| | ემილი დიკინსონი | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:44 pm | |
|  Emily Dickinson Portrait by Suzann Sines. Emily Elizabeth Dickinson (December 10, 1830 – May 15, 1886) ემილი დიკინსონი(დ. 10 დეკემბერი, 1830 — გ. 15 მაისი, 1886) — ამერიკელი პოეტი. დაიბადა ამჰერსტში, მასაჩუსეტსის შტატში, წარმატებულ ოჯახში, რომელსაც ძლიერი საზოგადოებრივი კავშირები გააჩნდა, თუმცა ემილი საკმაოდ ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობაში ამერსტის აკადემიაში შვიდი წელი ისწავლა, მცირე ხანი მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაშიც გაატარა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ემილი, რომელიც ადგილობრივებს ექსცენტრიულად მიაჩნდათ, ცნობილი იყო იმით, რომ სტუმრებსაც იშვიათად ეგებებოდა, ხოლო მოგვიანებით თავისი ოთახიდან თითქმის აღარ გამოდიოდა. ემილის სიცოცხლეში მისი ათასრვაასამდე ლექსის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოქვეყნდა,[14] რომელიც გამომცემლების მიერ იქნა ჩასწორებული, რათა იმ დროის პოეზიურ წესებში ჩამჯდარიყო. დიკინსონის ლექსები უნიკალურია იმ ეპოქისათვის, რომელშიც ის წერდა. ისინი შეიცავენ მოკლე ხაზებს და ჩვეულებრივ არ აქვთ სათაურები. ბევრი მათგანი ეხება სიკვდილისა და უკვდავების თემას - ორი საკითხი, რომელიც ემილის მიერ მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ჭარბობს. მიუხედავად იმისა, რომ ემილის ნაცნობების უმრავლესობამ იცოდა მისი ნაწერების შესახებ, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1886 წელს აღმოაჩინა მისმა უმცროსმა დამ - ლავინიამ ლექსების კრებული, რის შემდეგაც დიკინსონის შემოქმედება ცნობილი გახდა. მისი პირველი კრებული 1890 წელს გამოიცა თომას ვენტვორტ ჰიგინსონისა და მებელ ლუმის ტოდის მიერ, რომლებმაც ბევრი რამ ჩაასწორეს, ხოლო სრული და ჩაუსწორებელი კრებული პირველად ხელმისაწვდომი 1955 წელს გახდა, როდესაც "ემილი დიკინსონის ლექსები" (The Poems of Emily Dickinson) თომას ჰ. ჯონსონის მიერ გამოიცა. მიუხედავად ემილის შემოქმედების იმ არასასურველი შეფასებებისა და სკეპტიციზმისა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს სუფევდა, ამჟამად კრიტიკოსები დიკინსონს დიდ ამერიკელ პოეტად მიიჩნევენ. ბმული: * https://ka.wikipedia.org/wiki/ემილი_დიკინსონი 
Last edited by Admin on Tue Dec 08, 2020 1:56 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:47 pm | |
| ემილი დიკინსონი მე არავინ ვარმე არავინ ვარ - გამაცან თავი გავიგე, შენაც ყოფილხარ არვინ, იცი, გაგვრიყავს ამქვეყნად ბევრი, არსად წამოგცდეს ამბავი ჩვენი. მოსაწყენია ერთ სახედ ყოფნა, სახელს რომ იტყვი და შემდეგ ნანობ, მთელი ცხოვრება აღარ გასვენებს, ისევე, როგორც გომბეშო ჭაობს. მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:48 pm | |
| ემილი დიკინსონი მე არც ჭაობი...მე არც ჭაობი მინახავს და არც მინახავს ზღვა, თუმც შემინიშნავს ლელქაში და ვცნობ ტალღების ხმას. მე არც ღმერთს ვესაუბრები არც ზეცას ვსტუმრობ წამით, თუმცა მყარი მაქვს რწმენა, მაგრამ ვამოწმებ მაინც. მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე. 
Last edited by Admin on Tue Dec 08, 2020 1:53 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:51 pm | |
| ემილი დიკინსონი გულო ამაღამ...გულო ამაღამ დაივიწყე, ის რაც ინატრე. მისი ყოველი გაღიმება, სითბო,სინათლე. ნუღარ ყოყმანობ, შეგიძლია თუ მოინდომებ. საკუთარ წარსულს, განუდექი, ნუ მოიგონებ. ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:52 pm | |
| ემილი დიკინსონი დიდი სიგიჟე ღვთაებრივი...დიდი სიგიჟე ღვთაებრივი ნიჭი ყოფილა შორსმჭვრეტი მზერა გზასაც გაიგნებს. ეს დიდი ნიჭი უდრის სიგიჟეს, უმეტესობა ასეც გაიგებს. შენ რაღას იზამ?– თავსაც დაუკრავ, კმაყოფილიც ხარ გარჯით. ასე რომ არ ქნა–შფოთს გიწოდებენ და დაგაბამენ ჯაჭვით. ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:58 pm | |
| ემილი დიკინსონი ისე...ისე დავიპყარი მწვერვალი მიპარვით - ნაყოფი ვუსრისე ეკალს უმწიფარი, ჩემს სავალ ფერდობზე ლაღად რომ ხარობდა. მწვერვალი სუფევდა მახლობლად ღრუბელთა და ძლიერ შორს იყო ცხოვრების ხაროდან... მომქონდა ზემოდან, რაც მოსახვეჭია; რომ არ დამცვენოდა, კბილებით მეჭირა... და აწი ამ ძღვენმა თუგინდ გამაცუდოს მსგავსად მოწყალების უტიფრად მთხოვართა, სახეს კმაყოფილი იერით მოვირთავ და დამშვიდებული მოვივლი საწუთროს. მთარგმნელი: დავით ახალაძე.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 1:59 pm | |
| ემილი დიკინსონი მაშინ დამღუპა,როს...მაშინ დამღუპა, როს მეგონა - გადამარჩინა, როცა სამყარომ ჩემ გარშემო ზღუდე აღმართა, როცა ალყაში მომაქცია ჟამთა აჩრდილმა და შემიხუთა სული სუნთქვამ, ყელში გაჩრილმა, როცა მომესმა გულგატეხილს მიწის სამანთან ზღვის მოქცევათა საჩივარი უმისამართო. დაბრუნებული შევიგრძნობ და იოლად ვმართავ ჩემი სიცოცხლის დაკენტებულ, იდუმალ ნართავს! თუმც მხდალ მეზღვაურს ეშინია შორეულ მიწის და სასამართლოს მორცხვი მაცნე სირცხვილით იწვის თავისი ხელით დალუქულ და დაბეჭდილ კართან! სხვა დროს დავრჩები, დღეს დრო არა მაქვს, ფერთა და ნივთთა შეცნობ-გაცნობის! დაე, სამყარომ - ჩემთვის არამმა თვალდახუჭულს და ყურებდაცობილს სხვა დროს მაცალოს ყოფნა და მოცდა, უჩუმრად წასხმულ ჟამთა მეძებარს, - მე კიდევ დიდხანს დავრჩები, როცა დროის ბორბალიც დაილეწება. მთარგმნელი: დავით ახალაძე.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Tue Dec 08, 2020 2:01 pm | |
| ემილი დიკინსონი რამდენი წელია, დავტოვე...რამდენი წელია, დავტოვე სახლ-კარი და ახლა გადმოსულს შორეულ მხარიდან სახლში დაბრუნება სულ აღარ მახარებს - შინ უცხო სახეთა დანახვა არ მინდა. მიჩხრიკეთ საქმენი გულგრილი მზერით და სულზე მომაკერეთ დარდების არშია; ეს მე გავიხიზნე მშობლიურ კერიდან თუ ისევ შინ ვარ და გაქცევის ცდაში ვარ? მკლავებზე სიმწრით ვგრეხ ნერვების ბაგირებს, ფრთხილად შევიხედავ ჩამქრალ ფანჯარაში, ის ხმაურიანი სიჩუმე მაკვირვებს ოთახებს რომ იკლებს ველური თარეშით. ხმელ-ხმელი სიცილით კვლავ ჩემს თავს დავცინი - რატომ შევუშინდი იმ კარებს, უკარებს? წინ რომ გადამიდგა ბრგე კარისკაცივით, და აღარ უსმინა ხვეწნას და მუქარას, რკინის სახელური ხელივით ვუკოცნე ქრთამივით ვტენიდი კლიტეში გასაღებს და უცებ შევშინდი - მივხვდი, რომ უეცრად თუკი შინ შემიშვა, კვლავ დამატუსაღებს. კარებს დავეხსენი, მხდალი და უნდილი შიშით ყურს ვუგდებდი საკუთარ ფეხისხმას, ჩემს სახლს გავეცალე დამფრთხალი ქურდივით და შორით ჩამომდგარ წყვდიადს შევეხიზნე. მთარგმნელი: დავით ახალაძე.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6470 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი Thu Dec 10, 2020 6:52 pm | |
| ემილი დიკინსონი ***გონება - ცაზე უფრო ვრცელია - თუ გინდა კიდეს მიადე კიდე - ერთი - მეორეს ისე ჩაიტევს შენი ადგილიც დარჩება კიდევ - გონება ზღვაზე ბევრად ღრმა არის - მათი სილურჯე თუ დაატოლე - ერთი - მეორეს ისე შეიწოვს - როგორც ღრუბელი - კვალს არ დატოვებს - გონებას ღმერთის სიმსუბუქე აქვს - აწონე - მათი წონა რაც არის - და განსხვავებას თუ ნახავ - მხოლოდ ისეთს, ხმოვანს რომ წონის მარცვალი. ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა.  The Brain—is wider than the Sky— For—put them side by side— The one the other will contain With ease—and You—beside— The Brain is deeper than the sea— For—hold them—Blue to Blue— The one the other will absorb— As Sponges—Buckets—do— The Brain is just the weight of God— For—Heft them—Pound for Pound— And they will differ—if they do— As Syllable from Sound. —Emily Dickinson  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ემილი დიკინსონი  | |
| |
|  | | | ემილი დიკინსონი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|