არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 დავით კაკაბაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

დავით კაკაბაძე Empty
PostSubject: დავით კაკაბაძე   დავით კაკაბაძე EmptyTue Dec 23, 2008 11:39 pm

დავით კაკაბაძე D._Kakabadze._Self-portrait_in_the_mirror._1913

დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 8 აგვისტო/20 აგვისტო, 1889, სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 10 მაისი, 1952, თბილისი), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში", 1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918–1919 კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება).
1918 წელს კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატურმორტი" (ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919–1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე).
კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია "ბრეტანი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; "წურბელების გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" - ადგილსამყოფელი უცნობია), მეორე მხრივ - უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
1927 წელს შექმნა ალეგორიული სურათი "ინდუსტრია". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი ( ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", 1932; დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1937; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 - ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი", 1947 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები ("მარილი სვანეთს", რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი ("ყვითელი მთა", 1937; "წითელი მთა", 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; "მიტინგი იმერეთში", 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია ("სვანეთი", 1939; "თბილისი და მისი მოდამოები", 1944 - ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი", "ფოთი-ელევატორი" (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).
კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_კაკაბაძე
* https://en.wikipedia.org/wiki/David_Kakabadze
* http://www.photomuseum.org.ge/kakabadze/photos_en.htm

დავით კაკაბაძე 01
David Kakabadze. Paris. 1921.

Exclamation


Last edited by Admin on Mon Feb 25, 2019 11:22 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

დავით კაკაბაძე Empty
PostSubject: Re: დავით კაკაბაძე   დავით კაკაბაძე EmptyThu Jan 17, 2013 12:40 am

დავით კაკაბაძე David_10

David Kakabadze "Imereti. My Mother." 1918
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

დავით კაკაბაძე Empty
PostSubject: Re: დავით კაკაბაძე   დავით კაკაბაძე EmptyMon Feb 25, 2019 11:14 pm

დავით კაკაბაძე S14

David Kakabadze "აბსტრაქცია."


დავით კაკაბაძე

ჩანაწერი

ოთხი წელიწად ნახევარია, რაც პარიზში ვიმყოფები და ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურ მუშაობას ვაწარმოებდი მხოლოდ პირველ წელიწად ნახევარს, შემდეგ კი, მატერიალური პირობების შეცვლის გამო, უმეტესი დრო არსებობისათვის ზრუნვამ წაიღო, მუშაობის ინტენსიობაც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამიტომ წინასწარ განზრახულის სავსებით განხორციელება მოუხერხებელი შეიქმნა.

ხსენებულ მძიმე პირობების გამო, წარმოდგენილი შრომაც არაა იმდენად რთული და უნაკლო, როგორც ნაფიქრალი იყო, დამაბრკოლა აგრეთვე ტეხნიკურ მიზეზებმაც, ოცი წელიწადი გადის, რაც პარიზში შეწყდა ქართული გამომცემლობა და თუმცა ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში ქართული ცხოვრება აქ ინტენსიურად მიმდინარეობდა, - მაინც ბეჭვდითი საქმის მოწყობაზე ფიქრი არ ყოფილა. ამიტომ ბეჭვდის ტეხნიური მხარე საკუთარი ძალით უნდა მომეწყო, ხოლო ახალი ასოების შეკვეთის შეუძლებლობის გამო, იძულებული შევიქმენი მესარგებლა ძველი მასალით, თუმცა ვგრძნობ, რომ ამ ასოების სახე ვერ აკმაყოფილებს ეკონომიის, თვალთ-ჰიგიენის და სხვა მოთხოვნილებებს.

მიუხედავად ამ დამაბრკოლებელი მიზეზებისა, მაინც შევძელი საკუთარი საშუალებით ამ შრომის გამოცემის დასრულება. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს გაორკეცებულ კულტურულ მუშაობას და შეიძლება, ამ შრომით რამდენიმედ მაინც განხორციელებული იყოს ჩემი მიზანი: მხატვრული აზრის და სამხატვრო მწერლობის საქართველოში განმტკიცება.


12 ენკენისთვე, 1924წ. პარიზი.


დავით კაკაბაძე 10

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




დავით კაკაბაძე Empty
PostSubject: Re: დავით კაკაბაძე   დავით კაკაბაძე Empty

Back to top Go down
 
დავით კაკაბაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: