თურმე მანდაც ისე ლურჯი ცაა, ლამის თბილისის ცა დაგავიწყოს. ამბობ: გამუდმებით მესიზმრები, ლიმნებს მისეული სასხლავითო. ამბობ: მშვენიერი კლიმატია, (თურმე გიყიდია სასახლკარეც); ნატრობ აქ დარჩენილ ქოთნის იებს - ჩვენ რომ თითო-თითოდ გადავყარეთ. გეწუწუნები, რომ ქარებია, წვიმამ გაუნიჟა საივნისო. ვხედავ კიდეც, როგორ გეღიმება - გამოიდარებს და გაგივლისო უკმარისობა და არითმია ქრონიკული - ლექსის სახადივით, როგორც ცრემლდიდობამ გაგვიარა, რომ დავუძვერით და აღარ ვჩივით. მერე მთელ დღეს ისე მშვიდად ვცხოვრობ, ყავა ერთად გვესვას თითქოს ცხადშიც. - რა გეშველებაო, - შეწუხდები, მაგ თვალებით, თან თბილისის ხვატში. შენ ჩემ მტკივან თვალებს ნუ იდარდებ, ქარიან ამინდით ანაცრემელებს, ჩვენი ავადობის ისტორია, თავიდან ერთხელაც გადაწერე. ერთი არაფერი გამოტოვო, ზოგჯერ შეგახსენებ, თუ ისურვებ. შენ ნუ იჯავრებ და როცა მოვალ... რომ მოვალ, მე დავრგავ ფურისულებს...
ამას ვგონებ მეოთხე სიზმარი უნდა ერქვას, მიხო!
| |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Jun 09, 2009 6:19 pm | |
| - სანათა wrote:
- [b]
ამას ვგონებ მეოთხე სიზმარი უნდა ერქვას, მიხო! "მეოთხე სიზმარი"? დაარქვი, მაგრამ წინა სამი რო არ ვიცით?.. |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 11, 2009 8:50 am | |
|
(ხვარამზეს ციკლიდან) 4. ხვარამზეს დატირება ქალშავო, სტუმრად მოგივედი, აგყვავებიან ძახველები, კიოთ დამწყევენ სოფელშია, აქ მოსვლის გამგონ-მნახველები. რამდენ დაბრუნდენ წელიწადნი, სიზმრად დამქონდა შენი სახე, ხმა გამეც, ქალოვ, გაგიბედე, დღესნამდელ უმძრახ აგეძრახე. ბრალია, მიწამ ამოგივსოს თვალები - ივრის საგუბრები, ხორც შაგიჭამოს, ძვლებ დაგიხრას წეროთ ფთებივით მკლავებისა, ამოგიშაოს ენა-პირი, ამოგითაოს ლექსად სული... რა კარგ დაულებ ვიქნებოდით, რად რა გაჰყარა ჩვენი გზები?! წყალმა დალიოს, მეწყერ-ზოვმა, ჩვენდ ეგეთ ბედის გამმეტები. დღესნამდეც ბევრი მიტირნავის, ცრემლ დამიღვრავის მდურვებითა, ვინ სთქვას, ვინ უფრო ყინჩნ ვიყავით, შენ ლექსებითა თუ მე ქმრითა...
* შენამც დანელდი, თემ-სოფელო, შენ უკუღმართი წესებითა, დამბადებელმა სამზეოში ეს ქალ ინდომა ლექსებითა. ვინ დაუშალა ქალშავასა სილაღე გინდა სიყვარული, ანაც ვინ იცის ამ მზის ქვეშა რჯულ-კანონები სიყვარულის? ან ვის შაუძლავ კაცრიელსა ხვთისბოძებულის გარდავლენა, ანდა, რა ვისი კითხულია, ვის გული ვისკე დაწუხდება?! აქეთ ეს იყო შასაბარალი, არც ჩემ ვაჟიკას გაუხარნავ, ვერ ამოუშლავ ჭრელთვალები თვალიდან - ლექსებ გულიდანა... იქნება წამალ სად რამ არი, ზღვათ იქით ანდა ცის პირამდი, გაუჩინარსაც გაუჩენდა სიცოცხლეც იყოს საყიდავი. ქალო, ქალის ჯართ დამამშვენო, ვაი და ვაგლახ შენ ყოფასა, ვაგლახ, დღეს მემრე ჩემ ყოფაცა თავის ქმრის ჯავრის შამყურისა...
* სიკვდილო, თუ აქ სადამ დახვალ, გიდარიელე დ’ ვერა გნახე, ეგებ შენ წესებ გამიმხილო, რისთვი გინდებავ ე ლექსქალი?! ანაც ცოლმკვდარსა ჩემ ვაჟიკას ვისი რა ჰქონდა ბეგარ-ვალი? რა ცოდვა ჰქონდა დ’ დანადები კაცისა გინდა ჯვარ-ხატისა? ე ქალის ამბავ ნუვინ ეტყვით, შორით მამავალს შირაქითა...
Last edited by სანათა on Thu Jun 11, 2009 10:11 pm; edited 1 time in total | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 11, 2009 8:28 pm | |
| * შენამც დანელდი თემ-სოფელო შენ უკუღმართი წესებითა, დამბადებელმა სამზეოში ეს ქალ ინდომა ლექსებითა ვინ დაუშალა ქალშავასა სილაღე გინდა სიყვარული. ანაც ვინ იცის ამ მზის ქვეშა რჯულ-კანონები სიყვარულის ან ვის შაუძლავ კაცრიელსა ხვთისბოძებულის გარდავლენა, ანდა რა ვისი კითხულია, ვის გული ვისკე დაწუხდება?! აქეთ ეს იყო შასაბარალი. არც ჩემ ვაჟიკას გაუხარნავ, ვერ ამოუშლავ ჭრელთვალები თვალიდან, ლექსებ გულიდანა... იქნება წამალ სად რამ არი, ზღვათ იქით ანდა ცის პირამდი, გაუჩინარსაც გაუჩენდა სიცოცხლეც იყოს საყიდავი ქალო ქალის ჯართ დამამშვენო, ვაი და ვაგლახ შენ ყოფასა, ვაგლახ, დღეს მემრე ჩემ ყოფაცა თავის ქმრის ჯავრის შამყურისა...  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 11, 2009 8:46 pm | |
| (ხვარამზეს ციკლიდან) 4. ხვარამზეს დატირება ქალშავო, სტუმრად მოგივედი, აგყვავებიან ძახველები კიოთ დამწყევენ სოფელშია, აქ მოსვლის გამგონ-მნახველები. რამდენ დაბრუნდენ წელიწადნი, სიზმრად დამქონდა შენი სახე, ხმა გამეც, ქალოვ, გაგიბედე, დღესნამდელ უმძრახ აგეძრახე. ბრალია მიწამ ამოგივსოს თვალები - ივრის საგუბრები ხორც შაგიჭამოს, ძვლებ დაგიხრას წეროთ ფთებივით მკლავებისა, ამოგიშაოს ენა-პირი, ამოგითაოს ლექსად სული... რა კარგ დაულებ ვიქნებოდით, რად რა გაჰყარა ჩვენი გზები, წყალმა დალიოს, მეწყერ-ზვავმა, ჩვენდ ეგეთ ბედის გამმეტები. დღენამდეც ბევრ მიტირნავის, ცრემლ დამიღვრავის მდურვებითა, ვინ სთქვას, ვინ უფრო ყინჩნ ვიყავით, შენ ლექსებითა თუ მე ქმრითა...
მე ეს მომწონს... |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jun 11, 2009 8:59 pm | |
| ორივე კარგია_ ერთმანეთისაგან ვერ ვასხვავებ. ესაა გულის პოეზია. | |
|  | | ეკატო (ეკა ტალახაძე)

 Number of posts : 54 Age : 49 Location : თბილისი Job/hobbies : სიტყვა Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?" Registration date : 23.07.09
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Aug 01, 2009 12:36 am | |
| დედაღვთისავ, მათკერძ ტყვიას ამაფარე (ამაღამის იავნანა)
თქვენ ორ შორის დედათქვენი ჩავეყუნჭე ისე, როგორც აკვნებშუა ვმჯდარვარ ოდეს. იცრიცება ძილუკმარი ალიონი, ამ აგვისტოს გათენება მიხაროდეს? თითქოს გუშინ ,,ნაომარ" სახლს ვალაგებდი, დღემდე ვარგა თქვენი თოფი შვიდიოდე; დედამკვდრებო, ახლა ისე მშვიდად გძინავთ, თითქოს დღესაც სათამაშოდ მიდიოდეთ. თითქოს სიძე მიგელოდეთ საჯიხვეში, ან დედიძმას მიჰყვებოდეთ ახადზედა, იქ ომია, თქვე ,,კაკაოთ დაზდილებო", მეშინია, დაგელევათ აგრემც დედა! დიდლაშარის, ლაღიახსრის მავედრებელს, რას მიმზადებს ზენაარი ნეტავ ხვალე?! თქვენ ორ შორის ცრემლგამქრალი ლანდად ვწევარ, დედაღვთისავ, მათკერძ ტყვიას ამაფარე! მორჩა ჩემი სილაღე და მშვიდი ძილი, ქვა–კლდე გავხდი დედათქვენი უხმოდ მგოდე, ვაითუ, ბედი სადმე თქვენ წილ ტყვიას ჭედავს, იცრიცება აგვისტოს ცა... მიხაროდეს? | |
|  | | bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Sep 10, 2009 3:49 pm | |
| აქაც შემოვიხედეეე, მეგონა ის ლექსი დამხვდებოდა, ამდილით რომ წაიკიტხე რადიოში და სად არის?  უკარგესი იყო  | |
|  | | ეკატო (ეკა ტალახაძე)

 Number of posts : 54 Age : 49 Location : თბილისი Job/hobbies : სიტყვა Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?" Registration date : 23.07.09
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Sep 10, 2009 5:53 pm | |
| აბა, მაგაზე როგორ დაგწყვეტ გულს, მონატრებულო მარიამო? მთებს ახატია მთები გაღმისა, ჭრიჭინობლები ხრავენ შავ ღამეს, ჯერ რა მეტყობა, ღმერთო, დაღლისა, რო დამღლი, ამ ცის კითხვით დამღალე. ამ წყალსა და ხმელს ისე შემრიე, ვარდკაჭაჭებად ვრთავდე გზაწვრილებს, მთის წვერთნახვევი შორს არ გამფინო, ლექსებად ისევ ფშავზე დამწვინე. | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Sep 10, 2009 6:08 pm | |
| - ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
- აბა, მაგაზე როგორ დაგწყვეტ გულს, მონატრებულო მარიამო?
***
მთებს ახატია მთები გაღმისა, ჭრიჭინობლები ხრავენ შავ ღამეს, ჯერ რა მეტყობა, ღმერთო, დაღლისა, თუ დამღლი, ამ ცის კითხვით დამღალე. ამ წყალსა და ხმელს ისე შემრიე, ვარდკაჭაჭებად ვრთავდე გზაწვრილებს, მთის წვერთნახვევი შორს არ გამფინო, ლექსებად ისევ ფშავზე დამწვიმე. სანათა, იგივე მარიამ ხუცურაული ("წკაპ" უნდ დაჰკრათ აქა სანათას ახალი ლექსების წასაკითხადა) |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Sep 10, 2009 6:34 pm | |
| | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მარიამ ხუცურაული  | |
| |
|  | | | მარიამ ხუცურაული | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|