არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბესო სოლომანაშვილი

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:21 pm

ბესო სოლომანაშვილი Beso_s13
Beso Solomanashvili

ბესო სოლომანაშვილი
ინჟინერი, მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

დაიბადა 1964 წლის 14 აგვისოს, თბილისში.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1987 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. შენგელაიას სახელოსნო) 1996 წელს.

1988-1990 წლებში მუშაობდა ომალოს სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1996-2000წწ. ტელეფილმების სტუდიაში გადაცემა "სატელევიზიო კინოდარბაზის" რეჟისორად; 2003-2016წწ. ტელეკომპანია "იმედი" მთავარ რეჟისორად; 2017წ. საზოგადოებრივი არხისთვის მხატვრული სერიალის "ვაკანსიამკვლელის თანამდებობაზე", დამდგმელი რეჟისორი; 2018-2020წწ. სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" რეჟისორი; საკუთარი სცენარით გადაიღო მ/მ მხატვრული ფილმები: "ვერნისაჟი" (1996), "სისხლიანი სცენარი" (2000), "დეტონატორი" (2012); მხატვრულ - დოკუმენტური ფილმები: "მოდით, ყველამ ერთად ვცადოთ"(1998), "მამა, მე ალბათ ჯარში დავრჩები" (2002), "გრიგოლ რობაქიძე", "პრინცი მაჩაბელი" (2006); როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "დაბადების დღე" (ვ. ვარაზი, 1995), "სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში" (გ. გაჩეჩილაძე, 2000), "ნუცას სკოლა" (მ. კოკოჩაშვილი, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2006), "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცაბაძე, 2010), "ცუდი ხალხი" (გ. თავართქილაძე, 2017).

მიღებული აქვს სოჭის კინოფორუმის პრიზი მხატვრული ფილმისთვის "ვერნისაჟი" (1995), ანჟეს სკფ - ის ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "სისხლიანი სცენარი" (1997), ნოვორასიისკის სადებიუტო ფილმების ფესტივალის პრიზი დოკ. ფილმისთვის "მოდით ყველამ ერთად ვცადოთ" (1998).
იყო ლიტერატურული პრემია "საბას" (2007, 2010) და ლიტერატურული პრემია "ლიტერას" (2020) ნომინანტი. კინორეჟისორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2020 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
2010 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"
2003 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"
2002 - ლიტერეტურული კონკურსი "პენ-მარათონი"

წიგნები:
* სხვისი კინო - მოთხრობები.- თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2021. - 242გვ.. - ISBN: 9789941307522
* ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა : ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო : ალუზიური მისტიფიკაცია : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2019. - 172გვ.. - ISBN: 9789941304859
* რეისი ლონდონი-ზუზუმბო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2010. - 232გვ.. - ISBN: 9789941112188
* ზამორა (სნაიპერა) : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2007. - 121გვ.. - ISBN: 9789994092215
* კონტრაბანდისტები : მოთხრობა (ავტორი) // ცისკარი. 1996. N5-6. - თბილისი, 1996. - გვ.46-62

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ბესო_სოლომანაშვილი
* http://www.bu.org.ge/m1207?lang=geo
* http://arilimag.ge/ბესო-სოლომანაშვილი-ჩახ/
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013037/
* https://www.sulakauri.ge/author/besosolomanashvili/
* https://www.facebook.com/beso.solomanashvili
* https://1tv.ge/elit_author/beso-solomanashvili/
* https://www.lit.ge/books/2-9974-beso-solomanashvili/
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=546
* https://youtu.be/7gdAkiSDD_E
* http://20steps.ge/?site-path=films/&id=83
* https://www.imdb.com/name/nm2239470/?ref_=tt_ov_dr
* http://geocinema.ge/ka/persons/5461


#ახალიდღე „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“
* Nov 11, 2019

Idea


Last edited by Admin on Tue Sep 14, 2021 11:43 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:26 pm

ბესო სოლომანაშვილი 2_n11

ბესო სოლომანაშვილი

ცერი

(ეძახიან ხელის მტევნის და ფეხის ტერფის დიდ თითებს, ასევე მთის ზოგ დიალექტში უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილს)

ჩემმა ცოლმა ერთხელ დამცინა, კაი ბიჭო როდემდე უნდა წერო თუშეთზეო, მაგრამ რა ვქნა კარგად იწერება და... …
მაშინ სულ რაღაც ოცდაოთხი წლის ვიყავი, ძალიან მიქროდა თავში და სულში და დავკარი ფეხი და წავედი თუშეთში მასწავლებლად. ვინც ნამყოფია თუშეთში, ნუღარ მალაპარაკებთ როგორია, ვინც არ არის ნამყოფი, თუ არ ნახავს, ვერც წარმოიდგენს ამ სილამაზეს და მთების გემრიელობას. ისეთი სილამაზეა, ხანდახან სუნთქვა გეკვრება. სხვა ჰაერია, სხვა ფერები და განზომილებაც სხვაა, არასოდეს გამომსვლია ბუნების აღწერა და ვერც ეხლა გამომივა. ერთი ზუსტად ვიცი, - რადგან დროც და გეოგრაფიაც ბუნებრივი მოვლენებია, ფაქტებით აღვწერ ბუნებას, - სექტემბერში თოვლი რომ მოვა უღელტეხილზე, ცერს რომ ეძახიან თუშები, აპრილამდე იკეტება საავტომობილო გზა და მხოლოდ ვერტმფრენი თუ ამოაღწევს, ისიც მაშინ, თუ მოკრიალებლია და სიმშვიდეა ცის კამარაზე.
გვიან შემოდგომაზე ისეთი თოვლი იცის თუშეთში, თუ ცოტა ზედმეტად რომანტიული ხარ სილამაზისგან იქნება მოკვდე კიდეც, დილას გაიღვიძო, დაინახო ეს უშველებელი სითეთრი, მშიერი მელიის ან ტურის გარბენილ-გამორბენილი ნაკვალევი, თოვლში ჩამჯდარი სიპით ნაშენი სახლები, სახლებზე კვამლები და სიჩუმეე, და მოკვდე... ან იფიქრო რო უკვე სამოთხეში ხარ,…აჰა ისევ აღწერა დავიწყე, არა და არ გამომდის...
ჰოდა, სადღაც ოქტომბერში, პირველ თოვლს რომ ჩამოყრიდა, დაახლოებით 50 ოჯახი რჩებოდა ესე ჩაკეტილი - რჩება კი არა, რჩებოდა. ეს იყო, წინა საუკუნის ბოლოს, ანუ მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, მაშინ არც მობილური იყო, არც ტელევიზორში იყო ამდენი არხები და ფერადი, არც ინტერნეტი არსებობდა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ დროზე ვლაპარაკობ, რა საშუალებები იყო თორემ, იმის თქმა კი არ მინდა, რომ იციან ხოლმე - მამამა კითხა შვილსაო: უმობილურებოდ როგორ ცხოვრობდით მამიო? მამამა კიდევა უპასიხაო: ვცხოვრობდით, ვცხოვრობდით და შეილება უკეთესადაცაო, - ბანალურია ბატონებო ასეთი შედარება, მინდა გითხრათ რომ, ნამდვილად მიჭირს წარმოდგენა, როგორ ვცხოვრობდით. Eისე, ახლა თურმე იქ მართლა ცოტანი რჩებიან, ჰა-ჰა ხუთი ოჯახიო, სასაზღვრო ადგილი გახდა და სამხედრო ნაწილიც ჩააყენეს, ევროპელი დამკვირვებლებიც აკვირდებიან თურმე ყურადღებით - როგორც იციან, რომ შესაძლებელ სიტუაციაში, შეშფოთდნენ, შეიძლება უკიდურესადაც კი. სასტუმროებიც მომრავლდაო ტურისტებისთვის და მაინც ცოტანი რჩებიანო, - რატო? არ ვიცი და თან მობილურებიც არის და ალბათ ინტერნეტიც იქნება, ევროპელები ისე როგორ გაძლებენ, მაგრამ მაინც ცოტანი რჩებიანო.Aაუ, რამდენი ვილაპარაკე, არადა მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტი პატარა რადიო სადგურით ხერხდებოდა, რომელიც ქალაქში უკავშირდებოდა ტელეანძას და იქიდა შესაძლებელია დაეკავშირებინეთ ვინმესთან, ისიც დიდი თხოვნეის შემდეგ. Aთუ ძალიან დიდი საჭიროება გახდებოდა, მაგალითად, ვინმეს ჯანმთელობის გაუარესების გამო ამ რადიოსადგურითვე იძახებდნენ ვერტმფრენს, - ისე, თუშები ჯანმრთელი ხალხია. ხდებოდა, მაღალჩინოსანი გვამი თუ მოინდომებდა გამოსეირნებას, ამ დროს ვერტმფრენი ამოიყოლებდა მთელი თვის გაზეთებს. მაშინ ეფემ ტალღები არ იყო, მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო და ამავე რადიოსადგურით ფხიკინ-ხრიგინით იჭერდნენ, ხან რუსულ და ხან ქართულ რადიოს. A
მოგეხსენებათ ქრიასტიანულ ქვეყნებში და არაქრიასტიანულშიც, ახალ წელს ძირითადად ამ დროს აღნიშნავენ ხოლმე - ესე დაემთხვა და რა ვქნათ ეხლა, თან ასეთ ქვეყნებსა და მხარეებში ზამთარში ძირითადად თოვლი მოდის და ამ ძირითადებში თუშეთიც მოხვდა, არა მარტო იმ დროს ოთხმოციან წლებში, მანამდეც და მერეც და ასე იქნება იმედია სულ...
მოკლედ, ამ მთათუშეთში ასული ვარ მასწავლებლად, რომანტიკაა ისეთი, კახელებმა რო იციან, აღფრთოვანებისგან შორისდებული: დედა მოიააა! - სულ მაგის ძახილი მინდა. აი, თოვლი ბარდნის, სახლებიდან კვამლებიი, ფანჯრებიდან სანთლების შუქი,…მთვარე პარპალებს, შორს შეციებული მგლების ყმუილი, იქვე ერთი გარბენაზე ბოსლებიდან და ფარეხებიდან საკბილო ცხვარ-ძროხის სუნი რო სცემთ, მაგრამ კარგად ნაკვებ-ნაფერებ ღონიერი მეცხვარე ძაღლებს რა უყონ, ჩხუბში მგლისაც რომ არ ეშინიათ, სახელადაც კი მახრჩობელა დაარქვეს, მგელს აღრჩობსო. ვერც შეუთანხმდები? მომატაცებინე და გავიყოთო, ისეთი ნაკვებია, რაში ჭირდება? – წარმოიდგენ ამ ყველაფერს და თავისთავად წამოიძახებ - დედა მოუააა!!! სხვა რამეს ვყვები, ამაზე არ არის ეს ამბავი.
ამ რომანტიულობაში საახალწლოდაც ემზადები - გოზინაყი, კახეთიდან ამოტანილი ღვინო და არაყი, აბა იმ სიმაღლეზე ვაზს რა უნდა. განსაკუთრებით არაყი მიდის თუშეთში - დედა მოუააა!! აქ მივხვდი ცივ რუსეთში და ფინეთში ასე რატო ეტანებიან არაყს. ისე კარგად მიდის, ისე კარგად. თუმცა, იმასაც ნუ ვუარყოფთ რომ, არყით მთვრალი აქაურები ძალიან ახირებულები ხდებიან. Mმე, ქართლში მამაჩემმა ისეთ არაყს მიმაჩვია, - თუთისგან და ჭანჭურისგან, ან ჭაჭისგან გამოხდილ არაყს ცოტა ბადაგს დაასხამდა, გააკეთილშობილებდა. მუხის კასრში პიტნაზე ან ტარხუნაზე მუხის კასრში ჩააბრუნებდა და დააყენებდა ხოლმე. გემრიელი და კაი სამოც-სამოცდაათგრადუსიანი გამოდიაოდა, თითონ დენთს ეძახდა – ასანთს მიიტანდა ახლო, ნახე როგორ ფეთქდებაო. ეს ის მამაჩემია, თუშეთში წასვლა რო გადავწყვიტე და ვერაფრით დაიჯერა, სად მიეთრევიო და გულიანად მომაგინა. ალბათ ეხლა დედაჩემთან ერთად გულაფანცქალებული მელოდება, ჩავალ თუ არ ჩავალ და ჯაჯღანებს. თბილი და ალერსიანი დედაჩემი აწყნარებს, მამაჩემი კიდე ეუბნება სულ შენი მაიმუნური აღზრდის ბრალია იქ რო წაეთრაო, ბებიაჩემი და ჩემი ძმა ჩუმად ფუსფუსებენ, იღიმიან და ერთმანეთს თვალს უკრავენ... აბა როგორ ჩამოვალ, ეხლა აქ ამომფრენი არავინ არის, 31 დეკემბერია, ყველასთვის ახალი წელია, მაშ!
მოკლედ... ეე, მეზიზღება ამ სიტყვის გამოყენება წერისას... მაგრამ მიწევს, იმიტომ რო ვატყობ, გრძლად ვყვები. ჰოდა, მოკლედ... ვარ ესე მთათუშეთში, 31 დეკემბერია, ჩემი ფანჯრიდან სითეთრე ჩანს უკიდეგანო და ერთი ჩარჩენილი, თოვლში გახვეული წითელი ბულდოზერი... მოთხრობაც კი დავწერე ამ ბულდოზერზე, მინუს ოცდახუთია და თან მოკრიალებულია ცა, ჯერ დილის 9 საათია, არსად არ მივდივარ... გუზგუზებს თუნუქის ღუმელი, ქართული არ არის მაგრამ ამ თუნუქის აპარატის რუსული სახელი უფრო მომწონს, თან ყველა ესე ეძახის “ფეჩი”, რუსული “პეჩკადან” - საუკუნეების მერე გათხრებში, რომ იპოვიან, დაიწყება სიტყვის წარმომავლობის ძიება და ეხლავე ვწერ რომ არ იწვალონ.
რას ვყვებოდი? 31 დეკემბერია, ადგომა მეზარება, ვწევარ ჩემივე გაკეთებულ საწოლში, ძალიან რომ აცივდება საბანზე ზემოდან ნაბადს ვიხურებ, ეხლა არ მჭირდება. ჩაიდანი უსტვენს, ჩემივე გაკეთებულ მაგიდა-სკამებზე პიტნის ჩაის დალევას ვაპირებ და გუდის ყველის ბუტერბროდის მიყოლებას. “ბუტერბროდ” – აქ ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ბუტერბროდია და რა ვქნა. გამოვიღებ ამ ყველსა და პურს ჩემივე გაკეთებულ კარადა-თაროდან... აბა დრო როგორ გამეყვანა? ჯერ საწოლი გავაკეთე, მერე მაგიდა და სკამები, მერე კარადა-თარო, სასანთლე და ღამის სანათურიც შემომეკეთა - ესე ვერთობოდი, აბა რა მექნა?
ეხლა წამოვდგები და ნელ-ნელა მოვემზადები, ახალ წელს ნუგზართან უნდა შევხვდეთ, ნუგზარი ჩემი თანამშრომელია, მე ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლი, ის იტორიას, თან მუზეუმს პატრონობს და აქ დავმეგობრდით...
მოკლეეედ... ეეე, ეს მოკლედ რა არის?... თუმცა ერთი პატარა უსიამოვნო ამბავი... ამაშიც არის რაღაც რომანტიკა, სანამ მოვემზადები, გარეთ უნდა გავვარდე... მოგეხსენებათ, მაინც სოფელია და მთაა და შიგნით არ მაქვს, ისა, როგორ ქვია ხოლმე, ბინების ყიდვა-გაყიდვის განცხადებებში? “სველი წერტილები” - ამისთვის უნდა ჩავიცვა, დავიხურო და ისე გავიდე... რა ვქნა გავუძლებ. გავედი... სუსხია, დედა მოუააა!!!
გაკვალულ ბილიკზეც კი მუხლამდეა თოვლი, ეტყობა წუხელ კიდევ ჩამოყარა. სოფელში უკვე ამოძრავებულა ხალხი, ყველამ იცის რო მე ქალაქელი ვარ და თუ სკოლაში არ მივდივარ, დილას ადრე არ ვდგები. თუშები თავისუფალი ხალხია და ამბობენ, ცხვარ-ძროხა შენ არ გყავს და ქათამს არ უნდა დაუყარო საკენკიო, პური გამოსაცხობი არ გაქვს და ცოლ-შვილი მოსავლელი და იწექი და გეძინოსო.
აგე, დაუწყიათ ცხობა, ეს ცალკე ამბავია აქ. ჩემი სახლიდან სკოლამდე აღმართია, დაახლოებით ორასი ნაბიჯი მიჯდება ყოველდღე სკოლაში სიარული, აღმართზე ასი ნაბიჯის გავლის მერე, ხელმარჯვნივ ვხვდები სოფლის თონეს. ლოგიკურად, ასი ნაბიჯის ჩამოვლის მერე - იგივე თონეს ვხვდები ხელმარცხნივ, - დილით ცომს ზელენ, 4 საათი აფუებას ელოდებიან და რომ ჩამოვდივარ, შუადღის პირველი საათისთვის პირველი პური უკვე ამოდის და უკვე მოგროვებულები არიან თონის გარშემო. ეხლა, რა ხდება? - ცხელის თონის პირას დგამენ ჩაიდანს, შიგ არყით, ყრიან შაქარს - გროგის მსგავსად. ცხელ თონის პურზე გუდის ყველი და გამოყვანილი ხორცი - ყაღი, ერთმანეთში. ეს ყველაფერი თონის პურში დნება, შეჭამ, ცხელ არაყს დააყოლებ - დედა მოუაააა!!!
ახლაც, თონეს უკვე ახურებენ და ამზადებენ ცომს, ესე იგი შუადღიდან ვიწყებთ ახალი წლის აღნიშვნას. ალბათ 7-8 საათისთვის მაგარი მთვრალი ვიქნები, ათამდე-თერთმეტამდე გამოვიძინებ და მერე ახალი წელი და გადაპატიჟებები და გადმოპატიჟებები დილამდე. დილამდე კი არა, მთელი საახალწლო არდადეგების ესე გატარება მომიწევს და მერე იქნებ ვერტმფრენიც ამოფრინდეს, ერთი კვირით იქნებ სახლშიც ჩავიდე, თუ ვერტმფრენი მალე აფრინდა უკან.
პიტნის ჩაი დავაყენე, ჩემ გაკეთებულ სავარძელში ჩავჯექი, რომელზეც ჯიხვის ტყავია დაფენილი- ღვთისომ მაჩუქა, იმ წითელი ბულდოზერის პატრონმა, თან ნადირობს. ზედ ნაბადი წავიფარე, ოღონდ თეთრი და თხელი, ნუგზარის ცოლმა ლამარამ მაჩუქა, ვწრუპამ ამ ჩაის და რას ვკუთხულობ თუშეთში?- ლაო ძი, დაო დეძინი- აჰააათ, მეტი რა გინდათ?
ჩამთვლიმა. გავიღვიძე. არა, გამაღვიძა ნუგზარის შვილის დათიკოს ყვირილმა: “მასწავლებელ, მასწავლებელ, თქვენი წილი პური ამოიდა, მამაჩემმა მოიდეს წაიღოს თან ცხელი არაყი დალიოსაო” - იციან რო მიყვარს.
ცხელი არაყი მესამე ჭიქაზე გათრობს უკვე და მეც უკვე მთვრალი ვარ, ერთი თონის პური თავისი ჩამდნარი გუდის ყველით, ყაღით და ზემოდან კიტრის მწნილით უკვე შესანსლული მაქ, ვეღარ ვჭამ და მარტო ვსვაამ - დედა მოუააა!!!
“ბალღებოო, დაასხითად, წამსლელი ახალი წლისა ვთქოთად დავყლურწოთ, რაც ცუდ იყო თან გიყოლოსად, რაც კაი დარჩესად და გეგვეგრძელებინოს და გაგვებევრებინოოოს... აბაჰ, აბაჰ... ნასყიდოო, აბა ეგ შენ შამფურ მაიტა... საქონლის ჯიგრი მწვადები ახალ პურზედ და გუდაზე რაგვერ კარგ მიდისაავ...” “ქალაქელოოო ჩასცალ ბოლომდე, იემის მერე მეხუთეც წამუა და მწვადიც მოააა...” – ეს მე მითხრეს, ეხლა მეოთხეს ვსვამ, უკვე მეხუთე დაგეგმეს, და აი მეოთხე რო არ მოვიყუდე და ყლუბეპად არ გაუშვი ეს ცხელი ტკბილი, მწარ-მჟავე მხურვალე სითხე ხახაში, თავი უკან გადავკიდე და რა ისმის შორიდან?... თეთრ ხევებს შორის, ექო ასწრებს ვერტმფრენის ხმას, ყველამ იქით გაიხედა საიდანაც გაიგეს.
- “გიგეთააა?” - იკითხა ნუგზარმა. ცას გავხედე, არაფერი არ ჩანდა, ეგრე
იცის ხანდახან - ხმოვანი მირაჟია, ვინმე დაქოქავს ტრაქტორს, მაგალითად მთვრალი ღვთისო და ექოზე გეგონება, რომ საიდანღაც ვერტმფრენი მოფრინავს, ეს მაშინ როცა ჯგუფური მირაჟია. როცა მარტო ერთს ესმის, ესე იგი ბარში ნამეტანი საქმე აქვს და ეჩვენება რომ ვერტმფრენი მოფრინავს. ეს ჯგუფური მირაჟი იყო. ხმაური მიწყნარდა. “ვერტალიოტი არა ისაო, რაკეტაო, მაიტა დაასხი, ეხლა რას ამოფრინდებაო”, დაასხა ღვთისომ, “ეს მეხუთეა, აბა ბალღებო, ვინც ამ ახალ წელს ვერ შეესწრება, განსაკუთრებით ისინი ვინც წამსველელ წელში წავიდნენ, იმათ ნათელი დაადგესათ” - და მოვიყუდეთ და ისევ ახმაურდა რაღაც ცაში. “ჰეე, მგონი მართლა მოფრინავს და პილოტი მთვრალია ეტყობა და იმიტოა, დალევის დროს რო იწყებს ხმაურსო”- არ დაამთავრა ნუგზარმა წინანადება რომ - “ეგეო, თეთრ მთებს შორის, კოღოსხელა სტაფილოსფერი ვერტმფრენი გამოჩნდა. დედა მოუააა!!! Kკიდე ერთხელ: დედა მოუააა!!! - წავიდე თუ არ წავიდე? და ნუგზარმა მიპასუხა: “შენთვინ ამოფრენილაღ ბჯოო, ჩიიცვ და სახლში წეედ, დედაშენ-მამაშენ გუუხარდებაად, ხო იიც გელოდებიან”, “წეედ! წეედ!”- Mაყვა გუნდი, გვარიანად მთვრალი ვარ და საოპერო არიად წარმოვიდგინე.
სოლისტი 1: წავიდეთ თუუუუ არ წავიდეეე?? საკითხავი აი ეს არიიიის!!!
სოლისტი 2: შენთვინ ამოფრენილა ღ ბჯოო, ჩიიცვ და სახლში წეედ, დედაშენ-მამაშენ გუუხარდებაააად.
გუნდი: წეეედ!!! წეეედ!!!
ვერტმფრენის ხმა უკვე იქაურობას აყრუებდა და უშველებელი თოვლის ნამქერი აეკრიფა, სმერჩივით სვეტად ექცია და ნელნელა ჯდებოდა. ვინ და რატო ჩამოფრინდა არ მახსოვს. ჩემს სახლში ვიყავი და რაღაცეებს ვალაგებდი, ჩემი ხელით გაკეთებული სასანთლეც ჩავაგდე, რამე საახალწლო საჩუქარი ხომ უნდა ჩამეტანა აქედან და ესღა მოვიფიქრე. რაღაცეები ჩავყარა, მათ შორის დაო დე ძინი, რამე რო იყოს გზაში წავიკითხავ, ფული კი მქონდა ტაქსით რომ წავსულიყავი თელავიდან თბილისში. ხელფასი ხომ კარგი მქონდა, როგორც რთულ რეგიონში მომუშავეს და სექტემბრის მერე ოთხი თვის მქონდა აღებული, აქ სად უნდა დამეხარჯა და ფინანსურად მხრებგაშლილი ვიყავი.
პილოტი ერთი ახალგაზრდა კაცი იყო - გოდერძა, ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ ლეგენდებს ყვებოდნენ მის მფრინავულ თავგადასავლებზე. სოფლის ხალხი დიდი ზარ-ზეიმით დახვდა ვერტმფრენს, ყველამ თავ-თავისი წილი ამანათი აიღო ბარიდან რომ გამოეგზავნათ.
ჩემთან ერთად ბარისკენ კიდევ ორი კაცი გამოფრინდა გზის ინჟინერი კერე,- კერე თუშურად, ისე ირაკლი და ვეტერინარი პატე, - პატე თუშურად, ისე პაატა და ერთი ქალი იყო, მაღაზიის გამგე რემედი, - რემედი თუშურად და ისეც რემედყ. რემედის შვილიშვილი - ჰაჰა, თოთხმეტი წლის გოგო - ლალე, ლალეზე ვერ მივხვდი თუშურადაც და ისეც ლალე იყო თუ არა, თან მთვრალზე - ლალეე, ლალეეე!!! - სულ ხუთნი და პილოტი გოდერძა. გოდერძა თონესთან მიიპატიჟეს, ერთი-ორი ლუკმა გატეხეო, ახალი წელი მოგვილოცეო. სამი ცხელი არაყი კიდევ დავკარით, უკვე ხუთი საათია დღის. გოდერძამ, წავედითო თუ გავფრინდითო, - “თორო ახალ წელს ცერზე მოგვიწევს შეხვედრაო” - და კიდე თითო დავკარით, - “წამსვლელ, დამრჩომებისა” - და ავიბარგეთ ვერტმფრენში, თვითონ გოდერძასაც ფეხი ერეოდა, თან უბრალოდ კი არა, ძალიან ერეოდა, - ძალიან მთვრალი ვიყავი და მაინც შევატყე. თან კოტორები გამოგვატანეს, - გამოგადგებათო. ვიღაცამ სამლიტრიანი ქილით არაყი ჩაგვიდგა, იქნებ მართლა მანდ მოგიწიოთ ახალი წლის შეხვედრაო, აბა ღმერთი თქვენსკენაო. ვერტმფრენში პილოტის გარდა ხუთი ადამიანი, ერთი შვიდი ჩანთა, ერთ ცარიელი ოც ლიტრიანი ხის კასრი, არყით სავსე სამ ლიტრიანი ქილა იდგა და ავფრინდით.

(გაგრძელება ქვემოთ)

Idea


Last edited by Admin on Tue Sep 14, 2021 9:45 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:27 pm

ბესო სოლომანაშვილი

ცერი

(გაგრძელება)

ილუმინატორიდან ისეთი ლამაზია თუშური სოფელი, ისეთი ლამაზი, თან როცა მთვრალი ხარ. თავიდან თოვლის ქარბორბალა აიწია, რომ ავედით და ავედით, სახლები დაპატარავდა და უსასრულო სითერეში ტყეების ზოლები და სახლების ნაწილებიღა ჩანდა, მზე ჩადიოდა და ყვითლად ღებავდა თეთრ მთებს, ზემოდან ჩანდა სხივები როგორ გამძვრალიყვნენ ხეებს შორის და თოვლზე ხეების ყვითელი ჩრდილები იდო- აჰა, ვამბობ არ გამომდისთქო, ვერ ვხატავ ამ ბუნების აღწერას, ვერა და არც ვეშვები, მაგრამ მართლა ეგრე ჩანდა და... ქვემოთ კიდევ მთვრალი თუშები სასაცილოდ დაბოდიალობდნენ თოვლზე და უკან წითელი ჩრდილები დაყვებოდათ. ხუთ წუთში სოფლები აღარ ჩანდა, თეთრ მთებში შევფრინდით, მერე პატარა ღრუბელში აღმოვჩნდით. “ცერზე დავლიოოთ” - იყვირა გოდერძამ და ვერტმფრენი ისე დაიხარა გვერდზე რო კინაღამ გადმოვცვივდით, დედა მოუააა!!! “რასა შვებიო კერემ?”, M”მე არაო - გოდერძამ, - ქარმაო, აბა გაუძლოთ, ცოტა ფინთ ქარში მოვხვდითო”, არ დავიჯერეთ, სანამ შვილები არ დაიფიცა და კიდე შეგვანჯღრია, “ვინც შიშისაგან ჩაიფსამს, იმას ბარში ნიფხვებს დავახვედრებო” და აგვატრიალა ქარმა, ძლივს გაასწორა ვერტმფრენის საჭე, მერე კიდევ მოგვიქნია, მზის სხივები შემოვარდნენ, გავარდნენ ვერტმფრენში. რემედიმ, - “კაცებო, აბა რაი გჭირთაო, თუ მოსაკდომები ვართ ახალ წელს სადღეგრძელოებით დავიხოცნოთო” - და წამოვაყენეთ ოც ლიტრიანი ხის კასრი, დავაყარეთ კოტორები, ყველი, პური და ყაღი. Gრემედიმ სანთელიც გამოაძრო ჩანთიდან. Mმოიცა, მეთქი და ჩემი სასანთლე ამოვიღე, გავჭედე სკამებს შუა და მივაკარით სანთელი. გოდერძამ პლასტმასის ჭიქები მოგვიყარა და პატემ ჩამოასხა... დედა მოუააა! ღმერთისა, ცისა, ახალი წლისა, “თუშეთისა არა ვთქვათოოო?”... გვიქნევს და გვიქნევს, ერთ ყლუპს რო დავლევთ ხუთს თავზე ვისხამთ, წითელი მზის სხივები შემოვარდებიან, ილუმინატორის მინებში გადატყდებიან, ბევრ ფერად გაიელვებენ, გავარდებიან, ერთხელ ისე დაბნელდა - დედა მოუააა!!!- გვეგონა საიქიოში შევფრინდით. თან ეს სანთელი არ ქრება, დალივლივებს ეგრე. დამშვიდდა ვერტმფრენი. გოდერძამ, - “ერთი ათი წუთი მშვიდად ვიფრენთ, აბა, დროზე-დროზე, თითოც ჩამოასხითაო”, უცებ იმ პატარა გოგომ, ლალემ პატარა გარმონი არ ამოიღო ჩანთიდან? ეტყობა ძალიან ეშინოდა და გული უნდოდა გადაეყოლებინა. წავიდა თუშური სიმღერა, კი გვანჭყრევს ქარი, მაგრამ ისე არა რო თავზე დავიქციოთ არაყი და ლუკმა პირს ავაცილოთ, - “თუ ვკვდებით ესეო”, “...და მოოდ, სიყვარულს გუუმაჯოსაო”, “მოოდ, ესე სიკვდილს გუუმარჯოსაო”, “მოოდ, ვის სახლის ნანგრევებზე ჭინჭარ ამოსულიყოს- იმათაო”, “მოოდ, მეგობრობასაო, იახლ აქ რო დავრჩეთ ხო სამუდამო მეგობრებად დავრჩებითაო, ამ თოვლიან ხევხუვებშიო”, “მოოდ, ჩვენს ოჯახებსაო, რო გველოდებიან ახალ წელს და რო არ იციან სადა ვართო”. Eეჰ, მამი-დედი, მელოდებით ნეტა? რა იცით სადა ვარ, ხო ინერვიულებდით, არა, გადაირეოდით ნერვიულობით. რამდენადაც პლასტმასის ჭიქებს მიჭახუნება შეუძლიათ, ისე ვუჭახუნებთ, “ქალაქელოო, მოოდ შენი ოჯახის თამადობით, ჩვენ ოჯახებს გაუმარჯოს, დედა დ მამა ხო ცოცხლებიო?”, “მააშ”- მეთქი, “ჰოად, მოოდ, იმათ გუუმაჯოსავ, ექეთ რო გამოგიშვეს და იახლ ნატრულობენ ეე, ქალაქელ კაც ჩახვალ თუ არაო?”, “თქვენი ოჯახების თამადობითა”- თქო, ვუპასუხე და გადავხუხეთ, მოვიტეხე პური, მივაყოლე ყველი და დედა მოუააა!!! აიქნია ისევ ვერტმფრენი, გადამცდა ნამცეცი, გოდერძამ, “აბა ერთიც გაუძელითაო დ მემრე გავძვრებითად ცერზეც დაგალევინებთაო, ღმერთისად ახალი წლისასაო”. იქნევს ვერტმფრენს. მე ვახველებ, კერე ზურგზი მირტყამს, ლალე მღერის აყირავებული, ჭიქები საიდან სად ცვივა, ვის კოტორი ხვდება, ვის პური, ვის ყაღი, ვის სხვისი ჩანთა, ვის საკუთარი. პატეს არყის სამლიტრიანი ჩაუბღუჯავს და ისეა გამაგრებული, არც ღელავს სითხე ქილაში. სანთელი, კიდე, ჩემს სასანთლეზე არ ქრება, მიქრი-მოქრის ალი.Dუცებ თითქოს დიდ ორმოში ჩავარდაო, ჩაიქნია ვერტმფრენი, გასწორდა და ერთ წამში დამშვიდდა. რაც ძირს ეგდო, ხო ეგდო და რაც ჰაერში იყო, სათითაოდ დაგვეყარა თავზე…- დედა მოუაააა!!! დაწყნარდა. “მორჩა” - გამოგვძახა გოდერძამ, - “იახლ მეც დამისხით, იერთ ცერზე დავლიოთად და მერე ათ წუთში ბარში დავჯდებითაო”. შეაწოდეს, - “ჩვენ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ესეთში მეორედ მოვხვდი ათი წლის განმავლობაშიო, თქვენი არ ვიცი მაგრამა, ბარში მეკი დამჭირდება ნიფხავის გამოცვლაო”. გადაჰაკრა არაყი და ვერტმფრენი ხევებიდან ნელნელა მაღლა აფრინდა, მიუახლოვდა ყველაზე მაღალი კლდის წვერს და გოდერძამ, - “ეს ბალღებო, ცერია, ემის ძირში რამდენჯერ გაგივლიათ მანქანითო?”. ქვემოთ მართლა ეტყობოდა, რომ მანქანის გზა იყო, ოღონდ თოვლით ძალიან დაფარული, ისე რო მიწის ერთი პატარა ლაქაც კი არ ჩანდა, ჩამავალი მზის სხივები უკვე ძალიან აწითლებდნენ თოვლს, აი სუულ წითელი თოვლი, გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ ლაქები, მე არ ვიცი ჩამავალი მზის სხივები მოყირჭებული სილამაზეა თუ რა? მაგრამ ეს მართლა ისეთი სილამაზე იყო, ხმა ჩაგვივარდა ყველას, “ეეეო! რას გაჩუმებულხართო, ბალღებოოო, ხუთი წუთი გვაქ დროოო... მეტს ვერ გავაჩერებო”. ვერტმფრენის კარი გაააღო გოდერძამ და თოკის კიბე გადააგდო, “ჩამაასხითო...” ვერტმფრენი გაჩერებულია ცაში, აი ეგრე ჰკიდია, პროპელერი ტრიალებს, მივასკდით კარებს, კაცები და რემედი “ღმერთის მადლ შაგვეწიოსავო, ახალ წელს გილოცავთოდ”, - თქვა გოდერძამ და ჩაუყვა და ცაეკიდა კიბეზე... მიარტყა ფეხი თოვლს, დატოვა პატარა კვალი, - გადაჰკრა, ამოვიდა არყით გაწუწული. გვწეწავს პროპელერის ქარი, არაყს წვეთებად გვასხავს სახეში. “თუშეთს გაუმაჯოსავოო, აბა ბედნიერი ახალი წელიო”, - ჩაეკიდა პატე, დაჰკრა ფეხი თოვლს, დაამჩნია კვალი. Eხლა მე ვდგევარ კარებში, ქარი მასხამს არრაყს, “აბა ჩვენ ოჯახებს გუუმაჯოსავ-მეთქი, მოვაქციე თუშურად, - ვინც გვაცილებსა და გველოდება დ და დამდეგი ახალი წელისათქო” - დავეშვი მე, ქარი ცივი ნემსებით მიჩხვლეტავს სახეს, თოვლს ფეხი დავადე, სადაც ჯერ არ იყო ფეხი დაკრული, ჩემი ნაფეხური დაეტყო და გადავკარი, - დედააა მოუააა!!! ნამქერმა ეგრევე გადაშალა ნაკვალევი, რაღაც გუგუნი გავიგე. U
უუჰ, შემცივდა, ვერტმფრენში დავჯექი, ჩამოვიბერტყე თოვლი, სახე სველი მაქვს, გაყინული. კერემ, - “სიყვარულისა იყოსაო, ყველაფრისაო - ქალისაო, მშობლისაო, ძმისაო, სამშობლოსიო, ბედნიერი ახალი წელიო” – ჩავიდა, ალბათ იმანაც დაჰკრა ფეხი. ამოვიდა. რემედიმ, - “მე არა, რეებს ლაპარაკობთ, კაცები ეყოფით ამ ამბავსაო”, გუგუნი გავიგეთ, გოდერძამ კარი მოხურა, საჭეს დაუჯდა, გადაიხედა - “ბალღებო გიიდიხედეთა, როგორი ზვავი წავიდაო”, ილუმინატორებს მივასკდით, ხევ-ხუვებში თოვლი ფერდებიდან ფენებად იშლებოდა და გუგუნით ქვემოთ მიდიოდა, საშიში და ლამაზი სანახავი იყო, მზე გადაცდა წვერებს, უკვე ლურჯი იყო ყველაფერი, აიწია ვერტმფრენი, ხუთ წუთში უკვე განათებულ სოფლებს ვხედავდით, საღამოს შვიდი საათი იყო.
მშვიდად მივფრინავდით, აჟიტირებულები ვიყავით. გამოვფხიზლებულვართ. თითოც დავასხით, გოდერძასაც შევაწოდეთ, სანთელი ისევ ენთო, არ ჩამქრალა. ბოლოსკენ იყო უკვე, სანთელ-საკმევლისა ვთქვით, სულაც ამან გადაგვარჩინაო. გაწელა გარმონი პატარა გოგომ, დედა მოუააა!!! სითბოსგან და სიყვარულისგან და რომანტიკისგან და ახალი წლისგან კინაღამ ავტირდი, რემედიმ ვერ გაუძლო და ცრემლები ჩამოყარა, - “რამე რო დაგვმართოდაო, რა გიჟები ვართ ეს ქართველები და ნამეტნავად თუშები, აბა ესეთ რამეს უცხოელები ხო ვერ იზამენო”, - ჩანთიდან სანთლების შეკვრა ამოიღო და თითო-თითო დაგვირიგა. მერე ერთიც დალევაც მოვასწარით, გოდერძამაც გადაკრა და კიდევ შევიბრუნეთ სიმთვრალე.
ვერტმფრენი თელავის აეროპორტში დაჯდა. აეროპორტში ბევრი უცხოელი ტრიალებს, ტურისტები არიან ათი-თორმეტნი იქნებიან და მასპინძელი ჰყავთ ვიღაც პარტიული მუშაკი – ადმინისტრაციიდან - თვითონ ესე ეძახის თავისთავს, სახელი და გვარი არ თქვა, ადმინისტრაციიდან ვარო და მორჩა. ჩამოვბარგდით ჩამოვყარეთ ტვირთი ვერტმფრენიდან, უცხოელები და ადმინისტრაცია გახარებულები არიან, თბილისში მიფრინავენ. Mმე ტაქსისკენ წავედი, გოდერძამ დამინახა, - “ბალღოო, აბა საით მიდიხარ, ემათ რო სულ გადამივსონ ეს ფრინველი, მე შენ აქ დაგტოვებაოო?.. აბა, უკან ვერტალიოტში და შენი ხმა არ გავიგოო?!”, მე ჩანთა უკან შევაგდე, ადმინისტრაცია გოდერძასთან მივიდა ჩემსკენ გამოიხედე და რაღაცას ჰკითხა, გოდერძამ არც აცხელა არც აცია, - “ეგ ბალღი ჩემთან ერთად მთაში ცერზე იყო, თუ გინდაა ამ ბიჭს გამოვაყოლებ ემაგ შენ უცხოელებს, თუ არა და ეს ბიჭი თბილისში უნდა ჩავაფრინო და ემაგ შენ უცხოელებს თუ არ აწყობთ, ნუ წამოვლენო”. ადმინისტრაციას ხასიათი გაუფუჭდა, აიმრიზა, მთვრალი ხარო უთხრა გოდერძას, გიჩივლებო, - “ჰოდა, რახან მთვრალი ვარ, ფრენის უფლებაც არ მაქ, ამდენ ხალხ ვერ წავიყვან, აი, მთათუშეთის სკოლის მასწავლებელს კიდე აუცილებლად უნდა წავიყვანო, მთავრობის დავალებაა - თუშ ბალღებს ასწავლის... შენი სტუმრები რომელიმე ასწავლი თუშ ბალღებს? ძაან ძვირFასი პესონალია, განათლების მინისტრი ელოდება ახალწელს და კანონის დავარღვევა მიწევსო, ის თქვენი მოსამართლე კიდე ფრენა-ფრენით გამომეკიდოს ქალაქამდეო” - სიბრაზე დაეტყო გოდერძას. ადმინისტრაცია დაიბნა, ისე უტიფრად იტყუებოდა გოდერძა, მგონი დაიჯერა. “აბა, მე რა ვქნაო, ნაბრძანები მაქ ამათთან ქართველმა არავინ არ იმგზავროსო”, გოდერძამ კიდე, ბოდიშით და - “აი ამ ჩემ ყლესაო”, - მიახალა. “არ გინდა აგე ტაქსით წავალ, ფული მაქთქო” - ვთხოვე გოდერძას. ”ბალღოო, შენ ემანდ დეეტიე, თორე ვიტყვი, რო მასწავლებელი ცერებზე ლოთობსად, სვამსაო... თან კიდე პრინციპის ამბავია, გიგეე, ემათ მთის პატივისცემა ვერ ვასწავლეო?!” - დამტუქსა, გამეცინა. ადმინისტრაციასთან მივედი, დალაპარაკება მინდა, უცებ საიდანღაც გამოჩნდა კერე, გამწია, ინჟინერი კაცი იყო, განათლებული, - “თქვენ ხო არაფერი გეშლებათ, წამო ეხლა მე დავრეკამ შენ ხელმძღვანელობასთან, გავერკვევი სტუმრების გამო ესეთ სპეციალისტს, ქართული მთისთვის თავგანწირულს ქუჩაში ახალ წელს როგორ ტოვებთო?” ადმინისტრაცია დაიბნა, თან სჯერა ჩემი მნიშვნელობის, თან არა. Mმოვიდა რემედი, - “ხო გითხარით, ბალღებო, ამას უცხოელები ვერ გაიგებენ და არც ქართველები არ აფასებენო”, - გადაირია ადმინისტრაცია, ნერვიული ლაპარაკი დაიწყო ხმამაღლა. უცხოელები დაინტერესდნენ, რა ხდებაო, პოლონელები აღმოჩნდნენ, რუსულად ლაპარაკობდნენ, ადგა პატემ და როგორც რუსეთში ნაცხოვრებმა და კარგად მოლაპარაკემ, აუხსნა, აი, თქვენი გულისთვის ასეთიდაასეთი კაცი თბილისში არ მიჰყავს ადმინისტრაციასო. ადგნენ ეს პოლონელები და ჩამოზიდეს ბარგი, არც ჩვენ მივფრინავთ მაშინო. ატირდა ადმინისტრაცია, ოღონდ მართლა ატირდა, ეს არავინ გაიგოს და წადით, გაფრინდითო. გოდერძა მივიდა, ცხვირი ცხვირთან მიუტანა და ხმამაღლა უთხრა: ”ბალღო, არ გინდოდა რძე და ყველიო- და გაგრძელება ყურში უჩურჩულა. ადმინისტრაცია გაცხარდა. არა, გაწიწმატდა და გაიქცა.
ავედით ვერტმფრენში, კერეს, პატეს და რემედის დავემშვიდობე, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს, რემედიმ კიდევ ერთხელ იტირა, ლალემაც. ჩვენ კაცურად შევიკავეთ თავი. მერე კაი ორი საათი ველოდეთ საწვავის ჩასხმას, გოდერძამ წაძინებაც კი მოასწრო და სტუმრებიანად და ჩემიანად აფრინდა.
თბილისში ნახევარ საათში წუთში დავფრინდით, პოლონელები მოწიწებით მექცეოდნენ, სამლიტრიანში დარჩენილი იყო არაყი და გოდერძამ და მე შევთავაზეთ - აქაური ტრადიციაა, ცაში თუ ხარ უნდა დალიოო და არცერთს ოდნავი უარიც არ უთქვამს, წამში თორმეტი ტურისტული ჭიქა სამლიტრიანის პირას მოდგეს, ცოტ-ცოტა განაწილდა. რაღაცა დაიძახეს პოლონურად, მერე მკითხეს გილოცავთ ახალ წელს როგორ იქნება ქართულადო, რო ვუთხარი, იწვალეს, იწვალეს და არჩიეს მარტო “გილოცავთ” ეყვირათ. კარგად გამოუვიდათ - გილოოოცავთ!!! და თბილისშიც დავჯექით. იმათ მანქანა დახვდათ, მე კიდე გოდერძა გადამეხვია: “ხო იცი ბალღო უკვე ძმადნაფიცები ვართ, ცერზე ერთად ვართ ნადგომიო” - დავემშვიდობე და გამოვედი აეროპორტის წინ, ვაააჰ, თბილისი, დედა მოუააა!!!
ტაქსის მძღოლებს ფასები გაეორმაგებინათ, ახალი წლის წინ იციან ამათ, მაგრამ რა იცოდნენ რომ მე ჯიბაში ფული მქონდა. მივედი ერთთან, ისეთი თანხა მითხრა, გაორმაგებულზეც კი გვარიანად ბევრი იყო: ”რა შემამჩნიე ეგეთი რო, ადვილად მომატყუებ მეთქი... შენ ბიჭო რაღაცა შეგეშალა ეტყობა და აბა კარგად იყავითქი”, “რამდენს გადაიხდიო, ჩვეულებრივი თანხა ვუთხარი”, “ვიცი აქედან რა ღირს ვიციო, კარგიო რააოო, ჩემი დედა მოვტყანო...” - დედა მოუუუააა!!! რამდენი ხანია არ გამიგია ესეთი ლაპარაკი, თუშები ჰა-ჰა “შენი” თქვან, თორე “ჩემი დედაო” აბა როგორ იტყვიან, პირველად, რომ ჩავედი, სუფრაზე, პირდაპირ, როგორც მთას შეეფერება, მომახალეს: “შენც ისეთი ხო არ ხარ, აქ იყო ერთიო, სულ ჩემი დედას იძახდაო... საკუთარ დედასაო, კაცო... და გაგვიკვირდა კია, მაგრამა ჩვენც უთხარით, შენი დედაო...…ეწყინაო, ესეც გაგვიკვვირდაო... თითონ თუ აგინებს, ჩვენგან რა ეწყინაო, გეგვებღინძაო და მოგვაგინაოდ, შემოგვებერტყაო... იმი დუხი აღარ გვინახამსო”. Mმართლა დიდი ხანი აღარ გამეგონა და გადავეჩვიე, ალიყურივით მომხვდა ყურში. Hსად გავჩერდი? ამ ტაქსის მძღოლმა: ”ჩემი დედა მოვტყან, ორმაგ ფასში მიჰყავთ ამ ახალი წლის წინ და მოდი, რაც საერთოდ ღირს, იმის ნახევარი მაინც დაამატე და წავედითო”. უკვე ღამის ღამის თერთმეტის ნახევარია, ჩავბარგდი და წავედით.
დაიწყო საუბრები ტაქსური, უცნაური მძღოლი იყო: ვიცი ორინსტიტუტდამთავრებული; ვიცი ნაციხრები; “ცეხები”, რომ ჰქონდა რუსეთში -ესეთებიც ვიცი; ორი ცოლი რომ ყავს და სამი საყვარელი ისეთიც; ვიცი საშინელი მექალთანეები დეტალურად, რომ ყვებიან ერთი საათის წინ, როგორ უთხრა ქალმა რომ ფული არ აქვს და როგორც უნდა ისე მოემსახურება და როგორ მოემსახურა; ისეთებიც ვიცი, რომ ჩაუჯდნენ, დასაყაჩაღებლად და ისეთები ქნა იარაღიანებთან, რომ ვინ სად გარბოდა ვერ დაინახა; ისეთებიც კარბურატორმა რომ გაუჭედა, ხელოსანმა რო მოატყუა და რომ მერე, შეუსრულა იმ ხელოსანს. მაგრამ ესეთი პირველად შემხვდა, მეტყობა დიდი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ, გადავეჩვიე: ყველაფერს ასე იწყებდა,-“... ამ ახალ წელს, ჩემი დედა მოვტყან, ეხლა იმას ვეჯექი, სერიალი როა იზაურა, უყურებ, ჩემი დედა მოვტყან? ის ნაგლი ხუანი ჩემი დედა მოვტყან... გინებასაც კი ვიგებდი მაგრამ, ვინ იზაურა, ვინ ხუანი, რატო? ვერაფრით ვერ მივხვდი. “ეგ რო იწყება, ქალაქში ქრება კლიენტი, ჩემი დედა მოვტყან” - ბრაზდებოდა. ვიღაცის გამო კლიენტი რო ქრება, წესით ან იმ ვიღაცას აგინებ, ან კლიენტს, არა, ეს დაჟინებით საკუთარ დედას აგინებდა. ნეტა როგორი დედა ჰყავს, გამიელვა თავში აზრმა და წარმოვიდგინე: ეხლა ეს სადღაც ოცდაათი წლის იქნება, დედამისი, კავკასიური საზომებით, სულ ცოტა, ორმოცდაცხრა-ორმოცდაცამეტის მაინც უნდა იყოს. არაა, მე არა, თვითონ მიხედოს დედამისს, ნამეტანია. ბევრი მელაპარა ამ იზაურაზე, ვერაფრით მივხვდი რაზე იყო საუბარი, თან მუდმივად ინცესტის აკომპანიმენტით…და მე ერთხელაც არ ამომსკოდომია აღფრთოვანება - დედა მოუააა!!! Aაი, ერთხელაც.
როგორც იქნა მივაღწიეთ ჩემს სახლს. აეროპორტი ქალაქის ერთ ბოლოშია, ჩემი სახლი მეორე ბოლოში, თითქმის ერთი საათი მოვუნდით, უკვე ოცი წუთი იყო თორმეტის, გადავუხადე საახალწლო დანამატით და დამდეგს მეთქი, იმანაც, დამდეგს გილოცავო და კიდევ ერთხელ ასიამოვნა დედამისი. დაძრა, მოიცა-მეთქი გავაჩერე: “კაცურად, იზაურა ვინ არის?” - ვკითხე.
იზაურა არის რევოლუციონერი, ღარიბი-ღატაკი ბრაზილიელი გოგო, ფაზენდაზე მონა, რომელიც გაუბედურებულ ქვეყნებში ჩადის და ასწავლის როგორ უნდა იყო ბედნიერი, როცა ხარ უბედური, და იმ ქვეყნების ქალებიც და კაცებიც სხვისი ბედნიერი ცხოვრებით ხდებიან ბედნიერები, როცა არიან უბედურები, აი ესე ყოველდღე უყურებ ტელევიზორში ამ საწყალი გოგოს ცხოვრებას, როგორი უბედურია შენნაირი ფაზენდის მონა და მერე როგორ ბედნიერდება ისე, რომ შენც გგონია, რომ შენც ბედნიერდები და მერე უიმისოდ აღარ შეგიძლია, იმიტომ რომ ერთხელაც ხო შეიძლება შენ იყო ისეთი ბედნიერი. Aაი, სულ ცოტა გაკლდება ამ ბედნიერებისთვის და იქნებ იზაურასნაირმა გოგოებმა გასწავლონ, ზიხარ და ყოველდღე უყურებ ტელევიზორს, ის კი არა ელოდები ყოველდღე, როდის გამოჩნდება, ანუ ჩემი ტაქსის მძღოლის ლექსიკით რომ გითხრათ: ”ჩემი დედა მოვტყან, მთელი ქვეყანა შეჯდა რა, კაი მორფინისტივით ტოო, ბებიაჩემი დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და, ჩემი დედა მოვტყან მეც ვუზივარ, მაგრა მაინტერესებს ის თესლი ხუანი რას იჩალიჩებს... ბიჭო და შენ ვის მხარეზე ხარ, მამამისი ხო უფრო კაი ტიპია, ჩემი დედა მოვტყან, თან ქალია რა, უნდა მოუყომაროო...”, მე რა თქმა უნდა ვერ უთხარი ვის მხარეზე ვარ და ყურადრებით ვუსმენდი და გულში ვფიქრობდი, რომ მართლა ამის დედაც... და ჩემ სახლთან მივედით, ფული გადავუხადე როგორც ვთქვი, ახალი წელი მომილოცა და დედამისი კიდევ ერთხელ ასიამოვნა, რომ მიდიოდა გავაჩერე და ვკითხე: “იზაურა ვინ არის?”.
პასუხი: “რააა, ჩემი დედა მოვტყან? არ გინახავს ტოოო... აბა ...მოიცა, მაგოიმებდი ჩემი დედა მოვტყან... მეღადავები ბრატ?” - სიჩქარის ბერკეტი აგრესიულად გადაწიე და ღმუილით დაძრა მანქანა.
მერე კი გავიგე პირველი ბრაზილიური საპნის ოპერის გამაოგნებელი ამბები საქართველოში, მაგრამ მართლა ხო არ ვიცოდი და რა ვქნა, გავაბრაზე მძღოლი.
უკვე თორმეტის ოცი წუთია, ახალი წელია, ჩემი სახლის სადარბაზოსთან ვდგევარ, დედა მოუააა!!! სახლში ვარ, ცივა მაგრამ ერთი იდეა მომივიდა, სასანთლე ამოვიღე, წამოყოლილი სანთელი დავამაგრე და ჩემი კორპუსის წინ სიბნელეში დავჯექი, შემთხვევით გამოვლილ მეზობელს რომ არ დავენახე ამ ახალი წლის წინ, ან სულაც მამაჩემს, დედაჩემს ან ჩემს ძმას, ხომ შეიძლება მაღაზიაში არიან გასული ამ ახალი წლის წინ, ან ნაძვის ტოტის მოსატანად. სიურპრიზს ვუმზადებდი, ხომ ვიცი ყური და თვალი კარისკენ აქვთ. ჩამოვალ თუ არა? თავისთვის ნერვიულობს ოთხივე, მე კი უკვე აქ ვარ. აი ასე, მეღიმება თვითკმაყოფილს. დრო ნელა გადის, ცოტა კი შემცივდა მაგრამ ღირს. თან ამ ახალ წელს არ ცივა, მაგრამ მაიც ზამთარია. დაველოდები და გახდება თუ არა ახალი წელი, ატყდება თუ არა შედლუხების გრუხუნი და იმედი გადაეწურებათ თუ არა, ეგრევე ზარს დავრეკავ. დედაა მოუააა!!!
უკვე 25 წუთი უკლია ახალი წლის დადგომას. ვიღაცეები მოვიდნენ, ესენი ჩემს ზემოთ ცხოვრობენ, დატვირთულები არიან - მამა და უფროსი შვილი, ლიფტით არიხინდნენ. ფანჯრიდან ისმის ცნიბილი საახალწლო ფილმის ხმა. თხუთმეტი წუთი რომ დააკლდება, დაიწყება საინფორმაციო გადაცემა “მოამბე” და დაიწყებენ მოყოლას, როგორი წარმატებული მშრომელები ვართ და როგორ ვჯობნით დანარჩენ მსოფლიოს. ეს ჩემი მილიციელი მეზობელია, მეცხრეზე ცხოვრობს, ყველაზე გამძღარი მეზობელი ჩემს სამეზობლოში, დიდი თანამდებობის კეთილნაზარდი მილიციონერია, მეზობლებს ეხმარება ხოლმე და თვითონვე ავრცელებს ჭორებს როგორი პატიოსანი სამართალდამცველია. ზუსტად ათი წუთი ალაგებენ ის და მისი მძღოლი მანქანიდან ფუთებს. ფანჯრიდან საინფორმაციოს დაწყების მუსიკა ისმის, თხუთმეტი წუთი უკლია ახალი წლის დადგომას, ეს უბედური მძღოლი თავქუდმოგლეჯილი უნდა გაიქცეს თავის სახლში. Eეგრეც ქნა, აჰყვა მეცხრე სართულზე თავის უფროსს, ჩამოვიდა უკან სამ წუთში, ჩახტა მანქანაში და ისე დაძრა მანქანა, მტვერი კაი ხანი იფანტებოდა. კეთილნაზარდი პოლიციელის ოჯახი კი სახლში შეხვდება ახალ წელს და მერე ისევ გამოიძახებენ ამ უბედურს, რომ წაიყვან-წამოიყვანოს, აბა, ხომ უნდა დალიოს ამ პატივცემულმა გვამმა.
უი, ლიკა, ეს გოგო ორი წლის წინ მიყვარდა. ჩემსიმაღლე ვარდები მივართვი ერთხელ. ეხლა ეტყობა მეგობრებთან იყო და სახლში მიდის, რომ მშობლებთან ერთად შეხვდეს ახალ წელს, მერე ისევ უკან დაბრუნდება. მგონი ცოტა ეხლაც მიყვარს, ისეთი თვალები აქვს და ისეთი... შეყვარებულზე ნეტა იძახიან კარგი ძუძუები აქვს და ტრაკიო? Mმე მეგობრებთან ვერ ვიძახი, არადა მართლა კარგი ტრაკი და ძუძუები აქვს. ბაათქ! გაისმა პირველი ნაადრევი შედლუხის ხმა, მერე კიდე, მერე კიდე.…აი, ტელევიზორიდან გაისმა საახალწლო ზარების და გონგების ხმა, - გილოცავთ ახალ წელს!! Dდედა მოუააა!!! მთელი ცა გაშედლიხებულია,…ანათებს ყველაფერი, ამოვიღე ჩანთიდან სასანთლე, მივაკარი რემედის ნაჩუქარი სანთელი, ავედი ხუთი სართული, მოვუკიდე სანთელს. შიგნიდან ჟრიამული ისმის, - დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი ძმა - და ზარი დავრეკე, ვდგევარ ეგრე, ახალი ჩამოსული მთიდან, დილიდან ნაარყალ- დაპურებული, ნაფრენ-ნაზვავარი, შეშინებულ-აჟიტირებული, ხან უცხოელებს ადმინისტრაციას და ხან ტაქსის მძღოლს გადარჩენილი. ნაიზაურალი, დაღლილი, რომანტიულად სანთელ-სასანთლით ხელში. ვიღიმი. კარებთან ხმაური ატყდა. დედაჩემი: აი, აი მოვიდა, ხო ვამბობდი! მამაჩემი: მოვიდა არა ისა, შობელძაღლი... რა უნდა ეხლა?! ჩემი ძმის წამოძახილი, ბებიაჩემის ამოკვნესა.Kკარს აღებენ, ვდგევარ, ბედნიერად გაღრეჭილი, - გილოცავ! - ვეუბნები, სანთელი ლიცლიცებს, დედაჩემის გაბადრული სახე, ცრემლი. ბებიაჩემმა, - შვილოო!, ჩემმა ძმამ, - ეეო, როგორ მოახერხეო?!
მამაჩემმა მიყურა, მიყურა, მე კიდე მთელი ჩემი გამომეტყველებით ვეუბნები - აი როგორი ამაღლებული და რომანტიული ვარ-თქო, დააფასე-თქო. ჯერ ჩაიცინა, თან გაბრაზდა და: უუხ, შენი დედა მოვტყან შენი - მაჯახა, - შემოეთრიე.
დედაა მოუააა!!!

2014


Idea


Last edited by Admin on Tue Sep 14, 2021 2:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:29 pm


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა პალიტრა L
* Jun 14, 2021

თანამედროვე ქართული “ომის პროზა” - 14 მწერლის 14 მოთხრობა საქართველოს უახლეს ისტორიაში გადატანილი დაპირისპირებებისა და ომების, მათში მონაწილე ადამიანების, მსხვერპლის, აღმოჩენების, განცდებისა და ზეგავლენის შესახებ კრებულში “შიშის საათი”.

"შიშის საათი” ორნაწილიანი ანთოლოგიის პირველი ნაწილია, რომელსაც სახელად გელა ჩქვანავას მოთხრობის სათაური ეწოდა.

კრებულის შესახებ რუსთავი 2-ის დილის ეთერში საუბრობენ შემდგენელი, მწერალი შოთა იათაშვილი და კრებულის ერთ-ერთი თანაავტორი, მწერალი ბესო სოლომანაშვილი.


ბმული:
* https://youtu.be/dmJjPmBbqIA

Idea


Last edited by Admin on Tue Sep 14, 2021 8:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:33 pm

ბესო სოლომანაშვილი

ყველაზე ძვირფასი

ბესო სოლომანაშვილი, პროზაიკოსი: „ჩემთვის გურამ დოჩანაშვილი მარკესის გმირი იყო - აი, ძალიან მოხუცი კაცი რომ არის, უშველებელი ფრთებით...
ერთხელ თეოლოგიური ფილმი გადავიღეთ. არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გურამ დოჩანაშვილმა ნახა და მოეწონა. შემთხვევით შევხვდით სადღაც ღონისძიებაზე. უცებ იღებს თავის ორტომეულს და მაწვდის. ფილმი მომეწონა. სხვა არაფერი ძვირფასი არა მაქვს და ამას ხომ მიიღებო. ამას მეუბნება „სამოსელ პირველზე“ და „მოთხრობების კრებულზე“, თავისი ხელმოწერით. ეს ისეთი გამაოგნებელი იყო...
„სამოსელი პირველი“ ჩემთვის ძველი და ახალი აღთქმის ქართული მხატვრული ტექსტია. საბჭოთა კავშირი ვერც მიხვდა, რომ უნდა აეკრძალა. თან იმდენად უყვარდა დოჩანაშვილი მკითხველს, რომ კომუნისტები ამასაც ერიდებოდნენ. ეს იყო კაცი, რომლის გამოც შეიძლებოდა პატარ-პატარა რევოლუციები მომხდარიყო“.

Idea


Last edited by Admin on Tue Sep 14, 2021 8:52 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 12:39 pm


ნამდვილი ამბავი | ბესო სოლომანაშვილი
* Mar 1, 2021

"თვალსა და ხელს შუა ვატყობდი, რომ ჩემთვის რაღაც მართლა ძალიან ემოციური მებადებოდა... რეალურად ძალიან გაბრაზებული ვწერდი" - ბესო სოლომანაშვილის ნამდვილი ამბავი

ბმული:
* https://youtu.be/0ZqGd8EfxaU

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 7:48 pm

ელა ოდიკაძე

მამები და შვილები

ბესო სოლომანაშვილი, ზამორა (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2007.

ქართულ ლიტერატურაში იყო ე.წ. ხელშეუხებელი თემები. XX საუკუნემ ფაქტობრივად ისე გაიარა, რომ ამ თემებს მწერლები არ შეხებიან. საქმე ისაა, რომ 90-იან წლებამდე საბჭოთა ცენზურა ინერციით ინარჩუნებდა ძალას, ამის შემდეგ კი ქვემეხები გრუხუნებდნენ და მუზები სდუმდნენ.
თუმცა სხვაც უნდა ითქვას: მწერლები ამ წლებშიც წერდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უაღრესად კრიტიკულ მომენტებშიც არ გაჩერებულან (მაგონდება შოთა იათაშვილის “ავადმყოფი ქალაქი”. ეს მოთხრობა თბილისის ომის დროს დაიწერა და თითქოს ამ მოვლენის შემზარავ ექოს გამოსცემს). საბოლოოდ, ცენზურა ჩვენს ცნობიერებაში ხელშეუხებელი თემების შეხებამ მოხსნა. წყალს სადინარი უნდა მისცემოდა და მიეცა კიდეც.
ბესო სოლომანაშვილის “ზამორა” სწორედ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა. ქვემეხების გრუხუნი, ალბათ, არა იმდენად პასიურობის გამომწვევი იყო, რამდენადაც დაბნეულობის. მწერალი წინამდებარე მოთხრობის მეშვეობით XX საუკუნის კატაკლიზმებს ეხმაურება: ზამორა უფროსი და ზამორა უმცროსი – ერთი საუკუნის ორი სრულიად სხვადასხვა ომის მონაწილე.
ბესო სოლომანაშვილი უფროსი ზამორას მეგობრის, ალექსანდრეს პირით მოგვითხრობს ამბავს. თხრობა არტაშას დუქანში მიმდინარეობს. ბოჰემური გარემო და წარსულის მტკივნეული მომენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და თავისებურ ინტიმს ქმნის.
ზამორების (წარმოშობით ესპანელები არიან) სისხლის ყივილი, ვაჟკაცური ჯიში და მოდგმა თვალსაჩინოდ აღიბეჭდება ალექსანდრეს მონაყოლშიც.
ბესო სოლომანაშვილის ოსტატობას ავლენს ფაქტობრივი მასალის წარმოსახვასთან დაკავშირება. ჯერ ერთი, მწერალმა კარგაც იცის ტოტალიტარული სახელმწიფოს ატმოსფერო, კონკრეტული რეალიები, ტიპაჟი, მათი მეტყველება. ალექსანდრეს ცხოვრება (ისევე, როგორც ზამორების) იმ ავტორიტარული რეჟიმის პერიპეტიებთან არის გადაჭდობილი, რომლებმაც ათასობით ადამიანის ბედი დაამახინჯა და გაამრუდა.
გარდა ამისა, ავტორი თავიდანვე იშველიებს თხრობის ისეთ ინტონაციას და ფორმას, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების თუნდაც ყველაზე უფრო უხეში გამოვლინებები, ყველაზე სასტიკი შტრიხები დამაჯერებლად და ძალდაუტანებლად შემოდის ჩვენში.
ბესო სოლომანაშვილმა იცის ერთი რამ: თხრობის ასეთი ფორმა ცხოვრებისეულ მასალას სრულიად თავისებურად განაფენს, აქ მთხრობელის სუბიექტივიზმი ერწყმის რეალობის აუხსნელ და უცნაურ ფაქტებს და თავისებურ სიმბიოზს ქმნის. სამხედრო გამომძიებლების, ჩეკისტების ისტორიები არა მხოლოდ პირადი, არამედ სამსახურებრივი წვრილმანი დეტალებისგან შედგება, რისი ცოდნაც მწერალს ნამდვილად სჭირდებოდა. ყოველივე ეს წარსულის რეალობიდან უნდა აეღო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. ამის კარგი მაგალითია მოთხრობაში აღწერილი მხატვართა ტილოების ეპიზოდი. ამ ეპიზოდში არა მარტო ალექსანდრეს, გრიშას და ზამორას პიროვნული თავისებურებები ჩანს, არამედ მთელი ტოტალიტარული ეპოქა, რომელიც მზაკვრობაზე და ძალადობაზეა აგებული. ასეთი ქვეყნის სამსახურში პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე სინდისის მქონე ადამიანები ცდილობდნენ რთულ ვითარებაში სამართლებრივად და ზნეობრივად ყველაზე ოპტიმალური გზა გამოენახათ, რათა სხვა არ დაეზიანებინათ და საკუთარი თავის გადარჩენაზეც ეზრუნათ. ალექსანდრეც სწორედ იმ ამბებს ჰყვება, სადაც ხაფანგიდან თავდაღწევის ათასგვარი გზებია მონიშნული.
ამ ხაფანგში სხვადასხვა თაობები მოხვდნენ, ამიტომ აქ მამათა და შვილთა პრობლემაც ბუნებრივად წამოიჭრება. კარგად ამბობს ალექსანდრე: “შენ რა, მართალი ხომ არ გგონია, შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო! აგებენ! აგებენ! ჩვენ თქვენთვის და თქვენ ჩვენთვის, – ერთი სისხლია, სამყაროსთვის ერთი გადაწიტებაა შენსა და ჩემს ასაკს შორის მანძილი. შენ რომ იზამ, ჩემი ბრალია, მე რომ ვიზამ – შენი. თქვენ ხო არ გგონიათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი ბრალი არ არის, ან რასაც თქვენ იზამთ, ჩვენი ბრალი არ იქნება? ერთი სისხლი აკეთებს, ერთი სისხლი.”
ბესო სოლომანაშვილი პროფესიული ოსტატობით ფლობს მასალას, აწესრიგებს სათქმელს, კრავს კომპოზიციას. სიტყვა მასთან სადაა, ზუსტი და მიზანმიმართული. საერთოდ, ავტორს, როგორც პროფესიონალ მწერალს შეჰფერის, ერთი მთავარი სათქმელი აქვს და სხვა, მეორეული კომპონენტები ამ სათქმელს არის დაქვემდებარებული. ეს მოთხრობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და სერიოზულ ანალიზს იმსახურებს.
კრებულში კიდევ ორი საინტერესო, შედარებით მცირე მოცულობის მოთხრობაა შესული – “გიბონა” და “თითრინავი”. ჩემი აზრით, მაინც აჯობებდა ვრცელი მოთხრობა “ზამორა” ცალკე გამოცემულიყო. ეს ერთი ეპოქის დამტევი მრავლისმომცველი ნაწარმოებია და თითქოს თავის თავშივე კრავს წრეს. ცალკე გამოცემის შემთვევაში, ალბათ, შრიფტიც უფრო მსხვილი იქნებოდა და გრაფიკულადაც, ვრცელი პანორამის შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
May 5, 2009

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 7:56 pm

ბესო სოლომანაშვილი Beso_s12

ბესო სოლომანაშვილი

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა,
ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო


ჟურნალი „არილი“, July 18, 2018

როგორ მოვატყუოთ გამომცემელი

მაშინ პაპაჩემი, დედაჩემის მამა, ჯანზე იყო, მაგრამ იმ დაბადების დღის შემდეგ ვერ გაუძლო ნერვებმა და ტვინში სისხლი ჩაექცა.იმ დღეს არა, თითქმის ერთი ათი დღის მერე. იმდენი შეურაცხყოფა ჰქონდა გადატანილი და ატანილი, მაგრამ იმ ერთმა დაბადების დღემ ბოლო მოუღო. 85 წელი სულ კარგად იყო, უგრძნობი მეგონა, მეგონა რომ არასოდეს არაფერს განიცდიდა… და უცებ…

ცივსისხლიანი ბებერი ცინიკოსი – ხო მიიღო?!

იმ ამბის მერე ერთ დღეში შეიცვალა. ბებრული სადისტური სიგიჟე გაუქრა, – როცა იცის, რომ ძალა აქვს და გაწვება, – აბა სადამდე დაეჩაგრინები? და რო ეჩაგრინები, კიდე უფრო გჩაგრავს. სულ არ აინტერესებს, ამას ზრდილობა გაკეთებინებს, შვილიშვილის პაპისადმი პატივისცემა თუ კიდევ რამე?

– … ხო მიიღო…?!

ერთი კვირა ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. არც ჭამდა არც სვამდა, ერთხელ ამოიღო ხმა და ისიც თავისთვის ჩაიბურდღუნა, უფრო ჩემს გასაგონად თქვა: აბა ერთი ჩემ დროს ექნა, იმ შენ ძმაკაცს… ეხლა რო დიდი გული გაქვთ. ხო აუგლისავდი კედელზე ტვინსო.

ერთი კვირის მერე მოცოცხლდა. გინება დამიწყო, – გეზიზღებიო, გინდა მოგიყვე რატო ვარ ეგეთიო? არ შეგეშვებიო, უნდა იცოდეო. მე თუ მძღნერში ვარ, შენ რითი ხარ ჩემზე უკეთესიო, კი არა და, მეტიო, კი არადა, – შენ რითი ხარ ჩემზე ნაკლებიო… ჰოდა, პირველად მომიყვა რატომ გახდა ჯალათი. სამი დღე მიყვებოდა, არ ჭამდა და არ სვამდა, დაიღლებოდა დაიძინებდა, გაიღვიძებდა, დამიძახებდა და ისევ მიყვებოდა… და რომ დაამთავრა, თვალები აუტრიალდა, ყბა მოექცა, კიდურები არაბუნებრივად დაებრიცა და იატაკზე დაენარცხა. ძალიან შემეშინდა, თან ცოტა მესიამოვნა კიდეც. გადარჩა, მაგრამ დარჩა ესე დამბლადაცემული. მივხვდი, რომ მალე მოკვდებოდა და ჩანაწერის გაკეთება დავიწყე, რაღაცეები მინდოდა გამეხსენებინა, მაგრამ ვეღარ მპასუხობდა და შეიძლება ზოგი ადგილი ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც იყოს. როგორც მივხვდი, ეს ამბავი იცოდა მამაჩემმა და ამის გამო არ უყვარდა პაპაჩემი, – არც არასოდეს ჰქონია ურთიერთობა სიმამრთან. ჩემთვის არ მოუყოლია, ეტყობა ჩათვალა, რომ პატარა ვიყავი და დამინდო. მაშინაც კი არ მომიყვა, როდესაც დედაჩემმა უღალატა. არც სიკვდილის წინ, სისხლში რომ ცურავდა. ერთხელ, გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ახალი წლის საჩუქრად ნაყინი მიყიდა. ფული მომცა, შედი მაღაზიაში, აირჩიე და იყიდეო, თვითონ გარეთ დამელოდა. სროლის ხმაზე მე და გამყიდველი ქალი გამოვვარდით. ხელში ნაყინი მეჭირა და ვლოკავდი. რომ, მივუახლოვდი, პალტო ტანზე მჭიდროდ შემოიხვია, ჩემი ჭუკულიკა ბიჭიო, ჭუჭუსთან თითები გამიტკაცუნა, პირით გააპრუწუნა და მოკვდა. ხუთი ტყვია ქონდა მოხვედრილი. ვინ ესროლა არ დამინახავს, მაგრამ სულ მახსოვს იარაღის ლულებს კვამლი როგორ ასდიოდა, არც ეს კვამლი დამინახავს რასაკვირველია, მაგრამ მაინც სულ მახსოვს. ამ დროს დედა უკვე წასული იყო სახლიდან, უფრო სწორედ, მამამ სასტიკად სცემა ღალატის გამო და გააგდო, ლოყაზე დიდი იარა დაუტოვა და ისე. ეს ის დროა, ქვეყანაში ნაყინი რო ფუფუნებაა, ფული არავის აქვს და მთელს ქვეყანაში ერთადერთი საჭმელი ლობიოა. პირდაპირ ნატურით მიდის ვაჭრობა – ბოზებიც კი ლობიოზე იძლევიან. ნაციის რჩეულებს ყველაზე მეტი ლობიო ჰქონდათ და მოგეხსენებათ ლობიოს რა ახასიათებს, ჰო და დადიოდა მთელი ნაცია კუებ- კუებით. თან, ის დროა, ყველაზე ელიტარულები და ყველაზე ლამაზები, სიამოვნებით რომ ხოცავენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში. მე მეგონა, რო სისულეების გამო ხოცავდნენ და თვითონ იმათ ეგონათ, რომ სერიოზული ამბების გამო ხოცავდნენ. ისე, რატო არ არის სერიოზული მიზეზი ფული, ცოლი, ჰეროინი, საყვარელი. ხანდახან ეშლებოდათ ხოლმე და ისე, არაფროს გამო ხოცავდნენ ერთმანეთს. ან სულაც არ ეშლებოდათ, და ბავშვები ეზოში რომ თამაშობენ და ერთმანეთს მორევაში ეჯიბრებიან, – ვინ უფრო ღონიერია, მაგის გამო ხოცავდნენ. პატარა ქალაქი იყო, კიდევ უფრო პატარა იყო ეს ელიტარული უბანი, ყველა ერთმანეთს იცნობდა და მაინც ხოცავდნენ. დადიოდნენ ესე ლობიონაჭამი ნაციის კუანა რჩეულები და კუებ- კუებით ხოცავდნენ ერთმანეთს. დედაჩემის და მამაჩემის ამბავიც ამას ჰგავდა. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში დედაჩემი გამყიდვლად ედგა ვიღაც ბერძენს, ჰოდა იმ ბერძენზე იეჭვიანა მამაჩემმა, არც ვიცი ჰქონდა თუ არა მიზეზი. იმ კაცმა საბერძნეთში მომვლელის სამუშაო გაუხერხა დედაჩემს და იმის მერე აღარც მინახავს. ისე იზრუნა იმ ბერძენმა დედაჩემზე, მივხვდი, რომ მაინც ჰქონდა ეჭვიანობის მიზეზი მამაჩემს. დღემდე ფულს კი მიგზავნის დედაჩემი, აბა მე რისი თავი მაქვს, მწერალიც კი ცუდი ვარ. ჰოდა, მას შემდეგ, რაც დედაჩემმა გამაჩინა, რომელმაც მამას უღალატა, რომელიც თავისთავად ჩემს თვალწინ მოკლეს, რომელსაც თავისწილად ძალიან არ უყვარდა დედაჩემის მამა, რომელიც თურმე ჯალათი ყოფილა, საბოლოოდ ამ დედაჩემის მამამ, – ჯალათმა პაპამ გამზარდა. მამაჩემი რომ მოკვდა, ზუსტად იმ დღიდან დაიწყო პაპაჩემმა იმ ადამიანების ამბების არეულ-დარეული მოყოლა, ვინც დახვრეტილი ჰყავდა. აზრიც კი ვერ გამომქონდა. ყველაზე დალაგებულად იმ წუთების ამბავი გამოსდიოდა, გასროლას რომ აღარაფერი ეკლდა. აი, ის რასაც გრძნობენ სულ ბოლოს, ჩახმახის გადატენიდან ბოლო ბრძანებამდე. ღმერთის სწამდა პაპაჩემს, ნანახი მაქ, სული როგორ ამოდის და მიდისო, მაგრამ იციან ამ სულებმა მე რომ არაფერ შუაში ვარ და არაფერს მერჩიანო. ეხლაც არ მერჩიანო.

ბოლოს სულ აურია, გამაშლევინებდა სუფრას, სტუმრებს დამაპატიჟებინებდა და იწყებდა ამ კოშმარების მოყოლას, – ჰოდა, მიიღო კიდეც. …თავადიშვილები ვართო – ამბობდა. ნეტა როგორი თავადიშვილი იყო, მთელი ქვეყნის თავადები მაგის დახვრეტილია. თავიდან ამ ამბების ჩაწერა ვცადე, იმდენს ყვებოდა, – დავიღალე, დამეზარა და თავი დავანებე. არადა, ჩემ ისტორიებს ვეღარ ვწერ, სულ ეს მიტრიალებს თავში. იმასაც კი ვერ ვწერ, ქალის კაბის ჩაცმა რო მიყვარს. არაა, ტრანსექსუალი არ ვარ და არც სურვილი მქონია როდისმე კაცებთან ურთიერთობის, უბრალოდ მიყვარს ქალის კაბის ჩაცმა, უკეთესად მიდგება და მორჩა, რა, არ შეიძლება? მღვდლებსაც ხო კაბა აცვიათ. ის კი არა, ბოზებშიც მიყვარს სიარული. პაპაჩემი ბიჭობიდან მაძლევდა ბოზებში სასიარულო ფულს და ძალიანაც მსიამოვნებს. ოღონდ საიდან ჰქონდა ამ ბებერ ნაძირალას ამდენი ფული ვერ ვხვდებოდი. ან სად ინახავდა – ვერაფრით ვიპოვე. ერთხელ მთელი სახლი გადავაქოთე და არაფერი გამომივიდა. ფულს მაძლევდა და მერე სულ დეტალურად მაყოლინებდა ვისთან ვიყავი. ჩამეძიებოდა ხოლმე -ვისთან ვიყავი, როგორი იყოო? დიდი ძუძუები ჰქონდა თუ არაო, პირში თუ იღებდა, უკნიდანაც ხომ არ მოსწონდა? მეც ვუყვებოდი, აბა რა მექნა, მერეც ხომ მინდოდა ფული. ხანდახან არც წავსულვარ ბოზებში, ფული სხვა რამეში დამჭირვებია და მომიგონია ამბავი. არა, იმას ნამდვილად არ მოვუყვებოდი, კაბაჩაცმულს რომ უფრო მაგრა მიდგება. ერთხელ მთვრალზე კინაღამ წამომცდა, არ დაიჯერა, – შემაგინა, სერიოზულად მოიქეციო და გავჩერდი. არადა, თვითონ ისეთები მომიყვა, ეს ჩემი კაბა როგორ უნდა გაუკვირდეს? ისე, შეიძლება უფრო გამწარდეს, მარა ძაან ბებერია, რომ მოკვდეს, ფულს ვინ მომცემს? ამდენი რამის მოსმენა და მოგონება რომ მიწევდა, მეც ძალაუნებურად მწერალი გავხდი, ყოველ შემთხვევაში, ამბების მოყოლა ძალიან მსიამოვნებს. თან მარტო ყოფნა მიყვარს და ვზივარ და ვწერ და მაქვს ჩემი მსოფლიო.

თქვენ რა გგონიათ, როგორ ხდებიან მწერლები?- მწერლებს ხო ეგეთი თვისება აქვთ: აიღებენ მომხდარ ამბავს, ცხოვრებაზე უკეთესს ხომ ვერანაირი ფანტაზია ვერ მოიგონებს. შეძვრებიან თავისი არჩეული ამბის გმირის სხეულში და იწყებენ იმით ცხოვრებას. თუ მწერალმა მოახერხა და ბოლომდე შეუძვრა ტვინში, გულში, კუჭში, უკანალში, ყვერებში და კიდევ სად, ღმერთმა იცის, ხო აცოცხლებს ამ თავის გმირს და მაშასადამე ამბავსაც, თუ ვერა და ჰყავს გმირი, ან უგულო, ან უტვინო, ან უტრაკო, ან უყვერებო. ყველაზე მთავარია სისხლში შეძრომა. ეს ხელობა იშვიათებმა იციან, სისხლში თუ შეძვრა, მაშინ ყველგან შეძვრება, სულ ყველგან; მერე, ამ ამბავს მიაწებებს სხვა ამბავს, შიგნით ჩასვამს გმირს, რომელშიც შემძვრალია და არის შანსი, რომ რამე გამოუვიდეს. თუ გამომცემელი მოტყუვდა, – დაბეჭდავენ წიგნს და მწერალმა ნაწილი ვალების გასასტუმრებელი ფულიც კი შეიძლება მიიღოს. მერე ისევ მოშივდება და იწყებს გამომცემლის მოსატყუებელი ამბის მგონებას. თუ ამ გამომცემელმა წინა წიგნით ხალხიც მოატყუა, ხო კიდევ დაუბეჭდავს, თუ ვერა და მაშინ მოუწევს მწერალს საქმიანობის შეცვლა. ეხლა ვაპირებ ამ სადისტი პაპაჩემის ამბით გამომცემლის მოტყუებას. როგორც ვთქვი, ეს პაპაჩემი დედაჩემის მამა იყო. დედაჩემის დედა, ანუ ბებიაჩემი კი, რომელსაც პატარაობიდანვე ბებოს ეძახდნენ, დედაჩემზე მშობიარობას გადაყვა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ ქმარმა ძმა დაუხვრიტა. მაგრამ ეს ამბავი ცოტა უფრო გვიან მოხდა, ვიდრე ის ამბავი, რომელიც სიკვდილის წინ, ნაძირალა პაპაჩემმა მომიყვა.

მეც დავიკიდე, – ავდექი და დავწერე, თან ეფექტური სათაურია, დედაჩემის მამა ჯალათი – მგონი ჭამს გამომცემლობა. შეიძლება ცოტა ფულიც მომცენ. ისეთი რაღაცეებია, ვინ დაიჯერებს რო მართალია, თან ვინ დამიჯერებს, რომ მართლა პაპაჩემზე ვწერ. ისე, ის ჩემი ნაცნობი არ მოიქცა კარგად, მაგრამ ყველა მე ხომ არ მგავს. მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ და არ მაღიზიანებს, იმისთვის კიდე როგორი მოსასმენია, როგორ ხვრეტდა ეს დედაჩემის მამა ხალხს და თან ამას სიამოვნებით რომ მოყვები. ჰოდა, გადაირია მთვრალზე კაცი და… მესმის იმისიც. ჩემმა ნათესავებმა კი ვერ გაუგეს და ისე სცემეს, პოლიციის და სასწრაფოს გამოძახება მომიწია. იმ ჩემი შორეული ნათესავებისაც მესმის.

ბმული:
* http://arilimag.ge/ბესო-სოლომანაშვილი-ამბ/

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Sep 14, 2021 8:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 7:59 pm

ბესო სოლომანაშვილი

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა,
ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო


ჟურნალი „არილი“, July 18, 2018

ქიმია

პაპაჩემი თედო ამ ამბიდან ერთ თვეში მოკვდა. ჯერ ცუდად იყო, არავის გველაპარაკებოდა, მერე გინება დამიწყო, მერე ჯანზე მოვიდა და ის ამბავი მომიყვა, როგორ გახდა ჯალათი და მერე ტვინში სისხლი ჩაექცა, ორ კვირაზე მეტი ესე იწვალა და მოკვდა.

დავკრძალეთ. დედაჩემი ვერ ჩამოვიდა. ის გამოყლევებული ნათესავები დამეხმარნენ. ამ იდიოტურ რიტუალებში ძალიან საჭირო ხალხია, – რაც იციან, იციან. სულ ოცი კაცი იყო საფლავზე. ქელეხზე ოციც კი არ დარჩა, სადღაც ათნი ვიჯექით.

ეხლა სულ მარტო ვარ. სიცარიელე მაქ. მსხვერპლის სიცარიელე, სადისტის სიკვდილის შემდეგ… და უცებ გამახსენდა ფული. ბოლოს კი ცოტას იძლეოდა, მაგრამ იქნებ რაღაც მაინც დარჩა. ყველგან მოვძებნე, არსად არ იყო. ერთადერთი, ლოგინს არ ვეკარებოდი. ღვდელმა გვითხრა ორმოცამდე ხელი არ ახლოთ, სული აქ ტრიალებს და შეიძლება თავის ლოგინში დაწოლა მოუნდესო. ვითმინე, ვითმინე და არასოდეს მჯეროდა ღვდლების და რაღა ეხლა გადავირიე. ლოგინი ავშალე, – არც ბალიშებში, არც მუთაქაში, არც ლეიბში. საბანი ხშირად ამიწევია, მაგრამ მაინც მოვსინჯე, – არსად არაფერი. გადავწყვიტე, რომ ეშმაკი აძლევდა და მაინც ავშალე ლოგინი. იქ, სადაც ფსლის ლაქები იყო, აი, ზუსტად იქ, სადაც ტრაკი უნდა დებოდა… მაინც რა ახვარი იყო, არც თავთან, არც ფეხებთან… ზუსტად იქ სადაც ტრაკი ედო, სადაც ყველაზე ნაკლები სურვილით შეეხებოდი, პატარა გასაღების ღრიჭო ვიპოვე. გასაღების ძებნა არ დამიწყია, ამოვამტვრიე. ტახტი სკივრად ექცია, შუა ნაწილის რამდენიმე ფიცარი კარივით გაიღო, – საერთოდ ვერ შეამჩნევდი. შიგნით ორი რკინის ყუთი იდო, ერთი პატარა, – სამი სქელტანიანი წიგნის ხელა. მეორე ექვსი წიგნის ხელა. ორივე გასაღებით იყო ჩაკეტილი. რათქმა უნდა არც ამ გასაღებების ძებნა დამიწყია, – ორივე გავტეხე. პატარაში დიდის გასაღებები იდო და წერილების დასტა. დიდში… ვიპოვე, ვიპოვეეე!!!! – ბევრი ფული ვიპოვეეე! და დიდი სია, სად, რას და როგორ ხარჯავდა. ჩემი ბოზების ფულიც კი შეეტანა, თითქმის ორმოცდაათიათასი გამოდიოდა, რა მიტყნაურია, ეე! ის ფული, რაც დამხვდა, სულ ცოტა – ხუთი წელი ნამდვილად მშვიდად მაცხოვრებდა, თან დედაჩემიც ხო მიგზავნის და თითსაც არ გავანძრევ, თუ მომინდა, ჰაჰა დავწერო. … და არც ცოლს მოვიყვან, ბოზებით გავალ იოლას თუ მაინცდამაინც.

კიდევ იყო ერთი სია, რომელშიც ეწერა, რა რაოდენობის ფული, ვის დახვრეტაში ჰქონდა მიღებული, მთელი ნუსხა – ჯამაგირად, პრემიად, საჩუქრად.

ფულით გამოწვეული სიხარულის ელდა რომ გადავიტანე, ჩამოვწერე, ვის რა ვალი უნდა დავუბრუნო და მე რა დამრჩება. ერთობ კმაყოფილი წამოვწექი, გვერდით მოვიდე ეს სიები და წერილები და დავიწყე კითხვა.

პატარა ყუთში დედაჩემის გამოგზავნილი სამი წერილი იდო. ფულზე ჩხუბობდნენ, – ნუ მალავ რასაც გიგზავნითო, ეჩხუბებოდა დედაჩემი. აღარ დამაინტერესა მათმა ვნებათაღელვებმა და დახვრეტილების სიას ჩავუჯექი. სუ ფეხებზე მკიდია, აქამდე ვინც დაუხვრეტიათ და ვისაც ამის მერე დახვრეტენ, მარა გაოგნება მაინც ვერ დავმალე, ხო ვიცოდი რო ჯალათი იყო, მაგრამ ამდენი ადამიანი მეტისმეტია… მოკლედ, ეწერა, ვინ ვინ იყო და რისთვის დახვრიტეს. ხან ერთი სიტყვა და თარიღი და ფულის რაოდენობა, რამდენი გადაუხადეს. ომამდე დახვრეტილებს, ძირითადად “ხალხის მტერი” ეწერა, სულ თავადიშვილ-აზნაურები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, ძირითადად “დეზერტირები” ან “შპიონები” ჰქონდა მიწერილი. 50 იანებიდან 70 ნების ბოლომდე, “შპიონები”, “სამშობლოს მოღალატეები” და “ხალხის მტრები”თითქმის აღარ იყო. ერთი-ორ ადგილას იყო მხოლოდ “აგენტი”, დანარჩენი სულ “მკვლელები” და “ქურდები” იყვნენ, ან – “ყაჩაღები”, ყველაზე მეტი მაინც“კომბინატორი” იყო, “მილიონები ჰქონდა სახელმწიფოსთვის მოპარული”- ეწერა მოკლე ახსნა. ოთხმოციანებში, ცოტ-ცოტა ისევ წამოვიდა “სამშობლოს მოღალატეების” რაოდენობ. ყველაზე დიდი ფული კი, რაც არ უნდა უცნაური, ბანალური და სიმბოლური იყოს, პირველ და ბოლო დახვრეტილში მიეღო. პირველზე ეწერა, – “მწერალი, ბერიას დასცინოდა”. ბოლოზე ეწერა, – “მღვდელი, თვითმფრინავი გაიტაცა”.

დავყურებდი ფულს და რიტორიკული ფიქრები მიტრიალებდა, ღირს ამ სისხლიანი ფულის დატოვება? ისე, ფულს მართლა არ აქვს სუნი და არც სისხლი ეტყობა.

სიების ყუთში ძველი გაყვითლებული წერილებიც ეყარა, სულ ხუთი ცალი იყო, წერილის ავტორს თავისი სახელი არ დაეწერა, თუმცა პაპაჩემის ხელით ყველაზე მიწერილი იყო: იოსებ-გოგო, ან სოსიკო ან იოსკა – და თარიღი, – როდის იყო მოსული. ძალიან დამაინტერესა, ქრონოლოგიურად დავალაგე, პირველი წერილი სამოცდაათი წლის იყო, ბოლო წერილი სამოცდახუთის: “თედო, დედაშენი ჩვენთან არი, ჩემო ყველავ, იმ ღენერალმა, მამაჩემი რო დახვრიტა, სალდათები დაგვიყენა და არსად გვიშვებენ, თითონ მოდის და ხან ერთს და ხან მეორეს…”- … მერე კიდევ რაღაც ეწერა და გადაჯღაბნილი სტროფების შემდეგ გრძელდებოდა, – “… თედო, გუშინ ღენერალის კაცები მოვიდნენ… ქაღალდი მოიტანეს, უნდა დაგვხვრიტონ მეც და დედაშენიც, ორივენი გეაჯებით, იქნებ შენ მოხვიდე ამის საქნელადა, თან გნახავდით და თანაც შენ უფრო მოგვივლიდი… დედაშენიც ძალიანა გნატრობს… იქნებ შენ დაამთავრო ეს ძაღლუმადური ცხოვრება, … შენ დაგვხვრიტო ჩემო ერთავ.” ან მაშინ პატარა იყო, გული აუჩუყდა და ვერ გააკეთა, ან უკვე ისეთი ნაძირალა იყო, გააკეთა და მიხვდა, რომ არ უნდა ჩაეწერა. ათი-თხუთმეტჯერ მაინც გადავურბინე დახვრეტილების სიას, ვერაფერი ვიპოვე, ხან ისე წავიკითხე, ხან ესე. მეთქი, იქნებ რამე დაფარულად მაინც უწერია, – არაფერი. კიდე ერთია, შეიძლება მართლა ადამიანურ თანადგომად ჩათვალა, ტკივილის გაზიარებად და მივიდა, ნახა და გააკეთა, უბრალოდ სხვანაირად არ იცოდა. კაცმა არ იცის, იქნებ შავისა და თეთრის ზღვარს გადაცდენილი, აბსოლუტური სათნოებაა. ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე და წერა დავიწყე.

ამ ამბის მერე 10 წელი გავიდა თითქმის, გადავხედე ამ ჩემ დაწერილ ისტორიას და რედაქტირება არ აწყენდა, რედაქტირება კი არა, ფინალის გაგრძელება, აი, ხომ არის ლიტერატურაში შემთხვევები რომ აგრძელებენ ამბავს, ათი წლის მერე, ოცი წლის მერე, მეც ვიზამ, რა მოხდა, ვის რას ვუშავებ, მითუმეტეს რო ამ მოთხრობის მერე არაფერი დამიწერია, მაგრამ არც გამომცემელთან მიმიტანია – ვერც დავამთავრე, ეტყობა გამაზარმაცა პაპაჩემის ფულმა, საჭმელ-სასმელზე საზრუნავი მე არ მქონდა და ბოზებსაც თავზე გადასდიოდათ. ის ფული როგორ გამიქრა, არც ვიცი, არადა, კაი დიდი ხანი მსუყედ მეყო. ვსვამდი და ვჭამდი, – ამაზე მაინც არაფერი მქონდა სადარდებელი, ერთი ეგ არი, სიზარმაცეს მიმაჩვია. სამეგობროში მე არ ვხარჯავდი, – არ მყავს. არც მანამდე მყოლია და ეს კაცური საძმაკაცო ხო ყოველთვის მეზიზღებოდა…

ცოლის მოყვანა არც არასოდეს მიფიქრია. მართალი გითხრათ და, ხანდახან ფილოსოფია წამიღებს და იმ დასკვნამდე მივდივარ, ამ სამყაროს ჩემი ნათესლარი ნაღდად არ ჭირდება. მოსაწევიც აღარაფერს მიშვრება, ჰეროინიც ორჯერ-სამჯერ გავსინჯე, არაფერი – გული ამერია რა… ერთ ჩემნაირ ბოზს ვარ მიჩვეული, მარტო ის მიგებს, კაბის ჩაცმისას რო უფრო მიდგება. ახლა ალბათ ელოდებით რო ან ეკლესიაში წასვლაზე დავიწყებ ლაპარაკს ან თავის მოკვლაზე… არაფერიც, გადავწყვიტე… აი, ეხლა კი ელოდებით რო რაიმე ორიგინალურს ვიტყვი, არც არაფერი, ისევ ისე ზარმაცად წავალ და დავიძინებ, მღლის ამდენი ფიქრი… ძალიან მტკივდება თავი, დღეს ბოლო ქიმია გავიკეთე და ცუდად ვარ ცოტა… მეუბნებიან, პირველ სტადიას ვკურნავთო… არ მჯერა, თავშია მაინც და, რავი…


ბმული:
* http://arilimag.ge/ბესო-სოლომანაშვილი-ამბ/

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:09 pm

ბესო სოლომანაშვილი Sc-3310

ნინო მურღულია

ბესო სოლომანაშვილი: „ვიღებ ფილმს, რომლის გამოც, იმედი მაქვს, რუსეთი პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადებს...“

რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან პროექტს შეეჭიდა. 26 ივლისიდან, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გობში მსახიობები და ადგილობრივი მოსახლეობა გადასაღებ მოედანზე ერთნაირად შრომობს. თამრი ფხაკაძის ცნობილი მოთხობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, რომელსაც გამოქვეყნებისთანავე აღიარება ხვდა წილად, მალე კინოეკრანებზე გადაინაცვლებს. როგორც რეჟისორთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს შევიტყვეთ, ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში იქნება მზად.

ბესო სოლომანაშვილი:

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია და მისი დაფინანსებით ვიღებთ. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და 26 აგვისტოს დასრულდება. ფილმი 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

ჩვენი მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“. მისი ჟურნალისტი, სალომე შანშიაშვილი ასრულებს იმ ადამიანის როლს, ვისაც მთავარი გმირი საკუთარ ამბავს უყვება… ამბავი ეხება ერთ ადამიანს, რომლის ბოსტანიც კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდება. არ უნდა ომი, მაგრამ რუსული აგრესია აიძულებს, ხელში იარაღი აიღოს.

ეს არის თამრი ფხაკაძის მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“. სცენარის ავტორები გახლავართ მე, ირაკლი სოლომანაშვილი და თამრი ფხაკაძე. ოპერატორი: გელა ჩინჩალაძე, მხატვარი: მამუკა ესაძე.

მთავარ როლს ასრულებს დუტა სხირტლაძე. ფილმში დაკავებულები არიან მსახიობები გორის და ხაშურის თეატრებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

თქვენთვის, ალბათ, ამ თემაზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია…

ეს არის უმნიშვნელოვანესი! ვფიქრობ, საქართველოს ყველა პრობლემა ამ ერთი

პრობლემიდან გამომდინარეობს, ოკუპაციის თემიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ქართველის სათქმელი – თუ ეს ძალადობა არ დამთავრდება, მოძალადე ქვეყანა დაღუპავს ჩვენს პატარა ლამაზ ქვეყანას. ჩვენ გვინდა შრომა, ამაში კი კატეგორიულად გვიშლის ხელს ოკუპანტი ქვეყანა.

ალბათ, გაქვთ იმედი, რომ ფილმი ამ სათქმელით უცხოურ ფესტივალებზეც წარდგება…

რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის ქართველმა მაყურებელმა ნახოს და მიიღოს. მეორე რიგში კი, გაემგზავროს რაც შეიძლება მეტ ფესტივალზე. ჩემი ოცნებაა, ამ ფილმის გამო რუსეთმა პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადოს (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ მინდა, ასეთი სათქმელი იყოს, რომელსაც რუსეთი მწვავედ აღიქვამს. თუ რუსი რეჟისორები აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას, ჩვენ მით უმეტეს, გვაქვს ამისი უფლება.

14.08.2018

ბმული:
* https://fortuna.ge/fortuna/post/beso-solomanashvili-vigheb-films-romlis-gamoc-imedi-maqvs-ruseti-persona-non-gratad-gamomackhadebs

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:18 pm

ბესო სოლომანაშვილი Beso_s11

ბესო სოლომანაშვილი

კონტრაბანდისტები

1
ქათამი რომ კვერცხის დადებას დააპირებს, აკრიახდება და ამოჩემებული ადგილისკენ მიდის. იქ თუ სხვა კვერცხი არ დახვდა, ვეღარ სცნობს საბუდარს და, კაცმა რა იცის, რომელ ბუჩქთან, რომელ ზვინში მოისურვებს ჩაბუდებას. ამიტომ გლეხები ხისგან გამოთლიან ხოლმე კვერცხს, კირით თეთრად შეღებავენ და ატყუებენ ქათამს.

ნამდვილის დატოვება, არც შეიძლება; ნამდვილს, ადრე თუ გვიან, დაუკითხავად შემოხეტებული მაწანწალა ძაღლი ან მისი მსგავსი შესანსლავს; კვერცხს რომ გემოს გაუგებს, შემოგეჩვევა და მერე თვითონ ქათამზეც არ იტყვის უარს. ხისგან გამოთლილი კვერცხი კი, თუ მოტყუვდა და პირი სტაცა – კბილებს წაიმტვრევს და სათოფეზე აღარ გაგეკარება, მაგრამ მაწანწალა რისი მაწანწალაა, ყნოსვა რომ არ ჰქონდეს გავარჯიშებული, ხის კვერცხს დაყნოსავს, ჰაიჰარად ენითაც ალოკავს და მეორედ ზედაც არ დახედავს, ის კი არა, იმ ადგილისკენ არც გაიხედება.

თუ ქათამმა მაინცდამაინც დაკარგა საბუდარი, რომ აკრიახდება და სადმე მოფარებულში ჩაჯდება, მამალი უნდა მოძებნო – ის აუცილებლად სადმე იქვე იქნება კისერმოღერებით აყივლებული, თავისი უფლება მოვალეობების დასადასტურებლად. ზრდასრული ჯანმრთელი მამალი ათიოდე დედალს მაინც უნდა პატრონობდეს, თორემ სამსა და ოთხს მეტისმეტად ერევა. აფოფრილი და ძალამოზღვავებული, დედალზე წამომჯდარ-წამოფრენილი მეტისმეტი ღონით უხათქუნებს თავ-კისერში ნისკარტს და გასისხლიანებულ-დაჩაჩანაკებული კრუხი, ხომ ვერაფერ მწყემსად გამოადგება ათიოდე წიწილასაც კი. ისე, დედალი უმამლოდაც კარგად გადის იოლას, კვერცხს ისედაც დებს – ისეთივე მრგვალს, ისეთივე ნაჭუჭიანს, ისეთივე ყვითელგულას, ისეთივე გემრიელს ტაფამწვარისთვის, მაგრამ ეგ არის, იმ კვერცხიდან, წლობით რომ იჯდეს ზედ, წიწილა ვერაფრით ვერ გამოიჩეკება.

უდედლოდ მამალიც ძლებს, თუმცა უდედლო მამალი ვის რაში სჭირდება, შობამდეც კი არავინ აცლის, პირველივე შემოსული სტუმრის გასამასპინძლებლად აგდებინებენ თავს.

მამამ ხისგან კვერცხის გამოსათლელად ვერ მოიცალა და ერთი ძველი კვერცხით ატყუებდა დედალს...… და ეტყობა ამჯერადაც გაუსინჯა გემო სატყუარას დაუპატიჟებელმა სტუმარმა; ჰოდა, ისევ დაკარგა დედალმა საბუდარი და ერთ დღესაც კრიახი რომ ატეხა, მამამ თავისი საქმე შეწყვიტა და მამლის ძებნას შეუდგა, ცოტა ხნის შენდეგ გაღიმებული მობრუნდა:

– ვიპოვე – ამაყად უთხრა შვილს, – აიღე ძველი კვერცხი და ახალ საბუდარში ჩაუდე, სანამ კიდე რამე შემოეხეტება და შეჭამს, ახალი კი წამოიღე – ადგილიც მიასწავლა. თვითონ შინდის ჩაგროვება განაგრძო უშველებელ კალათში.

შინდის ხე პატარა ყვითელი ყვავილებით ყვავის ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე მწიფდება წვრილი, მუქი წითელი ნაყოფებით. ყველა ხეხილზე ადრე იძლევა იმედს და ყველაზე მეტად გაჩვევს ლოდინს.

ისეთი მჟავეა, მარტო გახსენებისას, თბილი ნერწყვით გევსება პირი. წვენი ჯანმრთელზე ჯანმრთელი კაცის სისხლის ფერი აქვს; ერთი ნაყოფიდან გამოსული მეორე ნაყოფსაც აიარავებს და წვენს ადენს. რაზეც ერთი წვეთი დაეცემა და ლაქად დაეტყობა, იმის ამორეცხვაზე არც უნდა იფიქრო, თითქოს ამოწვა, ისეთ კვალს ტოვებს.

– ყველა სოფელს თავის შემოსავალი აქვს, – ამბობდა მამა, შვილთან ერთად რომ ავსებდა კალათებს, – ჩვენ სოფელს ეს – და წითელ ნაყოფებში ურევდა ხელს, – აი, მაგალითად, ხანდაკი, როცა დრო მოვა, ხანდაკელები ოჯახებით აიყრებიან, ჩრდილოეთის მთებში მიდიან, იქ ჯონჯოლს კრეფენ, იქვე ამწნილებენ და მერე აქ ჰყიდიან. აი, ეგრე მთელი ოჯახებით, ქარავნებად ეწყობიან და დიდიან-პატარიანად მიდიან.

– ჩრდილოეთის მთები ხომ ძალიან შორს არის? – ჰკითხა შვილმა.

– მაინც მიდიან – თქვა მამამ და გავსებულ კალათს წითლად დალაქავებული ნაჭერი გადააკრა. ბიჭმა ახალი კალათის გავსება დაიწყო.

იქვე ბიჭის ძმა ჩამომჯდარიყო პატარა სამფეხა სკამზე. წვრილი, ყვითელი წნელის რტოებით კალათის მყარი კედლები უკვე ამოეყვანა და ახლა კედლიდან კედლამდე გადასულ სახელურს აწნავდა. მის ფეხემთან რამდენიმე მკვრივად მოწნული ძირი ეგდო. მუხლებს შორის მოქცეული კალათის დამთავრებას ერთი-ორი რტოს ამოქსოვაღა აკლდა.

– ჩემს ჩამოსვლამდე იქნებ მეორეც მოასწრო, – თქვა მამამ და ერთ ძირს ფეხი გაჰკრა.

მანქანა გვიან ღამით მოვიდა, მძღოლი კარგი კაცი იყო და მოჭიდავე შვილი ჰყავდა.

მძღოლის მამა ჭიდაობის დროს დოლზე უკრავდა დღესასწაულებისას. მანქანაში სხვებიც იყვნენ. იმათაც ბევრი კალათი ჰქონდათ და ყველას წითლად მოთხვრილი ნაჭრები გადაეკრა. მანქანის ძარაზე ადამიანები და კალათები ერთმანეთში არეულიყვნენ, მამამ ბიჭმა და მისმა ძმამ თავის კალათებიც შეყარეს და თვითონაც ზედ ავიდნენ.

– წადი! – დაარტყეს სახურავს ფართო გლეხური ხელი წინ მდგომებმა და მძღოლმა მანქანა დაძრა.

ამ პატარა გახუნებულ ქალაქში ელექტრონის განათება მხოლოდ მატარებლების სადგურს და გამყივანი საყვუირით აკივლებულ პოლიციის მანქანას ჰქონდა, რომელიც დროდადრო ჩაივლიდა ხოლმე ქალაქში, მოქალაქეთათვის კანონ-წესრიგის შესახსენებლად.

ქალაქის განაპირას ჩამდინარე მდინარს მკვდრები მოჰქონდა მდინარის სათავეში ატეხილილ ომებისას. ახლაც ორი გვამია გამორიყულიო, – ამბობდნენ.

სატვირტო მანქანა სწორედ იმ ერთადერთ განათებულ სადგურთან მივიდა და სადგურის ყვითელი შენიობიდან კარგა მოშორებით გაჩერდა. მგზავრებმა ძარიდან კალათები გადმოცალეს, ყველამ მადლობა მოუხადა მძღოლს, რომელსაც მოჭიდავე შვილი ჰყავდა და, რადგან კარგი კაცი იყო, გასამრჯელოც არავისგან აუღია. ახალმოსულებმა მალვით შეიტანეს კალათები ბაქანზე.

იქ ლიანდაგების გასწვრივ ისეთივე კალათები დახვდათ ჩალაგებული. ყველა ერთნაირი და ყველა წითლად მოთხვრილი ნაჭრებით პირგადაკრული, თუმცა პატრონებს არასოდეს არ ერეოდათ თავისები სხვისაში. უფრო მფრთხალებს მოფარებულში მიეწყოთ საკუთარი ქონება. დამხვდურები მოსულებს დაუფარავი უკმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ყოველი ახალი კალათი, მათი კალათების ფასს დასცემდა.

მატარებელი იგვიანებდა. ქალაქში ცხელოდა, სადგურში ჩაგუბებული ჰაერი თითქოს დაძველებულიყო. მამაკაცები ერთად შეკრებილიყვნენ, სიცხის გამო პერანგები ჩაეხსნათ და ბალნიანი მკერდი და მუცელი მოუჩანდა ყველას. იდგნენ და კამათობდნენ.

ერთმა მათგანმა გაკაშკაშებულ ლამპიონს ახედა:

– შუქის ფული არ შევაგროვოთ? – იკითხა.

ყველამ შეწყვიტა კამათი, ჯიბეები მოიქექეს და საქმის წამომწყებს ქაღალდის ფულები ჩაუკუჭეს კოჟრიან ხელში.

იგი სადგურის შენობისკენ წვიდა მორიგე გამცილებელთან, რომელსაც ორიოდე დღის წინ ვაჟი დაექორწინებინა და ახლა დიდი წვეულების ნარჩენს შეექცეოდა სამსახურში.

კაცები ისევ გაცხარებით კამათობდნენ, როცა ვერცხლისფერი და ყავისფერი ვაგონებისგან აკინძულმა შემადგენლობამ ჩაიარა გრუხუნით და მათო ყაყანი დაფარა. ამასობაში შუქიც ჩაქვრა. ახლა ისინი სიბნელეში იდგნენ, სადგურის შენობასთან ანთებული ლამპიონებიღა ანათებდა მათ სახეებს მკრთალად.

მამა ახალგაზრდა, მაღალ კაცს ესაუბრებოდა, კაცს ერთი წინა კბილი არ ჰქონდა. ბიჭი და მისი ძმა, იქვე, ბეტონის ბორდიურზე ჩამომსხდარიყვნენ, თავები ჩაეკიდათ და ფილაქანს ჩაშტერებოდნენ. მამასთან და მაღალთან ცისფერთვალება კაცი მივიდა, ხელი გაუწოდა – ჩამოართვეს, გაუღიმა, გამოელაპარაკა და წავიდა.

– ესეც მოდის? – იკითხა მამამ.

– ჰო, – უპასუხა მაღალმა კაცმა.

– ფუ! – გადააფურთხა მამამ.

ცისფერთვალება ხშირად იცვლიდა მოსაუბრეებს. ხან ერთ ჯგუფთან მიდიოდა, ხან მეორესთან.

– მოდის! – დაიძახა უცებ ვიღაცამ სადგურის შენობის მხრიდან. შორს მატარებლის შუქები გამოჩნდა. სადგურში ყველა ლამპიონი ჩაქვრა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა.

– ეს იმიტომ, რომ არავინ დაინახოს ჩვენი გამგზავრება, – უთხრა მამამ შვილებს, – ჩვენ ამას არ გავყვებით.

სადგურს მატარებლის შუქებიღა ანათებდა, ისიც მხოლოდ წინ – გზას. მატარებელთან კი ლანდები დაბორიალობდნენ, გაჩქარებით დარბოდნენ, ვაგონებით ტვირთს ალაგებდნენ, მხოლოდ მამაკაცების ხვნეშა ისმოდა და ჩუმი: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა...

– მორჩა! – დაიძახა ვიღაცამ. მატარებელი ნელა დაიძრა. გამცილებლები ბოლოს შეახტნენ დაძრული მატარებლის კიბეებს და ტამბურები ჩაკეტეს. მატარებლის ბოლო ვაგონი ჯერ არ გასცილებოდა სადგურს, რომ ყვითელ შენობასთან ისევ აინთო ლამპიონები. ბაქანზე ჩალაგებული მქრქალად განათებული კალათების რაოდენობა განახევრებულიყო.

მამაკაცების ნახევარიც აღარსად ჩანდა. მამა ისევ მაღალ კაცს ელაპარაკებოდა. ბიჭი და მისი ძმა ბეტონის ბორდიურზე ისხდნენ. მათთან ულვაშა, მხარბეჭიანი კაცი იდგა პატარა ბიჭთან ერთად.

– მოგყავს? – ჰკითხა მამა ულვაშას და ბავშვისკენ თითი გაიშვირა.

– მომყავს, – უპასუხა ულვაშამ, – თან ზღვას ნახავს, – დაამატა. მამამ აქეთ-იქეთ გაიხედა. თვალები მოჭუტა და ისევ ჰკითხა:

– ბევრი გაქვს? – ულავშამ მზერით ბნელი, ხეებში ჩაფლული ადგილისკენ მიუთითე. იქ მართლაც ბევრი კალათი იდგა.

– უჰ! – გაიკვირვა მამამ.

– სხვა გზა არა მაქვს, – თქვა ულვაშამ და იქით მიაპყრო მზერა, საიდანაც მატარებელს ელოდა ყველა. სადგურის თავში წითელი შუქი ციმციმებდა.

– შენ არ გინდა ზღვა? წამოდი, – დახედა ბეტონის ბორდიურზე მჯდარ ბიჭს მამამ.

– არა, – უპასუხა ბიჭმა.

– რა, არ გიყვარს?

– მიყვარს, – თქვა ბიჭმა, – წყალს დავლევ, – და სადგურის მოსაცდელისკენ წავიდა. ცისფერთვალება ერთ ჯგუფს მოსცილდა და მეორისკენ გაემართა.

წყლის ონკანთან მერხი იდგა. მის ერთ ბოლოში ორნი ისხდნენ. გარშემო კალათები ჰქონდათ შემოლაგებული და, როცა ბიჭი მიუახლოვდათ, გაჩუმდნენ. მერხის ბოლოში ვიღაც იწვა და ღრმა ძილით ეძინა. ბავშვი ხელებს იქნევდა და “უაააა, უაააა...” – იძახდა.

წვერგაუპარსავს ეტყობოდა, ავად იყო – ღრმად, ხრინწიანად ახველებდა, თან სურდოსგან დასველებულ ცხვირს იმშრალებდა გამუდმებით. ბავშვთან ღიმილით განაგრძობდა საუბარს, ბავშვს კი არც ესმოდა და ვერც ლაპარაკობდა.

ბიჭი სადგურის შენობას მიუახლოვდა. შენობის კუთხესთან წითელი მანქანა იდგა. ორი კაცი საბარგულს მიყრდნობოდა, პოლიციელს ესაურებოდნენ. სუფთად გაპარსულ პოლიციელს გრძელი ულვაშები დაეყენებინა, იღლიაში ყავისფერი საქაღალდე ამოეჩარა. ბიჭმა იცნო.

პოლიციელს სამხრეებიც ისეთი ჰქონდა, როგორ მაშინ, რამდენიმე წლის წინათ, იღლიაში ამოჩრილი საქაღალდე და ულვაშის სიგრძეც კი. ბიჭს რატომღაც მკვდარი გაახსენდა, ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარეს რომ ჩამოეტანა თავის სათავეებიდან.

მოსაცდელში მწვანე კედელზე მატარებლის მისვლა-მოსვლის განრიგი ჩამოეკიდათ. განრიგის ქვემოთ, პატარა სარკმელზე, რკინის თეთრი ბადურა იყო მიკრული. სარკმლის იქით ბნელოდა. ბიჭი განრიგს მიაშტერდა. იქვე, სარკმელთან მიკრულ განცხადებას შეხედა, რომელიც ციხიდან გაქცეული პატიმარზე იტყობინებოდა.

განცხადება გაქცეულის დაჭერაში დახმარებას სთხოვდა ხალხს. განცხადების კუთხეში პატარა ფოტოსურათი ისე გაცვეთილიყო, ვერაფერს გაარკვევდი. ნაწერი პატიმარზე ამბობდა – მკლავზე ქალთევზა აქვს ამოსვირინგებულიო. სულ ქვემოთ, წითელი ასოებით, გამაფრთხილებლად ეწერა: “დამნაშავე შეიარაღებული და ძალზე საშიში”.

ბიჭმა მიკრული განცხადების ერთ აწეულ კუთხეს მოკიდა ხელი და კუთხიდან კუთხემდე გადახია. კარიდან შემოსულმა ნიავმა კუთხეებით მიკრული ორი ნაფლეთი ფრთებივით ააფრიალა. ბიჭმა უყურა, უყურა მოფარფატე ნაფლეთებს და როცა მობრუნდა, მოსაცდელის შემოსასვლელში ქალი დაინახა. ქალი ზურგით იდგა, შავ კაბაზე ჯინსის უსახელო ქურთუკი ეცვა.

გარუჯული, ახალგაზრდული მკლავები და კანჭები ჰქონდა, მაღალი იყო, მაგრამ უსაშველოდ მოუვლელი ფეხსაცმელი და თმა იმედგადაწურული შუახნის ქალისას მიუგავდა.

ბიჭი ქალს უყურებდა, მის წინ ბავშვი რომ აისვეტა.

– აუაა, უაა, – უთხრა ბავშვმა ხელების ქნევით.

– ვერ გავიგე – აიჩეჩა ბიჭმა მხრები,– აუაა, უააა, აუაა,– გაიმეორა ბავშვმა, რაღაცას ეკითხებოდა.

– ვერა, ვერ გავიგე – გაუმეორა შეწუხებულმა ბიჭმა და ძალიან მოუნდა ბავშვს დახმარებოდა. ბავშვმა ხელი ჩაიქნია და იქით წავიდა, საითაც სკამზე წამოწოლილ კაცს ეძინა.

– აუაა, უაა, – უთხრა კაცს. კაცმა თავი წამოწია. ბავშვს მიბინდული თვალებით შეხედა, მიდო თავი და მიიძინა.

ქალი მოსაცდელიდან გასულიყო, ბიჭიც გავიდა. ქალი კარებთან მიდგმულ გრძელ სკამზე იჯდა. ბიჭმა შეხედა, ხელში ოციოდე წლის, სისხლჩაქცევებისგან თვალებჩალურჯებული გოგო შერჩა.

გოგოს მართლაც გრძელი ფეხები ჰქონდა, თავი ჩაეკიდა და წარბებს ქვემოდან იცქირებოდა. ბიჭი ბაქანს გაუყვა. გოგომ ჯინსის ქურთუკი გაიხადა, კალთაზე დაიდო და რაღაცის კეთება დაიწყო. როცა ჩაიცვა, ქურთუკს უკვე გრძელი სახელოები ჰქონდა. გოგომ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და მოიბუზა.

– აქ რას უცდით? – გაიგონა ბიჭმა პოლიციელის ხმა. გოგო არ განძრეულა. ბიჭმა მათკენ გაიხედა და შეჩერდა.

– ახლა მატარებელი აღარ იქნება, – თქვა პოლიციელმა გოგოს მისამართით, – ახალგაზრდავ, ამოიღეთ ხმა! – გაღიზიანდა, – აბა, წამობრძანდით აქეთ! – დაიქადნა. გოგო წამოდგა და მოსაცდელში შეჰყვა მასზე ტანდაბალ პოლიციელს.

– მოდის! – დაიძახეს უცებ.

შორს მატარებლის შუქი გამოჩნდა. სადგურში ისევ ჩაქრა ლამპიონები. “ეს იმიტომ, რომ არავინ დაინახოს...”– გაიფიქრა ბიჭმა და სიბნელეში მამამისისკენ და ძმისკენ გაიქცა. მატარებელი გაჩერდა.

აბორიალდნენ ლანდები. ბიჭი კალათებთან მივარდა. მამამისი და მისი ძმა თავის წილ ტვირთს მიათრევდნენ. მამა მატარებელში ახტა. გამცილებელი ჩუმად იძახდა: “თქვენ იქით... თქვენ აქეთ...” სიბნელეში მისი ფართოდ გახელილი თვალები ციმციმებდა. ბიჭი და მისი ძმა კალათებს აწვდიდნენ მამას.

ტვირთაკიდებული მამაკაცბი აქეთ-იქეთ დარბოდნენ. “ჩქარა” – ჩურჩულებდა გამცილებელი. “მოიცადეთ, ცოტა დარჩა” – ამბობდნენ მამაკაცები. “მომეხმარე” – იძახდნენ ქშენით. ბიჭმა, თავის კალათები რომ ატვირთა, ახლა სხვებს მიეხმარა. “უჰჰ, რა მძიმეა” – ამოიხვნეშა, ღრმად ჩაისუნთქა, სხეულის ყველა კუნთი ერთბაშად ისე დაძაბა, თითქოს გაწურვას უპირებსო, სუნთქვა შეიკრა და კალათი მატარებლის ტამბურში ააგდო. “მოვერიე” – გაიფიქრა ბიჭმა.

“მარტოს რამ აგაწევინა?” – უთხრა ვიღაცამ და მატარებლის კიბეზე შეხტა. “ეგ არაფერი” – გაეპასუხა კიბეზე მდგომ სილუეტს. მატარებელი დაიძრა. “მალე ჩამოვალ ”– გამოსძახა მამამ ვაგონის ფანჯრიდან.

სადგურზე ლამპიონები აანთეს. ბაქანზე აღარავინ იყო – აღარც ადამიანები, აღარც კალათები. გაზეთების ჯიხურის გვერდით, მერხზე ისევ ეძინა ვიღაცას. დასალევი წყლის შადრევანი ჩვეულებრივად ჩხრიალებდა. ბავშვის კი აღარ იძახდა “აუააა... უაააა...”.

– წავედით? – ჰკითხა ძმამ ბიჭს.

– წავედით, – უპასუხა და, როცა ბაქნიდან ლიანდაგზე უნდა გადაერბინა, წელთან, სადაც თუირკმელებია, საშინელი ტკივილი იგრძნო. ცივმა ოფლმა დაასხა.

– უხხხ! – გამოსცრა კბილებში.

– რა მოხდა? – ჰკითხა შეშინებულმა ძმამ.

– არ ვიცი, არაფერი, – ბიჭმა წელზე ხელი მიიჭირა და ნელა, ჯიხურთან ახლოს, მერხამდე მივიდა. მძიმედ დაეშვა მძინარეს გვერდით. “მოდიოდნენ და მერე... მოდიოდნენ და მერე...” – წაიბუტბუტა ძილში მძინარემ. ტკივილი ჩაუყუჩდა, მალე წამოდგა.

– წავედით, – უთხრა ძმას და, რადგან მანქანა, რომლის მძღოლი ძალიან კარგი კაცი იყო, უკვე წასულიყო, ფეხით მოუხდათ შინ დაბრუნება. წელი ყრუდ სტკიოდა და ნელა მიდიოდა. გზად ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე გაკიდებულ საცალფეხო ხიდზე უნდა გაევლოთ. ბიჭი ჩუმად მიუყვებოდა უსწორმასწოროდ, გარდიგარდმო დაკრულ ხის ლარტყებს. მისი ძმა მდნარეს გადაჰყურებდა ხიდიდან.

– ეს რა არი, მკვდარია? – იკითხა ბიჭის ძმამ შემკრთალი ხმით. ბიჭმა მდინარეს გადახედა და დააკვირდა.

– არა, კუნძია, კუნძი მოაქვს, – უპასუხა მოგუდულად. ცოტა ხანი ისევ ჩუმად მიდიოდნენ.

– ზღვასაც მოაქვს ნეტა მკვდრები? – იკითხა ისევ ბიჭის ძმამ.

– ალბათ, ზღვა ხომ უფრო დიდია, – კვლავ მოგუდული ხმით თქვა ბიჭმა. ხიდის ბოლოს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭის ძმამ კიდევ ერთხელ გადახედა მდინარეს, წამით გაჩერდა და:

– ისე, ნეტა, რამდენი მდინარე ჩაეტევა ერთ ზღვაში?

გოგო მთელი ღამე არ გამოსულა სადგურის შენობიდან. იმ ღამით, პოლიციის ოთახში, მას ხუთმა კაცმა დასდო პატივი. პირველობა, რა თქმა უნდა, პოლიციელს ეკუთვნოდა.

მეორე ყველაზე მძიმე ტანისა იყო, ზანტად მოძრაობდა და ოფლი ღვარად გასდიოდა. მესამე თუ მეოთხე კაცს, ზუსტად აღარ ახსოვს გოგოს, ემჩნეოდა, რომ პირველად იყო ქალთან. თავიდან ცივი ხელები ჰქონდა და მუხლები უკანკალებდა. შემდეგ კი გაშმაგებით ეხეთქებოდა მის მუცელს, თითქოს გაქცევას აპირებდა, სადღაც უსამართლოდ დატყვევებული. მერე მკვდარი, უსიზმრო ძილით ეძინა თვალებჩალურჯებულ გოგოს. დილით, მზის ამოსვლამდე, ისევ გააღვიძეს. ახლა მხოლოდ სამნი იყვნენ. პოლიციელი არ ჩანდა, ერთი სრულიად უცნობი იყო. როცა გათენდა და გარეთ გამოვიდა, ტანში ამტვრევდა. უკან პოლიციელი გამოჰყვა.

– ეხლა საით? – ჰკითხა. გოგომ მხრები აიჩეჩა.

– აჰა, გამომართვი, – უთხრა პოლიციელმა და ჯინსის ქურთულის ჯიბეში ორი თუმნიანი ჩაუკუჭა. გოგოს არაფერი უთქვამს – არც მადლობა, არც ნახვამდის.

პოლიციელი მოსაცდელი შებრუნდა. სადგურში მატარებელი შემოჩაქჩაქდა. ოციოდე დღის შემდეგ პოლიციელი, რომელსაც გაპარსული სახე და გრძელი ულვაში ჰქონდა, თეთრხალათიანი კაცის წინ მუხლამდე შარვალჩაჩაული იდგა. თეთრხალათიანს მზერა დაეძაბა და მუცელსქვემოთ აკვირდებოდა. ერთხელ სათვალე მოიხსნა, ისევ დახედა და ჩაფიქრებული, სკამის საზურგეზე გადაწვა. სათვალე მაგიდაზე დადო, პოლიციელს ახედა.

– აჰააა!? – თქვა და ვიღაცას დაუძახა ისე, თვალი არ მოუცილებია მის წინ მდგომისთვის. ოთახში ზონზროხა ქალი შემოვიდა. ისიც თეთრ ხალათში გამოწყობილიყო. პოლიციელმა სასწრაფოდ აიწია შარვალი. ქალისკენ ზურგით დადგა და ხვანჯრის შეკვრას შეუდგა.

– სისხლი, – უთხრა თეთრხალათიანმა კაცმა თეთრხალათიან ქალს. ზონზროხა ქალმა, ჭანჭრობის კოღოსავით ხარბად ამოსწოვა მკლავიდა სისხლი პოლიციელს. შპრიციდან პატარა მინის კოლბაში გადაასხა, ფურცელზე რამდენიმე ასო დაწერა, გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

– როგორ თქვი, რამდენი ხნის წინ იყავით? – იკითხა თეთრხალათიანმა.

– სად? ჰოო, ოცი დღის წინ, – უპასუხა პოლიციელმა შეშინებული ხმით.

– აჰა! – თქვა თეთრხალათიანმა და დასძინა, – ცოლი გყავთ?

– არა, – გაუდიდდა თვალები პოლიციელს.

– კარგია! თქვენს გარდა კიდე ვინმე ხომ არ იყო? – გულგრილად იკითხა ექიმმა.

– კი, ექვსნი ვიყავით, – დაირცხვინა პოლიცილმა.

– ცუდია, ყველა უნდა მოიყვანოთ. ცოლი ჰყავს რომელიმეს? – განსაკუთრებით ეს ამბავიც არ შეუცხადებია ექიმს.

– ორს. რა მჭირს ექიმო? – ვეღარ მოითმინ პოლიციელმა.

– უჰ! ცოლებიც უნდა მოიყვანონ. თვითონ იმას თუ იცნობთ?

– ვის?

– ქალს, ვისთანაც... – რატომღაც გაღიზიანდა ექიმი.

– არა, სულ არა.

– აბა, ეგრე შეიძლება? – უკმაყოფილოდ თქვა ექიმმა, – გარეთ დამელოდეთ, – და როცა პოლიციელი ოთახიდან გავიდა, წამლის სხვადასხვა ფერის კოლოფებით და ბოთლებით გატენილი მაცივრიდან ერთი ბოთლი ლუდი გამოიღო, გახსნა, პირზე მოიყუდა და ნაბახუსევ, გამომშრალ სხეულში ერთი ამოსუნთქვით გადაცალა. ტუჩები მოიმშრალა. ბოთლი მაცივრის უკან, სანაგვე ვედროსთან მიდგა, – უუჰჰჰ! – ამოიხვნეშა, კარი გააღო და დერეფანში გაიხედა.

პოლიციელი ბოლთას სცემდა. ექიმმა დერეფნი გადაკვეთა და მოპირდაპირე ოთახში შევიდა.

დიდი ხნის შემდეგ, ისევ გადმოკვეთა დერეფანი და თავის ოთახში დაბრუნდა. პოლიციელი, ამჯერად გულხელდაკრეფით იდგა, კედელზე გაკრულ უამრავ თვალსაჩინოებას გულმოდგინედ ეცნობოდა და შიგადაშიგ ოხრავდა. ექიმმა რომ გამოიარა, ხელები ჩამოუშვა, მავედრებელი თვალებით შეხედა და, რადგან ყურადღება არ მიაქციეს, უიმედოდ დაჯდა სკამზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, დერეფანი ზონზროხა ქალმა გადაჭრა. პოლიციელი სკამიდან აიწია. ქალმა დაინახა და მხოლოდ თავი გააქნია.

პოლიციელი კვლავ სკამზე დაეშვა. ქალი ექიმის ოთახში შევიდა. ექიმმა ოთახიდან გამოსზახა, წამოხტა და თითქმის სირბილით მივიდა კარამდე. შიგნით მაინც მორიდებულად შეაბიჯა.

– დაჯექით, – მიუთითა ექიმმა.

– უჰ! უუუჰ! – ქალმა შეხედა და ფილტვების სიღრმიდან წამოსული ოხვრით ამოიოხრა.

– რთულად არის საქმე, – ექიმმა პატარა ფურცელი ააფრიალა ხელით, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დააკაკუნა.

– უუუჰ! უჰ! – ისევ ამოიოხრა ქალმა, შეწუხებული სახით შეხედა პოლიციელს და დოინჯშემორტყმული გავიდა ოთახიდან. პოლიციელი მთელი სიმძიმით დაეხეთქა სკამზე და ის დღე დაწყევლა, როცა ქალს შეხვდა. იმ დღეს კი, უფრო ზუსტად, იმ ღამეს, თითქმის ცარიელი ვაგონით სამნი მგზავრობდნენ.

ვაგონში სიცხისაგან ბუზებიც მოთენთილიყვნენ და არ ბზუოდნენ. პაპიროსის კვამლი ერთ ადგილას, ვაგონის შუაში ჩამდგარიყო და სამი მგზავრი კვამლის მორევში ცურავდა. მათი საუბარი ყრუდ ისმოდა, თითქოს ბგერებიც ნელა მოძრაობდნენ. გადმოსაწევ მაგიდაზე ერთი ბოთლი არაყი, პური, ყველი და პომიდორი იდო. მგზავრები მაგიდას შემოსხდომოდნენ და ხისგან გამოთლილი პატარა ჭიქით, რიგრიგობით ყლურწავდნენ არაყს, ხოლო კალათები, რომლებზედაც წითლად მოთხვრილი თეთრი ნაჭრები იყო გადაკრული, არსად ჩანდა. გამცილებელს ისინი საიმედოდ დაემალა, რათა საბაჟოს მოხელეებს არ ეპოვნათ და, თუ მაინც იპოვნიდნენ, გასამრჯელო იმდენი იყო, რომ იმ აბეზარ მოხელეებსაც ადვილად გაისტუმრებდა. მაგიდასთან, ხმისამოუღებლად ილუკმებოდნენ მამა, მაღალი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი წინა კბილი აკლდა და ცისფერთვალება, რომელსაც ყველა ერიდებოდა.

– აუააა! – გაისმა ვაგონში, – უააა! – მიუახლოვდა ხმა თანამეინახეებს და მათ მაგიდასთან ბავშვი მივიდა, – აუაა! – თქვა ბავშვმა.

ძალიან უნდოდა, რაიმე გაეგებინებინა მამაკაცებისათვის, მაგრამ მათ დაღლილ თვალებთან ვერაფერი გაეხერხებინა. ბავშვმა ჯიბიდან ბანქოს დასტა ამოიღო და ლამაზი ვარდივით გადაშალა, შემდეგ ჰაერში აყარა, მძივივით გაამწკრივა და, მოქნილი მოძრაობით, კოხტა დასტად დაიწყო ხელის გულზე. კიდევ რამდენიმე ფოკუსი გააკეთა. ერთხელ დასტა აჩეჩა, ერთი ფურცელი ამოარჩია და სამივეს აჩვენა, ისევ აჩეჩა და ის ერთი ფურცელი ცისფერთვალებას ამოუღო ჯიბიდან. სამივეს გაეცინა.

– ეხლა წადი, – ხელი აუქნია მაღალმა ბავშვს. ბავშვმა კიდევ აჩეჩა ბანქოს დასტა.

მაღალმა ისევ ანიშნა, წადიო. მაშინ ბავშვი თითონ დაწვდა ყველს, ნაჭერ პურს, პომიდორს და მხოლოდ შემდეგ წავიდა. მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს.

– მოიცა! – დაუძახა მამამ ბავშვს. ბავშვს არ ესმოდა. მამა წამოდგა, გაჰყვა, მოაბრუნა, ჯიბიდან დაჭმუჭნული ქაღალდის ფული ამოიღო და ხელში ჩაუდო. ზურგიდან მაღალი და ცისფერთვალება წამოადგნენ. თითო ქაღალდის ფული მათაც გაუწოდეს.

– აუააა! – თქვა ბავშვმა, გაიცინა და გაიქცა.

ღამის გათევა მაგიდასთან მოუწევდათ მამაკაცებს, რადგან იმ ლეიბებსა და თხელ საბნებში, რომლებიც გამცილებელს უნდა მიეცა მათთვის, საბაჟოს მოხელეთა თვალის ასახვევად, კალათები იყო გახვეული. სანამ მამა, მაღალი ახალგაზრდა და ცისფერთვალება უძილო, მომქანცველი, საბაჟოს მოხელეების გამოჩენას დაყურადებული ღამისთვის ემზადებოდნენ, ბიჭმა და მისმა ძმამ ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე გაკიდებულ ხიდზე გადაიარეს, სოფელში შევიდნენ და პირდაპირ პურის მცხობელებს მიაკითხეს. ყვეაფერი თეთრი იყო მცხობელებთან, ჭუჭყიც კი. მხოლოდ პურები იყო მოყავისფრო წითელი. გამყიდველობა დიდძუძუებიანი ქალისთვის მიენდოთ. ქალს სიცხისან მკერდზე ხალათი შემოეღეღა, ძუძუებსშორის ღარი ფქვილით ამოვსებოდა და შიგ ოფლის თეთრივე წვეთები მიუცურვდა წანწკარით.

ორი პური იყიდეს. მათი სიმხურვალისაგან ხელები ეწვოდათ და ამიტომ რიგ-რიგობით მიჰქონდათ. ბოლოს ბიჭმა პერანგი გაიხადა, შიგ პურები გაახვია და გახურებულ ხელისგულებს შვება მისცა. შიშველ სხეულზე საღამოს ნიავმა დაურბინა. დროდადრო ხორკლებს აყრიდა ტანზე. ცხელი პურის სურნელი შიმშილის გრძნობას უღიზიანებდა და შინ მისვლამდე ერთი პური შემოეჭამათ. შინ კი, წყალი გაათბეს, შიგ პომიდორი ჩაჭრეს, მარილი ჩააყარეს, წითელ წვენში ცხელი პური ჩააწეს და ხმისამოუღებლად შეჭამეს. ბიჭს წელი ისევ სტკიოდა. სტკიოდა ყრუდ, თირკმელებთან.

– კიდე გტკივა? – ჰკითხა ძმამ.

– რა ვიცი, – უპასუხა სუსტი ხმით.

ბიჭს დილაუთენია გაეღვიძა. საბნის ქვეშ წამოყეყელავებული სარცხვინელი გაისწორა და დაამთქნარა. ფეხსალაგში გასვლა უნდოდა, მაგრამ წამოდგომა ეზარებოდა. ბიჭის ძმა ოთახის ბოლოში მდგარ რკინის საწოლში იწვა. საწოლის თავებს, ოთხივე კუთხეში, ვერცხლისფერი, დილის მზის სხივზე ალიცლიცებული ლითონის ლომისთავები ედგა. ბიჭის ძმა ცხვირს აცემინებდა. ცემინებისგან ცხვირი და ქუთუთოები გასიებოდა და გაწითლებოდა: “თოთხმეტი” – თქვა ბიჭის ძმამ და დააცემინა.

– ეეეჰ! ავდგე, ვეღარ მოვითმენ, – გადაწყვიტა ფეხსალაგში წასვლა ბიჭმა, საბანი გადაიხადა და წამოდგა, – უხხხხხ! – იყვირა უცებ, წელზე ხელი იტაცა და სუნთქვა შეეკრა.

– რა მოგ... – შეშფოთებული ხმით უნდოდა ეკითხა ძმას, მაგრამ, ისევ დააცემინა, – ცხრამეტი, – თქვა, – რა მოგივიდა? – დაამატა. ისევ დააცემინა, – ოცი, – მიათვალა.

– მეტკინა, – უპასუხა ბიჭმა და გაახსენდა, რომ მთელი ღამე ჩუმი, თითქოს დილისთვის ჩასაფრებული ტკივილი აწუხებდა. ხელმეორედ სცადა წამოდგომა, მაგრამ საშინელი ტკივილისაგან გულშეწუხებული, საწოლზე მიესვენა.

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x3302?lang=geo

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:21 pm

ბესო სოლომანაშვილი

კონტრაბანდისტები

2
საშინელი ტკივილისაგან გულშეწუხებული ბიჭი გაუნძრევლად იწვა დიდი, ხმაურიანი ქალაქის საავადმყოფოს ერთ ატარა ოთახში. მხოლოდ მედიცინის დის შემოსვლას იგებდა, რომელსაც, სხვა წამლებთან ერთად, ტკივილგამაყუჩებელი აბებიც მოჰქონდა და, როდესაც ტკივილი მთლად დაუამდა, თანაც, აღარც გამთანგავი სიცხე ახვევდა თავბრუს, გაბედა და ნელი, ფრთხილი მოძრაობით საწოლზე წამოჯდა. მეზობელს, რომელიც გვერდით საწოლში მშვიდად იწვა, გაუბედავად მიესალმა. “გა-ა-უ-მარჯოს” – ძლივს ამოთქვა მეზობელმა და ხელი ოდნავ ასწია, რომ ფერდის პატარა ჭრილობაში ჩადმულ გამჭვირვალე პატარა მილს არ შეხებოდა. მილიდან ყვითელი სითხე წვეთავდა და საწოლის ქვეშ მდგარ ქილას ავსებდა. “სტკივა” – გაიფიქრა ბიჭმა. თვითონაც მოისინჯა წელი, მაგრამ ტკივილი აღარ უგრძვნია. ნელა წამოდგა და საავადმყოფოს ზოლიანი ხალათი ჩაიცვა.

გაიარა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო. გარეთ, მაღალი ქვის გალავნით გარშემორტყმული შენობა ჩანდა, პატარა ბაღით. “ზზზუნგ!” – ბზუილით ეხეთქებოდა ბუზი ფანჯრის მინას. ბიჭი ფანჯარას მოსცილდა და კარისკენ წავიდა.

დერეფანში ხელჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი დადიოდა, ხელში კრიალოსნით. ყველგან ქაფურისა და კომბოსტოს ნახარშის სუნი იდგა.

გარეთ გასვლა გადაწყვიტა. დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. “უკაცრავად” – მხარი გაკრა თეთრხალათიანმა უცნობმა და ჩაიქროლა. ბიჭი კიბეს ჩაუყვა. ყოველ სართულზე ისვენებდა. ეზოში თავბრუ დაეხვა. გრძელ მერხზე ჩამოჯდა. მის ზურგს უკან უშველებელი ქვის გალავანი გაწოლილიყო. ზემოდან დალეწილი შუშის ნამტვრევები ალესილი კბილებივით ჰქონდა ჩასმული და ჩამავალი მზის სხივებზე ლაპლაპებდა.

ცა შეეწითლებინა მზეს.

მერხის კიდეზე თხელი რეზინის გახეული სათითური შეამჩნია, ხელი ზანტად გასწია და სათითური გადააგდო. გაყუჩდა... “აბა, როგორ შეიძლება, ეხლავე ადექი, გაცივდები!” – ჩასძახა ბიჭს ვიღაცამ და ძილბურანიდან გამოფხიზლა. ბიჭს შერცხვა და წამოდგა.

მედიცინის დამ იდაყვში ჩაავლო ხელი და კიბისკენ წაუძღვა. ბიჭს ნაბიჯი ერეოდა. მედიცინის დამ პალატამდე მიაცილა. “შედი და შემოვალ” – უთხრა. ბიჭი თავის საწოლთან მივიდა და გაუხდელად დაწვა. “დაგეფარებინა რამე,” – ურჩია მეზობელმა, მაგრამ ბიჭმა ვეღარ გაიგო – ღრმად ეძინა უკვე. ამასობაში, მედიცინის დაც შემოვიდა.

“უკვე დაეძინა?” – იკითხა; “ესე უპატრონოდ რომ მიატოვეს, შეიძლება? ნეტავ ვინ ჰყავს სახლში? ეეჰ!” – ამოიხვნეშა; “თან რომ არც დაუფარებია?” – ფრთხილად გამოსწია ბიჭის ქვემოდან საბანი, დააფარა და მის მეზობელს მიუბრუნდა. ფერდის პატარა ჭრილობაში ჩაგმული მილი მოუსინჯა და ხელის ერთი გაკვრით, სხარტად გამოაძრო. ავადმყოფი ზამბარასავით შეიკუმშა, ტკივილის მოლოდინში და მყისვე გაიშალა. მედიცინის დამ თეთრი დოლბანდი დაადო ჭრილობაზე, ქილა აიღო, შიგ ჩაგროვილ სითხეს გახედა, “ბევრია” – თქვა და ოთახიდან გავიდა.

– ეჰეჰე! რამდენი ხანი გეძინა, ბიჭო! – შეიცხადა კრიალოსნიანმა მოხუცმა და ღიმილით შეაცქერდა თითქმის ორდღიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებულ ბიჭს. ბიჭმა შეშუპებული სახე ხელისგულებით მოიფშვნიტა და საწოლზე წამოჯდა.

– ეტყობა ტიტლიკანა გოგოებს ხედავდა სიზმარში და რა გააღვიძებდა? – კვნესა-ქირქილით ამოღერღა ბიჭის მეზობელმა.

ბიჭმაც გაიცინა, მკლავები გაშალა, თვალები მოჭუტა, კმაყოფილებით გაიზმორა. საოცრად ჯანმრთელად და ლაღად იგრძნო თავი. ფანჯარისკენ გაიხედა. გარეთ ბნელოდა. ის იყო, წამოდგომა დააპირა, რომ თახში მედიცინის და შემოვიდა.

– უჰ! მადლობა ღმერთს! – გაიხარა ქალმა, – რა არის ამდენი ძილი, ბიჭო! ჯანმრთელობისთვის კი კარგია... ხო არაფერი გაწუხებს?

– არა, – უპასუხა ბიჭმა.

– აი, გამომართვი, – გაუწოდა გაკეცილი ფურცელი, – მგონი შენი ძმისგან არის, წერილია, ვიღაც ქალი იყო, ქალაქში მოდიოდა და გამოუტანებია, თურმე... გეშიება...

ბიჭმა ფურცელი გამოართვა, გახსნა და უგერგილოდ უპასუხა.

– არ-აა-აა.

– როგორ არა, მოიცადე, ამას მივხედავ, – გახედა ქალმა მეორე საწოლს, – ისე, თითონ რატომ არ გაკითხავენ?

– რა ვიცი, – ამოხედა ბიჭმა და დაიმორცხვა, – გზა არ იციან, საავადმყოფოს ვერ მოაგნებენ, – საბანი ცხვირამდე აიქაჩა, თან ხელი არ გაუშვია ფურცლისთვის.

– ეგ არაფერი, მერე რა მოხდა? – თან გამჭვირვალე მილი გამოსწია მედიცინის დამ, ბიჭის მეზობელს რომ ჰქონდა ფერდის ჭრილობაში, – მივხედავ ამას და საჭმელსაც მოგიტან, – და მილი ჭრილობიდან გამოაძრო, დოლბანდი მიაფარა, ქილა მაღლა ასწია, “ბევრია” – თქვა და კრიალოსნიან მოხუცს გვერდით ჩაუარა.

მედიცინის და რომ გავიდა, ბიჭი საწოლზე წამოჯდა, ბალიში ზურგსუკან გაისწორა, მიეყრდნო, მუჭში მოჭმუჭმუნული ფურცელი გაშალა, გაასწორა და კითხვას შეუდგა: “გამარჯობა, როგორა ხარ, კარგათა ვარ. ის კალათები რო იყო, დიდები, მე უფრო პატარების დაწვნა დავიწყე, მამა რო ჩამოვიდა, არ მოეწონა, მაგრამ მერე მოეწონა, რო მოეწონა, მერე წავიდა და ისევ ჩამოვიდა და ისევ წავიდა. ქათამმა ისევ დაკარგა საბუდარი. მამა რო ჩამოვიდა, უპოვა, რომ წავიდა, ისევ დაკარგა. ახლა მე უკვე ვიცი, როგორ ვუპოვო დედალს საბუდარი, ჰოდა მე თითონ ვუპოვე, ისევ დაკარგა და ისევ ვუპოვე. მამალი ყოველთვის გაპოვნინებს დედლის დაკარგულ საბუდარს, ოღონდ, მამამ თქვა, მამალი ნამდვილი უნდა იყოსო, ისეთი კი არა, როგორიც ხის კვერცხია, არა, ნამდვილი – აი, ნამდვილი, დეზებიანი, ბიბილოიანი და დილას რომ ყივის და კიდე, მამამ თქვა, ათ დედალს უნდა პატრონობდეს და წიწილებს უნდა აჩეკინებდესო. გოგილოს ვცემე.

ცხვირიდან ისეთი სისხლი წამოუვიდა, შინდს რომ წვენი აქ. მამა კიდევ ჩამოვა, კიდევ წავა და კიდევ ჩამოვა. ქათამმა საბუდარი თუ დაკარგა, ნუ გეშინია, ვიპოვი. ძალიან ხო არ გტკივა? ძმა.”

ბიჭმა კითხვა დაამთავრა. თავი არ აუწევია. იჯდა საწოლზე თავჩაკიდებული და შეუმჩნევლად იღიმოდა.

“ეჰ, ჩემთვისაც დროა,” – ჩაიბურტყუნა კრიალოსნიანმა მოხუცმა, ყავარჯნებს დაეყრდნო, გაჭირვებით წამოდგა და კარისკენ წავიდა. ბიჭის მეზობელმა საავადმყოფოს ჭრელი ხალათი ჩაიცვა, სკამი აიღო და დერეფანში გავიდა.

გზად წამით შეყოვნდა: “მერე გამოდი, რაღაცას გაჩვენებ,” – ძლივს გასაგონად უთხრა ბიჭს. ბიჭს თითქმის არ გაუგია მეზობლის ნათქვამი, საწოლიდან ჩამოვიდა, მეზობელს თვალი გააყოლა: “ჰოო-ჰო” – თქვა თავისთვის, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. მაღალ გალავანს იქით, მოპირდაპირე შენობის შესავლელი ცისფერი სინათლით იყო განათებული. შენობის წინ, ბაღში, ფიჭვების სილუეტები იკითხებოდა კუნაპეტ სიბნელეში. შესავლელთან ვიღაც გამოჩნდა. ბიჭმა ყურადღება დაძაბა და “ეეე!” წამოიძახა გაოცებისაგან. დაჟინებით დააკვირდა, სწრაფი ნაბიჯით დერეფანში გავიდა, კარს ოდნავ გაცილებული, უკან შემობრუნდა და ფანჯრის გაღება სცადა.

ფანჯარა ჩალურსმული აღმოჩნდა. ქვემოთ, ცისფერი სინათლის ფონზე, მაღალი, აწოწილი ქალის სხეული ილანდებოდა. ბიჭი დერეფანში გავიდა, კართან წონასწორობა დაკარგა და დერეფნის ფანჯარასთან მიმჯდარ თავის მეზობელს გადააწყდა.

– რა იყო, კაცო? ფრთხილად! სად გარბიხარ? – გაოცებულმა იკითხა მეზობელმა.

– ბოდიში... ქვემოთ.

– მოიცა, მოიცა, გაჩვენო, სად გარბიხარ? – მეზობელი მაჯაში ჩააფრინდა და – აგე, ნახე, ნახე, ეხლა დაიწყება! – ჩაიჩურჩულა აფორიაქებული ხმით. ბიჭმა წასვლა სცადა, მაგრამ მიხვდა, თავს ვერ გაითავისუფლებდა. ფანჯარაში გაიხედა. მოპირდაპირე შენობის ერთადერთ განათებულ ფანჯარაში ორი თეთრხალათიანი მოჩანდა, აქეთ-იქთ დადიოდნენ, შუაში კი ვერცხლისფრად მოლაპლაპე, თეთრზეწარგადაფარებული უცნაური მაგიდა იდგა. მალე მათ მესამე მიემატა – ქალი იყო.

– ეხლა დააკვირდი, – მოუთმენლად თქვა მეზობელმა.

კისერი ისე დაიგრძელა, თითქოს იქით ფანჯარაში აპირებდა თავის შეყოფას, თან პაპიროსს მოუკიდა. კვამლის რგოლი ფანჯრი მინას შეეხეთქა, დაიშალა, მინაზე აიკლაკნა და გაქრა. იქით, ახლადგამოჩენილი ქალი წვალებით აბობღდა უცნაურ მაგიდაზე და უცებ წელსქვემოთ გაშიშვლდა. მაგიდაზე გადაწვა და ფეხები ზემოთ შეაწყო. ბიჭს მოულოდნელობისაგან ყელი გუშრა.

იქით, იმ ორმა, ხელები და ფეხები დაუბა ქალს, მაჯაში ნემსები უჩხვლიტეს, თვითონ დოლბანდით აიკრეს სახეები და თეთრ ხალათებზე წინსაფრები აიფარეს. ერთი ვერცხლისფერ იარაღებს აწვდიდა მეორეს, ის კი ამ იარაღებით სისხლიან ნაფლეთებს აცლიდა ქალს მუცლის ქვემოდან.

– ნახე? – უსაშველოდ სევდიანი სახის გამომეტყველებით ჰკითხა მეზობელმა ბიჭს, მხარზე ხელი დაარტყა და, ის იყო, ბიჭის ცხვირწინ კვამლის აფარფატებული რგოლი დაიშალა, რომ ზურგსუკან მედიცინის დის გაანჩხლებული ხმა გაისმა.

– აააა!!! ისევ იქით იყურები, არა?! შე, შე... ამისგან რაღა გინდა? ამას რატო აყურებინებ?

ბიჭის მეზობელი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით მოიბუზა.

– იქით არა, ვის ვაყურებინებ? არაფერს არ ვაყურებინებ! – წაიბუზღუნა, სკამიდან ბეჭებში მოხრილი წამოდგა, თავი ჩაღუნა და პალატაში შევიდა. უკან მედიცინის და მიჰყვა. ხელში ერთი ჯამი მოხარშული კომბოსტო ეკავა და გაბრაზებული დაჰკიოდა ავადმყოფს.

– პაპიროსი ჩააქრე!... ჩააქრე და დაწექი.

ვერ მოგაშლევინე, კაცო, ვერა...

ბიჭმა კვლავ ფანჯარაში გაიხედა. იმ უცნაურ მაგიდაზე სხვა ქალი წვებოდა. მანაც ზემოთ შეაწყო ფეხები. მუცელს ქვემოთ შავი სამკუთხედის დანახვისას ისევ გახევდა ბიჭი. გულიც აუჩქარდა. თეთრხალათიანებს წითელი წერტილებით დალაქავებოდათ წინსაფრები.

– შენც იმას უყურებ?...

ის ძლივს მოვაცილე და ახლა... – უბიძგა ბიჭს პალატიდან გამოსულმა მედიცინის დამ. ბიჭი შეკრთა და დაბნეული გამომეტყველებით მიაშტერდა, – გაიწიე, გაიწიე... თანაც, მშიერი ხარ, წადი, საჭმელი შემოგიტანე, – განაგრძო მედიცინის დამ და უფრო ღონიერად უბიძგა. ფანჯარასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, იდაყვებით რაფას ჩამოეყრდნო და მოპირდაპირე შენობის ერთადერთ განათებულ ფანჯარას მიაცქერდა.

ბიჭი კიდევ ცოტა ხანს იდგა ფანჯარასთან, მერე, თითქოს რაღაც გაახსენდა, შებრუნდა, სწრაფად გაირბინა დერეფანი. კიბეც ერთი ამოსუნთქვით ჩაირბინა.

ეზოში ძველი, დამტვრეული საწოლის ფეხი იპოვა, ქვის გალავნის ძირში მდგარ მერხზე შედგა, გალავნის პირზე ჩასმული შუშის კბილები მოამტვრია და ზედ აცოცება დაიწყო. მომტვრევას გადარჩენილმა შუშის ნატეხებმა საავადმყოფოს ზოლიანი შარვალი მუხლთან გამოახია და ბარძაყიც გაუჭრა. ზოლიან შარვალზე სისხლის პატარა ლაქამ გამოჟონა.

გალავანს იქით პატარა ბაღი იყო, ბაღს იქით შენობა იდგა. ეს გალავანი სწორედ ამ შენობას ერტყა გარს, რომ ღმერთი არავის გასწყრომოდა და იქიდან ის ბინძური სენი არ გამოეტანა დანარჩენი ქალაქისათვის, ყველა რომ ასეთი ამრეზით იხსენებს. ცისფერი სინათლით განათებულ შესასვლელში აღარავინ იდგა. მთვარის ნათელის შუქი მქრქალ სვეტებად აღწევდა ხეების სილუეტებს შორის.

ბიჭმა ბაღის სიბნელეს თვალი შეაჩვია. ფრთხილად მიდიოდა, აქეთ-იქეთ იცქირებოდა. უცებ გაჩერდა და ყურადღება დაძაბა. ბაღში ხეებს შორის გამოპარულ სინათლეში პატარა სკამი იდგა. სკამზე გოგო იჯდა. ოციოდე წლის იქნებოდა, მაგრამ ფეხსაცმელი და თმა ისეთი მოუვლელი ჰქონდა, როგორ იმედგადაწურულ შუახნის ქალს. თვალებთან სისხლჩაქცევებისაგან გაჩენილ სილურჯეს გაევლო და წითელი ლაქებიღა დარჩენოდა სახსოვრად.

გოგო ხმას არ იღებდა, თითქოს ვერც ამჩნევდა მას. ბიჭი ვერ ბედავდა გამოლაპარაკებას. გოგოს არ ეცალა მისთვის. შენობისაკენ იცქირებოდა დაყურადებული და იქიდან გამოსულ პატარა ხმაურზეც კრთებოდა და იბუზებოდა. დიდი ხნის შემდეგ წამოდგა, ბნელი ბაღი გაიარა და შენობაში შევიდა. ბიჭმა მზერით გააცილა და, როცა გოგო თვალს მოეფარა, ისევ ქვის გალავანს გადააბობღდა.

თავის პალატაში ჩუმად შეიპარა. მეზობელს ეძინა და გულისგამაწვრილებლად აკრაჭუნებდა კბილებს.

საწოლის გვერდით, პატარა მაგიდაზე, ერთი თეფში მოხარშული კომბოსტო იდგა, ერთი ნაჭერი გამომშრალი პურის იქვე იდო, ზედ ბუზი დაბორიალობდა. ბიჭმა მწერს ხელი აუქნია და საწოლზე ჩამოჯდა. მადიანად ილუკმებოდა. თეფში პურის ბოლო ნატეხით მოაპრიალა და წამოწვა. მეზობელი შეუსვენებლად აკრაჭუნებდა კბილებს.

მეორე დღეს, მთელი დღე მოხარშული კომბოსტოს სუნი ისუნთქა ბიჭმა. რამდენიმე აბი გადაყლაპა, მედიცინის დამ რომ მისცა. კრიალოსნიანი მოხუცის მონაყოლ ამბებს მოუსმინა, ახალი გაზეთებიდან რომ ამოეკითხა: “აიო, კაცოო, შორს რომ ქვეყანააო,” – დინჯად ყვებოდა მოხუცი, – “რა ქვიან, აღარ მახსოვს, გამახსენდება – გეტყვითო, იმის დედოფალს დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა და მიწისძვრა რომ მოხდა, სულ იმ ქვეყნისთვის მიუციაო...

იქა და იქ, კარგად არ მახსოვს – სად, ასი ათასი მილიონი წლის კაცის ჩონჩხი უპოვიათო... იმ ქვეყნის ფეხბურთელებს ამ ქვეყნის ფეხბურთელებისათვის ათით ნოლი მოუგიათო... ერთი ქვეყნის მთავრობას ბომბები ესროლეს და გააგდესო... მფრინავი თეფში გაუგონარი სისწრაფით მიფრინავდა და ხუთ ფერად ანათებდაო...”.

რომ მოსაღამოვდა, დერეფნის ფანჯარასთან მიმჯდარ მეზობელს ყურადღება არ მიაქცია. კიბე ჩაირბინა, მაღალ გალავანზე გადაძვრა და ბნელ ბაღში გოგო მოძებნა. გოგო ისევ სკამზე იჯდა და გაფაციცებით შესცქეროდა შენობას.

შენობიდან გინება და მტვრევის ხმა ისმოდა. ბიჭი ჩუმად ჩამოჯდა სკამზე. გოგომ არც გამოხედა. ბიჭმა ვეღარ გაუძლო სიჩუმეს.

– რა ხდება შიგნით? – იკითხა ჩურჩულით, ხმა ჩაეხლიჩა და ნერწყვი გაეჭედა ყელში.

– შემოსვლა უნდათ... ჩხუბობენ, – უფრო თავისთვის თქვა გოგომ, ვიდრე ბიჭს უპასუხა.

– ვინ, ვინ? – იკითხა ბიჭმა. გოგოს ხმა რომ გაიგო, ერთბაშად დამშვიდდა.

– რა ვიცი... მე მეშინია, გიჟები არიან.

– მე ვერ მიცანი? – ჰკითხა ბიჭმა და გოგოსთან ახლოს გადაჯდა. გოგომ ფრთხილად მოაბრუნა თავი და ბიჭს დააკვირდა. მთვარის შუქზე ვერ გაარჩია მისი სახე. ბიჭმა კისერი წაიგრძელა, სახე ახლოს მიუტანა, მიხვდა – ვერ იცნო. ძალიან მოუნდა, რომ გაეხსენებინა.

– აი იქ, სადგურში პოლიციელმა რომ წაგიყვანა.

– რა? – შიშისგან, თუ ბრაზისგან სახე მოექცა გოგოს.

– ჰო, სადგურში, მატარებლის სადგურში, შენ ჯინსის ქურთუკი გეცვა. პოლიციელი რომ გაგიწყრა... მე, მე იმ კაცებს ვეხმარებოდი, მატარებლებს რომ მიჰყვებოდნენ.

– არ ვიცი, – გოგო აღარ უსმენდა ბიჭს, წამოდგა, შენობისკენ ფრთხილად წავიდა, ყური მიუგდო.

შენობიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. გოგომ ბიჭს არც კი გამოხედა, ისე თქვა: “მგონი წავიდნენ, ჰო, ეტყობა წავიდნენ”, – დარწმუნდა და უფრო გაბედული ნაბიჯით მიუახლოვდა შენობას, კართან გაჩერდა, ცისფერ შუქზე მისი მაღალი სილუეტი გამოიკვეთა.

მობრუნდა, ბიჭს ვეღარ ხედავდა, მაგრამ, მაინც დაუქნია ხელი და შენობაში მიიმალა. ბიჭს დაენანა, გოგო რომ წავიდა, გაყოლაც კი დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა, მხოლოდ “ხვალაც მოვალო”– დაუძახა და ისიც ისე ჩუმად, თითონაც ვერ გაიგო. გალავანზე გადაბობღდა. ხის მერხზე ფეხი დადგა თუ არა, მის წინ მოულოდნელად მედიცინის და აისვეტა.

– რა გინდოდა, ბიჭო, იქით? – იკივლა, – იქ, იცი, როგორი ავადმყოფები წვანან? ვინმემ ხო არ შეგაცდინა, გამოტყდი, გამოტყდი, არავის არაფერი გადასდო, მთელი ქალაქის აყროლებული ბოზები მანდ არიან, შე გაფუჭებულო, რა გინდოდა იქით?! – ბიჭს სახელოზე მოქაჩა და კიბისკენ წაათრია, – წადი, ეხლავე კარგად დაიბანე ხელები, პირი და ყველაფერი, ან დაბანა რას გიშველის, თუ ვინმეს მიეკარე! მიეკარე? ვინმეს რამე ხომ არ უქენი? სულ ბოზები არიან მანდ, შე ღლაპო, უყურე ამას, უყურე, ეს გათახსირებული!

ბიჭი შეშინებული მიყვებოდა მედიცინის დას და დარცხვენილი ლუღლუღებდა.

– არაფერი, არა... არა... არ-რავის მივკარებივარ, მაპატიეთ... ხელიც არ დამიდია... ისე, ნაცნობი დავინახე და... არავის მივკარებივარ... ნაცნობი დავინახე. მედიცინის და არ ცხრებოდა.

– არ მიკარებიხარ, არა? არ იცოდი, არა? ხვალვე პანღურისკვრით გაგაგდებთ აქედან! არა, ხვალ არა, ხვალ ექიმები არ იქნებიან, ზეგ, ზეგ გაგაგდებთ, შე გაფუჭებულო... ნაცნობიაო, უყურე შენ! – ვერ მალავდა აღშფოთებას. პალატამდე სულ მუჯლუგუნის კვრით მიიყვანა ბიჭი.

– შეეთრიე და დაეგდე, შე გათახსხირებულო!

ბიჭი უჩუმრად ჩაეშვა ლოგინში. მეზობელს ეძინა გულისგამაწვრილებლად აკრაჭუნებდა კბილებს.

დილით ბიჭმა რომ გაიღვიძა, მისი მეზობლის საწოლქვეშ მდგარ ქილაში უკვე ქანაობდა გამჭვირვალე მილის ბოლო. ბიჭმა გვერდი იცვალა, თავიდან აპირებდა ძილის მოხმობას, წინა ღამეც გაახსენდა, მედიცინის დასთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. ”სულ არ ავდგები დღეს ლოგინიდან”, – გაიფიქრა. ჩათვლიმა კიდეც, მაგრამ ვიღაცამ ღონივრად შეანჯღრია, გადასაფარებელი გადახადა და დასძახა:

– არ ადგები არა, ლოგინიდან, გრცხვენია ხო? კიდევ კარგი. დღეს ეგრე ეგდე და ფეხი არ გაადგა არსად, აჰა, ეს ჩაცეცხლე! – ერთი თეფში მოხარშული კომბოსტო და ნაჭერი პური დაუდო წინ, – ხვალ აუცილებლად გაგწერთ, – მერე წელში მოიხარა და ბიჭს ყურში ჩასჩურჩულა– ბიჭო, წუხელ იმ საავადმყოფოში მართლა ვინმე ქალთან ხომ არ იყავი, თავი ხო მარ გაიუბედურე, გამოტყდი, დროზე რომ გიმკურნალონ. ვის არ მოსვლია, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, მეც შენი ტოლი ბიჭი უნდა მყოლოდა, – ვიცი თქვენი ხუშტურები, დიდი რამე, ვის არ მოსვლია.

ბიჭს თავი არ მოუბრუნებია, გაწითლდა დასცხა და: – არა, მართლა არავისთან ვყოფილვარ, ხელიც არ დამიკარებია, მართლა, გეფიცებით...

– კარგი, კარგი,– ჩაიბუზღუნა მედიცინეს დამ, – კარგი, ხვალ შენს ტანსაცმელს მოგცემთ და სახლში წახვალ, გაიგე!

– ბიჭი მთელი დღე ლოგინში იწვა, დროდადრო ჩაიძინებდა ხოლმე.

გარეთ ღამდებოდა უკვე. ბიჭის მეზობელი კვლავ დერეფნის ფანჯარასთან მიმჯდარიყო. ბიჭმა ითმინა, ითმინა და ბოლოს მაინც წამოდგა. უხმაუროდ ჩაიცვა, ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი, ფრთხილად ჩაუყვა კიბეს და გალავანზე გადაძვრა. დიდი ხანი ელოდა, გოგო არ გამოჩნდა. შენობისკენ წავიდა, ცისფერ შუქში შევიდა და თეთრი მეთლახით მოპირკეთებულ გრძელ დერეფანში აღმოჩნდა. დერეფნის ბოლოდან ხმაური მოდიოდა, ვიღაცას აწყნარებდნენ,– ხან უყვავებდნენ, ხან ლანძღვითვე პასუხობდნენ.

ბიჭი დერეფანს გაუყვა და ბოლოში დატანებული კარი ფრთხილად გააღო. უშველებელ ოთახში რამდენიმე პოლიციელი საშინლად გაბრაზებულ კაცს აკავებდა. ოთახის კუთხეში, სკამზე თეთრხალათიანი კაცი იჯდა და ცხვირ-პირიდან სისხლი გასდიოდა, თან გვერდით მდგომ პოლიციელს უყვებოდა:

– რა ვქნა კაცო, იარაღით მაშინებენ, ბოზებთან შეგვიშვიო, ვუხსნი, რამეს აიკიდებთ მეთქი, მაგრამ გაგიგია, აი მცემენ, მეც ვუშვებ ხოლმე. ერთ კვირაში ისევ ჩემთან მოდიან ტირილით– მოგვარჩინეო... დღეს კიდე, ესეც არ იკმარეს და ქალს სცემეს, შეიძლება მოკლეს კიდეც, ვითომ მიხმარებაც მინდოდა და აი რა დღეში ჩამაგდეს. ეგ ყველაზე ნაკლებს ჩხუბობდა, დანარჩენები გაიქცნენ, ორი ავტომატი ჰქონდათ. რა ვიცი კაცო, გიჟები არიან.

რო დალევენ, ეტყობა, ტვინით კი არა, იმით ფიქრობენ – ექიმმა რამდენიმე ფენათ დაკეცილი ბინტი მიიდო ტუჩზე და ოთახის მეორე კარისკენ გაიხედა. კარი გაიღო – სანიტარმა თვლებზე შემდგარი საკაცე შემოაგორა. საკაცეზე გოგო იწვა, თეთრი ზეწარი მკერდამდე გადაეფარებინათ, სახე ისე გასიებოდა, თვალებიც კი აღარ ემჩნეოდა, შუბლი დოლბანდით ჰქონდა გადახვეული და ზედ სისხლის ლაქა ეტყობოდა. ეს რომ პოლიციელებმა დაინახეს, კაცს, რომელსაც აკავებდნენ და რომელიც უკვე დაწყნარებულიყო, ღონიერი ალიყური უთავაზეს. სანიტარმა საკაცე იმ კართან მიაგორა, რომლის უკანაც ბიჭი იყო ატუზულიყო, საკაცით მიაწვა და გააღო. ბიჭი გაისუსა და როდესაც საკაცემ მის წინ ჩაიგრიხინა, იცნო გოგო. სანიტარს იგი არ შეუმჩნევია, ისე გაუყვა დერეფანს.

საკაცის თვლების ჭრიალი მარტში ატეხილი კატების კნავილს ჰგავდა. მიგრიხინებდნენ თვლები ფილაქანზე.

სანიტარმა მკვეთრად მოუხვია და ბიჭმა ახლაღა შეამჩნია, რომ დერეფანს კიდევ ერთი კარი ჰქონდა, საკაცეც იმ კარის უკან მიიმალა. ბიჭი ეზოში გავიდა და მთვარის შუქით განათებულ სკამზე დაჯდა. აღარ ახსოვს რამდენი ხანი იჯდა ასე, გაყუჩებული. მერე იქვე, სკამის გვერდით, ხესთან მიდგა და ქერქზე სველი, მუქი ლაქა დატოვა ჩხრიალ-ჩხრიალით; ხვანჯარი გაისწორა და გალავანს გადააფორთხდა. Kკიბე და დერეფანი ისე გაიარა, ფანჯარასთან მიმჯდარმა მედიცინეს დამაც კი ვერ შეამჩნია და ანაზდად გასხლტა თავის ოთახში, საბანში გაეხვა. Gგვიან ღამემდე არ დააძინა მეზობლების კბილების კრაჭუნმა, მაგრამ ბოლო ძილის ბანგი მაინც მოერია მეზობლის კბილებს.

– ადექი, ადექი, ჭამე და დღეს წახვალ გაიგე?... დროზე, დროზე! ხომ გითხარი, დღეს გაგწერთ, – მზე გვარიანად ამოწვერილიყო, ბიჭი რომ გააღვიძეს.

– მიდიხარ, ბიჭო? – სიცილით ჰკითხა მეზობელმა ძილ-ბურანიდან გამორკვეულ ბიჭს.

ზანტად წამოიწია ბიჭი, წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და საწოლის თავზე გადაკიდებულ თავის საგარეო ტანსაცმელს გაოცებული მიაშტერდა.

– ჰე! რა მოგივიდა, ბიჭო, შენი ტანსაცმელია, ვეღარ იცანი? ამით მოგიყვანეს. აი, ეს კიდე ფეხსაცმელია, ჩემი ბიჭივით შენც გვერდებში ცვითავ ქუსლებს. ადექი! ჭამე და წახვალ. გზის ფული გაქვს? – მომბალი ხმით ეუბნებოდა მედიცინეს და, – სად არის შენი ხალათი და შარვალი, აქ რომ მოგეცით, აბა, მაჩვენე? – დაინახა სკამზე მიგდებული ზოლიანი შარვალ-ხალათი, დაწვდა და დათვალიერება დაიწყო, სახე დაემანჭა, – ეს რა არის? აა?! იქ რომ მიძვრებოდი მაშინ დახიე ხომ, მოიცადე – ისევ სკამზე მიაგდო სამოსები და საქმიანი ნაბიჯით ოთახიდან გავიდა. ამასობაში ბიჭი საბოლოოდ გამოფხიზლდა და შეშფოთებული მზერა მიაპყრო მეზობელს.

– ოჰ, ეგ არაფერია, – დაამშვიდა მან.

უკან შემობრუნებულმა მედიცინის დამ ნემსი და კოჭის ძაფი შემოიტანა.

– აბა, ახლავე გაკერე, შე ტუტუცო! – მისცა ბიჭს ნემსი და ძაფი.

ბიჭმა ნელა აიღო ნემსი, ძაფი კოჭიდან კბილებით ამოწყვიტა და შარვალი ოჯახის ქალის ოსტატობით ამოკერა.

– ესეც ამოვრეცხო? – ჰკითხა მედიცინეს დას და შაურისოდენა სისხლის ლაქა აჩვენა.

– აბა რა უნდა ქნა?

ბიჭმა ისე ჩაიცვა, არც მორიდებია მედიცინის დას. საპირფარეშოში გავიდა, ჯერ პირი დაიბანა, მერე სისხლის ლაქა ამორეცხა. მედიცინის და დერეფანში შეხვდა, საავადმყოფოს ზოლიანი, გაკემსილ-გამორეცხილი შარვალი დაუბრუნა.

თავის ოთახში შებრუნდა, ქურთუკი მოიცვა, ჯიბე მოიჩხრიკა. ორი-სამი ცალი ქაღალდის ფული ამოაყოლა ხელს, – ”მეყოფა”,– ჩაიბურტყუნა თავისთვის.

– წავედი, ნახვამდის, – უთხრა მეზობელს, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

მედიცინის და თავის ოთახში, საექიმო ტახტზე ჩამომჯდარიყო, ხელში ბიჭის ნაცვამები ეკავა, გარინდებულიყო და დროდადრო ხან შარვალს ყნოსავდა, ხან ხალათს.

(დასასრული ქვემოთ)

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x3302?lang=geo

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Sep 14, 2021 8:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:22 pm

ბესო სოლომანაშვილი

კონტრაბანდისტები

3
ბიჭს მთელი ღამე გაუნძრევლად ეძინა მატარებლის მაღლითა ნარზე. რწევა-რწევით მიჰყავდა მატარებელს და მასაც არაფერი გაუგია, როგორ ჩავიდა სისხამ დილას პატარა, გახუნებულ ქალაქში. მხოლოდ ეგ იყო, ფეხსაცმელი მოეპარა ვიღაცას და ფეხშიშველს მოუწევდა შინ მისვლა. წინდები გაიძრო, ერთმანეთში ამოხვია და ჯიბეში ჩაიდო. ტამბურში გამოსვლის წინ შარვლის ტოტებიც აიკეცა ორ-სამ პირად და ბაქანზე გადავიდა. დანარჩენი ვაგონებიდანაც გადმოხტნენ მგზავრები, ყველას ცარიელი კალათები ეკავა.

ერთმანეთს ეძახდნენ, ხელს უქნევდნენ, სმენის წამღები ყღრიანცელი იდგა.

“უ-უუ!”– იკივლა მატარებელმაც და ხვნეშა-ბუბუნით დაიძრა.

კალათიანები ერთი მიმართულებით გარბოდნენ. ბიჭიც მათ აედევნა.

სადგურთან ქუჩის პირას, სატვირთო მანქანა იდგა, რომლის მძღოლი ძალიან კარგი კაცი იყო და მოჭიდავე შვილი ჰყავდა. საბარგულში კაცები და ცარიელი კალათები ერთმანეთში არეულიყვნენ. ბიჭიც მათ შორის ჩაეჭედა.

სოფელში შევიდნენ, ვიწრო შარაზე, ხის ლურჯად შეღებილ მესერთან მიმჯდარ გადახრჩუებულ მოხუცს მიესალმა ყველა. ამ კაცზე ამბობდნენ, ქვეყნის უდიდესი მდინარის სათავეებში დაწყებული პირველი ომების მომსწრეა და უბრძოლია კიდეცო. მოხუცმა მისალმებაზე თავის კანტურით უპასუხა და მანქანას სქელმინიანი სათვალით გახედა, სათვალის შიგნიდან უშველებლად გადიდებული თვალები მოუჩანდა.

– ისევ დაკარგა საბუდარი, – უთხრა მამამ კარში შემოსულ შვილს, ფეხსაცმელი რა უყავი? – დაამატა გაკვირვებით.

– მომპარეს,– თქვა ბიჭმა, იქვე მდგარ, მჟავე შინდით ნახევრად ავსებულ კალათთან მივიდა, ჩაიმუხლა, მუქი წითელი ხილის გროვაში ხელები ამოურია. პირი თბილი, წებოვანი ნერწყვით აევსო.

– ეჰ! როგორ მოგპარეს? – ჩაიქნია მამამ ხელი, – წავალ, საბუდარს მოვძებნი, – ხელში კვერცხი აათამაშა და აკრიახებულ დედალს უკან გაჰყვა.

– თორმეტი, – ცხვირი დააცემინა აივანზე გადმომდგარმა ბიჭის ძმამ, სახეზე ხელები აიფარა და ისევ დააცემინა,– თოთხმეტი, არა, ცამეტი– მიათვალა, – რას ეძებ?– ჩაეკითხა აივნის ქვემოთ მობოდიალე ბიჭს, რომელიც გაფაციცებით ეზებდა რაღაცას.

– ვეძებ, რას ვეძებ? – თავის თავს ჰკითხა ბიჭმა, – მე ვიცი, რასაც ვეძებ.

ბიჭი ხან სარდაფის კუთხეში იქექებოდა; ხან საკუჭნაოში, კედელზე აკრულ თაროებზე აფათურებდა ხელს. ჯერ ხერხი გამოათრია, მერე ეზოში გავიდა, ღუმელში დასაწვავ შეშის გროვასთან ჩაიმუხლა და ნაჭრების არჩევას შეუდგა; აიღებდა პატარა მონაჭერს, დახედავდა, შემოაცლიდა ქერქს, მიატრიალ-მოატრიალებდა და მოისროდა. როგორც იქნა ერთი აარჩია, ქერქი შემოაცალა, თვალით გაზომა და ხერხის გვერდით დააგდო.

ბიჭის ძმა ქვემოთ ჩამოვიდა და გაკვირვებით შესცქეროდა.

– დანა მინდა, ბასრი დანა,– უთხრა ბიჭმა ძმას და იქ, სადაც დასამთავრებლად გამზადებული კალათები ეყარა, რომლებიც მართლა უფრო პატარები იყო, ვიდრე ძველები, დანის ძებნა დაიწყო.

– აჰა, მე მაქვს, – უთხრა ძმამ, – ჩვიდმეტი, – დააცემინა და დანა მიაწოდა. ბიჭმა დანას პირი გამოუხსნა, ერთი მომსხო წნელი აიღო და ბოლო წაუთალა.

– კარგია, მაგრამ აკლია – ჩაიბურდღუნა, ეზოში სიპი ქვა მოძებნა, დანის პირი და ქვა რუში მოწანწკარე წყალში დაასველა და ღონივრად გაუსვა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ წაუთალა წნელს ბოლო.

– ეხლა მართლა კარგია, – დაასკვნა.

ხერხი და ქერქგაცლილი შეშის ნაჭერი აიღო, დაბალ სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, ნახევრად დაწნული კალათების ახლოს.

– ხელს არ შეგიშლი? – ჰკითხა ძმას, ახედა და გაეღიმა.

– არა, არა...– უპასუხა და ძმამ,– ერთმანეთის მიყოლებით დააცემინა, – ოცი, ოცდაერთი! – რას აკეთებ?– მეტისმეტად დააინტერესა უფროსი ძმის საქმიანობამ.

ბიჭმა ხერხით შუაზე გადაჭრა ხის ნაჭერი, დარჩენილი მუხლებს შორის მოიქცია და დანით გათლა დაიწყო.

– ვიპოვე, – ამაყად უთხრა მობრუნებულმა მამამ შვილებს,– რას აკეთებ?

დაანებე თავი და კალათების ავსებაში დამეხმარე.

– არ მცალია, – უპასუხა ბიჭმა და დანის პირი მოხერხებულად აუსვა ხის ნაჭერს. თხელი ანათლები აქეთ-იქით ცვიოდა და ნაჭერი თავში და ბოლოში მომრგვალებულ ფორმას იძენდა.

– არ არის მაგის დრო, დამეხმარე!– გაწყრა მამა.

– ის თუ კალათს წნავს, შენ მაგ კალათებს შინდით ავსებ, მეც მინდა ჩემი საქმე, – მშვიდად მიუგო ბიჭმა და უშველებელი კვერცხის ფორმის ხის ნაჭერს გახედა, – დაპატარავება უნდა, – დასძინა დად დანის პირით ოსტატურად აათალა ხის სქელი ფენა. მალე კვერცხმა ჯერ ინდაურის კვერცხის ზომა, შემდეგ ქათმის კვერცხის ზომა და ფორმა მიიღო.

– კირი, კირი სად არის?– იკითხა ბიჭმა.

– რახან არ იშლი?– ადგა მამა, გავიდა და სარდაფიდან ერთი მუჭა კირი გამოიტანა, პატარა ჯამში ჩაყარა და ზემოდან წყალი დაასხა. როცა კირი რძესავით გახდა, შიგ კვერცხი ჩადო. კვერცხს საღებავის ზედაპირის ზემოთ შაურისოდენა ადგილი დარჩა შეუღებავი. მამამ თითი გაკრა და ის ადგილიც შეთეთრდა. შეღებილი კვერცხი ჯამიდან ამოიღო. სველი იყო და თეთრი წვეთები გასდიოდა.

– კარგია! – გახალისდა მამა, – აბა, როდემდე უნდა იპაროს ნამდვილი კვერცხი ათასმა შემოხეტებულმა ძაღლმა და ღორმა,– თქვა და მზეს ახედა, რომელსაც ცის კამარის წვერისთვის მიეღწია, ბარაქიანად აცხუნებდა და დედამიწაზე ჩრდილ-ნათელით ნახატებს ხატავდა.

მამამ ხის თეთრი კვერცხი ნათელში, მზის სიმხურვალეზე გააგორა გასაშრობად. ბიჭმა მზეს ახედა, თვალები მოჭუტა და გაიზმორა.



თბილისი. 1996–2009



ბმული:
* http://www.bu.org.ge/x3302?lang=geo

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:28 pm

ბესო სოლომანაშვილი Beso_s10


ბესო სოლომანაშვილი

თითრინავი



ზაფხულის მესამე თვის მეთვრამეტე დღე.

– ემაგრ არ, ბალღო. ცოტა* დუმა* ჩა*აჭერ, ემაგრე.

ახლ კალტ ჩა*აყარ, ემაგრ, ნაკვერჩხალს გამოუ*ქექ, ემაგრ.

– ფარნა, მართლ წვერითა გუ*ჭახუნე-დ მა*რტყი?

– ბალღო, მე შენ გეკითხები, ემაგას რად აშენებავ, ჰა?

ხავიწი დამბალი და გუდაში შენახული კარგად დაობებული ხაჭოსგან კეთდება. შეცხელებულ ტაფაზე ცოტა წყალი უნდა დაასხა, სულ ცოტა ფრჩხილის სისქეზე ათლილი ცხვრის დუმა უნდა ჩათალო და წყალი ყვითელ რგოლებად მოიგდებს თუ არა ცხიმის წრეებს, ხაჭო უნდა ჩააყარო, მთელ ტაფაზე თანაბრად გაშალო, პიტნის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები მოაყარო და ტაფას სახურავი დაახურო, რათა აორთქლებული წყალი უკანვე, ხაჭოში ჩაბრუნდეს. ნაზი თუხთუხის ხმა რომ შემოგესმება, სწრაფად უნდა ახადო, ცხელ წყალში დასველებული ხის კოვზით ამოურიო და მაშინ, როდესაც ხაჭო ტაფის კედლებთან შეწითლდება, ზედაპირზე მოგდებული ერბოს ბუშტები სკდომას დაიწყებენ. ოხშივარი კარგად უნდა შეისუნთქო, ცხელი არაყი მარცხენა ხელში მოიმარჯვო, ერბო პირდაპირ ტაფიდან პირისკენ გაიქანო და არაყიც მყის მიაყოლო. წამით ორივე ერთად უნდა გააჩერო, სადღაც ენასა და სასას შორის, ერთმანეთში არიო და სტომაქში გადაუშვა. მხურვალე არაყი და ცხელი ხავიწი გულთან სიახლოვეს ჩაივლიან – შეამზადებენ, მოვდივართო. ეს ნაზავი მერე კუჭში მოექცევა.

ცოტა ხანში სისხლში აირევა, იქიდან კი პირდაპირ ტვინსა და გულს დაუვლის. ამ დროს აუცილებლად უნდა წამოწვე, თვალები მილულო და წახვიდე ბლანტ ფიქრებში – “გულთგონ მაადუნო”.

ზაფხულის პირველი თვის მეოთხე დღე

ალბინოსმა გერმანელმა ილუმინატორში გადაიხედა და გვერდზე მსხდომებს აღფრთოვანებული მზერა მიაპყრო:

– მართლა ლამაზი ქვეყანაა სტალინის ქვეყანა. სტალინი ნამდვილად მოუგებდა ჰიტლერს ომს. ჩვენ გერმანელებს ჰიტლერისა გვრცხვენია, თქვენ ქართველები ვაჟკაცები ხართ. მე არ მიბრძოლია, არც მამაჩემს, ჩვენ მხოლოდ ვაშენებდით, მხოლოდ! – დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ლაპარაკობდა, – მე ლვოვში ბევრი ხიდი ავაშენე, კიევშიც, აქაც, სტალინის ქვეყანაშიც ავაშენებ, იმიტომ, რომ სტალინი კარგია, ჰიტლერი – ცუდი, – ქართველების თანაგრძნობით სავსე მზერა დაინახა, – ესიამოვნა, უნდოდა, კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ წითური გერმანელის დამცინავ ღიმილს წააწყდა და სიტყვები პირზე შეახმა, უხურხულობის დასაფარავად ისევ ილუმინატორში გადაიხედა, – ცხვარი, ბევრი ცხვარი, ეს ხომ ცხვრის ქვეყანაა, – უაზროდ წამოისროლა ფრაზა და კვლავ თანამგზავრებს ახედა, ყველა ილუმინატორში იყურებოდა. მხოლოდ მწითური გერმანელი შესცქეროდა ალბინოს გერმანელს და თვალებში კვლავ დამცინავი ნაპერწკლები დაურბოდა. უშველებელი ფოტოაპარატი მოიმარჯვა, ილუმინატორში გაიხედა და გააჩხაკუნა.

თვითმფრინავი რყევა-რყევით და ჯაყჯაყით დაჯდა ბეტონის ხორკლიან ბილიკზე.

პილოტმა კაბინიდან გამოყო თავი. – ჩამოვედით, – თქვა.

თვითმფრინავი ნელ-ნელა მშვიდდებოდა, თუხთუხს უკლებდა. პილოტმა კარი გააღო, ბორტიდან პატარა კიბე უნდა გადაეკიდებინა. ალბინოსი წამოხტა და კარს ეცა, პეიზაჟს გახედა. ლამაზია, – იყვირა გერმანულად. წითურმა ფოტოაპარატი კარისკენ მიატრიალა და ისევ გააჩხაკუნა. თვითმფრინავთან ვიღაც წვერგაბურძგნილი ჯეელი მოვარდა, უშველებელ სახრეს იქნევდა:

– ჰაიტ, ჰაიტ, ვინ ხართ, ჰაიტ!!! – ბღაოდა წვერგაბურძგნილი.

– ჰაიტ! – ხმა ეხლიჩებოდა, – მურა, მიდ, ქსსს, მიდი, ქსსს! მიდ, შე სამგლევ შენა.

უშველებელ ნაგაზებს კუდები ამოეძუებინათ. კატებივით კნაოდნენ, შორიდან გასცქეროდნენ გააფთრებულ პატრონს და მის მიმართ დიდი ერთგულების მიუხედავად ვერაფრით შეებედათ ამ საშინელი ცხოველისთვის, რომელიც დათვივით ბღაოდა და არწივზე დიდი, დიდზე დიდი ფრთები ჰქონდა.

უცებ ტყვიის გავარდნის ხმა გაისმა. ყველაფერი ერთბაშად ჩაწყნარდა.

ზაფხულის მესამე თვის მეთვრამეტე დღე.

– ფარნა, აი, ე*გრ, ფისტალეტითა გამიჭახუნ, ერთ გაფიქრება კი ვთქვი გავსტკეცავავ-მეთქი, მაგრამ... – ცხელი არყით გაბუჟებული თავი დაგორგლილ ნაბადზე გადადო, ფეხები კედელზე აალაგა, წამოაბოყინა – ე*მას თითრინავს ეძახიან, გი*გე!? მიზგნივ რო თავად დაფრინავს ჩიტსავით, ოღონდ ფთებს არ ამოძრავებს... გი*გე!? შოფერ ჰყავ ჩვეულებრივ, აი მაშინა ხო დადის, ამოხქოქავ, დადის, ურემიც ხო დადის. რაი უშავ, წინ რო მოზვრებ მიაგორებენ, აბა დაღმართზე და*ყენ, ხო თავად გაგორგორდებ, უმოზვრებოდ, ჰად ჩემი თითრინავიც, ხო მყავ დაღმართაზე დაყენებულ, გამოვხკრავ იმ მორებს ფეხს ჰად დაგორდებ ჰოად მემრ ცაში ავ.

ი*ს თუ დაფრინავს ფრთებუქნევსად, ეს რად ვერ გი*ფრენს, ჰა?! აი ი*მის შოფერმ მომც ე*ს წიგნ, შეხედეღ, მთლად ეგეთაი ჩემიც, ჰო, ერთ კაც რო ჩე*ტევ, აბა ჯერ მეტს ვერ ვახერხებ. რა*, ძაან ძნელი? რა ძნელი, ერთ ხუთმეტ ხე მოვსჭერ რა.

– ეეე, ბალღო, რაღაც მართლ ვერ ხარ შენ, ხო იც. რა*გვერ ვერ მოსრულხარ გონს, რა*- გვერ.

– ყველაი ე*გრ მეუბნებ, ყველა*იდ ვნახოთ... აი... შოფერ კი კაი კაც ყოფილ, გი*გე, ეგ ნახატებიან წიგნ მაჩუქ, თითრინავ მაჩვენ... კინაღამ კი გავტკიც სილაი.

– გასტკიც არა, ის... გასტკიც.

– ე, მაშ, რო მოვეკალ...

რო გამიჭახუნა... ის, ფარნა, ადვილია კაცის მოკვლა, ჰა!?

– ბალღოო, შენ რაღაც ფინთად ღლაჯუნებ, იქნებ მართლ გაგტკიცვ... მაშ კომედატსაც ეტყვი შენ ი*მდენს...

– ეე, ვეტყვ არა, ის... მეწყინებ, ფარნა!

ფარნას მამა მღვდელი იყო, ერთ პატარა ეკლესიაში იდგა. ათი-თხუთმეტი სოფლიდან მოდიოდნენ ხოლმე, მრევლი მრევლად და წერა-კითხვაც მარტო იმან იცოდა, ფარნასაც ასწავლა, ჯერ თითო-თითოდ ასწავლიდა ასოებს, მერე ერთმანეთის მიყოლებით აწერინებდა და სიტყვებიც გამოჰყავდა. მეოცე თუ ოცდამეერთე ასოს რომ ასწავლიდა, მაშინ მოკვდა მღვდელი. დანარჩენი თორმეტი თუ ცამეტი ასო თავისით ისწავლა ფარნამ, მერე ბარიდან წიგნებიც ამოიტანა და ჭკვიანი კაცის სახელიც გაუვარდა.

არავის არაფერზე არ ზარდებოდა, ყველას უყვარდა. რახან ყველას უყვარხარ, ამიტომ აუცილებელიც კია, რომ ვინმეს, ერთს მაინც არ უყვარდე. თუ ბევრს უყვარხარ და ერთს არ უყვარხარ, წონასწორობა რომ დაცული იქნეს, იმ ერთს ძალიან არ უნდა უყვარდე. და ძალიან არსიყვარული კიდე ჩვეულებრივ ადამიანებს აბა სად შეუძლიათ. სიძულვილში, შურში გამორჩეულები კიდე ეშმაკშეჩენილები თუ არ არიან, – ისე როგორ იქნება, და... ამიტომაც დაარქვეს დიდკაცას „დიდკაცა”. დადიოდა ძმაბიჭებთან ერთად და დიდგულობდა, თავისზე უკეთესს ვერ გუობდა და თუ ვინმეს კაიკაცობაზე ეჭვს აიღებდა, არ მოასვენებდა, არ გაჩერდებოდა, მიზეზს გამოუძებნიდა, გაამწარებდა.

რა ენაღვლებოდა – ფრთხილია ხალხი, ყველაფერს აპატიებდნენ, ერიდებოდნენ.

მიადგა ფარნასაც, ესაო, ისაო... მიზეზიც მოუძებნა, ფარნა არ შეეპუა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და... მთელი სოფელი უვლიდა ფარნას, ძლივს მოუშუშდა ნაცემ-ნაიარევები. ერთი თვის თავზე წამოდგა, გაიარ-გამოიარა, ავბედათ ისევ გადაეყარა დიდკაცას და ისევ სცემეს, მერე კიდე... სოფელში ვიღაცამ დასცინა კიდეც ფარნას, აბა ეგ რა კაციაო. ერთხელ გულისსწორმაც წამოაძახა რაღაც და ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა...

შავ კლდესთან, ეშმაკის რიყეს გადმოცილებულზე ცხვარი რომ თითო-თითოც ძლივს გადიოდა, ქვემოდან კი მდინარე იღრინებოდა ავად, ყველაზე ვიწროში, სადაც ცხენიდან, ძალიანაც რომ გნდომოდა, ვერ ჩამოხდებოდი, მარტო დახვდა დიდკაცას და იმის ძმაკაცს. თითო სროლით ჩამოყარა ცხენებიდან. დიდკაცას მუცლიდან გადმოყრილი საკუთარი ნაწლავები ხელში ეჭირა და მძიმედ სუნთქავდა, მისმა ძმაკაცმა ერთი ამოიხავლა და გაუყვა ჯოჯოხეთის გზას. თავზე დაადგა, „დიდკაცას” ცხენს შემოაჯდა, მისივე გასისხლიანებული ტყაპუჭი უნაგირზე ჩამოკიდა, „გიჯობს მოკვდე, აღარ მოგასვენებო”, – დაუტოვა ბოლო სიტყვა. სოფელ-სოფელ ჩამოიარა და ტყეს მისცა თავი. სადაც უთენდებოდა, იქ უღამდებოდა. ხან ჩეჩნებში ცხოვრობდა, ხან დიდოებში.



აქეთ თუ უწევდა ყოფნა, შავი კლდის წვერში ცხვრის სადგომ ბინაში იმალებოდა. იცოდა, იმ სადგომებისკენ ცოტას მიუწევდა გული, აბა შავ კლდეს ვინ ანდობდა ცხვარს. კი იცოდა რაფო კომენდანტმა ფარნას სამალავი, მაგრამ ვერ შეებედა, რადგან ფრთხილი და დაუნდობელი გაეხადა ცხოვრებას წესიერი კაცი.

შავი კლდე მართლა შავი იყო. დილას, საღამოს, შუადღეს, წვიმაში, თოვლში, საიდანაც არ უნდა შეგეხედა, მრუმედ და შავად მოჩანდა. პატარა ბუჩქიც არ იზრდებოდა ზედ, ძეძვი და ეკალიც კი. ზაფხულში, მწვანეში, შავ ლაქად ეკიდა ბუნებას. ზამთარში, სითეთრეში, ეშმაკის ჩლიქის ნაფეხურად ჩანდა.

შავი კლდის ძირას ერთი ბილიკი გადიოდა, მერე მდინარე იღრინებოდა, მდინარის იქით რიყე იყო, ეშმაკისას ეძახდა ხალხი. გაზაფხულზე და შემოდგომის პირას ისე ირეოდა და იჯაგრებოდა მდინარე, თითქოს ყველა ჯავრი, რაც ბუნებას ადამიანზე ჰქონდა, სულ აქ აპირებდა ამოეყარა. რიყის იქით ვაკდებოდა და ცერიდან გადმოსული ფარა ვაკეზე გაიშლებოდა, დამშვიდდებოდა, ნება-ნება მიადგებოდა ეშმაკის რიყეს. თუ მწყემსები არ გაფრთხილდებოდნენ, შეიძლება ნახევარი ფარა გადაეყლაპა გაშმაგებულ წყალს. ათს და ოცს აღარც ჩიოდნენ მეცხვარეები. ბევრჯერ სცადეს ხიდის გადება – ხან ისე, ხან ესე, არაფერი არ გამოვიდა! ერთი პატარა წვიმა უნდოდა და ხიდსაც ისე სანსლავდა წყალი, ნაფოტსაც ვერ დაინახავდი. ამიტომ აარჩია ეს ადგილი ფარნამ, ჭვიანი კაცი იყო და აქაც ჭკუა იხმარა, – აქ ვერ გამექცევიანო და ხო ვერც გაექცნენ.

ერთი წელი იყო ფარნა ტყე-ღრეში ნახეტიალები, ხან დათვის ღმუილი ესმოდა ყურის ძირში და ხან აფთრის ხარხარი.

გახდა და ჩამოხმა, სულ გატყიურდა. ერთხელ ჩეჩნეთიდან გადმოვიდა, შავ კლდეს მიადგა, ჯერ ეშმაკის რიყემდე არ იყო მისული, ჩამოხდა, ახლად აბიბინებულ ბალახზე გაიშოტა. მზისთვის თვალის გასწორება სცადა. ადრე გაზაფხულის მზე კი იყო, მაგრამ მაინც მოსჭრა თვალი. მერე ღრუბლის ფთილამ ჩაუარა მზეს. დიდკაცას ტყაპუჭს ჰგავდა. გასცდა მზეს ფთილა, გააყოლა ფარნამ მზერა.

შავი კლდის წვერს მიუახლოვდა ფთილა, მიიკარგა, რაღაც უცნაურს მოჰკრა თვალი თავის სამალავთან ფარნამ. თითქოს ოთხლულიანი თოფი გადმოედოთ ფლატეზე, ისე იყო მორები შეკრული, მორებზე ჩიტის ტოლად მოჩანდა კაცი და ცულს იქნევდა. შლეგი მდინარის შხუილში ცულის რაკუნი ისე ისმოდა, როგორც გაფუჭებული გარმონის ხრიალის ფონზე ჩახეულ დოლზე დაგადუგი.

ზაფხულის მესამე თვის მეთვრამეტე დღე

– ბალღო, პირველა* რო გნახ, ფთებ ჯერ არ გქონდ არა გამოჩორკნილ?

– არაა.

– აგე, ა*იქ მოგხელ, აგე, აგე, ემანდ იდექ წვერზე, აჩაკუნებდ ცულს... თავ არ შაკლ, ე, მაგას.

– ფარნა, ემანდ, გუ*ჭახუნ, არაა?!

– ბალღოო?! იქნება, შენ... – გაბრო ხარი თუ...

– რა იყვ, რა? მითხარ, რაა?!

– ბალღო?! ნეტა თქვენ ვარდიძეებ ვინ დაგქვივნათ, ჰა, ფინთად შარიანებ ხართ, ვარდიძეებ კი არა, ისუნდ გექვივნოსთ, გაჩერდ, თორეე...

ვარდიძე, გაბროს მამა, მწყემსი იყო, მეცხვარე, პაპაც მეცხვარე იყო, პაპის პაპაც და იმათი პაპაც. გაბროს შვილიც მწყემსი იქნებოდა, შვილიშვილიც და იმათი შვილიშვილიც.

გაბროს ორი და ჰყავდა და ერთი ნაბოლარა ძმა, რომლის გაჩენასაც გადაჰყვა დედამისი. მაშინ ექვსი წლის იყო გაბრო. ოთხივე ზამთარში იყო გაჩენილი. მამამისი გაზაფხულზე ამორეკავდა ცხვარს, მიადგებოდა ხუთი-ექვსი თვის უნახავ ცოლს და მიდი და მიდი! ცხრა თვის თავზე, ზამთარში ბავშვი ჩნდებოდა.

დედა რომ მოკვდა, მამა ერთი წელი აღარ წასულა ცხვარში, ბალღებს არ გაუჭირდეთო. მეორე წელს წავიდა, პატარებს გაბრო და იმისი ბებია ზრდიდნენ.

თორმეტი წლისა იყო, მამამისმა უთხრა, ომი დაიწყოო. წავიდა და წავიდა მამა. 17 წლისა რო გახდა გაბრო, რაფო კომენდანტმა უთხრა, ომი დამთავრდა და მამაშენი გმირულად შეეწირა სამშობლოსო.

იმ წელს პირველი და გაუთხოვდა. პატარა ფარა ჰყავდა – ორას ცხვრამდე. სარჩენად ჰყოფნიდათ. ოცი წლისა რო გახდა, მეორე და გაუთხოვდა, უმცროსი ძმა სასიძოსთან გაუშვა. ამბავი დააბარა, მთაში გნახავ, იქ გაგტკიცავ, ერთი ვნახოთ, რა ვაჟკაცი ხარ, ჩემი და რომ მოგყავს ცოლადო. მოყვრების ოჯახში ნობათად გასაგზავნი ბოლო ცხვარი ააწოდა ძმას ძარაზე და მძღოლს ხელი დაუქნია, წადიო. მანქანა რომ თაგვისხელა გახდა, ციდან უცნაური ხმა მოესმა.

აიხედა – ჩიტია,არა, – არწივი. აი, ესე, სწორედ მოფრინავს, – ერთ ხაზზე. ქვემოთ წამოვიდა, დიდდება და დიდდება, ხმა მატულობს და მატულობს. ათი კი არა, ასი მანქანის ხმა აქვს. გაგიჟდა, პირველად შეეშინდა. მაშინაც კი არ შეშინებია ესე, – ეშმაკის რიყეზე ზურგით რო გადაჰყავდა ცხვარი და ქვემოდან მდინარე შეჰღმუოდა, აქაფებული ტალღები წელამდე რომ ეპოტინებოდა. საარაკოდ დადიოდა, მარტო გაბროს ვერ ერევა ეშმაკის რიყე და შავი კლდეო.

ეხლა კი შეეშინდა. ცხვარი დაფრთხა, ძაღლები კატებად იქცნენ, მურაც კი აკნავლდა. თავისი თვალით რომ არ ენახა, დათვი როგორ დაგლიჯა, ეს რომ ის მურა იყო, ვერავინ დააჯერებდა. დაჯდა „თითრინავი” – ღმუის. ვააჰ! წამოავლო სახრეს ხელი, გაექანა. გაიღო კარი, გამოჩნდა სულ მთლად თეთრი კაცი და „შოონ!! ” – დაიბღავლა გაუგებარ ენაზე. შიშისგან რას ბღაოდა და აკეთებდა, აღარ ახსოვდა.

ახსოვდა, რომ ძაღლებმა უღალატეს. გასროლის ხმამ გამოაფხიზლა. ტყვიამ მის ფეხებთან ბეტონი აამსხვრია. ყველაფერი ერთბაშად ჩაწყნარდა. „თითრინავის” მთავარმა „შოფერმა” ძლივს შეირიგა. აუხსნა, ერთი შავი კლდე გქონიათ, იქ ბევრი ცხვარი იხოცება და მთავრობამ გადაწყვიტა, ხიდი აგიშენოთო! ესენი კიდე `ლემენცი” ინჟინრები არიანო.

– რაო, – კიდევ ერთხელ გადაირია გაბრო, – ლემენცებიოო! ე მაგათ მომიკლეს მამაო, უუ, თქვენიო, – იბღავლა.

ძლივს გააკავეს. `თითრინავის” მთავარ `შოფერმა” კინაღამ ისევ ამოიღო პისტოლეტი. დააწყნარეს გაბრო: ესენი კარგი `ლემენცები” არიან, არ უომიათ, მარტო აშენებენო. იმან, სულ წითური რომ იყო, სურათიც გადაუღო. ცოტა ხანი მაინც ეჭვის თვალით იყურებოდა გაბრო, მერე „თითრინავშიც” შეიყვანეს, დაათვალიერებინეს. თავიდან ცოტა შეშინდა. თანდათან მიხვდა, არავინ ერჩოდა და დამშვიდდა.

“თითრინავი” ყურადღებით ათვალიერა. დროდადრო გრძნობდა, დაღებული პირი როგორ უშრებოდა და წაკლაპუნით მუწავდა. ძალიან მოეწონა “თითრინავი”, ძალიან. რამდენ ცხვარში გაიცვლებაო, იკითხა. გაეცინა მთავარ „შოფერს”. მერე ერთი ცხვარი სტუმრებს აჩუქა, – თქვენ თუ შავ კლდესთან ხიდს გააკეთებთ, შეგარგოთო. „თითრინავებიანი” წიგნი, მთავარმა „შოფერმა” რომ აჩუქა, გუდაში ჩატენა.

“თითრინავს” ჩამოუარა, ნაბიჯებით სიგრძე-სიგანე გაუზომა და ფარა მთისკენ გარეკა. სამ დღესა და სამ ღამეში ფარა ცერს გადააცილა და სამი დღე და სამი ღამე იფიქრა. დროდადრო წიგნს ამოიღებდა და ჩააკვირდებოდა ხოლმე, მერე შავ კლდესაც მიადგა, წვალებ-წვალებით გადაიყვანა ფარა მდინარეზე, მიხვდა, რომ „თითრინავი” აუცილებლად სჭირდებოდა. სოფელში რო მირეკა ცხვარი და დააბინავა, კიდე შვიდი დღე და შვიდი ღამე იფიქრა და მიხვდა, რომ „თითრინავი” თვითონ უნდა გაეკეთებინა. ერთი-ორ კაცს გაუმხილა ეს ამბავი. რომ დასცინეს, ადგა და შავი კლდის ბინაში არეკა ფარა, უცხო თვალს რომ მორიდებოდა, არ შემაწუხებენო. ცხვრისგან არ იყო ის ადგილები გათელილი, მსუყე ბალახი იზრდებოდა, ყველა ხომ ერიდებოდა და...

ცხვარი ძმას ჩააბარა.

გაზაფხულის მესამე თვის ოცდამერვე დღეს პირველი ხე მოჭრა. ზაფხულის მეთხუთმეტე დღეს თხუთმეტი ხე ჰქონდა მოჭრილი. გადმოიღებდა წიგნს, ჩახედავდა. გადაზომავდა ხეებს – ხან ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან მტკაველ-მტკაველ, გამოთლიდა, მერე ისევ გადაზომავდა, ისევ ჩაიხედავდა წიგნში. ზაფხულის პირველი თვის ოცდამეათე დღეს ოთხი ცალი მორი შეკრა და ერთმანეთს მოარგო. ზაფხულის მეორე თვის მეცხრამეტე დღეს ერთი ფრთა მზად ჰქონდა, მეორე ფრთა ოცდამეშვიდე დღეს მოარგო კორპუსს. ზაფხულის მესამე თვის მეექვსე დღეს პროპელერი მოარგო, კორპუსში ღერძი გააძვრინა და შუაში სკამის გამოთლა დაიწყო.

თუ ჯანიანი იყავი და სკამზე კარგად მოეწყობოდი, ღერძით პროპელერს ადვილად დაატრიალებდი. გაბროს კიდე ჯანი ნამდვილად არ აკლდა.

ცოტა ხანში „თითრინავს” თვლები ჰქონდა და მორებით ისე იყო გაჩერებული ერთი ფეხის გაკვრა უნდოდა, რომ „თითრინავი” შხუილით დაშვებულიყო.

ზაფხულის მესამე თვის მეთვრამეტე დღე

–აი, ე*მას... რა*იღ აკლი ბალღო?

–ჩასაჯდომა* უნდ გამუ*თალვ გი*გე, ფარნა... აი, სუ ცხვრის ტყავებითად ნაბდებით გავაწყობ, – თბილა*დ, მაღლავ ცივიავ! ჰად სატრიალოს დასატრიალებელაიც უნდ გუ*კეთვ...

– მართლ გიჟ ხარ რა, ბალღოო.

– გიჟ, არა, ე*გ, ე... ი*მ კარგა ლემეცებმაც ნახეს, სუ თეთრ როა... ი*მას... მე*წონ, გი*გე, მაგთაებიც არსებობსავ.

– აბა ლემეცებ? ემაგათთან კომედატ რაფო მოდისაა?

– მოდის.

– ვაჰ!

– რაი?

–არაფერ...

შენ კიდე თავი არ მი*კლ ემაგ ჩიტით... იქნებ დამბულიყავ.

– დავება არა, აბა ე*გ რა კაცობაი. ფარნა, დიდკაცა რაგვერ უნდ მოკხლ?

– ბალღოო!

– ფარნა, კომედატ რო მოიდეს, გუ*ჭახუნებაა?

– ბალღოო, გაგტკცავ, გი*გე!

კომენდანტ რაფოს მამა მეტისმეტად მდიდარი იყო. სიმდიდრე ძალაა და რაც უფრო ძლიერი ხარ, უფრო მდიდარი ხდები და პირიქით. თან აბა კაიკაცობით ამ ქვეყანაში ვინ გამდიდრებულა, რაფოს მამა რომ გამდიდრებულიყო. მარტო ცხვრის ფარა ჰყავდა ათი მაინც. ცუდ რამერუმეებს ჭორაობდნენ კომენდანტის მამაზე, – მეგობარი დააჭერინაო, იმისი ქონება მიითვისაო.

ზოგი იმასაც ამბობდა, მოაკვლევინა კიდეც და ერთი-ორი სხვაც არ დაინდო, მართალი და მშრომელი კაციო. იმასაც ამბობდნენ, კვიცი გვარზე ხტისო და არც რაფო კომენდანტს აქებდნენ, ოთხი ძმა ჰყავდა რაფოს. ნაბოლარა გათამამებული ჰყავდათ, ბავშვობიდანვე აჩვევდნენ, ყველაზე კარგი ხარო, – გარყვნეს ბიჭი. ხალხმა ამპარტავნობის გამო „დიდკაცა” შეარქვა. შიშით თუ რიდით ყველაფერს უთმენდნენ და ისიც ჩაგრავდა, ვინც თვალში არ მოუვიდოდა. ეგონა, მისი მომრევი არავინ იყო, მაგრამ ცხვარი ცხვარიაო და... ძლივს გადარჩა „დიდკაცა”.



ოღონდ ლოგინად ჩავარდა. დიდძალი ფული დაუჯდა ოჯახს. ყაჩაღად გასული ფარნა მოსვენებას უკარგავდა კომენდანტს.

ერთხელ რაფო კომენდანტი მთავრობაში გამოიძახეს, – შავ კლდესთან ხიდი უნდა აშენდეს და შენ უნდა უხელმძღვანელოო. დაიწყო დიდი საქმე.

ინჟინრები მთებს გასცქეროდნენ. კლდეს ზომავდნენ. ხან სად ააფეთქებდნენ, ხან სად. სინჯებს იღებდნენ.

კლდის ნაშალი ქალაქში მიჰქონდათ. ბოლოს ნახაზები ჩამოიტანეს და მშენებლობის დაწყების დღეც დაინიშნა – ზაფხულის მეორე თვის პირველი დღე. გადაწყდა, მშენებლობა შემოდგომის პირველი თვის ბოლოს უნდა დამთავრდესო. შემოდგომის წვიმებს დავასწროთ და ცხვრის გადარეკვისთვისაც მზად იყოსო.

ცემენტი და რკინის კარკასი ცხენებით და ვირებით ამოჰქონდათ ბარიდან, ქვასა და ქვიშას იქვე ანგრევდნენ და თხრიდნენ. ხალხი თვითონ მოდიოდა და თავისი სურვილით მუშაობდა. კომენდანტი რაფო შავი კლდის ძირას სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, თვალი კი შავი კლდის წვერისკენ ეჭირა.

ზაფხულის მესამე თვის მეთვრამეტე დღე

–ახლ სიდ არიან, ბალღო, რაისად არ აშენებენ, ჰა?!

– აბა მე რა* ჩმ ფეხებ ვიც. ისვენებენ, მასალა არ აქვავ...

ჰა? კამედატსაც გუ*ჭახუნება?

– ბალღოო!!

– იმაი რო გაგიჭახუნოსა?

– იახლ ლაკუნს მორშჩ და* მისმინ... მე ამაღამ უნდ წავიდ, კომედატ უეჭოდ მოვ, გკითხავს, ფარნაი სი არისავ? შენ უთხრიდ, გამოსაზამთრებლადავ დიდოეთ წავიდავ. გი*გე, ბალღო... უთხრიდ, რო მეტა ავად იყოვ... გი*გე?! არ დაგეშინოსთ. იმაზიაც დაგემუქრებ, თუ გამოჩნდავ, ჩემზე გი*გე, გამაგებიევ, უთხრიდ კაივ... არ დაგეშინოს, ი*ს შენ ძმაი, ეს ღლაპიც იეგ დამირიგ, გი*გე, ყველგან იასრ თქვი, გი*გე..

უჩემოდ კიდე ნუ გახფრინდიდ, თორე კომედატისიდ დიდკაცა*ის მაგივრად შენ გაგიჭახუნებ, გიგე?

– ჰოვ!!

ზაფხულის ბოლო თვის ოცდამეხუთე დღე

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x3301?page=0&tab=1

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Tue Sep 14, 2021 8:32 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 502
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:30 pm

ბესო სოლომანაშვილი

თითრინავი

(გაგრძელება)

ვარდიძე გაბროს ძმამ ცხვარი ბინაზე მირეკა, დააბინავა და ძმასთან მივიდა, „თითრინავზე” აფორთხდა, ცხვირზე მოექცა, პროპელერს ხელი აჰკრა. პროპელერი რაკარუკით დატრიალდა.

– გაბრო, მართლ გახფრინდებიი? – ჩაეკითხა ძმა.

– მარაა!

– რო ვერ გახფრინდე?

– ბალღო, გაგტკეც, გი*გე?!

– გაბრო, ხიდს რო ააშენებენ, ცხვარ აღარ დი*ხოცება?

– არა.

– რო დი*ხოცოსა?

– ბალღოო!!

– გაბრო, გიჟს რად გეძახიან, ჰა?

– მართლ გაგტკეცავ, ბალღო! წედ, ხავიწ გა*მზად, არაყ გაამწვავი, შევხურდეთ, თორე, ეგ ხეებს ფოთლებ შუ*ყვითლდ, ღამ ში*ძლებ წყალიც გაყინოს...

გი*გე?!

ძმებმა ხავიწი შეჭამეს, ცხელი არაყი დააყოლეს, მოითენთნენ, ნაბდებზე გაგორდნენ და ბლანტი ფიქრები აეშალათ.

– გაბრო, წყალ ხიდს აღარ წი*ღებსა?

– არაა.

– აბა, გუშის წინ, ქალაქელ ინჟინრებ ამბობდეს, საშიშ არისავ, ქოქვეს ვერ ჩავდივართავ, ი*ქ საყრდენებ რო ვერ დავდგითავ, ში*ძლებავ წყალმავ კდეს ესევ ძირ გამუ*თხაროსავ ჰად ხიდ წი*ღოსავ.

– ბალღო, ლემეცებ აშენებენ, ლემეცებ, ემაგათ მოგონილი ყველყველა*. აი, იაქთაებიცა, ოღონდ კინისა, აი ომში თურმე ცხვარსავით იშლებოდესად, ცას ხფარავდესა, აი, ბარით მოსულ სეტყვის ღურბელმ რო იცის, ი*სრ, ეგ არ შე*შლების... დი*ძინ ახლ.

– რავი, მე კი მითქვამავად...

– ბალღო, მართლ გიჟებ ხო არ ვართ, ვარდიძეებ, რა*ებს ღაჯუნოობ.

ბლანტ ფიქრებში ჩაეძინათ ძმებს. ძაღლების ყეფამ გააღვიძათ.

– წედ, ნახ!

– მგელ რო იყოსა?

– მგელ არა, ვირ, წედ, ნახ! – წაჰკრა უფროსმა უმცროსს ფეხი.

ოთახში კომენდანტი რაფო იდგა, ხელში მაუზერს ათამაშებდა. კვარის შუქზე ბოროტად უელავდა თვალები.

კბილები კი მურასავით, ავად დაკრეჭილს უგავდა. შიშისგან ყელი გაუშრათ ძმებს. ეს მესამედ შეეშინდა ცხოვრებაში გაბრო ვარდიძეს.

– მე არ ვიც, აქ არისა, თუ არ არისა, რაგვერც გამოჩნდებ, უნდ გამაგებიო, თორე ცხვარსაც დაგიხოცავთ, ემაგ მფრინავ ურემსაც დაგიწვავთ ჰად იქნება კოჭებშიაც გაგიჭახუნოთ... გი*გეთა, ბალღებო?!

რაფო გავიდა, გაჩერდა, მაუზერი ბუდეში ჩააბრუნა, უკან შებრუნდა – რა უნდ გითხრ, იცი, არაფერ გინახავ ქვეყანაზე? მე შენდ მითქვამავ, თავს არაფერ უ*ტეხოვ... ისა, ბიჯო, ტექნიკაი, ეს კიდე... – ხელი იქით გაიშვირა, საითაც ასაფრენად გამზადებული “თითრინავი” ეგულებოდა, – ისე... – „არ გავაჯავროო, აღარაფერს მეტყვისავ”, – გაიფიქრა, – კაი, კაი, – თქვა და წავიდა.

შემოდგომის პირველ თვეს ხუთი დღე გაეხარჯა.

ალბინოს გერმანელს რამდენიმე სიტყვა ესწავლა ქართულად და ხშირ-ხშირად იმეორებდა:

– კარქი, კარქი... სტალინივით მაგარი, რაზეც წითურ გერმანელს ისევ ირონიულად ეღიმებოდა.

– ამინდებმაც როგორ შეგვიწყო ხელი, – იძახდნენ ქართველები, – ყველაფერი

ესწრება რა. ერთხელაც რო ეწვიმა და ადიდებულიყო, ვერ მოვასწრებდით.

მდინარე კი თავისთვის იღრინებოდა და ისე მიყუჩებულიყო, თითქოს არასოდეს არაფერი დაეშავებინა.

შემოდგომის პირველი თვის ბოლო დღეს კომენდანტმა რაფომ ბარიდან ორკესტრი ამოიყვანა. „ცუმპ, ცუმპ, ცუმპ, ცუმპ”– უკრავდნენ მუსიკოსები. მთავრობის ხალხიც ამოსულიყო. კომენდანტი რაფო ტყავის ქურთუკით და ახალი ჩექმებით იწონებდა თავს.

დროდადრო მაუზერის კაბურაზე შეივლებდა ხელს და ინჟინრებთან და მთავრობასთან ტრიალებდა.

მთავრობის ხალხმა ხიდი გახსნილად გამოაცხადა. ხიდზე ცხვრის ფარა გადაატარეს. იქუხა ტაშმა. ალბინოსი და მწითური გერმანელები თავს იწონებდნენ და ტაშს თავმდაბალი თავის დაკვრით პასუხობდნენ. ცხვრები დაკლეს და ხინკლები მოახვიეს, არაყი მიირთვეს და ცეკვა-თამაში გამართეს. საღამოს წამოჟინჟღლულმა წვიმამაც ვერ შეაშინა გახარებული ხალხი. მანამდე მღეროდნენ: „რა ლამაზიააა თუშეთიი...” – სანამ გვარიანად არ დაასხა წვიმამ.

შრომით და სიხარულით დაღლილებს, ტკბილად ჩაეძინათ, ბლანტ სიზმრებში გაეხვივნენ და არც გაუგიათ, როგორ ამოანთხია ბუნებამ ნაგროვები ბალღამი.

შემოდგომის პირველი თვის ბოლო დღე ღამდებოდა, მეორე თვის პირველი დღე თენდებოდა.

– ეე, ბალღო, რა*ს მიყურებ, ვერ მიცანი? გან მართლ გამოსაზამთრებლად წავედ.

– ფარნა! შემოდ, შემოდ, იახლავ ავანთებ, დაჯედ... გი*გე?! – ყაჩაღმა თოფი კედელზე მიაყუდა, სველი ნაბადი ძირს დააგდო და ჩექმების გახდას შეუდგა.

– ფარნა! ყველა*ნიდ აქ არიან, მთელ მთავრობა, აქ რაგვერ მოხვედი, არ გეშინისა, კამედატ რაფოიც აქ!

– იახლ გინდ შიგ გულში გამიჭახუნოოს.

– რაისად?

– დიდკაცა* ლოგინში ჩავკალ... გი*გე, ბალღო, ახლ გინდ მომჰკლა*ნ.

დიდი ხანი ჩუმად იყო ვარდიძე გაბრო.

– კომედატ იყვ აქ, რა*გვერც სთქვი, ისვ თქვა და* ი*გრ გავეც პასუხი.

– კარგა* კაც ხარი! – წაიღიღინა ფარნამ.

– მართლ მოხკალი დიდკაცა*? – დიდი ხნის მერე იკითხა გაბრომ.

– ხო, ხო, - ისევ წაიღიღინა ყაჩაღმა.

დილისკენ უმცროსმა ძმამ ცხვარი საძოვარზე გარეკა. ფარნამ გულის ჯიბიდან პატარა ფურცელი და ნეკისტოლა ფანქარი ამოიღო. რაღაც დაწერა.

– გაბრო, ბალღო, იეს კომენდანტს უნდ ჩუ*ტანო. გი*გე?!

– მეა?

– ჰო... რა, გაშინებს?

– მეშინის არა, – მეოთხედ შეშინდა თავის ცხოვრებაში გაბრო.

შავი კლდის ძირში ხალხი მოგროვილიყო.

ახლო-მახლო სოფლებიდან ვისაც მოეხერხებინა, ყველა იქ იყო. კომენდანტი გააფთრებული იყო.

– მომითრიეთ ი*ს ლემეცებ, აქ მომითრიეთ! – ბღაოდა დაჭრილი დათვივით, – იაქ უნდ დავხოცო, იაქ!

ხიდი ისევ წაეღო წყალს.

დამშვიდებულიყო და შავი კლდის ძირში თავისთვის ბურდღუნებდა მდინარე.

ეშმაკის რიყეზე ალბინოსი და წითური გერმანელები მუჯლუგუნების კვრით მოჰყავდათ. გაბრომ შავი კლდის ძირში ჩააღწია. ლოდ-ლოდ, ხტუნაობით გადავიდა ეშმაკის რიყეზე. შიშს მორეოდა, მაგრამ მაინც ფრთხილად მიათვალიერ-მოათვალიერა არემარე. ცოტა მოიცადა. ფარნას წერილი მაგრად ჩაიჭმუჭნა ხელში და კომენდანტისკენ დაიძრა.

და მაშინ, როცა გერმანელები კომენდანტს ათ ნაბიჯზე მიუახლოვეს, გაბროც მივიდა და უპეებჩაშავებულ რაფო კომენდანტს წერილი მისცა.

– რაი? – დახედა წერილს კომენდანტმა, რამდენიმე წამით გაყუჩდა და უცებ იღრიალა. შავი კლდის წვერზე სროლის ხმა გაისმა, ფლატის პირას ამხედრებული ფარნა გადმომგარიყო. ჰაერში დაცალა თოფი, შეაბრუნა ცხენი და მიიკარგა.

ალბინოსი გერმანელი აჭარხლებული იყო, მუჭისხელა გამხდარიყო და ერთსა და იმავეს იმეორებდა:

– ქართული წყალი ვაჟკაცი, წვიმა ვაჟკაცი, სტალინი მაგარი.

– ააა! – იღმუვლა კომენდანტმა, მაუზერი გადატენა. ტყვიამ მარცხენა თვალში გაუარა ალბინოსს, შავი კლდის ლოდზე ასხლტა და ზუზუნით დაიკარგა ჰაერში.

ეშმაკის რიყეზე მთავრობის ხალხი გამოსულიყო და გაოგნებული შესცქეროდა კომენდანტს.

ისე როგორ იქნება, შემოდგომის მეორე თვეში ცხვრის გადასარეკი სამი მზიანი დღე მაინც არ გამოვიდეს.

– ბალღო, ხვალ უნდ გახფრინდ, არა, ხვალ?

– ხვალ, ხვალ!

– ხალხ მომზადებული, ხო იცი, რო არ გახფრინდ, კოჭებში დაგიჭახუნებ, გი*გე?

– რა*ისად?

– რაისადად ვინც შენზე მონა რამე თქვა, ორ-სამნ ი*გრ გავტყიპენ, ი*გრ, როო!

– მართლე?

– ხოა, მა რა* გეგონ... ჩემ ეშინოდ, თორე...

– მართლე?.. გავფრინდებ, გავფრინდებ. ყველაფერ მზა*და...

ფარნა, თავ რო არ მე*კლ კომედატს, რა უნდ გექნ, ჰა?

– აბა მე რა ჩემ ფეხებ ვიც...

– ჰად დიდკაცა ცოცხალ უნდ იყოსა?

– ეე, ბალღო, მა, მე ლოგინში კაცს მოვხკლავა?! რა*ებს ღაჯუნობ?!

შემოდგომის მეორე თვის მეთერთმეტე დღე მიიწურა.

მეთორმეტე დღეს, ალიონზე, მზე ჯერ კარგადაც არ ამოწვერილიყო და შავი კლდის წვერზე უკვე შეგროვილიყო ხალხი.

– აბა, სმენა იყოსად გაგონება, აბა გონთ იყვნეთ! იახლ გაბრო ვარდიძე ცაში ხის ჩიტით გაფრინდებ...

ე, ლემეც აქ არისე კაცო, არ წუ*ყვანავა? - თვალი მოარიდა წითურს ფარნამ, მერე ისევ მიხედა და გერმანელის ხელში მოქცეულ ფოტოაპარატს შეხედა, თითი გაიშვირა. გერმანელს თვალი თვალში გაუსწორა, - ჩაგვხატავა? – ჰკითხა.

გერმანელმა გაუღიმა, თავი დაუქნია დასტურად და ფოტოაპარატი თვალთან მიიტანა.

– დაიც, – გააჩერა ფარნამ, – გაბროო! – დაიძახა.

გაბრო ვარდიძე დინჯად გამოვიდა ბანიდან, ნელა ჩაუარა ხალხს, ხალხმა კანტიკუნტი ტაში დასცხო. ფარნამ ხელის აწევით გააჩერა.

– გაბრო! რო გადი*ჩეხო?! – მკლავზე მოსწია ძმამ.

– დი*კარგ, ბალღოო, ხალხიი...

გაბრო ვარდიძემ ხის კიბე მიადგა „თითრინავს” და ზედ ასვლა დაიწყო. ფარნა ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა, გააჩერა, ყაჩაღის უკან გაბროს ძმა და წითური გერმანელი იდგნენ, ფარნამ ძმები აქეთ-იქით ამოიყენა, გერმანელს შეხედა და სულელურად გაიღიმა, – მიდი, – აუქნია ხელი. ძმებმა ფარნას შეხედეს, გაიჯგიმნენ და მათაც სულელურად გაიღიმეს.

“ჩხაკ” – გაისმა ფოტოაპარატის ხმა.

– იახლ წედ, – ხელი ჰკრა ფარნამ გაბროს.

გაბრო კიბეზე ავიდა. ნაბდებსა და ცხვრის ტყავებში მოკალათდა. ტყავისავე ქამრები გადაიჭირ-გადმოიჭირა.

– აბა, მიდ! – დაიძახა ხმამაღლა. მეხუთედ შეეშინდა გაბროს ცხოვრებაში.

გაბროს პატარა ძმამ და ფარნამ ბორბლებთან დალაგებულ მორებს ფეხი წაჰკრეს და „თითრინავს“ სწრაფად გაეცალნენ. ბორბლები ნელ-ნელა დატრიალდა. დაეშვა თავქვე „თითრინავი”.

ძაღლები ისევ კატებად იქცნენ, მურამ კუდი ამოიძუა და გაიქცა. იხუვლა ხალხმა. მეექვსედ შეეშინდა გაბროს. ღერძს ჩააფრინდა, ღონივრად დაატრიალა, ერთი კი შემობრუნდა პროპელერი და „თითრინავი” შავი კლდის წვერს გადაეკიდა. ჩაბუქნა, ღრმად ჩაისუნთქა და ფრიიი! გაბრო მეშვიდედ შეშინდა. „თითრინავმა” ჯერ მარჯვენა ფრთა ჩაჰკრა ფლატის პირს. გაბრომ მერვედ ჭამა შიში.

„თითრინავს” ბორბალი მოსძვრა, ერთხელაც „გააჭაქუნა”. კიდევ სამიოდეჯერ მოასწრო გაბრომ შეშინება და უცებ “თითრინავი” ქვემოდან გამოეცალა. იგრძნო თვითონ როგორ აფრინდა, „თითრინავი” კი ქვემოთ მდინარისკენ წავიდა შხუილით. მერე მკლავები დაიქნია, „თითრინავს” დავეწევიო, მაგრამ მიმართულება აერია და შუბლით პირდაპირ კლდეს დაეჯახა. „ვერ მოვუხვიე, კარგად უნდა დამეტრიალე...” – ვეღარ დაამთავრა ფიქრი და თვალებში დაუბნელდა.

შემოდგომის მეორე თვის ნახევრის დღეები გადაიწურა. გაბრო ვარდიძემ თვალები გაახილა. ჯერ ძმის სახე გამოჩნდა, მერე ფარნა იცნო.

– თითრინავ სიდა – იკითხა მიკნავებული ხმით, – გაფრინდა?

– გიგეთა, თითრინავს კითხულობს, თითრინავს...

მართლ გასატკეცი ე*ს ბალღ, ხალხო, მართლ!

– სიდა თითრინავ? – წამოჯდა.

– დაწევ!

– თითრინავ კაი ადგილზეა

– მაშ, მეა...

– თითრინავ წყალში ჩი*ჩეხ, ეშმაკის რიყესთან გი*ჭედ, შენ კიდენად გადაგარჩინეთ.

– რა გვერ?

– ღამ შენ ქამრებ... დავაგძელეთა-დ ბოლო ხეებს წავაბით... თითრინავ ჩი*ჩეხ, შენ კიდე ხეებს დე*კიდ.

– გამიშვით, გამიშვით... – აბღავლდა გაბრო.

– ე*ხლ მართლ, დე*გდ თორეე!

გადაირია ვარდიძე. აჩერებენ, გაჰყვირის, ხელებს იქნევს, ეტაკა ყველა, არ შვრება. ეცა ყელში ფარნა.

– ბალღოო, არ გამადარდიანვ იახლ. მართლ მივდივარ ჰად წასვლის წინ არ მატკეცივ ერთ სილა!

– აბა მიდ...

– იბღავლა გაბრომ, თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა და ახლა თვითონ სწვდა ყელში ფარნას.

„ლაწ!” – გაისმა ხმა.

– ეგ გინდოდა?! – ამოიხრიალა ფარნამ. გაბროს თვალებში დაუბნელდა.

ინტერნეტი გლობალური საერთაშორისო საინფორმაციო ქსელია. უკიდეგანო ვირტუალურ სამყაროში შესაძლებელია, თქვენი ვირტუალური სახლი და ვირტუალური მისამართი გქონდეთ. თან გაქვთ სახლი და მისამართი და თან – არა. აი, მაგალითად, www.chubchik.com.ge ამ მისამართზე შესაძლებელია იპოვოთ მოყვარული თუში ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის მიერ მოპოვებული უცნობი ფოტოგრაფის ფოტოები. ფოტოების ნეგატივები დამზადებულია მინაზე და, სავარაუდოდ, XX საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს ეკუთვნის.

ფოტო N1-02.

სავარაუდოდ, საველე აეროპორტი. წვერგაბურძგნილი, გაბრაზებული კაცის ვინაობა დაუდგენელია დარღვეული ფოკუსის გამო.

ფოტო N1-05. თუშეთის ერთ-ერთი პეიზაჟი. შავი კლდე. ზემოთ მოჩანს ცხვრის ფარის სადგომი ბინა. ქვემოთ მდინარე ალაზანი. ეშმაკის რიყის ნაწილი.

ფოტო N1-06. მთა-თუშეთის იმდროინდელი კომენდანტი რაფიელი და გერმანელი ინჟინრები ხიდის მშენებლობაზე.

ფოტო N1-010. ძმები ვარდიძეები. უკან მათ მიერ ხისგან გამოთლილი საჰაერო საფრენი ხომალდი. მათ შუაში დგას ყაჩაღი, იმ დროისთვის თუშეთში ცნობილი ვაჟკაცი ფარნა.

ფოტო N1-011. ხის საჰაერო ხომალდი.

ფოტო N1-013. ეშმაკის რიყესთან მდინარე ალაზანში ჩაჩეხილი ხის საჰაერო ხომალდი (ხომალდი დღემდე ასრულებს ხიდის ფუნქციას).

ფოტო N1-014. ცხვრის ფარა და მწყემსი(დაუდგენელია ვინაობა) ხის ხომალდის ხიდზე.

ფოტო N1-020. ცნობილი ყაჩაღის, ფარნას გვამი შავი კლდის ცხვრის ბინაში (სავარაუდოდ, გარდაიცვალა ტუბერკულოზით). მარჯვნივ ძმები ვარდიძეები. (ფოტოს ეტყობა სხვა ავტორის ხელი).

ფოტო N1-025. იგივე პირები თხრიან ყაჩაღის საფლავს (ნეგატივი ოდნავ დაზიანებულია).

ფოტო N1-040. შავი კლდის ცხვრის სადგომთან ყაჩაღის საფლავი მთისთვის დამახასიათებელი ქრისტიანულ- წარმართული ატრიბუტიკით: ჯვარი და იქვე ჯიხვის რქები. საფლავთან ყანწით ძმები ვარდიძეები. საფლავი დღემდე შენარჩუნებულია.

ფოტო N1-043. თუშური სოფლისთვის დამახასიათებელი სუფრა სალოცავთან (სავარაუდოდ, რაფოს დაკრძალვის დღე).



სულ მოპოვებულია ასზე მეტი ფოტო. ნეგატივების დიდი ნაწილი დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება.

საავტორო უფლებები დაცულია.



2006. თბილისი-ომალო



ბმული:
* http://www.bu.org.ge/x3301?page=0&tab=1

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 8:54 pm


ბესო სოლომანაშვილი პროექტში „ავტორიTETE" / Beso Solomanashvili Proektshi „ავტორიTETE"
* Sep 21, 2020

თსუ ბიბლიოთეკის პროექტი - ,,ავტორიTETE’’
ბესო სოლომანაშვილი - რეჟისორი, მწერალი

ბმული:
* https://youtu.be/-gGeBJVe-uQ

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 9:01 pm


„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“
* Jun 25, 2019

2008 წლის აგვისტოს ომისა და ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ტრაგიკული ამბავი ბესო სოლომანაშვილის ახალი ფილმის მთავარი იდეაა.

„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, - ეს არის ისტორია ადამიანზე, რომლისთვისაც მის მიერ გაკეთებული პატარა ბოსტანი სამშობლოს ზოგად განსახიერებად იქცა.

რუსული ოკუპაციის შესახებ გადაღებული კიდევ ერთი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ბესო სოლომანაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა.

ბმული:
* https://youtu.be/_dfEiJatYXo

:::


"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ფილმი აგვისტოს ომზე
* Aug 8, 2018


ბმული:
* https://youtu.be/KIKHxCne9mI

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი EmptyTue Sep 14, 2021 9:09 pm


#ახალიდღე „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“
* Jun 28, 2019

ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - რეჟისორის თვალით დანახული ოკუპაცია. სტრატეგიულად მომგებიანი ბოსტანი და ფილმი, რომელიც ომის შედეგად დაზარებული ადამიანების ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.
სტუმარი: ბესო სოლომონაშვილი - რეჟისორი.

ბმული:
* https://youtu.be/UDq_IF7cBsc

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბესო სოლომანაშვილი Empty
PostSubject: Re: ბესო სოლომანაშვილი   ბესო სოლომანაშვილი Empty

Back to top Go down
 
ბესო სოლომანაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: