არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გიო ლომიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:33 pm

გიო ლომიძე 3_o11
Gio Lomidze

შემოდგომის სიზმარი

მზე გაცრილ სხივებს გისევს,
ღრუბლის კალთებზე ზის;
ბარდნის ფიქრებში ისევ
დარდი ბედის და გზის.
ამ ყვითელკაბა ალვას,
ქარი უშიშვლებს კეფას;
რაღა აზრი აქვს მალვას
თუ ძლიერდება ყეფა.
შემოდგომაა ქუში,
გული ნაღველით სავსე,
გახსოვს?... სუნთქავდი გუშინ,
დღეს სიტყვა გისავსავებს.
აღარ გინახავს ძნები,
იხსენებ - ურმის ჭრიალს,
სიზმრად პაპა და ძმები,
საბუხრე შეშას ჭრიან.
სოფელს დუმილი პენტავს,
აღარ გაისმის - გიჩოოოო...
სად გაიხიზნე ნეტავ
უკანასკნელო ბიჭო...

16 ოქტომბერი 2016 წლის.


გიო ლომიძე
პოეტი

დაიბადა 1985 წლის 27 დეკემბერს, ქარელის რაინ დაბა აგარაში, სადაც დაამთავრა ადგილობრივი საჯარო სკოლა. შემდეგ სწავლა განარგძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიძნესის ფაკულტეტეზე მეორე კურსამდე. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
2018 წლის ნოემბერში ,,ნოდარ დუმბაძის ფონდი''-ს უზღუნველყოფით მოხდა ავტორის პირველი(და ჯერჯერობით ერთადერთის) კრებულის გამოცემა სახელწოდებით - ,,სიმშვიდის პაროდია''.
გიო ლომიძის პოეტური ტექსტები ბეჭდურ და ელექტრონულ პერიოდიკაში სხვადასხვა დროს პოულობს საკუთარ ადგილს.


ბმული:
* https://www.facebook.com/gio.lomidze2
* https://1tv.ge/elit_author/gio-lomidze/
* http://arilimag.ge/გიო-ლომიძე-ჰმ-და-სხვ-ლექს/
* https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=88
* https://apinazhi.ge/journal/355--.html
* https://demo.ge/index.php?do=full&id=1378

[youtube][/youtube]


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:41 pm

გიო ლომიძე

შემოდგომისა

ეზოსთან ერთი ხე დგას,
ხესთან არ არის სკამი.
ზედ არც ჰამაკი ჰკიდია,
არც მიბმულია ძაღლი;
სხვა ყველაფერი რიგზეა,
ძაღლი ოთახში ცხოვრობს,
სკამიც იქიდან გამოაქვთ,
სადაც ინახავს სახლი.
ეზოსთან ერთი ხე დგას,
ერთი ველური თუთა,
ხელსახოცივით ფოთლებს
ხან სადენებზე ფენს,
ხან ლამპიონის თავზე
ტოტებდახრილი ღამით,
უკუდო კატის წყევლას
გათენებამდე უსმენს.
და ყველაფერი რიგზეა
იქამდე, ვიდრე - ქარი,
შემოდეგომასთან ერთად
ხასიათს გაიმკაცრებს,
ვერგაყოლილი ვერსად
ვის ხმასთან ვისი ქნარი
სახლივით ავიწყდებათ,
სახლივით აიმ კაცებს,
თრობა მოგვრილი შფოთით
ბორდიურზე რომ სხედან,
ბორდიურიდან ხემდე
რა მანძილია ვიცი;
ლამპიონიდან მზემდე
რა მანძილია ისიც,
სხვა მანძილია ვიცი
დაბადებიდან დღემდე.
და ყველაფერი რიგზეა
იქამდე, ვიდრე ამინდი,
ფოთლების თავშესაფრიდან,
გამოასახლებს ლამპიონს.
იმოძრავებენ ტოტები
თითების სილუეტებად,
თითების, როგორც ოდესღაც
ბებო იქნევდა ქსოვის დროს.
ალბათ ჩრდილები ბარბაცით,
ღამესაც შეამოკლებენ.


7 სექტემბერი 2017 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:45 pm

გიო ლომიძე

ვისაც

ვისაც თვალები დაეხუჭა ჩემი დანახვით,
ან ვისაც გული შეეკუმშა ჩემი ცხოვრებით,
ვისაც კისერი წაუგრძელდა ჩემი წაქცევით,
ვისაც ჩურჩული ამოუძვრა ჩემი აღმა სვლით,
ვისაც ღიმილი ჩაეფინა ჩემი ხსენებით,
ვისაც ჩასუნთქვა გაუმძაფრდა ჩემი დუმილით,
ვისაც ნაფიქრი გაეფანტა ჩემი დამალვით
ვისაც ღუმელი ჩაუნელდა ჩემი სტუმრობით,
ვისაც კოცონი მიუნავლდა ჩემი სათხოვრით,
ვისაც ჰაერი შეეხუთა ჩემი შეხებით,
ან ვინც ხელები დაიბანა ჩემში ჩაღვრილი
არ გამოჩენილ, უსინათლო ცრემლის წვეთებით,
ჩამოირეცხა სიახლოვის მცირე ნიშანიც
და ელვასავით უცაბედად გაუჩინარდა,
ვისაც სიმშვიდე შეეპარა ჩემი დაღმა სვლით,
ვინც დამინახა მომაკვდავი და გამითხარა
საფლავი, ნაცვლად იმისა რომ გადავერჩინე,
შემომისაზღვრა ადგილი და გაუჩინარდა,
შემომილაგა ქვა-ღორღი და გაუჩინარდა,
მახსოვრობიდან საბოლოოდ ამომიფერთხა,
ამბარის ფსკერზე ჩარჩენილი ძველი ფქვილივით,
არ ვიმალები, არ ვიფარავ სახეს ტალახით,
აქა ვარ ასე დარჩენილი საირმე გზასთან
და იფიტება უშობელი ნადირის ტანი.
ნეშომპალადან ამომძვრალი ნორჩი სხეულით
დასანაყრებლად, გვიმრის ფესვზე მოცოცავს ჭია.
ვერ დაინახავთ - როგორ დევნის შიშის ნიჟარა
ლორწოს, საფარზე რომლის მიღმაც არ დგას არავინ,
მაშინ იწყებენ გადაფრენას ლოკოკინები.

19 დეკემბერი 2018 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:46 pm

გიო ლომიძე 2_o10

გიო ლომიძე

დასაქმდი

მეწვრილმანე ხარ შენ.
იმას ეძებ რაც არასდროს დაგიკარგავს
და იმას კარგავ რისი მოძებნაც გეთაკილება.
ადამიანები დღესაც გეძებენ
და ერთმანეთის აღმოჩენისთვის დრო აღარ რჩებათ.
არ გყოფნის წარმოდგენებით გაჟღენთილი არსებობიდან
გამომდინარე ცოცხალ ორგანიზმთა სასოწარკვეთა.
არ გყოფნის მათი მრავალფეროვნებით განპირობებული
ერთმანეთისთვის გაუცხოებული საყვედურები.
არ გყოფნის უკმაყოფილებას შეგუებული მეოცნებეების
საკრედიტო საზრუნავი.
არ გყოფნის ბეტონის სხეულები და მათ შექმნაში მონაწილეთა რაოდენობა.
არ გყოფნის მუშების ვარდნის ინტენსივობა შენობებიდან.
არ გყოფნის თავისუფაბალი ბაზრის პირობები
და მისი ელასტიურობის ხიბლით იკვებები.
არ გყოფნის კაპიტალისტური ყიამყრალობა.
მე მოგმართავ ყველა მკვდრის სახელით სიცოცხლის ილუზიიდან
დასაქმდი! თუ გინდა გაიგო დანაკარგის შეუვალობა.
დასაქმდი! თუ ნებაყოფლობითი იძულება შეგაცოცდა.
დასაქმდი! გზა გავლილ მანძილს როგორმე ჩაყლაპავ.
დასაქმდი! თუ გინდა შექმნა მაძღარი მკვდარი.
დასაქმდი და შედი მათ ნაცვლად ტაძრებში,
ვინც დევნის მშიერს და უპოვარს.
დასაქმდი! დაყვინთე ადამიანში ჰაერის უკმარისობამდე.
დასაქმდი და ტრანსფორმირდი მექანიკურ მოწყობილობად.
სიცოცხლის არსი სხვა ფასად შესთავაზე სამყაროს.
როგორც ღარიბის თოკზე გასაშრობად გაკიდული ერთხელ უკვე ნახმარი სუდარა,
ისეთი სპეტაკია სულის ცხონებაზე ლოცვის შესავალი.

22 სექტემბერი 2019 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:47 pm

გიო ლომიძე

მიწის თევზები

როგორც კი მაყვლის კისელივით ბლანტი ამინდი,
ნიადაგიდან ამოწელავს უხმო შენობებს.
როგორც კი მწყრალად ჩამწკრივებულ უშნო კარკასებს
სილუეტები გადაეხრებათ,
თითქოს მაშინვე ვიღაც იწყებს ხელფრთიანების
უმოწყალო გამოდევნებას.
მერე ისინიც ზიგ-ზაგური რხევით, წრიპინით,
ამღვრეულ ჰაერს აწრიალებენ.
ვფიქრობ გაფრენის ყველა მცდელობას
კვალში ჩადგომის ელფერი დაჰკრავს,
რომ ამოიცნონ განცდებისა და ემოციების იდუმალება.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე.
მითხრეს იქ შევძლებ მონახულებას
შენობებიდან - მწიფე ნაყოფის
მსგავსად - მოწყვეტილ ახალგაზრდების
თუ ძველგაზრდების ან რა აზრი აქვს,
ზრდის რა სტადიას ეთავსება ცოცხალი მაშინ,
როცა არჩევანს უქუცმაცებენ,
არჩევანი კი გამორიცხავს სხვა საშუალებას.
ჰაერი იხშობს ინფორმაციას ჩამოვარდნების,
ჩამოტყორცნების, ჩამოფრენების.
მაგრამ ვინც ვრჩებით სიკვდილის მიღმა
რა თიხით უნდა გამოვძერწოთ მრგვალი ჭურჭელი,
ისე რომ ვინმეც დავარწყულოთ
და დამსხვრევისას მჭახე ხმისგან დავიცვათ ყური.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე.
რაც მითხრეს იქნებ არის ნუგეში
- ,,ქარების მღვიმე“ ოვალურ კედლებს
ხავსით და ნესტით ისე იმშვიდებს,
თითქოს სახის კანს იჯანსაღებდეს შუა ხნის ქალი
ლიმნით და კიტრის კანის ნათალით.
იმ კედლებს შორის დგანან ლოდები,
ნაწრეტი წლყების დინების მიღმა
და ირეცხავენ საყრდენ ადგილებს
დროის პირქუში ბზარების შიგნით.
მიწის თევზები მათ სიღრმეში ადგაფუნებენ
მარჯნისფერ ფარფლებს,
მკრთალ სინათლეზე ისე უშნოდ იფხორებიან,
როგორც ქარბუქში ზამთრის დღეები.
მე დამარწმუნეს რომ იქ შევძლებ იმის გაგებას,
თუ რა ფიქრები გააწბილეს დანარცხებამდე
სიცოცხლის ქროლვით, დამსკდარმა ძვლებმა.
მათ უსხეულო ფორმებს მოუხმობს მღვიმე - სახლივით
და მღვრიე თვალებს ისე დამიშრობს,
როგორც იმ ჭაობს სასტიკი გვალვა,
რომლადაც იქცა ჩემი საფლავი,
სანამ მიპოვნა გამოსავალმა
და უნუგეშო მთქნარების შიშით
მკვრივი სიტყვების უწყვეტმა ფორმამ
გადაკარგულად არ მიმიჩნია.
მე ბორნეოზე უნდა წავიდე
და მიწის თევზებს მივანიჭო უფლება იმის
რომ გამოშიგნონ მთელი სამყარო.
გადააპნიონ ქერცლი შენობებს
და ამოქოლონ ,,ქარების მღვიმე“.

4 ოქტომბერი 2019 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:49 pm

გიო ლომიძე 4_o10

გიო ლომიძე

წაქცევა

ნაკბეჩი ვაშლივით ჟანგდებოდა აღმოსავლეთი.
გზაზე ვიდექით.
დამრეცი იყო გზა რომელზეც თითქოს ვიდექით.
ანტილოპები კბეჩდნენ მანძილებს.
ვერეკებოდით ადგილისკენ, ქვა რომ გახვრიტეს
იმ კმაყოფილებს,
უჩინარად რომ შეიქციეს თავი ჩურჩულით
და ვახსენებდით გამოფხიზლებას.
ადგილს თვალი რომ არ სცემოდა - ქვა ჩაიჯიბეს,
ხეზე დაკიდეს იმედის თოკი,
ასაძრომად და საკონწიალოდ.
ნაჩეჩქვი თვალის გუგებივით სრისეს გულები
ერთმანეთის და უერთმანეთოდ
გაიდეს მხრებზე სიცარიელე, შიშის ხანძარი,
რომელიც ისე ჩამოუმძიმდათ,
როგორც საგზალი დაქანცულ მდევარს.
არ იყო მთელი მონდომება თითქოს ბორძიკი.
თმენაც გახედნეს.
პირიდან იყო ამოჩრილი ენა ბოძივით,
გადახრილი და ულამპიონო.
ქუჩები თვლემდნენ თავმოყრისთვის ნათმენ ადგილებს
და პირში ჩალის გამოვლების ტკბილხმოვანება
სხეულებს შერჩათ როგორც ზანზარი.
თან ვიყავით და იმავე დროს თან არ ვიყავით,
ერთმანეთისგან გამოვაღწიეთ.
თანდათან უკვე აღარ ვიყავით გზა რომ გვეწვია,
ჩვენს შემდეგ სხვების წაქცევა ვნახეთ.


