არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჯარჯი აქიმიძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ჯარჯი აქიმიძე Empty
PostSubject: ჯარჯი აქიმიძე   ჯარჯი აქიმიძე EmptyTue Jul 20, 2021 9:49 am

ჯარჯი აქიმიძე Jarji_10
Jarji Akimidze

ჯარჯი აქიმიძე
სცენარისტი, მწერალი, ტელეკომპანია „რუსთავი-ორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი


ბმულები:
* https://www.radiotavisupleba.ge/a/30083727.html


::::


ჯარჯი აქიმიძე - ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელი.

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

"მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - დღეს "‎რუსთავი2‬", რომელიც სიყვის თავისუფლების და დემოკრატიის სახელით გამოდის, არის ჩეულებრივი პარტიული ტელევიზია" - ჯარჯი აქიმიძე - ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელი.

* https://youtu.be/msjOsYMBCdg

study


Last edited by Admin on Tue Jul 20, 2021 9:56 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ჯარჯი აქიმიძე Empty
PostSubject: Re: ჯარჯი აქიმიძე   ჯარჯი აქიმიძე EmptyTue Jul 20, 2021 9:51 am

ჯარჯი აქიმიძე

ერლომი და ჯოკონდას ღიმილი

1983 ან 84 წლის ზაფხული იდგა. იდგა მკვდარი უძრაობის ხანა, პერესტროიკის ნიავიც კი არ ქროდა, ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში და პეტერბურგს ჯერ კიდევ ერქვა ლენინგრადი. ზაფხული კი იმიტომ მახსოვს, რომ თეთრმა ღამეებმა ერთბაშად აგვირიეს დღე და ღამე მე და ერლომს. მე რატომ მოვხვდი ამ გაუგებრობაში, არ მახსოვს. მარინე, ერლომის მეუღლე, დისერტაციის მოსამზადებლად იყო ჩამოსული. ერლომი კი უბრალოდ ისვენებდა, – იჯდა მთელი დღე და ჩაუქრობლად ეწეოდა სიგარეტს.
ვცხოვრობდით ვასილიევის კუნძულზე, ერლომის შორეული ნათესავის, ივერის, ოროთახიან “კომუნალკაში”. ივერის მეუღლე მხატვარი იყო და შესაბამისად, ორივე ოთახი მისი ნახატებით, თაბაშირის ფიგურებით და ალბომებით იყო სავსე.
პირველსავე საღამოს, ძველ ქალაქში სეირნობისას, სახლიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალში, მოციონზე გამოსულებმა აღმოვაჩინეთ ერთი “ტკბილი” ნახევარსარდაფი – სავსე მჟავე ლუდის სუნით, ბახუსის ადგილობრივი მოყვარულებით და უიაფესი ლუდთან და არაყთან მისაყოლებლებით.
სახლში დაბრუნებამდე, შესაბამისი რაოდენობის ლუდის, არყის, არყის და მერე ისევ ლუდის შემდეგ, მოსწავლე-მასწავლებელს ლენინგრადის ქუჩებში თეთრი ღამე თეთრად დაგვათენდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ცოცხალ და გარდაცვლილ მეგობრებზე, ჩემს მთაში სიარულზე, ჩვენს სტუდენტურ თავგადასავლებზე, ქალებზე, სმაზე, ჩვენს ოჯახებზე… მთელი საღამოს განმავლობაში დრამატურგიაზე სიტყვა არ დაგვიძრავს. სახლში დაბრუნებულებმა ერთხმად დავასკვენით, რომ თეთრი ღამეების დროს ლენინგრადში ყოფნას არაფერი ჯობდა.
მეორე დღეს, მარინეს მიერ გამოტანილი განაჩენი ულობელი აღმოჩნდა; მე და ერლომს გვევალებოდა ყოველ დილას, მარინეს ნაშოვნი საშვებით მთელი დღის ერმიტაჟში გატარება. ერლომმა გააპროტესტა განაჩენი, საზეიმოდ დახია მუზეუმის საშვი და განაცხადა, რომ ამ თაროებზე იყო ერმიტაჟიც, პრადოც, მეტროპოლიტენ მუზეუმიც, ლუვრიც, უფიციც და თვით ფიროსმანის მირზაანიც. არგუმენტი შეუვალი აღმოჩნდა, თაროებზე ჩამწკრივებული იყო ყველაფერი, ეტრუსკებიდან დაწყებული, ველასკესი, მიქელანჯელო, რემბრანდტი… ყველაფერი, სოცრეალიზმით დამთავრებული.
მარინეს არგუმენტმა, რომ ყველა მუზეუმს და ყველა ტილოს აქვს თავისი სული, ისტორია და განუმეორებლობა, ერლომისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამაგიეროდ მე აღმოვჩნდი მსხვერპლი. მე ვერ დავხიე ერმიტაჟის საშვი და შესაბამისად, ყოველ დილას მივდიოდი მუზეუმში, მარინე და მარინა – მარინეს დისერტაციის საქმეებზე, ივერი – სამსახურში, ერლომი კი იჯდა, არ აქრობდა სიგარეტს და ათვალიერებდა ალბომებს.
ასე გავძელით სამი დღე.
მეოთხე დღეს, ერმიტაჟიდან გასავათებულს, სახლის შემოსასვლელ არკასთან ერლომი დამხვდა. ჩვენ უსიტყვოდ გავბოდიალდით ქუჩაში. საღამოს მოციონი სრული კრახით დასრულდა – ბოლო ჩაკიდული აღარ უნდა დაგველია. და აი, შედეგიც: სახლის არკაში, ერთადერთ ამოწეულ ქვაფენილს წამოდებული ერლომი სასწაულად გადაურჩა დაცემას, მაგრამ რად გინდა, ერლომის სათვალე და ორივე მინა “ბრაკი პარპრიზივით” სულ მილიმეტრ-მილიმეტრ დაიმსხვრა.
ერლომი ბუნებრივი -12-ით მაშინვე დაბრმავდა. მე ჩემი -6-იანი სათვალე მსწრაფლ შევაშველე და დავრჩით არკაში -6-იანი მხედველობით მოსწავლე-მასწავლებელი. თეთრმა ღამემ გვიშველა და ნაცნობმა არკამ – შინ მშვიდობით დავბრუნდით.
სახლში მორიგი სიურპრიზი გველოდა. მარინემ საზეიმო ხმით გამოგვიცხადა, რომ ერმიტაჟში ერთი კვირით ჩამოაბრძანეს და ვინჩის ჯოკონდა, რომ სპეციალურად ჩვენთვის 2 სპეც-საშვი იშოვა და რომ ზეგ ორივე უსიკვდილოდ უნდა წავსულიყავით მუზეუმში. მხოლოდ ამის შემდეგღა შეამჩნია, რომ ერლომს ჩემი სათვალე ეკეთა, მე კი უსათვალოდ ვიყავი.
მეორე დღეს მარინემ ყველაფერი გააკეთა, რომ ერლომისთვის სათვალე გაეკეთებინა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა რუსულ ბიუროკრატიას და “ნე პოლოჟენოს”.
გადაწყდა – საშვების გაუქმება არ გამოდიოდა, გადაცვლით არავინ გადაგვიცვლიდა… მოკლედ, მე და ერლომი, დავსებული თვალებით უნდა წავსულიყავით უკვდავი ჯოკონდას სანახავად. იქვე მივიღეთ მეორე დავალებაც, აუცილებლად უნდა გვენახა მარინეს პედაგოგი, ლიდია ნიკოლაევნა.
მეორე დღეს ერმიტაჟამდე რენუარის დაბურუსებული ნახატებივით გზას 40 წუთი მოვანდომეთ და წინ საოცარი სანახაობა გადაგვეშალა. ალბათ ლენინსაც კი შეშურდებოდა, იმხელა რიგი დაეყენებინა. პატიოსნად ვიპოვეთ რიგის ბოლო და დღესაც იქ ვიდგებოდით, წითელსამკლაურიან მუზეუმის თანამშრომელს ერლომის ხელში წითელი სპეც-საშვი რომ არ დაენახა.
სპეც-რიგი სულ ასიოდე კაცს ითვლიდა და ეს ნიშნავდა, რომ ყოველ 30-კაციან ჯგუფს ორი სპეც-რიგელი ემატებოდა.
2 საათში სრულიად საბჭოთა კავშირმა ჩაიარა ჩვენ წინ და პატივი გვერგო, ტაჯიკების დელეგაციასთან ერთად შევსულიყავით მონა ლიზას სანახავად.
კი ვიცოდი, რომ მონა ლიზა მატისის “ცეკვასთან” შედარებით მინიმუმ ათჯერ მცირე ზომის იყო, მაგრამ ასეთ მინიატურულ ტილოს ნაღდად არ ველოდი. უზარმაზარ დარბაზში, ცალკე კედელზე ეკიდა და ვინჩის ყველაზე იდუმალი ქალი. ნახატს დარბაზის მთელ სიგრძეზე გაბმული წითელი ლენტის გამო 5 მეტრზე ახლოს ვერ მიუახლოვდებოდი.
ერლომი მიხვდა, რომ ამ დისტანციიდან -6 მხედველობით, მხოლოდ ფერადი ლაქა ჩანდა და სათვალე დამიბრუნა. მიუხედავად აღდგენილი მხედველობისა, ამ სიშორიდან ვერც მე აღმოვაჩინე ჯოკონდას იდუმალი ღიმილი ჯოკონდას ბაგეზე.
ზუსტად 5 წუთში ჩვენი ჯგუფის აუდიენცია დასრულდა და მოძმე ტაჯიკებთან ერთად ჩქარი ნაბიჯით დაგვატოვებინეს დარბაზი.
კიდევ კარგი, შენობიდან გასვლამდე გაგვახსენდა მარინეს დანაბარები, თორემ უკან ვინღა შემოგვიშვებდა. გასასვლელ კარში მდგარ წითელსამკლაურიანს, მუზეუმში დაბერებული ქალბატონის, ლიდია ნიკოლაევნას ადგილსამყოფელი ვკითხეთ.
10 წუთის შემდეგ, რამდენიმე მუზეუმის თანამშრომლის თანხლებით, მარინეს დიპლომის ხელმძღვანელის, მუზეუმის სწავლული მდივნის, აკადემიკოს ლიდია ნიკოლაევნას კაბინეტის წინ ვიდექით.
ქალბატონმა ლიდიამ, ჭიქა ჩაით გამასპინძლების და ბანალური კითხვა-პასუხის შემდეგ, ჩამჭრელი შეკითხვით მოგვმართა – რას ვიტყოდით ჯოკონდაზე. ერლომი შეეცადა, მაქსიმალურად გამოევლინა დიპლომატიური ნიჭი და სათვალეების ისტორიის მოყოლა დაიწყო. დაწყობილები, ცხვრებივით როგორ მიგვრეკეს, რომ გაბმული ლენტის გამო ძნელად თუ ვინმე აღიქვამდა ჯოკონდას ხიბლს, რომ 5 წუთში თითქმის სირბილით დაგვატოვებინეს იქაურობა, ამ ყველაფრის თქმა ერლომს აღარ დაჭირდა.
ლადნა, ია ვამ პაკაჟუ დრუგოი ერმიტაჟ – გვითხრა მასპინძელმა და ენერგიული ნაბიჯით წინ გაგვიძღვა. ჩვენ მოვხვდით მიწისქვეშა სივრცეში, რომელმაც, ჩემი ბეცი თვალების მიუხედავად, შოკში ჩამაგდო. ყველა ის ცნობილი ნახატი, რომელიც მთელი კვირა დარბაზ-დარბაზ, ძებნა-ძებნით ვათვალიერე, ერთ უგრძეს და უსასრულო ლაბირინთის კედლებზე იყო გამოფენილი. ანუ აღმოჩნდა, რომ რასაც ახლა ჩემი -6-ით ვხედავდი, იყო ორიგინალი და რაც მანამდე ვნახე, ასლი ყოფილა. მოკრძალებულ კითხვაზე, აბა იქ ხალხი რას ნახულობდა, ერმიტაჟის სწავლულმა მდივანმა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გვიპასუხა, რომ ყველაფერი ფასეული აქ, ამ მიწისქვეშეთში ინახებოდა.
თურმე ჯერ სად ვართ, მთავარი წინ გველოდა.
ლიდია ნიკოლაევნა ერთ მომცრო დარბაზში შეგვიძღვა. მე და ერლომს რამდენიმე წამი დაგვჭირდა სიტუაციაში გასარკვევად. ოთახში მოლბერტებთან ხალხი იდგა და რაღაცას ხატავდა. კედელზე რაღაც ნახატი ეკიდა. ახლოს მისულებმა, აღმოვაჩინეთ, რომ ეს უკანასკნელი, არც მეტი, არც ნაკლები, და ვინჩის ჯოკონდა იყო.
ერლომმა ზევით აიშვირა თითი და ჩვენს ექსკურსიამძღოლს გაკვირვებულმა შეხედა.
– ტამ კოპია, ნო ხაროშაია კოპია, ა ეტა, ნასტაიაშაია ი ანა პერედ ვამი. მოჟეწე სმატრეწ, სკოლკა უგოდნა.
ხუთი წუთის შემდეგ ერლომმა ჰაერის უკმარისობა მოიმიზეზა, დახურული სივრცის ფობია დაიბრალა და სწავლულ მდივანს ისღა დარჩენოდა, მუზეუმის კატაკომბებიდან სუფთა ჰაერზე გამოვეშვით.
დამშვიდობებისას, იმავე კითხვაზე, როგორ მოგეწონა ჯოკონდა, ერლომმა კვლავ დიპლომატიური პასუხი არჩია – ალბათ კარგია, მაგრამ მაინცდამაინც კარგად სახვით ხელოვნებაში ვერ ვერკვევი.
– ნუ იქნებით ძალიან თავმდაბალი, თქვენ ხომ ფიროსმანის ავტორი ხართ – უთხრა ლიდია ნიკოლაევნამ, ორივეს ხელი ჩამოგვართვა და დაგვტოვა.
ხმა არ ამოგვიღია, ისე მივედით სახლამდე.
არკაში ერლომი უცებ გაჩერდა, ჩემი სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა და მითხრა:
– გურამი იცი რატომ იყო კიდე მაგარი?
მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე.
– გამოვიდა და ლენინის ძეგლს თოფი ესროლა.
შებრუნდა და გააგრძელა გზა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
ჯარჯი აქიმიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: