| | უკან, სტალინური რეპრესიებისკენ | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: უკან, სტალინური რეპრესიებისკენ Fri Aug 06, 2021 7:09 pm | |
| უკან, სტალინური რეპრესიებისკენ
აქ წარმოდგენილი წერილის, რომელიც უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენს და სტალინური რეპრესიების ხანისას წააგავს, მათ დაუკითხავად ხელმოწერაზე ფეისბუკის სივრცეში განაცხადეს: ლერი ალიმონაკმა, თემურ შავლაძემ, ვამო ჩხიკვაძემ, ზაურ კალანდიამ, ელდინო საღარაძემ, ჯუბა ღებელმა... ტარიელ ხარხელაური თავისი ფეისბუქის საავტორო გვერდიდან გამოეხმაურა ამ მოვლენას, რასაც ქვემოთ გთავაზობთ...
6 აგვისტო, 2021
მწერალთა აკადემიის წევრთა ღია წერილი ქალბატონ თეა წულუკიანს
ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? _ სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები... ქართულ მითში (ფოლკლორში) არსებობს ასეთი დეფინიცია: „უდროო დროში ხვთის კარზე ეშმაკები კარვებს დგამდნენ და ქვეყანას ინაწილებდნენო!“ რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში „ეშმაკებს დაადგმევინა კარვები“, მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!.. ცხრა წელიწადი ვერც „ქართულმა ოცნებამ“ მოაცვლევინა ამათ ფეხი. ახლა აქ ტიციანის, გალაკტიონის, გამსახურდიას, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, დუმბაძის და სხვა გენიალურ მწერალთა და მწიგნობართა ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“. ახლა ამ ეშმაკებს გამოუცხადებიათ: სატანისტური ტელევიზიებიდან („კავკასია“, ტვ 1): ამ სახლიდან ბოლშევიკი, კომუნისტი მწერლები განვდევნოთო. ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა? ამათ ჩვენ მიერ, ჩვენი თაობის მიერ განდევნილი რუსის ჯარი შემოაბრუნეს უკან და ჩვენი მიწა-წყალი ჩააბარეს. რუსები მართლაც ჩვენმა, 70–80-იანელების უმამაცესმა და უნიჭიერესმა თაობამ გაიყვანა საქართველოდან და 9 აპრილს ბედისწერული ხელჩართული ბრძოლა გაუმართა რუსის ჯალათებს, რაშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა მწერალი და ხელოვანი მონაწილეობდა: ერთმანეთის დაკარგულ ცოლ-შვილსა და მეგობრებს ვეძებდით! ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ პატრიოტი, უნიჭიერესი ქართველი მწერლები. ჩვენმა, 70–80-იანი წლების უნიჭიერესმა თაობამ შექმნა XXსაუკუნის ქართული კულტურის, კინოსა და ლიტერატურის რენესანსი; ჩვენმა ინტელიგენციამ გამოიყვანა საქართველო რუსეთის ოკუპაციიდან. ამათ ისევ უკან შეაბრუნეს. ამათ, სააკაშვილის შეგირდებმა, მწერალთა სახლში რომ მოკალათდნენ, მოახერხეს ქართული კულტურისა და მწერლობის „ოკუპაცია“ (ექსპროპრიაცია), სადაც შეხვალ _ კულტურის სამინისტროში, გამომცემლობებში, სტამბებსა თუ ტელევიზიებში, ყველგან ესენი გხვდებიან წინ „სოლომონის მკვდრებივით“ და საარსებო სივრცეს გართმევენ. მწერალთა სახლშიც ესენი ჩაბუდდნენ და ცოცხალი თავით არ უშვებენ მწერლებს, მემორიალურ ბაღშიც კი ვერ შეხვალ, თუ ამ აწ უკვე სასტუმრო-სარესტორნო ბაღად ქცეული სახლის დირექტორმა, ვინმე უწიგნურმა ლომოურის ქალმა არ მოგცა ნებართვა-საშვი. ამათ აფინანსებს ყველა ანტისახელმწიფოებრივი ბიზნესი, ბანკები და ფონდები: ხაზარაძე-ოქუაშვილები და მისთანანი... და რატომღაც ამათვე აფინანსებს ხელისუფლება, ანუ კულტურის სამინისტროც (ამ ქვეყნის და ხელისუფლების მაოხრებლებს და მაგინებლებს), რაც მართლა პარადოქსია! ქალბატონო თეა, მაჩაბლის 13 ნომერი ჩვენთვის არის წართმეული და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს სახლი არ არის, მაგალითად, „სიპის“ კუთვნილება. ახლა კულტურის სამინისტრო აფინანსებს იქ რურუასდროინდელ „დესანტს“, აძლევს კონკურსების მოსაწყობ სოლიდურ სახსრებს, უხდის სახლის ადმინისტრაციას ხელფასებს, უფინანსებს გაზეთს!.. და მათვე აგზავნის უცხოეთში კულტურულ ბიენალეებზე, წიგნის საერთაშორისო დღეებზე, საიდანაც საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას აგინებენ. რა შეიძლება დაერქვას ამას? რა ტიპის მოვლენაა ეს? ამავე დროს, მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“, თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ! ქალბატონო თეა, რაც ხდება, ეს სირცხვილზე უფრო მეტია. უსამართლობაა და კიდევ რაღაც სხვა... გაიყვანეთ ეს „ბორდი“ თუ „ბორდელი“ აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა! მართლაც სამწერლო, ისტორიულ-მემორიალური სახლი, სადაც მწერლებს შეკრება უხაროდათ, სიამოვნებდათ ბიბლოითეკასა თუ ბაღში ჯდომა, არქივებში ძიება... ამათ ეს ისტორიული შენობა და გარემო მართლაც „ბარდაკად“, რესტორნად და სასტუმროად აქციეს... გაანადგურეს ბიბლიოთეკა, არქივი და სხვა მრავალი... მოდი, ვიკითხოთ (და ჩვენ არაერთხელ ვიკითხეთ და გამოვხატეთ აღშფოთება): ვინ არიან ესენი, რა ძალა იცავს და მფარველობს მათ? რას წერენ და რა კონკურსებს ატარებენ? რა არის პრემია „ლიტერა“ და ვინ აფუძნებს? რა არის პრემია „საბა“ და ვინ აფინანსებს ერის სავნებლად ჩასაფრებულ ამ ჯაშუშებს? ჭეშმარიტი მწერლებისთვის არც ერთი კონკურსი, გრანტი და პრემია არ არსებობს! 100 რჩეული, ელიტური მწერალი და მწიგნობარი (ყველა თაობის) წარმოდგენილი ჰყავს მწერალთა აკადემიას; არაერთი ბრწყინვალე თარგმანის ავტორი; არაერთი უნიკალური პოეზიისა თუ პროზის შემოქმედი. არც ერთი ჩვენგანი არ მიუწვევიათ არც ერთ ბიენალეზე, არც რომელიმე კონკურსზე. ქალბატონო მინისტრო: მიეცით მწერალთა აკადემიას გრანტი უკიდურესად გაჭირვებული მწერლებისთვის; მიეცით საკონკურსო დაფინანსება ჭეშმარიტად ღირსეული მწერლებისთვის. ქალბატონო თეა, იმასაც გეტყვით: მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ დააფუძნა „დროთა და მოვლენათა ცვლის ამსახველი სამწერლო სახელოვნებო და საკრალური ცოდნის“ ჟურნალი „სხვა დრო“. ეს ჟურნალი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ლიტერატურულ ბრენდად იქცა, ახლა შეჩერებულია უსახსრობის გამო. მიმდინარე წლის (პირველი) ნომერი მომზადებულია უნიკალური მასალებით. ამ ჟურნალის დაფინანსება აუცილებელია კულტურის სამინისტროს მიერ. *** დასასრულს ვიტყვით, რომ ერის მორალს მწერლობა აყალიბებს. ქართველმა ერმა შეასრულა გარკვეული სამწერლო-მწიგნობრული მისია ისტორიის ვრცელ გზაზე ფარნავაზიდან დღემდე ერის გადარჩენისთვის. ქართველი ერი და სახელმწიფო ღირსეული მწერლობის გარეშე ვერც დღეს იარსებებს! ამჟამად არც ერთი მწერალი არ არის მწერალთა ისტორიულ სახლში და არის სულ სხვა ხალხი. ამათ ჯერ არაფერი დაუწერიათ. რატომ ისვამთ თავზე იმ უწიგნურ ქალბატონს? დანიშნეთ სხვა დირექტორი _ ღირსეული მოღვაწე, მწერალი. მოახდინეთ „მწერალთა სახლის“ სრული რეორგანიზაცია და რეფორმა. ეს არის „ქართული ოცნების“ შეცდომა, რომელიც თქვენ უნდა გამოასწოროთ, ქალბატონო თეა. პირდაპირ ვიტყვით: ჩვენ ვწერთ, დავწერეთ და კიდევაც დავწერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გაგვაქვს ჩვენი წიგნები კონკურსებზე, არ თარგმნიან და მაინცდამაინც სკაბრეზულ, ამორალურ მჯღაბნელებს უხსნიან გზას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსების და უფლების აღდგენა, ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია... კატეგორიულად მოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)! დაუბრუნეთ ოფისები ქუჩაში დარჩენილ აკადემიას და კავშირს. არც ერთ მეზობელ ქვეყანაში ისეთი დაუცველი მწერალი არ არსებობს, როგორც რუსთაველისა და ვაჟას სამშობლოში. ქალბატონო თეა, მწერალთა ეროვნული აკადემია რჩეული მწერლებითა და მწიგნობრებით, მათი მაღალი ნიჭით, გთხოვთ, იმოქმედოთ მწერლობის სახელით მწერლისა და სამშობლოს დასაცავად! მიეცით კეისარს კეისრისა და საკუთარი წილის ნაწილი მაინც დაუბრუნეთ, რომ მწერლობა ქუჩაში არ იყოს განდევნილი.
მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით: კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.
აგვისტო 5, 2021 - 16:29
ბმული: * https://lid.ge/მწერალთა-აკადემიის-წევრთა-ღია-წერილი-ქალბატონ-თეა-წულუკიანს * https://www.facebook.com/saertogazeti.ge/photos/a.281364438545721/4947664341915684/  Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური) „რა ძალიან გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს...“ ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებულ წერილზე… მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?! არა, ბატონებო!- ცდებით... ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად... აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს… 2013 წელს, 26 მაისს, სწორედ ერთმანეთის გაუცხოებამ, ერთმანეთის მიუღებლობამ გამაკეთებინა განცხადება მწერალთა კავშირის დატოვების შესახებ... იქ, სადაც სიყვარული უხერხემლოა, ჩემი ადგილი არაა და არც არასოდეს იქნება. ამის უფლებას ის სიყვარული არ მაძლევს, რაც ჩემმა ხალხმა წუთისოფლის საგზლად დამიწესა. პატივისცემით ტარიელ ხარხელაური 6 აგვისტო, 2021 წელი ბმული: * https://www.facebook.com/photo/?fbid=370635017753722&set=a.247521886731703 Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური) 26.05.2013 ბოლო პერიოდში, ქართულ მწერლობაში განვითარებული მოვლენები დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში. სამწუხარო ფაქტია, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და წარმოიქმნა ერთგვარად დაპირისპირებულიმხარეები... ჩვენს სამშობლოს, ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს, ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა. მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს... აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი! თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზე უფრო მცირე, ტარიელ ხარხელაური 26 მაისი, 2013 ბმული: * https://www.facebook.com/photo/?fbid=370638814420009&set=a.247521886731703  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: უკან, სტალინური რეპრესიებისკენ Sat Aug 07, 2021 10:05 pm | |
| თინათინ ზვიადაძე "ყველა იზიარებდა ტექსტს, მათ შორის ხარხელაური და საღარაძე... ახლა შეეშინდათ და უარყვეს" - რას ამბობს წულუკიანთან გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორიმწერალი კობა არაბული ამბობს, რომ მწერალთა აკადემიის სახელით კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილი, მან რამდენიმე კოლეგასთან ერთად შეადგინა. მისი თქმით, მინისტრისადმი მიმართვის შინაარსს სრულად იზიარებდა მწერალთა აკადემიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, რომლებიც ახლა წერილს სიძულვილის ენად აფასებენ და კატეგორიულად ემიჯნებიან. Ambebi.ge ინტერვიუსთვის კობა არბულს დაუკავშირდა: - ბატონო კობა, წერილი უშუალოდ თქვენ დაწერეთ? - ცხადია, 100 კაცი ვერ დაწერდა ერთად ამ წერილს. არც მხოლოდ მე დამიწერია. რამდენიმე ადამიანი ვიღებდით მის დაწერაში მონაწილეობას: გურამ პეტრიაშვილი, ვახტან ხარჩილავა, ირაკლი ვაშაყმაძე, მე და კიდევ იყვნენ სხვებიც. - წერილის ხელმომწერთა სიაში მითითებული მწერლების ნაწილი აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი მათთან შეთანხმებული არ იყო. გაეცანით, ალბათ, მათ გუშინდელ განცხადებებს... - ყველა, ვინც ახლა თითქოს ემიჯნება ამ წერილს და მას სიძულვილის ენას უწოდებს, საქმის კურსში იყო და ეთანხმებოდა ყველაფერს, რაც იქ წერია. ახლა არ იზიარებენ?! რაღაცის შეეშინდათ, როგორც ჩანს, და ატეხეს განგაში. საინტერესოა, რა არის ამ წერილში მათთვის მიუღებელი, სად დაინახეს სიძულვილის ენა?! ტარიელ ხარხელაურმა და ელდინო საღარაძემ განაცხადეს, რომ ამ წერილის შინაარსი მათთვის შეუფერებელია და საყვედური გამოთქვეს მათი სახელის დაუკითხავად გამოყენების გამო. ორივე მათგანი იზიარებდა ამ წერილის შინაარსს. ძალიან კარგი რამ მოხდა. ეს არის მწერლობის ლუსტრაცია. გამოჩნდა, ვინ არიან სინამდვილეში. ისინი მწერლები არ არიან, რა აქვთ დაწერილი ისეთი რომელიმეს? მათი ადგილი არ არის მწერალთა კავშირში. ორ ცხენზე და ორ უნაგირზე სხედან ერთდროულად. აქაც არიან და იქაც... ელდინო საღარაძეს და ტარიელ ხარხელაურს მე დავუბეჭდე ლექსები. ქალბატონ ელდინოს არავინ იცნობდა, როგორც მწერალს და ჩემი მხარდაჭერით გამოიცა მისი პოეტური კრებული, მე შემოვიყვანე ის პოეზიაში. რაც შეეხება ტარიელ ხარხელაურს, მას არ ჰყოფნის ინტელექტუალური მარაგი, რომ დაიცვას მწერლობა და ბოლომდე შეინარჩუნოს პრინციპულობა. - რა ადასტურებს იმას, რომ ის მწერლები, რომლებიც წერილს ემიჯნებიან, თავდაპირველად თქვენი თანამოაზრეები იყვნენ? - ვახტანგ ხარჩილავამ დაურეკა მათ ტელეფონით და აიღო თანხმობა, რომ ხელმომწერებში ჩაწერილიყვნენ. მწერალთა კავშირში 900-მდე მწერალია გაერთიანებული და ყველა იზიარებს ამ ტექსტის შინაარსს. ყველას სათითაოდ ხომ არ დავუვლიდით და მოვაწერინებდით ხელს?! ზოგთან პირისპირ საუბრით, ზოგთან სატელეფონო კომუნიკაციით შეთანხმდა ამ წერილის შინაარსი. ზოგადად, ისინი აქამდე ყველაფერში იზიარებდნენ ჩვენს აზრს. რაც შეეხება ლერი ალიმონაკს, მან უშუალოდ მე დამირეკა და მითხრა, რომ ეს წერილი უნდა დაწერილიყო, რომ ამის საჭიროება არსებობდა. მე პირადად ვესაუბრე მას, გესმით?! ახლა გამოდის და უარყოფს. - რამ გიბიძგათ ამ წერილის დაწერისკენ, რა იყო თქვენი მიზანი? - მწერლობა დიდი ხანია პრობლემების წინაშე დგას. პირველ რიგში, უნდა დაგვიბრუნონ წართმეული შენობები. შემდეგ მოხდეს სრული რეფორმა სისტემაში. ნაცების და პირადად რურუების შემოყვანილი კადრები გაუშვან და ნამდვილი პროფესიონალები დანიშნონ. მაშინდელი ხალხითაა სავსე მწერალთა კავშირი. - თეა წულუკიანი, როგორც კულტურის მინისტრი, მოგწონთ? - მან ყველაფერს მოჰკიდა ხელი, მთელ კულტურის გარემოს, ტაძრების აღდგენა იქნება თუ სხვა რამ. ძალიან პატრიოტი ქალია. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონს. „ქართული ოცნებიდან“ ერთი ეგ არის და მეორე ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან პატრიოტული ხალხია. „პრაიდზე“ როგორი კარგი პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს. მან თქვა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებს საქართველოში და ეს მოწმობს იმას, როგორი პატრიოტია. - ბოლოს გკითხავთ, წლების წინ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ წერილებს აქვეყნებდით. ახლაც „ოცნების“ მხარდამჭერი ხართ? - თავიდან უფრო გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი. ბიძინა ივანიშვილის გამო. ახლაც დიდ პატივს ვცემ მას. ვნახოთ, რას გააკეთებენ აწი. კარგი მოლოდინები მაქვს. 15:04 / 07-08-2021 ბმული: * https://www.ambebi.ge/article/263636-qvela-iziarebda-teksts-mat-shoris-xarxelauri-da-s/?fbclid=IwAR0GlaXy9HYWbV9bpptmo4UK2WlkTWk79cHNyBbLPqUyzUXBSgHZJUnqp7o  | |
|  | | | უკან, სტალინური რეპრესიებისკენ | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|