24 ნოემბერი 2019 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:52 pm

გიო ლომიძე

ღრუბლის დედა

ღრუბელი დააძინე და მოხვედი.
გადარჩენილ პლანეტას ააფრცქვენი და იშვილე.
კალთაში გამოიკარი და ჩანაცვლებული პლანეტის
ნამსხვრევებს გამოედევნე.
აქ სხვაგვარად როგორ შეძლებდი შემოგეღწია.
ღრუბლის დედა გახდი.
მაგნიტური ქროლვა იავნანად წაუღიღინე.
არტახებად ცისარტყელა გადაუჭირე და შედედდი.
დანარჩენი შვილები კოსმოსის ხვრინვამ გაგიფანტა.
მკვდრებს მწყემსავდი და ცოცხლებს ეშინოდათ,
ცოცხლებს ეძებდი და მკვდრები ბრუნდებოდნენ.
საკუთარი ნერწყვით ჩამობანდი
ერთმანეთთან შეჯახებით გამოწვეულ ჩამუქებებს,
ელვის ნამსხვრევებს გამოკორტნიდი და ისევ აცოცხლებდი.
სად გქონდა თვალები რომ შეგშუპებოდა.
უპეების ნაცვლად მოსკატის წვენის მაგვარი სითხე გისველებდა
მწუხარე განწყობას,
მისგან წყალს დევნიდი და ოხშივარს ქმნიდი,
განუსაზღვრელ უჰაერობას შეაჩეჩებდი,
თითქოს დარდის მოზიარე გსურდა გეპოვნა.
ქარის სიზმარს უყვებოდი სივრცეს.
მის ხმაურიან დუმილს საიდუმლოებებით აკაშკაშებდი
და თავსატეხს უჩენდი ცნობისმოყვარე ადამიანებს.
მიწა იჟღინთებოდა შენი საყვედურებით
და მოუსვენრობა შობდა დროის უსასრულობას.

9 სექტემბერი 2019 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6413
Registration date : 09.11.08

გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე EmptySun Dec 20, 2020 12:53 pm

გიო ლომიძე 6_o10

გიო ლომიძე

უნდა შეგეძლოს

უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის ამოჩრა
იღლიაში იმ სპორტის თხელი გაზეთის მსგავსად,
ხანდახან დიდი მოლოდინით რომ ყიდულობდი
შესამოწმებლად ანგარიშის, ნაღდი კუშების,
წინა დღით რომ გადააჯგუფე ვიღაცის რჩევით,
ან საკუთარი ლოგიკითვე უკარი კინწი
-არ გაგიმართლა და დაჭმუჭნე.
უნდე შეგეძლოს საკუთარი თავის ჩაჩურთვა
უბეში რუხი კოლოფივით, მოხერხებულად,
რომელშიც მწყობრად ალაგია ღერები სადა,
ტუჩებში მყარად მოქცევამდე ცეცხლის ლოდინით,
მეზობელმა რომ ვერ შეგნიშნოს თორემ დაგასმენს,
მერე მოგიწევს იმდენივე ტყუილი - არა
წინადადებებს შთამბეჭდავად რომ წაუმძღვარო,
რამდენი ღერიც დაგრჩენია უშნო კოლოფში,
რომ გაიმართლო თავი შენი ასაკის გამო
და შენარჩუნდე წესიერ ბავშვად.
უნდა შეგეძლოს საკუთარი თავი გამოჭრა,
თარგის მიხედვით პერიოდის შესაბამისად,
ცნობისმოყვარე ჩასუნთქვებით ზომო ნაბიჯი
და ზრდამდე ასე მიაღწიო. შენზე ზრუნავენ.
არ დაივიწყო შენზე ასე შიშით ზრუნავენ
- გზას რომ არ აცდე, ან ისე არ წაიფორხილო,
საპატიმროში ამოჰყო თავი.
მერე იქიდან დაამშვიდო ვისაც ახსოვხარ,
ვისაც თითქოსდა ცხოვრებაში არ გაუმართლე,
ვისაც ისედაც იმედები ვერ გაუმართლე,
და საერთოდაც ცხოვრებასვე ისე ჩამორჩი,
როგორც ქარავანს სნეული ჯორი.
დროებითია ყველა ფიქრი ჩამორჩენაზე,
არ გაუცხოვდე, შენი გზაა დაუფარავი,
უანდერძო და უმოზაიკო.

22 დეკემბერი 2019 წლის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




გიო ლომიძე Empty
PostSubject: Re: გიო ლომიძე   გიო ლომიძე Empty

Back to top Go down
 
გიო ლომიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: