ბაჩანა ჩაბრაძე

 Number of posts : 9 Age : 45 Location : France Job/hobbies : Traduction Humor : :D Registration date : 05.12.20
 | Subject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე Mon Feb 22, 2021 1:29 pm | |
| პიკის საათი - „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი პოეტი ქალი“ 19.02.2021 https://1tv.ge/audio/pikis-saati-me-bevri-var-tkhutmeti-poeti-qali/8 მარტიდან, პარიზის წიგნის მაღაზიებში, ბაჩანა ჩაბრაძის მიერ ფრანგულად ნათარგმნი კრებული გამოჩნდება. „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი / Je suis nombreuses. Quinze poètes géorgiennes“ – ასე ჰქვია ანთოლოგიას, რომელიც 15 თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას და ბიოგრაფიას აერთიანებს. სიუჟეტში გამოყენებულია ამონარიდები კრებულებიდან: ლელა ცუცქირიძის „ამბავი ნაადრევად გაყვითლებული ხეებისა“, ლია ლიქოკელის „გოგოობის კანონი“, ელა გოჩიაშვილის „წესრიგი“, მარიამ წიკლაურის „მდინარე“, ლელა სამნიაშვილის „ქალი-პოეტი“, ნინო სადღობელაშვილის „დაბერდა დედაჩემი“, ეკა ქევანიშვილის „ერთხელ, ეკა ქევანიშვილმა“, ირმა შიოლაშვილის „კაბა“, კატო ჯავახიშვილის „მეზობელი“, რუსუდან კაიშაურის „ქალი-მაგიდა“, თეა თოფურიას „იმ უცნაური ჯვრისწერის შემდეგ“, ლია სტურუას „ზღვაზე ვფიქრობ“, მაია სარიშვილის „ასეც შეიძლება მოხდეს“, დიანა ანფიმიადის „კლიტემნესტრა“, ნატო ინგოროყვას „ქალებს“. რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი, პოეტი. ავტორი: ელენე ტუშური. პროდიუსერი: ეკა ტალახაძე. | |
|