არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის Empty
PostSubject: სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის   სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის EmptyFri Apr 30, 2021 8:02 am

სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის 5110

სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისათვის / თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021

ცხადდება

სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

UNESCO-ს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.

რა არის პროგრამის მიზანი?

პროგრამის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერტურისა და, შესაბამისად, ქართველი ავტორების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე. პროექტით გათვალისწინებული პირობები ხელს შეუწყობს ავტორთა მოტივაციის გაზრდას, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვას, რის შედეგადაც შეიქმნება სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ქართველი ავტორისთვის, რომლის მინიმუმ ერთი წიგნი უკვე გამოცემულია საქართველოში და რომელსაც სურს ახალ ნაწარმოებზე მუშაობა.

იმის მიხედვით, ავტორები პროექტში მონაწილეობის რა ხანგრძლივობას აირჩევენ, შეირჩევა მინიმუმ 5 აპლიკანტი.

რას სთავაზობს პროგრამა ავტორებს?

• პროგრამა ითვალისწინებს არანაკლებ ხუთი ქართველი მწერლისთვის, 30 დღის განმავლობაში, სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოს არანაკლებ ხუთ სხვადასხვა ქალაქში (ავტორს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილეობის ხანგრძლივობა, იქნება ეს 15 დღე თუ 1 თვე);

• სასტუმროში განთავსება, ტრანსპორტირება, კვების ხარჯი სრულად იქნება უზრუნველყოფილი;

• საავტორო ჰონორარი: პროგრამაში ერთთვიანი მონაწილეობის შემთხვევაში ჰონორარი შეადგენს 1875 ლარს (დარიცხული, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 15 დღიანი მონაწილეობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა განახევრდება.

პროგრამის მონაწილისათვის აუცილებელი პირობები:

• ავტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოცემული მინიმუმ ერთი წიგნი;

• აუცილებელია ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება შეთანხმება პროექტის ფარგლებში შექმნილი ტექსტის გამოცემასთან დაკავშირებით.

განცხადებების შერჩევის პროცესი:

საკონკურსო განაცხადებს, პროგრამის პირობებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, შეარჩევს 5 ადამიანისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური. გამარჯვებული აპლიკანტები გამოვლინდებიან დახურული კენჭისყრით.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება განაცხადის შემოტანა ნებისმიერი ჟანრის წიგნზე სამუშაოდ, თუმცა პრიორიტეტულად განსაზღვრულია რამდენიმე მიმართულება:

• რომანი;

• ლიტერატურული კრიტიკა;

• მოზარდების ლიტერატურა (რომანი).

ავტორებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• რეზიუმე/მოკლე ბიოგრაფია;

• შევსებული განაცხადის ფორმა, პროგრამის სასურველი ხანგრძლივობისა და ზუსტი პერიოდის მითითებით; იხილეთ განაცხადის ფორმა - https://drive.google.com/file/d/1wf2b2rnTZBrZ6BFI6GLWV35Zw5UVC0WJ/view

• იმ ტექსტის კონცეფცია ან სინოფსისი, რომელზეც აპლიკანტმა უნდა იმუშაოს პროგრამის პერიოდში (2-5 გვერდი);

• ტექსტის ნიმუში (3-5 გვერდი);

• ხელშეკრულება გამომცემლობასთან, რომლის საფუძველზეც გამომცემელი პასუხისმგებლობას იღებს წიგნის გამოცემაზე. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს წიგნის გამოცემის საორიენტაციო თარიღი (არაუგვიანეს 2022 წლის 23 აპრილისა).

კანდიდატებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

projects@gpba.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულად შემოტანის შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.

* http://www.gpba.ge/ge/new/199/
* http://www.gpba.ge/catalogues/1619698611.pdf
* https://www.facebook.com/gpba.ge/photos/a.551509654892647/4072375036139407/


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
სარეზიდენციო პროგრამა ქართველი მწერლებისთვის
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: