არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 წლის დეტექტივი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

წლის დეტექტივი Empty
PostSubject: წლის დეტექტივი   წლის დეტექტივი EmptyMon Mar 15, 2021 1:07 pm

ლიტერატურული კონკურსი „წლის დეტექტივი”
მარტი 10, 2021


ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი New Vision University აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების შექმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია საქართველოში დეტექტიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნაწილში ინტერესის გაღვივება. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამომცემლობაში, შესაძლებელია მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება, ხოლო სცენარი – ფილმს დაედოს საფუძვლად.


მონაწილეთა წასახალისებლად გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები და პრემიები:
• „წლის დეტექტივი“ – 3000 ლარი;
• „საუკეთესო პერსონაჟი“ – 2500 ლარი;
• „საუკეთესო სიუჟეტი“ – 2500 ლარი.


კონკურსის დებულების თანახმად, ნაშრომი ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული და აღემატებოდეს 8000 სიტყვას. ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.

---
ევ. მიქელაძის ქ. 1ა, 0159, თბილისი
+995 32 24 24 440

ბმული:
* https://newvision.ge/geo/კონკურსი-წლის-დეტექტივი/

@


ლიტერატურული კონკურსი "წლის დეტექტივი"
•Mar 16, 2021

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებზე. პირობები იხილეთ ვებ-გვერდზე www.newvision.ge
2021 წელი.

ბმული:
* https://youtu.be/a7HR2y0jhd0

@


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 10:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6664
Registration date : 09.11.08

წლის დეტექტივი Empty
PostSubject: Re: წლის დეტექტივი   წლის დეტექტივი EmptyMon Mar 15, 2021 1:15 pm

ლიტერატურული კონკურსი „წლის დეტექტივი”

ლიტერატურული კონკურსის დებულება

1. ლიტერატურული კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურაში დეტექტური ჟანრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
2. კონკურის არის ყოველწლიური, ის იწყება 1 მარტს და სრულდება 1 ივნისს.
3. კონკურსი გასცემს ჯილდოებს შემდეგ ნომინაციებში:
- წლის საუკეთესო დეტექტური ნაწარმოები;
- საუკეთესო პერსონაჟი;
- ორიგინალური სიუჟეტი.
4. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გადასცემს.
5. კონკურსის ჟიური 3 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 2 ხმის მიღების შედეგად.
6. ჟიურის წევრებს აქვთ უფლება ნომინაციისთვის გამოყოფილი ფულადი პრემია ამავე ნომინაციაზე წარდგენილ ორ სხვადასხვა ავტორს გადასცენ.
7. ჟიურის შემადგენლობა მკაცრად კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოების ცერემონიაზე. ჟიურის ვინაობა ცნობილია მხოლოდ ჟიურის მოდერატორებისთვის.
8. დაუშვებელია ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანის ყოფნა ჟიურის შემადგენლობაში.
9. ჟიურის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია ჟიურის მუშაობის შესახებ;
10. ჟიური, კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ავტორს და ტექსტს განიხილავს თანაბრად და ობიექტურად;
11. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
12. კონკურსისთვის მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც მანამდე, სრულად ან ნაწილობრივ არ ყოფილა გამოქვეყნებული, ელექტრონული თუ ნაბეჭდი სახით.
13. ნაწარმოების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.
14. საკონკურსო ნაწარმოები უნდა იყოს ელექტრონული ფაილის სახით წარმოდგენილი, ა4 ფორმატში, 11 ზომის შრიფტით, ავტომატური დაშორებით, არანაკლებ 8000 სიტყვისა.
15. საკონკურსო ნაწარმოები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: detective@newvision.ge სადაც აუცილებელია მითითებული იყოს, ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონი და მისამართი.
16. ნომინაციებში გამარჯვებულ ნაწარმოებზე ვრცელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საავტორო უფლება.


---
ევ. მიქელაძის ქ. 1ა, 0159, თბილისი
+995 32 24 24 440

ბმული:
* https://newvision.ge/geo/კონკურსი-წლის-დეტექტივი/

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
წლის დეტექტივი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: