Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
Subject: ლიტერატურული პრემია „მაჩაბელი“ Wed Feb 24, 2021 11:42 am
ლიტერატურული პრემია „მაჩაბელი“
ლიტერატურული პრემია „მაჩაბელის“ ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და გორის უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული კაფე; დამფუძნებელი - გიორგი სოსიაშვილი; კოორდინატორი - თამარ გელიტაშვილი.
კონკურსი ფართომასშტაბიანია და მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2019-2020 (15 სექტემბრის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.
კონკურსი „მაჩაბელი“ ხელს შეუწყობს ახალი ტალანტების გამოვლენას, ლიტერატურული პერიოდიკისა და გამომცემლობათა მოტივაციის ამაღლებას.
პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული საუკეთესო პროზაული ნაწარმოები საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი
თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ პრემია 2000 ლარის ოდენობით.