არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6547
Registration date : 09.11.08

ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად Empty
PostSubject: ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად   ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად EmptyTue Mar 16, 2021 3:12 pm

ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად

16 მარტი, 2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას.

მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირების დროს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 17 მარტიდან 17 მაისის 18:00 საათამდე ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები. საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება. ტექსტები სასურველია აკრეფილი იყოს „სილფაინით“ 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი - 1500 ლარი
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

გასათვალისწინებელია, რომ თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში რაიმე სახით გამოქვეყნება სასკოლო შეფასების მიზნით გამოყენებამდე, არ იქნება შესაძლებელი.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით).


ბმული:
* https://www.naec.ge/?fbclid=IwAR2XJ0LG4pN9nJL756cDoEJHSe0DTwpDOp8630KadhxmPtYY-vwwVxIozj8#/ge/post/2352


@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: